შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Life or Death...თავი2


13-09-2015, 15:22
ავტორი Rija angelozi...
ნანახია 1 785

II თავი
სრულ სიბნელეში მივდიოდი,მაგრამ არაფერს ვეტაკებოდი.მართალია ძალიან არ მინდოდა იმ შუქში გავლა,მაგრამ ასე უსასრულოდ ბნელში სიარულს,ისევ იქ გავლა მერჩივნა.ამ ფიქრებში გართულმა ფეხი რაღაცას წამოვკარი და დავეცი.როცა გონს მოვედი მივხვდი,რომ მიწაზე აღარ ვიდექი.მე დავფრინავდი.ამის დაჯერება მიჭირდა,მაგრამ როცა იმას ვიხსენებდი,რომ ცოტა ხნის წინ მოვკვდი,დაუჯერებელი აღარაფერი მიმაჩნდა. მიწას ვუახლოვდებოდი და ნელ-ნელა ფერებსა და გამოსახულებებს ვარჩევდი.როცა ძალიან მივუახლოვდი მიწას შემეშინდა,რომ დავეცემოდი და მოვკვდებოდი,მაგრამ შემდეგ გამახსენდა,რომ ისედაც მკვდარი ვიყავი და ჩემი მცირეხნიანი ფრენით ტკბობა განვაგრძე.
მიწაზე დავვარდი,მაგრამ ოდნავადაც არ მტკენია.წამოვდექი და მივიხედ-მოვიხედე.დავინახე,რომ შუა ტრასაზე ვიდექი,სადაც მანქანები მოძრაობდნენ.ერთი მანქანა ჩემსკენ წამოვიდა,შემეშინდა და სახეზე ხელები ავიფარე,მანქანამ კი ისე ჩამიარა ვითომ არც კი ვიყავი იქ.შემდეგ მეორე მანქანამ ჩამიარა,შემდეგ მესამემ,მეოთხემ.დავიწყე ფიქრი თუ რა ხდებოდა,შემდეგ კი სიცილი ამიტყდა. ,,მე ვიყავი მკვდარი“.არხეინად დავიწყე მანქანებს შორის სირბილი.როცა სიცილით გული მოვიოხე და ეს გასართობი მომბეზრდა,გადავწყვიტე ტროტუარზე გადავსულიყავი.როცა ქუჩას კარგად დავაკვირდი,ვიცანი ეს ადგილი,ჩემი სახლი აქედან 2 კვარტლის მოშორებით იყო და გადავწყვიტე წავსულიყავი.მივდიოდი სახლისკენ და უამრავი მოგონება მახსენდებოდა.ასე ფიქრით მივადექი სახლს.მის წინ დგომა იმაზე რთული აღმოჩნდა,ვიდრე მასზე ფიქრი.იმდენი მოგონება მაკავშირებდა მასთან,იმდენჯერ მომიხატავს ჩემი სახლის კედლები,იმდენჯერ მითამაშია მის წინ და ახლა მასთან შეხებაც კი არ შემეძლო.ჩემი სიკვდილი,რომელიც რამოდენიმე წუთის წინ მართობდა ახლა მხოლოდ ტკივილს იწვევდა ჩემში.ძალა მოვიკრიბე და სახლში შესასვლელად მოვემზადე.კარების გაღება არც კი დამჭირვებია,პირდაპირ შევედი.შიგნით სრული მოწყენილობა სუფევდა.ყველა ტიროდა,გადავწყვიტე ჩემ ოთახში შევსულიყავი,როცა ტირილი მინდოდა სულ იქ მივდიოდი.შევედი და გული დამწყდა,როცა ოთახი მოვათვალიერე.ჩემი ოთახი სავსე იყო ფოტოებით.გადავხდედე ჩემი მეგობრების ფოტოებს და მივხვდი,რომ ისინი ძალზედ მიყვარდა.შევხედე ჩემი დის ფოტოს,ის ხომ ჯერ ძალიან პატარა იყო დის დაკარგვისთვის.შემდეგ ჩემს ფოტოს წავაწყდი ჩემს გამოსაშვებზე რა ბედნიერები არიან ჩემი მშობლები ამ ფოტოზე,სულ არ ფიქრობენ იმაზე,რომ ცოტა ხანში ცუდი რამ მოხდება.ვეღარ გავუძელი დაგამოვედი ოთახიდან.დედაჩემის სანახავად წავედი,როცა რარაც მაწუხებდა ყოველთვის მასთან მივდიოდი.მისი მშვიდი სახე ყოველთვის მაწყნარებდა,მაგრამ ახლა ისცუდად გამოიყურებოდა.მინდოდა დამეწყნარებინდა და ხელზე ვაკოცე,მაგრამ თითქოს არც არაფერი მომხდარაო.მეწყინა,გავბრაზდი და ცრემლები წამსკდა.სახლიდან გამოვვარდი და გავიქეცი.გავრბოდი.მინდოდა ამ ყველაფერს გავქცეოდი,მაგრამ სად არ ვიცოდი.უცებ ტარასაზე აღოვჩნდი.ჩემსკენ მანქანა მოდიოდა,მაგრამ არ ვდარრდობდი.ხელები გავშალე და მანქანას დავუდექი.მანქანა დამეტაკა,მაგრამ ვიგრძენი,ვიგრძენი ტკივილი.ეს გამეხარდა,მეწყინა,ავღელდი.ამ ყველაფერმა თავბრუ დამახვია და წავიქეცი.ვიგრძენი როგორ შემეხო ვიღაც.თვალი გავახილე და დავინახე,რომ ვიღაც ბიჭს ვეჭირე,როცა გონზე მოვიდეი მკითხა თუ როგორ ვიყავი.მაგრამ როგორ?რატომ? უამრავი კითხვა გამიჩნდა.დამინახა ეს კარგია მაგრამ როგორ? ნუთუ გავცოცხლდი.ყველაფერი ისიევ ამერია და გონება დავკარგე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent