შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაჭა ჩემო სიყვარულო 5


17-09-2015, 18:23
ავტორი sopiko
ნანახია 2 571

უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი. ვერაფერს ვგრძნობდი... ამ სიცივეში მხოლოდ მისი სიახლოვე მათბობდა. არ ვიცოდი რა იყო ეს გრძნობა ან რატომ გაჩნდა მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ ვგრძნობდი და ეს მიზეზების ძებნას აღარ საჭიროებდა.
ალბათ დუმილი მასაც მოწყინდა. თავი ასწია და თვალი გამისწორა. აი, ახლა კი დავკარგე სითამამე. სხვა მხარეს გავიხედე და გულის რიტმის მწყობრში მოყვანას შევეცადე.
-შეშა არ გქონდათ და ვიფიქრე ამ სიცივეში გაიყინებიან_მეთქი.-გაუბედავად წამოიწყო საუბარი ბექამ და თან თოვლით შევერცხლილ მიწაზე დადებულ ხის მორებზე მიმითითა.
-გმადლობ! არ იყო საჭირო...-ამოვილუღლუღე და შეშისკენ დავიხარე.
-მძიმეა. მე შემოვიტან.-შემაჩერა მან და ყველა ერთად აიტაცა ხელში.
''მე მეუბნება მძიმეაო და თვითონ ამდენს როგორ სწევს''-გავიფიქრე მე და სახლში შემოსულ ბექას უკან ავედევნე. უკვე ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი მეპარებოდა, ჯობდა შინაგანი ხმისთვის დამეჯერებინა და არა სტუმრად მოსული ''მეორე მესთვის''. არა მგონია ეს გადამეტებული მზრუნველობა ბექას ჩვეული ქცევა იყოს, ბებიაც კი ძალიან აქებს მაგრამ... რა ვიცი... რა ვიცი...
ბექამ ბუხარში ცეცხლი დაანთო. ჩემდაუნებურად გამეღიმა. წარმოვიდგინე რომ ჩვენ ცოლ-ქმარი ვიყავით. ახალი წლის ღამე იყო. გარეთ ბარდნიდა. მე და ის კი დივანზე ჩახუტებულები ვიჯექით და თბილად ვმუსაიფობდით. თითქოს გაორება დამეწყო. აი, მეორე მაკა ფეხზე წამოდგა და მაგიდას მიუახლოვდა, უკვე ბექაც მის გვერდით დგას, ერთმანეთს ეხვევიან და ახალი წლის შემობრძანებას ულოცავენ. მე კი შორიდან ვუყურებ მ სანახაობას და ადგილიდან განძრევაც კი არ შემიძლია.
-მაკა! მაკა! კარგად ხარ?-გონებაში ჩამესმა ვიღაცის ხმამ და ოთახი რომ მიმოვათვალიერე აღარც მეორე მაკა იყო და აღარც მეორე ბექა. პირველი კი ნამდვილად ჩემს წინ იდგა და შეშფოთებული შემომყურებდა.
-იქ...-ჩავიჩურჩულე და დივნისკენ გავიშვირე ხელი.
-რა იქ მაკა? ძვლივს მოგიყვანე გონს, თვალი ერთი წერტილისთვის გქონდა გაშეშებული და გაუნძრევლად იდექი.
-ხო... რაღაც დავიღალე.-ძალაუნებურად გავიღიმე, ვხედავდი როგორ ნერვიულობდა ბექა და მიხაროდა... ძალიან მიხაროდა. ის ჩემზე ღელავდა, ანუ რაღაცას ვნიშნავდი მისთვის. იქნებ ისიც არ იყო გულგრილი ჩემს მიმართ. გულგრილი? ნუთუ ამ გრძნობას სიყვარული ერქვა... სამი დღის გაცნობილი ადამიანი და უკვე შემიყვარდა? არა! ეს შეუძლებელია.
-მაკა!-შემანჯღრია ბექამ-რა გჭირს? მგონი შენ მართლა დაიღალე. წამოდი. შენ საძინებელში ავიდეთ.
ბოლო სიტყვებზე შევცბი და უნდობლად შევხედე. მას კი გაეღიმა და კიბისკენ მიბიძგა.
-რა სულელი ხარ... ჩემი სულელი გოგო...
ამ ბოლო სიტყვებზე კი ნამდვილად ფრთები შევისხი და სულ ფარფატით ავფრინდი მეორე სართულზე. ხო, კარგით, კარგით... ბექას მკლავებში არ მიგრძვნია ავფრინდი თუ ავედი, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ასე მშვიდად და დაცულად თავი არასდროს მიგრძვნია. დიახ, როცა შეამჩნია რომ ძვლივსძვლივობით ვდგამდი ნაბიჯებს ხელში პატარა ბავშვივით ამიტატა. თავი მხარზე დავადე და თვალები მივლულე. მე, მაკა ლობჟანიძე მას, ბექა მაისურაძეს ვეკუთვნოდი და ეს დაუწერელი კანონი იყო. საწოლში ჩამაწვინა და შუბლზე მეამბორა.
-ტკბილად იძინე პატარა ანგელოზო.

მეორე დილას თვალები გავახილე თუ არა გიჟივით წამოვხტი ფეხზე.
-გუშინ აქ იყო... ნამდვილად აქ იყო... ეს რომ სიზმარი იყოს თავს მოვიკლავ...-ვბუტბუტებდი და ოთახებში დავრბოდი. არა! არსად არ იყო, თუმცა შეუძლებელი იყო გუშინდელი ჩემი ემოციები უბრალოდ ტკბილი ზმანებისთვის დამებრალებინა. ტკბილი! ტკიბილი ძილი! კი, ის ჩემთან იყო. წასვლისას ხომ ტკბილი ძილი მესურვა. ყველაფერი თვალწინ დამიდგა და სასიამოვნოდ გავიზმორე. არც მისი ''ჩემი სულელი გოგო'' დამვიწყებია. მერე ისიც გამიხსენდა ბებია რომ სახლში არ იყო და შუადღით უნდა ჩამოსულიყო. მეც სამზარეულოში ჩავედი და საუმზის მომზადება დავიწყე.
-მოვიფიქრე!-წამოვიძახე და ღიღინით გამოვიღე კარადიდან სამზარეულოს წიგნი. გადავფურცლე და აქა-იქ დახატულ ნახატებს თვალი შევავლე.
-ეს? არა... ქადახაჭო? არა, ამის ძალა მე არ შემწევს. ჰმ, მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო!-მალევე მივიღე გადაწყვეტილება და მაცივრიდან საჭირო ინგრედიენტები გამოვიღე.
-ძეხვი, სოსისი, სოკო.-ვჩურჩულებდი ჩემთვის-ახლა 200 გრადუსზე დავაყენოთ ელექტრო ღუმელი და... დაველოდოთ გამოცხობას!
ტაში შემოვკარი და სკამზე ჩამოვჯექი. ერთი სული მქონდა როდის იქნებოდა მზად ჩემი ნახელავი. პირველად ვაცხობდი პიცას და ხომ წარმოგიდგენიათ როგორ ვღელავდი, თანაც ჩემი კულინარიული ნიჭი ბექას უნდა შეეფასებინა. არ მოგესმათ! ბექა ვახსენე. ამ განზრახვას აუცილებლად მოვიყვანდი სისრულეში, არანაირი შიში და გამოუცდელობა არ დამიშლიდა რადგან ჩემი საყვარელი მამაკაცი უნდა მესიამოვნა. საყვარელი? დიახ, ნამდვილად სწორედ გაიგეთ. სწორედ ამ დილას გამოვუტყდი საკუთარ თავს ბექას სიყვარულში. მერე რა რომ მას ჯერ არ ვუყვარვარ. შემიყვარებს! აუცილებლად შემიყვარებს!

კარზე დავაკაკუნე და პიცა მოხერხებულად დავიჭირე ხელში. ჯერ ფეხის ხმა მომესმა, მერე კი ურდულის ჩხაკუნი. ბექას ჩემს დანახვაზე თვალის გუგები გაუდიდდა და მოულოდნელობისგან უკან დაიხია. უპეები დასიებოდა, როგორც ჩანს მთელი ღამეა არ უძინია.
''აბა რას აკეთებდა?''-გავიფიქრე უცებ და ლამის ტირილი დავიწყე.
''ნამდვილად სხვა ქალი ჰყავს, შენ კი ჩერჩეტი ხარ ჩემო მაკა''-ცეცხლზე ნავთი დაასხა პირველმა მემ.
''რატომ ფიქრობ ცუდზე? ალბათ შენზე ფიქრობდა და ვერ დაიძინა''-დამამშვიდა მეორე მემ და მეც ისევ კუნტრუშის ხასიათზე დავდექი.
-შენ?-ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა მაისურაძეს.
-დილა მშვიდობისა ბექა, პიცა გამოვაცხვე და მარტო ჭამისთვის დამენანა, ვიფიქრე ერთად ვისაუზმებდით-გავუღიმე და უხერხულად მოვინაცვლე ფეხი.
-პირველად ვაფასებ შენს გადაწყვეტილებას.-გაეცინა ბექას-შემოდი, შემოდი...
გზა დამითმო და მეც თამამად შევაბიჯე შემოსასვლელში. მისაღები ნათელ ფერებში ჰქონდა მოწყობილი. ბექამ სავარძელზე მანიშნა და მეც აღარ გამომიდია თავპატიჟი.
-წავალ, პიცას დავჭრი და წვენსაც მოვიტან.-უხერხული სიჩუმე დაარღვია მან.
-როგორც ჩანს სამზარეულოში ტრიალს მიჩვეული ხარ.-გამეცინა მე.
-სულაც არა. ეს მოვალეობა სხვას აკისრია.-ნიშნი მომიგო ბექამ. მივხვდი რაც იგულისხმა და თავი დაბლა დავხარე, ჩემი ამღვრეული თვალები რომ არ შეემჩნია.
-გეხუმრე სულელო... მოსამსახურე ქალი მეხმარება ამგვარ საქმეებში.-თავის ჭკუით დამამშვიდა მაისურაძემ მე კი უფრო ამიჩუყდა გული.
''გუშინ მისი სულელი გოგო ვიყავი, ახლა კი...''-გავიფიქრე გულში და სამზარეულოში გასულს უკან მივყევი.
-და მე შემიძლია რამეში დაგეხმარო? მართალია ბევრი არაფერი ვიცი მაგრამ პიცის დაჭრა ნამდვილად შემიძლია.-ამაყად მოვიღერე თავი.
-ოჰოო. მგონი ჯობია სხვა რამეში შევეჯიბროთ ერთმანეთს, ვნახოთ, ვინ უფრო მეტ ნაჭერ პიცას შეჭამს.-წინადადება წამოაყენა ბექამ.
-თანახმა ვარ!-წამოვიძახე გახარებულმა და ხელები მოვიფშვნიტე.

.........................................................
ესეც შემდეგი თავი. ბოდიშს გიხდით თუნდაც ერთდღიანი გამოტოვებისთვის ,მაგრამ სკოლის გადამკიდე უფრო დიდი თავის დადება ფიზიკურად არ შემიძლია. ველოდები თქვენს თბილ კომენტარებს. იცოდეთ რომ თითოეული შეფასება დიდი სტიმულია ავტორისთვის და ორი წუთი არ დაინანოთ. სიყვარულით სოფიკო <3
პ.ს. ხო, იქნებ თქვენი აზრიც დაასაბუთოთ თითოეულ გმირზე?



№1  offline წევრი teddy))

ძალიან კარგია <3 შენი წერის სტლიც ძალიან მომწონს ^_^ მთავარი გმირი მაკა ძალიან საყვარელია ^_^ პიცა რომ მომანდომე გაპატიებ <3

 


№2  offline მოდერი sopiko

teddy))
ძალიან კარგია <3 შენი წერის სტლიც ძალიან მომწონს ^_^ მთავარი გმირი მაკა ძალიან საყვარელია ^_^ პიცა რომ მომანდომე გაპატიებ <3

დიდი მადლობა <3 პიცა მეც მომინდა მაგრამ მაკასია :-D

 


№3  offline მოდერი ლილიანა

მომწონს,მომწონს მაკა და ბექას,ჩემი ბუნებიდან შორსაა მაკა,მე ასეთი თამამი არ ვარ,ყოჩაღ მაკას.
შენც მომწონხარ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline მოდერი sopiko

ლილიანა
მომწონს,მომწონს მაკა და ბექას,ჩემი ბუნებიდან შორსაა მაკა,მე ასეთი თამამი არ ვარ,ყოჩაღ მაკას.
შენც მომწონხარ

მადლობა საყვარელო. სიმართლე გითხრა ჩემგანაც შორსაა მაგრამ მინდა ვგავდე მას.

 


№5 სტუმარი sofiii

Rachaaa?! ....sofikooo?!.
wasakitxad axal ,,msxverpls" vedzebdi da wavawydi kidec..ert wamshi bevri saetro vnaxe sataurshi da avtorshi...
Sofiko me tavad var..racha ki kutxe romelic unaxavad miyvars <3

Skolao...komentarebshi axsene sofi, moswavle xar?
Minda uamravi warmateba gisurvo chemo mosaxelev..
Kargad wer,momwons sheni xedva,mase gaagrdzele. <3 <3 <3

 


№6  offline მოდერი sopiko

sofiii
Rachaaa?! ....sofikooo?!.
wasakitxad axal ,,msxverpls" vedzebdi da wavawydi kidec..ert wamshi bevri saetro vnaxe sataurshi da avtorshi...
Sofiko me tavad var..racha ki kutxe romelic unaxavad miyvars <3

Skolao...komentarebshi axsene sofi, moswavle xar?
Minda uamravi warmateba gisurvo chemo mosaxelev..
Kargad wer,momwons sheni xedva,mase gaagrdzele. <3 <3 <3

მადლობა ჩემო კარგო. დიახ, მოსწავლე ვარ :-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent