შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაჭა ჩემო სიყვარულო 4


15-09-2015, 19:29
ავტორი sopiko
ნანახია 2 659

ისედაც ანერვულებული ვიყავი და ბექას შეხებამ სრულიად გამომაცალა ძალა. როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი ცივი და თან ჩემი აღელვება გამოეწვია? ლოყაზე ხელი მოვისვი, თითქოს თითებზეც მომეკიდა ცეცხლი. გული უცნაურად მიფრთხიალებდა და ადგილიდან ვეღარ ვინძრეოდი. როცა წარმოვიდგინე რა სულელურ მდგომარეობაში ვიყავი სიცილი ამიტყდა, ვიღაცა იფიქრებდა გაგიჟდაო. ბოლოს უკვე თვალებიდან ცრემლები მომდიოდა, ღრმად ამოვისუნთქე და მეც სუფთა ჰაერზე გავედი.
ბექა მოაჯირს დაყრდნობოდა და სიგარას ეწეოდა. კარის გაღების ხმა ნამდვილად გაიგო მაგრამ არ შემობრუნებულა, მომეჩვენა რომ თავს მარიდებდა.
-ესე იგი ვიყოჩაღე...-დავიწყე მე.
ისევ სიჩუმე ჩამოწვა. მე გამბედაობა აღარ მყოფნიდა, ბექა კი სრულიად არ ჩქარობდა პასუხის გაცემას, მერე მოულოდნელად შემოტრიალდა და ჩემკენ წამოვიდა. მე უკან დავიხიე,მაგრამ კედელს მივეჯახე. შიშმა შემიპყრო... დავფრთხი... მისმა ნისლიანმა მზერამ დამაფრთხო. ის უკვე ჩემს პირისპირ იდგა, არ ვინძრეოდი ჩვენს შორის მანძილი უფრო რომ არ შემცირებულიყო. არა! ის ამას ვერ გააკეთებდა. ჯერ ხომ ორი დღე იყო რაც ერთმანეთს ვიცნობდით... თუმცა რა დაუშლიდა... განა ქალი იყო რომელიც თავის სახელს უფრთხილდება, იმაზე კი არ ფიქრობდა რას იტყოდა ხალხი. ის უკვე ზრდასსრული მამაკაცი იყო, რომელსაც რაღაც ჟინი ამოძრავებდა და სწორედ ამიტომ მტკიოდა გული, დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი იმაში, რომ ჩემს მიმართ რაღაც გრძნობა ჰქონდა ალბათ თავადაც გამოვიჩენდი ინიციატივას და ეს მხოლოდ იმიტომ რომ მისმა გამოჩენამ მეც შემცვალა. ამას საკუთარ თავთანაც არ ვაღაიარებდი, მაგრამ რამ გამხადა ასეთი მორცხვი, მორიდებული... როდის აქეთ გამომელია სიტყვების მარაგი ახლა ხმის ამოღებას და მის შეჩერებას რომ ვერ ვბედავდი. თავი დაბლა დავხარე და ბექას შემდეგ მოქმედებას დაველოდე. საჩვენებელი თითით ამაწევინა ნიკაპი და სახეზე დამაკვირდა. ვუყურებდი მის ლურჯ, ზღვისფერ თვალებს და ვგრძნობდი როგორ მელეოდა ძალა, ალბათ ჩავიკეცებოდი კიდეც, რომ არა მისი მკლავები ჩემს წელზე. თავის დაღწევას შევეცადე თუმცა ამაოდ. უძლური ვიყავი და სწორედ ეს მაცოფებდა.
-ხელი გამიშვი!-ავფართხალდი და თავის განთავისუფლება კიდევ ერთხელ ვცადე. ირონიული ღიმილით მომშორდა და ხელები გულზე გადაიჯვარიდინა.
-რამე პრობლემა გაქვს მაკატერინე? იქნებ მეც მომცე იმის საშუალება, რომ განახო როგორი ყოჩაღი ვარ-თავხედურად მომიგო მან. შეურაწმყოფისგან დაბრმავებული ვერც კი მივხვდი როგორ ავწიე ხელი და სილა გავარტყი. ბექას თვალები აუელვარდა. მის მზერაში გაბრაზება გამოსჭვიოდა. შეშინებული სწრაფად წავედი კარისკენ, მაგრამ მკლავში მტაცა ხელი და შემაჩერა.
-როგორ ბედავ?-გაცეცხლებულმა მიღრიალა.
-ჩუმად! გაიგონებენ...-ჩავიჩურჩულე მე. არ მინდოდა პირველივე დღეს შეცვლოდათ ჩემზე შთაბეჭდილება.
-ტყუილად ღელავ. ახლა მკვდარი საათია და ყველა თავის ოთახშია შეკეტილი. ნათიას მაგიდაზე ეძინება, ბატონი დირექტორი უკვე სახლშია წასული, ლელა დღეს მორიგეა და ისვენებს, ვისი გეშინია ასე ძალიან? მთავარი მტერი წინ გიდგას და ძალიან სასიამოვნო სასჯელს გიმზადებს.-კბილებში გამოსცრა ბექამ და უტიფრად ამათვალიერა.
-თავი გამანებე!-ისევ ვცადე თავის არიდება თუმცა არაფერი გამომივიდა. ისე ვყავდი ჩაბღუჯული თითოეული ძვალი მტკიოდა.
-ახლა ისწავლი ჭკუას!-მომიჭრა მან და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. რა ვიგრძენი? სულისშემძვრელი ტკივილი... მეგონა პირველი კოცნა ყველაზე ლამაზ მოგონებად ჩამებეჭდებოდა გონებაში, თურმე ვცდებოდი... თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა... ჰაერი გამომელია... მეც არ ვიცი რატომ განვიცდიდი ამ ყველაფერს ასე მწარედ... მერე რა რომ პირველი იყო... მერე რა რომ ასეთი ემოციური ვიყავი... ეს ხომ მხოლოდ კოცნა იყო... ამბორი, რომელსაც ახალგაზრდები სრულიად არ აქცევენ ყურადღებას და თითქოს საჩუქარი იყოს, ისე ურიგებენ თაყვანისმცემლებს. მე კი იმ წუთას ბექა შემძულდა, ნუთუ მან ჩემში მხოლოდ ეს დაინახა... ფიქრის უნარიც კი დავკარგე... შეკრთა როცა ჩემი ცრემლები იგრძნო, უმალ შემიშვა ხელები, მივხვდი რომ ძალიან ინანა თავისი საქციელი, ეს ველურობა მისი წუთიერი სისუსტე იყო. არ ვიცოდი რა მჭირდა, მისი დანაშაულის გამართლებას ვცდილობდი. საფეთქლები ხელით დავიზილე და ფეხარეული შევბრუნდი დერეფანში. მორიგეობის სიას დავხედე, ისიც კი დამვიწყებოდა დღეს მორიგე ვიყავი თუ არა, გათიშული მქონდა გონება. ისე გავუარე ბექას გვერდით ყურადღება არ მიმიქცევია, მერე მივხვდი რომ ჩანთა დამრჩა და მიუხედავად იმისა რომ უკან შებრუნება მესიკვდილებოდა, ფეხები მეორე სართულზე ავათრიე და კაბინეტში შევედი. ჩანთა სკამზე აღარ ეკიდა...
-ეს მგონი შენია არა?-უკნიდან მომესმა ბექას ხმა და ადგილზე გავშეშდი. მერე დაბნეულმა თმა გავისწორე და ყოყმანით მივუგე:
-კი... მე... იცი... ჩემია...-შევაკოწიწე ''წინადადება'' და ჩანთა ხელიდან გამოვტაცე, თანაც ისე მას რომ არ შევხებოდი.
-მაპატიე...-ჩაიჩურჩულა მან და თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი.
ნაწყენი თვალებით შევხედე... თითქოს ვსაყვედურობდი, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გავიმეტე და უკანმოუხედავად გავვარდი გარეთ. სანამ გაჩერებამდე მივაღწიე ხუთჯერ მაინც გადამიბრუნდა ფეხი. მართალია მაღალქუსლიანებზე ვიყავი შესკუპებული, მაგრამ ისე ვიყავი შეჩვეული, ნამდვილად სხვა მიზეზი უნდა ჰქონოდა ჩემს ხათაბალობას. ჩაფიქრებული ავედი ტრანსპორტში და თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი.
-მაკა... ნუთუ ეს შენ ხარ?-მომმართა გვერდით მჯდომმა და მეც გაკვერვებულმა მივაბრუნე თავი.
-ეს კი მე ვარ, მაგრამ რომ არ ვიცი თქვენ ვინ ხართ?-რაც შეიძლება ზრდილობიანად ვუთხარი და უხერხულად გავიღიმე. ნამდვილად არ ვიცნობდი ამ ახალგაზრდას და ხომ არ ვიცრუებდი.
-ჰმ, მეგობრის ასე დავიწყება შეიძლება? როგორ თუ ვერ მიცანი?-წარბები შეჭმუხნა ნაცნობმა უცნობმა.
''როგორ და კარგად''-გავიფიქრე გულში, თქმით კი ეს ვთქვი:
-მაპატიეთ, მაგრამ მართლა ვერ გიცანით...-შევიშმუშნე სკამზე და კითხვით სავსე თვალებით შევხედე.
-კახა.. კახაბერი... აი, 14 წლის რომ იყავით...
ახლა კი მივხვდი ვინ ბრძანდებოდა ''ნაცნობი უცნობი'', თუმცა სულაც ვერ ვიტყვი, რომ მთლად მეგობრად მივიჩნევდი. წინადადების დამთავრება საჭირო ნამდვილად არ იყო, მე უკეთესად მახოვდა როგორ მიმიმწყვდია ღობესთან მასზე 5 წლით პატარა გოგო და რომ არა ბებიაჩემის წივილ-კივილი ალბათ კარგად არც დასრულდებოდა ეს ამბავი. ამის მერე ხშირად მიაწყევლიდა ხოლმე დიდედა ნადიბაიძეების ვაჟბატონს. გაზრდილი და დამშვენებული რომ დამინახა ალბათ ისევ ზედმეტი მოინდომა კახაბერმა და ისე მომეშალა ნერვები მისი გამოშტერებული თვალების და თითო-თითოდ დალაგებული თმის დანახვაზე რომ ლამის ფეხზე წამოვხტი და ისედაც გამწარებულმა თავზე დავამხე ყველაფერი.
-ააა ახლა კი გასაგებია, როგორ ხარ კახა? დაოჯახდი? შვილები გყავს?-მივაყარე კითხვები. როგორც ჩანს ეს არ ესიამოვნა, უსიამოვნოდ გადაატრიალა თვალები და მითხრა:
-აუცილებლად ეს უნდა შეგეხსენებინა ჩემთვის მაკა? ალბათ ყველაფერი იცი და ცინიზმით ცდილობ ჩემთვის სამაგიეროს გადახდას. დარწმუნებული ვარ გახსოვს ჩვენი ''ცელქობები''...-გადაიხარხარა და ხელი გადამხვია.
-მგონი ეს ავტობუსში გასარჩევი თემა არ არის, თანაც მე უკვე მოვედი-ფეხზე გაცეცხლებული წამოვხტი და სულ სხვა გაჩერებაზე ჩამოვედი.
-იდიოტი!-ხელი ძლიერად მივარტყი უკვე დაძრულ ტრანსპორტს და ნატკენი თითი პირთან მივიტანე. სირბილით გავიქეცი ვერცხლისფერი მერსედესისკენ თუმცა ისე ჩამიარა ყურიც არ შეუფერთხია, ყური სად ჰქონდა მაგრამ... სირბილით გავეკიდე და უკვე მეექვსედ გადამიბუნდა ფეხი, ქუსლმოტეხილი ''შანელი'' ხელში დავიკავე და ასკინკილით განვაგრძე გზა.
-ჩემი დღე არაა...-ამოვიკვნესე და ობოლი ცრემლი მოვიწმინდე.

სახლის ფანჯრებიდან შუქი არ გამოდიოდა... განცვიფრებულმა გადავატრიალე გასაღები საკეტში და უფრო გავოცდი ბებია რომ ვერსად ვიპოვნე. ისევ შემოსასვლელში გამოვედი და მხოლოდ ახლა მიიქცია ჩემი ყურადღება კართან დაგდებულმა ფურცელმა. ბარათი ხელში ავიღე და ყველა მხრიდან შევათვალიერე, ბატიფეხურად წაბღაჯნილი ნაწერი რომ დავინახე ბლუყუნით დავიწყე კითხვა.
-ლია მამიდასთან მივდივარ ბები... ისა... იმედია არ გაგი... გაგიჭირ... გაგიჭირდება...-ძვლივს დავასრულე სიტყვა-მარტო ყოფნა, მაცივარში საჭმელია, ხვალ დილით ჩამოვალ, ჭკვიანად... რაო? ჭკვიანად იყავი.-ოჰ, ეს უფროსები, ხომ არ შეუძლიათ ამ სიტყვების გარეშე საუბრის ან წერილის დასრულება. მეც მოწყენილმა მივაგდე ფურცელი კარადაზე და დივანზე გადავწექი. ვიფიქრე ბებიას დაველაპარაკები, გულს დავიმშვიდებ_მეთქი და სადაა ბებია? არა! დღეს ნამდვილად მარცხენა ფეხზე ავდექი, არადა დამუღამებული მაქვს, ჯერ მარჯვენას გადმოვყოფ ხოლმე საწოლიდან, მერე მარცხენას. უსაქმურად მყოფს კახა ამომიტივტივდა გონებაში, თუმცა თავს მისი დავიწყება ვაიძულე. ახლა მაისურაძემ წამოყო თავი, თითქოს ისეთი საშინელი აღარ მომეჩვენა ის კოცნა... პატიებაც ხომ მთხოვა... და მეც ვაპატიე? ისევ დაიწყეს კამათი ჩემში ჩასახლებულმა პირველმა და მეორე მემ, ერთმანეთს სიტყვის თქმას არ აცლიდნენ და მეც იძულებული გავხდი მათთვის მომესმინა.
-რატომ უნდა აპატიო? თავმოყვარეობა უნდა გაგაჩნდეს ჩემო მაკა, თორემ ისე არავინ დაგაფასებს.-მარიგებდა პირველი.
-აბა ჯერ მისი წარმოთქმული ''მაკატერინე'' გაიხსენე და მერე მიიღე გადაწყვეტილება.-არც მეორე მე აპირებდა დათმობას.
-კმარა! კარზე ზარია-შევყვირე ხმამაღლა და შევცბი. კარზე ზარია? ნეტავ ვინ უნდა იყოს? ცოტა არ იყოს შევშინდი კიდეც. ფეხზე წამოვდექი და ამღერებულ კარს მივუახლოვდი.
-ვინ არის?-შორიდან შევძახე.
-ბექა ვარ ნინა ბებია.-გარედან მომესმა ის ხავერდოვანი ბარიტონი, ორი წუთის წინ მეორე მე რომ მახსენებდა.
''ახლა რა ვქნა?''-გავიფიქრე და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე.
-გავაღო... არ გავაღო... გავაღო...-გადავთვალე თითებზე და ბოლოს მაინც გავწიე ურდული. ჩემს დანახვაზე ბექას მაშინვე ჩამოერეცხა სახიდან ღიმილი. თვალები დაბლა დახარა და რაღაცას დააკვირდა... მგონი თავის საგანგებოდ გაპრიალებულ ფეხსაცმელს.

.......................................................
დამ დაამ...
სამდღიანი დაგვიანების შემდეგ მსუყე თავი თქვენ!
ვიცი ძალიან უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი მაგრამ აქეთ სკოლა... იქით ჩემი დის ოპერაცია... და ვეღარ მოვიცალე.
გპირდებით ასე აღარ დავიგვიანებ. გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი ჩემო ტკბილებო <3
სიყვარულით სოფიკო...



№1  offline მოდერი ლილიანა

ველოდი და გამახარე კარგია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი sopiko

ლილიანა
ველოდი და გამახარე კარგია

გმადლობ. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent