შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე გაყიდული (თავი 4)


16-09-2015, 14:20
ავტორი hermione
ნანახია 7 524

ლიას თხოვნით დაცვის ბიჭებმა ყუთები ჩემს ოთახში ამოიტანეს, მათი ამოლაგება დავიწყე, ჩემს ძვირფას მშობლებს არაფერი დავიწყებიათ, აქ ყველაფერი იყო ჩემი ჩანაწერები ფოტოები, წიგნები, ტანსაცმელი ჩემი მთელი გარდერობი, ჩემი ნოუთბუქი ფოტო აპარატი. როგორც ჩანს ჩემმა ოჯახის წევრებმა სამუდამოდ ამომაშალეს ჩვენი ოჯახიდან, მაგრამ ამ ამბავს დიდად არ დაუწყვეტია ჩემთვის გული, უკვე დიდი ხანია თავს მათ შვილადაც აღარ ვთვლიდი, დღეიდან კი ისინი საერთოდ არ არსებობდნენ ჩემს ცხოვრებაში.
ბედნიერი ვიხუტებდი ბებიაჩემის დატოვებულ ნივთებს, მინდოდა მეტირა მისი მონატრებისგან, ძალიან მაკლდა. გადავწყვიტე ყველაფრისთვის ადგილი მიმეჩინა რამე უნდა გამეკეთებინა თორე ფიქრისგან შეიძლება გავგიჟებულიყავი, გარდერბი გამოვაღე და ჩემის ტანსაცმლის შელაგება დავიწყე, რაც არ უნდა საოცარი იუოს მივეჩვიე უკვე იმ აზრს რომ ამ სახლში დიდხანს მომიწევდა დარჩენა, ყველაფრის დალაგებას რომ მოვრჩი უკვე სამი საათი ხდებოდა და შიმშილმაც შემაწუხა. ვიცოდი გეგა ჯერ არ იყო სახლში დაბრუნებული და მშვიდად დავტოვე ჩემი ოთახი.
ჩემი ყურადღება დერეფნის ბოლოს არსებულმა ოთახმა მიიქცია, კარი ოდნავ იყო შეღებული და ცნობისმოყვარეობამ მძლია ღია კარში შევიხედე, ამ ოთახის მორთულობა სრულიად განსხვავდებოდა სხვა ოთახებისგან, ოთახი ღია ცსიფრად იყო შეღებილი, კედლებზე პორტრეტები ეკიდა ულამაზესი შავთმიანი გოგონას პორტრეტები მთელი ოთახი მისი პორტრეტებით იყო სავსე, როგორც ჩანს ეს ოთახი გოგონას ეკუთვნოდა, ამაზე ოთახში არსებული დიდი სარკეც მეტყველებდა, სადაც ხელუხლებლად ეწყი, სუნამოს ფლაკონები, მაკიაჟისთვის საჭირო ნივთები.


მინდოდა ოთახის დათვალიერება, მაგრამ თითქოს რაღაც ძალა მაკავებდა, მეგონა სხვის ცხოვრებაში დაუკითხავად ვაფათურებდი ხელებს, აქაურობა რაღაც უსიამოვნო განცდას იწვევდა ჩემში, ამიტომ ოთახი მალევე დავტოვე და კიბეებზე დავეშვი.
ლია მისაღებში დამხვადა სავარძელში იჯდა და ტელევიზორს უურებდა, მეც მის გვერდით მოვთავსდი. მიუხედავად იმისა რომ ოთახის დათვალიერება გადავიფიქრე მაინც მსურდა მის მფლობელზე რაიმეს გარკვევა და გადავწყვიტე ლიასთვის მეკითხა.
- ლია დეიდა შეიძლება რაღაც გკითხოთ?
- რა თამა უნდა შვილო გისმენ, თბილად გამიღიმა ქალმა.
- ლია დეიდა მეორე სართულზე, დერეფნის ბოლოს ვისი ოთახია?
- ამ კითხვამ ქალი შეაკრთო.
- იქ იყავი მარიამ? ხმა გაუმკაცრდა ქალს. მე კი პატარა ბავშვივით დავიწყე თავის მართლება.
- იცით კარი იყო ღია და მე უბრალოდ შევიხედე, ეს ვუთხარი და დანაშაულზე წასწრებულივით თავი დავხარე.
- მაპატიე შვილო, მომესმა ლიას ხმა და ისევ მას ავხედე. მაგ ოთახში გეგას გარდა არავინ შედის და არავის აძლევს მიკარების უფლებას, ეტყობა წუხელისაც იქ ეძინა და კარი დარჩა ღია. მადლობა ღმერთს სახლში არ არის და არ გნახა იმ ოთახში შესული, თორემ ფიქრიც არ მინდა რას მოიმოქმედებდა. ქალის პასუხმა ცოტა შემაკრთო, ვისი ოთახი უნდა ყოფილიყო და ვის უნდა უფრთხილდებოდეს ბატონი გეგა ასე გააფთრებით.
- მაპატიეთ არ ვიცოდი, მე უბრალოდ..
- კარგი შვილო მორჩი თავსი მართლებას, არ ვიცი მაქვს კი მე უფლება სიმართლე მოგიყვე, მაგრამ რადგან გეგამ ამ სახლში მოგიყვანა ესეიგი მისთვის ძვირფასი ხარ ამიტომ გაქვს უფლება სიმართლე იოცდე, ცოტა ხანს აქ დამელოდე მალე დავბრუნდები და ქალმა ოთახი დატოვა.
ძვირფასი არა? მწარედ გამეღიმა, ნეტა იცოდე რატომ დამაბრუნა გეგამ სახლში მერე ასე აღარ ილაპარაკებდი, გავიფიქრე ჩემთვის.
მალე ლია ოთახში დაბრუნდა ხელში კი სურათების ალბომი ეჭირა, ნეტავ ეს ალბომის რაღაში ჭირდება? მან ალბომი გამომიწოდა, მეც გაოცებულმა გადავშალე.
პირველ გვერძე ორი პატარა ჩვილი ბავშვის შავთეთრი ფოტო იყო, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით გავდნენ ერთმანეთს, შემდეგ ფურცლებზე უკვე მოზრდილები, ერთს ლამაზი შავი კულულები ქონდა მეორეს კი შეკრული კიპები და შავი ლამაზი თვალები. რამოდენიმე ფოტოს ნახვის შემდეგ მივხვდი ვინ იყვნენ ეს ბავშვები, ერთი მათგანი გეგა იყო მეორე კი ის გოგონა ვისი პორტრეტებიც ოთახში ეკიდა. ამ ფოტოებზე თითქოს მათი ისტორია იყო, ჯერ ბაღი, მერე სკოლა, უნივერსიტეტი მათი დაბადებისდღეები, ბედნიერი სახეები, სულ ერთად, აქამდე ვეერც კი წარმოვიდგენდი გეგას ასე სიცილი თუ შეეძლო, ისეთი ბედნიერი ჩანდა ამ ფოტოებზე. არც მისი თვალები ჩანდა სეთი სასტიკი და სიძულვილით სავსე, პირიქით ისინი სითბოს ასხივებდა.

Удалить

вчера 03:40
გოგონა კი ნამდვილი საოცრება იყო, უამაზესი თმებით, მასაც ძმასავით შავი თვალები და თეთრი სახის კანი ჰქონდა. ნეტა რა უნდა გადაიტანოს ადამიანმა ცხოვრებაში, რომ ასეთი თბილი გამომეტყველება, უემოციო გამომეტყველებამ შეცვალოს. ფოტოები მათი 25 წლის დაბადებისდღით მთავრდებოდა მეეტი ფოტო ალბომში აღაარ იყო არადა ალბომში ადგილი კიდევ იყო ფოტოებისთვის.
ამან თითქოს რაღაცას მიმახვედრა მაგრამ ამის გაფიქრებაც არ შემეძლო, ლია ამდენხანს ჩუმად იჯდა ჩემი გაშტერებული სახე რომ შეამჩნია ხმა ამოიღო.
- ეს ნიაკოა, გეგას ტყუპისცალი. ქალს თვალები ცრემლებით ავსებოდა. ნიაკო ეს სახელი უკვე მქონდა გეგასგან გაგონილი საავადმყოფოში. ვერაფრის თქმა ვერ შევძელი მივხვდი რომ ძალიან მტკივნეულ თემას შევეხე.
- მაპატიეთ არ ვიცოდი ეს ამბავი თუ ასეთი მტკივნეული იქნებოდა.
- შვილო, შენ არ ხარ დამნაშავე, დამნაშავე მხოლოდ ის ცხოველია რომელმაც ეს საბრალო გოგონა ცივ სამარემდე მიიყვანა და ეს ოჯახი ასე გააუბედურა. ნეტავ განახა გეგას მშობლები რა დღეში არიან მათ ორივე შვილი ერთ დღეს დამარხეს. სწორედ ამ ამბების მერე გახდა გეგა ასეთი დაუნდობელი, ის ყვეაფერში თავს იდანაშაულებს და მხოლოდ შურისძიების წყურვილი აცოცხლებს, მის ცხოვრება სსულაც არ ქვია სიცოცხლე ის კი არ ცხოვრობს არსებობს. აღარაფერი დარჩა იმ თბილი და მოსიყვარულე ბიჭისგან რომელიც ჩემს ხელში გაიზარდა.
- თქვენ.. სიტყცის დამთავრება არ მაცალა ქალმა
- ხო მე გეგას და ნიაკოს ძიძა ვიყავი, ბავშობიდან ვზრდიდი მათ, საკუთარი შვლები არასდროს მყოლია და ეს ორი ბავშვი იყო ჩემთვის ყველაფერი. გასაოცარი ბავშვები იყვნენ, ბედნიერებას ასხივებდნენ, თან ერთმანეთი როგორ გაგიჟებით უყვარდათ, ეს ორის ერთმანეთის გარეშე არ არსებობდა, ღამეც კი ვერ იტანდნენ ცალცალკე წოლას, ხშირად მიმიგნია დილით ერთმანეთის საწოლებში ჩახუტებულებს. სულ ერთად იყვნენ, ყველაფერი იცოდნენ ერთმანეთზე და ერთმაანეთის მეტი არავინ უნდოდათ, ერთმანეთის ტკივილი ტკიოდათ და სიხარული უხაროდათ.


ვხედავვდი ლაპარაკი როგორ უჭირდა მინოდდა გამეჩუმებინა მაგრამ არ მოინდომა, მინდა ყველაფერი ჩემგან გაიგო და გეგაზეც ჩემი მონათხრობიდან იმსჯელო დარწმუნებული ვარ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, შეძლებ გეგასთვის ბევრი რამის პატიებას. ნუთუ მან იოცდა ყველაფერი, იცოდა რა მოხდა ჩემსა და ეგგას შორის? მაგრამ ამაზე ფიქრის დრო აღარ დამიტოვა და საუბარი განაგრძო.
გეგა ბავშობიდან კარგად ხატავდა და ოცნებობდა მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ ბატონ თამაზს უნდოდა მისი ერთადერთი ვაჟი მის ბიზნესს გაყძღოლოდა და ამიტომ არ მისცა გეგას სამხატრო აკადემიაში სწავლის უფელბა, და აიძულა ეკონომიურზე ჩაებარებინა. ამან ძალიან იმოქმედა საბრალო ბიჭზე, მამა გაგიჟებით უყვარდა ამიტომაც მის მოთხოვნას დათანხმდა მაგრამ ის ძალიან უბედური იყო. გულჩათხრობილი გახდა, ხშირად სვავდა ჩხუბობდა, ძველებურად მხოლოდ ნიაკოსთან იქცეოდა.
სწორედ ამ დროს აღმოჩნდა ის ცუდ წრეში


სწორედ ამ დროს აღმოჩნდა ის ცუდ წრეში, ცუდ ხალხთან დაიჭირა ურთიერთობა და წამლის კეთებაც დაიწყოო, მალევე დააპატიმრეს ნარკოტიკის მოხმარებისთვის, თამაზი ცდილობდა მისი ციხიდან დახსნას მაგრამ ეს მხოლოდ ერთი გზით იყო შესაძლებელი თუ გეგა იმ ადამიანს ჩაუშვებდა ვინც წამლით ამარაგებდათ, მაგრამ გეგა ამის გაკეთებას არ აპირებდა იცოდა რომ არ აპატიებდნენ და მისი საქციელის გამოს მის ოჯახზე იძიებდნენ შურს.
არ ვიცი ნიაკომ საიდან გაიგო ყველაფერი, პოლიციაში წავიდა და იმ ნაძირალას ვინაობა შეატყობინა პოლიციელბს. ის მალევე დაიჭირეს და გეგა კი გაანთავისუფლეს. ამ ამბის შემდეგ დიდხანს არ ელაპარაკებოდა გეგა ნიაკოს, ვერ პატიობდა რომ მის გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო. მერე თითქოს ყველაფერი მოგვარდა გეგა იმ ხალხს ჩამოშორდა უნივერსიტეტში
მერე თითქოს ყველაფერი მოგვარდა გეგა იმ ხალხს ჩამოშორდა უნივერსიტეტში სიარული გააგრძელა და თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. უკვე ყველაფერი წარსულს ჩააბარეს და ცხოვრება ახლიდან დაიწყეს, მაგრამ მერე მარიამი შეიცვალა ეს დაახლოებით მის გარდაცვალებამდე 7 თვით ადრე დაიწყო, ძალიან გულჩათხრობილი გახდა არავის არაფერს არ უყვებოდა გეგასთანაც კი შეიცვალა, როგორც მალე გავიგეთ შეყვარებული ყავდა, რომელოც სადღაც კლუბში გაიცნო, ყველანი სთხოვდნენ სახლში მოეყვანა გასაცნობად მაგრამ ნიაკო ხმას არ იღებდა არც მის მოყვანას აპირებდა სახლში მშობლების გასაცნობად.
მერე გეგას მოუწია საზღვარგარეთ გამგზავრება არ უნდოდა თავის დის დატოვება მაგრამ იქაც მნიშვნელოვანი საქმეები ქონდა მოსაგვარებელი.
გეგას გამგზავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნიაკო სახლში განადგურებული დაბრუნდა, სხეული სისხლჩაქცევებით ჰქონდა სავსე, მაგარმ ისევ არაფერს ამბობდა, ამ დღის შემდეგ ოთახში გამოიკეტა, მთელი დღე არ გამოდიოდა იქიდან, საჭმელსაც არ აკარებდა პირს, მალე გეგაც დაბრუნდა და თავისი და ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა სულ გაგიჟდა. ადამიანს აღარ გავდა ცდილობდა ნიაკოსთვის რამე ეთქმევინებინა მაგრამ ვერაფერი გააწყო ნიაკო მხოლოდ ტიროდა და მარტო დარჩენას ითხოვდა.
ერთ დღესაც როცა სამსახურიდან დაბრუნებული გეგა მარიამთან ავიდა ოთახში მისი სხეული სააბაზანოში იპოვა, მისმა ღრიალის გაგონებაზე ყველამ ნიაკოს ოთახს მივაშურეთ
ნამდვილი საშინელება იყო, გეგას ტკივილისაგან შეშლილი სახე და ნიაკოს სისხლისგან დაცლილი სხეული. ლია უკვე ქვითინებდა და მეც ვეღარ ვიკავებიდ ცრემლებს.
გეგამ შემდეგ გაიგო რომ ის ნაძირალა გურამი ციხიდან გამოშვების შემდეგ ნიაკს აკიდებია მისთვის თავი შეუყვარებია და მერე ძალა უხმარია, ამ ყველაფერს ვერ გაუძლო საბრალო გოგომ და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას შემდეგ გეგა ყველგან გურამის კვალს ეძებს, მაგრამ დღემდე ვერ მიაგნო. ნიაკოს საფლავთან დაიფიცა რომ მის მკვლელს საკუთარი ხელით მოკლავდა და ვიცი ამას შეასრულებს. ქალი უფრი უმატებდა ტირილს, ამ ამბავმა გული საშინლად დამიმძიმა მეც ვტიროდი, იმ საბრალო გოგოს და ჩემს თავს ვტიროდი, მასაც ხომ ჩემნაირად მოექცნენ მასაც დაუნგრიეს ცხოვრება, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს მე კი გადამარჩინა მისმა ძმამ.
ეხლა ვხვდები რატომ იყო გეგა ასეთ მდგომარეობაში, იმასაც ვხვდებოდი რომ მასაც ტკიოდა თავისი საქციელი მაგრამ ეს არანაირ შვებას არ მგვრიდა.
ლიას დამშვიდებას შევეცადე, არ მინდოდა გეგას ასეთ მდგომარეობაში ვენახეთ.
კარგი შვილო მართალი ხარ, ჯობია გეგამ არ გაიგოს რაც მოგიყევი, ამით უფრო ვატკენ. ჩემი წასვლის დროა ვახშამი გამზადებული დაგიტოვეთ, ხვალ მე სოფელში მივდივარ ჩემი მშობლების სახლში, შენთან კი ჩემი დისშვილი დარჩება სალომე. ისიც შენი ასაკისაა და გაუგებთ ერთმანეთს.
- ყველაფრისთვის დიდი მადლობა ლია დეიდა.
- სამადლობელი არაფერია შვილო, თავს გაუფრთხილდი.
ლიას წასვლის შემდეგ მარტომ ვივახშმე, თეფშები გავრეცხე და ჩემს ოთახს მივაშურე მაინც არ მინდოდა გეგას ნახვა.
დაძინებამდე კომპიუტერში ვიქექებოდი, გუგლში გეგას სახელი და გვარი ჩავწერე. როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა მასზე ბევრი ინფორმაცია ამომიგდო, ძირითადად მის ქველმოქმედებაზე წერდნენ, როგორ ეხმარება 30 წლის ბიზნესმენი ობოლთა თავშესაფრებს. როგორც ჩანს ე ეს ადამიანი მართლა ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.
გვიან ჩამეძინა მისი დაბრუნება არ გამიგია, დილით რომ ავდექი უკვე სახლში აღარ დამხვდა. მივხვდი რომ თვითონაც თავს მარიდებდა და სულაც არ ვიყავი ამის წინააღმდეგი. 10 საათი ხდებოდა როცა სახლის კარები, გამხდარმა ქერა გოგონამ შემოაღო, მასაც ლიასავით კეთილი თაფლის ფერი თვალები ქონდა და თბილად იღიმოდა.
- შენ ალბათ სალომე ხარ?
- შენ კი მარიამი, თბილად გამიღიმა მან.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა მეც ღიმილით ვუპასუხე, ეს გოგონა უკვე მომწონდა.
- ლიამ დეიდამ მითხრა რომ დღეს სახლს მე უნდა მივხედო.
- შენ სახლს კი არ უნდა მიხედო, მე უნდა გამიწიო კომპანიონობა, თორემ მარტოობისგან ლამისაა გავგიჟდე, ჩემს პასუხზე გაეღიმა და თავი თბილად დამიქნია.
- მოდი ეხლა სამზარეულოში გავიდეთ, ყავა გავიკეთოთ, ლიაკოს გამომცხვარი გემრიელობები მივირთვათ და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. მასაც მეწონა ჩემი აზრი და სამზარეულოში გავედით.
არ შევმცდარვარ, სალომე არაჩვეულებრივი გოგონა ღმოჩნდა ის 19 წლის იყო და იურიდიულზე სწავლობდა, თავის მშობლებზეც მომიყვა რომლებიც რამდენიემ წლის წინ ავტო კატასტროფაში დაიღუპნენ და მას შემდეგ ლია ზრდის თურმე, მეც მონინდა ყველაფერი მომეყოლა და მისთვის გული გადამეშალა, ყველაფერი ვუამბე იმ ღამის ამბის გარდა. დარწმუნბული ვიყავი ეს გოგო ჩემი მეგობარი გახდებოდა. საუბარი ზარის ხმამ შეგვაწყვეტინა, სალომე წავიდა კარის გასაღებად და მალე მისაღებში საუბრის ხმა გავიგე და მეც იქით გავემართე.
ნიკას დანახვას ყველაზე ნაკლებად ველოდი მაგრამ ძალიან გამიხარდა, მაშინვე მისკენ გავეშურე და მაგრად მოვეხვიე.
- ნიიკუშ როგორ გამახარეე! არ ველოდი შენს მოსვლას, საიდან გაიგე მისამართი?
- შენმა საქმრომ დამირეკა დღეს და მისამართი ჩამაწერინა. საქმრო განსაკუთრებით გაწელა. ვერ ვხვდებოდი გეგა რის მიღწევას ცდილობდა ნუთუ მართლა ჩემს ბედნიერებაზე ზრუნავს, მაგრამ რაც მართალია მისი საქციელი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. სალომე და ნიკა ერთმანეთს გავაცანი, მათაც მალე გაუგეს ერთმანეთშ, არამარტო გაუგეს მგონი რაღაც მეტიც იყო მათ შორის მაგრამ ამაზე სხვა დროს. ნიკას მოსვლამ ძალიან გაგვამხიარულა, ბევრი ამბავი გავიხსენეთ და ბევრი ვიმხიარულეთ. თითქოს სულ დამავიწყდა ჩემი პრობლემები, მაგრამ რეალობაში გეგას ოთახში შემოსვლამ დამაბრუნა.
*****
სახლში ადრე მომიწია დაბრუნება, სულაც არ მინდოდა მარიამს დავენახე და მის თვალებში ჩამდგარი შიშის მიზეზი ვყოფილიყავი. სახლში რომ შევედი უჩვეულო ხმაური შემომესმა, დიდი ხანია ამ სახლში არავის უცინია, მათმა ხმებმა თითქოს შემაკრთო, მაშინვე ვიცანი მარიამის ხმა, ისე ბედნიერად იცინოდა, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, გული დამწყდა იმის გამო,რომ მე ვერასოდეს შევძლებდი მის ასეთ ხასიათზე დაყენებას.
ჩემს დანახვაზე ყველა გაჩუმდა, თითქოს მოჩვენება დაინახეს, ეს სულაც არ იყო სასიამოვნო, მარიამს სახე მაშინვე შეეცვალა და ისევ ის შიშნარევი გამომეტყვეელბა მიიღო მისმა სახემ, მაგრამ მის თვალებში შიშის გარდა კიდევ ვხედავდი რაღაცას, მაგრამ ვერ მივხვდი ეს რა გრძნობა იყო.
ყველას მივესალმე და ოთახი ჩუმად დავტოვე, არ მინდოდა მათი მხიარულება ჩამეშალა. მალე გავიგე ნიკას რომ დაემშვიდობნენ, და ისევ სამზარეულოს მიაშურეს, არ მინდოდა დაბლა ჩასვლა, მალე ფეხის ხმა მეორე სართულზე გავიგე, და ეს ფეხის ხმა ჩემს კარებთან შეჩერდა. კართან მარიამი იდგა არ ველოდი მის აქ ნახვას, რაღაცის თქმას ცდილობდა, მძლივს მოუყარა სიტყვებს თავი, შეიძლება სალომე დღეს აქ დარჩეს? ხმის კანკალით მხითხა, არ შემეძლო მისთვის უარის თქმა.
- რა თქმა უნდა ეს შენი სახლიცაა მარიამ.
როცა პასუხი მიიღო ხმის ამოუღებლად დაბრუნდა უკან და მე კი ასე დამტოვა, არ მეგონა ამ გოგოს ამხელა გამბედაობა თუ ექნებოდა და თვითონ გაბედავდა ჩემთან პირველი დალაპარაკებას, მე ხომ ამის ვაჟკაცობა არ მეყოო.

*****
ძალიან გამიჭირდა გეგასთან თხოვნით მისვლა მაგრამ მასთან ღამით მარტო დარჩენის მაინც მეშინოდა.
სლომეს ჩემს გვერდით ეძინა ამ გოგომ ერთ დღეში ისე შემაყვარა თავი, რომ იამზე ფიქრიც არ მინდოდა ხვალ წასვლა რომ მოუწევდა.
დილით რომ ავდექით როგორც ყოველთვის მარტოები ვიყავით სახლში, სალომე მალე დამემშვიდობა და წავიდა, მაგრამ შემპირდა აუცლებლად შემოგივლიო. მოწყენილობისაგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ბაღის დათვალიერება გადავწყვიტე, ნამდვილი საოცრება იყო იქაურობა, ეტყობოდა მზრუნველი ხელი, სახლის უკანა მხარეს ყვავლლიების ბაღი იყი, იქვე ჰამაკიც შევამჩნიე და მთელი დღე იქ გავატარე. მერე ლიაც დაბრუნდა და ცოტახანს მას ველაპარაკე, მერე სიევ საძინებელს მივაშურე.

უკვე ერთი კვირაა ამ სახლში ვარ და არაფერი შეცვლილა, ჩემი მომავალი ისევ გაურკვეველია, გეგას მთელი დღე ვერ ვხედავ. სახლში ჯდომაც აღარ შემიძლია. ერთ საღამოს გადავწყვიტე დავლოდებოდი და უნივერსიტეტზე დავლაპარაკებოდი, ლოდინი 2 საათამდე მომიწია, გული მისკდებოდა ისევ მთვრალი არ დაბრუნდეს თქო, მაგრამ სახლში ფხიზელი მოვიდა, ჩემმა დანახვამ შეაკრთო, ნამდვილად არ მელოდა.
ფეზე წამოვდექი და მას მივუახლოვდი, გეგა პირველად მივმართე სახელით და არც მის თვალებში ჩამდგარი სითბო გამომრჩენია.
- სახლში ჯდომამ ძალიან დამღალა, შეიძლება უნივერსიტეტში დავბრუნდე? 2 თვე დამრჩა სწავლი დასრულებამდე და არ მინდა ეს წელი ტყუილად დამეკარგოს. მოუთმენლად ველოდი მის პასუხს.
- რა თქმა უნდა შეგიძლია, მაროამ. შენ ჩემი პატიმარი არ ხარ, უბრალოდ მინდა რომ უნივერსიტეტში მძღოლმა გატაროს.
- კარგი თანახმა ვარ. ბედნიერმა წამოვიძახე და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ საძინებლის კარის ჩაკეტვა დამავიწყდა ამას მხოლოდ დილით მივხვდი, მაგრამ განწყობა მაინც არ შემცვლია.



№1  offline წევრი kora

როგორ ველოდებოდიიი ამ ისტორიასს <3

აქ რა ამბები ყოფილა, შემეცოდა გეგა, თურმე რა ტკივილს ატარებს გულით... ძალიან მინდა ეს წყვილი დაახლოვდეს
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი darina

Dzalian kargi tavi iyo tan didi, momewona, gegaze ki vagvargvare cremlebi, shen ki dzalian sayvarelu xar ukve miyvarxar

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან მაგარი იყო... მართლა საოცარი ისტორიაა... ძალიან კარგად გადმოცემ ადამიანის ემოციებს და ფიქრებს... ასე გააგრძელე და გამიხარდა დიიდი თავი რომ დადე...

 


№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

ძალიან მაგარია! ველოდები შემდეგს

 


№5 სტუმარი nini

სუ ესეტი დიდები დადე რა <3 კარგია მალე დადე

 


№6 სტუმარი nia

Sakvarlobaa

 


№7  offline წევრი hermione

ვაიმეე რა კარგებიი ხართ, მიხარია ესე რო მოგწოონთ love

darina
Dzalian kargi tavi iyo tan didi, momewona, gegaze ki vagvargvare cremlebi, shen ki dzalian sayvarelu xar ukve miyvarxar

ვაიმეე შენ ხაარ ძაან კაი და თბილიიი, მიხარია ესე რომ მოგწოონს love

 


№8  offline წევრი anushka15

უფფ რა კაი თავი იყო love გეგა შემეცოდა sad

 


№9  offline წევრი kora

დღეს არ დადებ ახალ თავს?
--------------------
kira.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent