დაბრუნება (დასასრული)
სახლში დაღლილები დავბრუნდით, ბავშვებს მალევე ჩაეძინათ. მე კი აივანზე გავედი. მიყვარს ჩემი აივანი, აქედან მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანს. მიყვარს მე და ღამე, მე და მთვარე ერთმანეთს ჩვენს და ჩემს ფიქრებს, რომ ვუზიარებთ... მე ხომ დიდი საიდუმლო მაქვს? დიდი ტკივილი და დიიდი სიყვარული, ჩემი ირაკლი. გამეღიმა და ცას გავხედე, მთვარე და ვასრკვლავები ლამაზად კიაფობდნენ, თითქოს მე მიღიმოდნენ და ელოდნენ, როდის აფარფატდებოდნენ ჩემი ოცნებები და ფიქრები. ჩემს ცხოვრებას, რომ გადავხედავ მეღიმება ის მხოლოდ ერთ ადამიანზე ფიქრს ეძღვნება და ჩემს სამ შვილს... იცით, ჩემი შვილების მამა თუ ვინაა არავინ იცის... მე ვიცი მხოლოდ... მას შემდეგ 4 წელი გავიდა, მის შესახებ არაფერი მსმენია და გამიგია, თუმცა მშვიდად ვარ, რატომ? ცუდი რომ შემთხვეოდა აუცილებლად გავიგებდი, ბედნიერი თუ არის მეც ეგ მინდა... ისე ნეტა რამეს თუ გრძნობს? თუ ხვდება, რომ აი აქ მისი სამი შვილი დარბის, ცქრიალებს და ცხოვრებას მილამაზებს... ალბათ, რომ ხვდებოდეს ჩამოვიდოდა, კაცებში მგონი მამობის ინსტიქტი ძალიან გვიან იღვიძებს, აი მაშინ შვილი რომ "მამას" დაუძახებს. გამეღიმა. მისი თვალები გამახსენდა, ძლიერი მკლავები და გამაჟრჟოლა, სიგიჟემდე მომინდა მისი ჩახუტება და მისი კოცნა, ხო კოცნა რომელიც არასოდეს მქონია... სასაცილოა არაა? პირველი კოცნა არასოდეს მქონია... ქალაქს გადავხედე, ჩუმი ხმაური ისმოდა... მიყვარს სიჩუმე ქუჩაში, რომელსაც ღამის დაგვიანებული სტუმარი არღვევს... აი მანქანის ხმაც, მალევე მიყუჩდა. ალბათ სამდე აქვე ცხოვრობს, თუნდაც ჩემს კორპუსში... სიომ დაუბერა და რატომღაც ირაკლის სურნელი მომიტანა, სახეზე მომელამუნა და ნეტარებისგან თვალები მივნაბე, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი... " ღმერთო ჩემო, რა სიგიჟემდე მენატრება... რა სიგიჟემდე მიყვარს... წამითაც არ გამნელებია გრძნობა... რა გიჟური სიყვარული მცოდნია... ჰმ, მაგრამ ეს მე და მთვარემ, მე და ღამემ ვიცით მხოლოდ... ჩემი მესაიდუმლეები ისინი არიან... ირაკლი, ირაკლი... " ისე მომანატრა, საძინებელში ვაპირებდი შესვლას და მისი პერანგის აღებას, რომ უცებ კარზე ჩუმი ხმა გაისმა. - ნეტა ვინ უნდა იყოს? - საათს შევხედე პირველი სრულდებოდა,- ჩემები ხო არიან კარგად? - სათვალთვალოში გავიხედე, არავინ ჩანდა, კარები ფრთხილად გავაღე, მიმოვიხედე არავინ ჩანდა, მხოლოდ ერთი ვარდი იდო იქვე. ფრთხილად ავიღე, - ვარდი... - დავყნოსე - ფუჰ, როგორ მძულს ეს ყვავილი... მითუმეტეს ერთი ცალი... ჩემს არასწორ საქციელს მახსენებს... - ვარდი ჩვეულად დავპუტე და ურნაში ჩავაგდე... დღეები დღეებს მისდევდა, რუტინული სამუშაო, მერე ბავშვები... გადავიღალე, დიდი სიამოვნებით წავიდოდი სადმე მარტო. - ალო, დედიი როგორხაარ? - მე კარგად შვილო და შენ? ბავშვები რას შვრებიან? - რა უჭირთ თამაშობენ რაღაცეებს. სახლში რას შვრებიით? - რას ვიზამთ შვილო, შენ ძმის საძმაკაცო ყოველდღე აქ არის და რა მომაწყენს? შენ რატო არ გამოხვედი ეს დღეები? - აუუ დეე ძალიან გადავიღალეე, აი ძალიან... აუუ დეე რაღაც უნდა გთხოვო - კი, შვილო მთხოვე - დედი ამ შაბათ-კვირას ბავშვებს დაიტოვებ? მინდა დავისვენო მე მარტომ სადმე, თორე უკვე ვგრძნობ ძალები როგორ მეცლება, - გავიღიმე - მეთქი რამეს ისეთს მთხოვსთქო, კი დედი მიგულე შენს გვერდით. პარასკევს საღამოს სიღნაღის გზას გავუდექი, ერთ მონაკვეთზე ვიღაცამ გადამისწრო ისე გიჟივით კინაღამ ამოვყირავდი. - ვაიმეე, ვინ იყო ეს გიჟიი? - მანქანის ნომერს ძლივს მოვკარი თვალი. სასტუმროში, როგორც კი დავბინავდი. სავახშმოდ ჩავედი რესტორანში. გარეთ ნაცნობ მანქანის ნომერს მოვკარი თვალი. "მგონი ეს იყო კინაღამ, რომ გადამაგდო ხრამში..." ჩემსკენ ოფიციანტი გამოემართა გაღიმებული სახით - ეს თქვენ - წითელი ვარდი დამიდო მაგიდაზე - ვარდი? - ვერ გავიგე რა მექნა, სანამ კითხვის დასმა მოვიფიქრე, ოფიციანტი კი წასულიყო. ნომერში ჩაფიქრებული ავედი, თან ვარდს აქეთ იქეთ ვატრიალებდი, თითქოს წარწერას ვეძებდი მასზე. იქვე მდივანზე მივწექი. რატომღაც ფიქრებიც მიმომეფანტნენ, ვიწექი ასე, ჭერს ვუყურებდი და არაფერზე მეფიქრებოდა... ასე უფირობაში ჩამძინებია, რომ კარებზე კაკუნის ხმამ ისე შემახტუნა, რომ მდივნიდან გადმოვარდი, ვერ გავიგე უცებ სად ვიყავი და რა ხდებოდა. მერე საკუთარ თავზე გამეცინა და კარების გასაღებად წავედი. კარი გამოვაღე და გავშეშდი - შეენ? - ძლივს ამოვილუღლუღე - არ შემომიშვებ? - შემოდი - თავი გავაქნიე, მეგონა რომ სიზმარში ვიყავი - არ მელოდი ხომ? - გამიღიმა მისებურად - მე უკვე აღარასოდეს გელოდი... უხერხულად შეიშმუშნა და თმაზე გადაისვა ხელი. - დაჯექი, ფეხზე რატომ დგახარ? - ვცდილობდი შინაგანი ღელვა დამეფარა და სილაღე შემენარჩუნებინა საშინელი სიჩუმე ჩამოწვა. - ვარდი... - აიღო ძირს დავარდნილი ყვავილი - გიყვარს ხომ? - აღარ, უკვე დიდი ხანია...ცუდ მოგონებას მიღვიძებს, ისეთს რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შემოატრიალა - და იქნებ ეხლა პირიქით ქნას? ისევ შემოტრიალდეს შენი ცხოვრება? - არ ვიცი, ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული... - თარა იცი ალბათ აქ რატომაც ვარ... - არაა, საიდან უნდა ვიცოდე? - ხელები მკერდთან ჩავიხვიე და ჭერს მივაპყარი თვალები. - თარა - იდუმალი ხმით წარმოთქვა ჩემი სახელი - ვიცი არ ვიმსახურებ, ვიცი არ ვარ ღირსი, მაგრამ მე აქ პატიების სათხოვნელად მოვედი, ვიცი არაკაცურად მოვიქეცი, ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს ... - მძიმედ ლაპარაკობდა, თვალებით ჩემს თვალებს ეძებდა, მე რატომღაც უემოციოდ ვიჯექი, - შეგიძლია მაპატიო, თარა? - რა უნდა გაპატიო კარგად ამიხსნეი? - ჰაერზე ვისროლე სიტყვები, ჩემს თავს ვერ ვცნობდი, თითქოს ემოციებზე კონტროლი დავკარგე და სადაც ემოცია უნდა გამომეხატა ემოცია არ მოდიოდა. - რა და რომ მიგატოვე, რომ გავიქეცი, რომ... ძალიან ბევრი "რომ" არსებობს, თარა.. - განადგურებული კაცის ხმით მელაპარაკებოდა. - საპატიებელი არაფერია, ჩემო კარგო ! ეს გზა მე ავირჩიე, პირიქით მადლბელი ვარ და გთხოვ თავს ნუ იდანაშაულებ... ამ ნაბიჯისკენ მე გიბიძგე - ვგრძნობდი ყველაფერი იცოდა და სიტყვების თამაშს აზრი არ ჰქონდა - მე არ გიტხარი " შენგან შჳილი მინდა, ირაკლი?" თუ დაგავიწყდა? პირობაც ხომ ასეთი იყო? მე აღარასოდეს უნდა შემეწუხებინე... ამიტომ შენ არაფერი შუაში ხარ და არც გული მტკენია... წინასაწარ ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა და... - ღრმად ამოვისუნთქე - ცოტათი მაინც არ გტკეინია გული? - სახე აელეწა - ერთი წამითაც არ გაგიფიქრეია "ნეტა აქ იყოსო?" - რა მიფიქრია ეს ჩემი საიდუმლოა და აი, აქ ამ გულში დარცება - გულზე დავიდე ხელი - მაგრამ შენ... - ე.ი გიფიქრია - სიტყვა შემაწყვეტინა, თვალები კი აუციმციმდა - თარა - თბილი მზერა მსტყორცნა - თარა, ისევ გიყვარვარ? - ??? - გაოცება გამომეხატა სახეზე, - მაგას რატომ მეკითხები? - მე კი... - ღრმად შეისუნთქა, თითქოს ძალბი მოიკრიბა, გავირინდე, გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა - მე კი ... ისევ მიყვარხრა თარა... "ისევ, ისევ" ყურს უცნაურად მოხვდა, " რას ნიშნავს "ისევ მიყვარხარ? ვუყვარდი, გადავუყვარდი და ისევ შევუყვარდი?" სუნთქვა შემიგუბდა, ვერ მივხდი მეწყინა და თუ გამიხარდა, ამ სიტყვებს მართლა არ ველოდი. ეტყობა სახეზე გავფითრდი, რადგან ირაკლიმ წყალი დამისხა და მომაწოდა - ხომ ხარ კარგად? 0 აღელვებული მიყურებდა - არა მიშავს - საცოდავი ხმით წარმოვთქვი და გავჩუმდი, თავი ჩავღუნე, ჩავფიქრდი... - ე.ი ისევ გიყვარვარ? - შორიდან მომესმა ჩემივე ხმა - კი - თავი დამიქნია მან - მაშინაც გიყვარდუ ჩემთან რომ დაწექი თუ მერე გაგახსენა თავი ძველმა სიყვარულმა? არ მომატყუო, გულახდილად მიპასუხე, არ მეწყინება, ტყუილს სიმართლე მირჩევნია... - მე სულ მიყვარდი, მთელი ეს წლები, მაგიტომაც არ გიშვებდი სამსახურიდან... ვერ გელეოდი, არ შემეძლო ის დღე შენ რომ არ მენახე, მაგრამ შელახულ თავმოყვარეობას უფრო წინ ვაყენებდი... თავიდან მსიამოვნებდა შენი წვალება, ვხედავდი როგორ იტანჯებოდი, როგორ გამირბოდი, მაგრამ აი მაშინ იმ დღეს ჩემს კაბინეტში სასოწარკვეთილმა, უიმედოდ დარჩენილმა შვილის გაჩენა, რომ ისურვე ჩემგან ჩამაფიქრა ბევრმა რამემ, მაგრამ ისევ ეს ოხერი თავმოყვარეობა... იმ დღეების შემდეგ საზღვარგარეთ წავედი, ვგრძნობდი რაღაც მაკლდა, რაღაც მეძახდა აქ ! სიმართლე გითხრა დღემდე არავინი იცის ეს ჩვენი საიდუმლო... მე ის სამუდამოდ ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ გულმა აქეთ გამომიწია. არც ის ვიცოდი შვილი გყავდა თუ არა, თითქოს არ მაინტერესებდა და არც არავის უხსნებიხარ ჩემთან რატომრაც! მაგრამ ერთ დღეს სამ ბავშვთან ერთად, რომ დაგინახე, გული გადამიქანდა, ვიფიქრე გათხოვდათჷო და გულში რაღაც ჩამწყდა... მერე ბავშვებს, რომ დვაკვირდი ერთერთი ისე მგავდა, ჩემი ბავშვობა გამახსენდა, მივხდი ისინი ჩემი შჳილები იყვნენ, გავაფრინე, მივხდი ჩემს შეცდომას და მწარედ ვინანე. მივხდი თუ რატომ არ ეკარებოდა გულს არავინ, რა მეძახდა აქ და მთელი ეს წლები, რომ საკუთარ თავს ვატყუებდი, ხო ვატყეუბდი რომ აღარ მიყვარდი... ეჰ... - დანანებით გააქნია თავი - როგორ? როგორ შემეძლო არ მყვარებოდა ქალი, რომელმაც ერთდროულად სამი ულამაზესი შვილი მაჩუქა?... - ირაკლი ნელნელა მიახოვდებოდა, მე ცრემლებით მქონდა სავსე თვალები, მთელი ეს წლები წინ მიტრიალებდა, როცა ირაკლის აღსარებას ვისმენდი, "ხომ შეიძლებოდა მეტი ადრე განათებოდა გონება? მაგრამ ეხლა ხომ მიხვდა? ეხლა ხომ აღიარა? ეხლა ხომ ნანობს?" მოვიდა და მისი ძლიერი მკლავები შემომაჭდო და გულშჲ მაგრად ჩამიკრა, არც მე გამიწევია წინააღმდეგობა ვინ იცის მე და ღამის, მე და მთავრის გარდა რამდენჯერ მინატრია ირაკლის ჩახუტება, მოფერება და კოცნა. - გიყვარვარ? - ყურში ჩამჩურჩულა მე გამეღიმა, მისი მკლავებიდან არც კი მიფიქრია თავის გათავისუფლება - მაგას კითხვა უნდა? - სიყვარულით სავსე თვალებით ავხედე - მე შენ ისე მიყვარხარ, რომ ამ სიყვარულს ერთ შვილს ვერ გავუნაწილებდი და სამი გავაჩინე - მორცხვად ავხედე - ჩემი ხარ თარა, მხოლოდ ჩემი - თმებზე დამისვა ხელი, მერე შუბლს, ცხვირს, ტუჩებს, ნიკაპს ჩამოაყოლა თითები და მაკოცა. მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ეს ხომ ჩემი პირველი კოცნა იყო. არ მინდოდა გამეშვა ან გავეშვი. - ირაკლი - ვნება მორეულმა ამოვთქვი - რა იყო თარა? - ისევ გულთან ვყავდი მიკრული - ირაკლი ეს ჩემი პირველი კოცნაა - დამორცხვებით გავიღიმე... - თარაა - შევატყვე აღფრთოვანება, სიამაყე მის ხმის ტემბრს - თარა, ასეთი სიყვარული მარტო შენ შეგეძლო, შეგიძლია და შეგეძლება... მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემი ხარ... - მეც მიხარია, რომ ჩემი ხარ... _____________________________ ესეც დასასრული, თითქოს ბანალური, მაგრამ რეალური :) ზოგს იმხელა სიყვარული შეუძლია, შეუძლია თავი გაწიროს, დაივიწყოს ყველა და ყველაფერი და მხოლოდ იმ ერთით იცხოვროს... მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და ვისაც მოგეწონათ. ყველას ბედნიერებას გისურვებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.