შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლორა და გრენუი #5


16-09-2015, 12:06
ავტორი tekka
ნანახია 1 784

-დედააა,ყავა მოგვიტანე რა ოთახშიიი-გვანცა წინ გავუშვი და ოთახში შვედით.-შენ დილით ადგომა,როდის მერე ისწავლე ქალბატონო,რაღაც ვერ ხარ აშკარად ხო?
-რაღაც უნდა გითხრა,მაგრამ არ დამცინო.ძლივს მოვითმინე სანამ აქ მოვიდოდი.
-ეგრეც ვიცოდი,მაგრამ შენ თქვი,გისმენ.-ერთმანეთის წინ მოვიკალათეთ და დაველოდე...
-გუშინ გოგას ვაკოცე შემთხვევით-დარცხვენილი ბავშვივით ამომხედა,მე კი იმხელა ხმაზე ვიკივლე კართან მოსულ დედას,რამის ყავა დავაქცევინე.ყავა სასწრაფოდ გამოვართვი და კარი მივკეტე.
-არა,გოგას რომ მოეწონე კი შევამჩნიე,მაგრამ შენ რაღამ გადაგრია გოგო.
-შემთხვევით მოხდა დედას გეფიცები.
-როგორც გოგა იტყოდა,შემთხვევით არაფერი ხდება.კაი რა მოხდა,თუ გინდოდა ეგ დიდი ტრაგედია არაა.
-არა,მართლა შემთხვევით მოხდა.მოიცა,მისმინე.მოკლეთ,გუშინ შენ რომ მოინდომე ვითომ მარტო დაგეტოვებინეთ და რამე.სახლთან რომ მივედით,გამოსამშვიდობებლად უნდა გადაგვეკოცნა ერთმანეთი,მაგრამ ტუჩები სხვა მხარეს გამექცა...არადა მეგონა,რომ...ხომ ხვდები არა?! ხოდა ასე ვაკოცე.თავიდან გაკვირვებული მიყურებდა,ალბათ ფიქრობდა რა ჯანდაბას აკეთებსო,მერე ისიც ამყვა და… შეიძლება მხოლოდ იმიტომ,რომ „გატეხილში“არ ვყოფილიყავი.რა დებილი ვარ...
საწოლზე ვფართხალებდი.ჯერ სიტუაცია წარმოვიდგინე,მერე კი გვანცას სასოწარკვეთილ სახეზე მეცინებოდა.
-გოგას მოეწონე და „ვინუჟდენი“არ გაკოცებდა ეგ ზუსტად ვიცი.თანაც იმ ასაკშია ღლაბუცობისთვის სადღა სცალია.ხოდა შეირგე ქალო,ამისთანა ბიჭმა გაკოცა.წარმოიდგინე რამდეს შეშურდება შენი.ის ხომ გოგაა ძიძიგური.-ვცდილობდი გამემხიარულებინა.გამომივიდა კიდეც.
-ხოო რავიცი.-ყურებამდე გაღიმებული გადაწვა საწოლზე.-ვნახოთ რა იქნება.სანდროს არ დაურეკავს?
-არა.გუშინ მე ვურეკავდი და გათიშული აქვს ტელეფონი.
-იმედია „ცუდი“არაფერი ხდება.
-არ მინდა ამაზე ფიქრი.წამოდი ვჭამოთ რამე,თორემ მგელივით ვარ.
ჯერ პიცა გავაკეთეთ,მერე დედამ ახალი ნამცხვარი ვისწავლე და მომეხმარეთო.მთელი დღე ვფუსფუსებდით.საქმეში ვიყავი გართული,მაგრამ სანდროზე მაინც მეფიქრებიოდა.ისევ არ რეკავდა.
საღამოს გვანცა გავაცილე სახლში.გზად გოგაზე მეკითხებოდა რაღაცებს და მეც,ჩემი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობდი შემექო.დიდი ძალისხმევა არც დამჭირვებია გოგა ისედაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ასე,რომ ტყუილი არაფერი მითქვამს.აღფრთოვანებული სახით შემომცქეროდა და ყოველ მის ხსენებაზე ჩუმად ეღიმებოდა.რას გამომაპარებდა,საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობდი მას.მეტროსთან ჩასულებს უკნიდან ხმა დაგვეწია.ძაღლი ახსენეო.გოგა იყო,სირბილით მოდიოდა.გვანცას გაქცევა უნდოდა,მაგრამ რათქმაუნდა არ გავუშვი.
-გოგოებოოო როგორ ხართ?-აშკარად გვანცას უფრო ეკითხებოდა,ვიდრე მე.-მანქანით მოვდიოდი ზუსტად შენთან და რომ დაგინახეთ ეგრევე გამოვიქეცი.ჰა,აბა სად მიდიხართ?!
-ვიღაც აცუღლუტებული მეჩვენება?ისეთი სერიოზული აღარ ხარ,როგორც თავიდან.ხდება რამე გოგა?-გვანცამ ხელი ჩამომაგლიჯა რამის.-გვანცას ვაცილებდი სახლში,არადა ისე მეზარება...შენ ხომ არ მიდიხარ იქეთ?
-საამწუხაროდ არა,რადგან შენთან მაქვს საქმე.-თავი აშკარად უხერხულად იგრძნო.-ბოდიში შენთან გვანცი.
ოხო!ბიჭი გვანცის ეძახის უკვე.
გვანცი მეტრომდე გავაცილე და ფეხით ავუყევით ბინისკენ.მაღაზიიდან ლუდები ვიყიდეთ და იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექით ლუდის წრუპვით.გულისფანცქალით დავალოდე რას მეტყოდა.
-მოკლეთ,ჩემო ლორა,(რას აიჩემეს ეს „ლორა“)საქმის ვითარება ასეთია.ხვალ,დილის 6საათსა და 00წუთზე თბილისიდან გადის ორი მანქანა,დმანისის მიმართულებით.ამ ორ მანქანაში გადავნაწილდებით ორი სასტავი.ვაპირებთ ჩვენი პირველყოფილი წინაპრების მონახულებას.ხოდა თქვენც მოდიხართ!შენ გოგოსაც უთხარი,რამე პრაქტიკული ჩაიცვას.
-ჩემი გოგო არა?!მგონი გოგოს მართმევენ.-ვითომ სხვათაშორის ვთქვი და წარბაწეულმა გადავხედე.
-ოოოო შენც სანდიკა ხარ ტო?მერე რა მოხდა მომწონს,ხომ არ მეზიზღება.
-არა,მე პრობლემა არ მაქვს,მგონი არც გვანცას.თვითონ გაარკვიოთ ჯობია....დააა სანდრიკა რომ ახსენე,სადაა ის?მეორე დღეა არც მირეკავს,არც მწერს.ტელეფონიც გათიშული აქვს...დედას გაფიცებ გოგა,ისევ რამეს ხომ არ „მაიმუნობს“?-სახეზე ვაკვირდებოდი,ვცდილობდი მიმიკებზე რაიმეს მივმხვდარიყავი.
-არაფერი არ ვიცი მე და ნურც ნურაფერს შემეკითხები,რადგან არ მინდა გატყუებდე.აღარ მკითხო რა.-თავი დახარა და დასჯილი ბავშვივით დაიწყო თითების წვალებდა.
-შენი რეაქციით იმაზე მეტი გავიგე,ვიდრე სიტყვით ამიხსნიდი.ხვალ ისიც მოდის?
-ჰო.
-კარგი,მაშინ ხვალამდე და დანარჩენი მერე ვისაუბროთ.-ავდექი და სახლში ავედი.არ მინდოდა არაფერზე ფიქრი,ამიტომ ძილის წამალი დავლიე და წამში გავითიშე.
დილით რაღაცის ჯანჯღარმა გამომაფხიზლა.რაღაცის რაა,დედა მანჯღრევდა მე,რადგან მხოლოდ ყვირილით ვერაფერს გახდა.თურმე,რახანია მელოდებოდნენ ბინასთან,მე კი უდარდელად მეძინა.დედას უკვე ჩაელაგებინა საჭმელი,ტანსაცმელი,პლედები და არ ვიცი კიდევ რა იყო.დედამ არაფერი რომ არ მკითხა ეგ ძალიან გამიკვირდა,მაგრამ ფიქრის და მით უმეტეს,მასთან საუბრის დრო არ მქონდა.
პირი დავიბანე,ზურგზე უზარმაზარი ჩანთა მოვიგდე და შეშლილივით დავეშვი კიბეებზე, ლიფტს აღარ დავლოდებივარ.(ისევ არ მუშაობდა)
ერთ მანქანაში ვაკო,სანდროს და გოგას ძმაკაცი და მისი შეყვარებული იჯდნენ უკანა სავარძელზე.წინ კი გოგა და გვანცა იყვნენ გამოჯგიმილები.
-დაღამდა გოგო,სად ხარ ამდენ ხანს.გელოდებით რამდენი ხანია.-გვანცა ჭკუაზე აღარ იყო,ღიმილს ვერც კი იკავებდა.გოგამ თვალი ჩამიკრა.სადღა მოასწრეს ამათმა ასე დაახლოება.
ახლა უკანა მანქანისკენ გავწიე,სადაც მეორე „სასტავი“ მეგულებოდა.აღმოჩნდა,რომ მეორე „სასტავი“ მხოლოდ ორი კაცისგან შედგებოდა.მე და სანდრო ვიყავით.მთელი ბრაზი,წყენა და ნერვებმოშლილი წინა დღე ჯანდაბაში გავუშვი,როცა ის დავინახე.მთელი ძალით შემოვეხვიე და ალბათ,დავახრჩობდი კიდეც დროულად რომ არ გავეჩერებინე.
-ასე აღარასდროს არ მიმაგდო,თორემ ძალიან ვბრაზდები ხოლმე იცოდე.-ვუსაყვედურე მაინც.
-არ მიმიგდიხარ,ბუგუ,საქმე მქონდა ხომ გითხარი არა?
-შენ სულ საქმე გაქვს.ეს ბუგუ რაღა მოიგონე.ჯერ ლორაო,ახლა ბუგუ...ჩემი სახელი მაინც თუ იცი სანდრო.
-არაა მაინც ლორა ხარ.ცოტა მოპუტკუნებული რომ იყო ბუგუს დაგიძახებდი,მაგრამ ჩონჩხივით დადიხარ და...
-მე თუ არ მოგწონვარ,პუტკუნებთან წადი მაშინ.არ გაკავებ ხომ იცი.
-ჩემი გოგო გაბრაზდააა.-მოღუტუნება სცადა ვითომ,მაგრამ რეაქცია არ მქონია.
-შენი პირობა ხომ გახსოვს სანდრო?
-კიი და ამის შეხსენება აღარ მინდა.
-დარწმუნებული ხარ?!მე კი მგონია,რომ გინდა.სანდროო,გენდობი და თუ რამე ისე ვერ არის,ძალიან გთხოვ....
-ყველაფერი კარგადაა და დამშვიდდი კაი?გოგას ისევ ბევრი უყბედია,როგორც ჩანს.-ნერვებისგან ცხვირის ნესტოები გამოებერა და სიჩქარეს უმატებდა.
_________
ვინც არ იცით,დმანისი ქვემო ქართლშია. მარნეულის,ცურტავის,ბოლნისის და კიდევ რაღაც სოფლების გავლით.ულამაზესი ბუნებით,სუფთა ჰერით და ძალიან თბილი ხალხით.ბავშვობაში ხშირად ჩამოვდიოდით აქ,ამიტომ გიდობა მე ვიკისრე.ჰაერიც კი ისევ ისეთი იყო,როგორიც ბოლოს დავტოვე.თითქოს ბავშვობაში ვბრუნდებოდი.იმ ასაკში,როცა საერთოდ არაფერი გაღელვებს,როცა სიტყვა „პრობლემა“-ს მნიშვნელობა არც გესმის.თან მე მეტისმეტად ლაღი ბავშვობა მქონდა.ნამდვილი ბავშვობა რასაც ქვია, თავისი წრეში ბურთით,შვიდქვაობანათი,ორდროშობანათი...დაჭერობინა,დამალობინა და რაღას არ ვიგონებდით.მერე ტალახის ტორტები და ბოლოს,ცოტა რომ გავიზარდეთ მოდების ჩვენებებს და კონცერტებს ვმართავდით და მეზობელი კორპუსის ბავშვებს ვპატიჟებდით.
სიტყვა გამიგრძელდა...
ჯერ ბოლნისის სიონში გადავუხვიეთ.დავათვალიერეთ უძველესი ეკლესია და მერე პირდაპირ დმანისის ნაქალაქარისკენ ავიღეთ გეზი.ვნახეთ დიდი პაპა ზეზვა,ბებო-მზია და მათი ქალიშვილი,რომლის სახელიც არ მახსოვს.ასევე,ძველი აბანოები,უზარმაზარი ქვევრები და ულამაზესი ეკლესია.თავის დროზე,ეს ადგილი თამარ მეფეს საზაფხულო რეზიდენციად ჰქონია მოწყობილი.
მცირე ექსკურსიის შემდეგ,პანტიანის ტბასთან დავბანაკდით და კარვები გავშალეთ.თვალუწვდენელი ნაძვნარი იყო.თბილისის ჭუჭყიან ჰაერს მიჩვეულები სუნთქვა გავიჭირდა და ხარბად ვისუნთქავდით სუფთა ჰერს.
უკვე საღამოვდებოდა.ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს და სამწვადის მომზადება დაიწყეს.გოგოები მე,გვანცა და ვაკოს გოგო,ნატალი სუფრის გაშლას შვუდექით.ყველა კარგ ხასიათზე ვიყავით.ყველას გვიხაროდა ერთმანეთი.დროდადრო გვანცა და გოგა გაუჩინარდებოდნენ ვითომდა,ფიჩხის მოსატანად.მერე კი საიდანღაც,აწითლებული გვანცა გამოვიდოდა და ჩუმად ამეტუზებოდა უკან.
ღამე ჭამაში,სმაში,ცეკვაში და ძალიან ბევრ სიცილში გავათენეთ.ძველი ნავი ვნახეთ,სავარაუდოთ ადგილობრივი მეთევზის,მორიგეობით შევდიოდით ტბაში.იქიდან სულ სხვანაირი ხედი იშლებოდა.მოკლეთ,მონუსხული ვიყავით ყველა.მე და გოგოებს ერთ კარავში გვეძინა,ბიჭებს მეორეში.
გამთენიისას გამეღვიძა და გარეთ გამოსულს,წყალში მოტივტივე სანდროს გადავაწყდი.ტანსაცმელი გავიხადე და ჩუმად მივეპარე.არ მელოდა.
-იცი,თავიდან...იმ ღამეს რომ გნახე ვიფიქრე,ვიღაც მექალთანე,ზედმეტად მხიარული და არასერიოზულად მოაზროვნეათქო.ახლა კი სულ სხვანაირს გიყურებ და ვერ ვაკავშირებ ერთმანეთს ჩემს წინ მოტივტივე სანდროს და იმ უცნობს,პირველად რომ ვნახე.-ვკანკალებდი სიცივისგან და დროდადრო სიტყვა მიწყდებოდა.
-მე კი პირიქით,დეპრესიული,უჟმური და მეტად უცნაური ტიპი მეგონე.არა,ზოგჯერ ხარ კიდეც,მაგრამ ამ ერთ თვეში მე სულ სხვანაირი თეკლე აღმოვაჩინე.მხიარული,ნაკლებად უჟმური და ადამიანი,რომელსაც ყველაფერზე დაელაპარაკები.
-ჰო,ერთ დროს ასეთიც ვიყავი.ყველა უჟმურს და ცხვირიპრეწიას მეძახდა და მგონი ამ ძახილში გავხდი ზუსტად ასეთი.როგორაა ის,შეძახილმა ხე გაახმოო?ცოცხალი მაგალითი ვარ.
-სულ გალურჯდი,მკვდრის ფერი გადევს.ავიდეთ.

________________


დრო არ მაქვს და ბევრის გადმოტანას ვერ ვახერხებ გოგოებო და ბიჭებო.ისე,რაიმე შენიშვნები თუ გაქვთ შეგიძლიათ მითხრათ,გავითვალისწინებ.

By TeBe




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent