შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლორა და გრენუი #3


14-09-2015, 23:49
ავტორი tekka
ნანახია 1 712

დილით ადრე გამეღვიძა.თავში უროების დარტყმა ვიგრძენი.ერთ საწოლში ვიწექით...ჩემი ფეხები საგულდაგულოდ ჩაეხუტებინა და მშვიდად ეძინა.გამეცინა.ფრთხილად გამოვაცალე ხელებიდან.ნახევრად ჩაცლილი ენერგეტიკული სასმელი ვიპოვნე და აივანზე გავედი.მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო,მაგრამ მთის იქით წითლად იყო შეღებილი ცა.აივნის მოაჯირზე დავჯექი და ფეხები გადავყავი.მერე ისიც გამოვიდა.ტანს ზემოთ შიშველი,აბურდული თმით და დასიებული თვალებით.
-ცოტა დამალევინე რა.-წელზე ხელები შემომხვია და მხარზე დამადო თავი.მერე მანაც გადმოყო ფეხები და დაველოდეთ,როდის მოგვესალმებოდა მზე.-წამოდი მდინარეზე ჩავიდეთ,აქვეა.
-არაფერი მაქვს ჩასაცმელი.თან ცურვაც არ ვიცი...
-არაუშავს გაიშრობ და ისე ამოვალთ.ცურვას კი მე გასწავლი.-ზურგზე შემისვა და ვიწრო ბილიკს,ნაძვნარის გავლით,ჩავუყევით.
რაღაც ისტორიას მიყვებოდა სომხების და სვანების ქორწილზე,რომელსაც თვითონ შეესწრო.“პატარძლის გაყიდვის“ დროს სომხებს არ გადაუხდიათ სვანისთვის ფული,გაჯიუტებულმა სვანმა კი შვილი არ გააყოლა და იარაღის მუქარით გაყარა სახლიდან სიძე და მაყრიონიო.ქორწილი ჩაიშალა რათქმაუნდა. იმდენი ვიცინე, ბოლოს ვტიროდი უკვე.
მდინარეზე არავინ იყო.წყალი იმდენად იყო ცივი,ტუჩები გამილურჯდა და ვკანკალებდი.როგორც იქნა,მერე მზესაც მოემატა მცხუნვარება და სითბო ძვალსა და რბილში გამიჯდა.ქვაზე ვიწექით და მილიონ დებილობაზე ვსაუბრობდით.წიგნებზე,მუსიკაზე,ხელოვნებაზე,სტალინზე და ჰიტლერზეც კი ვისაუბრეთ.ცურვის სწავლას არც ჰქონია აზრი,რადგან ქვასავით ვიძირებოდი.
სახლში მგელივით მშივრები ავედით.ცოტა წავიხემსეთ და დესერტად, გზად მოპარული სიმინდი დავაყოლეთ,თითქმის დამწვარ მდგომარეობაში.
თბილისში საღამოს დავბრუნდით.სახლში მიმიყვანა.ისევ უთქმელად დამემშვიდობა და არც ვიცოდი კიდევ ვნახავდი თუ არა.თავს ლაღად ვგრძნობდი.აშკარად მომიხდა ქალაქიდან გასვლა და ცოტათი ლოთაობა.დედაჩემმაც კი შეამჩნია ჩემი „ფერზე“ მოსვლა.
ორი დღის შემდეგ,მაღაზიიდან მომავალს,ბინის წინ დამხვდა, ჩამოღამებული თვალებით და მითხრა გავისეირნოთო.სევდიანი მეჩვენა,მაგრამ არ შევიმჩნიე.ზღვისკენ ავედით(არ ვიცი იმ დასახლებას რა ქვია).გადმოვიდა მანქანიდან და შემომთავაზა მანქანის ტარებას გასწავლიო.მანამდე ორჯერ მქონდა ნატარები,ისიც მხოლოდ წინ სვლით,ძალიან ნელ ტემპში.ჩემით დავქოქე მანქანა და ნელა გავუყევით გზას,სადაც მხოლოდ სიბნელე იყო და სავარაუდოთ ტყისკენ მივდიოდით.ის მშვიდად იჯდა. ფეხები საქარე მინასთან მიაწყო და ჯიბიდან ნემსი ამოიღო.მანამდე თუ გაშტერებული და დაძაბული მხოლოდ წინ ვიყურებოდი,ახლა მის ქცევებზე გამოვშტერდი.ძნელი მისახვედრი არაა რაშიც ჭირდებოდა.მანქანის ტყესთან გაჩერება მთხოვა.მეც,უფრო დაძაბული და აკანკალებული მივიყვანე მანქანა.ვიცოდი კარგი არაფერი ხდებოდა და ვცდილობდი არაფერი მეკითხა მისთვის.საკითხავი არც არაფერი იყო... უნდოდა და აკეთებდა.
თვალებგაფართოებული ვუყურებდი,როგორ იჭერდა ხელზე რეზინს და როგორ შეიყვანა წამალი.
ცოტა ხანში სიცხიანივით იქცეოდა.მერე კანკალმა აიტანა და მთხოვდა ჩახუტებას.პატარა ბავშვივით მეკვროდა,მე კი წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა.თავზე ხელს ვუსვავდი და ჩურჩულით ვეუბნებოდი დამშვიდებულიყო.მერე გაჩერდა.აღარც კანკალებდა,აღარც ხმას იღებდა.ვიფიქრე ჩაეძინათქო,მაგრამ მერე სუნთქვაც შეუნელდა.პანიკის ზარებმა ერთიანად შემოჰკრეს.დაფეთებული წამოვვარდი და ვცდილობდი გონს მომეყვანა.წყალი გადავასხი,მეგონა რამე რეაქცია მაინც ექნებოდა.სახეში ვურტყავდი.რეაქცია არ ქონდა. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემეშინდა,ვაი თუ,რამე პრობლემები შეექმნას მერეთქო.მისი ტელეფონი ავიღე და ნომრების ქექვა დავიწყე.მშობლების ნომრები ვერ ვიპოვნე.გოგლიკათი მოხსენიებული ახლობლად აღვიქვი და დავრეკე.ჩემი ხმის გაგება გაუკვირდა.ავუხსენი რაც ხდებოდა და 15წუთში საავადმყოფოსკენ მივქროდით.ექიმი ნაცნობი აღმოჩნდა ასე,რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა.
დედას ისევ მოვატყუე გვანცასთან ვიქნებითქო და ის ღამე საავადმყოფოში დავრჩით,მე და გოგა.ის ერთ სკამზე იყო მისვენებული,მე კედელზე აკრული.
-სანდრიკას როდიდან იცნობ.-მკითხა და ეჭვის თვალით შემომხედა.ალბათ მასაც „ვინმე ისეთი“ ვეგონე.
-ვინ სანდრიკას.-წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო სანდრიკა.
-სანრიკა...სანდრო ანუ...
-არანაირ სანდრიკას და „სანდრო ანუ“-ს არ ვიცნობ.
-აბა შენ ვისთან ერთად იყავი.რა გითხრა,რა მქვიაო?-დაიბნა.
ახლა მივხვდი,რომ „ჩემი უცნობი“ იყო სანდრიკა.რატომღაც მახსოვდა,რომ მისი სახელი ვიცოდი.მერე ისიც გამახსენდა,რომ არ გვიკითხავს ერთმანეთისთვის სახელები.გამოდის,არც მან იცოდა ჩემი სახელი.
-ააა სანდრიკა...სანდრო...დღეს მესამედ ვნახე.-ჩემს არეულ საუბარზე წარბაწეული მიყურებდა.სავარაუდოთ,დებილის დიაგნოზი დამისვა.
-გუშინ ყვებოდა გრძელ, წითელთმიან გოგოზე...ამბობდა ჩემი ლორა ვიპოვნე და მე მისი გრენუი ვიქნებიო.იცი ფილმი „პარფიუმერი“?-დაკვირვებით შემომხედა და რაკი თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად,განაგრძო-ხოდა,გეცოდინება მისი დასასრულიც.ამბობდა,ჩემი სიყვარულით მოვკლავო.მართალია,მთვრალები ვიყავით ყველა,მაგრამ სიმთვრალეშიც რომ თქვა,ეგეც ძალიან ბევრს ნიშნავს.ხოო,კიდევ იძახდა პირობა დავდეთ,რომ ერთად მოვკვდებითო...მაგრამ მგონი ბოდავდა უკვე.
-არა,არ ბოდავდა მაგის პირობა ნამდვილად დავდეთ.
-შენ რა,სულ გაგიჟდი გოგო?!რა სიკვდილი!იცი,რომ მამის და ძმის მკვლელობის შემდეგ სრულ ჭკუაზე აღარ იყო და ცოტაც და ფსიქიატრიულში მოგვიწევდა მისი მოთავსება.სულ იძახდა,ჩემი ბრალია ყველაფერი და მეც მალე მოვშორდები აქაურობასო.დედამისი ახლაც განადგურებულია.გინდა ქალი სულ გადარიო?-ფეხზე ადგა და დადიოდა წინ და უკან ნერვიულად.მე კი...გაოგნებული ვიჯექი იატაკზე და არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა.
-მე მისი სახელიც კი დღეს გავიგე.არ ვიცოდი არაფერი,დედას გეფიცები.მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი,გესმის?-ვლუღლუღებდი უაზროდ და ვერც კი შევამჩნიე ცრემლი როდის ჩამომიგორდა თვალიდან.ფეხები მოვკეცე და თავი ჩავრგე.ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა,დამშვიდდა ისიც.
-არ მინდა იფიქრო,რომ ყველაფერს შენ გაბრალებ,მაგრამ...აუ...ნუ ტირი ვსო.მომისმინე!ახლა რაღაცას გეტყვი და ჩვენს შორის უნდა დარჩეს კაი?-თავი ამაწევინა და რაკი დარწმუნდა,რომ ვუსმენდი,განაგრძო-რამდენიმე თვის წინ,მე და სანდრიკა საქმეზე ვიყავით რუსეთში წასულები.იქ ჩვენს პარტნიორებს შევხვდით და დაწყებულ საქმეზე შეთანხმებას რომ ვერ მივაღწიეთ,სასწრაფოდ თბილისში დავბრუნდით.მერე იყო მუქარები და პატარა „სიურპრიზები“.ისინი ფულს ითხოვდნენ,ძააალიან ბევრ ფულს,რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ...და რაკი,სანდრიკა მიცემას არ აპირებდა ძმა მოუკლეს.მერე ჩვენს მეგობარს მისი დაცვის წევრი ჩხუბში შემოაკვდა.სამაგიეროდ,რამდენიმე დღეში მამაც ჩაცხრილეს მოსკოვის ცენტრში.ცუდად ჟღეს,მაგრამ სამაგეიერო უნდა გადაგვეხადა...სისხლი სისხლის წილ.ხოდა,შვილი მოვუკალით.ძმის მკვლელობის შემდეგ სანდრიკა ნარკოტიკებზე შეჯდა და დღემდე თავს იუბედურებს.ხვდები რასაც გეუბნები?შურისძიებას არ შეწყვეტენ.ლია დეიდა,დედამისი,ცოცხლებში თითქმის აღარც ურევია.მათ ის არც ჭირდებათ.არ მინდა შეგაშინო,მაგრამ მის გვერდით ყოფნა არც ისე უსაფრთხოა.შენთვისვე ვიძახი,გესმის?-მესმოდა,მაგრამ თან არც მესმოდა.თავი ფილმში მეგონა,სადაც ბუტლეგერები და ნარკო ბარონები ერთმანეთს ხოცავდნენ.ეს ჩემთვის,არც ისე მარტივი გასაგები იყო.
-ვერ ვხვდები,ჩემგან რას მოითხოვ?ჩვენ ერთად არც ვართ.როგორც გითხარი,სახელიც წეღან გავიგე.უბრალოდ...ერთად დავლიეთ ცოტა და ეგაა,მეტი არაფერი.არც ვიცი,კიდევ ვნახავთ თუ არა ერთმანეთს.
-უბრალოდ არაფერი ხდება „ლორა“,მით უმეტეს,სანდროსთან.ასე მარტივადაც ნუ უყურებ ამ ყველაფერს.მას არ იცნობ,მე კი ვიცნობ.იმიტომ გეუბნები ამდენ რამეს,რომ კარგი გოგო ჩანხარ,თანაც...სანდროს მოწონხარ.ჩემთვის ეს მიზეზიც კმარა,რომ დაგიცვა.
-დღეს მესამედ ვნახე,რანაირად უნდა მოვწონდე,არც კი მიცნობს.....
-იმაზე მეტად გიცნობს,ვიდრე შენ წარმოგიდგენია.გიცნობს...წამალს შენთან არც გამოაჩენდა,რომ არ გენდობოდეს.
სიტყვა „ნდობა“ არ მესიამოვნა.ეს იმას ნიშნავს,რომ იმაზე მეტი იცი,ვიდრე სხვამ.რაც თავისთავად მეტ პასუხიმგებლობას გაკისრებს ამ ადამიანთან.არც კი მახსოვს,ბოლოს ვინ გამომიცხადა ნდობა.
ექიმი ბოლოსდაბოლოს გამოვიდა და დაგვამშვიდა,რომ სანერვიულო არაფერია და დილით გაწერდნენ.სახლში წასვლას არ ვაპირებდი,თანაც სანდროსთან სალაპარაკო მქონდა.დერეფანში დადგმულ დივანზე გადავწექი და დილამდე გათიშულს მეძინა.გოგამ სკამზე ქამრით მიიბა თავი,რომ ძილის დროს არ გადმოვარდნილიყო.
გაღვიძებისთანავე სანდრო დავინახე,ყავით ხელში.ჩემი ფეხები მუხლებზე დაეწყო და მიყურებდა.

...............................
არ ვიცი მოგწონთ თუ არა,მაგრამ მაინც ვწერ...რადგან მეწერინება.♥
By TeBe




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent