შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მიმტანი (თავი 9)


17-09-2015, 00:24
ავტორი chica sol
ნანახია 8 016

პიდაპირი მნიშვნელობით პირდაღებული ვიყავი. გაგა წელში გასწორდა, კარისკენ წავიდა, ერთი მომაძახა ძილი ნებისო და კარს უან გაუჩინარდა.
რომ შემეძლოს აღწერა რას ვგრძნობდი, აუცილებლად გეტყოდით. გაოგნებული ვიყავი... ჩემში ერთდროულად იმდენი გრძნობა ირეოდა, რომ აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. საერთოდ ავიბურდე...
თვითონ წაბრძანდა დასაძინებლად და დამტოვა მე, ასე გულ აჩქარებული... თან, ძილი ნებისო მომაძახა, თითქოს ადვილი იყოს მისი სიტყვების შემდეგ ძილი.
მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. მივხვდი, რომ წამლები რომელიც ექიმმა პეტრემ დამალევინა, არც ერთი დამამშვიდებელი არ ყოფილა თორემ მე ვინ მეკითხებოდა თვალის მოხუჭვას? მაშინვე დამეძინებოდა.
ერთი ხანობა ვიფიქრე, ნეტავ მოეცათ დამამშვიდებელი, მეც ხომ ისე დავიძინებდი , როგორც იმ ვაჟბატონს სძინავს და მისგან განსხვავებით თავს ფიქრით არ მოვიკლავდი მეთქი, მაგრამ ბრაზმა ცოტა რომ გადამიარა, მივხვდი რომ უნდა მეფიქრა...
საფიქრალი ბევრი მქონდა. თავს ვეღარ ავარიდებდი... ეს ხომ ჩემი ცხოვრება იყო და არა ვიღაც სხვისი, რომ გვერძე გამეწია და ხვალისთვის გადამედო...
მოკლედ გეგმა უნდა შემედგინა რას გავაკეთებდი. პირველ რიგში, დილით ნია უნდა მომეყვანა და როგორმე ჩემს სახლში უნდა წავსულიყავი. გაგას სიტყვების შემდეგ, მერიდებოდა აქ დარჩენა. მაგრამ თან კოკას თავისუფლად სიარულის ამბავი მაშინებდა. იქნებ პოლიციისთვის მიმემართა? ჩემი დაცვისთვის არ იყო საჭირო აქ ყიფნა. არ იყო ვალდებული გაგა ვინმესგან დავეცავი... საერთოდ რათომ უნდა შეეწუხებინა თავი? ან საკუთარ სახლში რა უნდა დაეშავებინა კოკას? ან ჩემი მისამართი საიდან ექნებოდა? ამ საკითხზე გაგას ხომ არ დავლაპარაკებოდი? არ ვიცი...
ასევე სამსახურის საქმეები უნდა მომეწესრიგებინა... "ბიბლუსში" ალბათ გადაირივნენ, რომ არ მივედი ამდენი დღე, მე ხომ არც კი ვაგვიანებდი... აუცილებლად დავრეკავდი ხვალ და მოვუბოდიშებდი, ასევე უნდა დამერეკა კლუბში...
ფიქრი შუა გზაში გამიწყდა. ტატო გამახსენდა... ის ხომ იმ ღამეს იქ იყო, როცა გაგამ მიპოვა? ანუ იცოდა რაც მჭირდა... მაგრამ გაგა და ტატო ერთად? ვნახე, კლუბში რომ საუბრობდენ და კამათობდნენ კიდეც, მაგრამ ნუთუ ისე ახლოს არიან რომ ის ღამეს თან წამოიყვანა?
ან საერთოდ გაგამ საიდან მომაგნო იქ? ან რატომ მეძებდა? ნუთუ გულწრფელი იყო, როცა მითხრა შენი სიყვარულის უფლება მინდაო? როგორ გაიგო რომ შეიძლებოდა კოკას გავეტაცებინე და არა სხვას? ან საერთოდ რა აკავშირებდათ კოკას და გაგას?
-ვაიმეე...- წამოვძახე ხმამაღლა. სადაც იყო ფიქრისგან თავი გამისკდებოდა და ამ ყვირილით, თითქოს აუტანელი ფიქრების თავიდან მოშორება ვცადე. თითქოს ხმაურით დავაფრთხე...
არაფერი გამომივიდა. მთელი ღამე თვალებ დაჭყეტილმა გავლიე. თავზე დამათენდა.სახლში უკვე ვიღაც ფაჩუნობდა, მე რომ ძილი მომერია. მაგრამ მაცალა ვინმემ?
-დილა მშვიდობის- კარი მომღიმარმა ლიკუნამ შემომინგრია.
-ვაიმე, ლიკუნაა... გული გამიხეთქე... -საყვედურივით გამომივიდა და ტონი მაშინვე დავიტკბე, არ მინდოდა ამ საყვარელი არსების წყენინება.- დილა მშვიდობის. -გავუღიმე.
-უი, შეგაშინე? ბოდიში...- ოთახში დაკუნტრუშებდა ლიკუნა და არც აპირებდა რაიმე სწყენოდა.- კარგია რომ გღვიძავს. ახლავე საუზმეს მოგიტან და მოვალ.
-აუ, ლიკოო..._ საცოდავი ხმით დავუძახე ლიკუნას, რომელიც უკვე კარისკენ მიექარებოდა...- გეხვეწები, მარტო ჭამა არ მიყვარს და შენც ჩემთან ერთად ისაუზმე რა...
-მართლა? -თვალები გაუფართოვდა. თავი დავუქნიე. - კარგი, ერბო კვერცხზე რას იტყვი? -წამოიძახა სიხარულით.
-სიამოვნებით. - მეც შევძახე სიხარულით.
ოთახიდან გავიდა. ესეც ჩემი დილის განწყობა. ეს გოგო საოცარი აურის მატარებელ იყო. ყოველ დილით ლიკუნასთან ერთად თუ დავიწყე დღე, რაღა მომაწყენდა მთელი ცხოვრება?



ერთად ვისაუზმეთ... ნეხევარ საათში პეტრეს დატოვილი წამლებიც დავლიე... ლანგარი ქვემოთ ჩაიტანა ლიკუნამ და მერე ისევ ამობრუნდა. თან ვსაუბრობდით თან ჩემს ოთახს აწესრიგებდა.
კარზე კაკუნი გაისმა, გაიღო და თავი ნიამ შემოყო...
- ნია...- წამოვიძახე გახარებულმა.
- ჩემი ელი... როგორ ხარ? - ჩემსკენ წამოვიდა და გულში მოუხერხებლად ჩამიკრა...
- ჩემი გიჟი გოგო როგორაა? -ლიკუნასკენ წავიდა ნია და ახლა მას გადაეხვია...
გავშტერდი, ესენი ასე როდის დამეგობრდნენ?
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ? -მივაშტერდი ორივეს.
შევამჩნიე, ნია როგორ დაიბნა... ეს არ სჩვევია...
-ჩვენ?-ერთი ოქტავით მაღლა იკითხა ლიკომ... -აბა, ჩვენ ვიცნობთ თუ ვიცნობთ ერთმანეთს. გაგასთან რომ მოდიოდა ხოლმე მაშინ გავიცანი. ეს შენ არ გიცნობდი აქამდე თორემ... ამის ხელში გავიზარდე მე.- ხელი წაარტყა ნიას, რომელიც თვალებს უქაჩავდა ლიკუნას.- რა იყო? -დაიბნა ბავშვი ნიას მზერას რომ წააწყდა.
-ოხ, რამსიგრზე ენა გაქვს რა... -უსაყვედურა ნიამ. -იცი კბილების ერთ-ერთი ფუნქცია რა არის? ხანდახან ენას უნდა დააჭირო ხოლმე.
-რატო? -ეწყინა ლიკუნას, მაგრამ თან ისეთი სახე მიიღო, მიხვდა ბევრი რომ წამოაყრანტალა...
-არ გითხრეს შენ გუშინ, ბევრი არ ილაპარაკოო?- არ ცხრებოდა ნია.
-აუუ, გაგა მომკლავს, მაგრამ შენ არ ჩამეხვიე პირველი? -ახლა მან დასდო ბრალი ნიას.
-ჰეი...- წამოვიძახე. მგონი ჩემი არსებობა სულ დაავიწყდათ... როცა ორივემ შემომხედა, მოჩვენებითი სიწყნარე ავიფარე სახეზე და ვიკითხე -რა ხდება ამიხსნის ვინმე?
ერთმანეთს გადახედეს. ნიამ ღრმად ამოისუნთქა და ლიკუნას გაუღიმა.
-მაპატიე რა ლიკუნა, ზედმეტი მომივიდა.-მოუბოდიშა ნიამ და ლოყაზე აკოცა.- გაიქეცი ახლა მე და ელი ცოტას ვილაპარაკებთ...
-შენ სულ ასე იცი, ჯერ მეჩხუბები და მერე ბოდიშიო. -გაიბუსხა ლიკუნა... -არ მინდა მე ასეთი ბოდიში... -მერე მე მომიბრუნდა. -ელი მე არაფერ შუაში ვარ,გეფიცები, ამათ დამარიგეს არაფერი არ უთხრაო...
-ლიკაა ...-ხმა გაიმკაცრა ნიამ...
ლიკუნამ ენა გამოუყო საპასუხოდ და დავარდა ოთახიდან.


-აბაა...- კითხვით სავსე თვალებით მივაშტერდი.დაბნეული ვიყავი, ვერ გავიგე საიდან იცნობდნენ ერთმანეთს გაგა და ნია.
ნია რაღაც უცნაურად იყურებოდა, დამნაშავესავით. ასეთს პირველად ვხედავდი...
-ნიაა... რა ხდება?- რაღაცნაირად შემეშინდა...
-ოოო... ვსო რა, აღარ შემიძლია... მოემზადე, ახლა გრძელი ამბავი მაქვს მოსაყოლი..._ წამოიძახა და საწოლზე ჩამომიჯდა. -მე და გაგა დიდი ხნის მეგიბრები ვართ. -მომახალა უცებ და მომაჩერდა რეაქციის დასანახად.
- მორჩა შენი გრძელი ამბავი? -სარკასტულად ვკითხე და სახეზე ყველა ემოცია წავშალე.
- არ გამიბრაზდე რა ელი... _ნიას კარგად ვიცნობდი და ვიცოდი მოსაყოლად ბიძგი რომ ჭირდებოდა.
-ნია ამოღერღე, თორემ გეფიცები ლიკუნას მოვაყოლებ ყველაფერს... -დავაშინე ჩემი ჭკუით.
-ლიკუნამ ისედაც "დაფქვა" რაც იცოდა, მეტს ვერაფერს გეტყვის...- გადმომხედა ნიშნის მოგებით.
-გადმოალაგე, მალე... -უკვე მართლა გავბრაზდი.
-ხო კარგი, კარგი ნუ მეფხორები... მოკლედ, ამას მე არ უნდა გეუბნებოდე, გაგა აპირებდა თქმას, მაგრამ... აუუ, ვიცი მაგრად "გამიჭედავს" ამაზე, მაგრამ ეს ერთხელ ავიტან შენი გულისთვის. გაგამ პირველად შენი მშობლების დაკრძალვაზე გნახა 2 წლის წინ. თავიდან არაფერი, მაგრამ გახსოვს ერთხელ სახლიდან უთქმელად რომ წახვედი? _მომაჩერდა პასუხის მოლოდინში, თავი თანხმობის ნიშნად რომ დავუქნიე გააგრძელა. -მაშინ მთელ ქალაქში გეძებდი. გაგას ვთხოვე წამომყოლოდა, მანქანაც მჭირდებოდა და დამხმარეც. მშობლების საფლავზე მოგაგენით,გახსოვს ალბათ, რა დღეში დაგვხვდი იქ, იმ წვიმაში, გაყინული, საფლავზე დამხული იყავი, ფეხზე ვერ წამოგაყენე, ძალა არ გქონდა... გაგამ მოირბინა და ხელში აყვანილი ჩაგსვა მანქანაში... -გაჩერდა.
ღრმად ჩაისუნთქა, ცრემლები მოიწმინდა. მასაც ჩემსავით უჭირდა ამის გახსენება, ჩემი "ურეაქციობის" ნიღაბი სადღაც გაქრა. ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მაშინ აგონიაში ვიყავი და ახლა რასაც ნია მიყვებოდა ნახევრად აღარც მახსოვდა... ისიც როგორ დატანჯულა ჩემსავით... უფრო სწორად მე დავტანჯე ასე... მხოლოდ ჩემს ტკივილზე ვფიქრობდი მაშინ, ვერც კი ვამჩნევდი, ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს როგორ ვტანჯავდი. თურმე რა ეგოისტი ვყოფილვარ...
-სახლშიც მან შეგიყვანა...- განაგრძო. - ნახევრად გათიშული იყავი და შენ ალბათ არც გახსოვს. ამის შემდეგ შენი ამბით სულ ინტერესდებოდა... სულ გკითხულობდა, აინტერესებდა როგორ მიდიოდა შენი ამ ქვეყნისკენ მობრუნების ამბავი... ამის მერე დიდი ხანი გავიდა...არ დავიწყებიხარ. სულ გკითხულობდა, გახსენებდა. უი, მართლა, ის ვაკანსია სამუშაო ადგილის შესახებ, გაგამ მითხრა. ის კლუბი, სადაც მუშაობ, გაგასია. -ახლა კი საერთოდ დავმუნჯდი, ისედაც ენაჩავარდნილი. - რომ ვუთხარი მეორე სამსახურს ეძებს საღამოს საათებში თქო, მითხრა ჩემს კლუბშია ვაკანსია და იქ მივიდესო... საღამოს საათებში სჯობს ნაცნობთან იმუშაოს, რამე რომ გაუჭირდეს, იქ ყურადღებას მიაქცევენო... ხოდა, მეც ვიფიქრე რომ კარგი იდეა იყო და შემოგთავაზე...
-და თავიდანვე რომ მოგეყოლა ეს ყველაფერი არა? თუ ამაზე იფიქრე, რომ ცუდი იდეა იყო?- ისევ ბრაზმა წამომიარა...
-აუ, ელი ვერ გეტყოდი რა... -ვითომდა თავი იმართლა ნიამ.
- ვითომ, რატომ? -ვერ ვცხრებოდი.
-მეც ვუთხარი გაგას. გაგაცნობ-მეთქი, მაგრამ არაო...
- რატომ?- რაღაცნაირად გული დამწყდა.
-ჯერ უნდა გავზარდოო... - დატუქსული ბავშვივით ბუთბუტებდა ნია.
-რაო? -ვერ მივხვდი.
-არ ვიცი რა ელი, ეს მას კითხე.ჯერ უნდა გავზარდოო და რა ვიცი მე. -ხელები აიქნია და წამოხტა.
-რას ქვია უნდა გავზარდოო? -ნეტავ რას ჩავეციკლე ამ სიტყვებს?
-ხო ზუსტად ასე ვუთხარი... ჯერ უნდა გავზარდო მეთქი. და მგონი გაიზარდე უკვე... -კარიდან მომესმა გაგას ხმა...
ნეტავ როდის შემოვიდა? არ დამინახავს. მის ხმაზე მეც და ნიასაც გული გაგვისკდა... შეშინებული თვალებით მივაშტერდით ორივე.
-მოჩვენება დაინახეთ?- გაგვიცინა გაგამ ორივეს. არც ერთი ხმას არ ვიღებდით, ამითომ ისევ გაგამ გააგრძელა. -ეჰ, როდის იყო ქალის პირში რამე ჩერდებოდეს. ერთ დაკითხვაზევე "მოგცელა" და დაგაფქვევინა ყველაფერი, ნია?- ხმამაღლა გაიცინათავის ნათქვამზე.
აშკარა იყო, ცდილობდა სითუაცია განემუხტა...მაგრამ თან, რაღაც კარგ ხასიათზე იყო, ასეთს პირველად ვხედავდი. "ნეტავ სულ მერამდენედ ხედავ, საწყალო, მესამედ?"_ ამომძახა ქვეცნობიერმა, რომელსაც მაშინვე ხმა ჩავაგდებინე.
ისევ სიჩუმე... უხერხული სიჩუმე და აუტანელი დაძაბულობა...
-არ გინდა წამოგსვა საწოლში? ზურგი გეტკინება...- მე მომმართა უკვე სერიოზულად. თავი დავუქნიე, ზურგი მართლაც მტკიოდა. -ნია დაგვტოვებ? მინდა ელის დაველაპარაკო. ვფიქრობ, უკვე საკმაოდ გაზედილია , ჩემეული ვერსიის მოსასმენად._ გული ამიფანცქალდა
ამის გაგონებაზე...
-კარგი.- თქვა ნიამ და ოთახი დატოვა, დატოვა კი არა გაიქცა ფაქტიურად. მეც გავიქცეოდი სიამოვნებით, ძვალ-რბილი რომ არ მქონოდა გაერთიანებული... რაღაც მაშინებდა, ვნერვიულობდი...
გავიდა ნია და დამტოვა მასთან მარტო, უხერხულის შეგრძნება მკლავდა. გაგა კი იდგა და ღიმილიანი სახით მიყურებდა. არადა, ვხედავდი ისედაც შავი თვალები მღელვარებისგან კიდევ უფრო როგორ ჩაშავებოდა...

საწოლში წამომჯდარი ვიყავი და ვუყურებდი, როგორ მოიდგა სკამი ჩემს საწოლთან და ჩამოჯდა. ნერვიულობდა... უკვე რამდენჯერმე შევნიშნე, რომ ნერვიულობის დროს თმაზე ხშირად ისვამდა ხელებს.
- სულ თავიდან დავიწყებ. მე გაგა ვარ, გავაშელი. 25წლის. ბავშვობა კარგი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დედა ჩვენთან არ ცხოვრობდა. მამა მიწევდა მის მაგივრობას. მას შემდეგ წავიდა ჩვენგან დედა, რაც გაიგო რომ მამას საყვარელი ყავდა.
გავიზარდე , ჩავაბარე, ვისწავლე... მოკლედ მამის დახმარებით კაცად ვიქეცი. გვიან გავიგე, რომ მამას სიმსიმნე ჰქონდა... 22 წლის ასაკში ისიც დავკარგე. თუმცა სიკვდილამდე მითხრა, რომ მყავდა ძმა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ მისცა გვარი. მითხრა, რომ არასრულწლოვანი იყო. თურმე, ბიჭი ძალიან რთული ხასიათის ყოფილა და მთხოვა მიმეხედა. ჯერ არასრულწლოვანიაო და ამითომ ანდერძი მხოლოდ ჩემს სახელზე შეუდგენია. უბრალოდ მთხოვა კაცად გამეზარდა და 25 წლის ასაკში კუთვნილი ქონება გადამეცა. ეს მისი ბოლო თხოვნა იყო. ამ საუბრის შემდეგ გარდაიცვალა...- თავი ჩახარა, დარდობდა... უჭირდა მოყოლა...
-გაგა...-დავუძახე. ამომხედა, თვალებში ტკივილი ედგა. გული მომეწურა... -არაა საჭირო ეს მომიყვე, არ ხარ ვალდებული რამე ამიხსნა...- სიტყვა გამიწყდა.
-ელი -თბილად მომმართა. -ამ საუბრისთვის 2 წელი ვემზადებოდი. უბრალოდ ნუ შემაწყვეტინებ... -თხოვნანარევი ბრძანება გასცა.
-კარგი.- თავი დავუქნიე.
-მოკლედ ჩემი ძმა მოვძებნე და ვიპოვე. დედა გარდაცვლილი ყავდა. გზას ასცდენოდა. ვცდილობდი მის მიხედვას. ჩემთან გადმოვიყვანე, მაგრამ სახლიდან ნივთების გატანა და გაყიდვა დაიწყო. ნივთების, რომელიც მამაჩემის დავატოვარი იყო. ამიტომ საკუთარი სახლი ვუყიდე, და იქ გადავიყვანე. გავუკეთე ბარათი და ყოველ თვე თანხას ვურიცხავდი. სწავლის და ჭამის ფულს ვაძლევდი. აი, აქ შევცდი ყველაზე მეტად, მეგონა საკუთარ თავს ასე უფრო მიაგნებდა, ვიდრე სრულიად უცნობ, ახლად გამოჩეკილ, ნახევარ ძმასთან ცხოვრებით და თავისუფლების შეზღუდვით, მაგრამ შევცდი. ის გზას აცდელინი იყო და ასე განაგრძო ცხოვრება. მამის ბოლო თხოვნა ვერ შევასრულე. სათანადოდ ვერ მივხედე,
ეს ყველაფერი შენთან შეხვედრამდე იყო.
მერე გავიგე ნიას დეიდა რომ დაეღუპა. დაკრძალვაზე რომ მივედი გნახე შენ... თითქოს ჩვეულებრივი, ობლად დარჩენილი ბავშვი. მე უკვე გამოვლილი მქონდა იგივე და ვიცოდი რასაც გრძნობდი... ეს დღეც დამთავრა... დავიშალეთ... ნიაც წავიდა ამერიკაში. ხშირად მახსენდებოდი, მაგრამ არაფერს ვაკეთებდი. მერე ნია დაბრუნდა... როცა შევხვდი, მითხრა, რონ შენ ძალიან ცუდად იყავი და ამიტომ ჩამოვიდა... უნდა დაგხმარებოდა ... გული დამწყდა მაგრამ კიდევ არაფერი მოვიმოქმედე...
ერთ საღამოს დამირეკა ნიამ, ტიროდა... ელი დაიკარგაო... გული შემიწუხდა და შენს მოსაძებნად გამოვყევი... იქ რომ გნახე...-თვალები დახუჭა, თითქოს ისევ ისეთს მხედავდა. საკუთარი თავი შემძულდა, იმდენი ხალხის ტკივილი იყო ჩემს კისერზე..._ გახსენებაც კი მზარავს. ისეთი სუსტი იყავი, ისეთი სუფთა, დაუცველი, დატანჯული, სასოწარკვეთილი, უსუსური... მაშინ დავიფიცე, რომ მოგხედავდი, ტკივილს მოგაშორებდი... როგორც ხედავ ჯერ-ჯერობით ვერც ამას ვასრულებ. თუმცა ჯერ-ჯერობით...- ჩაიცინა სიმწრით და განაგრძო. -ამ დღის მერე, სულ თვალს გადევნებდი, ვხედავდი ნელ-ნელა როგორ გამოდიოდი მდგიმარეობიდან. ნიას ვეკითხებოდი შენს ემოციურ მდგომარეობაზე, ის ხომ პსიქოლოგიურზე სწავლობდა, მითხრა რომ "გამოძვრებოდი". დავმშვიდდი, თუმცა ვხედავდი რომ ასე იყო.
მუშაობა რომ დაიწყე "ბიბლუსში", აბა მაშინ ავწრიალდი, თუ ავწრიალდი. უფროსის ვინაონა გავიგე და გადავწყვიტე ჩემი გავლენა პირველად გამომეყენებინა, ბოლოს და ბოლოს წარმატებული ბიზნესმენი ვიყავი... _ჩაიცინა თავის გაქნევით. -მოვთხოვე,არ დაეტვირთე, დრო და ხელი მაქსიმალურად შეეწყო შენთვის. -გაჩუმდა, ცოტა ხანს შეისვენა, უფრო სწორად შემასვენა. იმდენი კითხვა დამიგროვდა... იმდენი ემოციით ავივსე, ცოტაც და გავსკდებოდი... რა მეფიქრა აღარ ვიცოდი. თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ფიქრის უნარი წართმეული მქონდა. მხოლოდ ვუსმენდი... ყოველ სიტყვას ხარბად ვისრუტავდი...
მერე კი ნიამ მითხრა რომ მეორე სამსახური გჭირდებოდა, ხოდა მეც ჩემი კლუბი შევთავაზე, მასაც მოეწონა იდეა...
მერე კი იქ, ის აგეკიდა... კოკა... კოკა გავაშელი... ჩემი ძმა...


***
ბავშვებოო... ახალი თავი ჩავამთავრე და მე ახლა დავიწყე ნერვიულობა.
იმედია მოგეწონებათ...
ველოდები შეპასებებს სულმოუთქმელად...


მინდა, დაპირებისამებრ ეს თავი მივუძღვნა მარიამG-ს...

ჩემს პატარა გოგოს



№1  offline მოდერი Kira

პირველიიიიი... ვიწყებ love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2  offline მოდერი chica sol

ჩემი კირაა... love

მაკა თეთრუაშვილი
მიხარია თუ მოგეწონათ love

 


№3  offline მოდერი Kira

ვაიმე კარგი ხარ კარგი love მეთქი დათბა ურთიერთობა ეშველათთქო და ჩამოაგდო ბოლოში ინტრიგა am love ნუ აი ვგიჟდები შენზე და ველოდები შემდეგს love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№4  offline მოდერი chica sol

Kira
ვაიმე კარგი ხარ კარგი love მეთქი დათბა ურთიერთობა ეშველათთქო და ჩამოაგდო ბოლოში ინტრიგა am love ნუ აი ვგიჟდები შენზე და ველოდები შემდეგს love

ჩემი კირა love
მე ვგიჟდები შენზე...
ავტვირთო ახალი თავი და არ ვიფიქრო შენზე?..
არ არსებობს... love

 


№5 სტუმარი darina

Dzlivs megirsa gagaze yvelaferi gaviget axla ufro metad vgijdebi am bichze, umagresi tavi iyo da shen rogorc yoveltvis dzalian tbili da sayvareli xar

 


№6  offline მოდერი chica sol

darina
Dzlivs megirsa gagaze yvelaferi gaviget axla ufro metad vgijdebi am bichze, umagresi tavi iyo da shen rogorc yoveltvis dzalian tbili da sayvareli xar

მგონი შენ მაიძულე და "დამაფქვევინე" ყველაფერი გაგაზე... wink
არადა, შეიძლებოდა ერთი ორი თავი კიდევ შემენახა საიდუმლოდ wink
ძალიან საყვარელი ხარ შენ ჩემო გოგო love

 


№7 სტუმარი darina

მარიამ ზაქარაშვილი
darina
Dzlivs megirsa gagaze yvelaferi gaviget axla ufro metad vgijdebi am bichze, umagresi tavi iyo da shen rogorc yoveltvis dzalian tbili da sayvareli xar

მგონი შენ მაიძულე და "დამაფქვევინე" ყველაფერი გაგაზე... wink
არადა, შეიძლებოდა ერთი ორი თავი კიდევ შემენახა საიდუმლოდ wink
ძალიან საყვარელი ხარ შენ ჩემო გოგო love

:-D :-D mgoni asea, aseti tbili rom xar sheni mkitxvelis mimart swored magitom ahemiyvarda sheni istoriebi.

 


№8  offline მოდერი chica sol

darina
მარიამ ზაქარაშვილი
darina
Dzlivs megirsa gagaze yvelaferi gaviget axla ufro metad vgijdebi am bichze, umagresi tavi iyo da shen rogorc yoveltvis dzalian tbili da sayvareli xar

მგონი შენ მაიძულე და "დამაფქვევინე" ყველაფერი გაგაზე... wink
არადა, შეიძლებოდა ერთი ორი თავი კიდევ შემენახა საიდუმლოდ wink
ძალიან საყვარელი ხარ შენ ჩემო გოგო love

:-D :-D mgoni asea, aseti tbili rom xar sheni mkitxvelis mimart swored magitom ahemiyvarda sheni istoriebi.

გენაცვალე შენ...
მაგრამ ისტორიები ცოტა ხმამაღალია... wink
ერთი ცალია სულ love
მაგრამ მე მიყვარს love
და კიდევ ვგიჟდები შენზე love

 


№9  offline წევრი QueenA

უი უი რა ამბებში ხარ შენ.
ჯერ ყოჩაღ კარგად გარჯილხარ,საკმაოდ მსუყე და
მრავლის მომცველი თავი იყო,რამაც უფრო საინტერესო გახადა ისტორია.
ესე ესე, ზოგჯერ ისტორიის გარკვეული ნაწილი უნდა "დაიფქვას" ზუსტად და კარგად ქენი რო არ იჟმოტე და ცხრად არ დაანაწევრე და სრულად მოიშორე ასე ვთქვათ ეს ნაწილი..
თავიდანვე ვატყობდი,რა თმა უნდა,რომ ძაღლის თავი იქნებოდა სადღაც,თან როგორ ოსტატურად მოახერხე,საინტერესო ვერსია იყო.
ძალიან კარგი თავი იყო,როგორც ზემოთ აღვნიშნე. და ბოლოსკენ რაც გაირკვა რომ წავიკითხე მომენტალურად იდეა დამებადა ჩემთვის და ჩაგირტყავ მაინც ნამიოკს , ისე არ იქნებოდა ურიგო იმ "ღვთისპირიდან გადავარდნილს" თუ მოიყვან ჭკუაზე და ანანებინებ მწარედ საქციელს,ერთხელ "ნაძირალაც " გამოვასწოროდ და ჰო საინტერესო იქნებოდა ამის მიზეზი უცებ ესე სწორედ ელი გამხდარიყო
ძმების დაპირისპირება,ელისთან ურთიერთობების რადიკალური შეცვლა მთელი ქარიშხალი იქნებოდა ჩასავლელი წინ.
უფს,შევჭრილვარ როლებში,არ მჩვევია :დ ეს ისე ჩემთვის დავხატე სასურველი სიუჟეტები შენისაქმისა შენ იცი.
მოკლედ ნიჭიერი ხარ და აბა შენ იცი
ვნახოთ რას მოგვიმზადებ შემდეგისთვის ))

 


№10  offline მოდერი chica sol

QueenA
უი უი რა ამბებში ხარ შენ.
ჯერ ყოჩაღ კარგად გარჯილხარ,საკმაოდ მსუყე და
მრავლის მომცველი თავი იყო,რამაც უფრო საინტერესო გახადა ისტორია.
ესე ესე, ზოგჯერ ისტორიის გარკვეული ნაწილი უნდა "დაიფქვას" ზუსტად და კარგად ქენი რო არ იჟმოტე და ცხრად არ დაანაწევრე და სრულად მოიშორე ასე ვთქვათ ეს ნაწილი..
თავიდანვე ვატყობდი,რა თმა უნდა,რომ ძაღლის თავი იქნებოდა სადღაც,თან როგორ ოსტატურად მოახერხე,საინტერესო ვერსია იყო.
ძალიან კარგი თავი იყო,როგორც ზემოთ აღვნიშნე. და ბოლოსკენ რაც გაირკვა რომ წავიკითხე მომემტალურად იდეამ დამებადა ჩემთვის და ჩაგირტყქბ ნამიოკს , ისე არ იქნრბოდქ ურიგო იმ "ღვთისპირიდან გადავარდნილს" თუ მოიყვან ჩკუაზე და ანანებინებ მწარედ საქციელს,ერთხელ "ნაძირალაც " გამოვასწოროდ და ჰო საიმტერესო იქნებოდა ამის მიზეზი უცებ ესე სწორედ ელი გამხდარიყო
ძმების დაპირიაპირება,ელისთან ურთიერთობების რადიკალურა შეცვლა მთელი ქარიშხალი იქნებოდა ჩასავლელი წინ.
უფს,შევჭრილვარ როლებში,არ მჩვევია :დ ეს ისე ჩემთვია დავხატე სასურველი სიუჟეტები შენისაქმისა შენ იცი.
მოკლედ ნიჭიერი ხარ და აბა შენ იცი
ვნახოთ რას მოგვიზადებ შემდეგისთვის ))

შენი ასეთი ემოციები და როლში შეჟრა მახარებს ძალიან.
მაქვს რაღაცეები მომზადებული კოკასთვის, თუმცა არა საზარელი...
არადა როგორ იმსახურებს...
დალიან კარგი ხარ შენ. მახარებ love

 


№11  offline წევრი QueenA

შენი ასეთი ემოციები და როლში შეჟრა მახარებს ძალიან.
მაქვს რაღაცეები მომზადებული კოკასთვის, თუმცა არა საზარელი...
არადა როგორ იმსახურებს...
დალიან კარგი ხარ შენ. მახარებ love


ჰო რაღაცა მუზა მომივიდა უცებ კომენტარის ))
ჰო ანუ მიუხედავად ყველაფრისა რაღაც საზარელი მაინც არ მინდა მაგ პერსონაჟისთვის,პირიქით.
ზოგჯერ "გაბოროტებასაც" მიზეზი აქვს ხოლმე და ეს მხარეც
საინტერესო იქნებოდა.

 


№12  offline მოდერი chica sol

ჩემს თავში იქექები? არა რაა... wink ასე ჩამიშლი ისტორიას... wink
love

 


№13 სტუმარი lana

vaimee deda roo vambobb magarii da pirvelii xarr metqii martalia ra aii yvelas azrs roo itvaliswinebb shemogevle me shenn uhh amm dilitt rakaii iyoo ess gemrielii tavii tann rogor cdilobb chvencc gagavigoo ase arr jobia chemoo sixaruloo ro gvagirsee amatii istoriss gaageba uff miyvarxarr

 


№14  offline ახალბედა მწერალი MariamG

Me sitkvebi ar mkopnis chemo gogoo love dzaliandzalian magaria

 


№15  offline მოდერი chica sol

lana
vaimee deda roo vambobb magarii da pirvelii xarr metqii martalia ra aii yvelas azrs roo itvaliswinebb shemogevle me shenn uhh amm dilitt rakaii iyoo ess gemrielii tavii tann rogor cdilobb chvencc gagavigoo ase arr jobia chemoo sixaruloo ro gvagirsee amatii istoriss gaageba uff miyvarxarr

ჩემი პატარაა ლანა... love
ოოოხ, როგორი კარგი ხააარ... love

MariamG
Me sitkvebi ar mkopnis chemo gogoo love dzaliandzalian magaria

მარუს უყვარხარ მარის love

 


№16  offline მოდერი nicol

მარიკუნა ახლა წავიკითხე და ავივსე ემოციებით.
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ ♥♥♥
უზარმაზარი სიყვარულით ნიკოლი ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№17  offline მოდერი chica sol

nicol
მარიკუნა ახლა წავიკითხე და ავივსე ემოციებით.
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ ♥♥♥
უზარმაზარი სიყვარულით ნიკოლი ♥♥♥

ჩემი უნიჭიერესი და შეუფასებელი ხარ შენ love
ვერც კი ხვდები როგორ გაფასებ და რა დადებით ემოციებს იწვევ ჩემშიი love
ჩემი ნიკოლი ხარ შენ love
შეკამათება არავისგან გავიგო wink
ამ გოგოს იმხელა გული აქვს, ყველას გვეყოფა... love
უყვარხარ შენს მარის love

 


№18  offline მოდერი nicol

ვაიმე, მარი... ♥♥♥
გავწითლდი ♡♡♡♡
--------------------
თინა ნიკოლ

 


№19  offline მოდერი chica sol

nicol
ვაიმე, მარი... ♥♥♥
გავწითლდი ♡♡♡♡

საერთოდ სიმართლე მწარეაო ამბობენ, მაგრამ მხოლოდ თავმდაბალ ადამიანებს აწითლებს ის სიმართლე, რომელიც ადამიანის დადებითობას ასახავს... love
აი ამის გამო უფრო მეტად ვგიჟდები შენზე love

 


№20  offline წევრი vikipiki.

- არც პირველი ვარ , არც მეორე და არც მესამე :D თუმცა იმდენად კმაყოფილი და ემოციებით სავსე ვარ რომ ....... აიი აიი არ ვიცი რა და როგორ გითხრა..უნიჭიერესიი , უთბილესი და ყველაზე კარგი ხარ ♥ ♥♥♥♥♥♥ love love

 


№21  offline წევრი mariko_2001

ვაიმეეეე ძაან მაგარი თავი იყოოო და დიდიი ყოჩააღ მაგარი ხაარ ალბათ კოკასაც აქვს რაღაც მიზეზები ასე რომ არის გაბორიტებული . გელოდებიი მალე დადე შემდეგი თავი ასეთივე დიდიიი❤❤

 


№22  offline მოდერი chica sol

vikipiki.
- არც პირველი ვარ , არც მეორე და არც მესამე :D თუმცა იმდენად კმაყოფილი და ემოციებით სავსე ვარ რომ ....... აიი აიი არ ვიცი რა და როგორ გითხრა..უნიჭიერესიი , უთბილესი და ყველაზე კარგი ხარ ♥ ♥♥♥♥♥♥ love love

შენ ძალიან თბილი და საყვარელი ხარ ძვირფასო. love
რა მნიშვნელობა აქვს მერამდენე ხარ?მე ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა love
მიხარია თუ მოწწონს... სტიმულს მაძლევ love

mariko_2001
ვაიმეეეე ძაან მაგარი თავი იყოოო და დიდიი ყოჩააღ მაგარი ხაარ ალბათ კოკასაც აქვს რაღაც მიზეზები ასე რომ არის გაბორიტებული . გელოდებიი მალე დადე შემდეგი თავი ასეთივე დიდიიი❤❤

გენაცვალეეე... love
ყველაპერს აქვს მიზეზი ხომ იცი... ნუ, თითქმის ყველაფერს...
ვეცდები არ გაგაწბილო love

 


№23  offline წევრი anushka15

აუ რა მაგარი იყო wink დღეს წავიკითხე მთელი ისტორია და მართლა ძალიან მომეწონა love

 


№24  offline მოდერი chica sol

anushka15
აუ რა მაგარი იყო wink დღეს წავიკითხე მთელი ისტორია და მართლა ძალიან მომეწონა love

დიდი მადლობა ჩემო კარგოო love
მიხარია რომ მოგწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent