შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მიმტანი (თავი 7)


15-09-2015, 00:54
ავტორი chica sol
ნანახია 7 577

სადღაც შორიდან ყრუდ ჩამესმოდა ხმები. ნელ_ნელა უკეთ ვარჩევდი ხმებს. რაღაც გამაყრუებლად წიკწიკებდა.
-გაგა, დამიჯერე არაა საჭირო მთელი ექიმების აქ მოყრა. -ჩამესმოდა შორიდან უცხო ხმა.
-კი მაგრამ, რამე გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს? -აი, ეს ხმა კი მეცნო. ეს "ჩემი " ბიჭი, გაგა იყო. ხმა შეცვლოდა.. გაუხეშებოდა... მაგრამ მაინც ვიცანი. მისი ხმა გულზე მალამოდ დამედო.
ისევ ჩავიძირე უკუნში....
დროის სვლას ვერ ვგრძნობდი... ხმები ისევ ჩამესმა...
-უკვე დიდი ხანია სძინავს. რა ხდება?- გაგას ხმა ისევ მოსწვდა ჩემს სმენას.
-დამამშვიდებლის ბრალია. გაგა ნუ ნერვიულობ... -ისევ უცნობის ხმა...
- კი, მაგრამ ეს ნორმალურია? იქნებ არაა კარგად, მძინარე ამას როგორ გვეტყვის? იქნებ რამე სტკივა?_ ვერ წყნარდებოდა "ჩემი" ბიჭი.
მინდოდა ხმა ამომეგო , მეთქვა, რომ კარგად ვარ, არაფერი არ მჭირს, მაგრამ ტუჩებსაც ვერ ვარხევდი.
-გაგა სისულელეებს მოეშვი, თუ ძმა ხარ რა... შენ რა, არ მენდობი?- ნაწყენი ჩანდა უცნობი... -მომისმინე, გოგონამ დიდი სტრესი გადაიტანა, მისი გონებაც და სხეულიც დასვენებას საჭიროებს. ჯობია ეძინოს.
-კარგი.-დანებდა ბოლოს.
-კოკაზე გაიგე რამე?- ჩუმად იკითხა უცნობმა.
-ჯერ არაფერი... დიტო ეძებს...- ჩაიღრინა გაგამ.
-მოკლედ, მე წავალ. წესით საღამოს უნდა გაიღვიძოს. მეც მაგ დროს შემოვივლი... თუ ჩემს მოსვლამდე გაიღვიძებს, რამე ისე არ ქნა... შეიძლება არაადეკვატურად დაიწყოს მოქცევა. შეიძლება შოკიდან არ იყოს გამოსული, ხვდები? ასეთ შემთხვევაში, დამამშვიდებელი აბი მიეცი, მაგიდაზე დავტოვე.
-კარგი- მხოლოდ ეს უპასუხა გაგამ სევდიანი ხმით. -გაგაცილებ...-კარის გაღების ხმა მომესმა და მერე დახურვის.
ისევ სიჩუმე... მხოლოდ გამაყრუებელი წრიპინი...
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა...
ქუთუთოები გაჭირვებით დავაშორე ერთმანეთს. სინათლემ თვალი მომჭრა. ისევ დავხუჭე და გავახილე. ნელ-ნელა შევეჩვიე... მგრძნობელობა მიბრუნდებოდა...წამლების მწარე სუნი ვიგრძენი... როგორც მივხვდი საავადმყოპოში ვიყავი...
შუბლი შევკარი, აქ ყოფნა არ მინდოდა. მას შემდეგ, რაც დედა ავარიის შემდეგ საავადმყოფოში მიიყვანეს და მე პალატაში ფაქტიურად ხელებში ჩამაკვდა, საავადმყოფოსკენ არც კი გამიხედავს... ამაში რა თქმა უნდა არავის ვადანაშაულებდი, მაგრამ ეს ექიმები და საავადმყოპოები, ცუდ მოგონებებს აღმიძრავდა.
აი, ახლაც გავყევი მოგინებებს... გამახსენდა ის საშინები დღეები დაკრძალვამდე... მომდევნო ერთი თვე ძლიერ დამამშვიდებლებზე... უჭმელობა და უძილობა... საკუთარ თავში ჩაკეტვა... ფსიქოლოგის ვიზიტები ოთახში ,საიდანაც აღარ გამოვდიოდი... ნელ-ნელა დავიწყება მეგობრებისგან... დეიდას და ბიძიას შეშინებული სახეები.. სანახავად მოსული ხალხის შეძახილები "საწყალი ბავშვი", "როგორ გამხდარა", ძლიერი უნდა იყო, ელი"... ცხოვრება შავ ფერებში...
ბოლოს კი თეთრი ანგელოზი ნია... ერთადერთი ნათელი წერტილი... გამგები, მომთმენი, მოსიყვარულე... ჩემი მეგობარი, და, მხარდამჭერი, გვერდში მდგომი, უსაფრთხო ნაბსაყუდელი... ცხოვრებისკენ მობრუნება... დეიდას იმედიანი თვალები...ისევ სუნთქვა და ისევ არსებობა, რომელიც დროის სვლის შემდეგ ცხოვრებად იქცა...
ახლა მხოლოდ ისინი მყვანან... დეიდა. ბიძია და უმთავრესი ნია ... აღარც მეგობრები მყავდა, რომლებიც ჩემი სისუსტის გამოვლინებისთანავე გაუჩინარდნენ... მხოლოდ მყავდა ნია, რომელმაც უპრობლემოდ შეავსო მათი ადგილი. ჩამოვიდა ამერიკიდან რომ ჩემს გვერდით დამდგარიყო. მერე აქ დაამთავრა სწავლა და დარჩა თბილისში...
მშობლების გარდაცვალების დღეებში ჩამოსული იყო , მაგრამ დაკრძალვის მერე წავიდა და სწავლა განაგრძო. ჩემი ასეთი ხანგრძლივი დეპრესიის ამბავი რომ გაიგო, დეიდასთვის უთქვამს, ელის ვჭირდები და რომ არ ჩამოვიდე თავს არ ვაპატიებო, ვიცი შევძლებ დავეხმაროო და დეიდაც დათანხმდა. და, მან ეს მოახერხა, ცხოვრებისკენ მომაბრუნა...
მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით, დღემდე. ამდენი დღით ერთმანეთს ორი წელია არ დავშორებივართ... მონატრება მომაწვა...
"უნდა დავურეკო, სახლში უნდა წავიდე " გავიფიქრე და წამოდგომა ვცადე. ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც აქამდე ყრუდ მაწუხებდა. ხელში რაღაც შემერჭო. დავიხედე, წვეთოვანი მქონდა დადგმული.
ხელი წავიგე ჩემი ვენიდან ნემსის მოსაშორებლად, მაგრამ უცბათ კარი გაიღო და წვეთოვნის მილებს დაჯაჯგურებულს გაგამ შემომისწრო.
თვალები გაუნათდა თავწამოწეული რომ დამინახა, მაგრამ მერე შეამჩნია რომ წვეთოვნის მოხსნას ვცდილობდი და მოიღუშა.
-არ მოიხსნა... -მითხრა წყნარად. ხელი მორჩილად გავუშვი.- როგორ ხარ?
-კარგად...- ხმა ჩამხლეჩვოდა... ალბათ კივილისგან... - მაინც საავადმყოფოში მომიყვანე? -თითქოს ხმაში წყენა გამერია...
-არაა... - ცოტა დააბნია კითხვამ.
-აბა ესენი რა არის?- თვალი გაჭირვებით მოვავლე ოთახს, რომელიც საავადმფოფოს აღჭურვილობით იყო სავსე...
-საავადმყოფო მოვიტანე აქ... -გამიღიმა ისევ კართან მდგარმა. ფრთხილად მაკვირდებოდა.
- სად აქ?- ახლა მე დამაბნია მისმა სიტყვებმა.
- ჩემს სახლში- ჩაილაპარაკა და ჩემი საწოლისკენ წამოვიდა.
არ ვიცი რა მომივიდა მაგრამ დავფრთხი. შიშით გული ამიძგერდა. საწოლში შევხტი. ტკივილისგან ხმამაღლა წამოვიკვნესე.
ადგიზე გაშეშდა და ჩემს შიშით გაფართოვებულ თვალებს ჩააჩერდა. მიხვდა რაც მოხდა. ფრთხილად, მოზომილად გადადგა უკან ორი ნაბიჯი. მის თვალებში ტკივილი, სევდა, იმედგაცრუება და ბრაზი ამოვიკითხე. გულო მომეწურა...
-მაპატიე- ამოვიჩურჩულე. ჩემი საქციელის შემრცხვა. მან ხომ კოკასგან დამიხსნა... თვალებზე ცრემლი მომადგა. რა დამემართა? ეს ხომ გაგა იყო და არა კოკა? ეს ხომ "ჩემი "ბიჭი" იყო, ჩემი პრინცი...
-არაფერია...-მითხრა, კართან მდგარი სკამი აიღო და კართანვე დაჯდა.
მადლიერი თვალებით შევხედე.
-უნდა დავრეკო.- გამოვაცხადე.
-პოლიციაში?- მკითხა კოპებ შეკრულმა.
-არა, ჩემს დეიდაშვილთან, ალბათ ჭკუიდანაა გადასული... -ვთქვი და გულში გავიფიქრე "იმედია, ქუჩა-ქუჩა არ დამეძებს"-მეთქი.
-მოგვიანებით ამის საშვალება გექნება, აუცილებლად. -მითხრა და გამიღიმა.- დასვენება არ გინდა? - მკითხა. მიხვდა თვალები რომ მეხუჟებოდა.
ალბათ ისევ დამამშვიდებელი მოქმედებდა. ქუთუთოები დამმძიმებოდა... საწოლში ოდნავ გავინძერი. ტკივილი ერთდროულად მარცხენა ფეხიდან, ზურგიდან და მუცლის ღრუდან ვიგრძენი, თავი გაჭირვებით წამოვწიე და ტანზე დავიხედე. ზეწარი მეფარა, ამიტომ ჩემი თავი ვერ შევათვალიერე.
- როგორია ჩემი დიაგნოზი?- ვკითხე და თვალებში შევხედე. სევდიანი და ბრაზ ჩამდგარი თვალებით მიყერებდა... ხელებზე ძარღვები დაბერვოდა...
-ორი ნეკნი გაქვს გაბზარული, მარცხენა ფეხის გულზე ჭრილობა და მთელ სხეულზე სილურჯეები და დაბეჟილობები... - თქვა შუბლშეკრულმა... ბრაზმორეულმა... მისი ტელეფონი აწკრიალდა ჯიბეში... ამოიღო და ნომრის დანახვისთანავე მობოდიშებით გავიდა ოთახიდან.
ვერ ვხვდებოდი ამხელა ტკივილი საიდან ჩაუდგა თვალებში, ამდენი სინანული და ბრაზი როგორ დაიტია მისმა თვალებმა? გული მეტკინა, როცა მივხვდი, რომ მე ვტკენდი ასე. მაგრამ რატომ? ეს იყო გაუგებარი.
კარს იქიდან მისი საოცარი ხმის ტემბრი მესმოდა, მაგრამ სიტყვები არ გაირჩეოდა. უფრო სწორად არც ვუსმენდი... ჩემი საფიქრალი მქონდა... უცებ გაგამ ხმას აუწია და სიტყვების თავისუფლად გავარჩიე.
--არ მაინტერესებს დიმა... ვინც გინდა ის ჩართე საქმეში... არ დამენახო, სანამ ქეჩოთი არ მომითრევ აქ მაგ ნაბი*ვარს...- მკაცრად ლაპარაკობდა გაგა. ალბათ კოკას გულისხმობდა...
მის გახსენებაზე შიშისგან გამაკანკალა. ტკივილმა თავი შემახსენა. ისევ გავშეშდი. არადა ზურგი უკვე ძალიან მტკიოდა ასე წოლისგან. ცოტა წამოჟდომაზე უარს არ ვიტყოდი...
ნაბიჯების ხმა მესმოდა, მაგრამ ოთახისკენ მომავალის არა... პირიქით ოთახიდან შორს მიდიოდა...
ვერ გეტყვით რა დამემართა, მაგრამ ცრემლები წამომცვივდა... სად მიდიოდა? არ მინდოდა წასულიყო, ვერ ვიქნებოდი მარტო, არ შემეძლო, უცებ თითქოს უფსკრულის კიდესთან ავღმოჩნდი, რომელიც შიგ მითრევდა, გადარჩენა კი მხოლოდ ჩემს პრინცს შეეძლო, რომელიც ამ წუთას მიდიოდა ჩემგან შორს. სასოწარკვეთილებამ ქვითინით ამატირა. არ ვიცი, ეს ბოლო დღეებში დაგროვილი ემოცია იყო თუ მართლაც უფსკრულის კიდესთან ვიდექი, მაგრამ ფაქტი იყო, მე ის მჭირდებოდა...
და ის მიდიოდა...

***

ბავშვებოოო...
აი, კიდევ ერთი "ჩაქუხებული" თავიც...
დიდი მოუთმენლობით ველოდები თქვენს შეფასებებს.
სიყვარულით, <3
თქვენი მარი



№1  offline მოდერი Kira

პირველი ვააარ ეხა ვიწყებ წაკითხვას და უკვე ვიცი დიიიდი სიამოვნება მელის love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2  offline მოდერი chica sol

Kira
პირველი ვააარ ეხა ვიწყებ წაკითხვას და უკვე ვიცი დიიიდი სიამოვნება მელის love

კირაა... <3 <3
ყოველთვის პირველო სიხარულო.
მე კი შენს შეფასებას ველი, რომელიც სხვათაშორის ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის love

 


№3  offline მოდერი nicol

დამასწრო კირამ sad
მაგრამ მეორე ვაააააარ wink love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline მოდერი Kira

იუჰუუუ ძალიან ძალიან მომწონს.. შენზე რომ ვგიჟდები უკვე გითხარი მაგრამ კიდე გეტყვი ძალიან მაგარი გოგო ხარ უმაგრესი ისტორიით .. ველოდები შემდეგს love love love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№5  offline მოდერი chica sol

nicol
დამასწრო კირამ sad
მაგრამ მეორე ვაააააარ wink love

და კიდევ ძალიან საყვარელი ხარ შენ ჩემო ნიკოლ...
love

Kira
იუჰუუუ ძალიან ძალიან მომწონს.. შენზე რომ ვგიჟდები უკვე გითხარი მაგრამ კიდე გეტყვი ძალიან მაგარი გოგო ხარ უმაგრესი ისტორიით .. ველოდები შემდეგს love love love

ახლა იმას ვნატრობ, როგორმე სიხარულისგან გული არ გამისკდეს... სხვა თუ არაპერი, ისთორია მაქვს დასამთავრებელი wink
ვაიმე... როოგგოორ ვგიჟდები შენზეეეე love

 


№6 სტუმარი darina

Gagaze rom vgijdebi mgoni ukve davwere da ai ar mitqvams rom shenzec vgijdebi umagresi gogo xar da didi siamovnebit chavikitxe tavidan bolomde, velodebi shemdegs :-*

 


№7  offline მოდერი chica sol

darina
Gagaze rom vgijdebi mgoni ukve davwere da ai ar mitqvams rom shenzec vgijdebi umagresi gogo xar da didi siamovnebit chavikitxe tavidan bolomde, velodebi shemdegs :-*

ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ პერსონაჟებს ისეთი სიყვარულით იხსენიებთ, როგორი სიყვარულითაც მე ვწერ.
მე კი თვითოეულ თქვენგანზე ვგიჟდები და არ მომბეზრდება მადლობებად დაღვრა.
დიდი მადლობა და მე ვგიჟდები შენზე... love

 


№8  offline წევრი QueenA

kargi iko kargi
aba vnaxot shendegi tavi ra moxdeba...

 


№9  offline მოდერი chica sol

QueenA
kargi iko kargi
aba vnaxot shendegi tavi ra moxdeba...

კარგი ხარ შენ... smile
მიხარია რომ მოგწონს love

 


№10 სტუმარი lana

auu rogor momwonss ess istoriaa aii vgijdebii ra da imedia gamarkvevv xoo ess bijii saidann icnobs amm gogos toree damartya gulma da ega ra uff isee roo uyvars imas mivxvditt ukve mara aii frostaa ratoo miyvarxarr icii magarii intriganii xar da sayvareliii

 


№11  offline ახალბედა მწერალი MariamG

რა დავწერო არ ვიციი ^^ ძალიან მაგარიაა <3

 


№12  offline წევრი kora

ძალიან, აი ძაალიან მაგარი ისტორიაა <3 ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ <3
--------------------
kira.G

 


№13  offline მოდერი chica sol

lana
auu rogor momwonss ess istoriaa aii vgijdebii ra da imedia gamarkvevv xoo ess bijii saidann icnobs amm gogos toree damartya gulma da ega ra uff isee roo uyvars imas mivxvditt ukve mara aii frostaa ratoo miyvarxarr icii magarii intriganii xar da sayvareliii

ლანა გელოდი...
შენი ემოციური კომენტარი ძალიან მახარებს...
love

MariamG
რა დავწერო არ ვიციი ^^ ძალიან მაგარიაა <3

kora
ძალიან, აი ძაალიან მაგარი ისტორიაა <3 ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ <3

ძვირფასებო და თბილებო... love
მახარებთ უზომოდ

 


№14 სტუმარი mariami

ორივეზე ვგიჟდები მარაა შენზე უფრო :დდ ძალიან მაგარიხარ <3

 


№15  offline წევრი vikipiki.

ვაიმე მარიაამმ ეხლა წავიკითხე ყველა თავიი.. იმდენად კმაყოფილი ვაარრ, რომ არ ვიიციი როგორ გადმოგცე ეს კმაყოფილებაა :* :* პირველ ისტორიის კვალობაზე ძალიან მაგარია აბა შენ იციი ეგრეე გააგრძელე ♥♥♥♥ love

 


№16  offline მოდერი chica sol

mariami
ორივეზე ვგიჟდები მარაა შენზე უფრო :დდ ძალიან მაგარიხარ <3

მარიამ რა კარგი ხარ და რა საყვარელი love

vikipiki.
ვაიმე მარიაამმ ეხლა წავიკითხე ყველა თავიი.. იმდენად კმაყოფილი ვაარრ, რომ არ ვიიციი როგორ გადმოგცე ეს კმაყოფილებაა :* :* პირველ ისტორიის კვალობაზე ძალიან მაგარია აბა შენ იციი ეგრეე გააგრძელე ♥♥♥♥ love

და მერე მე როგორი კმაყოფილი ვარ შენი კომენტარის მერე ვერ გეტყვიი...
მიხარია რომ მოგეწონა...
love მადლობა რომ კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent