შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 4)


12-09-2015, 19:07
ავტორი სესილია
ნანახია 2 987

***
დღეები დღეებს მისდევდა, პატარებიც იზრდებოდნენ, მე თითქმის არ მქონდა არაფერზე ფიქრის დრო და საშუალება, მაგრამ როდესაც მონატრება სიგიჟემდე შემომაწვებოდა პატარების დაძინების შემდეგ, ირაკლის დატოვებულ პერანგს ჩავიცვამდი და ფიქრების მორევში ვიძირებოდი, ვიხსენებდი ყველა დეტალს რაც ერთმანეთთან გვაკავშვრებდა.
ერთმანეთი სამსახურში გავიცანით, მე უკვე ვმუშაობდი ის, რომ დირექტორად დანიშნეს, რამოდენიმე ხნის შემდეგ კი მის მოადგილედ გადავედი, სათათბირო ოთახში ყველამ მომილოცა
- მადლობა, - მიხაროდა მეც წინსვლა
- მოადგილე ხარ ამიტომ თათბირის დროს ჩემს გვერდით უნდა დაჯდე - მითხრა ეს და მარცხენა მხარეს გამომიწია სკამი - შენ ჩემი მარცხენა მოადგილე ხარ - ჩუმად მითრხა, რომ დავიკავე ჩემი ადგილი
- მარცხენა? - გაკვირვებით შევხედე
- ხო, რადგან მარცხენა ყველაზე ახლოსაა გულთან - გამიღიმა. მეც გავუღიმე და თან გავიფიქრე " მგონი ეს ვერ უნდა იყოს?!"

მერე კორპორაციული საღამო გვქონდა, მე როგორც ყოველთვის არ დავმჯდარვარ, ვცეკვავდი, მიყვარდა ცეკვა და გართობა.
- ოე, თარა - მომიხალოვდა ბაჩო ცეკვა ცეკვით
- ხოო, რა იყო ?
- დირექტორი არ უნდა აცეკვო?
- ცეკვა არ ვიციო სულ ამას გაიძახის და მე რატო უნდა ვაცეკვო? რომელი ცეკვის მასწავლებელი მნახე?
- მიდი შენ და იქნებ ვალსი გეცეკვოს
- ვალსი?
- ხო ვალსი
- მერე აქ კლუბში? - გაფართოებული თვალებით ვუყურებდი
- ნუ ღელავ მოვაგვარებ მაგას - თვალი ჩამიკრა და ირაკლისკენ ხელით მიბიძგა, მეც ინერციით მივედი მასთან
- რა იყო თარა? - შემომანათა მისი მწვანე თვალები
- არ ვიცეკვოთ?
- ნასვამი ხარ?
- ცოტა, მარტინი დავლიე
- იცი მე არ ვცეკვავ, - ხელები გაშალა უმწეოდ
- ეგ არაფერი ვალსი ვიცეკვოთ,- ხელით ვანიშნე ბაჩოს და გაისმა ძალიან წყნარი მუსიკა.
ნელა ვცეკვავდით, ვგრძნობდი როგორ მათვალიერებდა, თან ბიჭები სურათებს გვიღებდნენ, ბაჩო კი ისე გახარებული იყო რა უხაროდა ვერ გავიგე " ალბათ სანაძლეო მოიგო, რომ ავაცეკვე " გამეცინა
- პირველად ვცეკვავ - ჩუმად მითრხა
- კარგი რაა, არ მჯერა ისე კარგად ცეკვავ - გადავიკისკისე
- მადლობა - თავი დამიკრა და ჩემს მაგიდასთან მიმაცილა, საიდანრაც ბაჩო მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა "ყოჩაღ თარა!"

მერე ყოველდღე მხვდებოდა ყვავილები მაგიდაზე, თითო ვარდი, მე სულაც არ მიფიქრია, რომ ეს ირაკლი იყო. ერთ დილას კი როდესაც ჩვეულად დავპუტე ის ერთი ცალი ვარდი ირაკლი შემოვიდა, სახე გაუფითრდა
- რას შვრები თარა?
- ისეთს არაფერს ვიღაც ყოველ დილას ვარდს მიტოვებს, ვრ გავიგე ვინ არის, ვაიი ვერ გადამირჩება რაა, იდოტი!!! პატრა ბავშვი ხო არ ვგონივარ ვიღაცაა? ამიტეხა აქ სიყვარულობანა კუკუდამალობებით - დაპუტული ვარდი ურნაში ჩავაგდე და გავუღიმე - რამ შეგაწუხა ირაკლი რამე გინდოდა?
- არაა, არაფერი ? - ცხვირი ავიბზუე და მუშაობა გავაგრძელე.

ორი დღე, რომ არ გამოჩნდა ირაკლი, ბაჩოს ვკითხე
- ბაჩოო, რას შვრებიიი?
- ვმუშაობ
- მაგას მეც ვხედავ
- რა გინდა აბა?
- ირაკლი სად არის, რომ არ ჩანს? მისი ხელმოწერა მჭირდება
- მომეცი მე მოგიწერ
- შეენ?
- ხო მე, რადგან მე ვასრლებ მის მოვალოებას
- მოიცა თვითონ სად არის ? - გამიკვირდა
- ერთი წლით მივლინებაში მიდის ინგლისში, უფრო სწორედ უკვე ჩაფრინდებოდა - საათს შეხედა მან
- მერე მე ამას ეხლა უნდა ვგებულობდე?
- შენ ბევრ რამეს ან ვერ გებულობ ან არ გებულობ!
- ვერ გავიგე?
- რა? - უემოციოდ მკითხა
- ანუ რას ვერ ან არ ვგებულობ?
- თარაა, შენ ამდენი წლებია ვერ მიხვდი რომ ირაკლის უყვაარდი, ვერ მიხვდი, რომ იმ ყვავილებს ირაკლი გიგზავნიდა, ვერ მიხვდი, შენი ლაპარაკით გული როგორ ატკინე და აი წავიდა ეხლა - გაბრაზებით მითხრა
- მოიცა რას ნიშნავს ვუყვარდი? -თვალები გამიფართოვდა
- სიყვარული რასაც ნიშნავს იმას.
უცებ ყველაფერი თავდაყირაა დადგა, ვერ გავიგე რა მექნა, ვერ გავიზარე. კაბინეტი დავტოვე და წამოვედი. ხო, წამოვედი და ფიქრებმა გამასულელეს მერე " რა იდიოტი ხარ ტარაა, ი დ ი ო ტ ი ი ი !!!!" - ვლანძრავდი ჩემს თავს , მაგრამ უკვე გვიანი იყო.
მივხვდი, რომ მიყვარდა...

დაბრუნდა, თუმცა იმაზე ცივად მექცეოდაა ვიდრე ადრე მექცეოდა, ვგრძნობდი, რომ ჩემს მიმართ გაციებულიყო მისი გრძნობები, მაგრამ ეხლა მე ვიყავი აგიზგიზებულ ცეცხლში გახვეული. ერთ დღეს ძალიან გამოვთვერი და დავურეკე, ვუთხრაი, რომ ყველაფერს ვნანობდი და მე ის მიყვარდა თავდავიწყებით.
- მე აღარ მჭირდება შენი სიყვარული - მითხრა ცივად და ტელეფონი გამითიშა.
მეორე დილით განცხადება დავწერე სამსახურიდან წასვლაზე, მაგრამ ირაკლიმ არ დამიკმაყოფილა, ხელშეკრულებაა გადმომიღო და მაჩვენა ის პუნქტი სადაც ეწერა, თუ ხელმძღვანელთა საბჭო საჭიროდ ჩათვლიდა ჩემს საჭიროებას სამსახურში ხელფასს გამიზრდიდნენ 20% -ით, ამიტომ ასე შემოვრჩი სამსახურს, ყოველ წელს მივმართავდი წასვლაზე მაგრამ განცხადრება ესე რომ ვთქვათ ვეტო ედებოდა.
მე ირაკლის გრძნობები გავთელე, მერე კი მან. თუმცა მის ირგვლივ მუდამ ყოფნამ გრძნობებს განელების უფლება არ მიეცა, რაც ჩემთვის ძალიან მტანჯველი იყო...

________________________________

მადლობა ყველას



№1  offline წევრი mariko_2001

კაია მარა არ იმსახურებდა თარა ჩემი აზრით ის ვერ მიხვდა ირაკლის კი შეეძლო აეხსნა ეს ყველაფერი და არ გაქცეულიყო

 


№2  offline წევრი სესილია

mariko_2001
კაია მარა არ იმსახურებდა თარა ჩემი აზრით ის ვერ მიხვდა ირაკლის კი შეეძლო აეხსნა ეს ყველაფერი და არ გაქცეულიყო



კი გეთანხმები , მაგრამ ეს ისტორია ნამდვილ გმირებზეა, რეალობაში ასე გაიქცა ბიჭი ახსნის გარეშე winked მადლობა რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent