შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობლობიდან სიყვარულამდე (1)


13-09-2015, 21:55
ავტორი Na Nuka
ნანახია 2 708

სანამ ამბავის თხრობას დავიწყებ, მინდა მოგიყვეთ რაღაცეები ჩემს შესაებ... მე ვარ ანკა 17 წლის მყავს 25 წლის ძმა, სანდრო და 19 წლის და მარიამი. მყავს შეყვარებული, ბექა. მამას ქვია გიორგი, დედას ქეთი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ. მინდა ვისწავლო იურიდიულზე... მანამდე კი ვარ როკერი. მყავს პატარა ბენდი... ჩვენთვის ვუკრავთ რა... ჩემი ცხოვრება მთლიანად შავსა და ყვითელში, ნირვანას ფერებშია... ჩემი განსხვავებული გემოვნების გამო სკოლაში ყველა ცუდად მიყურებს.. ჯერ კიდევ შემორჩა აზრი იმის შესახებ, რომ როკი სატანიზმია... თაყვანისმცემლების რაოდენობას არ ვუჩივი. ვარ საშუალო სიმაღლის, ქერა თმით და მწვანე თვალებით...

***
ახალი სასწავლო წელი, ახალი კლასელები, სკოლელები და ახალი თავგადასავლები. პირველ დღეს სკოლაში ბექამ მიმიყვანა... რა თქმა უნდა იყო შურიანი სახეები... ბექა წარმატებული ბიჭია, ჩემს მშობლებსაც ძალიან მოსწონთ.
ბექას მანქანაში რა თქმა უნდა 2ფაქის სიმღერები იყო ჩართული. ყოველთვის ვკამათობთ მუსიკაზე და არც ეს დღე ყოფილა გამონაკლისი...
-კაი რა ნუ შეჭამე ტვინი შენი 2ფაქით...
-კაი არ გინდა რა... ყველა როკნროლს ვერ მოუსმენს.
ლედ ზეპელინის დისკი ამოვიღე და ბოლო ხმაზე ჩავრთე...
მანქანიდან რო გადმოვედი ყველა მე მომაშტერდა... არ ვიცი რა აკვირვებს ამ ხალხს...
კლასელები, მასწავლებლები ვნახე და წამოვედი....
- სადმე არ დავსხდეთ ? - მკითხა ბექამ.
-არა რა... არ მაქვს არაფრის თავი...
-ძაან შეიცვალე იცი ?
- და მაინც როგორ ?
- ძაან ცივი გახდი...
ბექა გავაჩუმე, ვაკოცე და მანქანიდან გადავედი.
სახლში რომ შევედი, გაკვირვებული დავრჩი... ჩემი მომავალი დედამთილი და მამამთილი დამხვდნენ... როგორ ვერ ვიტან ამათ ჭორაობას... როგორც ყოველთვის ჩემზე და ბექაზე ილაპარაკებდნენ. მივესალმე და ცივად ვთქვი:
-ახლა რაღა მოხდა ? რა გადაწყვიტეთ ჩემი და ბექას დაუკითხვად ?
ღიმილი შეახმათ სახეზე... დედამ მკაცრად მითხრა:
-ანკა ნორმალურად ილაპარაკე.
-კაი დედა რა...-ვუთხარი და ჩემს ოთახში შევედი... ყურსასმენები გავიკეთე... ისევ როკი... ასე მგონია კურტ კობეინის გარდა არავის ესმის ჩემი... მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა, რა მაღიზიანებს, მარტო ის ვიცი რო ყველა და ყველაფერი ყელში ამომივიდა... ოთახში დედა შემოვარდა...
-შენ გოგო სულ გადაირიე ?
-არა რატო ?
-რანაირად იცეოდი იმ ხალხთან...
-კაი რა ამოხვედით უკვე ყელში შემეშვით ყველა ...წავედი რა..
-ანკა...
აღარაფერი მითქვამს, კარი გამოვიჯახუნე და წავედი, სად მე თვითონაც არ ვიცოდი..

პ.ს. გილოცავთ სკოლის დაწყებას... რას იტყვით გავაგრძელო... შენიშვნები არ დაიშუროთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის თქვენს აზრს... წარმატებულ დღეს გისურვებთ ხვალ ...



№1 სტუმარი ubralod gogo

kurti ro axsene dzaan momewona *-* <3 gaagrdzele mara es gogo zedmetad uxeshia cota daawynare :D ise kaia dzan <3 xo kide cota didi tavebi dade

 


№2 სტუმარი ana

Me magalitad momwons jiuti romaa

 


№3  offline წევრი Na Nuka

მადლობთ <3 რჩევებს გავითვალისწინებ

 


№4  offline წევრი nini :)

კარგი იყო მაგრამ პატარა თავი, გაზარდე თავები, და 2ფაქი ჯობდა რომ ფაქი ინგლისური ასოებით დაგეწერა მე ასე ვფიქრობ, ისე დანარჩენი მომეწონა love

 


№5  offline წევრი Na Nuka

მადლობ <3 გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent