შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგვეშალე !


13-09-2015, 16:56
ავტორი Lydia
ნანახია 2 634

16 დეკემბერია,ნაადრევად მოთოვა თბილიში,ირგვლივ სულ ცივი სუსხი ტრიალებს
-(ლიკა) აუ თავი მისკდება დეა
-(მე) მერედა მე გთხოვე ამდენი დალიე თქო?
ლიკა ბუხართან მოგრეხილი იწვა და წმუკუნებდა
ირგვლივ ლუდის ბოთლები,ჩიფსები და მიწის თხილის კოლოფები ეყარა
მე დეა ორბელიანი ვარ,გუშინ მქონდა დაბადების დღე და 17 წლის გავხდი.თითქმის მთელი სკოლა მყავდა ჩემს აგარაკზე დაპატიჯებული და მთელი ღამე მხურვალე წვეულება გქვონდა.
ყველა წასულა ჩემი და ლიკას გარდა. ლიკა სკოლის ერთ-ერთ მაგარ გოგოდ ითვლებოდა თავისი გრძელი ფეხებით და დიდი მკერდის გამო. მე კი მხოლოდ იმიტომ რომ მამაჩემი პრემიერ-მინისტრია.ჩვენ არ ვართ ძალიან კარგი მეგობრები და ახლაც მხოლოდ იმიტომ ვართ ერთად რომ მას კარგი სიმთვრალე აქვს. მხოლოდ ერთი ბავშვობის მეგობარი მყავს ნიკა,მაგრამ მან ვერ მოახერხა აქ მოსვლა თავისი დეგენერატული სამსახურის გამო.
-(მე) ლიკა ჯობია წავიდეთ,ხვალ ორშაბათია და სკოლა გვაქვს
-(ლიკა) აუ ბაზარი არააა! ერთსაც მოვწევ და წავიდეთ,იქამდე შენს მძღოლს დაურეკე მოვიდეს და წაგვიყვანოს
ლიკამ წვრილი ღერი სიგარეტი პირში გაიქანა და სიამოვნების მორევში გადავარდა
-(ლიკა) ერთხელ რომ გასინჯო რა მოგივა? წუწუნით მომმართა
თავი უხეშად გავუქნიე და ტელეფონი ყურთან მივიდე
-(მე) ზაზა მოდი და წაგვიყვანე რააა! და ლელაც წამოიყვანე სახლი რომ მიალაგოს
ალბათ ბევრს მლანძღავდა ზაზა,რადგან ძილს არასდროს ვაცდიდი
-(მე) 10 წუთში მანდ ვარო,ამიტომ მიდი და სახეზე წყალი შეისხი
გოგონა ზოზინით წამოდგა და ვერანდიდან სახლში შეაბოტა
მეც წამოვდექი და ოთახში შევედი. ნაცრისფერი სპორტულები ჩავიცვი,გასწორებულ თმაზე თხელი ქუდი ჩამოვიცვი და შავი სათვალები გავიკეთე
ამასობაში ლიკაც გამზადებული გამოვიდა და გარედან სიგნალის ხმაც შემოგვესმა
ჩანთას ხელი დავავლე და ლიკას ვუჯიკე გარეთ გასასვლელად
ზაზა წითელ მერსედესში იჯდა და გველოდებოდა.
ერთი ორჯერ შევავლე კვლავ სახლს თვალი და ზაზას გვერდით დავჯექი
ლიკამ იმედგაცრუებულად შემომხედა და უკან დაჯდა
-(მე) ლელა სად არის?
-(ზაზა) ის ტაქსით ამოვა ცოტახანში
-(მე) კარგი წავიდეთ
რემენი გავიკეთე და უკან სავარძელს მივეყდენი
***************************************************************
ასეთ ადრიანად გზა სულ ცარიელი იყო ამიტომ 10 წუთში ჩავედით
-(მე) ზაზა მოდი ჯერ ლიკა მივიყვანოთ და მერე მე
მძღოლმაც უპასუხოდ დააქნია თავი,მაგრამ უკნიდან ლიკა გამომექომაგა
-(ლიკა) არა დეა,მე თვითონ წავალ
-(მე) რატო? გაკვირვებულმა ვკითხე
-(ლიკა) ლუკასთან უნდა მივიდე სახლში! ყურში ჩამჩურჩულა და გამიღიმა
-(მე) ლუკა? აა ის ვიღაც იდიოტი რომ მოგწონს?
ლიკამ დაჭყანული შემომხედა და მანქანიდან გადავიდა
-(ლიკა) სკოლაში გნახავ!!
ხელი დავუქნიე და ზაზას გადავხედე,ისე უჟმურად უყურებდა რომ გამეცინა,ძალიან არ მოსწონდა ეს გოგო.
სახლის კარები რომ შევაღე მამაჩემი შემომეგება
-(მამა) გეტყობა რომ კარგად გაერთეთ
სიცილი დაიწყო და შუბლზე მაკოცა
-(მე) ამ დილით სად მიდიხარ?
-(მამა) რაღაც საქმეები მაქვს ჩემო ლამაზო,საღამომდე
თავზე ხელი გადამისვა და სასწრაფოდ გავარდა
დაქანცული ავედი ჩემს ოთახში და პირდაპირ აბაზანაში შევედი. ცხელ წყალს შევუშვირე თავი და გამოფხიძლებაც დავიწყე
ოთახიდან ჩემი ტელეფონის ზარის ხმა შემომესმა,მეგონა გიგა იქნებოდა და სასწრაფოდ პირსახოციანი გავარდი აბაზანიდან
დიდ შავ ტელეფონს გადავწვდი და როდესაც ადრესატის სახელი წავიკითხე ცოტა იმედი გამიცრუვდა
რადგან გიგა ის ბიჭია,რომელიც დიდიხანია ძალიან მომწონს,მაგრამ ის სხვანაირად მიყურებს,ხანდახან მირეკავს ხოლმე და მკითხულობს
-(მე) ნიკაა! როგორ ხარ?
-(ნიკა) კარგად სიხარულო,შენ როგორ გაატარე დრო?
-(მე) არაუშავდა,შენს გარეშე როგორ ვიქნებოდი
-(ნიკა) მე მაპატიე,შემდეგში ყველაზე მაგარი დაბადების დღე გექნება დამიჯერე
-(მე) კარგი დაგიჯერებ.ჩავიხითხითე და გავჩუმდი
-(ნიკა) კარგი წავედი სამსახურში ვარ და რომ გავთავისუფლდები გამოგივლი.გაკოცე ბევრი
-(მე) მეც ჩემო სიმპატიურო
ტელეფონი ლოგინზე მივაგდე და მეც გადავიშხლართე.ფიქრებში გადავეშვი და მიმეძინა
.................................................................................................................................
-(დაჩი) ბიჭო სად იყავი დღეს ტოო?
-(ლუკა) ლიკამ გამომიარა დილით და მერე გარეთ გავედით სასეინოდ.რა იყო?
-(დაჩი) არაფერი დილითაც ვიყავი შენთან,მევთქვი დავბოლდებით თქო რააა.დაჩიმ მაგიდაზე ლუდი დააწყო და მერე კრესლოში მოთავსდა
-(ლუკა) აუ კაი რა ტო! აღარ მინდა სულ კაიფი და გრიალი რააა
-(დაჩი) ბიჭო შენ იმენა რაც მაგ ნაშასთან დადიხარ სულ გამო*ლევდი
-(ლუკა) ხოდა მალე აღარ ვივლი რააა
-(დაჩი) რა იყო ტიპი გშორდება ტო? ბიჭი იცინოდა და ლუდს წრუპავდა
-(ლუკა) არა ცოლად უნდა მოვიყვანო
დაჩიმ ლუდი პირიდან გამოასხა და ხველება აუტყდა
-(დაჩი) რააა? ღადაობ ხო?
-(ლუკა) არა ტო რა მეღადავება,მომწონს და მინდა რომ ჩემი ცოლი გახდეს
-(დაჩი) ბიჭო ში* ხომ არ გა*ვს? მარტო იმიტომ მოგყავს რომ მოგწონს? იმენა მაგრად ა*რაკებ რააა
-(ლუკა) აუ მოდი გაა*ვი რა! შენ თავს მიხედე.გითხარი უნდა მოვიყვანო თქო და ნუღარ მეკაჩავები
დაჩი გაჩუმდა,ცოტახანი ჩაფიქრდა და მერე ისევ დაიწყო საუბარი
-(დაჩი) კაი და მერე ის თანაახმაა?
-(ლუკა) არა ტო,ჩემები გამი*რაკებენო და ჯერ არაო რა! ამიტომ უნდა მოვიტაცო და რაჭაში წავიყვანო ჩემთან
-(დაჩი) აუ შენ მართლა გაგიჟდი? რაღა დროს მოტაცებააა?
-(ლუკა) მოკლედ ბევრი რომ აღარ ვიბაზრო შენ და შონზო უნდა დამეხმაროთ რა
-(დაჩი) ჩვენ? როგორ?
ბიჭი გაკვირვებული იყურებოდა და ლუდის ბოთს ხელში ათამაშებდა
-(ლუკა) იტოკშე შონზო და შენ მანქანით მიაკითხავთ სკოლაში და იქიდან მოიტაცებთ.მე კიდე რაჭაში დაგხვდებით
-(დაჩი) კაი ბრატ შენ თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვს იყოს ეგრე,მაგრამ არც მე და არც შონზო არ ვიცნობთ მაგ გოგოს სახეზე და როგორ მოვიტაცებთ?
-(ლუკა) მე-17 სკოლაში სწავლობს,საშვუალო სიმაღლისაა და შავგრემანია.და კარგად დაიმახსოვრე დიდი წითელი ჩანთა დააქვს. რომ გამოვა სკოლიდან მიხვდებით რა
ლუკამ ლუდი მოიყუდა და თვალი ჩაუკრა დაჩის
.................................................................................................................
თვალები რომ დავჭყიტე უკვე სამიი საათი იყო.თურმე რამდენი ხანი მძინებია,უკვე მომშივდა კიდეც
ნელ-ნელა წამოვდექი,ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოსკენ გავეშურე,მაგრამ კარებზე ზარი რომ ატყდა გადავიფიქრე სამზარეულოში შესვლა.აქეთ-იქით გავიხედე და მერე წავედი კარების გასაღებად
-(მე) ზაზა? რა მოხდა?
-(ზაზა) ლელამ ეს წითელი ჩანთა გამომატანა,იქ დაგრჩენიათ
-(მე) აა ალბათ ლიკასია,კარგი მადლობა
კარები ნელა მივხურე და ჩანთა გვერდზე მივაგდე
უქვე მდებარე ტელეფონს დავავლე ხელი და ლიკასთან დავრეკე
-(მე) გოგო დიდი წითელი სკოლის ჩანთა შენია?
-(ლიკა) აუ ხო დეა ჩემია,იქ დამრჩა
-(მე) ეხლა მომიტანა მძღოლმა,ხვალ სკოლაში წამოგიღებ
-(ლიკა) კარგი გოგო ხარ
ტელეფონი გავთიშე და სამზარეულოსკენ მშიერი გავეშურე



№1  offline წევრი mariko_2001

აი ძაან ძაან მაგარიაა მალე გააგრძელე რააა და თავები უფრო გაზარდეე❤

 


№2  offline წევრი tekka

რემენი,კრესლო და ა.შ შეცდომებს მიაქციე ყურადღება რჩევა იქნება.რავიცი თუ გაინტერესებს მაინც შეფასება... laughing

 


№3 სტუმარი anastasia

Au magaria gaagrdzele da tavebi hazards magrad momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent