შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"უცნაური მჩხვლეტავი მცენარე–სიყვარულის კაქტუსი"


15-09-2015, 22:27
ავტორი unforgettable
ნანახია 2 429

ბევრი ისტორიის ფუძემდებელია არა მფრინავი არსება სიყვარულის ისრებით არამედ სასმელი.
სკოლის დამტავრება აღვნიშნეთ მეგობრებმა "ცოტა" დავლიეთ და აი იმ დროს, როდესაც სიყვარულის სადღეგრძელოა და ყველას ახსენდება თავისი რავიკი, რეტ ბატლერი, არსაკიძე და მეფე გიორგი მე შემიპყრო "მოუთმენლობამ გულისა" ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე და მეგობრები მივატოვე. მაშინ დაიწყო ყველაფერი. მაშინ დალაგდა ყველაფერი სიყვარულში და აირია ტვინში. კიბეზე ჩამოვდიოდი და არ ვიცი უცნობის ბრალი იყო, რომელიც მფრინავი ობიექტივით ამოფრინდა კიბეებზე, თუ ჩემი სწოირ ხაზზე სიარულის, მაგრამ შედეგად მე ხელმოტეხილი ვიყავი, ის კი გაოგნებული სახით პალატასთან მელოდებოდა. მინდოდა მივვარდნოდი და მეც მომეტეხა მისთვის ხელი, შემდეგ ჩემი მეორე მთელი ხელი გამახსენდა და გადავიფიქრე. არ ვიცი ასე გაურკვევლად რამდენ ხანს ვიდგებოდი უცნობი ხელგამოწვდილი უცნობი რომ არ მოსულიყო.
-არ ვიცი შენ რას ფიქრრობ, მაგრამ არც ისე ჭკვიანურია ადამიანს მარჯვენა ხელი მოსტეხო და შემდეგ ხელის ჩამორთმევა სთხოვო)
-არც ისე ჭკვიანურია ისე დათვრე წინ არ იყურო და კიბეზე რვიანები ხაზო.
ეს უკვე პიკი იყო ამიტომ მარცხენა ხელი ისე გავარტყი დავფიქრდი მეორე ხელიც ხო არ მოვიტეხე-მეთქი?! მანამ გაოგნებული სახით მიყურებდა საავადმყოფოს დატოვება და სახლში წამოსვლა ვარჩიე.
სახლში მისულს დედაჩემი, ნენე, შემომეგება, რომელიც გაცოფებული იყო იმით რომ მის 50 ზარს არ ვუპასუხე შემდეგ ჩემი ხელი დაინახა და მომდევნო სამი საათის განმავლობაში მისი მოსულიერება მიწევდა. ცუდი ამბავი მალე ვრცელდება. დილით გავიგე, რომ ავარიაში მოვყევი, შეყვარებულიც მყოლია, რომელმაც მეორე სართულიდან გადმომაგდო, თურმე დედაჩემს ვუცემივარ გვიანობამდე დაქალებთან, რომ ვარ(ნენეც ნახეს და ასეთი...), მაგრამ ვერსია: კიბეზე უცნობი დამეჯახა არც კი გაჟღერებულა. ნენე დაქალებთან წავიდა მე "ტრიუმფალურ თაღს" ვკითხულობდი და კალვადოსის დალევა მომინდა. მაღაზიაში ჩავედი ბევრი შოკოლადი ვიყიდე და ხუმრობით კალვადოსიც ვიკითხე გამყიდველმა ისე შემომხედა, ალბათ, რემარკი მისთვის არც არსებობდა. კარებში ნაცნობი სახით უცნობი დავინახე.
-გამარჯობა, ხელი როგორ გაქვს?
-გამარჯობა, უმოქმედოდ.
-მე გაგა ვარ შენ?
-მარიამი
-ასეთი სწერვული სახით თაბაშირის მოხსნამდე უნდა მიყურო?
-შეიძლება მერეც.
-ტელეფონი მათხოვე ერთი წუთით.
დაუფიქრებლად მივაწოდე მან კი ნომერი ჩამიწერა მითXრა თუ რამე დაგჭირდება დამირეკეო და წავიდა.
ჩემმა მეგობრებმა მოტეხილი ხელით, რომ დამინახეს გაგიჟდნენ, მაგრამ, როდესაცგაიგეს, რომ სიმპატიური ბიჭი დამეჯახა მგონი არც ისე ძალიან ეწყინათ ჩემი ხელის ამბავი, პირიქით, გარტყმის გამო მე მეჩხუბნენ.
ერთი თვის შემდეგ თაბაშირი მომხსნეს და მაშინ მოიხსნა ჩემი გულის ჭიშკარის კარებიც. სახლში მისულს კარებთან ერთი ბოთლი კალვადოსი დამხვდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent