შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ლაბირინთში მორბენალი" (1 ნაწილის,ჩემებური დასასრული-სრულად)


15-09-2015, 16:24
ნანახია 5 230

-გავაღწევთ..აუცილებლად გავალთ.არა,ასე არ მოხდება.ჩვენ გავალთ,აი ნახავ-ოთახში გამეფებულ სიჩუმეს,მხოლოდ თომასის ბურტყუნი არღვევდა.

ყველა იქ იყო.ყველა ვისაც ოდნავ მაინც ადარდებდა მისი მდგომარეობა,ყველა გალის ჩათვლით.ბიჭი ოთახის კუთხეში წარბებშეკრული მიბუზულიყო და თომასის პირიდან ამოსული ყოველი ბგერისას,ბაგეებს ერთმანეთს ძლიერად აჭერდა.
-მაინც არ მესმის აქ რას ვაკეთებთ,-გაბრაზებულმა ამოილაპარაკა-მისი ბრალია ახლა რაც ხდება.ის,რომ არ შესულიყო პირველად ლაბირინთში,ახლა ყველაფერი ისე იქნებოდა,როგორც ადრე.მოდით უბრალოდ გავიდეთ აქედან და მივცეთ უფლება,რომ მშვიდად მოკვდეს.

ოთახში მყოფები ყურადღებას არ აქცევდნენ.ყველა გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა თომასის სხეულს,რომელიც წამით საეჭვოდ გაშეშდა.ნიუტმა და მინჰომ ერთმანეთს შეშინებული თვალებით გადახედეს,მაგრამ შემდეგ თავი ერთდროულად გააქნიეს და ცუდი აზრები თავიდან განდევნეს.ვერცერთი უშვებდა იმ ფაქტს,რომ შეიძლებოდა თომასს თვალები ვეღარ გაეხილა.
-მეჩვენება თუ აღარ სუნთქავს-ჩაკის მახვილმა თვალმა,სწრაფად შენიშნა სხეულის მდგომარეობა და ხის საწოლისკენ ორი ნაბიჯი გადადგა.
-ამიხსნით ვინმე რატომ არის ჩაკი აქ?-ოთახში მყოფთ თვალი მოავლო და კარებთან ატუზულ ტერეზას ანიშნა,რომ ბიჭი ოთახიდან სასწრაფოდ გაეყვანა.
-ჩაკ არ მოგშივდა?-ღიმილით მიუახლოვდა ტერეზა ბიჭს და გასამხნევებლად მხარზე ხელი მოხვია.
-ხო, რა თქმა უნდა-ირონიული ტონის უცვლელად წამოიწყო გალიმ-ახლა ზუსტად ჭამის დროა.
-თუ შეიძლება ვინმემ ესეც თან გაიყოლეთ-მოთმინებიდან გამოსულმა ნიუტმა თითქმის იყვირა.

თომასმა ბურტყუნი განაგრძო.
ნიუტმა მძიმედ ამოისუნთქა და ყველას ანიშნა,რომ ოთახიდან გასულიყვნენ.
-როგორ ფიქრობ აქედან მართლა გავაღწევთ?-ცარიელი ოთახი მოათვალიერა მინჰომ და თომასის სიტყვები გაიხსენა.
-ალბათ...უნდა გავაღწიოთ.ასე არ შეიძლება.უნდა გავაღწიოთ,რადგან ამ ისტორიის ლოგიკური დასასრული სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.-უფრო საკუთარი თავის დასაჯერებლად ალაპარაკდა-ეს ჩვენი ცხოვრება არაა გესმის?ეს რაღაც ამოუხსნელ განტოლებას ჰგავს,რომელიც სინამდვილეში სულაც არაა განტოლება.ამის ახსნა მიჭირს,რადგან ვერც ვერავინ ახსნის.ჩვენ იმდენად დიდი დრო გავატარეთ ლაბირინთის კედლებს მიღმა,რომ უეცრად დავნებდით.დავნებდით ისე,რომ ამას ვერც კი მივხვდით.ვერცერთმა ჩვენგანმა ვერ გააანალიზა რა იქნებოდა მომავალში,რომ არა თომი-თბილი მზერა შეავლო საწოლს მიჯაჭვულ მეგობარს,რომელიც ისე დადუმებულიყო თითქოს მათ საუბარს უსმენდა,-ის სინათლეა,ამ უკუნით სიბნელეში.ერთადერთია,რომელიც არ დანებდა,რომელმაც რაღაცისკენ,გადარჩენისკენ მოგვიწოდა.მე მჯერა მისი.მან გაგვახსენა,რომ ამ კედლებს გარეთ ჩვენ ოჯახი გვყავს.ოჯახი,რომლებიც ყოველ დილით ჩვენს ოთახებს იმ იმედით ამოწმებენ,რომ იქ დავხვდებით.მე დაბრუნება მინდა,რადგან ვგრძნობ,რომ იქ კარგი იყო.არაფერს ვკარგავთ მინჰო,საერთოდ არაფერს. აქ ყოფნა ისედაც სიკვდილს ნიშნავს.

მინჰომ თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი ოდნავ დაკრა და კოტეჯის კარები უთქმელად გაიხურა.

*******
ცას ცეცხლისფერი ემოსა.ირგვლივ გამეფებული ქარის ზუზუნი ყურთასმენას უხეშად ედებოდა.კვლავაც ჩამომდგარ სიჩუმეს ჯიუტად არავინ არღვევდა.ყველა ნიუტის სიტყვას ელოდა.ბიჭი კი მოშორებით,ტერეზასთან და მინჰოსთან ერთად მიწაზე იჯდა და მზის ჩასვლას უყურებდა.აქამდე არასდროს დაფიქრებულა იმაზე,თუ რაოდენ ლამაზი სანახაობაა მზის ჩასვლა.აქამდე არა,თუმცა ახლა ცდილობდა კარგად დაკვირვებოდა ცაზე მოცურავე ფორთოხლისფერ ბურთულას,რომელიც ცის კაბადონს ემშვიდობებოდა.
-ნიუტ,როგორ ფიქრობ აქედან,რომ გავაღწევთ რამე გვემახსოვრება?-ღიმილით მიუჯდა ჩაკი გვერდით და პასუხის მოლოდინში გაისუსა.კითხვით დაბნეულმა მზერა,გაშავებული სივრციდან ბავშვზე გადაიტანა და მხრები აიჩეჩა.
-მოდი მაგ კითხვაზე პასუხი თავად გამეცი,როდესაც აქედან გავალთ-ტუჩის კუთხე ღიმილის ნიშნად ჩატეხა და თითები ნერვიულად აათამაშა.
სიჩუმეც ხანმოკლე აღმოჩნდა.კოტეჯებიდან წამოსული ძლიერი ყვირილის ხმა არემარეს მოედო და ნიუტის ყურამდეც მიაღწია.ბიჭი გაღიზიანებული და აღრენილი წამოხტა ფეხზე და ხალხის შეკრების ადგილისკენ გაემართა.ადგილზე მისულს სანახაობისაგან ყურებიც კი აუწითლდა და თავი შეიკავა,რომ ბრაზისაგან არ აღრიალებულიყო.თომასის ქოხის კარებთან გალი ჩამდგარიყო და ბოლო ხმაზე იგინებოდა.
-თუკი ვინმე შეეცდება შიგნით შესვლას,ჩემი ხელით მოვკლავ-თვალებს გიჟივით აცეცებდა და ჯიბიდან ამოღებულ პურის დანას აქეთ-იქით იქნევდა.
-როგორც ჩანს გალის კიდევ ერთი სპექტაკლის დადგმა მოუნდა-ნიუტის წინ ბიჭმა ჩაიფხუკუნა და პირზე ხელი აიფარა,რომ ვინმეს არ გაეგო.ნიუტმა თვალები აატრიალა და გალისკენ წავიდა.
-ნიუტ გაფრთხილებ,არც შენ დაგინდობ.არავის მივცემ უფლებას,რომ მას უმკურნალოს.ის ამის ღირსი არაა.მან სასიკვდილოდ გაგვწირა გესმის?-თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ვეღარ უმკლავდებოდა და სახეს სასაცილოდ მანჭავდა.
-მას ზიანი არავისთვის მიუყენებია-უკანა რიგებიდან ტერეზა გამოეყო და გალისთან ახლოს მივიდა,-თუმცა ვისურვებდი,რომ შენთვის მოეყენებინა.
-ხედავთ?გოგონა,რომელიც უკანასკნელი „მგზავრი“ აღმოჩნდა მემუქრება კიდეც.შენ ნუ ერევი-ხელი აიქნია,მაგრამ მინჰომ ჰაერშივე გაუკავა და სწრაფი მოძრაობით დანა ხელიდან გააგდებინა.მხოლოდ ამის შემდეგ მოეგო გონს ნიუტიც და ძირს დაგდებული პურის დანა შორს მოისროლა.
-თქვენ ისევ არ გესმით-ყველასთვის გასაგონად ყვირილს განაგრძობდა გალი და განთავისუფლებას ცდილობდა-მის გამო მოვკვდებით.
კარების გაღების ხმა გაისმა.ყველა ერთად დადუმდა.გალიმ სწრაფი მოძრაობით დაიძვრინა თავი,მოდუნებული მინჰოსგან და რამოდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა.

კოტეჯის კარებში ახალგაღვიძებული თომასი იდგა.

****
-მგონი გაგიჟდა-დანანებით გააქნია თავი ჩაკმა და თომასს ხელი თვალებთან აუფრიალა.
-შეეშვი ჩაკ,-მკაცრი ბარიტონით მიმართა ნიუტმა ბიჭს- უბრალოდ დასვენება სჭირდება.

თომასი ერთობ გადასხვანაირებული და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა ჰორიზონტს.ბავშვების ხმები თავში,კოღოს წუილივით ჩაესმოდა და გაბრუებულს სიტყვის თქმის თავიც არ ჰქონდა.
გამოღვიძებიდან თითქმის ერთი საათი გავიდა.ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა აღედგინა სიუჟეტები,რომელიც გათიშვის წამიდან თან სდევდა,თუმცა სულ ტყუილად.გონების გადაკარგულ კუნჭულში არეული ფრაგმენტები შეერთებას და ერთ მთლიანობად ქცევას ცდილობდა,მაგრამ რაღაც უმნიშვნელო დეტალი,რომელიც ფიქრის საშუალებასაც კი არ აძლევდა,ხელს უშლიდა.

ხმები კვლავ გრძელდებოდა.
მოჭუტული თვალებით გადახედა მის გარშემო შემოგროვილ ხალხის მასას და ფეხზე წამოდგომა სცადა,თუმცა,როგორც კი მიწიდან წამოიწია ნიუტმა მაშინვე ხელი დაავლო და ადგილზე დასვა.
-მე უბრალოდ მჭირდება,რომ რაღაცაზე დავფიქრდე-ხმადაბლა ამოიჩურჩულა,მაგრამ ნიუტის მახვილ ყურს მისი სიტყვები არ გამოპარვია.
-მარტო ვერ გაგიშვებ.მეც გამოგყვები.
შეწინააღმდეგება სცადა,მაგრამ მეგობარი,რომ ვეღარ გადაარწმუნა თავი დაუქნია და მის ხელს დაეყრდნო,წამოსადგომად.
ლაბირინთის კედლების წინ არცისე ხშირი ტყე აღმართულიყო.აქ „მცხოვრებთა“ თქმით ეს ხეების გროვა,ეროვნულ პარკს უფრო წააგავდა,ვიდრე უღრან ტყეს.უღრანი არც იყო.ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ყველაფრის დანახვა იყო შესაძლებელი.არც თუ ისე კარგად,მაგრამ მაინც.
თომასი იქ შეჩერდა სადამდე მიღწევაც შეძლო და ხის კენწეროს ახედა.
-იქ უნდა ავიდე-ხელი ხის ბოლოსკენ აიშვირა და ასაძვრომად მოემზადა.ნიუტმა მისი სიტყვები იმდენად არასერიოზულად მიიღო,რომ ხეზე ჩამოკიდებული თომასის დანახვისას,თვალები საგრძნობლად გაუდიდდა.
-თომას ნუ სულელობ.ჯერ კიდევ სუსტად ხარ.ახლავე ჩამოდი-ხმამაღლა უსაყვედურა მეგობარს და ისიც ხეზე ასაძვრომად მოემზადა.
-მინდა,რომ სუფთა ჰაერი ჩავისუნთქო.არ მინდა ასე უაზროდ ყოფნა.ვგრძნობ,რომ რაღაც აუცილებელი უნდა გავიხსენო.შეწყვიტე ჩემი დევნა და უბრალოდ მარტო დამტოვე.

საკმაოდ მაღლა მოუწია ასვლა.ხის კენწეროდან ყველაფერს მშვენივრად ხედავდა.თვალები ნელა დახუჭა.ცივმა ნიავმა სასიამოვნოდ დაუარა გახურებულ სხეულზე და სიამოვნებისაგან ტაომ დააყარა.
დაიძაბა.გარკვევით გაიგო გონებაში შემორჩენილი ნაცნობი ქალის უხეში ხმა.კონცენტრაციის მოკრეფა სცადა.ხელები ხის ტოტებს ძლიერად მოუჭირა.ტკივილმა ცოტა დაამშვიდა და აზრები დააგალა.მომენტები მის დახშულ გონებაში ცოცხლად დაინახა.ქალის ხმა კვლავ ალაპარაკდა : „შენ შეგწევს ძალა გაუმკლავდე ამ ყველაფერს.შენ ერთადერთი ხარ,რომელსაც შეუძლია ამ გამოცდის ჩაბარება.არ დაუშვა,რომ დანებდე“. შემდეგ უამრავი ფერთა გამა დაინახა.დაინახა,როგორ შეიღება კომპიუტერის ეკრანი წითელი საღებავით.ხალხის კივილი ოთახის კედლებით დამძიმდა.უეცრად მისკენ გამოქანებულმა ადამიანის სხეულმა შეაკრთო და დამძიმებული თვალები სწრაფად გაახილა.დაუფიქრებლად წამოდგა ფეხზე და ინერციით წინ გადავარდა.
სივრცეში აღმოჩნდა.ქარი პირდაპირ სახეში ურტყავდა.მაინც გაიგო ბოხი,ხრიწნარევი,ათრთოლებული ხმით ნათქვამი მისი სახელი.მაშინ ყველაფერი ინანა,რაც ცხოვრებაში ცუდი გაუკეთებია.მაშინ პირველად ინანა,რომ საჭირო დროს მისთვის ძვირფას ადამიანს გრძნობები არ გაუმხილა.უნდოდა ის სიფრიფანა სხეული ტანზე მჭიდროს აეკრა და აღარასოდეს გაეშვა.ცრემლები ინანა,ამ ხალხის ტკივილიც ინანა.ინანა ყველა ის არასწორად გადადგმული ნაბიჯი რამაც ლაბირინთის კედლებში თავი ამოაყოფინა.ნიუტის,მინჰოს,ალბის,ჩაკისა და თვით გალის ტკივილი ინანა.ხმის ამოღება უნდოდა.სივრცეში გაშეშებულს უნდოდა უკანასკნელად დაეყვირა მისი მეგობრებისთვის,რომ ეპატიებინათ.მაინც ვერ შესძლო.იგრძნო,როგორ შეეხო მისი სხეული ქვიან ზედაპირს და ტკივილისაგან სახე დამანჭულს,თვალები დაეხუჭა.

****
თეთრ ოთახში ეღვიძება,ბინტებში და სხვა უბედურ საგნებში ახლართულს.წამლის საშინელი სუნი თვალებს დაძინებისკენ უბიძგებს,მაგრამ კონცენტრაციას სხვა მოწიკწიკე მოწყობილობაზე ახდენს და მაშინვე უკანა პლანზე აგდებს წამლების გამაბრუებელ სურნელს.ცდილობს გაიხსენოს რა მოხდა წინა ღამით,მაგრამ კადრები ერთმანეთში ერევა.ახსოვს ერთ წამს ხის კენწეროზე შემომჯდარი,ქალის ნაცნობ ხმას უსმენდა,შემდეგ კი-აღარაფერი.პირს ვერ ამოძრავებს.დაბინტული და საწოლს მიჯაჭვული სხეული ერთიანად უბუჟდება და ცუდი შეგრძნება იპყრობს.უამრავი კითხვა ტვინს უბურღავს,მაგრამ უძირო ფსკერიდან მაინც მოტივტივებს ერთი და ყველაზე მნივნელოვანი კითხვა : „სად ჯანდაბაშია“. რა თქმა უნდა ამის მიხვედრა ადვილია.ეს რაღაც თეთრი კედლებითა და წამლის უსიამოვნო სუნით გაჟღენთილი ოთახი,ნამდვილად საავადმყოფოს ერთ-ერთი პალატაა.ამ დასკვნამდე სულ რაღაც ნახევარ წამში მივიდა,თუმცა ის ფაქტი,რომ არაფერი ახსოვდა გულს უღრღნიდა.
პალატის კარებმა ოდნავ გაიჭრიალა.თეთრხალათიანი საშუალო ხნის მამაკაცი თავზე დაადგა და მის გვერდით არსებული მოწყობილობა შეამოწმა.
-სად..სად არიან..ისინი-ნაწყვეტ-ნაწყვეტ გაუგებრად ამოიბლუყუნა.
-შენი კარგად არ მესმის ჩემო ბიჭო.როგორც ჩანს კბილები გაქვს ჩამტვრეული.არ იდარდო,ყველაფერი კარგად იქნება-ექიმმა კარები გაიხურა.
ზუსტად არ ახსოვს რამდენი დრო გავიდა.ალბათ ერთი ან ორი საათი.თავის გვერდზე გადაბრუნება მხოლოდ ერთხელ სცადა.მერე შეეშვა,მიხვდა,რომ ვერაფერს გახდებოდა,ამიტომ წინ ერთ წერტილს გაუშტერა თვალი.ამ წამს ყველაზე მეტად უნდოდა,რომ კარები ფართოდ გაღებულიყო და მისი მეგობრები შემოსულიყვნენ,უკლებლივ ყველა.გალისაც კი აიტანდა,თავისი ცინიკური გამოხტომებით,ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო.

კარი ისევ იღება.
ამჯერად ახალგაზრდა გოგონა უახლოვდება თომასის საწოლს.
-სად..არიან.. დანარჩენები-თავს ძალა დაატანა და ოდნავ ხმამაღლა,თუმცა ისევ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოუშვა ბგერები.
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა მან.-მე მხოლოდ პაციენტის შემოწმება მთხოვეს.შენი ძილის დროა.
ძილის წამალმა მოსალოდნელზე სწრაფად იმოქმედა.სანამ მედდამ მის გვერდით მწოლიარე პაციენტიც მოინახულა, (რომელსაც თომასი ვერ ხედავდა) თომასმა სიზმრების სამყაროში შეცურა.
გარბიან.სადღაც ელვის სისწრაფით გარბიან.ვიღაცას გაურბიან.ლაბირინთის შესასვლელი სწრაფად იკეტება.ბოლო ძალებს იკრებს და ნიუტთან ერთად ლაბირინთის მიღმა იკარგება.ხმები მის თავში კიდევ უფრო იზრდება.ბოლოს მოწყვეტილი მუხლებზე ეცემა და თმებში ხელებს ივლებს.ყვირის,რომ შეწყვიტონ,მაგრამ დაუკითხავად ხმებს ზრდიან.ცხვირიდან სისხლი სდის.ნიუტი მოსახვევში უხვევს და უჩინარდება.ლაბირინთი მასაც არ ინდობს.სიზმარშიც ჩაესმის ქალის სიტყვები : „შენ შეგწევს ძალა გაუმკლავდე ამ ყველაფერს“.ფეხზე წამოდგომას და გაქცევას ცდილობს,მაგრამ...

იღვიძებს.
სულ სველია.ოფლს მისი შუბლი დაუნამავს.ფანჯრიდან შემომავალი სინათლით თუ იმსჯელებს,მხოლოდ ნახევარი საათია რაც სძინავს.მზე ჯერ კიდევ ზენიტშია.
ყვირილს იწყებს.
მის ყვირილზე დაფეთებული ექთანი შემორბის,უკან კიდევ ერთი მოყვება.თვალში სინათლეს უნათებენ.ეს არ მოსწონს.გიჟივით იგინება და ყურადღებას არ აქცევს მტკივნეულ ყბას.
-დამამშვიდებელი გაუკეთეთ-კარებში ახლახანს გამოჩენილი ექიმის ბარიტონი საკმაოდ მკაცრდება.თავის ქნევას იწყებს.ძილი არ უნდა.იცის თუ დაიძინებს სიზმრები არ მოასვენებენ.
-ლაბირინთი.როგორ გამოვაღწიეთ იქიდან?-ყვირილი ჩურჩულში გადასდის.-სად არიან ჩემი მეგობრები?-ხმაგაბზარული კითხულობს-სად არიან ყველანი?რატომ ვარ აქ სრულიად მარტო?-ახლა უკვე ცრემლებიც მოსდის,-მენატრებიან.-შემდეგ კვლავ ითიშება.
„გათიშვა-გამოფხიზლების“ პროცედურები მთელი ერთი კვირა მიმდინარეობს.ერთი კვირის მანძილზე გამოღვიძებულს,კვლავ აძინებდნენ და ლაბირინთის კედლებში ამწყვევდნენ.წინააღმდეგობის გაწევას უკვე სამი დღეა შეეშვა.მიხვდა,რომ მხოლოდ სიზმრებში შეუძლია იყოს იმ მეგობრებთან ერთად,რომლებიც ცხადში არ ჩანან.იმედგადაწურული შეჰყურებს გაჩერებულ კედლის საათს და დროს მხოლოდ ფანჯრის მიღმა ფერებით საზღვრავს.
ერთი კვირის შემდეგ ექიმი,ხანშიშესულ მამაკაცთან ერთად აღებს პალატის კარებს და თომასის საწოლთან ახლოს დივანზე სხდებიან.
-ეს ფსიქოლოგია-მამაკაცზე უთითებს თომასს ექიმი და ამაზრზენად აჩენს ყვითელ კბილებს-ის შენ დაგეხმარება,ამ მდგომარეობის გადალახვაში.ვფიქრობ კარგი იქნება თუ...

სიტყვის დამთავრებას ვერ ახერხებს,ისეთ ღრიალს იწყებს თომასი.მეგობრების ნახვას თხოულობს და ექიმის მიმართ რამოდენიმე „მოკითხვას“ აგზავნის.ფსიქოლოგი თავს უკმაყოფილოდ აქნევს და ფეხზე დგება.რაღაც „მე გიჟების ექიმი არ ვარ“-ს ჩურჩულებს და პალატიდან გადის.მხოლოდ ამის შემდეგ ისადგურებს სიმშვიდე.
-თომი,-ნაცნობი ხმის გაგონებისას ტანში სასიამოვნო გრძნობა უვლის და ცდილობს თავი,როგორმე მარჯვნივ გადააბრუნოს.დიდი ტკივილის შემდეგ მარჯვნივ იხედება და ნიუტს ხედავს,საწოლზე მიჯაჭვულს.ბედნიერებისაგან დიდზე ეღიმება და ჩამტვრეულ კბილებს აჩენს.ნიუტიც შეძლებისდაგვარად იღიმის და მზერა უთბება.
-ამდენი ხნის მანძილზე გვერდით მეწექი და ეს არ ვიცოდი?-თავის თავს უბრაზდება და თავს აქნევს.
-ამდენი ხნის განმავლობაში მე კომაში ვიყავი-გახუმრებას ცდილობს ნიუტი.
-რა მოხდა ლაბირინთში?-ამდენი ხნის ნანატრ კითხვას სვავს.
-შენ გაითიშე,ლაბირინთის კედლებმა ნგრევა დაიწყო,შემდეგ ზუსტად მეც არ მახსოვს ყველაფერი.მგონი ლიფტიდან ამოვიდნენ და წამოგვიყვანეს.არ მახსოვს.
-სად არიან დანარჩენები?-კითხვების დასმას განაგრძნობს ის.
-მეც ახლა არ გავიღვიძე?-დაბნეული კითხვას უბრუნებს.
თომასისთვის საზარელი კარები კვლავ იღება.ახლა თავს მარცხნივ აბრუნებს და გარკვევით ხედავს ეტლში მჯდომი გოგონას სილუეტს.
-ნახეთ მათ გაუღვიძიათ-თომასისთვის მონატრებული ხმა ლაპარაკს იწყებს და ეტლით მისკენ მიგორავს.უკან ჩაკი და მინჰო მოჰყვებიან.სიხარულისაგან ადგილზე ვერ ჩერდება.ტერეზა ოდნავ წამოწეულ თომასს უღრენს და ანიშნებს,რომ ისევ ადგილზე დაეტიოს.
-სად იყავით ამდენ ხანს?-სიჩუმეს თომასი არღვევს.
-ჰეი ძმაო,მარტო შენ კი არ ყოფილხარ ცუდ დღეში-მოტეხილ ხელ-ფეხს ანახებს მინჰო და გულიანად იცინის.
ხვდება,რომ გულის გამოხშული ნაპრალი ნელ-ნელა ივსება.აღარ იცის ეს სიხარული,როგორ გამოხატოს და ხან ერთს უყურებს ხან მეორეს.
საბოლოოდ ყველაფერი კარგად მთავრდება.ადამიანები,რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე დაკარგულები იყვნენ, თავისუფლებას პოულობენ.თომასი საყვარელი ადამიანის გვერდით თავს კარგად გრძნობს,თუნდაც საავადმყოფოში.დანაკლისს ვერ გრძნობს,მიუხედავად იმისა,რომ იცის ყველა ვერ გადარჩებოდა.და უეცრად...
-გალი სად არის?-გონებაში ამოტივტივებულ კითხვას მაშინვე სვავს.
-პალატაში.ვერ მოძრაობს და შეშლილს ჰგავს.შეშალა მედ-პერსონალი.-ჩაიხითხითა ჩაკმა.
-მეგონა მოკვდა.
-ოჰ კარგი რა.პირველი ეგ გარბოდა-სიცილით დაამთავრა ტერეზამ და ხელი ხელზე მოუჭირა.
ხო, ახლა კი ნამდვილად ბედნიერია.



№1 სტუმარი Mari

Kargi iyo filmisgan gansxvavebuli kargad damtavrda momewona :****

 


№2  offline წევრი mariko_2001

აუ მეორე ნაწილიც დადე ისე რო ტერეზასთან იყკოდ

 


№3 სტუმარი giorgi

მეოტხე ნაწილი როდის იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent