სიყვარული ბედნიერებაა - სრულად
- ზეთი წამისვი რა - შევევედრე ნათიას და თვალები ავუფახუნე , თან ჩემი ლამაზი ღიმილი გამოვიყენე , ნათია , რომ 32 კბილის წინ დალაგებას ეძახის , ნუ ახლა მე , რომ კბილები არ გამოვამზეურო ეს უფრო ცოდვა იქნება ხალხო . ხო რაც კარგი მაქვს ვერ დამიკარგავთ . - გადაბრუნდი - გამიცინა და შეზლონგზე მიმანიშნა , გადავბრუნდი და გავინაბე , როცა ზეთი და შემდეგ ხელები ვიგრძენი ტანზე . - აუ ნატა მოდი ავალ რა მე - შემევედრა და ცალ თვალ მოჭუტულს წამწამები ამიფახუნა - მუცელი მტკივა მგონი ისაა - გამიღიმა და მუცელზე მანიშნა , ხო იქ ხომ პატარა ზის , ჩემი მომავალი ნათლული . - ვაიმე შენთვის დიდხანს აქ მაინც არ შეიძლებოდა , ადი ხო და დამირეკე თუ რამე მეც მალე მოვალ - თავით სანაპიროზე მდებარე დიდ სასტუმროზე ვანიშნე და გავუღიმე . ჰაეროვანი კოცნით დამემშვიდობა და სასტუმროსკენ წავიდა . ცოტა ხანი ჩუმად ვიყავი , მიყვარს პლეაჟზე წოლა , რომ ვგრძნობ , როგორ მათბობს მზის სხივები ისე მსიამოვნებს ჭკუას მაკარგვინებს ... ზღვის ხმაზე უფრო გავინაბე და ის ის იყო ძილში უნდა წავსულიყავი ვიგრძენი , როგორც დაჯდა ვიღაც ჩემს გვერდითა შეზლონგზე . თავი ავწიე და სიცხისგან ნამეტანი შეწუხებული შეზლონგზე წამოვჯექი , შემდეგ გვერდით გავიხედე და ჰოი საოცრებავ . ეს თუ ნათიას ნაჩალიჩებია - თვალები დავუჟუჟუნე ჩემებურად და ცოტათი სწერვული სახით გავხედე ზღვას . არც ისე ბევრი ადამიანი იწვა პლეაჟზე რატომღაც , არადა როგორც წესი თურქეთის პლეაჟები გადატანელია ხოლმე . მამაკაცმა ვნებიანი თვალებით ამათვალიერ ჩამათვალიერა და ხელებით უკანა მხარეს დაეყრდნო შეზლონგს . ისე გავერთე კუბიკების თვლაში ვერც კი გავიაზრე , როგორ მივაშტერდი მამაკაცს , სახე ახურებულმა მსუბუქად და ჩუმი ხმით ჩავახველე და ისევ ზღვას გავუსწორე თვალი . -მეტი ადგილი არ იყო ? - გავიფიქრე გულში. -შენთან უნდოდა - დამცინა მეორე მემ და მომაკეტინა . მამაკაცის ლამაზი აქცენტი , რომ ჩამესმა გვერდით გავატრიალე თავი , ინგლისურად მითხრა , რომ ძალიან ლამაზი ვარ . - მადლობა - მეც არ დავიშურე რწფელი ღიმილი და ინგლისურად მადლობა გადავუხადე . - იმედია ესეც თავის დაფასებას არ დაიწყებს - ჩაახველა და ქართულად ჩაილაპარაკა , იმდენად მინდოდა გადამეხარხარა , რომ ძლივს გავუმკლავდი სურვილს . - რავიცი რავიცი - ჩავილაპარაკე ქართულად და მის გაოცებულ სახეზე ეშმაკურად გადავიკისკისე . - რატი რატიანი - რაღაცნაირი ღიმილით გამომიწოდა ხელი . - ნატა ჩაჩუა - ჩემი ხელი შევაგებე მისას და მისი სიძლიერე ვიგრძენი ჩემისეულად. -მარტო ხარ ? - ცალი წარბი აწია ჰაერში და ეშმაკურად მომღიმარს დამაკვირდა .. წარმოუდგენლად მიმაჩნდა ჩემი საქციელი , ადრეც ბევრი მოსულა ჩემთან , თუნდაც პლეაჟზე , ისინიც სიმპატიურები მაგრამ არავისთან მოვქცეულვარ ასე თამამად. -არა ჩემს დაქალთან ერთად - ჩავარაკრაკე და ცალ თვალ მოჭუტულმა ავხედე მოღრუბლულ ცას - აქ ზაგარს მაინც ვეღარ მივიღებ - ამოვიფრუტუნე და ნაზად წამოვდექი შეზლონგიდან , მამაკაცს გავუღიმე და ზღვისკენ წავედი , ზურგზე დავწექი და ნებივრობა დავიწყე ზღვაში . წყლიდან , რომ ავედი შეზლონგი ცარიელი დამხვდა , იქ აღარ იჯდა , რაღაცნაირად გულში ჩამწყდა , ვიცოდი ახლა დიდი ხანი თავი უნდა მემტვრია ნეტავ ვინ იყო ? მხოლოდ სახელი და გვარი ვიცოდი , რატი რატიანი , კარგად ჟღერს არა ? მეც ასე ვფიქრობ ... ნომერში ავედი და პირდაპირ აბაზანაში შევვარდი , იქიდან გამოსულმა ნათიას გავუღიმე და საწოლზე დავხტი . -რაღაც ლაღი ჩანხარ ქალბატონო - "დამწვა" დაქალმა. -აუ ნათი , გუგას პირველად , რომ შეხვდი რა იგრძენი ? - ვკითხე ჩაფიქრებულმა და საკუთარი თავი გამოვლანძღე ასეთი არაადეკვატური კითხვის გაჩენის და შემდეგ დასმის გამო ... -ამას ვერ აგიხსნი , ეს უნდა გამოცადო - გამიღიმა და განაბული ფიქრებში გადაისვა თან ხელებს გაუჩერებლად ათამაშებდა მუცელზე - რა იყო რო ? -არაფერი ისეთი - ყველაფერი მოვუყევი და დაბნეული გადავწექი საწოლზე . -სახელი და გვარი არ იცი ? -კი როგორ არა , რატი რატიანი ... გაოცებულს ჯერ წვენი გადაცდა შემდეგ კი თვალები ჩაუწითლდა , მხიარულად გადაიკისა და ტელეფონი მოიმარჯვა . წინ ფოტო ამიფრიალა და გაოცებულს ცერა თითი ამიწია ... ჯერ თვალებზე , შემდეგ წარბებზე , წამწამებზე , ცხვირზე , წვერზე , თმაზე , ხელზე , ფეხზე , კისერზე , მუცელზე , სულ ბოლოს კი ტუჩებზე მივაზუმე და შოკირებული დავემხე საწოლზე , სხარტად წამოვჯექი , ფეხები გადავიჯვარედინე და ერთმანეთში ავხლართე , გაცისკროვნებული თვალებით მივაჩერდი კმაყოფილი ღიმილით მომზირალ დაქალს და კითხვა ვაჯახე . -შენ საიდან ? - რამ გამოგაშტერა ქორწილიდან მაინც არ გახოვს ? ან ბიჭებთან და გუგასთან ერთად მაინც არ დაგინახავს ? გუგას ძმაკაცია , თმა შეუჭრია , კარგ ზომაზე გადაუპარსავს უხდება - ცერა თითი ამიწია და გამიღიმა ... ^^^ -მალე ჩამოხვალ ? - ტუჩებ გაბუშტულს შევხედე და გავიღიმე , შემდეგ კი სიცილი ძლივს შევიკავე ტუჩებით და ხელებით , რომ მანიშნა მალე შევაგდებ თქვენზე თემასო . -კი ნათი აი სულ რაღაც ერთი თვეც მოითმინე რა ... შევამჩნიე , როგორც ჩაუდგა ცრემლები თვალებში ჩემს დაქალს და გუგა დავწყევლე იმის გამო , რომ იტყუებოდა და სულ რაღაც ოთხ საათში აქ იქნებოდა , ნათიას სიურპრიზს უწყობდა და მეც ჩამითრია . -აჰამ ... - ამოისრუტუნა და გამიღიმა - უი ისე ნატამ დღეს პლეაჟზე რატი ნახა და მოეწონა - უცებ ჩასძახა და გაოცებულს , გამეცალა , საწოლიდან წამოხტა და მანიშნა ორსულად ვარო ... - როცა ორსულად იქნები 9 თვე მსგავს თემაზე ჩემთან საუბარზე არც იოცნებო - გავძახე გაბრაზებულმა და ტელეფონიდან მომავალი გუგას სიცილი დავაიგნორე. ^^^ - შენც იცოდი არა? - მკითხა დაბღვერილმა და მაინც ბედნიერმა ნათიამ და გუგას უფრო მიეხუტა , მალული მზერა გავაპარე რატისკენ და მაშინვე გავიხედე , როგორც კი დავაფიქსირე როგორი ირონიული გამომეტყველებით მათვალიერებდა დაბნეულს . - ეხლა გაჩუმდი - გავაჩუმე ნათია და ვანიშნე შენ კი არა მე უნდა უნდა ვიყო გაბრაზებულითქო . -ეს ჯადოქარი კიდე გაბრაზებულია ? - გადაიხარხარა გუგამ და ცოლს თავზე აკოცა . -ჯადოქარი იქნება ჯადოს , რომ გაგიკეთებს - დავუბღვირე და ენა გამოვუყავი. შევატყვე ჩემმა საქციელმა როგორ გაამხიარულა რატი და გაბრაზებულმა ხელები მოვმუშტე . -თუ ჯადოს გაკეთება გინდა ხო იცი ვისაც უნდა გაუკეთო - თვალი ჩამიკრა და ისევ გადაიხარხარა ... სიცილში ცოლიც აყვა და მერე ნათიამ დროულად მოკეტა ჩემს თვალებში ცრემლები , რომ დაინახა . -კარგი რა ნატა - ტუჩები დაბრიცა სატირლად მანაც და ჩემსკენ წამოვიდა . -სტოპ - შევუბღვირე ცრემლიანი თვალებით და გაბზარული ხმით , ნომერში ავვარდი და თვალები გავიმშრალე , მაგრამ რათ გინდა მაინც თავიდან მომდიოდა ცრემლები და რომც მდომოდა ბევრს ვერაფერს მოვუხერხებდი ... თავი მეზიზღებოდა , სულელი ჩამოუყალიბებელი ბავშვივით , რომ მოვიქეცი , ერთხელ ვნახე და რამ გადამრია ?! არა , მორჩა მასზე ფიქრს ავუკრძალავ საკუთარ თავს და გუგას დასაცინის აღარაფერი მექნება ! არც მისი ცოლის კიდე ! ტანში გამაკანკალა , როცა დავფიქრდი და წარმოვიდგინე როგორი რეაქცია ექნებოდა როცა გაიგებდა "თუ გაიგებდა" და რა თქმა უნდა გაიგებდა ჩემს გრძნობებს ? რა გრძნობებს ! ის ხომ უბრალოდ მომეწონა , ეგრე ხომ ქუჩაში გაივლის ბიჭი და ეტყვი შენს დაქალს "აუჰ რა მაგარი ბიჭია" უბედურო , შენ ეგეც არ გიქნია - დამცინა ჩემმა მეორე მემ . ეგაა მთელი უბედურება , რომ ისიც მართალია ! 25 წლის მანძილზე პირველად მომეწონა ბიჭი და ესეც შხამად მადინა ჩემმა დაქალმა და სიძემ. დედაჩემი და მამაჩემიც ხომ დამცინებდნენ , ისინი ამათზე გიჟები არიან ! სასწაულად მომინდა განმარტოება მთვარით და ვარსკვლავებით განათებულ პლეაჟზე , მარტო , მხოლოდ ჩემს თავთან . მეშინოდა , ყოველთვის მეშინოდა მარტო ასეთ ადგილად სიბნელეში გასვლა მაგრამ ზუსტად ვიცოდი ახლა , რომ არ გავსულიყავი და რომელიმე მენახა , ალბათ მიხვდებით , რომ ვერც ერთი ვერ გადაურჩებოდა ჩემი ხელით სიკვდილს , ის ბავშვი მეცოდება მუცელში , რომ უზის ნათიას თორემ იცოცხლეთ ! დავაპუტავდი ღერა ღერა იმ ლამაზ თმას ! ვინაიდან და რადგანაც , თურქეთში ცხელა და უკვე ღამეა , კარადაში შევძვერი და თხელი სარაფანი გადმოვიღე , მერე თავში რაღაცამ გამკრა და კუპალნიკი მოვძებნე , ტანზე მოვირგე და თხელი კრემისფერი სარაფანი გადავიცვი , ზურგზე ლამაზად ამოღებული და წელს ქვემოთ მუხლს კარგად აცდენილი ფრიალა მოკლე. ფეხზე ლამაზი კრემისფერი სანდლები მოვირგე და გრძელი თმა ოდნავ ტალღოვანი გავიშალე , თმაზე ვარდებით გაფორმებული ლამაზი აბადოკი გავიკეთე და ჩემს თავს აფერისტულად გავუღიმე . "ვის ეაფერისტები უნიჭო ?" გამომლანძღა ჩემმა ალტერეგომ... "ამოგაძიძგნი ენას" შევუბღივერა სარკეში და ფიქრებზე გამეცინა. "ჩემი არ იყოს შენც ლამაზი ხარ" თვალი ჩავუკარი სარკეში გამოსახულებას და გადავიკისკისე . საცინად მქონდა საქმე ! ასანთს და ნათიას სიგარეტს დავტაცე ხელი და ჩანთაში ჩავდე . იქვე ლამაზად დაკეცილი პირსახოცი ჩანთაში ჩავკეცე და მხარზე გადავიკიდე კრემისფერი საშუალო ზომის ჩანთა. მობილური მოვძებნე და წამოვიღე . ღირსი იყო გუგა ამაღლობელი ის სიურპრიზი ასო ასო ჩამეკაკლა მისი ცოლისთვის . კიდევ კარგი ნათიამ ორსულობის პერიოდში მოწევას თავი დაანება და ნომერში მიგდებული ვიპოვე . ხშირი მწეველი არ ვარ , ნუ კარგით საერთოდ არ მაქვს გასინჯული მაგრამ გამიგია ნერვებს აწყნარებსო , ვნახოთ ერთი რა შეუძლია . ქვემოთ ჩავედი და დავინახე ქვედა სართულის ვერანდაზე მსხდარი სამი ადამიანი. რატი , გუგა და ნათია . ნათიამ წამოდგომა სცადა მაგრამ ხელი აღვუმართე და შევუბღვირე . ასრუტუნებულმა ჩარგო ქმრის კისერში თავი და ქსუტუნი დაიწყო. არაუშავს მიხვდეს , რომ დააშავა ბევრს არ ინერვიულებს მივა და ჩაეხუტება ერთ ორ საათში. ---- მათი სასტუმრო ზუსტად პლეაჟის ნაპირას იდგა , ამიტომ რამდნეიმე ნაბიჯში იქ იჯდა უკვე , ძალიან კი ეშინოდა მარტო ჯდომის თან კაციშვილის ჭაჭანება არ იყო მაგრამ რა ექნა სიამოვნებდა მაინც . ყველაფერი გაახსენდა რაც კი ცუდი და საშიში ჰქონდა გაგონილი , ერთი მომენტი ისიც კი იფიქრა ახლა ტრეფიკინგის მსხვერპლი არ გავხდე ან ზვიგენების ლუკმა და აწი დავეტევი ჩემს ადგილასო . მერე ოდნავ დაწყნარდა პირსახოცი ამოიღო და ძირს გაშალა , შეზლონგები ერთმანეთს ელაგა და რამდენიმე ჯაჭვით იყო დაბმული , ძალიანაც , რომ მნდომოდა იმას ვერ ავიღებდა . ის ის იყო სარაფანი უნდა გადამეძრო ნაცნობი ხმა , რომ გავიგე და სიბნელეში ზღვისკენ მივტრიალდი. ---- ასე ჩუმად , როგორ მოიპარა რატი ? - არ გეშინია აქ , ღამე და მარტო ? - მკითხა წარბაწეულმა. მთვარის შუქზე შევათვალიერე მისი უნაკლო პირსახე და ნერწყვი ძლივს გადავაგორე სასულეში . ჯანდაბა , ჯანდაბა ეს რა გრძნობაა ვერაფერს , რომ ვერ ვუხერხებ. - კი მაგრამ სიწყნარე ყველაფერს მავიწყებს - სარაფანი თამამად გადავიძრე და ნელი ნაბიჯებით წავედი ზღვისკენ . - რას აკეთებ გაგიჟდი ? - მომესმა მისი გაოცებული ხმა . - თავს სიგიჟის უფლებას ვაძლევ , ცხოვრებაში პირველად რა იყო ? - ვკითხე ისე , რომ მისკენ არც შევბრუნებულვარ . - მეც , რომ მივცე წინააღმდეგი ხომ არ იქნები ? - მკითხა ირონიული ტონით. - არა - მხრები ავიჩეჩე და ზღვისკენ გავიქეცი . მალევე ვიგრძენი ცივი წყალი ფეხებქვეშ . ვერ დაველოდებოდი როდის შევეჩვეოდი ამ ყინულიან წყალს , თავით შევხტი ზღვაში და როგორც ნოზმა ისე ამოვყვინთე , სველი ქერა თმა დასწორებულივით უკან გადამწეოდა და მხრებზე მეფინა . გული კინაღამ გამისკდა ჩემს წინ , რომ ამოყვინთა და გამიღიმა . გული ამიჩქარდა ასე ახლოს , რომ დავიგულე ჩემთან და სველი ხელი მოვისვი სახეზე , რატომ არ ვიცი მაგრამ მეგონა შევიმშრალებდი და ის გრძნობა აღარ შემაწუხებდა სახის ქავილი , რომ ერქვა , წყალი წვეთებად მიღოღავდნენ ჩემს პირსახეზე და მეხაჭუნებოდა , არ მინდოდა ფრჩხილი შემეხო , რადგან ვიცოდი რაიმე ნაფხაჭნი გამიჩნდებოდა და იმის მორჩენის და ქავილის ატანის თავი ნამდვილად აღარ მექნებოდა . - არ გცივა ? - მკითხა და მკლავზე ხელი დამისვა . მცივა კი არა ისე დამცხა კინაღამ ჩავდნი იმ წყალში . - არა პირიქით - ამოვისუნთქე და ცივი წყალი შევასხი მხიარული ღიმილით სახეზე . - ბავშვო - ენა გამომიყო და თვითონაც შემასხა . - ჩემზე მეტად პატარა ბავშვო - მეც გამოვუყავი ენა და ჩემს ნათქვამზე გამეცინა - რა ჩამოვაუალიბე - გადავიკისკისე და წყლიდან ამოვედი , გაფენილ პირსახოცზე ჩამოვჯექი და ვანიშნე შენთვისაც არის ადგილითქო . - გაიმშრალე თორემ გაცივდები - მკაცრი ტონით მითხრა რაც მესიამოვნა . ჩემზე ზრუნავს ! - არ მინდა რა , მცხელა მართლა - არ ვიცი რატომ დავიწყე ახსნა და თან მითუმეტეს თხოვნის ტონით , მაგრამ გაქტია მასთან სიჯიუტე არ გამომიჩენია . გაიღიმა და პირსახოცზე ჩამოჯდა . ჩანთა მოვწიე და სიგარეთი ამოვიღე . თვალები დაქაჩა . -ეწევი ? - მკითხა წარბაწეულმა . -არა პირველად უნდა გავსინჯო ეხლა - ვუპასუხე და ღერი ამოვაძვრინე კოლოფიდან . -არ გინდა რა - თქვა მავედრებელი ტონით და გაოცებულმა შევხედე . -რატომ ? - გურწფელად გავიოცე . -საშინელებაა , დამიჯერე - თვალი ჩამიკრა მან . -და გასინჯვა , რომ მინდა ? -მაშინ დამპირდი , რომ მეტჯერ აღარ მოწევ . -გპირდები - გავუცინე და სიგარეტის მოკიდებაზე ზრუნვა დავიწყე . ხან საიდან დაუნიავა ხან საიდან ქარმა , მე საცოდავად ვწვალობდი და მის ირონიულ სიცილსაც ვიმსახურებდი . -აუ რატი დამეხმარე - ტუჩები გავბუშტე და სიგარეტი პირში ჩავიდე . -კარგი მიდი ხელები მოაფარე - მივაფარე მან საჟიკალგა მოსწია და თვალებში შემომხედა , იმდენად დავიბენი , რომ კინაღამ ხელი დავიწვი . -მადლობა - დაბნეულმა ამოვილუღლუღე და სიგარეტი მოხერხებულად დავიჭირე , ისე როგორც ნათიას ეჭირა ხოლმე . -დაჭერა გვცოდნია - გადაიხარხარა და უფრო კარგად დამკავირდა . -ნაპასი როგორ დავარტყა ? - საცოდავი სახე მივაპყარი მას და წამწამები ავუფახუნე . - აი ასე - ხელიდან გამომართვა და დამანახა . მის მოწეულს მოვწევ - გადავიხარხარე გულში და ჩემ თავს მეთვითონვე ვუწოდე უბედური . ნაპასი ისე დავარტყი , როგორც მან მითხრა და იმდენად არ მესიამოვნა სიგარეტის გემო ფეხზე წამოვხტი , ვიგრძენი თავბრუს ხვევა და , რომ არა ძლიერი ხელები მწარედ მოვადენდი ზღართანს . ტუჩებზე რაღაც არომატულის გემო მქონდა , რა თქმა უნდა მისი ტუჩების გემო. მის კალთაში ჩავესვენე და დაბნეულმა და სიტუაციაში ჯერ ვერ გარკვეულმა მხარზე მივადე თავი . -ეს ბუნებრივია , არა მწეველებს თავბრუ ეხვით ხოლმე - გამამხნევა და გახურებული ხელი ფეხზე დამადო . დენტარტყმულივით წამოვხტი და ჩემს ადგილას ბარბაცით გადავჯექი. ^^^ ნომერში ასული საწოლზე გავწექი ბედნიერი , მხოლოდ ცოტა ხანში შევამჩნიე ნათიას არ ყოფნა , შუქი ავანთე საწოლთან მდებარე ტუმბოზე წერილი დავინახე და ავიღე . პომადით ეწერა ... "პასტა ვერ ნახა " გამეცინა და წერილი გავხსენი . გუგას ნომერში გადავბარგდი მე არ ინერვიულო , ბოდიში რა დღევანდელისთვის მართლა არ ვიცი ასეთი რაღაც როგორ მომივიდა . ტელეფონი ავიღე და აქსუტუნებულმა მის ნომერზე შეტყობინება გავაგზავნე. "არ ინერვიულო უკვე გაპატიე" ^^^ დილით ადრე კარზე კაკუნმა გამაღვიძა , მოკელ პენუარზე თხელი ხალათი მოვიცვი "რა დანიშნულებით ვერ გეტყვით" და კარისკენ წავედი წყევლა კრულვით . - გაგანადგურებ ! - დავუყვირე და კარში გაოცებული რატიანის დანახვისას სახე დავმანჭე - შენ რა ღამურა ხარ ? - ფანჯრისკენ ვანიშნე , ჯერ ისევ სიბნელე იყო. -ვერ ვიძინებ - მხრები აიჩეჩა და უდარდელად შემოვიდა ჩემს ნომერში . -შემოდი მანდ რატომ დგახარ - კარში ცარიელ სივრცეს ვუთხარი და ირონიულად გავხედე ჩემს საწოლზე გაწოლილ რატიანს - თავი , რომ როგორც საკუთარ სახლი უნდა იგრძნო ალბათ უკვე იცი - თვალები გადავატრიალე და წინ ავეწურე - შენ ვერ იძინებ , მე მეძინება , ახლა რა ვქნათ ? - თვალები მოვჭუტე და განგმირავი მზერა ვესროლე . ამათვალიერ ჩამათვალიერა და ტუჩები გააწკლაპუნა . -მდაა ... მე ვიცი რაც უნდა ვქნათ - ირონიული ღიმილით წამოდგა ფეხზე და წინ ამეწურა . რომ ვერ მივხვდი რა იგულისხმა კეფა მოვიფხანე და ისევ თვალებ მოჭუტულმა დვაუსვი კითხვა . -რა ? -არაჩვეულებრივი ლოგინია - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ისევ ლოგინზე დაეშვა - რბილი - ხელი მოუსვა და ჩახშული ხმით ამოისუნთქა - ალბათ კომფორტულიც არა ? - ისე მაბნევდა მისი ორაზროვანი საუბარი ლამის იყო ფეხ ქვეშ გავგებოდი . მაგრამ არა ასეთი სუსტი არ ვიყავი ხელი დაექნია და მასთან გავჩენილიყავი. -სარეცელის ვინემსთან გაყოფაზე არ გიფიქრია ? - წარბი ასწია და ფრთხილად წამოდგა ფეხზე შემდეგ ორივე ხელი თეძოზე შემომაჭდო და ტანზე ამიკრა . გამწარებულმა ხელი მოვუქნიე და , რომ არა მისი ხელი ლამაზი ლოყა ექნებოდა მალე . -ახლავე გადი აქედან - შევეცადე ტონისთვის არ ამეწია . -მშვიდად პატარავ მშვიდად ... -გადი მეთქი ! - ვუთხარი და ხელი ვკარი , კედელს ავეკარი და თითი გამაფრთხილებლად გავიშვირე კარისკენ . ცინიკური გამომეტყველებით გაშორდა ოთახს , კარს მივვარდი და საიმედოდ გადავკეტე . არა მაინც რეები მელაპარაკა ?! მე მაგას ვინ ვგონივარ ?! დამპალი და უზრდელი ! თვით დაჯერებული იდიოტი ! ყეყეჩი !!! ვლანძღავდი და თან საწოლში ვწვებოდი. თავს ისე შეურაწყოფილად ვგრძნობდი აღარც შენი თურქეთი და აღარც ჩემი დავსენება აღარ მინდოდა ! იმ ჭკუაზე ვიყავი ფეხი დამედგა და საერთოდ გავმქრალიყავი აქედან . ვერ ვიტან , როდესაც ასე აგდებულად მიყურებენ , აი თურმე რა ზრახვები აქვს ვაჟბატონს ჩემს მიმართ , მივართმევ საწოლში ლანგრით ! "მაგასაც ეგ უნდა" - ირონიულად გამომეხმაურო ალტერეგო. "იოცნებოს" - ვუპასუხე აგდებით მეორე მეს და ისევ მორფეოსს მივაკითხე , იქნებ მას მაინც შევეფარებინე . ^^^ საკმაოდ გვიან გამეღვიძა , მოვწესრიგდი და უკვე დალაგებულ ოთახში დალაგებულ ლოგინზე დავწექი. საშინლად არ მინდოდა ახლა არავის ნახვა , მითუმეტეს გუშინდელის შემდეგ როგორ უნდა მოვქცეულიყავი მის წინ არც კი ვიცოდი , რამე , რომ ეთქვა კიდევ ? არა ნამდვილად დავთხრიდი იმ ლამაზ თვალებს ! საღამოდ ხუთი საათი იყო უკვე კარზე , რომ მომიკაკუნეს . თავიდან გაბრაზებული ვიყავი , ნათიამ მაინც როგორ მომიკითხათქო . მეც კი არ ვიცი რა მინდა ხედავთ ? ჯერ ვთქვი არავის ნახვა არ მინდათქო მაგრამ გამოდის გულის სიღრმეში მინდა კი არა ისე მინდა სული მიმდის. მაგრამ იმდენად თავმოყვარე ვარ და პრინციპული ყველა ჩემს სურვილს უკანა პლანზე ვწევ . -შემოდი - ვუთხარი "ფეხებზეს" ტონით ნათიას და საწოლზე გადავწექი . კარი ჩაკეტა და თავჩაღუნული წამოვიდა ჩემსკენ . გაბერილ მუცელზე შევხედე და გვერდით , როგორც კი მომიწვა მუცელზე დავუწყე თამაში . განაბულმა მოვაკალათე მის მკერდზე თავი და მუცელზე თამაში გავაგრძელე . - რა ხდება რაღაც ვერ ხარ ხო ? - შემამჩნია და მკითხა. -შენ თუ იმედი გაქვს ორსულობის დარჩენილ თვეებში რამეს გეტყვი გამორიცხე - ტუჩები გავბუშტე . აშკარად ეწყინა ჩემი სიტყვები , ისედაც ამ პერიოდში ხომ ძალიან სენტიმენტალურები არიან ქალები , ენაზე ვიკბინე და საწოლზე წამოვჯექი . -ვიცი ხო ღირსი ვარ მაგრამ არ ვიცი რა დამემართა მეგონა სწორს ვაკეთებდი , გეფიცები როგორც არ უნდა მინდოდეს თქმა მაინც არ ვეტყვი არაფერს ხომ მიცნობ არა ? აი ამას ვფიცავარ - მუცელზე ხელი გადაისვა და გამიღიმა სევდიანი ღიმილით . -შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება - მკაცრი ხმით გავაფრთხილე და ყველაფერი წვრილწვრილად მოვუყევი . -ეგ რატიმ ქნა ? - თვალები დაქაჩა და ვაზაში ჩადებულ წითელ ვაშლს წაეტანა . -ვაიმე ისე არ მინდა ახლა მაგის ნახვა , როგორც შენ შენი დედამთლის დაქალის - გავახსენე კეთილი და საყვარელი დედამთილის გველი დაქალი ნელიკო . მხიარულ ხმაზე გადაიკისკისა და მეც ამიყოლია. -ხო რატი გოგოებთან სხვანაირი ყოფილა - მხრები აიჩეჩა და გამიცინა . -არ მინდა ახლა მისი ნახვა და მაგიტომ არ გამოვედი ნომრიდან . -შენ რა აქ დამალვას აპირებ ? - წარბი აწია ჰაერში ნათიამ და "ნაღინჭალი" თეფშზე დადო . -აბა რა ვქნა ნათია ? კიდევ რამე , რომ მითხრას ვიცი მართლა დავკაწრავ ხომ იცი როგორ ვრეაგირებ ეგეთ რაღაცეებზე ? -როგორზე ?- გაიცინა ეშმაკურად . -აი ეგეთზე - მხრები ავიჩეჩე დაბნეულმა და სახე გავატრიალე გვერდით , რომ არ დავენახე ... -მოდი გაგშიფრავ და დავკონკრეტდები , მე არაფერი არ ვიცი რადგან შენთვის მსგავსი რაღაც არავის არ უთქვამს , შენ კი ამაზე რეაგირება არასდროს მოგიხდენია მაშასადამე რა გამოდის ? შენ ეგ გეწყინა რატისგან , რადგან გაგიცრუვდა იმედები და დაინახე , რომ ის როგორც სექსუალურ ქალს ისე გიყურებს და შენ თვლი , რომ ეს გრეხია? არა ქალბატონო არა ! შენ რა გგონია მამაკაცი , რომ დაგინახავს იმაზე ფიქრს დაიწყებს როგორი სული აქვსო და რაც არ გიჩანს იმის ძებნას დაიწყებს თუ შეგაფასებს ვიზუალურად და მიგახვედრებს , რომ შენ მას იზიდავ ? რა გგონია გუგას ჩემთვის მსგავსი რაღაც არ უთქვამს ? კი და ეს შენც კარგად იცი , ამას , რომ გიყვებოდი იცინოდი და იდიოტიო ამბობდი ისე როგორც მე , და ახლა გახდი ასეთი "ცუდი მორეაგირე" ? ვის ატყებ ? აღიარე , რომ საშინლად მოგწონს რატი ! ერთი ერთში გაარტყა ჩემმა დაქალმა ყველაფერი ... სათქმელი დამრჩა რამე თქვენთვის ? არც არაფერი ყველაფერში ნათიამ გაგარკვიათ ხომ ? მეც ეგრე ვფიქრობ ! კითხვები გაქვთ ვინმეს ? არა ხო ? მივხვდი ! რა კითხვა გექნებათ ამომწურავი აზრი ჩამოაყალიბა ჩემმა მიხვედრილმა დაქალმა. მიხვედრილმა ? ან უბრალოდ მიცნობს და მაგიტომ ? ხო ეს უფრო რეალურია ... ერთი სიტყვით კი რა გამოვიდა ? მე ნატა ჩაჩუა ოფიციალურად გავები , აი რატი რატიანის გაბმაზე რა მოგახსენოთ , ტიპიური რეგვენია ! ყეყეჩი და კიდევ ბევრი სიტყვა ეკუთვნის იმ ... იმ ... იმ ნაგვის ბუნკერს ! - მე არაფერში არ ვარ დარწმუნებული ! როგორ შეიძლება ასე ერთ ორ დღეში ვთქვა ასეთი სერიოზული რაღაც ? - დაბნეული ავლაპარაკდი და შუა საუბარში გავჩერდი , სახეზე ისეთი გამომეტყველება დამედო "როჟით ვამბობდი , არ ვიცი , არ ვიცი -ს " - აი ხომ ხედავ ? - ტაში შემოჰკრა ჩემმა დაქალმა . - ვერაფერსაც ვერ ვხედავ - ხელები გადავიჯვარედინე და შუბლი შევჭმუხნე . - მოდი შევთანხმდეთ , რომ მეგრულების გაშვება ჩემთან არც ადრე იყო საჭირო არც ახლა არ არის საჭირო და მგონი არც მომავალში იქნება ამის აუცილებლობა - სიცილნარევი ხმით "შემითანხმდა" ჩემი დაქალი . სიმართლეს გაგიმხელთ და გეტყვით , რომ ნათიამ ზოგჯერ უკეთ იცის მე რა მინდა ... - დაფიქრდი , შენ ის მოგწონს ! - არ ნებდებოდა ის . - არა ... - შევყოყმანდი და თვალი კედელს გამიშტერდა - ეს ... შეუძლებელია - თავი გავაქნიე და ნერვიულად ჩავიცინე . - და კიდევ ამბობ , რომ არა ხო ? - წარბი ასწია კმაყოფილი გამომეტყველებით ნათიამ. თავი გადავაქნიე და აცრემლებული თვალებით დავეხეთქე საწოლზე . - მოდი დავნიძლავდეთ , მე რამდენიმე კითხვას დაგისვამ ოღონდ იცოდე სიმართლე უნდა თქვა დედას გაფიცებ ! დაგენიძლავები პირველ სამ კითხვაზე დადებით პასუხს გამცემ , ბოლო ორზე კი უარყოფითს , თუ მე მოვიგებ ერთი სურვილი მექნება ! სულ , რომ გაბ*ზება მოგიწიოს შეასრულებ ! ნუ ახლა იცი შენ მე რომ მააგას არ გაგიკეთებ მაგრამ ეს გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი თანახმა ხარ ? - ნათია კარგად მიცნობდა , იცოდა ყოველთვის , რომ შეიძლებოდა ჩემი ნიძლავით აგდება . - აბა გისმენ - მოფხიზლებული წამოვჯექი და ბალიში გავისწორე . - რომ გეხება ჯრუანტელი გივლის ! - არაა ? - ვთქვი და მის სახეზე აკისკისებულმა სწრაფად ვუთხარი სიმართლე - კარგი ხო კი . - გული გიჩქარდება ! - ე რა პონტიაა - ამოვიგმინე უკვე ვიცოდი , რომ ვაგებდი - კი - უკმაყოფილოდ გავბუსხე ტუჩები . - გინდა , რომ გაკოცოს ! - არააა ?!!! - უცებ ვაჯახე გაფითრებულმა მაგრამ მის სახეს ისევ , რომ დავაკვირდი დარცხვენილმა ჩავხარე თავი - კი ... - არ გინდა , რომ მოგშორდეს ? - დამისვა კითხვა . - არა - ტუჩი მოვიკვნიტე . - ინიციატივის გამოჩენაზე არც კი ფიქრობ არა ? - არა ! - და შენ ამბობ , რომ არ მოგწონს ? - თვალები მომიჭუტა ჩემმა დაქალმა . - კი ! - მაინც გავიძახოდი ჩემსას . - შენ რაც გინდა ის იძახე ფაქტი ისაა , რომ ერთი სურვილი მაქვს შენთან ! - ოხ - კბილები გავაღჭრიალე და გამახსენდა ნათიას როგორც ვამწარებდი , პირველად მომიგო მან , ადრე სულ მე ვუგებდი . ჩვენს თამაშს სახელი ქვია "ნატა" ხო ცოტა უცნაური სახელია ., მაგრამ განმარტებაც აქვს , ნათია "ნა" , ნატა "ტა" "ნატა" ... ამ თამაშის და ჩემი სურვილის დამსახურებაა ახლა გუგა და ნათია , რომ იცნობენ ერთმანეთს . გრძელი ამბავია მერე მოგიყვებით . - ხო იცი როგორ მიყვარხარ - უცებ დავიწყე "მეგრულები" . - ტიპიური მეგრელი - შუბლი შეჭმუხნა და მუცელზე ხელი მოისვა ნათიამ - დე შენ ნათლიას არ დაემსგავსო ! - სიცილით გააფრთხილა ჩემი ნათლული და ჩემს დაბღვერილ სახეს გაკრეჭილი შემოხვდა " გზაში " - შენ ეგ მწარე ენა ... - არ მქონდეს , წამიყვანდენ ყვავები . - მაგ სახეს . - გამიერთიანებ ! - ორსულად არ იყო ! - მიზამდი კაი რაღაცას - თვალი ჩამიკრა და გადაიკისკისა , ჩემს დაბღვერილ სახეზე - ზატო ახლა მე გიზამ კარგ რაღაცას ღამე - წარბები ეშმაკურად აათამაშა ... - მე შენ არ გამიმწარებიხარ ! - პირიქით ამაშენე - ირონიულად ჩაიქირქილა და მაინც სიმართლეზე გაიღიმა . მოკლედ ნათიამ ჩემი სურვილით გუგას მოტაცება სცადა , მოტაცებული კი ბოლოს ისევ ის დარჩა . ვიცი ძალიან ბოროტი ვარ მაგრამ , ნუ ახლა ის ჩემი სურვილი , რომ არა ამის მუცელში იჯდებოდა პატარა ბაია ? ნუ ახლა ნიადაგი ხომ მაინც ჩემი დამსახურებაა ... - ნათია ! - ღამის 4 საათზე დაადგებბი რატის ნომერში , ლამაზი შავი გამომწვევი პენუარით და თხოვ , რომ ონკანის გაკეთებაში დაგემხაროს ... თან გვერდით ნომერშია , მერე სექსუალურად მოქცევა შენ ახლა ჩემგან არ გესწავლება , შემდეგ კი ხახა მშრალს გაუშვებ ნომრიდან , თუ ძაან წაგძლია შეგიძლია ერთი კოცნაც აჩუქო - ეშმაკურად ათამაშებული წარბებიდან ამომხედა და მუელზე დაისვა ხელები - კარგად იცი ორსულად , რომ ვარ - თავი იმართლა და კართან მივიდა - უარი არ მიიღება გაიხსენე რეები გამაკეთებინე და თან ვინებთან ! ასე , რომ შენს მომავალ ნათლულს გაფიცებ ეს თუ არ გააკეთო - თითი დამიქნია და ნათლულიც დამაფიცა , ამაზე ისე მომეშალა ნერვები , იცოდა პატარას გამო ყველაფერზე , რომ წავიდოდი ... - მეზიზღები - ტუჩები გავბუსხე და ბალიშს ჩავარსე ფრცხილები . - მეც ძალიან მიყვარხარ კუკლა - გამიცინა , თვალი ჩამიკრა და ნომერი დატოვა . დღეს გარეთ არც გავსულვარ , ღამის ოთხამდე თვალი არ მომიხუჭავს , სამზე მზადება დავიწყე , პატარაზე ონკანიც "შევამზადე" და მეც გამზადებული კარს მივადექი . რა თქმა უნდა არც შავი სექსუალური პენუარი დამვიწყებია , გამჭირვალე და ისეთი არაფერს , რომ არ მიფარავდა , არც თმის გაშლა და ზურგზე გადაფენა ოდნავ ხვეული გრძელი ლაკონების გადაგდება , არც წითელი მუქი პომადა , არა კონტური , არა ლაინერი , არამედ სუფთა პომადა , რომელიც სხვათა შორის ჩემს დიდ და ლამაზ ტუჩებს დააკვდა . ვიცი თავმდაბალი ვარ , ამას ვერ დამიკარგავთ . სასტუმროს "შლოპანცებში" ფეხები გავუყარე და სუნამო მივიშხურე , "არმანი კოდი" , რომლის სუნიც უკვე ისეთი შესისხლხორცებული მქონდა , რომც არ დამესხა მაინც მისი სურნელი ამდიოდა . ღრმად ჩავისუნთქ ამოვისუნთქე და გვერდითა ნომრის კარზე დავკაკუნე რამდენჯერმე. კარი , რომ გაიღო თმაში ხელ შეცურებული , შავ ლამაზ შორტებში და წელს ზემოთ შიშველი " კუნთებ გამომზეურებული " რატი , რომ გამოვიდა სუნთქვა შემეკრა . ახალ გაღვიძებულმა , უფო სწორი ფორმა იქნება "ძალით გაღვიძებულმა" ნერწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში და თვალებში ვნება ჩამდაგარი მზერით მომაჩერდა. ადგილზე ავცქმუტდი , როდესაც ვიგრძენი , როგორ ჩამავლო თეძოებზე ხელები და ნომრის დაკეტილ კარს ამაყუდა ზედ . - როგორ მიზიდავ - ჩახშული ხმით ამოიგმინა და სახე ძალიან ახლოს მომიწია - ასე , რომ მეცხადებოდი რას ფიქრობდი ?! - იცი ონკანი გამიფუჭდა და შენს გარდა არავინ გამახსენდა - ძლივს ამოვთქვი სათქმელი და თავი კარს ისე მძლავრად მივაჭირე უკან გაწევის მიზნით მეტკინა . ვიგრძენი ხელები როგორი ძალით მომიჭირა ისევ თეძლოებზე და ყრუ კვნესა ამოვაყოლე სუნთქვას . დავინახე , როგორ იმოქმედა ჩემმა ამოკვნესებამ მასზე და ნათიას სიტყვები გამახსენდა " სექსუალური მოქცევა ჩემგან არ გესწავლება" ქვედა ტუჩს ვნებიანად დავასე კბილები და ხელები შიშველ გულ მკერდზე ავასრიალე . - დამეხმარები ? - ამოვიჩურჩულე მის ყურთან ახლოს და თითი კისერში ჩამოვუსვი - არ მინდა ნომერი დამეტბოროს - წამწამები ავუფახუნე და გაოცებულმა დავხედე მის ხელს , რომელიც დაუდევრად დასრიალებდა ჩემს ფეხზე . სწრაფად მომშორდა და კარი გამოაღო , წინ გამატარა და თვითონაც უკან გამომყვა , საკუთარი ნომერის კარი დაკეტა და ჩემს ნომერში ისევ წინ შემატარა , უკან შემომყვა და ეს კარის დაკეტა . ხელსაწყოები აბაზანის პატარა სპეციალურ კარადაში ეწყო , ყოველი შემთხვევისთვის , ორ წუთში შეაკეთა , როგორც ჩანს ძალიან არ დამიზიანებია . - მზადაა - უინტერესო მზერით ამათვალიერა და იარაღები აკრიფა , ერთი შემსკენ გამოაცურა და მანიშნა მომაწოდეო . მიხვდი რასაც "ჩალიჩობდა" და სპეციალურად მის გასამწარებლად გამომწვევად დავიხარე და იარაღი ხელში ავიღე , წამოდგომისაას ზურგით ავეკრა მის მუცელს და მისი სიმხურვალე წამში გადმომედო მეც. - ნაწვალევს გავს - ჩახშულად მიჩურჩულა ყურში გაოგნებულს - ნეტავს ვინ აწვალა ან რატომ ? - იონიული ტონით მკითხა და ყელში გახურებული ტუჩებით სველი კოცნა დამიტოვა . გამაჟრჟოლა . - არ ვიცი - სწრაფად მოვშორდი და გავიფიქრე " მეტი სექსი " ჩემს თავზე გამეცინებოდა , რომ არა სირცხვილი . - დიდი მადლობა - მეც ვაკოცე ყელში და თმა გვერდით გადავიყარე , გვერდულად ავეყუდე სააბაზანოს კარს და თვალები "დავუჟუჟუნე" - არაფრის - თვალი ჩამიკრა და ნომრის კარისკენ წავიდა . ჯერ გაოცებული ვიდექი შემდეგ კი უკან ავეკიდა , აღარც ვიცოდი რა მექნა , რაც კი ნანახი და გაგონილი მქონდა ყველაფერი ვქენი ახლა რა ჯანდაბა უნდა მექნა ? ცრემლიანი თვალებით მივუახლოვდი გავუღიმე . - მართლა მადლობა - ასრუტუნებულმა დავუქნიე თვალი და ვიგრძენი როგორ დამეცა ცრემლები პირდაპირ მკერდზე . მან გამიღიმა და ყურთან ახლოს მოიწია . - გაჭრა ნათიასთან ერთმა სურვილმა არა ? - ცალყბა ღიმილით ამომხედა და ცრემლები , რომ შეამჩნია მუშტები შეკრა - ჯანდაბა შენ რა ტირი ? - შენ და ... ნათიამ პირი შეკარით ? - თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს . - მისი ბრალი არ ყოფილა გუგამ მაჩუქა მასთან სურვილი და მეც მეტი რა მინდოდა . - უნდა დავიძინო - თავი გვერდით მოვატრიალე და ხმით ავტირდი . - კი მაგრამ რა გატირებს - ხელით შეხება სცადა , მაგრამ გვერდით გავიწიე . უხმოდ დატოვა ნომერი და დამტოვა მე , მარტო ფიქრებთან პირისპირ. მტკიოდა ყველაფერი , მტკიოდა სული , მტკიოდა გული . ნათიაზე არც ვბრაზობდი რა მისი ბრალია სურვილი აასრულა , შეეძლო , რომ ეთქვა ? არა არ შეეძლო ჩვენ ხომ ამ თამაშს ძალიან სერიოზულად ვეკიდებოდით ? არც მე ვეტყოდი რადგან დაფიცებული გვაქვს ყველაზე წმინდა , რომ პირნათლად შევასრულებთ სურვილებს . მაგრამ მაინც მტკიოდა , მეწვოდა ყველაფერი , კართან ჩავიკეცე და თავი მუხლებში ჩავრგე , თავიდან არ ამომდიოდა მისი სახე , ყველაფერს კი თან ეს თამაშიც ერთვოდა ! თავი გავისულელე , თუმცა რა , ჩემი ბრალი იყო მხოლოდ ჩემი , ერთ დროს ჩვვენივე მოფიქრებული თამაშით "გავიპაზორე" თავი . გული მტკიოდა რადგან ვიცოდი ეს პერიოდი არასდროს მომაგონდებოდა " ბავშვურ ახირებად " და ვერასდროს დავივიწყებდი რატი რატიანს . ვტიროდი იქამდე სანამ ცრემლები არ მიშრებოდა , საწოლზე დავემხე და ყრუდ ამოვიგმინე . ცრემლები , რომ არა და არ წამომივიდა გამწარებული წამოვხტი ფეხზე , საათს დავხედე და დილის ხუთის ნახევარი იყო . წამლების ყუთი ავიღე და ძრომიალი დავიწყე. ვალერიანის წვეთები ჩავისხი ჭიქაში 20 წვეთი და ასე ორი ჩაის კოვზი და ნახევარი დიდი კოვზი წყალი დავასხი , შემდეგ კი სასულეში გადავუშვი , გემო თან მესიამოვნა თან არა , ორ წუთში ვიგრძენი მოთენთილობა შემდეგ კი აღარაფერი მახსოვს , გარდა იმისა , რომ ისევ რატიანზე ფიქრები დამჩემებულიყო და ვერაფრით ვახერხებდი თავიდან მის მოშორებას . ღამე გათიშულს მეძინა , არც კი გამღვიძებია . დილით კარზე ბრახუნი დავაიგნორე ტელეფონი ავიღე ნაუშნიკები "შევურჭე" და ყურებში "გავითხარე" სიმღერა " Swallowed In The Sea - Coldplay " ჩავრთე და ფიქრებში გადაშვებული ბალიშზე უგონოდ მივესვენე . არ ვიცი რაზე ვფიქრობდი და როგორ მაგრამ აშკრად არ დავფიქრებულვარ კარის მეორე მხარეს მდგომის რეაქციაზე . ნორმალური ადამიანი იფიქრებდა ასე უსულოდ მხოლოდ მკვდარი თუ იწვებაო . აუფეთქებია იმ ვიღაცას ყველა და ნომრის კარი მოსამსახურე პერსონალისთვის სულ ძალიათ გაუღებინებია . იმ ვიღაცაში ნათია , გუგა და რატი , რომ ამოვიცანი , თვალებ დასიებული წამოვჯექი საწოლზე . არც გამოცვლილი არ მქონდა უბრალოდ ერთი თხელი გადასაფარებელი მქონდა გადაფარებული . ნაუშნიკები მოვიშორე და ბალიშზე დავემხე თავით . - გოგო ნორმლაური ხარ ? - get lost ant then get found , or swallowed in the sea - წავიღიღინე ისევ იმ და ჩემი საყვარლეი სიმღერის ტექსტი უადგილოდ . - ნატა - შეშინებული გაბერილი ნათია წამომიჯდა თავთან და სახეზე მიმეფერა . აცრემლებულმა თავი კალთაში ისე ჩავუდე ჩემს სახეს გუგაც და რატიც ხედავდნენ . - თვალები რას გიგავს შენ რა მთელი ღამე მოთქვამდი ? - გამიწყრა ჩემი დაქალი . მისი ნათქვამი და ბიჭების მზერა დავაიგნორე , ხელები მუცელზე მოვუსვი და აქსუტუნებულმა ხმით ტირილი დავიწყე . რომ გავიაზრე რას ვაკეთებდი და თავს როგორ ვირცხვენდი თავი წამოვწიე და ბალისში ჩავრგე "ჩავმალე" რა ჩემი ბრალია ძალიან მგრძნობიარე თუ ვარ ? ბიჭები ნომრიდან გავიდნენ მე კი ნათიასთან დამტოვეს . მომდევნო ორი კვირა დავყავით თურქეთში . ამ ორი კვირის მანძილზე არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა , რატი ყურადღებას იშვიათად თუ მაქცევდა ჩვენი დიალოგი გამარჯობა ნახვამდის შეადგენდა . მხოლოდ დილას თუ შეხვდებოდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს ნომრიდან გამოსვლისას . გამარჯობას ვეტყოდით ერთმანეთს და გზას ჩუმად ვაგრძელებდით. ბოლო ღამეს ვატარებდით თურქეთში , ღამე ჩვენი სასტუმროს წინ პლეაჟზე გავიტანეთ საჭირო ნივთები და ცეცხლი დავანთეთ , წითელი ღვინო და სპეციალურად ჩვენთვის მომზადებული " კიბორჩხალები " გავიტანეთ და პლედებზე წავწექით და სიცილით დავიწყეთ ამბების გახსენება . ძალიან მოთენთილი ვიყავი გვერდით დაღლილი რატი , რომ მომიჯდა , უხერხული ღიმილით გადავხედე და "მეც მინდა-ს" მზერით გადავხედე გუგას და ნათიას , რომლებიც ვარსვლავიან ცას მისჩერებოდნენ ერთმანეთს ჩახუტებულები . - სიყარულს მოგანდომებენ - ჩუმი ხმით მიჩურჩულა რატიმ . - ხო - გავუღიმე და გაუაზრებლად დავეყდენი იდაყვით მის მკრივ მუცელს - ბოდიში ხომ არ გატკინე ? - ვკითხე დაზაფრულმა და ხელი ნაზად შევახე იმ ადგილზე . - არა - გამიღიმა და დამამშვიდა - თუ გინდა ... - მანიშნა მის მხარზე და ვარსკვლავებზე . ღიმილიანი სახით დავუქნიე თავი და მხარზე თავი დავადე , თვითონ ხელი შემომხვია , მეორე ხელით კი ხან კისერში , ხან თმაზე ხანაც კი სახეზე მეფერებოდა , ჩემი მეორე ხელი გულზე დავადე და გაბადრულმა ვიგრძენი ხელ ქვეშ მისი გულის ცემა . - ვიგიჟოთ ბოლო ღამეს თურქეთში ? - გადავხედე ეშმაკური ღიმილით და მის სახეზე გავინაბე . - ვიგიჯოთ - თავი დამიქნია . - ოღონდ შორს აარა რა - უკვე ფეხებ დასველებულმა ვუთხარი და სარაფანი გადავიძრე , მან მაიკა გადაიძრო და შორტებით შემომყვა წყალში . - ცურვა არ იცი ? - მკითხა და გაიცინა - ვხედავ , რომ იცი . - შორს არასდროს გავდივარ მეშინია რამემ არ შემახრამუნოს - გავიცინე მის სახეზე და მხარზე იდაყვით დავეყრდენი - ან ფეხი არ გამეფსკვანძოს ან კუნთი არ დამეჭიმოს - ავუხსენი ერთი ხელის ქნევით და გაოცებულმა ოდნავ შევკივლე , რომცა ჩემი ორივე ფეხი მის წელს გარშემო დავიგულე , ჩემი სხეული კი მის ხელებში .- რას აკეთებ ? - ვკითხე შეშინებულმა. -ჩემთან ერთად უნდა დაძლიო შიში - ღამეც კი გაავარჩიე , როგორ ჩამიკრა თვალი და გამეღიმა. - კარგი - ხელები კომფორტულად შემოვხვიე და მისი კისერის უკან ჩემ ერთ ხელს მეორე ასევე ჩემი ხელი შევაგებე და მაგრად შემოვაჭდე. უკვე კარგად გვფარავდა წყალი მე კი ვცდილობდი უფრო და უფრო ავცოცებოდი მის მუცელზე . - მთვარიან ღამეს , ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ , ზღვაში პირველ კოცნაზე რას იტყვი ? - მისმა კითხვამ დამაბნია , სანამ გონს მოვიდოდი მან თავი მოსწია და ვნებიანად წაეტანა ჩემს ბაგეებს . დამეფიცება ! დამეფიცება , რომ ყველაზე გემრიელი კოცნა იცის რატი რატიანმა ! დამეფიცება ! დამეფიცება , რომ ვიგრძენი როგორ პირელად ცხოვრებაში ვიგრძენი , როგორ ამოძრავდნენ ვენებში სისხლი . ეს არ იყო ბანალური ფრაზები , პეპლებზე , დინაზოვრებზე და სხვა ჯიშის ცხოველებზე , ფრინველებზე თუნდაც ზოოპარკზე . დამეფიცება ! დამეფიცება , რომ ვიგრძენი როგორ გამოძრავდა მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო ისე ძლიერად , რომ მკერდიც კი გამოძრავდა. დამეფიცება ! დამეფიცება , რომ ჩემში ერთ დროულად ბიოლოგებმა , ქიმიკოსებმა და ფიზიკოსებმა , ერთდროუილად ყველამ ცდები ჩაატარეს . რა იყო ცდების დასკვნა ? დასკვნითმა პასუხმა აჩვენა , რომ ჩემს ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამოიყო სიყვარულის და ბედნიერების ჰორმონები ! სახელად "რატი" . ვერ გეტყვით , რატომ არ მიჭირდა სუნთქვა . ალბათ იმიტომ , რომ ჩემი სუნთქვაც რატი იყო და როდესაც ის ჩემს გვერდით იყო , ყოველთვის ყველა გრძნობის აბურდვ დაბურდვას და შემდეგ ერთობლიობას იწვევდა. სიყვარულისგან იწვოდა მთელი ჩემი სხეული , არ ვიცი რატომ მაგრამ არც კი მიცდია , ხელის შეშლა , სულ აღარ მახსოვდა თავის დაფასება კომუნისტური აზროვნება , კატა თაგვობანას თამაში , გავიქეცი აბა თუ დამეწევის დაგეგმვა და სისრულეში მოყვანა . მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა , მინდოდა ასე ახლოს ყოფილიყო რატი რატიანი ჩემთან , მხოლოდ ჩემთან და არავისთან სხვასთან . მისი მოშორება და ჩემს ყურთან ექსპრონტად დაწერილი ლამაზი ლექსი ერთი იყო . - " მე შენს სამყაროს ვაჩუქებ ლომკას , ჩემი სურვილის ნატვრებით ოხვრას " არც მე დავაგვიანე პასუხი. - " ოცნებამ გამიტაცა თეთრმა და ქათქათამ სურვილმა შემილახა თავმოყვარეობა ნაზარდმა " უბრალოდ მომეხვია , მთელი ძალით მომეხვია , და ასე ჩახუტებული ამიყვანა სანაპიროზე . სარაფანი გადამიცვა და თავისი მაიკა გადამაცვა . ფასონზე ვიყავი გადასარავზე. გუგას და ნათიას დაუბარა ჩვენ ავალთო. ნომრამდე უსიტყვოდ მიმაცილა , ხელი ხელ გადახვეულები დავდიოდით . შუბლზე მაკოცა და მშვიდი ძილი მისურვა , ნომერში შევიდა და გაუჩინარდა . ვალერიანის წვეთები გადმოვიღე , ზუსტად ვიცოდი ძილი , რომ არ მეწერა მეორე დილას მივფრინავდით , ნამდვილად არ მინდოდა ასეთი გათიშული ვყოფილიყავი. ის ისიყო დალევას ვაპირებდი ვაიბერში ზარი , რომ მოვიდა. დედაჩემი იყო , გამიკვირდა მხოლოდ აუციელებელ შემთხვევებში მირეკავდა ალბათ ფრენასთან დაკვაშირებით ჰქონდა კითხვები . - ჰო დე - ბედნიერი ხმით ვუპასუხე და ვალერიანის წვეთებით ჭიქა კომოდზე დავდე . - ნატა დე - დედაჩემის ნამტირალევი ხმა , რომ გავიგე კინაღამ ჭკუიდან გადავედი . - დედ არა ხმა გაქვს ? - ვკითხა შეშფოთებულმა და მოსალოდნელი ცუდი ამბისთვის შევემზადე - დედა მამა კარგადაა ? - ვკითხა შეშინებულმა. - არ ინერვიულო დედიკო , მამიკო კარგადაა , უბრალოდ ... - დედა კარგად ხარ ? იტყვი რა ხდება ? ნუ გამაგიჟე ! - მაგიჟებდა ის პაუზები რასაც დედაჩემი ლაპარაკის დროს აკეთებდა . - ნატა ბაბუაშენი , ალექსანდრე ... - მელაპარაკებოდა მამაჩემის მამაზე და უფრო მაშინებდა , ბაბუაჩემი მეორე მაამასავით მყავდა უცებ დავპანიკდი ღმერთს ვთხოვდი უბრალო რამ ყოფილიყო და დედაჩემს გაეზვიადებინა - დაიღუპა ნატა . "დაიღუპა" - ექოსავით ჩამესმა ეს სიტყვები . ერთი წუთი ურეაქციოდ ვიჯექი , შემდეგ კი უბრალოდ არაადამიანური ხმით ავღრიალდი . ვტიროდი მთელი სულით და გულით , გული მტკიოდა , რომ მახსენდებოდა როგორ დამასეირნებდა ბაბუაჩემი პარკებში , როგორ მასწავლიდან ნარდის , დომინოს , დამკას და ჭადრაკის თამაშს , მეტირებოდა იმის გახსენებაზე , როგორ მასწალიდა ისტორიას და როგორ ვეხუტებოდი გახარებული როდესაც მისი ნასწავლით ათიანებს ვიღებდი , ამეტირა იმის გახსენებაზე როგორ მეხუტებოდა და როგორ მეუბნებოდა , რომ ბაბუას ერთადერთი სიცოცხლე ვიყავი , ბაბუას პრინცესა და მისი სიოცხლის აზრი . გონზე ვერ მოსული ავდექი და კარი გავიჯახუნე , ნომრის კარი დავკეტე და არაადამიანური ძალით დავაბრახუნე რატის კარზე. სულ აღარ მახსოვდა ტელეფონი , რომელიც გამოვრთე და საწოლზე მივაგდე , სულ აღარ მახსოვდა დედაჩემი და მამაჩემი რა დღეში იქნებოდნენ . მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი , რომ ახლა რატის ძლიერი ხელები მჭირდებოდა . - ნატა ? რა გჭირს ? - მკითხა გაოცებულმა რატიმ - შემოდი - შემიყვანა და საწოლზე ჩამომსვა . - რატი დამიბრუნე გთხოვ , გთხოვ დამიბრუნე ბაბუაჩემი , უთხარი არ წამართვას გთხოვ ! გემუდარები რატი გევედრები დამეხმარე , არ მინდა მის გარეშე სიცოცხლე ! არ მინდა მისი კეთილი თვალების და თბილი ხელების გარეშე ცხოვრების გაგრძელება გთხოვ რატი გეხვეწები რა ... დავიფიცებ , დავინახე როგორ ჩაუდგა ცრემლები თვალებში და როგორ შემომანათა ტკივილიანი მზერა . ^^^ ჭირისუფლებში ვიჯექი შავებში ჩაცმული და თეთრ სუდარას უკვე ძალა გამოცლილი დავყურებდი . არ მინდოდა დამეჯერებინა , რომ ის აღარ იყო , არ მინდოდა დამეჯერებინა , რომ ვეღარ დავინახავდი როგორი სანდომიანი მზერით მიყურებდა , როგორ შემეხებოდა მისი თბილი ხელებით , მხოლოდ ის მინდოდა , რომ კიდევ მეგრძნო მისი სიყვარული , კიდევ დამენახა მისი ბედნიერი სიცილი , როდესაც მე ჰაერში დავხტოდი იმით გახარებული , რომ ფურტში ან თუნდაც ჯოკერში ის მაგებინებდა , მინდოდა კიდევ მეგრძნო , რომ ის სულ ჩემთან იქნებოდა . ვერც იქვე მდგომ რატის და მეგობრებს ვუყურებდი , ვერც ნათიას ცრემლებს და დამამშვიდებელ სიტყვებს ვუძლებდი. ^^^ დასაფლავებაზე პანიკაში ჩავვარდი , როცა დავინახე როგორ დააყარეს მიწა შევვარდი და ყვირილით ავიკელი იქაურობა . - ცოცხლაია გაეცალეთ ! - გავკიოდი და ვერავინ მამშვიდებდა . მამაჩემიც კი... ვიგრძენი ნაცნობი სურნელი და ძლიერი ხელი ჩემს მხარზე , ცრმელიანმა ჩავგრე რატიანის კისერში თავი და მის ნებას დავყევი . ^^^ დილით ჩემს ლოგინში გავიღვიძე და ბალიშზე გემრიელად მოვაკალათე თავი . უცებ წამოვხტი და ფსალმუნების წიგნი ავიღე , თითქმის ყველა ფსალმუნი წავიკითხე და ოდნავ დამშვიდებული ბაბუაჩემის ოთახში შევედი . - არ შეიძლება დე , ორმოცამდე მის ლოგინში ნუ დაწვები გთხოვ - ცრემლებად დაიღვარა დედაჩემი. - დედა - უკმაყოფილო ტონით აღვუმართე ხელი გაჩერების მიზნით და ისიც გავიდა ოთახიდან . მის ლოგინზე მოვკალათდი და მისი სუნი ღრმად შევისუნთქე , თითქოს აქ იყო , ისევ ვფიქრობდი ჩუმად გავივლი კოლიდორში ბაბუს არ გაეღვიძოსთქო , თითქოს ახლაც მის გვერდით ვიწექი და კომედიურ ფილმს ვუყურებდი , თითქოს ახლაც ვეკითხებოდი ასეთ სროლებზე ფილმებს როგორ უყურებ არ გეშინიათქო ? ის კი მპასუხობდა ჩემი პატარა გოგო აქ არის და მე რისი უნდა მეშინოდესო . ^^^ ლიტერატურულ კაფეში ვიჯექი , ბაბუაჩემის ლურჯი ჟაკეტი მეცვა და მის საყვარელ წიგნს ვკითხულობდი . რამდნეიმე თვე იყო რაც რატიანი არ მენახა და უკვე გიჟს ვგავდი , ნათიას და გუგას დღე გამოშვებით ვნახულობდი მაგრამ რატომღაც რატიანი მათ არასდროს არ ახლდა თან . უკვე ნათიას მშობიარობას უწევდა დრო და მეც შემზადებული ყოველ ღამე ველოდებოდი მათ ზარს . როცა ყველაზე მეტად არ ველოდებოდი ამ ამბავს მაშინ გაისმა მობილურის ხმა , და უცხო ნომერს გაკვირვებულმა დავხედე . - გისმენთ - ჩავილაპარაკე მშვიდი ხმით და ყავა მოსვსვი . - ნატა რატი ვარ , ნათიას მშობიარობა დაეწყო გამოგივლი და წამოდი - სწრაფად მომაყარა და გამითიშა. გაოცებული ვიჯექი ერთ ადგილას და ვცდილობდი გონს მოვსულიყავი . სწრაფად შევვარდი ოთახში და შავი ელასტიკები ამოვიცვი , დაბალ ყელიანი შავი უგებიც შევუსადაგე და შავი შემოტკეცილი ბრეტელი მაიკაც ჩავიცვი , ზემოდან ბაბუას შავი კაცის დახვეწილი ჟაკეტი მოვიცვი და საჭირო ნივთები სწრაფად ჩავყარე ჩანთაში , თმა გავიშალე და ჩემი არმანი კოდიც მივიშხურე . რატის გადავურეკე და ტელეფონში გაბმულ ზარს დაველოდე ანევრიულებული , ერთი მხირვ ჩემი და რატის შეხვედრაზე ვნერვიულობდი ამას ნათიაც ემატებოდა და სრული ქაოსი ხდებოდა ჩემში. - რატი მზად ვარ სად ხარ ? - ჩამოდი შენს სადარბაზოსთან ვარ . - კარგი . - ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე და დედაჩემს და მამაჩემს გავძახე. - დედა მამა გავედი მე . - საით ასე გვიან ? - გაოცებული გამომედევნა დედაჩემი და მამაჩემიც უკან მოყვა . - ნათიას მშობიარობა დაეწყო . - მერე ჩვენ არ უნდა გვითხრა ქალო ? - დედა ჩემმა ყასიდად გაიოცა და მამაჩემს გადახედა . - რეზო წავიდეთ რა - შეეხვეწა თვალებით მამას . - ნანი რას მეხვეწები წავალთ აბა რას ვიზამთ მოემზადე და გავიდეთ . - შენ რით მიდიხარ ? - რატიმ მომაკითხა ნუ მაყოვნებთ მელოდება . - უი რატი , რომელი კაი ბიჭი როა ის ? - გაიტრუნა დედაჩემი და მამაჩემის ჩაფხუკუნებას დაბღვერილი შეხვდა . - ხო დედა ეგ - კარი გამოვიხურე და გაბადრული დავეშვი კიბეებზე . რატი ჩვეულებრივად შემხვდა გადამკონა და კარი გამომიღო , მანქანაში ჩავჯექი თვითონაც დაიკვაა საჭესთან ადგილი და ელვის სისწრაფით გავარდა . დედაჩემი და მამაჩემი მამას მანქანით წამოვიდოდნენ ალბათ . გზაში რატიანთან საუბარიც კი ვერ მოვახერხე , მთელი გზა ხან ვინ ურეკავდა ხან ვინ . ესეც ცდილობდა გზისთვისაც დაეთმო ყურადღება და ვიღას ვახსოვდი მე . ^^^ - ბიჭი მყავს ტოო - გამოვარდა "ღრიალით" გუგა და რატის გადაეხვია . - ნეტა ჩვენ როდის გვეყოლება ? - გადმომიჩურჩულა რატიანმა და ჩემს გაოცებულ სახეზე ტუჩის კუთხე ჩატეხა . - როცა მოინდომებ - უჩვეულოდ პირდაპირი ვიყავი მე . - ახლავე , რომ მინდა ? - ხელები გადაიჯვარედინა მან . - აქვე ? - გავიკვირვე მე და ჩემს თავზე გამეცინა , რეებს ვყვებოდი და რაზე ვლაპარაკობდით . - ამ სკამზევე - ხელი დაუსვა სკამს ჩვენს შუა და ჩაიცინა ჩემს სახეზე . - არა კომფორტული იქნება - თავი გავაქნიე მე . - მგონი ცოტა ხასიათზე მოხვედი - გამიღიმა რწფელი ღიმილით. - შენ მომიყვანე - თვალი ჩავუკარი მე . - უჩვეულოდ პირდაპირი ხარ - თვალებ მოჭუტულმა გადმომხედა . - შენ კი უჩვეულოდ მოსიყვარულე - ზუსტად ისე მოვჭუტე თვალები და გავუცინე . - ვინც მიყვარს იმასთან მოსიყვარულე ვხდები - ჩემმა გაოცებამ პიკს მიაღწია . - მჩვენება თუ სიყვარულს მიხსნი ? - უბრალოდ აღიარებით ჩვენებას ვიძლევი . - და ? - ხელები მუხლებზე დავირტყი . კონვერტი მომცა ხელში , ზემოდან ნატა ეწერა . უჩვეულოდ ამომიტივდა თავში თურქეთში გუგასთან წაგებული სურვილი. - ეს თამაშის სახელი თუ ? - თან ვხსნიდი და თან ვლაპარაკობდი. - და ... ცოლად გამომყვები ? კონვეტის გახსნა ფურცელზე " უნდა გაყვე " -ს წაკითხვა და რატიანის სიტყვები ერთი იყო ... იქვე პატარა მნათობი ქვაც შევამჩნიე , ლურჯი ვერით ნაწერზე , რომ კაშკაშებდა . - იძულებული ვარ გამოგყვე - გვერდულად გავხედე და ოდნავ შევკივლე , როდესაც მის ხელებში აღმოვაჩინე ჩემი სუსტი სხეული და ვიგრძენი როგორ დამაბზრიალეს ჰაერში , მე კი ბოლო თვეების განმავლობაში ბაგეებიდან პირველად წამსკდა მხიარული და რწფელი კისკისი . ^^^ ნათლიაებში რათქმაუნდა მე ერთ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ვიყავი , რატი არც ნათლიის პოსტს გაეკარა და არც მეჯვარის. ასე თქვა მომავალი ცოლი , რომ დავინათესაო ჯოჯოხეთის ალში ამოვიწვები მეც და თქვენც თან გაგიყოლებთ უკანო . - ჩემი პატარა იკაკო - ჩავიხუტე პატარა სხეული და ყელში ვაკოცე . - მალე ჩვენ შვილს მოეფერები ასე - გვერდით მდჯომმა რატიანმა ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა . - ჯერ ოჯახი არ შეგვიქმინია და უკვე შვილიშვილების სახელებიც მოიფიქრე ხო ? - გავუინე და ბავშვს ლოყაზე მოვუსვი თითი . - შვილიშვილის არ ვიცი მაგრამ შვულის უკვე , რომ მოფიქრებულია ეგ ვიცი - ამაყი გაიჯგიმა და დაბნეულს სახელიც მახარა - ალექსანდრე - ასრუტუნებულმა და უზომოდ ბედნიერმა მის ყელში ჩავრგე თავი - ვიცი რა მნიშვნელოვანი იყო ბაბუაშენი შენთის ასე , რომ ერთი ალექსანდრე კიდევ დაგვამშვენებს - ესღა მითხრა და ლოყაზე მაკოცა ^^^ - აუ მერხევა ტოო - ამოიგმინა შეშინებულმა და ჩემი სახლის კარის წინ აცქმუტდა , აქამდეც ხომ იცნობდა ჩემს მშობლებს და ახლა ოფიციალურად უნდა ეთხოვა ჩემი ხელი მათთვის . - კარგი რა ნუ ნერვიულობ - უკვე მეათასეჯერ გავუმეორე გაცვეთილი ფრაზა . - მაგ ფრაზისგან მალე სიტყვებიც აღარ დარჩება - თმაში შეიცურა ხელი და ნერვიულად მოიხანა კეფა . მის საქციელზე ჩამეღიმა და მხარზე დავადე თავი , ვიგრძენი როგორ მოეშვა . - აქამდე სად იყავი ტოო - ხელი მომხვია და თავზე მაკოცა . ^^^ - იმედია სამუზეუმო ექსპონატად არ ვიგრძნობ თავს - ახლა უკვე მე ვცქმუტავდი რატიანის კარის უკან და წინასწარ ვგლოვობდი ჩემს გახეთქილ გულს . - ნუ ნერვიულობ ჩემებს ეგ პლიუსი აქვთ . - სხვათაშორის ჩემებსაც - სასაცილოდ გავეჯიბრე მას . - რასაც შენს მეზობელ თამრიკოზე ვერ ვიტყვით - ნიშნის მოგებით გადმომხედა და გამეკრიჭა . - საძაგელო - ვინ იცის მერამდენედ ვუჩქმიტე მკლავის კუნთზე და შემდეგ მერამდენედ მოვურჩინე კოცნით იგივე ადგილი . ^^^ - თანახმა ხართ გაყვეთ რატი რატიანს ცოლად ? - იძულებული ვარ - თავი დავუქნიე სიცილით და გაოცებულს თვალი ჩავუკარი , ამხელა გოგო ვიდექი და ხან მოსმართლეს ხან მამაოს ვემაიმუნებოდი მხოლოდ იმიტომ . რომ ესეც თამაში "ნატას" ნაწილი იყო . ამჯერად რატიანთან მქონდა წაგებული სურვილი . -თანახმა ხართ ცოლად მოიყვანოთ ნატალია ჩაჩუა ცოლად ? - მეიძულე , მეიძულეს ძმაკაცი და თანახმა ვარ - მანაც იგივე ტექსტი გაიმეორა , რა თქმა უნდა ჩემთან წაგებული სურვილით და გამიღიმა . ^^^ - მუცელმა რაოდენობა არ იცისო ხომ გაგიგიათ ? - გვეკითხებოდა ექიმი , რომელიც მუცელზე დაასრიალებდა აპარატს და რომელიც გაღიმებული უყურებდა ჩემს ხელს , რომელსაც მთელი ძალით უჭერდა დაძარღულ ხელს რატიანი . - მე ის ვიცი , რომ სიყვარულმა დრო არ იცის - ჩამომხედა განაბულს გატრუნულმა რატიანმა . - მე კი ის ვიცი , რომ სიცოცხლეში არსებობს ლომკა , მეორე ნახევრის ლომკა , რომელსაც ბედნიერების ოხვრა მოსდევს თან - გავუღიმე რატიანს და გაბადრულ ექიმს მზერა გავუსწოე ჩემს ქმართან ერთად . - ექიმო , რა ხდება ჩემი ცოლის მუცელში ? - ჰკიტხა რატიანმა მოუთმენლად ექიმს . - ჩემი ქმარი ვეღარ ითმენსოო - სიცილით ავხედე ადგილზე მცქმუტვარე ქმარს . - რა ხდება და დომხალი , სამმა ბავშვმა უკვე კინკლაობა დაიწყო მუცელშივე ადგილებზე - თვალი ჩაგვიკრა ექიმმა და გაოცებულები პალატაში დაგვტოვა . - ხვდები , რომ ისევ მერხევა ? - მკითხა დაბენული ღიმილით ქმარმა . - და ხვდები , რომ ახლა ორივეს ერთად გვერხევა ? - ვხვდები და მგონი მომწონს . - მგონი მეც მომწონს . - მგონი ზედმეტია არა ? - ტუჩებზე მაკოცა და სიტყვის თქმის საშალება ძლისვ მომცა . - ნამდვილად ახლა მე წავეტანე მის ბაგეებს . მუცელზე ხელი გადაისვა და ჩურჩული დაიწყო . - მამიკო დედიკო არ გამიბრაზოთ - მუცელზე მაკოცა და ვიგრძენი როგორ შეფართხალდნენ მუცელში დედიკოს პრინც პრინცესები . - დედიკო მამიკო გავაბრაზოთ ჩვენ ღამ ღამობით - ეშმაკურად ავათამაშე წარბები . - ამას მე გაბრაზებას კი არა უბრალოდ უსაზღვრო ბედნიერებას დავარქმევდი . - ბედნიერებას სახელად რატის ... - ბედნიერებას სახელად ნატას ... - მიყვარხარ ! - მიყვარხარ ! ბავშვებო ეს ისტორია ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე როცა ბოლო ისტორია დავდე ზუსტად მეორე დღეს ... ვერ მოვახერხე დადება ცუდად აეწყო ყველფერი , ბაბუაჩემის ცუდად ყოფნა მერე ერთი ამბები გარდაცვალება და ჩემი უხასიათობა , ესეც ძლივს დავამთავრე ღმერთმა იცის რეები ვიბოდიალე მაგრამ მაინც დიდი გრძნობა ჩავდე და მე მაინც მიყვარს ჩემი ისტორია . გამიხარდება თუ დამიფასდება და თქვენც მოგეწონებათ , ის უფრო მიხარდება თუ გამიზიარებთ თქვენ თქვენ აზრებს . ისე მიხარია თქვენი კომენტარები მითუმეტეს თუ დიდი მოცულობისაა ეს ის შემთხვევაა როცა მე კითხვა მთელი არსებით მიყვარდება ! გამაბედნიერეთ , უყვარხართ D-roni -ს !!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.