შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჭედილები (დასრულებულია)


13-09-2015, 14:52
ნანახია 2 092

****
ყველა ისტორია განსხვავებულად იწერება.ყველა ისტორიის ფინალში აღმოაჩენ რაღაც ისეთს,რაც არასდროს გაგიგია.ყველა ისტორიის შინაარსი ინდივიდუალურია,ამიტომ არასდროს იცი ვის როდის,რანაირად და რა მოუვა.აქ კი ყველაფერი ისე განვითარდა,როგორც მწერალს ან უბრალოდ ავტორს უნდოდა.
უკმაყოფილო ხართ?მათმა ურთიერთობამ ვერ დაგაკმაყოფილათ?ელოდით რაღაც ბანალურ ისტორიას?ოჰ,თქვენ ჩემს შესაძლებლობებში შეგაქვთ ეჭვი,ეს კი სასიამოვნო სულაც არაა.

****
რამოდენიმე კვირა გავიდა.გლოვის,ტირილის,თხოვნის კვირა.ყველაფერი თითქოს კალაპოტში ჩადგა.თითქოს ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.ყოველშემთხვევაში გარედან ასე ჩანდა,შიგნიდან კი...
დღეს სამყაროს რაღაც აკლია.დღეს დედამიწას შვილი აკლია.დღეს ჩემს გვერდით ადგილს,თავისი პატრონი აკლია.დღეს ვიღაცას სადღაც შვილი,შეყვარებული და მომავალი დედა აკლია.დღეს ნედ ჰორანის კომპანიას შეუცვლელი თანამშრომელი აკლია.
ხმამაღლა არ ვამბობ.ეს არ შემშვენის,ეს არც შემიძლია.გრძნობების გამჟღავნება არ შემიძლია.
არადა რამოდენიმე კვირის წინ ყველაფერი კარგად იყო.რამოდენიმე კვირის წინ გვერდს ახალგაზრდა,ლამაზი გოგონა მიმშვენებდა და მიუხედავად იმისა,რომ ხმამაღლა არასდროს მიღიარებია,მისი სულის შეძვრამდე მშურდა.
ახლა დრო გავიდა.
კომპანიის კარები მშვიდად იღება.შემოსასვლელში ნედი მოაბიჯებს.სახეზე ტკივილი აღბეჭვდია,გულში რაღაც ამოუხსნელი.
და მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის მჯეროდა,მას ნელი არასდროს შეუყვარდებოდა,ვხვდები,თუ რაოდენ მცდარი წარმოდგენა მქონდა მასზე.ახლა თითქოს ნაპრალი ამოივსო და ჩემსა და მას შორის საერთო გამოჩნდა.ახლა ორივეს გვიჭირს ნელის გარეშე.ახლა მისი ხმის გაგონება მჭირდება.
-შენ ახლა შეუცვლელი ადამიანის ადგილზე ზიხარ-თვალებს ვუბრიალებ ჩემს გვერდით მჯდომ ახალგაზრდა გოგონას.

-ჩემთან კაბინეტში-თბილი ხმით მეუბნება ნედი და კაბინეტისკენ უხვევს.
უთქმელად ვტოვებ სამუშაო მაგიდას და უკან მივყვები.გზად საპატიო ადამიანთა შორის მისტერ დამიანის სურათს შევყურებ და გული სითბოთი მევსება.მიხარია,რომ მისი თანამშრომელი მერქვა,მიხარია,რომ მასთან გარკვეული დროის განმავლობაში „ვმსახურობდი“.დღეს კი მხოლოდ სურათიდან შემიძლია ვუყურო მის თბილ ღიმილს.არადა რა დრო იყო.

-დაჯექი-ტონის შეუცვლელად მეუბნება.
ვჯდები.
-ახალ მოლაპარაკებას ვიწყებთ მეზობელი ქვეყნის კომპანიასთან.თუ შეგიძლია დაწვრილებით მოიძიე ინფორმაცია და შემატყობინე რაიმე საეჭვოს თუ აღმოაჩენ-ხმას იწმინდავს ის.

ვუყურებ,ვუყურებ და ვერ ვხვდები.
-ამას როგორ ახერხებ?-ჩუმად ვჩურჩულებ თითქოს საიდუმლოს ვამჟღავნებდე.
-რა გითხრა-მხრებს იჩეჩავს ის-დიდი ხნის მანძილზე,ამ კითხვის პასუხი თავად ვერ ვიპოვე და მაინც მჯერა,რომ ის კვლავ აქაა.ის არ მიდის,გესმის?ის ყოველთვის აქაა ტამარა.
მე თავს ვუქნევ,მიუხედავად იმისა,რომ მაინც ვერაფერს ვხვდები და სკამიდან ვდგები.
გზაში მიმავალს მზერას კვლავ მისტერ დამიანს ვაპყრობ და ვხვდები,რომ მასთან მუშაობა კი არა,ნელისთან მუშაობა მიყვარდა ამდენხანს. და მაინც მყარი ნაბიჯებით მივდივარ ადგილისკენ,სადაც ოდესღაც კოკა-კოლის ბოთლით ხელში,მომღიმარი ნელი მელოდა.

_____
ეს ისტორია დიდი ხნის წინ დავწერე და ძალიან მიყვარს.ბოლო ტავი საკმაოდ პატარა გამოდგა,მაგრამ შეცვლა ან რამის ჩამატება არ მინდოდა.რადგან ეს დამტავრდა "ნაბიჯი წინ"-ის დადებას დავიწყებ ხვალიდნ ყოველდღე.



№1  offline წევრი miyvarxar1992

მე მეგონა ერთად დატოვებდი ავტორ.იმედიც დიდი მქონდა.მეგონა სიყვარული გაიმარჯვებდა მაგრამ შევცდი.მაგრამ მაინც კარეგი იყო:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent