შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე გაყიდული (თავი 3)


15-09-2015, 10:17
ავტორი hermione
ნანახია 7 442

ფიქრებიდან მონატრებულმა ხმამ გამოარკვია. მარიამ ეს როგორ ჩაიდინე ნუთუ ჩემზე საერთოდ არ გიფიქრია, ნუთუ არ იფიქრე ამ საქციელით რამხელა ტკივილს მომაყენებდი. რამ მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე? ნიკა უკვე ყვიროდა, დიდი ხანია ის ასეთ მდგომარეობაში არ მენახა. მძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
- ნიკუშ მაპატიე გთხოვ, უკვე ტირილს ვიწყებდი.
- კარგი ეხლა არ იტირო ხომ იცი ვერ ვიტან შენს ცრემლებს, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ ეხლა მითხარი რამ მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე რამ გაიძულა ამის ჩადენა ჰა მარიამ?
- ძალიან გთხოვ ეხლა არ გვინდა ამაზე ლაპარაკი გთხოვ, უბრალუდ მაგრად ჩამეხუტე მინდა დავრწმუნდე რომ ჩემს გვერდით ხარ. თავი ისევ მის მკერდში ჩავრგე. უცებ ჩახველების ხმა მომესმა, სულ დამავიწყდა რომ ისიც ამ ოთახში იყო. ნიკაც მისკენ მიბრუნდა და თვალებით ბურღვა დაუწყო. მარიამ ეს ტიპი ვინ არის? პასუხის გაცემა ისევ გეგამ დამასწრო.
- მე ის ვარ ვინც მალე მარიამს ცოლად შეირთავს. უემოციოდ ჩაილაპარაკა მან. მის პასუხზე შევკრთი არ მინდოდა ნიკას ყველაფერი ასე გაეგო, დაეწმუნებული ვარ ეს პასუხი მას ძალიან ატკენდა, არასოდეს მაპატიებდა მის გარეშე რომ მივიღე გადაწყვეტილება. ნიკა ჩემსკენ მობრუნდა.
- მარიამ მართალს ამბობს? ვატყობდი რომ, ცოტაც და იფეთქებდა. თვალებში შეხედვისაც კი მრცხვენოდა. უხმოდ დავუქნიე თავი და შეკავებული ცრემლებიც გადმომცვივდა.
- მარიამ ამისხსნი რა ხდება? შენს ახალ მისამართზე მოვედი და მითხრეს აქ აღარ ცხოვრობსო, მერე მოახლისგან გავიგე რომ მამაშენმა სადღაც გაგიშვა და დღეს კი შენი ამბავი შეატყობინეს და შენს სანახავად საავადმყოფოში წამოვიდაო. მეც მაშინვე გიჟით აქეთ გამოვვარდი, შენ კი ასეთ მდგომარეობაში დამხვდი, მერე ეს ტიპი მეუბნება, რომ შენი სქმროა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ნუთუ არ მაქვს უფლება სიმართლე ვიცოდე?
- გეგას გავხედე მუდარით, შეგიძლია მარტო დაგვტოვო? უხმოდ დამიქნია თავი და პალატიდან გავიდა.
- მარიამ გეგა გიყვარს? არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, სიმართლე რომ მეთქვა ვიცი ნიკა გეგას ყველაფერზე პასუხს მოსთხოვდა არ მინდოდა, მას ჩემს გამო რამე დაშავებოდა ამიტომ მოვატყუე ცხოვრებაში პირველად მოვატყუე და ვუთხარი მიყვარს თქო. ვიგრძენი რომ არ დამიჯერა
- მთელი ცხოვრება გიცნობ და ტყუილს პირველად მეუბნები ესეიგი რაღაც სერიოზული მიზეზი გაქვს და ჩემთვისაც ვერ ბედავ თქმას, მაგრავ ვიცი რომ, როცა შეძლებ აუცილებლად მეტყვი. მართალია ამ ტიპს არ ვენდობი მაგრამ მგონია რომ მასთან უფრო უსაფრთხოდ იქნები ვიდრე შენს მშობლებთან. რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ნიკა მართალს ამბობდა. საუბარი ექთანმა შეგვაწყვეტინა, რომელმაც ნიკას პალატის დატოვება სთხოვა რადგან ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი. ნიკამ კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში, შუბლზე მაკოცა და პალატიდან გავიდა. ექთანმა დამამშვიდებელი ნემსი გამიკეთა და მალევე ჩამეძინა.
როცა ნიკა პალატიდან გავიდა დერეფანში მყომი გეგა შეამჩნია და მისკენ გაემართა. გეგამაც შეამჩნია და მის მოლოდინში კედელს მიეყრდნო. საუბარი ისევ ნიკამ დაიწყო.
- არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ერთი რამ ძალიან მაღელვებს მარიამს ბავშვობიდან ვიცნობ და დღეს პირველად მითხრა ტყუილი და არ ვიცი რატომ მომატყუა ვერ ვხვდები ვის დაცვას ცდილობდა, მაგრამ ერთი რამ იცოდე ძალიან გაგიმართლა მისნაირი გოგო რომ შეგხვდა. რახან მარიამმა შენ აგირჩია ესეიგი ამისთვის მიზეზიც ქონდა. გაუფრთხილდი და ეცადე გული არ ატკინო. გეგა უხმოდ უსმენდა, ნიკას კი მისი სიჩუმე აცოფებდა, ბოლოს მაინც გადაწყვიტა ხმის ამოღება.
- არ ვიცი მარიამთან რა გაკავშირებს მაგრამ დღეიდან მასზე მე ვიზრუნებ და სულაც არ მჩირდება იმის შეხსენება რომ ჩემს ცოლს უნდა გავუფრთხილდე.
- საცოლეს. კბილებში გამოსცრა ნიკამ. მარიამი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ეს კი იმას ნიშნავს რომ ჩვენ კიდევ მოგვიწევს შეხვედრა. ეს თქვა და საავადმყოფოს შენობა უკან მოუხედავად დატოვა.
გეგა ვერასოდეს იტანდა როცა ვინმე ჭკუას ასწავლიდა მითუმეტეს ეს ლაწირაკი. მაგრამ ეხლა აყალმაყალის და ჩხუბის დრო არ იყო მას მარიამზე უნდა ეფიქრა. როგორც კი გაწერდნენ სახლში წაიყვანდა, იცოდა რომ ეს ყველაფერი გოგონასთვის ძნელი გადასატანი იქნებოდა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ზურაბს ვეღარ ჩაუგდებდა ხელში.

როგორც ჩანს დიდხანს მეძინა, რომ გავიღვიძე უკვე 4 საათი ხდებოდა, პალატაში მარტო ვიყავი და ეს სიმარტოვე ძალიან მტკენსა გულს. ცოტახნის შემდეგ პალატაში შუახნის ექიმი შემოვიდა რომელმაც ნაკერები შემიმოწმა, თბილას გამიღიმა და მითხრა რომ დღესვე შემეძლო სახლში დაბრუნება. სახლი მქონდა კი მე ის, საავადმყოფოდან გაწერაც კი არ მახარებდა, არ ვიცოდი რა მელოდა "ჩემს ახალ სახლში" და ეს გაურკვევლობა დამძიმებულ გულს უფრო მიმძიმებდა.
- ბატონი გეგაც გავაფრთხილეთ და თქვენც გეუბნებით რომ ცოტა ხანს დასვენება გჭირდებათ რამდენიმე დღე ჯობია საწოლში იწვეთ, ბევრი სისხლი დაკარგეთ და თქვენი ორგანიზმი დასუსტებულია. რამდენიმე დღეში ნაკერებსაც მოგხსნით.
- დიდი მადლობა ბატონოო..
- ერეკლე, ერეკლე მქვია შვილო
- დიდი მადლობა ბატონო ერეკლე.
- სამადლობელი არაფერია, შენს თავს თუ გაუფრთხილდები ეს იქნება ყველაზე კარგი მადლობის გადახდა ჩემთვის. ეს მითხრა და თბილად გამიღიმა.
- ეხლა კი შეგიძლია წასასვლელად მოემზადო. დამემშვიდობა და პალატიდან გავიდა.
ბატონი ერეკლეს გასვლლის შემდეგ კარები დავითმა შემოაღო, გუშინდელისგან განსხვავებით ეხლა გულწრფელად მიღიმოდა, ხელში კი პატარა ჩანთა ეჩირა.
- მარიამ როგორ ხარ? ეს შენი ნივთებია ლიაკომ გამომატანა დასჭირდებაო.
- ეხლა უკეთესად ვარ, მადლობა შენც და ლიაკოსაც, მეც თბილად გავუღიმე. მართალია მან მიმიყვანა გეგას სახლში მაგრამ ის ხომ მხოლოდ თავისი ბატონის ბრძანებას ასრულებდა, ამიტომ სულაც არ მქონდა იმის საბაბი რომ მას უხეშად მოვქცეოდი.
დავითი მალე გავიდა პალატიდან, მე კი საჭირო ნივთების ამოლაგება დავიწყე. წვალებით მოვირგე სპორტულები და კეტები, ჭრილობები მაინც მაწუხებდა. საწოლიდან რომ წამოვდექი თავბრუსხვევა ვიგრძენი და ისევ საწოლზე დავჯექი. ამ დროს კარი გაიღო და გეგაც შემოვიდა, მის დანახვაზე ისევ გამცრა სხეულში.
- თუ მზად ხარ შეგვიძლია წავიდეთ. მე ისევ ვცადე წამოდგომა მაგრამ ისევ თავბრუსხვევა ვიგრძენი და საწოლს დავეყრდენი. გეგა მაშინვე ჩემთან გაჩნდა უნდოდა დამხმარებოდა, მაგრამ ხელის მოკიდების უფლება არ მივეცი.
- არ მომეკარო გთხოვ, თვითონ შევძლებ. ცივად გაბრუნდა უკან და მეც ნელა გავყევი. მძლივს გავაღწიე შენობიდან თავი საშინლად მიბრუოდა. კიდევ კარგი მანქანა იქვე ყავდა დავითს გაჩერებული თორემ ალბათ მალე ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი. დავითმა უკანა კარები გამიღო და ჩაჯდომაში დამეხმარა. მადლობა გადავუხადე და კომფორტულად მოვთავსდი. გეგა მის გვერდით დაჯდა, მთელი გზა ხმა არავის ამოუღია, მე ფანჯარაში ვიყურებოდი, მაგრამ თვალს არაფერი ახარებდა არადა როგორ მიყვარდა გაზაფხხული, ეს ხომ ჩემი საყვარელი დრო იყო, ვერც აყვავებულმა იასამნებმა გამიყუჩა ტკივილი. ნუთუ მთელი ცხოვრება ესე ვიქნებოდი, ამ წუთებში მეგონა რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ თავს დანებების უფლებას ვერ მივცემდი, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და საკუთარი თავის დაცვა მესწავლა, აღარავის მივცემდი უფლებას ჩემთვის ტკივილი მოეყენებიანა.
ამ ფიქრებში ვერც კი გავიგე სახლამდე როგორმ მოვედით, საღამოს ბინდბუნდში აქაურობა უფრო ცივი და უკაცრიელი მეჩვენა. სახლის კარებში ლია შეგვეგება ძალიან გამიხარდა მისი დანახვა. გულში თბილად ჩამიკრა და თავზე მაკოცა, ჩემო საბრალო ბავშვო, ტან ცრემლებს ვერ იკავებდა.
- ლია საკმარისია, გაისმა გეგას ცივი ხმა, მარიამი თავის ოთახში აიყვანე. მერე კი ვინმე გაგზავნე აფთიაქში წამლების მოსატანად.
ძალიან მიჭირდა იმის დაჯერება რომ ის ადამიანი რომელიც დღეს დილით პალატაში მელაპარაკებოდა, როდესაც მძინარე ვეგონე და ეს გულქვა მამაკაცი ერთი და იგივე იყო.
ლიამ ოთახამდე მიმაცილა, მაგრამ ეს წუხანდელი ოთახი არ იყო, ეს ძალიან გამიხარდა რადგან იმ ოთახში ყოფნას ვერ შევძლებდი, ეს ოთახი უფრო ნათელიც იყო და უფრო თბილ ფერებში იყო გადაწყვეტილი.
- დღეიდან ეს იქნება შვილო შენი ოთახი, საწოლიც უკვე გაგიმზადე შეგიძლია მოისვენო, თბილად მითხრა ქალმა.
- დიდი მადლობა ლია დეიდა.
- აბა რას ამბობ შვილო სამადლობელი არაფერია, მიდი დაისვენე, მე აქვე ვიქნები თუ რამე დაგჭირდება.
ფეხზე დგომის თავიც აღარ მქონდა, მაგრამ თბილი შხაპი მაინც ყველაფერს მერჩივნა. წყალი გადავივლე და საწოლში შევწექი, დაღლილს მალევე ჩამეძინა.

როგორც კი ლიამ მარიამი ოთახში ააცილა გეგა თავის ოთახში ავიდა ეხლა მარტო ყოფნა და დაფიქრება ესაჭიროებოდა. უნდოდა მარიამისთვის ტკივილი როგორმე შეემსუბუქებინა, მაგრამ შეეძლო კიი? შეეძლო მას გეგა დევდარიანს ვინმესთვის ტკივილის შემსუბუქება და ბედნიერების მოტანა? ეს კითხვები აწუხებდა ყველაზე მეტად. ამ დროს მისი მოსმენა და გაგება მხოლოდ ალექსანდრეს შეეძლო, მაშინვე აკრიფა ლექსოს ნომერი და კლუბში თხოვა შეხვედრა, ლექსომ ხმაზე შეატყო რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო და მაშინვე გეგას შესახვედრად წავიდა, გასვლის წინ თავის პატარას მიუალერსა, ცოლს თავზე აკოცა და სახლი დატოვა. მახევარ საათში დანიშნულების ადგილას იყო. გეგა თავის კაბინეტში ნახა სადაც კლუბის ხმაური საერთოდ ვერ აღწევდა.
- გეგა მოხდა რამე? როგორც კი დამირეკე მაშინვე გამოვვარდი, არ მომეწონა ძმაო შენი ხმა.
- მაპატიე რა ლექსო ამ დროს სახლიდან რომ გამოგიყვანე, მაგრამ ხომ იცი შენს გარდა ვერავისთან შევძლებ დალაპარაკებას.
- შენ შ... ხო არ გაქ, რა ბოდიშებს მიხდი, ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ როცა ერთმანეთს ვჭირდებით. მიდი ეხლა გისმენ რა მოხდა.
გეგას ძალიან უჭირდა ყველაფრის მოყოლა, მაგრამ იცოდა მარტო ამას ვერ გაუძლებდა. ლექსო ბოლომდე გაჩუმებული ისმენდა, თითქოს ვერ იჯერებდა ვერ წარმოედგინა რომ მისი ძმაკაცი ამის გამკეთებელი იყო.
- შენს სუ გამო... ქალზე ძალა როგორ იხმარე გეგა, შენ ის გააკეთე რის გამოც სხვას ალბათ მოკლავდი, ეს რამ გაგაკეთებინა!
- ვიცი შე ჩემა ვიცი, და საკუთარი თავი მეზიზღება, კინაღამ კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ჩემს გამო. გეფიცები არ ვიცოდი რომ ქალიშვილი იყო, ზურაბმა სულ სხვა მითხრა.
- მერე და როდიდან დადიხარ ზურაბის ჭკუაზე?
- ცუდათ ვიყავი ლექსო ცუდად, გუშინ ზუსტად 5 წელი გავიდა გესმის 5 წელი რაც ჩემთან აღარ არის. გეგა უკვე ღრიალებდა. მისი საფლავიდან მოვდიოდი თან ნასვამი ვიყავი, სახლში რომ მივედი სულ არ მახსოვდა რომ ვინმე იქნებოდა მაგრამ ის რო დავინახე, თან რაც ზურაბმა ილაპარაკა, შემძულდა გესმის შემძულდა თავისი გახრწნილების გამო. წინააღმდეგობას მიწევდა მაგრამ საკუთარ თავს უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი. უკვე ხმა უკანკალებდა ლაპარაკი უჭირდა.
ლექსო ხედავდა როგორ ტკიოდა და არ შეეძლო მისი გაკიცხვა. კარგი საკმარისია. ეხლა რას აპირებ?
- ცოლად შევირთავ.
- რას ქვია ცოლად შეირთავ? ის თანახმაა?
- სხვა გზა არ აქვს, თვითონაც ხვდება რომ ჩემთან უფრო უსაფრთხოდ იქნება. მისი ძალით შერთვაც რომ დამჭირდეს მაინც შევირთავ და ზურაბს ხელში არ ჩავუგდებ.
ლექსო ხედავდა რომ გეგა ძალიან ნანობდა თავის საქციელს და მთელი სიცხადით აცნობიერებდა რაც ჩაიდინა, უნდოდა ენუგეშებინა მაგრამ ისიც იცოდა რომ ამას აზრი არ ქონდა. გვიანობამდე გაჩერდნენ კლუბში შემდეგ კი სახლში დაბრუნდნენ.
- ლექსო თიკას ბოდიში მოუხადე, რომ ქმარი ასე გვიან წავართვი, ღიმილით უთხრა გეგამ.
- კაი ძმაო მაგაზე არ იღელვო შენს თავს მიხედე.

გეგა სახლში რომ დაბრუნდა უკვე ღამის 4 საათი იყო.
მარიამის ოთახთან ჩასვლისას გულმა ვერ მოუთმინა და მაინც შევიდა, უნდოდა ენახა როგორ იყო. გოგონას მშვიდად ეძინა, თავი ფანჯრის მხარეს ქონდა მიტრალებული და მის სახეს მთვარის შუქი ეცომოდა. გეგა აკვირდებოდა მის ნაკვთებს, ლამაზ ცხვირს, გღძელ წამწამებს, გაბუსხულ ტუჩებს. ნამდვილი საოცრება, იყო. გეგას თავისდა უნებურად გაეღიმა მარიამის შემყურეს და იმის გაკეთება გადაწყვიდა რაც აგერ უკვე 5 წელია არ გაუკეთებია.
საწოლის გვერდით სავარძელძე ჩამოჯდა, ტუმბოდან ფურცელი და ფანქარი ამოიღო და ხატვა დაიწყო. გეგას არ უნდოდა გაღვიძებულ მარიამს აქ დახვედროდა და ოთახი ჩუმად დატოვა, ნახატიც თან წაიღო.

მარიამს ძილში არ ასვენებდა შეგრძნება, რომ ვიღაც აკვირდებოდა. შეშინებულს გამოეღვიძა, მაგრამ ოთახში არავინ დახვდა. იმის წარმოდგენაც არ უნდოდა რომ ის ცხოველი კიდევ შემოვიდოდა მის ოთახში. ცოტა რომ დამშვიდდა საწოლიდან წამოდგა კარები შიგნიდან ჩაკეტა, და ისევ საწოლს დაუბრუნდა.
გეგას ამ საკეტის ხმაურმა თითქოს გულში რაღაც ჩაწყვიტა. ის არ ენდობოდა შეძლებდა კი ოდესმე მისი ნდობის მოპოვებას?

დილით რომ გამეღვიძა მზე უკვე ამოსული იყო, საკმაოდ დიდხანს მძინებია, არ მინდოდა ოთახიდა გასვლა რადგან შეიძლება მას შევხვედროდი, მაინც წამოვდექი, საკეტი გავაღე. შემდეგ წყალი გადავივლე და ისევ საწოლში დავბრუნდი. ნიკას დავურეკე უნდა მეთქვა რომ გამომწერეს და კარგად ვიყავი. მასთან ლაპარაკმა თითქოს ახალი ენერგიით ამავსო და დაბლა ჩასვალა გადავწყვიტე. სახლში არავინ იყო, მხოლოდ ლია ფუსფუსებდა სამზარეულოში, თბილად მომესალმა და თავის გამომცხვარი ფუნთუშები შემომთავაზა, მეც სიამოვნებით მივირთვი რძიან ყავასთან ერთად.
- ლია დეიდა მისაღებში რაღაც ყუთები აწყვია.
- ეგ შენი ნივთებია შვილო, გეგამ თხოვა დაცვის ბიჭებს შენი სახლიდან მოეტანათ, იფიქრა რომ ეს გაგახარებდა.
არც შემცდარა ბატონი გეგა ამ ამბავმა ძალიან გამახარა და გამოაცა კიდეც მისგან ასეთ ყურადღებას არ ველოდი.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი აი აი შენ ხარ ძალიან მაგარი რა... ძალიან გამახარე ახალი თავი დადებული რომ ვნახე... რაც შეეხება ისტორიას ძალიან კარგად მიდის მოვლენები და ასე გააგრძელე... მართლა ძალიან მომწონს ეს ისტორია

 


№2  offline წევრი hermione

უცნობი ქ
აი აი აი შენ ხარ ძალიან მაგარი რა... ძალიან გამახარე ახალი თავი დადებული რომ ვნახე... რაც შეეხება ისტორიას ძალიან კარგად მიდის მოვლენები და ასე გააგრძელე... მართლა ძალიან მომწონს ეს ისტორია

ძალიან მიხარია ასე, რომ მოგწონს love

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

Dzaaaaalian magariaaaaaaa <3 shemdegs velodebi

 


№4 სტუმარი დუდა

სამივე თავი წავიკითხე..
უდიდესი და უმაგრესი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე...
ძალიან მაგარი ისტორიაა.მომეწონა და უკვე გგულშემატკივრობ შენ როგორც ისტორიის ავტორს და ამ ისტორიის მთავარ გმირებს მარიამს და გეგას...
მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს,ძალიან მიჭირს ხოლმე ლოდინი ერთი პერიოდი ისიც გავიფიქრე,სანამ არ დაასრულებს მანამდე აღარ წავიკითხავ თქო მაგრამ ჩემი ამბავი რომ ვიცი,ამას ვეღარ მოვახერხებ,იმიომ რომ უკვე ჩამითრიე ამ ისტორიაში და ძნელი იქნება თავის დაღწევა love ერთი სათხოვარი მექნება,პატარა თავები არ დადო და არ დააგვიანო ძალიან love love უძლიერესი ისტორიააა,უკვე ვგიჟდები love
წარმატებები love

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

hermione
უცნობი ქ
აი აი აი შენ ხარ ძალიან მაგარი რა... ძალიან გამახარე ახალი თავი დადებული რომ ვნახე... რაც შეეხება ისტორიას ძალიან კარგად მიდის მოვლენები და ასე გააგრძელე... მართლა ძალიან მომწონს ეს ისტორია

ძალიან მიხარია ასე, რომ მოგწონს love

ეხლა როგორმე ეს წყვილი დააახლოვე ერთმანეთთან და მთლად ოქრო იქნები...

 


№6 სტუმარი mariami

სასწაულად მიყვარს ეს ისტორია <3

 


№7  offline წევრი kora

ახლა წავიკითხე სამივე თავი და უზომოდ მომეწონა. ძალაინ განსხავებული და ძალიან მაგარია, ველოდები ახალ თავს <3
--------------------
kira.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent