შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ ცხოვრების მუღამი არ მაქვს(2)


17-09-2015, 00:45
ავტორი anuki-ano
ნანახია 2 370

დილით როდესაც ავდექი ჩავიცვი საცურაო კოსტუმი და ჩავედი ეზოში.ცხოვრების წესად მქონდა ლამის ქცეული ის,რომ დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი და აუზში მეცურავა.
აუზთან მისვლის შემდეგ მოვკარი ჩემს აუზში თვალი ლაშას.
-გორილა შენ რას აკეთებ ჩემს აუზში?ვინ მოგცა უფლება,რომ ასულიყავი?ეს აუზი მსახურებისთვის არ არის
ლაშა წყლიდან ამოვიდა და ისე გავიდა იქიდან არაფერი უთქვამს და ეს უფრო მაცოფებდა რომ მის თვალში არაფერს წარმოვადგენდი და საუბრის ღირსადაც არ მთვლიდა.მითუმეტეს არ ვიყავი შეჩვეული იმას,რომ ჩემი გარეგნობა ასე უყურადღებოდ რჩებოდა.
გავცურე და როგორც კი ამოვედი აუზიდან სამზარეულოში შევედი..
-დედა ვინ მისცა ჩვენს მსახურს უფლება,რომ აუზში იცურაოს
-ნიტა როგორ საუბრობ?რა მნიშვნელობა აქვს მსახურია თუ არა.ის შენი პირადი მცველია და შეიგნე ეს ამას აღარაფერი ეშველება და გეყოფა კაპრიზეები თუ შეიძლება.
ამ საუბრის დროს შემოვიდა ლაშაც
-უკაცრავად,ქალბატონო ნინა მე სამსახურიდან მივდივარ.
-არა ლაშა დარჩი!შენს გარდა ვერავის ვენდობი.
-მაპატიეთ მაგრამ არ მინდა ისეთი ადამიანის გვერდით ვიყო მთელი დღის განმავლიბაში როგორიც თქვენი შვილია
-მაგის შვილს სახელი აქვს რაა
-კარგით,გმადლობთ ყველაფრისთვის და ნახვამდის.ზემოთ ავალ ჩავალაგებ ჩემს ბარგს და წავალ.
ლაშა ავიდა ზემოთ,მაგრამ თითქოს არ ვიყავი კმაყოფილი იმით,რომ ის მიდიოდა...
-ნირა ახლავე ადი ზემოთ,ბოდიში მოიხადე და როგორც გინდა მოახერხე მისი დათანხმება დარჩენაზე
-დედა წავიდეს რა ასეთი შეუცვლელი ვინაა.
-ვფიქრობ გასაგებად გითხარი სათქმელი.ადი ზემოთ
ბუზღუნით ავედი.დავინახე როგორ ალაგებდა ჩანთას და ცხოვრებაში მგონი პირველად დავკარგე ჩემი სითამამე და მორცხვად მივუკაკუნე კარზე.მოიხედა თუმცა არაფერი არ უთქვამს და ისევ განაგრძო ჩალაგება.
-არ წახვიდე. ბოდიში თუ რამე გაწყენინე ძლივს ამოვღერღე ეს ორი სიტყვა.
-უკაცრავად,ვერ გავიგე რა მითხარი?
-ბოდიში
-არა,უფრო ხმამაღლა არ მესმის
-ბოდიშიი
-კარგი დავრჩები და ახლა შეგიძლია გახვიდე.
სიბრაზისგან თვალებიდან ისეთ ნაპერწკლებს ვყრიდი რომ სადაც იყო ცეცხლის ალი დამწვავდა.როგორ გამიბედა ასე მოქცევა გაბრაზებულმა გავინახუნე კარი და გავედი თან ყურში ჩამესმოდა მისი ირონიული სიცილი და ბრაზი ბრაზზე მემატებოდა.
-ნიტ რას შვები?
-რა უნდა ვქნა ტასო ამ გორილას ხელში?მთელი დღე სახლში ვარ გამოკეტილი
-ანუ შენ დღეს საღამოს ვერ ამოხვალ ჩემთან?
-კი როგორ არა ღამით გამოვიპარები და მოვალ. ალექსანდრეც იქნება?
-კი
-კაი გაკოცე საღამომდე
ღამით შევამოწმე,რომ ყველას ეძინა ავირბინე ოთახში ჩვიცვი და ფანჯრიდან თოკის საშუალებით ჩავცოცდი ძირს და როგორც კი ფეხი შევახე მიწას..
-უკაცრავად,თქვენ სადმე გეჩქარებათ?
-შენი საქმე არაა გამატარე უნდა წავიდე
-ვერსად ვერ წახვალ ამ ღამით შემოდი სახლში
-შენ ვინ ხარ,რომ მიკრძალავ მე სად და როდის გავიდე?
-დიდხანს გელოდო ახლა?თუ შეხვალ?
-არსადაც არ შევალ
-კარგით
სულ რამოდენიმე წამში ვიგრძენი როგორ მოვწყდი მიწას და ჰაერში აღმოვჩნდი
-შენ სულ გადაირიე?დამსვი!!
-მე ბრძანებას ვასრულებ და ღამით ვერსად ვერ გაგიშვებთ.
ოოთახში შემიყვანა და თვითონაც იქვე სავარძელში ჩამოჯდა
-ახლა ასე უნდა მიყურო?
-სხვა გზას არ მიტოვებთ
ასე იჯდა და მიყურებდი სანამ არ ჩავწექი საწოლში
-ხომ ხედავ უკვე ვწევარ და ახლა გაეთრიე ჩემი ოთახიდან უტიფარო
-თქვენ ვეღარ გენდობით.თქვენთვის ეს თუ მხოლოდ გასართობია ჩემთვის ეს სამსახურია და ხელფასი მჭირდება.
ხმა აღარ გაგვიცია ერთმანეთისთვის და ცოტა ხანში ლაშას ჩაეძინა.აშკარად მძი არეს უფრო კარგი შეხედულება ჰქონდა ვიდრე მაშინ როცა პირს აღებს და ასეთ სისულელეებს ლაპარაკობს და მეუხეშება.ცოტა ციოდა,შემეცოდა,ავდექი და პლედი მივაფარე..ჩემს თავზზე ვბრაზობდი როგორ ვამბობდი ამ არსებაზე საყვარელიათქო..
დილით თვალები როგორც კი გავახილე სავარძლისკენ გავიხედე თუმცა იქ აღარ დამხვდა და ცოტა გული დამწყდა,მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატო ვფიქრობდი საერთოდ ამ ადამიანზე.
ავდექი,წყალი გადავივლე,ჩავიცვი და უნივერსიტეტში წავედი უფრო სწორად წავედით რა თქმა უნდა უს გორილაც გამომყვა..
საღამოს საყიდლებზე წავედით გოგოები..
-გოგო შენ რა მაგარი დაცვა გყავს გამაცანი რაა..
-კაი რაა ნუც,ხუმრობ?რა მოგწონს ამ უტიფარში
ნუცამ დრო არ დაკარგა და ლაშას გაესაუბრა.იმდენად გაერთნენ საუბარში,რომ ლაშას ჩემსკენაც აღარ გამოუხედია თან გამიკვირდა ლაშა ნუცასთან საუბრის დროს იცინოდა.აბა ჩემთან რა ემართება ასე ცუდად,რომ მექცევა..
-უკაცრავად,თქვენ იქნებ მორჩეთ საუბარს და მომეხმარო.ჩვენ ფულს საუბარში არ გიხდით და გაითვალისწინე.გავბრაზდი და რამდენიც ვიყიდე იმდენი პაკეტი მას დავაკავებინე ლამის ყურებზეც ჩამოვკიდე..გარეთ გავედით და წამოსვლას ვაპირებდით უკვე როდესაც ნუცა მოვიდა ჩვენთან და გვთხოვა სახლში გაგვეყვანა.მე მაშინვე მივხვდი,რომ მას ლაშასთნ ყოფნა უფრო უნდოდა ვიდრე სახლში გაყვანა ეს აზრი დამიმტკიცა იმანაც,რომ ნუცამ ყურში მიჩურჩულა შენი დაცვა ძალიან მომწონსო და შენ რამე პრობლემა ხო არ გაქვსო და მეც რა თქმა უნდა მაშინვე ვუარყავი.შენ როგორც გინდა ისე მოიქეცითქო თუმცა ამ დროს გულში მთლად კარგად ვერ ვიყავი თუმცა ამის მიზეზს ბოლომდე ვერ ვხვდებოდი.ამასიბაში ნუცას სახლთანაც მოვედით.
-ნახვამდის ნიტა.ლაშა ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ჩემი ნომერი გაქვს და როცა გინდოდეს შემეხმიანე
-კარგი ნუცა ჩემთვისაც სასიამოვნო იყო შენნაირ საყვარელ გოგოსთან საუბარი შეგეხმიანები..დროებით..
ამ დიალოგმა საშინლად გამამწარა,მაგრამ რა თქმა უნდა არ შევიმჩნიე.ტელე ავიღე და ალექსანდრეს დავურეკე
-ალექს რას შვები?
-არაფერს ნნიტა,შენ?
-არც მე.გამოდი თუ გცალია გავისეირნოთ
-კარგი გამოვდივარ
საღამოს ბევრი ვიბოდიალეთ მე და ალექსანდრემ,ვიცინეთ და ბოლომდე ვცდილობდი ენერგიის დახარჯვას და ამ გორილას დავიწყებას.
-ნიტა ამან ახლა ასე უნდა გვდიოს უკან?
-ამას სახელი აქვს და თუ არ გსიამოვნებთ შემიძლია წავიდე ოღონდ ნიტაც ჩემთა. ერთად წამოვა
-შენ ვინ ხარ,რომ ნიტას უწყვეტ სად და როდის წავიდეს?
მივხვდი,რომ სიტყაცია დაიძაბა და განსამუხტად ლაშა გამოვაცალე იქაურობას და სახლში წავედით.მთელი გზა ხმა არ ამოუღია სახლში,რომ მივედით მითხრეს,რომ მამა მელოდებოდა კაბინეტში
-მამა ახლა რაღა მოხდა?
-ქალბატონო თქვენ გუშინ ღამით სადმე აპირებდით გაპარვას?
-რაა?მოგახსენა უკვე იმ ხეპრემ?
-არ არის შენი საქმე ვინ მითხრა.შენი საქმე ისაა,რომ სვანეთში მიდიხარ ერთი კვირით შენ და შენი დაცვა და პრეტენზიები არ გამაგონო უნდა მოსცილდეს თბილისს.სულელურდა იქცევი და მეშინია რამე არ დაგემართოს
მივხვდი,რომ წუწუნს აზრი არ ექნებოდა და უთქმელად გამოვედი კაბინეტიდან და ლაშას ოთახისკენ გავემართე ანთებული.არც დავაკაკუნე ისე შევვარდი ოთახში და დავინახე როგორ იდგა ლაშა მხოლოდ პირსაწმენდის ამარა.
-იქნებ სანამ შემოხვალთ დაკაკუნება ინებოთ.
-შენ უთხარი ჩემებს,რომ გუშინ გარეთ გავდიოდი?არ შეგეძლო მოგეკეტა ?
-სანამ შეურაცხყოფაზე გადახვალ იკითხე ზუსტად ვინ უთხრა.მე არავისთვის არაფერი მითქვამს და თუ შეიძლება გადი ჩემი ოთახიდან
-ხვალ ერთი კვირით სვანეთში მივდივართ.
-რააა?ერთი კვირა შენთან ერთად მარტო?დიდი იმედი მაქვს ორივე ჯანმრთელები დავბრუნდებით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent