ფულზე გაყიდული
ფულზე გაყიდული 1 თავი. გამყიდეს! ცოტა უცნაურია ამას ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრები ადამიანი რომ ამბობს, მაგრამ ეს მართლა დამემართა საკუთარმა მამამ ფულზე გამყიდა. მართალია არასოდეს მყოლია მოსიყვარულე მშობლები მაგრამ ამას მაინც არ ველოდი არ ველოდი რომ ასეთი არაადამიანები იქნებოდნენ და საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობას მანაცვალებდნენ. ერთ საღამოს როდესაც ჩემს ოთახში ვიყავი და მეცადინეობას ვასრულებდი, მამაჩემის ხმა გავიგე რომელიც სასტუმრო ოთახში ჩასვლას მთხოვდა, სულაც არ მინდოდა მისი მოსმენა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და მის ნებას დავყევი. ოთახში რომ შევედი მამაჩემის გვერდით უცხო მამაკაცი შევნიშნე რომელმაც ყურადღებით შემათვალიერა და თავი კმაყოფილმა დააქნია. დაახლოებით 35 წლის იქნებოდა, მაღალი სასიამოვნო გარეგნობის, თუმცა იმ მომენტში მისი გარეგნობა სულ არ მაინტერესებდა ერთი სული მქონდა ოთახი დამეტოვებინა. მამაჩემმა უცნობთან საუბარი შეწყვიტა და ყურადღება მომაქცია. _ მარიამ შენს თხოვნას ვასრულებ და ამ სახლიდან გიშვებ, დღეიდან სხვაგან იცხოვრებ. _რას ქვია სხვაგან ვიცხოვრებ? სად გადაწყვიტე ჩემი გაგზავნა ნუგზარ? _ზედმეტ შეკითხვებს თავი დაანებე და წასასვლელად გაემზადე. დარწმუნებული ვარ შენი ახალი სახლი ძალიან მოგეწონება და იქ ძალიან ბედნიერი იქნები. ამას რომ ამბობდა თან კმაყოფილი მიღიმოდა. გაოცებული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა ჩაიფიქრა. ამ დროს ოთახში დედაჩემი შემოვიდა რომელსაც ხელში დიდი ჩანთა ეჭირა. _ მარიამ, საყვარელო შენი ნივთები უკვე გავამზადე და შეგიძლია ბატონ დავითს გაყვე. ორივეს გაოცებული ვუყუებდი, როდესაც მამაჩემი მიხვდა, რომ არსად წასვლას არ ვაპირებდი, ხელი უხეშად მომკიდა და გასასვლელისკენ წამიყვანა, ვცდილობდი ხელი გამენთავისუფლებინა მაგრამ არაფერი გამომდიოდა. როგორც იქნა ხელი გავინთავისუფლე და მის წინ გავჩერდი. _ ბოლოს და ბოლოს ამიხსნი რა ხდება? - ეხლა კარგად მომისმინე ლაწირაკო! როგორც იქნა რაღაცაში გამომადექი და დავიბრუნებ იმ ამაგს რაც შენზე 20 წელია დავხარჯე. _ ნამდვილი ცინიკოსი ხარ, რა ამაგზე ლაპარაკობ, შენ მშობლის მოვალეობა მარტო ის გგონია, რომ შენი შვილი მშიერი არ მოკვდეს, წარმოდგენაც არ გაქვს რას ნიშნავს იყო ნამდვილი მშობელი. რა ამაგზე მელაპარაკები, როდესაც ამ ოცი წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაინტერესებულხარ საკუთარი შვილით, ერთხელაც არ გიკითხავს რა მაწუხებდა, ერთხელაც არ მომფერებიხარ. რაც ბებია გარდაიცვალა მას შემდეგ არავის უზრუნია ჩემზე არავის უკითხავს რა მიჩირდა, არავის გავუცილებივარ სახლიდან, არავინ დამლოდებია სანამ სახლში მოვიდოდი და ამ ყველაფრის მერე შენ საკუთარ თავს მამას უწოდებ? ვხვდებოდი რომ უკვე ისტერიკა მეწყებოდა, მთელი ამდენი წლის ნაგროვები მინდოდა ერთიანად ამომენთხია. თვალები ცრემლებით მევსებოდა იმ ტკივილის გახსენებაზე რაც 20 წელია მტანჯავდა, ყოველთვის მშურდა ჩემი მეგობრების, რომლებსაც მოსიყვარულე მშობლები ყავდათ, მეც ვოცნებობდი რომ სკოლიდან გამოსულს მამაჩემი დამხვდებოდა, გამიღიმებდა მკითხავდა დღემ როგორ ჩაიარა, მერე სახლში წამიყვანა სადაც კარებში დედა შემომეგებებოდა მაგრამ ეს ყველაფერი ოცნებად დამრჩა. ცრემლები უკვე ღაპაღუპით მომდიოდა და ვერ ვწყნარდებოდი. ამ დროს საშინელი წვა ვიგრძენი მარცხენა ლოყაზე, ნუგზარმა სილა გამარტყა და ასე ცდილობდა ჩემ დაწყნარებას. ამ დროს ის უცნობი და დედაჩემი სახლიდან გამოვიდნენ, ნუგზარმა ხელი მომკიდა და ეზოში მდგარ მანქანაში გაღიმებული სახით ჩამსვა, სანამ კარებს მიხურავდა კიდევ ერთხელ დამიბარა, რომ ჩკვიანად მოვქცეულიყავი. ამ მომენტში მძულდა საშინლად მძულდა ჩემი მშობლები რომლებმაც ცხოვრება დამინგრიეს და ყველაფერი წამართვეს, თითქოს იმ მომენტში ყველაფერმა აზრი დაკარგა ტირილიც კი აღარ მინდოდა, სასწრაფოდ ცრემლები მოვიწმინდე და ფანჯარაში დავიწყე ყურება, შემდეგ უცნობიც ჩაჯდა მანქანაში და მანქანაც დაიძრა. მინდოდა გზა არასოდეს დასრულებულიყო და დანიშნულების ადგილემდე ვერ მიგვეღწია, ავტომობილი მთაწმინდისკენ მიდიოდა, შემდეგ მთავარი გზიდან გადაუხვია და 10 წუთი სიარულის შემდეგ დიდ რკინის კარიბჭესთან შეჩერდა, ეს ჭიშკარი ალბათ ძალიან ლამაზ და მდიდრულ სახლს ეკუთვნოდა, მაგრამ ჩემტვის ჯოჯოხეთის კარიბჭესავით იყო აღმართული და დარწმუნებული ვიყავი ამ კარის უკან ბევრი უბედურენა მელოდა. მალე კარი გაიღო და მანქანა უზარმაზარ ეზოში შევიდა, რომლის ცენტრშიც ულამაზესი სამ სართულიანი სახლი იდგა, სახლი კი არა უფრო სწორი იქნება თუ სასახლეს ვუწოდებ. ეზო ლამპიონების შუქით იყო განათებული და ამ სინათლეში კარგად მოჩანდა რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ ამ სახლს და მის მცხოვრებლებს იცავდა, მაგრამ რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ამ უზარმაზარ სახლში მხოლოდ რამოდენიმე ოთახში ენთო შუქი, ნეტავ ვინ ცხოვრობდა ამ სახლში ამდენი ადამიანი, რომ იცავდა და აქაურობა აუღებელ ციხესიმაგრედ უქცევია. ფიქრებიდან დავითის ხმამ გამომიყვანა, მარიამ როგორც ხვდები ეს შენი ახალი საცხოვრებელია და შენთვისვე უკეთესია თუ ბატონ გეგას არ გააბრაზებ. _რა იქნება ჩემთვის უკეთესი მაგას მე თვითონ გადავწყვეტ, ან ეს ბატონი გეგა ვინ არის, ან აქ საერთოდ რა ვაკეთებ? - ამას მალე გაიგებ, ეხლა კი შეგძლია მანქანიდან გადახვიდე. არ მინდოდა მანქანიდან გადასვლა, არ მინდოდა ამ სახლში შესვლა, სადაც წარმოდგენა არ მქონდა რა მელოდა, ამას ისევ ჩემი უგულო მშობლების სახლში ყოფნა მერჩივნა, მაგრამ ჩემი აზრი არავის აინტერესებდა, მანქანიდან გადმოვედი და დავითს ავედევნე უკან რომელსაც ჩემი ჩანთა მიჰქონდა. კარგი სასიამოვნო გარეგნობის 60 წელს მიტანებულმა ქალმა გაგვიღო და თბილად გაგვიღიმა, მისი თბილი თვალების დანახვისას მინდოდა ჩავხუტებოდი და მის მკერდზე მექვითინა. - მე ლია ვარ შვილო აქ ვცხოვრობ და სახლს ვუვლი, შემოდი და თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში, მისმა თბილმა ხმამ, თითქოს ჩემი შიშიც კი დამავიწყა მაგრამ როგორც კი ფეხი ამ უზარმაზარ სახლში შევდგი კანკალმა ამიტანა, ირგვლივ ყველაფერი მუქი ფერის იყო, თვალს არაფერი ახარებდა, ამ სახლში თითქოს სიცოცხლე ჩამკვდარიყო. ლიამ დავითს ჩემი ჩანთა გამოართვა და მეორე სართულამდე მიმაცილა, სახლს ვათვალიერებდი, ფერების მიუხედავად სახლი მაინც გემოვნებიანად იყო მოწყობილი და საკმაოდ ძვირფასი ავეჯიც იდგა. ლია ერთ-ერთ კართან შეჩერდა, გამოაღო და შიგნით შემიზღვა, ეს ოთახიიც საკმაოდ კარგად იყო მოწყობილი შუაში დიდი საწოლი იდგა, გარდერობი, დიდი სარკე და 2 სავარძელი, ეს შენი ოთახია საყვარელო, აქეთ სააბაზანოა მიმითითა ოთახის მარცხენა მხარეს მდებარე კარზე, ეხლა შეგიძლია დაისვენო, მე უკვე მივდივარ, არავინ შეგაწუხებს გეგაც მალე დაბრუნდება. ამ სახელის გაგონებაზე ტანში გამცრა ნეტა ვინ იყო ან რა უნდოდა ჩემგან. ლია გავიდა და ოთახში მარტო დამტოვა, მთელი ჩემი სხეული შიშმა მოიცვა, არაფრის თავი აღარ მქონდა, საწოლზე ტანსაცმლიანად მივწექი და თვალები მაგრად დავხუჭე, როგრც ჩანს ჩამეძინა, ხმაურზე გამეღვიძა, რომელიც პირველი სართულიდან მოდიოდა, ლია უკვე წასული იყო ანუ ბატონი გეგა დაბრუნდა სახლში ამის გაფიქრებაზე გამაკანკალა, ხმაური უკვე მეორე სართულისკენ მოიწევდა, ნაბიჯების ხმა გავარჩიე, რომელიც ჩემ კართან შეწყდა, საწოლზე უფრო მოვიკეცე, აკანკალებული ველოებოდი კარის შემოღებას, მალე კარმაც გაიჭრიალა და ოთახში ვიღაც შემოვიდა და ჩემ საწოლს უახლოვდებოდა, შეშინებული წამოვხტი საწოლიდან და კედელს ავეკარი, უცნობი არ ჩერდებოდა მალე მომიახლოვდა და ჩემ წინ გაჩერდა, თავი ავწიე და სახეზე შევხედე, მაგრამ მხოლოდ მისი თვალები დავინახე, შავი თვალები რომლებშიც თითქოს ცეცხლი გიზგიზებდა, მის თვალებში მარტო ზიზღი იკითხებოდა, სხეულში ერთიანად გამაცია როდესაც ოთახში მისი ხმა გაისმა. - მამაშენს მართალი უთქვამს ნებისმიერ კაცს გააგიჟებ, თან ალკოჰოლის სუნი შემომაფრქვია, ეხლა დავაკვირსი უკეთესად ფეხზე მძლივს იდგა, უფრო ამაკანკალა როდესაც ხელი ნიკაპზე მომკიდა და თვალებში ჩამაშტერდა, მის თვალებში მხოლოდ ცხოველურ ვებას ვხედავდი მერე კი ტუჩებზე დამაცხრა მის მოშორებას ვცდილობდი მაგრამ არაფერი გამომდიოდა ხელს უფრო მაგრად მიჩერდა და საწოლისკენ მიმათრევდა, უცებ ძლიერი ბიძგი ვიგრძენი და საწოლზე დავეცი თვითონ კი ზემოდან მომექცა, ვტიროდი ვეხვეწებოდი რომ თავი დაენებებინა, მაგრამ თითქოს ჩემი ხმა არ ესმოდა მარტო საკუთარი ვნების დაკმაყოფილებაზე ფიქრობდა, თითქოს მასში მხეცმა გაიღვიძა, რომელიც სხეულს მიჯიჯგნიდა, სხეულზე მხოლოდ ტანსაცმლის ნაგლეჯები შემრჩა, სიკვდილს ვნატრობდი მარტო, ყველაფერი წამართვეს, თავისუფლება, ბავშვობა, პატიოსნება და ეხლა ჩემთვის ყველაზე საძულველი ადამიანი ჩემს გვერდით წევს და მშვიდად ძინავს, არ ვიცი რამდენი ხანი დავყავი ასეთ მდგომარეობაში, ფანჯარაში შემოღწეულმა მზის სხივებმა მომიყვანა აზრზე უკვე თენდებოდა, მძლივს ავითრიე საწოლიდან სხეული რომელსაც მრავლად ეტყობოდა ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები. აბაზანაში შევედი მინდოდა ეს სიბინძურე რაც შეიძლებოდა მალე ჩამომერეცხა სხეულიდან, თავი ყველაზე ბინძური არსება მეგონა ამ ქვეყანაზე. თბილი წყალი სხეულს ესიამოვნა ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი, არაფერზე ფიქრი აღარ მინდოდა, უცებ ერთ-ერთ თაეოზე დადებული ბრიტვა შევამჩნიე და თითქოს გამოსავალს მივაგენი, ბრიტვა ხელში ავიღე, მხოლოდ ერთი გადასმა მინდა ხელზე და ყველაფერი დამთავრდება ჩემი ტანჯვაც, ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ჩემი სიკვდილი არავის ატკენს გულს, არავინ შეწუხდება ჩემს გამო, ჩემი ერთაადერთი მეგობარიც არ არის ჩემს გვერდით, ტკივილზე ვფიქრობდი მაგრამ ტკივილისაც უკვე აღარ მეშინოდა, ბრიტვა ჯერ ერთ ხელზე გადავისვი, შემდეგ მეორეზე, ტკივილს საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი, ვუყურებდი როგორ ერეოდა ჩემი სისხლი წყალს და ნელნელა გონებას ვკარგავდი, სანამ ბოლომდე გავითიშებოდი ხმამაღალი ღრიალი და კარების შემონგრევის ხმა გავიგე მერე კი უკვე აღარაფერი მახსოვს. ----------------- ეს ჩემი პირველი ისტორიაა, შეცდმოებისთვის ბოდიშს გიხდით :) იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.