პატარა ქალბატონი
ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტებიც,როდესაც გგონია,რომ სამუდამოდ დაეცი და წინ ნაბიჯის გადასადგმელად ძალა აღარ გყოფნის და შენ რასაკეთებ ამ დროს? ნებდები და დინებას მიყვები,თითქოს ეს შენი კი არა ვინმე სხვა ადამიანის ცხოვრება იყოს. არასოდეს მჯეროდა მის რომ ვნმეს ან რამეს შეეძლო ჩემი ცხოვრებს შეცვლა,ყოველთვის ვთვლიდი,რომ ჩემი ცხოვრების ბატონი მე ვიყავი,მაგრამ ეს აზრები მაშინ დამეფანტა როდესაც ხარბმა მამაჩემმა გადაწყვიტა ჩემზე 15 წლით უფროსი კაცისთვის გავეყოლებინე ცოლად,როდესაც პირველად გავიაზრე თუ როგორი ცხოვრება მექნებოდა მის გვერდით კინაღამ მოვკვდი,ტვინში სისხლი ჩამექცა,ჩემს დასაცავად არც არავის გამოუდია თავი,რა აღარ მოვიმოქმედე,რით აღარ დავემუქრე ჩემს მშობლებს,მაგრამ მათ შვილი კი არა ფული უყვართ. არასოდეს არ მქონია იმის ამბიცია,რომ ბევრი ფული მქონოდა და ფუფუნებაში მეცხოვრა,ყოველთვის იმას ვჯერდებოდი რისი საშუალებაც ჰქონდათ ჩემს მშობლებს.არასოდეს დამიჩივლია ჩემს მეგობრებს ძვირფასი ტანისამოსი ან ტელეფონები აქვთ და მეც მინდათქო,არვიცი ასეთი სიძულვილი რით დავიმსახურე ჩემი მშობლებისგან.არც ჩემი უფროსი და გამოირჩეოდა ჩემდამი სიყვარულით,თქვენ წარმოიდგნეთ და ისიც კი შურდა,რომ მდიდარ კაცზე მათხოვებდნენ. ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ და უკვე ოჯახის შექმნას მაძულებენ,არადა რამდენი განუხორციელებელი ოცნება მაქვს. -ნინა,გამოდი შენი საქმროს ოჯახი მოვიდა-ოდნავ შეღებული კარებიდან შემომძახა დედაჩემმა სხვა რა გზა მქონდა,თხელი თეთრი მაისური გადავიცვი და ზოზინით გავედი სასტუმრო ოთახში.დივანზე ჩამწკრვებულიყვნენ ჩემი მომავალი ოჯახის წევრები,რატომღაც ჩემი მომავალი ქმარი ჯერ თვალითაც კი არ მყავდა ნანახი,მხოლოდ მისი ასაკი და სოციალური მდგომარეობა ვიცოდი. -ბატონი ალექსანდრე არ გვესტუმრება დღეს?-ღიმლით კითხა დედაჩემმა მომავალ მზახლებს -ალექსს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და მოგვიანებით შემოგვიერთდება-ასევე ღიმილიანმა უპასუხა ნანიკომ ალექსის დედამ -არა რა! ხომ ვამბობ ყველაზე ლამაზი რძალი მეყოლებათქო!-ტაში შემოჰკრა ალექსანდრეს მამამ და ჩემსკენ გაკრეჭილი წამოვიდა,მეც სხვა რა გზა მქონდა მის წინ ღიმილი ავიკარი -აბა როგორ გეგონათ ჩვენი მზეთუნახავი ნინა ვინმე მათხოვრისთვის გვემეტებოდა?-ნამდვილად უადგილოდ გამოუვიდა მამაჩემს,მაგრამ როგორც სჩვევიათ ხოლმე ეს უხერხული სიტუაციაც ღიმილით განმუხტეს. კიდევ დიდხანს საუბრობდნენ ჩემს სილამაზეზე და იმაზე თუ როგორ ყველას შეშურდებოდა მათი ოჯახის. პატარაობიდან განებივრებული ვიყავი კომპლიმენტებით,ყველა მეუბნებოდა რომ ძალიან ლამაზი ვიყავი,თუმცა მე არასოდეს მიტრაბახია ამით,ყოველთვის მიმაჩნდა,რომ ადამიანის სხეული კი არა სული უნდა იყოს ლამაზი და დასაფასებელი,თუმცა ზოგს ეს მცნება საერთოდ არ ადარდებს და მხოლოდ სხეულის სლამაზით განსაზღვრავს ყველაფერს. კიდევ დიდხანს ბჭობდნენ ჩვენს სამომავლო ცხოვრებაზე ჩვენს მაგივრად ყველა გეგმა დააწყვეს,უკვე ბავშვიც კი გამიჩინეს და სახელებიც კი მოუფიქრეს. ეს უკვე მეტისმეტია! ოთახში ვაპრებდი შესვლას კარებზე ზარის ხმა რომ გაისმა,დედაჩემი გაღიმებული წამოვარდა და კარებს მივარდა.კარს მიღმა როგორც ჩანს ალექსანდრე იდგა,კარები რომ გააღო თვალებს ვერ დავუჯერე, დავიჯერო ეს კაცი ჩემი მომავალი ქმარიათქო? არა პრინციპში რას ერჩი მშვენიერი კაცია,ასაკთან შედარებითაც მშვენვრად გამოყურება,ეტყობა ბევრს ვარჯიშობს და პროტენებსაც იღებს. -მობრძანდი შვილო-ფიანდაზად გაეფინა დედაჩემი მომავალ სიძეს. მე უკმაყოფილოდ თავი გავაქნიე -როგორც იქნა გაგიცანი-ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა ბატონი ალექსანდრე და პირდაპრ თვალებში ჩამაშტერდა -ხო აბა-ძალით გავეკრიჭე -მართლაც როგორი ლამაზი ყოფილხართ ნინა-ახლა ამის თებთ ლაპარაკიღა მაკლდა,სუფთა ბებრული ჟესტები ჰქონდა! არაფერი ვუპასუხე,მაგრამ დედაჩემმა ისეთი თვალებით გადმომხედა ადგლზე გავიყნე და სე გავეკრიჭე ალბათ 32ვე კბილი გამომიჩნდა. მთელი საღამო ტელეფონზე ყო ჩამოკიდებული,ეტყობოდა რომ ეს ქორწინება მასაც არ სამოვნებდა დიდად და ამას მხოლოდ მშბლების გასახარად აკეთებდა.საშინლად მომაბეზრებელ იყო მათ კამპანიაში ყოფნა,თავის ტკივილი მოვიმიზეზე და ჩემს ოთახში დავბრუნდი. რაიონიდან ახალი ჩამოსულები ვიყავით მამაჩემმა ბატონი გივი,ალექსანდრეს მამა რომ გაიცნო და მასთან მუშაობა დაიწყო,როცა ჩავაბარე უნივერსტეტში გამომიცხადა უნდ აგაგათხოვო,მე შენი სწავლის ქირის გადახდის საშუალება არ მავსო,ტავ გავიგიჟე ვმუშავებ და თვითონ გადავხდითქო,მაგრამ არაო და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი,პირველ კურსზე ვარ და ჩემს ოჯახს ჩემი რჩენის თავ არ აქვს,ამიტომაც გადაწყვიტეს თავიდან მომიშორონ. ლეპტოპი გავხსენი და ინგას დავურეკე -როგორ ხარ გოგო? -აუ რავიცი რა ინგა,ნერვები აღარ მავს,ლამისაა აქედან გავიქცე -გაიცანი შენი საქმრო? -ეგეც დიდ ვინმე არ მყავდეს რა,ყველა ბატონო ალექსანდრეთი მიმართავს ჩვეულებრივი იდიოტია -ეგრეც ნუ იტყვი,მომიყევი აბა როგორია,სიმპატიური მაინცაა? -მეღადავები? ლამის მამაჩემის ტოლა და რეებს მეკითხები -რეებს გეკითხები და მას რომ მასთან დაწოლა მოგიწევს ქალბატონო ნინა -აუ მაგას საერთოდ ნუ მახსენებ რა!-კინაღამ გული ამერია -ხომ იცი რომ სმართლეს ვამბობ? აბა თაროზე შემოსასმელად კი არ მოჰყავხარ -აბა რამეფრად შენც დამიმატე ინგა! ისედაც ნერვებზე ვარ! -კარგი ხო რა იყო დამშვიდდი,მოდი ამ ამბავს დადებთათად შევხედოთ -მეღადავებ ხომ? გოგო რას უნდა შევხედო დადებითად თავი რამეს ხო არ მიარტყი შენ -რა უჟმური ხარ ნინიკო რა! უფ! მეცოდება ის კაცი შენროგორ უნდა გაგიძლოს კაცმა -აუ შენ ხო რასამბობ ისეთი ხასიათი გაქვს პირდაპირ დნები,ხვალ მოდიხარ უნივერსტეტში? -სხვა რა გზა მაქვს,კარგი წავედი ახლა ნიკა მეძახის გაბურღა ტვინი ინგა ჩემი მომავალი მეჯვარე უნდა ყოფილიყო,რაც ჩავაბარე მხოლოდ მასთან მქონდა ურთიერთობა,ზოგადად ზედმეტად კომუნიკაბელური არ ვარ,ამიტომაც მირჩევნია ერთთან ვიმეგობრო და გულწრფელად არანაირი სიყალბე. უკვე საღამოს 8 საათი იყო,დეკემბრის ცივი,სუსხიანი საღამო იყო,ქორწლი 1 იანვარს იყო დანიშნული,არადა ეს დღე როგორ მიყვარდა ხოლმე უბნს ბავშვები ერთად ვიკრბებოდით და ყოველ ახალ წელს ერთად ავღნიშნავდით. 1 კვირაში სრულიად უცნობ სახლში და უცნობ ადამიანებთან უნდა მეცხოვრა,სული მტკოდა უკვე ისე ვიყავი გამწარებული.ჩემ ქორწინება სულ სხვანაირი წარმომედგინა,ფერადი და თბილი. ზოგადად მატერიალისტი არასოდეს ვყოფილვარ ყოველთვის მიმაჩნდა რომ სყვარულს ვერანაირი ფული ვერ აჯობებდა. -როგორ მოიქეცი იმ ხალხთან?!-ღრიალით შემოვარდა ოთახში მამაჩემი -რას ქვია როგორ მოვიქეცი?-აზრზე ვერ მოვედი რა დავაშავე -უზრდელი და ტუტუცი გოგო ხარ!-ისე მწარედ გამარტყა კინაღამ გონება დავკარგე,მისი ხელის გემო ადრეც კი მქონდა გასინჯული მაგრამ ასე მწარედ არა,არ მიტირია უბრალოდ სიმწრსგან რამდენიმე ცრემლი გადმომვარდა -იმის მაგივრად,რომ ფეხებს მიკოცნიდე და მადლობებს მიხდიდე ცხვირი აიბზუე და სტუმრები დატოვე,ასე გაგზარდე მე შენ?!-ღრიალს არ წყვეტდა გურამი მაგრამ მე ამაზე უკვე იმუნტეტი გამომუშავებული მქონდა და ხმა არ გამიცია.ოთახშ დედა შემოვარდა და ცდილობდა გურამი დაეწყნარებინა,როგორც იქნა მოიჭამა მამამ გული და ღრალთ გავარდა ოთახიდან. ადამინი ფულმა ისე გადარა,რომ უკვე საკუთარ შვილსაც კი არინდობს.მშობლებისგან არც არასდროს ვყოფილვარ ზედმეტ სითბოს ჩვეული,იდეაშ ბიჭად ვუნდოდით მაგრამ გოგო რომ დავბადე ამან გააბოროტა მამაჩემი. წყალი გადავივლე და ჩემს დალურჯებულ თვალს ვკიდე თვალი სარკეში,გემრელად შევუკურთხე მამაჩემს და ლოგინში შევძვერი. დილით ადრე ავდექი მოვემზადე და უნვერსიტეტში წავედი.დალურჯებული თვალი ვეცადე ტონალით დამეფარა. ლექტორმა გვითხრა პრაქტიკებზე უნდა გავიდეთ კომპანიებში კომფერენციაზე და მოემზადეთო. ავტობუსში ჩავსხედთ და ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას მივადექით. -ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კომპანიაა ნინა,თუ გაგვიმართლა აქ დავიწყებთ მუშაობას-თვალი ჩამკრა ინგამ და ხელკავი გამომდო შევედით თუ არა ყველა თბლად და ღიმილით შემოგვეგება.ერთ-ერთი მდივანი კომფერენციის დარბაზისკენ გაგვიძღვა.კარები რომ შეაღო დავინაღე ალექსანდრე იდგა და რაღაცაზე გულმოდგინედ საუბრობდა,რომ დავინახე შევცბდი,კი ვიცოდი რომ რაღაც კომპანია ქონდა მს ოჯახს მაგრამ აქ მის ნახვას ნამდვილად არ მოველოდი. -ნინა რა გეტაკა წამოდი სულ გაფითრდი-მხარი გამკრა ინგამ ჩვენ კუთვნილი ადგილები დავავეთ და მისი მოსმენა დავიწყეთ.თავი ჩავღუნე ვეცადე არ დავენახე,მაგრამ არ გამომივიდა,დამინახა თუ არა ღიმილით გამომხედა და თვალი ჩამიკრა.ახმელა კაცს რა ატინგიცებს გავფქრე და თავი დავხარე. -გოგო რა გაფითრებული ხარ მოხდა რამე?-არ მომეშვა ინგა -ის კაცია-ხელით ვანიშნე ალექსანდრეზე -ვინ კაცი?-დაბნეული მიყურებდა -ჩემი საქმრო -რაა?-პრი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გააღო -ხო გოგო ეგაა ის ალექსანდრე -არარსებობს! ღმერთო რა სიმპატიურია! -გაჩუმდი გოგო არ გაიგონოს-ისე ვუჩქმიტე დაიწკმუტუნა -აი ამას ქვია გამართლება,პროსტა რა კაცა შეხედე ნინა! -ვაიმე ნგა გაჩუმდი რა!-თვალები გადავატრიალე დასრულდა თუ არა სხდომა,მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა ალექსანდრე -ნინა? რა სიურპრიზია-გამიღიმა -უნივერსტეტიდან ვართ-მეც დაბნეულმა ვუპასუხე -ანუ აქ გადიხართ პრაქტიკებს?-ჯებეებში ხელები ჩაიყო და ისევ მიღიმოდა -ასე გამოდის -თუ გცალია სადმე დავსხდეთ ლაპარაკი მინდა შენთან,ნორმალურად არც გიცნობ -ახლა?-კისერი მოვისრსე -კი ახლა,ნუ თუ გცალია -რავი აბა,კარგით მაშინ ჩემს დაქალს ვეტყვი და დავბრუნდები ინგას დავუბარე მანქანაშ ჩავსხედით და ახლომდებარე კაფეში დავსხედით -რას დალევ? -ყავას -2 ყავა თუ შეიძლება-უთხრა მიმტანს -მოკლედ არც ვიცი საიდან დავიწყო ნინა,ჩემთან შედარებთ ბავშვი ხარ,ეს ქორწინება არც მე მინდოდა,უბრალოდ მშობლებს ვერ ვაწყენინე,ამიჩემეს შვილიშვილები გვინდაო და აჰა კი მაქორწინებენ -ანუ რა გამოდს ამხელა კაცი მათ ჭკუაზე დადიხარ? -არა,უბრალოდ მათ აზრებს და სურვლებს ვთვალისწნებ ნინა -მე კდევ მგონია რომ მათ ჭკუაზე დადიხარ-მხრები ავიჩეჩე და ცოტა გავთმამდი -გეშლება,და შენ რატო დათანხმდი ამ ქორწინებას? -თუ გგონიათ რომ თქვენი ფული მაინტერესებს და სმდდრეზე მიჭრავს თვალი ძალიან ცდებით,ასე ვთქვათ მეც მშობლების აზრი გავითვალისწინე-არ ჩამოვრჩი პასუხშ და კმაყოფლიც დავრჩი -უზრდელი ბავშვები არ მიყვარს -გინდა თქვა რომ მე უზრდელი ვარ?-ავიფხორე -რაღაც დოზით კი,არიცი უფროსების პატივისცემა -პედოფილი პატივისცემას არ იმახურებს! -პედოფილი?-გულიანად გადაიხარხარა -ხო, არ ხარ პედოფილი?-კბილებში გამოვცარი -ვაიმე ნინა,აი მართლაც რომ ძალიან პატარა ხარ-არ წყვეტდა სიცილს -მე ვერ გაგიწევ ისეთ ცოლობას როგორიც შენ გინდა და ვერც მემკვიდრეებს გაგიჩენ! ჩვენი ქორწინება დიდხანს არც გასტანს -შენ რა იყო ჩემს აზრებს კითხულობ და რამე?-უკვე აღადავდა ბიჭი,ნუ ბიჭი რაა კაცი -გთხოვ ჩაშალე ეს ქორწინება-საწყალი კნუტის სახე მივიღე იმ იმედით რომ ცოტათი მაინც შევეცოდებოდი -იცი,აქამდე ვაპირებდი ჩამეშალა,მაგრამ ახლა გადავიფქრე,თათბირ მაქვს ნინა თუ არ გეწყინება უნდა გავიდე გამიღიმა ფული გადაიხადა და კაფიდან გავიდა,ისე გავბრაზდი კინაღამ დავლეწე იქაურობა.მდიდარი გატრიპაჩებული მამაკაცი,რომელსაც არავინ და არაფერი არ ედარდებოდა სწორედ ასეთი იყო ალექსანდრე ჯაჭვლანი! ნერვებმოშლილი წამოვედი სახლში -დედა! - დავიღრიალე -რა იყო?-სამზარეულოდან ხელების წმენდით გამოვარდა ლელა -მე იმ მოხუცს არ გავყვები ცოლად!-მტკიცედ განვაცხადე -რასამბობ გოგო? მამაშენმა არ გაგიგონოს ეგ -ფეხებზე გაიგოს! -ისევ ვღრიალებდი ________ ახალი არ ვარ,უბრალოდ ახალი ნიკი მაქვს,იმედია მოგეწონებათ და შეფასებებსაც გააკეთებთ,მაინტერესებს ყველას აზრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.