შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის მეფე (5)


13-09-2015, 00:07
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 6 582

ადგილიდან არ დავძრულვარ, ვიჯექი და ჩემს ძმებს ვუყურებდი, გული სიხარულით მევსებოდა და მადლობას ვუხდიდი იმისთვის რომ ისინი მომივლინა, დედა თუ არა 3 უსაყვარლესი ძმა მყავს რომელიც რამოდენიმე დღეში უზომოდ შემიყვარდა. ნახევარი საათი იყო გასული გიორგის გასვლიდან, ისე მეძინებოდა თვალებს ვერ ვახელდი, ფეხზე ავდექი და გამოსაფხიზლებლად აივანზე გავედი,
-ცოტა დაგაგვიანდა-გავიგე გიორგის ხმა, იქვე სკამზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
-დღეს მგონი აქედან წასვლას ვერ შევძლებთ-ვთქვი და გვერდით მივუჯექი თუმცა სიგარეტის სუნით შეწუხებული მალევე წამოვდექი ფეხზე.
-მე და შენ წავიდეთ, ისინი აქ დავტოვოთ და ხვალ ჩამოვაკითხოთ-შემომთავაზა მან და სიგარეტი სანაგვე ყურში მოისროლა
-არა, ბიჭებს აქ მარტო ვერდავტოვებ-ვიუარე მე
-კარგი წამოდი შიგნით-წამოდგა და შინისკენ გამიძღვა.
-ირაკლი-დაუძახა შინ შესულმა გიორგიმ ზურაზე გადაწოლილ ირაკლის
-ჩემი ძმა მოსულაა-იყვირა ირაკლიმ და ძლივს ძლივობით გასწორდა სკამზე
-მთვრალი არ იყო, მაგრად გცემდი, აეგდე ფეხზე-შეუღრინა გიორგიმ და ხელი მოჰკიდა რომ წამოეყენებინა
-მოდი რა მანქანამდე მიმაყვანინე-გამომხედა მე. უხმოდ მივედი და იკას ცალ მხარეს ამოვუდექი, ძლივს ძლივობით ჩავიყვანეთ ვირველ სართულზე და უკანა სავარძელზე დავაწვინეთ.
-დანარჩენებიც ჩამოვათრიოთ-თვალები გადაატრიალა გიორგიმ
-მეორე მანქანა? ან აქ როგორ დაეტევა ყველა? ვერხედავ ირაკლი გადაწოლილია სკამზე-გაოცებულმა გავხედე მე
-რომელიმეს მანქანას იქ დავტოვებ და ტაქსით წამოვალ. აქედან კი მეორე მანქანით წამოვალ-ამიხსნა სიტუაცია მან
-შენც ნასვამი ხარ-ვუთხარი და მზერა ავარიდე.
-მაგას რამნიშვნელობააქ?-გაიკვირვა მან
-როგორ არ აქვს, შენც ხომ დალიე სასმელი და არ შეიძლება საჭესთან დაჯდე-ვუთხარი კვლავ და მის ზღვისფერ თვალებს დავაკვირდი რომელიც სიბნელეშიც კი საშინლად ლამაზი ჩანდა
-ანუ ეხლა ისე რომ მოვიქცე როგორც მინდა შენ ჩათვლი რომ მე მთვრალი ვარ და ვერ ვაზროვნებ?-ჩაიცინა მან
-არვიცი-მხრევი ავიჩეჩე მე
-ზურა ძალიან დათვრა ჩამოვიყვანოთ და წავიყვან სახლში-სიცილით მითხრა და წელზე ხელის მიდებით მიბიძგა ზემოთ ავსულიყავი, ნელი ნაბიჯებით დავიძარი ზემოთ, კიბეებს შევყურებდი, კაცს ეგონება საფეხურებს ითვლისო, თუმცა მე ყურადღება მხოლოდ ჩემს გვერდით მდგარ ადამიანზე მქონდა გადატანილი, ვხედავდი სასმელი მასაც მოჰკიდებოდა მაგრამ არ იმჩნევდა, ავედით თუარა იქვე დაკიდებულ ჰამაკში დავჯექი. გაკვირვებულმა გამომხედა გიორგიმ
-ესენი სულ ესე სვავენ?-ვიკითხე და თვალები დავხუჭე
-იშვიათად-ჩაიცინა მან
-კარგი ვდგები-გავიცინე და სწრაფად წამოვდექი ფეხზე, ოთახში შევედით სადაც ჯერ კიდევ სვავდნენ ბიჭები
-მეტს აღარ დალევთ-სწრაფად ააცალა ღვინის გრაფინი გიომ და კოტეს დედას, ნინოს მიაწოდა
-აუ ნატრიაშვილი დაეგდე აქ და მოიტანე სასმელი-თქვა ნახევრად მძინარე დათომ.
-ზურა წავიყვანოთ ცოდოა-ჩუმად ვუთხარი იქვე დივანზე მძინარე ზურრაზე.
-ჯერ ესენი იმას ძინავს-შემეპასუხა და დათოსთან მივიდა, ბანცალით წამოდგა ფეხზე დათო, ხელი გიორგის გადახვია და ერთად გავიდნენ გარეთ. უკან გავყევი და აივნიდან ვუყურებდი როგორ ჩასვა მანქანაში
-მოდი ბექა უკან დავსვათ, შენ და ზუკა წინ დაჯექით, მანქანა კოტეს დავუტოვოთ-შემომთავაზა გიორგიმ
-მე დავრჩები შენ ესენი წაიყვანე-ვუთხარი მე
-მთვრალი ვარ, ვერვაზროვნებ-ჩაილაპარაკა მკაცრად ხელი სწრაფად მომკიდა მაჯაში და სიბნელისკენ წამიყვანა
-რა?-გაოგნებულმა მხოლოდ ეს ვკითხე
-მთვრალი ხომ ვარ?-ჩაიცინა მან და კედელთან მიმიმწყვდია
-არხარ-სწრაფად ვუარყავი და თვალი ავარიდე
-10 წუთის წინ ძაალიან მთრალი ვიყავი?-კვლავ გაიცინა მან-მანქანასაც ვერ ვმართავდი,

-რაგინდა გიორგი?-პირდაპირ ვკითხე და მისი ხელებიდან გათავისუფლება ვცადე
-ჩემთან ერთად წამოხვალ, არავითარი აქ დარჩენა-წარბი აწია მან
-მე აქ დარჩენა მინდა-ჯიუტად ვუთხარი მე
-ეჰ, არადა თავიდან როგორ გეშინოდა,-უკმაყოფილოდ გააქნია თავი
-რისი?-გავიკვირვე მე
-რისი არა ვისი, ჩემი-გაიღიმა
-რაღაც გეშლება-ვუთხარი დარწმუნებულმა და რომ მივხვდი ვერაფერს გავაწყობდი მის წინააღმდეგ კედელს ავეკარი
-მთვრალი ვარ-ჩაიბუტბუტა და სახე ახლოს მოწია, გაშტერებული ვუყურებდი მის სახეს და ვერ ვხვდებოდი რას აპირებდა
-მეორედ აღარ გავჩერდები-ჩაილაპარაკა და ლოყაზე მაკოცა.
-წავედით ეხლა ზუკა შევაღვიძოთ ბექა ჩამოსული იქნება
-ვრჩევი მე-ვუთხარი მე მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია ისე წავიდა, მეც უკან მივყევი, ბექა უკვე წინა სავარძელზე იჯდა და ეძინა.
-ანუ ზუკა უკან უნდა ჩავტენოთ-გაიცინა გიორგიმ. მეორე სართულზე ავედით, ზურა გავაღვიძეთ და უკან ბიჭებთან ერთად ჩავსვით, მე ბექას გაღვიძება მომიწია, კალთაში ჩავუჯექი თავი გულზე მივადე, გზა საშინლად გაიწელა, ბოლოს დაღლილს მეც ჩამეძინა, მზის სხივებმა გამაღვიძა, იგივე პოზაში ვიჯექი როგორც გუშიინ დამეძინა, გაკვირვებული გადავხედე ბიჭებს რომლებსაც მკვდარივით ეძინათ, ბრაზი მომერია როდესაც გვერდით სავარზელი ცარიელი დამხვდა, მანქანა კი წყნეთში სახლის წინ ეყენა.
-იდიოტი-ჩავილაპარაკე და სწრაფად გავაღე კარი, ძლივს გადავედი კუნთები მტკიოდა, ცალი ფეხი დაბუჟებული მქონდა, კოჭლობით შევედი სამზარეულოში და ყავის გაკეთება დავიწყე. ნერვები მეშლებოდა გიორგიზე.
-აბა როგორ გეძინა?-ირონიული ღიმილით შემოვიდა სამზარეულოში გიორგი.
-შენ ალბათ უკეთესად გეძინა-არ დავაკელი ირონიულობა მეც
-რათქმაუნდა. რბილ საწოლში.-თვალი ჩამიკრა. ხმა არ გამიცია ყავა ჭიქაში ჩავასხი და ფრთხილად მოვსვი რომ პირი არ დამწვოდა.
-მეც გამიკეთე რა-მთხოვა და გამიღიმა. არც გავნძრეულვარ დავაიგნორე და ყავის სმა გავაგრძელე.
-ხმას არ მცემ. ეს კარგია.-ჩაიცინა და თვითონ დაიწყო ყავის მზადება.
-მე მივდივარ მაღაზიაში გავალ აქვეა ბიჭებს ნაბეღლავს ვუყიდი. ყავას წყალი დაასხი რომ ადუღდება-დამიბარა, ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და გარეთ გავიდა. ყავას წყალი დავასხი დაპირებისამებრ და მაცივრიდან საჭმელი გამოვიღე და მშვიდად დავიწყე ჭამა. მალე ზუკა შემოვიდა განადგურებული სახით ოთახში.
-გუშინ მანქანაში რატომ მეძინა?-მკითხა და თავზე ხელი მოისვა.
-ბატონ გიორგის კითხეთ. მე დამეძინა და არცერთი არ გაგვაღვიძა თვითონ კი მშვიდად ეძინა-ცხვირი ავიბზუე და თვალები გადავატრიალე. დავინახე როგორ ჩაიცინა ზურამ მაგრამ არაფერი მითქვამს. გიოს გაკეთებული ყავა მშვიდად მიირთვა და დასაძინებლად ოთახში აბრუნდა. მალევე მოვიდა გიო. 10 ცალ ბანეღლავის ბოთლს მოათრევდა გულზე ახუტებულს. შემოვიდა თუარა ეგრევე მაგიდაზე დაყარა.
-ზურამ შენი ყავა დალია. ახლის გაკეთება მოგიწევს-ვუთხარი და სწრაფად გავეცალე სამზარეულოს ტერიტორიას. ზურას ოთახში შევედი. მშვიდად ფშინავდა. სწრაფად გამოვაღე მისი კარადა და სპორტული შარვალი გამოვიღე. გამოვიცვალე და რომელიც მეცვა გასარეცხებში ჩავყარე. აუცილებლად გავრეცხავ შუადღეს ამას. საწოლთან მივედი და ზურას გვერდით მივუწექი. ზურგიდან მივეხუტე და თვალები დავხუჭე.
#გიორგის ნაამბობი
ჯერ კიდევ გაღიმებული დავდიოდი სამზარეულოში და საჭმელს ვამზადებდი. მარიამზე ვფიქრობდი და მეღიმებოდა. სამზარეულოში ირაკლი როგორ შემოვიდა არც გამიგია
-ჩემი უჟმური ძმა შეყვარებულია მარიამზე! დადო განაჩენი იკამ
-სულ გამო*ირდი-შუბლი შევჭმუხნე მე.
-კარგი რა. რას მიმალავ შე*ემა, დიდი ხანია გიყურებთ. თვალები გიბრწყინავს მის დანახვაზე. რაც გავიდა სულ იღიმი-სიცილი დაიწყო ირაკლიმ
-ნუ გაა*რაკე, ნაბეღლავი მოგიტანე, დალიე. მე კიდე ჩავიცმევ 10 საათზე სამსახურში უნდა ვიყო.-ვუთხარი და სწრაფად დავტოვე ჩემი საჭმლიანა სამზარეულო. ჩემს ოთახში შევედი თამ ვჭამდი და თან ვიცვავდი. 9ის წუთები იყო რომ გავემზადე და ზურას ოთახისკენ წავედი, გუშინ ოთახი ამერია და მის ოთახში მეძინა ამიტომ მანქანის გასაღებიც იქ იყო. ოთახი შევაღე და ღიმილით გავხედე მძინარე ტყუპებს. მარიამი ზურგიდან აკვროდა ზურას და ტკბილად ეძინათ. ჩუმათ გადავუღე სურათი, გასაღები ავიღე და პირველ სართულზე ჩავედი. ბიჭები ყველა სახლში შემოლაგებილიყვნენ და ერთხმად წუწუნებდნენ თუ როგორ ნაბახუსევზე იყვნენ და როგორ ტკიოდათ თავი..
-წავედი მე-მივაძახე და სწრაფად დავტოვე სახლი.
#ბიჭებთან
-მგონი გიორგის მარიამი შეუყვარდა-თქვა ირაკლიმ , დათოს და ბექას გაკვირვებული მზერა დააიგნორა და ნაბეღლავი მოსვა
-უყვარს? ესე მალე როგორ შეუყვარდებოდა?-გაიკვირვა დათომ
-ვითომ არ იცოდე თამთა პირველივე ნახვაზე რომ ჩამივარდა გულში.-შეუტია ძმას ბექამ
-იმედია ზედმეტებს არგააკეთებს-ჩაიდუდღუნა დათომ
-კარგი რა ეგრე იცნობ გიოს? ბოლოსდაბოლოს 1 წელია ერთ სახლში ვცხოვრობთ-გაბრაზებულმა უთხრა იკამ დათოს.
-ხო მაგრამ ის ჩვენი დაა-თვალები დაუქაჩა დათომ
-ხელი უნდა შეუწყოთ თორე გიორგიც ჩემსავით დაიტანჯება-თქვა ბექამ ღიმილით.
-ზუკა გავუშვათ ბათუმში. ძველ კლასელებთან ერთად. ივლისია და ცხელა უკვე-თქვა ირაკლიმ სიცილით.
-მე რაჭაში წავალ გუგასთან(ერთერთი ძმაკაცი)-გაიცინა დათომ
-მე დედაჩემთან, ახლოა იქედან სამსახური-ახარხარდა ირაკლი.
-მე კიდე მარიამის ბინაში გადავალ. ვიტყვი აქედან ვერ ვივლი ძაან შორია და მანქანა გამიფუჭდათქო. კოტეს დავურეკავ იქ მიიყვანოს-თქვა ბექამ და ბიჭების გამოწვდილ ხელს ხელი დაარტყა
#მარიამის ნაამბობი
რომ გავიღვიძე შუადღე იყო. 2 საათი. სახლში მარტო მე და ზუკა ვიყავით დანარჩენები სამსახურში იყვნენ. ზურაც შევაღვიძე და ქვემოთ ჩავედით. დიდხანს ვისაუბრეთ ვიცინეთ და მხოლოდ მაშინ შევჩერდით კარზე რომ ზარი დარეკეს. კარი ზურამ გააღო. ბიჭები სათითაოდ შემოლაგდნენ სახლში და დივანზე დაღლილები დაჯდნენ
-შვებულება ავიღე-გაიცინა დათომ.
-მერე მიდიხარ სადმე?-ჩაეძია ბექა.
-კი მე და ზურა მივდივართ. 2 გოგო შევაბი და იმათთნ ერთად წავალთ ბათუმში-გაიცინა დათომ და ზურას თვალი ჩაუკრა.
-მე არ მომცეს შვებულება, აგვისტოში მაძლევენ-მშვიდად თქვა გიორგიმ
-მეც.მაგრამ მანქანა გამიფუჭდა და იმედია მარიამი თავის ბინას დამითმობს-თვალი ჩამიკრა ბექამ.
-მე მარტო მტოვებთ?-გავიკვირვე მე.
-არა გიორგი აქ იქნება. მე დედაჩემთან მივდივარ ციტახნით-მითხრა აკომ და გაიცინა.
-კარგით. მე სამსახურის ძებნას ვიწყებ-გამოვაცხადე მე.
-სწავლა დაიწყე რადროს სამსახურია-გაიკვირვა ბექამ.
-15 წლის მერე სკოლაში არმივლია-გულრწფელად ვუთხარი და თავი დავხარე.
-სექტემბერში სკოლაში მივალ. მდგომარეობას ვეტყვი და გამოცდებს დაგინიშნავენ. ადესტატს მოგცემენ და მერე უნივერსიტეტშიდაც მოგაწყობთ-გამაცნო დათომ გეგმები.
-არმინდა შეგაწუხოთ-ვიუარე მე.
-მოკეტე-შემომიბღვირა ზურამ.
-ჩვენი ზუკა პირველ კურსზეა უკვე-გაიცინა ბექამ და თავზე ხელი გადაუსვა ზურას.
-ოჰ შენ თუ ხარ 25 რას ლაპარაკობ რა. მუშაობ და 1 თვე გაქ მარტო შვებულება, ისევე როგორც ყველას აქ მე კიდე 3 თვიანი არდადეგები მაქვს-გაიცინა ზურამ
-უი რამდენი წლისები ხართ-ეხლაღა გამახსენდა რომ არცერთის ასაკი არ ვიცოდო ზუკას გარდა ისიც იმიტომ ვიცოდი რომ ტყუპისცალი იყო.
-24 ვართ მე და იკა-გვამცნო დათომ
-26ის ვარ მე-მითხრა გიომ
-მალე ჩვენი დაბადების დღე მოდის-შესძახა ზურამ და გაბრწყინებული თვალებით გადმომხედა.
-ოქროს დაბადებისდღე თან-გავიცინე მე.
-მაგ სექტემბერშია,მანამდე კიდე დიდი დროა-თქვა ბექამ და ხელი ჩაიქნია
-უი წავალ მე, სარეცხ მანქანაში თქვენი ტანსაცმელები შევყარე და გამოვიღებ.-ვთქვი და სწრაფად წამოვხტი ფეხზე
#გიორგის ნაამბობი
-რა ჩაიფიქრეთ?-გაოცებული მივუბრუნდი ბიჭებს მარიამის წასვლის შემდეგ..
-რაჩავიფიქრეთ?-გაიოცა ირაკლიმ.
-რატომ მტოვებთ მარიამთან ერთად მარტო?-გავიცინე მე
-თუარგინდა წავიყვან-გამომწვევად მითხრა ბექამ.
-არგაბედოთ-წარბი დევკარი მე
-კიდევ უარყოფ რომ მარიამი გიყვარს?
-მე არაფერს ვუარყოფ-ჩავიცინე მე.
-ზედმერი არაფერი გაბედო. მარიამს სულ დავეკონტაქტები-თითი დამიქნია ზურამ და მუშტი მომიღერა.
-ჩუ მარიამი მოდის-ვთქვი და სწრაფად გავაჩუმე დანარჩენები.
-ბიჭებო წამოდით ვჭამოთ, არ გშიათ?-გამოგვძახა სამზარეულოში მიმავალმა.
-მე მშია-ვთქვი და ფეხზე ავდექი
-ჩვენ გვიან შვჭამთ-თქვა ბექამ და მანიშნა სამზარეულოში გავსულიყავი
#მარიამის ნაამბობი
სამზარეულოში ვიყავი უკნიდან შეხება რომ ვიგრძენი. სწრაფად შევბრუნდი და გიორგი რომ დავინაცე ცოტა არ იყოს გამიკვირდა.
-აბა რას შემომთავაზებ? მენიუში რაგვაქვს?


---

მოკლედ რომ მითხარით დიდი თავი დადეთო მოცულობა ცოტა გავზარდე, თუ აქამდე მხოლოდ 1000 სიტყვიან თავს ვწერდი ეხლა 1400 ნუ ძაან დიდი კიარაა მაგრამ თანდათან გავზრდი, მადლობა ვინც კითხულობთ და აკომენტარებთ, ძალიან მახარებთ, მიყვარხართ ყველა. <3



№1  offline წევრი mariko_2001

აუ რასაყვარელი ძმები ყაავს ზურა ხო ვაააააფშეეეეეე .ძააან კაია ოღონდ პატარა თავები გაააქვს

 


№2 სტუმარი lana

auu mecc minda dzmebii myavdes tann aseti uff tann isee kargadd axasiatebb aii zurazed xoo vibnidebii rasacc qvia gioo kidee sxva tema ise magarii sadzmakacoa raa admin agvftovanebulii varr shenii nashromitt dzann miyvarxarr ase gagardzele imedia amatt male daaxlovebbb ise kaii gegema moifiqress xoo icii shenn :-D :-*

 


№3  offline წევრი kora

როგორ ვგიჟდები ამ ძმებზე <3
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი Li Zi

au magaria ^^

 


№5  offline წევრი kora

წუხელ გვიანობამდე ვუცდიდი ახალ თავს :( დღეს დადებ??
--------------------
kira.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent