მე,შენ, ბუნება და სიყვარული (ნაწილი 1)
გათენდა,დილის 9 საათი წამოვდექი რაღაცნაირი დილა იყო არაფრის თავი არ მქონდა ყავა მოვიმზადე და დივანზე წამოვჯექი ჩემს წიგნთან ერთად, კითხვაში დიდი დრო გავიდა უცებ გამახსენდა რომ ჩემი მეგობრის დაბადების დღე იყო და შეპირებული ვიყავი რომ აუცილებლად წავიდოდი თან ბუნებაში გავდიოდით ამის გახსენებაზე კიდე უფრო მოვითენთე. ამასობაში კი ჩემი იუბილარი მეგობარი ჯონიც კარს მომადგა,გავუღე მივულოცე დაბადების დღე ის იყო უნდა მეთქვა რომ დღეს ვერანაირად ვერ წავიდოდი მის დაბადების დღეზე მაგრამ, უეცრად კარზე ისევ ვიღაც აკაკუნებს, ჯონიმ უცებ შემომძახა რომ კარზე მისი მეგობარი სოფია იქნებოდა. კარს სანამ გავაღებდი გამახსენდა რომ ჯონი ხშირად მიყვებოდა სოფიაზე და მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებები მქონდა სოფიას მიმართ პირისპირ არასდროს არ შევხვედრივარ მხოლოდ ფოტოზე მყავს ნანახი. გავაღე თუ არა კარი მუხლებში სისუსტე ვიგრძენი გარშემო ყველაფერი დატრიალდა თითქოს ამ ცხოვრებას წამიერად მოვწყდი და სადღაც ამ სამყაროსგან შორს ვიყავი, ძალიან დავიბენი და ძლივს მოვაბი თავი რამოდენიმე სიტყვის თქმას: - შემოდი სოფია, მე ლუკასი ვარ ჯონის მეგობარი -სასიამოვნოა შენი გაცნობა ლუკას! -ჩემთვისაც, მოდი დაჯექი რამეს ხო არ დალევ ყავას ან ჩაის? -კი,ჩაი თუ შეიძლება -ჯონი შენ დალევ რამეს? -არა ლუკას მადლობა არაფერი არ მინდა ჯონი ადგა და აივანზე სიგარეტის მოწევა დაიწყო, კიდევ უფრო დავიბენი როცა მარტოები დავრჩით არ ვიცოდი რა მეთქვა ამასობაში ჯონიმ აივნის კარებიდან თავი შემოყო და გვეუბნება: -მგონი არ გვაქვს ჩაის და ყავის დრო მიდი ლუკას გაემზადე და წავედით გველოდებიან უკვე დაბლა უთქმელად ავდექი და ჩემს ოთახში შევედი ჩასაცმელად 2 წუთში მზად ვიყავი, ჯონი კი უკვე კარებთან იდგა და გველოდებოდა როდის გავიდოდით სახლიდან მე და სოფია. გავედით როგორც იქნა სახლიდან, ჩავკეტე კარები და ცოტახანში გამახსენდა რომ ფული არ ამიღია ჯონის კი უკვე გაღიზიანება ეტყობოდა, ავირბინე სახლში ავიღე ფული და ორ წუთში დაბლა ვიყავი. მანამდე კი ჩემი და ჯონის მეგობრები მოვიდნენ ქეითი,ბელა,ამელია,ლუსი,მაქსი,ალექსი და ევა. მოვიკითხეთ ერთმანეთი ამასობაში ჯონიმ თავისი მანქანა მოიყვანა შუშას ჩამოუწია და შემოგვძახა: -ბიჭები ერთად დავჯდებით თან რაღაცეებსაც ჩვენ წავიღებთ რაც გვჭირდება ბუნებაში, გოგოები კი სოფიას მანქანით წამოვლენ თან თავისუფლად დაჯდებიან და ადგილიც ეყოფათ. დღის 3 საათი შესრულდა და დავიძარით როგორც იქნა, სულ უკან ვიხედებოდი და სოფიას მანქანას ვუყურებდი ვიღაცაზე ვნერვიულობდი ეს კი ნამდვილად სოფია იყო. ყოველ წამს სოფიაზე ვფიქრობდი ესეთი რამ ადრე არასდროს არ დამმართნია. ვიარეთ დაახლოებით 2 საათი მივედით მოვაწყვეთ პიკნიკი, საღამოს 7 საათი სრულდებოდა ცოტა ჩამობნელდა სახლში კი არავის არ უნდოდა წასვლა მე მითუმეტეს, ჩემი არწასვლა სოფიამ გამოიწვია. ყველას გაუკვირდა როცა ვთვი რომ - სახლში არც მე მინდოდა წასვლა, რადგან ყველამ იცოდა რომ როცა პიკნიკზე ან სადმე დავსხდებოდით მეგობრები პირველი მე მივდიოდი სახლში, ჯონიმ ღიმილით და ეჭვის თვალით გადმოგვხედა ჯერ მე და მერე სოფიას. ამ დროს კი ქეითმა ყველა გაგვაჩუმა და გვითხრა: - რა აზრის ხართ მეგობრებო დღეს რომ აქ დავრჩეთ? ჯონის სახეზე ფერი აღარ ედო ყოველთვის ეშინოდა ბუნებაში დარჩენის და ჯონიმაც არ დააყოვნა პასუხი და უთხრა: -მოდი სხვა დროს იყოს დღეს რაღაც საქმეები მაქვს. ამ დროს ყველანი წამოვდექით ფეხზე და ქეითის აზრზს დავეთანხმეთ მაგრამ უცებ ბელამ რომელიც ხმას თითქმის არასდროს არ იღებს თავისთვის ჩუმად თქვა: -კი მაგრამ კარვები რომ არ წამოგვიღია? იქნებ წვიმა წამოვიდეს მაინც საჭიროა კარავი აქ დასარჩენად. ჯონის გაუხარდა რომ გამოჩნდა მიზეზი რომლითაც ყველანი სახლებში წავიდოდით მაგრამ ამაოდ. ეს იდეა მარტო ქეითის არ ყოფილა ამაში ალექსის ხელიც ურევია 1 კვირით ადრე დაუგეგმავთ თან ჯონის დაბადების დღისთვის უნდოდათ რომ სადმე ბუნებაში დარჩენილიყვნენ, წამოხტა ალექსი და მანქანიდან ჩანთები გადმოიღო და შიგნით ჩაკეცილი კარვები თვალწინ დაგვიდო. ყველას რაღაც საქმე გამოგვიჩნდა. ყველამ კარვის გაშლა დაიწყო ამასობაში კი ჩავედი შეშის მოსატანად რომ კოცონი დაგვენთო და გარშემო დავმსხდარვიყავით და გვესაუბრა , დავიწყე შეშის შეგროვება. ღრმად მომიწია შესვლა ტყეში, მეგობრებისგან მოშორებით ის იყო კარგი დიდი ტოტი უნდა ამეთრია აღმართზე როცა, ბუჩქებიდან რაღაც ფხაკუნის მსგავსი ხმა გავიგე და მივუახლოვდი ბუჩქებს. ბუჩქებიდან კი ჯონი ამოხტა: - სულ გაგიჟდი ჯონი? კიდე ეს მინდოდა მე? - კაი რა იყო უბრალოდ გაგეხუმრე. მინდოდა რო ცალკე გავსულიყავით და გველაპარაკა და აი მგონი შესაფერისი მომენტიც ახლა არის. - კი მაგრამ რაზე უნდა გველაპარაკა? - ისეთი არაფერი უბრალოდ მაინტერსებს ოღონდ სერიოზულად მითხარი, სოფია მოგეწონა? მეგობრისთვის რა უნდა დემამალა მითუმეტეს ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით მე და ჯონი, წელში გავიმართე და ვუთხარი: - კი ჯონი მომწონს, უფროსწორედ მგონი შემიყვარდა აი დღესაც ჩემთან სახლში კარი რომ გავუღე კინაღამ ჩავიკეცე, ძალიან ლამაზია. - ასეც ვიცოდი ლუკას, ვიცოდი რომ მოგეწონა მაგრამ შენ თუ მართლა შეგიყვარდა ცოტა რთულად არის საქმე... - კი მაგრამ.. რატომ? - რატომ და ეს ჩვენი სოფია საქართველოში არ ცხოვრობს, რამოდენიმე თვეში იტალიაში ბრუნდება ოჯახი მანდ ყავს აქ კი დეიდამისთან არის ჩამოსული,ყოველ წელს ვერ ახერხებს ჩამოსვლას,მაგრამ აი ჩამოვიდა და ჩემი დაბადების დღისთვისაც დარჩა.. - ჯონი.. მანძილი არაფერს არ წყვეტს მითუმეტეს როცა გოგოსადმი რაღაც გრძნობა გაგიჩნდება.. - მართალი ხარ ლუკას მოდი ეს დიდი ტოტი ავათრიოთ მაღლა და ლუდი დავლიოთ. მოვკიდეთ ხელი ტოტს რომელიც ვითომდა მჩატედ გამოიყურებოდა მაგრამ ძალიან მძიმე იყო როგორც იქნა ავათრიეთ მაღლა ეს ტოტი, კარვები უკვე გაშლილი იყო სოფია კი თავის კარავს შიგნიდან აწყობდა, მე და ჯონი კი ცეცხლის დანთებას შევუდექით. როგორც იქნა დავანთეთ ცეცხლი და ყველანი გარშემო შემოვუსხედით ყველას ლუდი ეჭირა ხელში ნინოს გარდა. ალექსმა დაიწყო თავისი ისტორიების მოყოლა მერე ევამ,ლუსიმ და ა.შ. უკვე საღამოს 10 საათი სრულდებოდა როცა სოფიას ტელეფონმა დარეკა, ტელეფონზე ლაპარაკმა სულ რამოდენიმე წამი გასტანა, სოფია წამოდგა და ყველას დიდი ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა რომ ის ვერ დარჩებოდა დღეს რადგან სასწრაფო საქმეზე წასასვლელი იყო, ყველას დაგვწყდა გული მაგრამ განსაკუთრებით მე იმიტომ რომ სოფია ერთადერთი მიზეზი იყო ჩემი ბუნებაში დარჩენის. რაღა უნდა მექნა მეგობრებს ახლა ვეღარ დავტოვებდი ავდექით ყველანი და ნინო გავაცილეთ ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა, ისევ შემოვუჯექით კოცონს ისევ იგივე ყველა თავის ისტორიას ყვებოდა ბოლოს როგორც იქნა გაჩუმდნენ. ამ უკუნით სიჩუმეში კი მე წამოვჭერი სიტყვა: -რაღაც ძაან მოვითენთე მგონი დროა დავწვე და დავიძინო.მაპატიეთ მეგობრებო... ჯონიმ თავისი ნაღვლიანი სახით შემომხედა რომელსაც ცეცხლი უნათებდა,შემდეგ ჯონიმაც განაცხადა რომ ისიც აპირებდა დაძინებას, ასე ნელ-ნელა ყველანი კარვებში შევედით.მაქსი რომელიც ჩემს გვერდით კარავში იყო ხვრინვა ამოუშვა შემდეგ ჯონიმ უკვე ის იყო რო გავსულიყავი კარვის გარეთ და დამეყვირა რომ ხვრინვა შეეწყვიტათ მაგრამ გავიგონე ქეითის ხმა როგორ გულიანად დაუყვირა იმათ ვინც ხვრინავდა. მას მერე ხვრინვა არ გამიგია. მთელი ღამე ვერ დავიძინე ხან აქეთ ხან იქეთ გადავგორდებოდი. ღამის 3 საათი სრულდებოდა როცა ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.