შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მიმტანი (6)


14-09-2015, 00:34
ავტორი chica sol
ნანახია 7 550

გავრბოდი მთელი ძალით... უკანმოუხედავად... ჩემს ირგვლივ ვერაფერს ვარკვევდი.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვირბინე გაუჩერებლად. ვეღარ ვსუნთქავდი... გავჩერდი, რადგან არსად მქონდა წასასვლელი.
გარემოს მოვავლე თვალი. ვერსად ნაცნობ ადგილს ვერ ვხედავდი. მოშორებით სახლს მოვკარი თვალი და მისკენ გავიქეცი. ტელეფონი უნდა მეშოვნა, პოლიაციაში უნდა დამერეკა, ვინმესთვის დახმარება უნდა მეთხოვნა.
არ ვიცოდი რომელი საათი იყო, მაგრამ აგვისტოს მზე ძალიან მწვავდა. წინა ღამით გატაცებული, ვიღაცას უნდა მოვეკითხე, ვინმეს უნდა შეემჩნია ჩემი გაუჩინარება... ნუთუ ისეთი მარტოსული ვარ, რომ არავის დავაკლდი?
გავრბოდი, როგორც შემეძლო სწრაგად. ფეხის გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ვერ შევძელი აკრეფილი სიჩქარის გაკონთროლება და ასვალთზე დაცემული სიგრძეზე გავხოხდი. ტკივილი გამიორმაგდა.
თავი წამოვწიე და მარცხენა ფეხზე დავიხედე. მუხლი მქონდა ნატკენი და გაკაწრულ ადგილებზე მიწები მომკრობოდა. ტკივილის დაიგნორება ვცადე, მაგრამ ტერფი ამოვაბრუნე და დავინახე, სისხლი მდიოდა ჭრილობიდან, საიდანაც შუშის ნატეხს ამოეყო თავი.
ყრუდ ამოვიტირე, მაგრამ ამის დრო არ მქონდა. ხელი მოვკიდე შუშას და ნელ-ნელა ამოვიღე ჭრილობიდან. ტკივილმა შემძრა... თავს შემოვუძახე და მარჯვენა ფეხზე დაყრდნობილი ავდექი. ისევ სახლისკენ გავაგრძელე სვლა კოჭლობით.
სახთან მისულს იმედი მომეცა. ზარის ღილაკს თითი დავაჭირე, არავინ ჩანდა. ახლა კარზე ბრახუნი ავტეხე, შველას ვითხოვდი, მაგრამ არავინ დამხმარებია. ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა, რა მექნა? სად წავსულიყავი? ვისთვის მეთხოვა დახმარება? ვიწრო გზაზე ერთი მანქანაც არ ჩანდა. ამ ერთი სახლის გარდა არსად, შენობის მსგავსიც კი არ იყო. მხოლოდ უსასრულოდ გრძელი გზა და ტრიალი მინდვრები...
უკნიდან საბურავების ჭრიალის ხმა მომესმა. გული ლამის საგულედან ამომივარდა, შებრუნებულმა კოკა რომ დავინახე. ჩემსკენ გაცოფებული მოდიოდა.
-არ შემეხო.- დავუკივლე მოახლოვებულს, მაგრამ არ გაჩერებულა. თმაში ხელი ჩამავლო და გამათრია. განწირული ვკიოდი, მაგრამ ყურადღებას არ მაკცევდა. გინებით მიმათრია მანქანამდე,უკანა კარი გამოაღო და შიგ შემტენა. იქ კი მეორეც დამხვდა და გამაკავა. დანახვისთანავე ვიცანი. ის წითური ბიჭი იყო, კლუბში რომ ახლდა კოკას.
ხმამაღლა ვქვითინები. თავს ვერ ვიკავებდი... ფეხზე ჭრილობა აუტანლად მტკიოდა...
-მოკეტე. -მიღრიალა კოკამ.
ვცდილობდი გამენთავისუპლებინა ხელები, წითური კი ამის ნებას არ მაძლევდა.
რამდენიმე წუთში ისევ იმ სახლთან გაჩერდა მანქანა, საიდანაც ასე თავგანწირვით ვცდილობდი გაქცევას.
კოკამ კარი გააღო და გადავიდა. სანამ მანქანას მოუვლიდა, ხელი გავინთავისუფლე და იდაყვი ცხვირში მივართყი წითურს, კარს ვეცი, გავაღე , გარეთ გადავხტი და სახით კოკას შევასკდი.
ვხვდებოდი, აზრი არ ჰქონდა ამას. ფეხ მტკივანი, ორ კაცს ვერსად გავექცეოდი, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ ვწყვეტდი, უბრალოდ არ შემეძლო.
ისევ თმაში ჩამავლო ხელი და სახლისწენ წამათრია.
- მხოლოდ პატარა გოგოს გაკავება გთხოვე და ესეც ვერ გააკეთე ბოჭო? -ახლა წითურს უყვირა.
ეზოში შემათრია და რომ მიხვდა ფეხებს ვეღარ ვდგამდი, ისევ მხარზე გადამიკიდა. აყირავებული ვხედავდი, ჩემს დანატოვარ სისხლის კვალს.
მეორე სართულზე ამიყვანა და ისევ იმ ოთახში შევიდა სადაც დილით გამეღვიძა. ფეხზე დამაყენა...
-გამიშვი, გევედრები...- ამოვიტირე სასოწარკვეთილმა.
-ხმას ნუ იღებ და მომისმინე. სულ ცოტა მაკლია ახლა, ყველა ძვალი რომ არ გადაგიმთვრიო. მოთმინება არ დამაკარგვინო გაფრთხილებ. საკუთარი ხელით დაგახრჩობ, მეორედ რომ გაბედო გაქცევა. გაიგე?- ისე ღრიელებდა სახლის ფანჯრები ზანზარებდა.
ბრაზი მომაწვა, თვითკონტროლი დავკარგე, კარგად არ მახსოვს ეს როგორ მოხდა, მაგრამ მთელი ძალით მოქნეული ხელით. სილა გავარტყი მარცხენა ლოყაში კოკას.
სიმწრით და ბრაზით თვალები ჩაუშავდა და სახეში მთელი ძალით გამარტყა. იატაკზე გავიშოტე და სიმწრით ერთი ამოვიგმინე. პირში სისხლის გემო ვიგრძენი.
-როგორ მიბედავ ბო*ო?აი, შენი ადგილი სწორედ მანდაა, ჩემს ფეხებთან. - ახლოს მოვიდა და ფეხი მუცელში მითავაზა.
თვალთ დამიბნელდა ტკივილისგან. ბუნდოვნად დავინახე, როგორ გაიხურა ოთახის კარი და მარტო დამტოვა.
აგონიაში ვიყავი... იატაკზე მოვიკუნთე და კივილ ნარევი ტირილი ამივარდა. თავი ჯოჯოხეთის მეცხრე კარში მეგონა. განადგურებული ვიყავი, შეურაწყოფილი . ნაცემი. მთავარი კი ის იყო, რომ არ ვიცოდი რატომ ხდებოდა ეს ჩემს თავს. რა დავუშავე ასეთი კოკას? ნუთუ მხოლოდ ის რომ მის მაგიდას არ მოვემსახურე?
დრო გადიოდა. ცრემლები შემაშრა, ტკივილი არ გამინელდა, პირიქით, ვერ ვდგებოდი. იგივე პოზაში ვიწექი. სუნთქვაც კი ტკივილს მაყენებდა.
ფანჯრიდან შემისული მზის სხივები ნელ-ნელა ძალას კარგავდნენ. ოთახში სიბნელე შემოიძურწა და გამეფდა...
მგონი ჩამეძინა, რადგან ცოტა ხანი რეალობას მოწყვეტილი ვიყავი, როცა ხმაურმა, რაღაცის მტვრევის ხმამ და ჩემთვის გაუგებარი სიტყვების ყვირილმა გონს მომიყვანა. ისევ ვერ მოვახერხე განძრევა. მუცელში, რაღაც ძალიან მტკიოდა... გული ამიძგერდა...
სმენა დავძაბე. გავიგონე ვირაცამ კიბეებზე როგორ ამოირბინა. ჯერ სხვა ოთახის კარი შეაღო ხმაურით, რამდენიმე წამში ახლა ამ ოთახის კარს უკან იდგა და სახელურს ეწვალებოდა. პანიკა დამეწყო, ისევ კოკას დანახვა, ნამდვილად მომკლავდა.
კარს ვიღაც მოეჯახა, შიშისგან ყრედ წამოვიკივლე, თავი გაჭირვებით წამოვწიე. ტკივილთან ერთად, ტანიც დამბუჟებოდა, გაუნძრევლად წოლისგან. ფეხის გაშლაც კი ვერ შევძელი, თავდაცვასა და გაქცევაზე, ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი...
კიდევ მოეჯახა ვიღაც კარს და კარი შემოიმტვრა. ვერაფერი შევძელი, და ისევ ქვითინი ამივარდა. დავინახე სილუეტი, რომელსაც სინათლე უკნიდან ურტყამდა და სახის გარჩევა ვერ შევძელი.
ოთახში სწრაფად შემოაბიჯა და სინათლე აანთო თუ არა სახეზე ხელი ავიფარე, რადგან სიბნელეზე მიჩვეულს, სინათლემ თვალი მომჭრა. მხედველობა დამებინდა...
-არ გინდა. გთხოვ, არ გინდა...- ვსლუკუნებდი მე.
-ღმერთო, ელი... რა დღეში ხარ? - დაიძახა მამაკაცის სასოწარკველილმა ხმამ. წამში ჩემთან გაჩნდა. ვიგრძენი თავზე ხელი გადამისვა.
ხმა ოდნავ მეცნო... მგონი ეს... ნუთუ...
ხელები ჩამოვწიე და შეშინებულმა, იმედიანად ავხედე...
ალბათ მელანდებოდა, თორემ აქ "ჩემი " ბიჭი ვერ იქნებოდა... საიდან?
და უცბათ თავში ამომიტივტივდა კოკასი და წითურის ლაპარაკი რომ მოვისმინე... "გაგა გოგოს გაგიჟებული ეძებსო". მაშინ ყურადღება ვერ გავამახვილე, აი, ახლა კი მივხვდი რომ გაგა და "ჩემი" ბიჭი ერთი და იგივე ადამიანი იყო.
- აქედან წამიყვანე გთხოვ...- ამოვიტირე სასოწარკვეთილმა.
ვუყურებდი და გავაცნობიერე,ახლა თავზე სწორედ ის პრინცი მადგა, რომელზე ოცნებაც ავუკრძალე საკუთარ თავს ერთი წლის წინ. სწორედ ის, რომელიც დამიცავდა.
- ახლავე, პატარავ, დაწყნარდი- ჩამჩურჩულა თბილი და სევდიანი ხმით. - ახლა ხელში აგიყვან კარგი?- მკითხა და პასუხს დაელოდა.
- მტკივა - ამოვიტირე და თავი სუსტად დავუქნიე, თანხმოდის ნიშნად.
მუხლების და წელის ქვეშ ხელი შემიცურა და ძალიან ფრთხილად ამწია ხელში. ტკივილი ისეთი გაუსაზლისი იყო, ხმამარლა ვიკივლე. წამით გაშეშდა. თვალებში შევხედე და შიგ უდიდესი ტკივილი და სევდა დავინახე. თავს ვერ ვიმაგრებდი, გადავხარე და მის მკერდს მივადე.
ცხვირით ჰაერი რომ ჩავისუნთქე და მისი სუნი ვიგრძენი, თავი უკვე სამშვიდობოს დავიგულე.
ხელში აყვანილი გავიდა სახლიდან. ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი მაგრამ თვალების დახუჭვის მეშინოდა. მეგონა ისევ ჯოჯოხეთში დავბრუნდებოდი. შემოსასვლელში წითური დავინახე იატაკზე იყო გაშოტილი და ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა. კოკა არსად ჩანდა.
ეზოს გავცდით. ვიღაცამ მანქანის კარი გააღო. ჯერ ვერ ვიცანი, მაგრამ რომ წამოიყვირა ჩემს დანახვაზე რა ჭირსო , მივხვდი ტატო რომ იყო... "აქ რა უნდა?" -გავიფიქრე
გაგამ უკანა სავარძელზე შემაწვინა. რომ მომშოდა,გული ისევ შიშით ამევსო. მეორე მხრიდან დამიჯდა, თავი ოდნავ წამომაწევინა და თავის მუხლზე დაიდო. თმაზე მეფერებოდა.
- მგონი ნეკნი აქვს გატეხილი, საავადმყოფოში ჩქარა...- ტატოს გასძახა ჩუმად.
- არ მინდა საავადმყოფოში გთხოვ...- ამოვიკნავლე და ცრემლი ყერთან ჩამვარდა.
- კარგი პატარავ. - საფეთქელზე მაკოცა. - ჩემთან ტატო... -მიმართა ტატოს და მანქანაც დაიძრა.
მე კი ფიზიკურად და ემოციურად გადაღლილი, რამდენიმე წამში გავითიშე...

***
ბავშვებოოო.... ♥ სად ხართ? აი, მეექვსე თავიიი...
ვიცი, პატარაა... ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ...
ველი შეფასებებს დიდი ინტერესით და გულის ფანცქალით.



№1  offline მოდერი Kira

აი ძაან მაგარია ვგიჟდები ავტორ შენზე და შენ ისტორიაზეც. ეხა სრულიად შემთხვევით შემოვედი და რო დავინახე ცეკვა დავიწყე ისე გამიხარდა... ველოდები შემდეგს მოუთმენლად love love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2  offline წევრი QueenA

kargi iko.
exla sainteresoa elis da gagas ambavi.
saechvoa ragac,eli ar vici da ashkarad
gagam manamdec,barshi shexvedramde icoda elis shesaxeb.erti orjer naxvis mere ase gadareuli cota ucnauria chemo patarav da mteli ambebi.da amastan paqtia kokac icnobda gagas da ver itans
da amit samagiero gadauxada nu ase chans.
saintereso tavi iko da aba vnaxot rogor ganavitareb movlenebs.

 


№3 სტუმარი ninia

dzalian kargi xar

 


№4  offline წევრი Na Nuka

კარგია ძაან <3 მალე გააგრძელე <3

 


№5  offline წევრი kora

ძალიან საინტერესო ისტორიაა, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. მოუთმენლად ველი ახალ თავს love
--------------------
kira.G

 


№6  offline მოდერი nicol

კარგი იყო მარი... ♥♥♥ გემრიელი თავი იყო და ვფიქრობ აწი სულ დათბება... ♥♥♥
აი, კოკასნაირ იდიოტებს კიდე რა სასჯელი უნდა მოუფიქრო მე არ ვიცი... თვითკმაყოფილ ინდივიდებს, რომლებსაც სიყვარული და თვითდამკვიდრების უბადრუკი მცდელობა ერთმანეთში ერევათ...
უჰ, გამაცოფა. გოგო ასე როგორ ცემა?! რატომღაც მგონია გაგასთან ვერ იქნებოდა ასეთი მამაცი
--------------------
თინა ნიკოლ

 


№7 სტუმარი lana

vaime vgijdebii shenzee da amm istoriazee aii dzannn ajitirebulii varr da tuu momdevnoo tavshii arr gamagebinebb saidannbicnobss gaga elis martoo baridann ar icnobss xoo??albatt dagaxchobb mere ess xumrobittt???xoo gecodebi gtxovv axadee saidumlos farda ra tann ise grdznobitt werr roo ravii raa miyvarxarr

 


№8  offline მოდერი chica sol

ბავშვებო რა კარგები ხართ, ვერ ავღწერ, სიტყვები არ მყოფნის.
ისე მახარებთ და მავსებთ დადებითი ემოციებით, რომ მთელი დღე უაზრიდ ვიღიმი.
სახლშიც და სამსახურშიც ავიკიდე უკვე გიჟის სახელი, მაგრამ ვის ანაღვლებს?
მიყვარხართ ძალიან. რომ არა თქვენი ასეთი შეფასებები, ალბათ ვერც დავასრულებდი ისტორიას.

love love
ვაიმე, გული ამოჩუყდა...

 


№9  offline წევრი mariko_2001

ვაიმეე რა მაგარი თავი იყოოოო აი ძაან ძააან მაგარიიიი ყოჩააღ მალე გააგრძელე წერაა

 


№10  offline ახალბედა მწერალი MariamG

ძაან მაგარიაა ^^ ველოდები შემდეგ თავს <3

 


№11  offline წევრი გიჟი გოგონა :)

დროზე გამიგრძელე ძალიან მაგარია wink love

 


№12  offline მოდერი chica sol

nicol
კარგი იყო მარი... ♥♥♥ გემრიელი თავი იყო და ვფიქრობ აწი სულ დათბება... ♥♥♥
აი, კოკასნაირ იდიოტებს კიდე რა სასჯელი უნდა მოუფიქრო მე არ ვიცი... თვითკმაყოფილ ინდივიდებს, რომლებსაც სიყვარული და თვითდამკვიდრების უბადრუკი მცდელობა ერთმანეთში ერევათ...
უჰ, გამაცოფა. გოგო ასე როგორ ცემა?! რატომღაც მგონია გაგასთან ვერ იქნებოდა ასეთი მამაცი

ნიკოლ ჩემო საყვარელო გოგოო... ყოველთვის მახარებს შენი შეფასება. მიყვარს რაა ეს გოგოო love

lana
vaime vgijdebii shenzee da amm istoriazee aii dzannn ajitirebulii varr da tuu momdevnoo tavshii arr gamagebinebb saidannbicnobss gaga elis martoo baridann ar icnobss xoo??albatt dagaxchobb mere ess xumrobittt???xoo gecodebi gtxovv axadee saidumlos farda ra tann ise grdznobitt werr roo ravii raa miyvarxarr

ვაიმე ლანა გენაცვალე შენ მეეე... გაირკვევა ნელ_ნელა ყველაფერი.
მიყვარხარ

Kira
აი ძაან მაგარია ვგიჟდები ავტორ შენზე და შენ ისტორიაზეც. ეხა სრულიად შემთხვევით შემოვედი და რო დავინახე ცეკვა დავიწყე ისე გამიხარდა... ველოდები შემდეგს მოუთმენლად love love

კირა რა კარგი ხარ და რა თბილი. love

 


№13  offline წევრი scarlet

ძალიან მაგარია ძალიან ძალიანნ ❤❤❤

 


№14  offline წევრი UCNOBI555

ავტორ დზალიან მომეწონა საინტერესოა,იმედია დიდხანს არ გვალოდინებ love

 


№15 სტუმარი mariami

სასწაულად მაგარი ხარ !!!!!!!!!!!! მალე დადე რაა <3333

 


№16  offline მოდერი chica sol

scarlet
ძალიან მაგარია ძალიან ძალიანნ ❤❤❤

მიხარია რომ მოგწონთ... ძალიან... ძალიან... <3

mariami
სასწაულად მაგარი ხარ !!!!!!!!!!!! მალე დადე რაა <3333

შენ კი სასწაულად მახარებ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent