Life or Death... თავი 4
IV თავი დიდხანს მივდიოდით ჩემთვის უცნობ გზაზე.უამრავი კითხვა მქონდა,მაგრამ იმაზე ვფიქრობდი,თუ რა მოხდა ბოლო ერთი საათის მანძილზე.ბოლოს მაინც გადავწყვიტე ჩემი უცნობი თანამგზავრისთვის რაიმე მეკითხა: -შენთან უამრავი კითხვა მაქვს,მაგრამ მოდი ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ. -შენზე ყველაფერი ვიცი,იმაზე მეტი ვიცი ვიდრე შენ იცი საკუთარ თავზე.-მითხრა მან. -არ გამაცინო,კარგი მარტივით დავიწყოთ რა მქვია?-ირონიულად ვკითხე,დარწმუნებული ვიყავი ვერაფერს მეტყოდა,სავარძელში მოვკალათდი და დაცინვისთვის მოვემზადე. -შენი სახელია ჯენი მაკალისტერი.გყავს 14 წლის და კეტრინი.ასევე როცა 4წლის იყავი გყავდა პუდელი,რომელიც მოგიკვდა როცა 7ის იყავი.ამიტომ იმის მერე ძაღლებს ვერ იტან.სანამ მოკვდებოდი კატა გყავდა,სახელად კრუტუნა.ლამაზ ორსართულიან სახლში ცხოვრობდი.შენი ოთახი მეორე სართულზე მეორე კარში იყო.ღია ცისფრად შეღებილი ოთახი,თეთრი საწოლი და საერთოდ თეთრი ავეჯი გიდგას და... -შენ რა იცოდი,რომ უნდა მოვმკვდარიყავი და ინფორმაციას აგროვებდი?-შევეცადე რაც შეიძლება მკაცრად მეთქვა. -არა ეს ყველაფერი შენი სიკვდილის დღეს გავიგე.კარგი მოვრჩეთ ბევრი საქმე გვაქვს.ბევრი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ახლა გამოსყიდვის დროა. ჩემი ემოციები წამდაუწუმ იცვლებოდა.ხან ვბრაზობდი,ხანაც ვმშვიდდებოდი.მოსვნება მქონდა დაკარგული.ის კი უბრალოდ იჯდა და არაფერს აკეთებდა,ეს ძალიან მიშლიდა ნერვებს.ამ ფიქრებში გართულმა ფანჯარაში გავიხედე და ისეთ რამ დავინახე რასაც ნამდვილად არ ველოდი.თოვდა.თოვდა,არადა კარგად მახსოვდა,რომ გუშინ 23 აგვისტო იყო.ნუთუ ამდენი ხანი გავატარე მანქანაში და უკვე დეკემბერია.ღმერთო მე ისე აფორიაქებული ვიყავი,ამას ვერც ვმალავდი და აქეთ-იქით ვიყურებოდი.ყველა ნორმალური ადამიანი ასეთმომენტში მკითხავდა,ხომ კარგად ვიყავი,მაგრამ ჩემი თანამგზავრი არც კი მიყურებდა.ეს ისე მიშლიდა ნერვებს,კარგა ხნის სიარულის შემდეგ ჩემმა თანამგზავრმა მშვიდად გააჩერა მანქანა.მე მაშინვე გადავედი მანქანიდან,მაგრამ ისე ციოდა კანკალი დავიწკე და თოვლზე დავვარდი.ალბათ -20 გრადუსი იქნებოდა ,მე კიდე თხელი კაბა მეცვა.არ მეგონა თუ სიკვდილის შემდეგ რამე ვიგრძნობდი,მაგრამ ჩემში სიბრაზე მძვინვარებდა.მე თოვლზე ვიწექი,მართალია მციოდა მაგრამ ცას ვუყურებდი და დაწყნარებას ვცდილობდი.ჩემი თანამგზავი კი მიყურებდა და მიღიმოდა.მისი ეს ღიმილი ნერვებს კიდევ უფრო მიშლიდა,თოვლში ხელი ჩავყავი,უნდა ავიღე და მთელი ძალით ვესროლე.მას მხარზე მოხვდა,მაგრამ რექცია მაინც არ ქონია.ამ ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და თავი თვლში ჩავყავი,ამ დროს კი გუნდა მომხვდა თავში.მაშინვე წამოვხტი და მეც ვისროლე გუნდა.მე და მან გუნდაობა დავიწყეთ.ვიცინოდით,სიკვდილის შემდეგ პირველად მიხაროდა რაღაც.ვმხიარულობდი,მაგრამ მციოდა.ტუჩები გამილურჯდა,როცა ეს მან დაინახა ქურთუკი გაიხადა და მომახვია.შემდეგ მანქანისკენ წამიყვანა.მე ჩაჯდომა არ მინდოდა,მაგრამ გაყინული ვიყავი და ძალა არ მქონდა.ცოტა ხანში ისიც გვედზე მომიჯდა. -გათბი?-მკითხა მან.მის სიტყვებში დიდი სითბო და მზრუნველობა იგრძნობოდა,ეს მესიამოვნა. მე უბრალოდ თავი დავუქნიე,რადგან ჩვენი მოგზაურიბის დაწყების შემდეგ,მხოლოდ ახლა გამოხატა გრძნობები.დიდხანს ვიჯექით უხმოდ,მაგრამ სიჩუმე მაინც მე დავარღვიე. -შენი სახელი არ შეიძლება გავიგო? -ტობი. -იქნებ ცოტა მეტი მომიყვე შენზე.-ვიცოდი,რომ უარს მეტყოდა,მაგრამ გამიღიმა და თავისი ამბის მოყოლა დაიწყო. -არც კი ვიცი რა მოგიყვე.მყავდა პატარა და და ძმა.მზრუნველი დედმამა.მაგრამ ავარიის დროს დედა გარდაიცვალა. -შენ მითხარი,რომ მკვდარი იყავი,მაშინ მოკვდი?და მაშინ გაცოცხლდი? -არ აქვს ამას მნიშვნელობა,შენ იგივერ ვერ შეძლებ. -და რატომ ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. -არა! მისი გულთბილი საუბარი მკაცრში გადავიდა და მივხვდი,რომ უნდა გავჩერებულიყავი. -კარგი,ახლა სად ვართ?ან რა დროა ახლა?ან საერთოდ რა ხდება ჩემს თავს? -ჩვენ ისევ ქალაქში ვართ,ახლა 2004 წლის 26 დეკემბერია და შენ მაშინ ცოცხალი იყავი. -ანუ ახლა მე... -არა ცოცხალი არ ხარ,ჩვენ დავბრუნდით იმ დროში როცა 11წლის იყავი და იმისთვის მოვედით,რომ შენი პირველი უდიდესი შეცდომა გამოვასწოროთ. -და რა დავაშავე ასეთი 11 წლის ასაკში? -ვნახოთ. -მეშინია. -რისი? -შენი,სიკვდილის,ყველაფრის. -ნურაფრის გეშინია,დაგეხმარები! -ხომ მაგრამ. -არავითარი მაგრამ. -შემიძლია გენდო? -სხვა გზა არ გაქ. -მაშინ დამპირდი,რომ დამეხმარები. -გპირდები!-მან ისევ გამიღიმა,ოღონდ ეს გაღიმება,ნერვებს აღარ მიშლიდა,პირიქით მაწყნარებდა.ის ერთადერთი იყო ვინც მხედავდა,ვინც მეხებოდა,ვინც მეხმარებოდა და ჩემზე ზრუნავდა.უცებ მის მიმართ დიდი მადლიერების გრძნობა გამიჩნდა.მასთან ჩხუბს აზრი არ ქონდა,თანაც ვხვდებოდი,რომ ის ისეთი უგულო არ იყო,როგორც თავს მაჩვენებდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.