შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (31)


17-09-2015, 19:31
ავტორი Linna
ნანახია 4 291

*ლუკა:
ის ორი შეყვარებული იდიოტი იმდენად იყო გართული ერთმანეთით, ვერც ხვდებოდნენ რას ვუმზადებდი. ხვალისთვის ყველაფერი მზად იყო. ვახტანგი შვიდი საათისკენ უნდა გასულიყო სახლიდან თავის ოჯახთან ერთად, ამ დროს მის მანქანაშ ჩემი სნაიპერი გააკონტროლებდა. სახლამდა დაცვა მიაცილებდა, რვისთვის კი სრულიად დაუცველი დარჩებოდა.. ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი საღამოზე მიმტანად მუშაობს, ხოდა ის გადასცემს მას, რომ სამზარეულოდან გამოგზავნეს და ვიღაც ეძახის.. სამზარეულოში მე დავხვდები, საუბარს დავუწყებ და ნელ-ნელა უკანა გასასვლელთან მივიყვან.. აი იქ კი ვესვრი. რათქმაუნდა მაყუჩით, ხმა რომ არ გავარდეს.. უკანა კარებთან ნიკა დამხვდება მანქანით, მომაკვდავ ბერიძეს მამაჩემის საფლავთან მივიყვანთ.. ყელს გამოვჭრი, თავს იქ დავტოვებ, ტანი კი არაფერში მჭირდება. ბაქსის, ნიკას ძაღლს მივუგდებ დასაჩიჩქნად..
გართულების შემთხვევაში, სნაიპერი დაგვეხმარება, საკმაოდ გამოცდილია.. მოკლეთ, ყველაფერი კარგად მქონდა გათვლილი.. მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა.. როცა ყველაფერი მორჩება, ანასტასიას დავურეკავ და ყველაფერს მოვუყვები.. ავუხსნი იმას, თუ რატომ დაინტერესდა თორნიკე მისით.ანასტასია გაგიჟდება, სასოწარკვეთილებაში ჩავარდება, თორნიკეს გამბედაობა არ ეყოფა ყველაფრის ასახსნელად და უსიტყვოდ დაშორდება.. ეს კიდევ უფრო გაამწარებს ანას, მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი.. უბრალო გულისტკივილით არ დავკმაყოფილდები.. ჭკუიდან უნდა შეიშალოს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით !
*ანასტასია:
-ხვალ ვერ გნახავ.
ვუთხარი და ავხედე. ხეზე იყო მიყრდნობილი, მე მასზე მიხუტებული.. ბავშვებისგან მოშორებით ვიყავით, ცალკე გვინდოდა ყოფნა.
-რატომ?
პირიდან სიგარეტის ბოლი გამოუშვა და მკითხა..
-რაღაც ღონისძიებაა ხვალ, მთელი ოჯახი მივდივართ..
-სხვალ? ასე უცებ?
ანერვიულდა, შეიშმუშნა.
-უცებ?
გავიკვირვე.
-არა, არა, სხვა რაღაც ვიგულისხმე..
დამშვიდებას ცდილობდა, მიმიხუტა და სიგარეტი უფრო მაგრად მოქაჩა.
რატომღაც აღარ ჩავაცივდი, გულისცემის მოსმენა გავაგრძელე..
-გამასინჯე რა.
რამდენი ხანია ამის თქმა მინდოდა.ისე გემრიელად აბოლებდა, მეც მინდოდა მეგემა ის, რითაც ჩემი შავი ბიჭი მშვიდდებოდა და კმაყოფილდებოდა.
-არ გინდა.
წარბაწეულმა მითხრა და სიგარეტი ხეს მიაწვა..
-რატომ? შენ ხომ ეწევი?
-ცუდია
მშვიდად მესაუბრებოდა, ეტყობოდა, რომ სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობდა. თითქოს, საერთოდ არ მისმენდა..
-პატარავ, გადავრეკავ, კარგი?
თავი დავუქნიე და წამოვიწიე.. გამიკვირდა, როცა წამოდგა და მოშორებით გავიდა დასარეკად.. მისი საუბარი არ მესმოდა, მაგრამ ხელის მოძრაობებითა და მიმიკებით ვხვდებოდი, რომ რაღაც ვერ იყო კარგად.
-ყველაფერი კარგადაა?
ვკითხე, როცა ჩემთან დაბრუნდა.
-კი, კი.. წავიდეთ რა.
-თორნიკე, რაღაცას მატყუებ.
-არა პატარავ,ლუკას სჭირდება რაღაც, ახლა გამახსენდა.
-ნამდვილად?
-კი, ჩემო სიხარულო.
-კარგი.
დავემორჩილე, წამოვდექი და შორტი დავიფერთხე.. სახლამდე უხმოდ მიმიყვანა, მერე ბევრი, ძალიან ბევრი მაკოცა.. ასე არასდროს მოქცეულა, ისევ ის საშინელი შეგრძნება დამეუფლა..ისევ ცუდს მიგრძნობდა გული.
*თორნიკე:
სახლში სწრაფად მივედი, ამოვისუნთქე, როცა ლუკა შინ დამხვდა.
-რას აკეთებდი დღეს?
ვცდილობდი არ შემემჩნია, რომ ვნერვიულობდი.
-რავი, დღეს სმენები შევცვალე და მთელი დღეა სახლში ვზივარ, მგონი ავად ვხდები.
-ჰო?
ამოვისუნთქე, მის წინ დავჯექი..
-ჰო, თერმომეტრი ვერ ვნახე და ხვალ დედასთან ვაპირებ წასვლას..
დავმშვიდდი.
-ჰო, წადი.
წამოვდექი და პირსახოცი ავიღე გადასავლებად.. არ მინდოდა ღონისძიება გამეხსენებინა, მას უმალვე შეეძლო გეგმების შეცვლა..
*მეორე დღე, ლუკა:
-ყველაფერი მზადაა?
ვკითხე ნიკას. სახურავზე ვიდექით და სნაიპერთან ერთად მარშრუტებს ვაკვირდებოდით.
-კი, ყველაფერი წესრიგშია.
-ძალიან კარგი, ორ საათში აქ იქნებიან..
იარაღი ქამარში ჩავიდე და ნიკასთან ერთად სახლის უკანა გასასვლელთან გადავინაცვლე. ვაანალიზებდი რა მელოდა წინ.. ცოტათი ვნერვიულობდი კიდეც, არავის არ უნდა დავენახე ! რათქმაუნდა პოლიცია პირდაპირ ჩემზე და თორნიკეზე აიღებდა ეჭვს, მითუმეტეს მის თავს ხომ მამაჩემის საფლავზე ვტოვებ. მაგრამ ესეც მოგვარებული მაქვს, როცა ანასტასიას მორალურად და ფიზიკურად გავუსწორდები, თვითონ ჩავბარდები პოლიციას.. რაც ყველაზე მტავარია, მამის საფლავზე დადებულ ფიცს ავასრულებ !
ყველაფერი კიდევ რამდენჯერმე გადავამოწმე და როცა მივხვდი, რომ საქმე ხუთიანზე შესრულდებოდა, მშვიდად დაველოდე რვა საათის დადგომას.
*ანასტასია:
ცისფერი კაბა მეცვა, მამას უყვარდა, როცა კაბებს ვატარებდი.სიამაყით წარმადგინა სტუმრებთან, ვიღიმოდი, მაგრამ ერთი სული მქონდა როდის გავაღწევდი აქედან.თორნიკეს გარეშე ერთი წამითაც აღარ შემეძლო გაჩერება.. წამოსვლამდე მწერდა, მაგრამ მისი კოცნა მინდოდა, თბილი მესიჯები არ მყოფნიდა..
-პაბლო, გაიცანი, ჩემი ქალიშვილი, ანასტასია.
კიდევ ერთი ადამიანი გავიცანი, მასაც ვუღიმოდი. დედამ პუნში მომიტანა, ცოტათი მოვეშვი, მაგრამ მაინც მიჭირდა აქ გაჩერება..
-ბატონო ვახტანგ, სამზარეულოდან გამომგზავნეს, თქვენი ნახვა უნდათ.
ჩვენთან ახალგაზრდა მიმტანი მოვიდა, თითქოს საიდანღაც მეცნო..
-ჩემი?
გაუკვირდა მამას.
- ვახტანგ ბერიძე ბრძანდებით?
-დიახ.
თავი დაუქნია.
-სწორედ თქვენტან გამომგზავნეს.
გაუღიმა მიმტანმა და გაგვშორდა, მამამ მხრები აიჩეჩა და სამზარეულოს გზას დაადგა.. ისევ აჩქარდა გულისცემა.
-მა, მოიცა.
მასთან მივირბინე და ლოყაზე ვაკოცე.. არ ვიცი რატომ, მაგრამ გული მეუბნებოდა, რომ მისი თბილი ლოყების გემოს გაგებას დიდხანს ვერ მოვახერხებდი.
*ლუკა:
მთელი სხეული ამიცახცახდა, როცა ის დავინახე.. აჩოჩქოლებული სისხლი ბობოქარი ტალღებივით აწყდებოდა კანს.. მთელი ზიზღი ერთ წერტილში მოყარა, ლამის მივვარდი და იქვე გამოვასალმე სიცოცხლეს. მისდამი სიძულვილი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მაძლევდა, ხელს იარაღს ვუჭერდი და ნესტოებგაფართოებული ვსუნთქავდი, ყველა ძარღვი დამჭიმვოდა, სუნთქვაც კი მიჭირდა.
-გთხოვთ, მხოლოდ თქვენ თუ გვიშველით.
ნელ-ნელა გვიახლოვდებოდნენ, ბერიძე ანერვიულებული სჩანდა.. აშკარად დაიჯერა, რომ ვიღაც უჭკუო თინეიჯერს, მისი დახმარების იმედი ჰქონდა.
-აი, უკანა კართანაა.
ვახომ კარი გამოაღო, ჩემს დანახვაზე შეცბა.. ალბათ მამაჩემს მიმამსგავსა, მყისიერად აამოქმედა თავდაცვითი სისტემა და სწრაფად მიბრუნდა, წასვლას შეეცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.. ხელი უკნიდან მივაჭირე კისერზე და უკან გამოვათრიე, იარაღი მუცელზე მქონდა მიჭერილი.
-მიცანი არა?
ყურთან ახლოს წარმოვთქვი.. ხელს ძლიერად ვუჭერდი რომ სუნთქვა შეკვროდა და დაყვირება ვერ მოეხერხებინა..
-ჰო ბერიძე, მე ვარ.. გახსოვს აბაშიძე? ეს გვარი რამეს გეუბნება?
ჩემი ძლიერი მკლავის ქვეშ ფართხალებდა, რათქმაუნდა ამაოდ.. ჟანგბადი აღარ ყოფნიდა, მაგრამ მის დახრჩობას არ ვაპირებდი, მინდოდა გაეგო რა ელოდა მის ქალიშვილს, აი მერე კი მცოცავ ტყვიას შევუშვებდი მის სხეულში.
-გახსოვს მამა რომ მომიკალი? დიახ ვახტანგ, არ მოგესმა.. მამაჩემის გამო სამაგიერო უნდა გადაგიხადო. არა მარტო შენ, შენს ძვურფას ქალიშვილსაც ბოლო მოეღება.უი, მაპატიე, ქალიშვილი არ უნდა მეთქვა, მან ხომ ჩემს ძმას მიაკარგა მისი უმანკობა..
ამ სიტყვების გაგონებაზე უფრო ძლიერად გაიბრძოლა ჩემს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ისევ ამაოდ..
-შენი სიკვდილის მერე ბოლოს მოვუღებ ! ისე დავტანჯავ, როგორც მე და ჩემი ძმა ვიტანჯებოდით.. ახლა კი, ბოლოჯერ ჩაისუნთქე ჰაერი.. თუმცა, ჯერ უკანასკნელი ჩასუნთქვა არაა, უკანასკნელად ჟანგბადს მამაჩემის საფლავზე ჩაუშვებ ფილტვებში, ქვაზე დაჩოქილი.. ერთი სული მაქვს ბერიძევ, მეზიზღები!
მთელი სიძულვილით მივანთხიე და მცოცავი ტყვია კუჭთან ახლოს ვესროლე.. მერე მანქანაში შევათრიეთ, უკანა სავარძლებზე დავაგდეთ.. ვიცოდი რას გრძნობდა, ტყვია ხომ მის ორგანიზმში დადიოდა.. ფლეთდა ყველაფერს, ნაწლავებს, სისხლძარღვებს, აბსოლუტურად ყველაფერს ! სისხლისგან იცლებოდა, გმინავდა..
-ჩემს ანას..
თავს ძალას ატანდა და სიტყვებს ლუღლუღებდა, უკვე პირიდანაც მოსდიოდა სისხლი.
-ჩემს გოგოს არ შეეხო.
თითქოს დამემუქრა, გემრიელად გადავიხარხარე და სიცილით ვუპასუხე:
-თორემ რა? პოლიციაში დამასმენ?
ისევ გავიცინე და გზას გავხედე.. სარკეში ვუყურებდი და ვტკბებოდი როგორ ეკვანჩხებოდა სხეული..
-ცოტაც გაუძელი ვახტანგ, მალე მივალთ..
ირონიულად გავამხნევე, შევბრუნდი და კიდევ ერთხი ტყვია მივუგზავნე ორგანიზმს დასაგლეჯად.
მანქანა გაჩერდა, საბედნიეროდ ასეთ დროს სასაფლაოზე არავინ არ დაგვხვდა, მანქანიდან გადმოვათრიეთ. ცალ მკლავზე ვექაჩებოდი, ასე მივათრიე საფლავამდე.. მინდოდა უფრო ტკენოდა, უფრო ცუდად გამხდარიყო.. მამაჩემის საფლავის ქვაზე მუცლით დავაგდე, სულს ღაფავდა.. სისხლს ახველებდა, თვალის გუგები სადღაც დაჰკარგვოდა, მხოლოდ სითეთრეს ვხედავდი..
-დამტოვეთ.
ვუბრძანე ბიჭებს, დამემორჩილეს.
აი, დადგა ის სანატრელი მომენტი, როცა მე მარტო ვიყავი მამასთან და მის მკვლელთან ერთად.
-ხედავ ბერიძე? ხედავ რა არ ხდება? შენ კვდები და ისვენებ, შენი ქალიშვილი კი წამებაში აგრძელებს სიცოცხლეს.. გეფიცები, ჭკუიდან შევშლი!
ხელი კეფაში ჩავავლე და წამოვწიე, მუხლებზე დავაყენე.. ძალაგამოცლილი იყო, რამდენიმე წამიც და მოკვდებოდა..
-ახლა კი ვახო, მოდი, უფრო კარგად შევღებოთ ეს თეთრი ქვა წითლად.წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
უგონოდ იყო, მაგრამ მე მაინც განვაგრძობდი სარკაზმს, დაცინვას, ლანძღვასა და გინებას.
-ახლა მართლა უკანასკნელად ამოისუნთქე, ბერიძე!!
დავიყვირე და დანა კისერთან მივუტანე. დაუფიქრებლად გადავჭერი არტერეა, სისხლმა ჩანჩქერივით ამოასხა. სხეული დაეკრუნჩხა, რამდენჯერმე მოიხარა და გაიმართა. და აი, ორი მცოცავი ტყვია გამოვარდა სხეულიდან, მორჩა, ამ ქვეყნიდან წავიდა. მოკვდა ! ისე, როგორც შეეფერებოდა ! ისევ ქვაზე მივაგდე, შვებით ვუყურებდი სისხლიან ხელებს, ცხვირთან მივიტანე და ღრმად ჩავისუნთქე.. შურისძიების სურნელმა სხეული ბედნიერებით გამიჟღინთა..
ქვას მოვუარე და თეთრ ადგილას ხელზე შერჩენილი სისხლი მოვუსვი.
-დაგპირდი და ავასრულე მამა !თორნიკეს შეუნდე, არ იცოდა რას აკეთებდა ! ჩათვალე, ისიც მეხმარებოდა ! თუმცა, მან მთავარი გააკეთა.
გადავიხარხარე.. რამდენიმე ცრემლი გადმომიგორდა თვალიდან.. ბედნიერების? არა, ეს იმ საშინელი ტკივილის ცრემლები იყო, რომელიც ამხელა ზიზღმა მომანიჭა..ვახტანგს გავხედე, გულისრევა ძვლივს შევიკავე ასეთ საზიზღარ სანახაობაზე.. მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი.. გეგმის პირველი ნაწილი მორჩა.. ახლა მთავარი იწყებოდა.. ანასტასია ბერიძე.
*ანასტასია:
-არ გამოჩენილა?
მკითხა დედამ, ტავი გავაქნიე.. გული ძალიან, ძალიან ცუდს მიგრძნობდა.
-უკაცრავად!
იმ მიმტანს დავეწიე, რომელმაც მამას დაუძახა..
-დიახ?
გაკვირვებულმა შემომხედა..
-ხომ ვერ მეტყვით ვინ კითხულობდა ვახტანგ ბერიძეს?
-უკაცრავად, ვის?
კიდევ უფრო გაიკვირვა..
-აი, მაღალ, შავგრემან კაცს.. სამზარეულოში გეძახიანო, თქვენ არ უთხარით?
-მაპატიეთ, ვიღაცაში გეშლებით.. საქმე მაქვს, თქვენის ნებართვით.
გამწია და წავიდა.. სასოწარკვეთილი ვიყავი, გული გამალებით ბეთქავდა.
-იქნებ სამსახურშია?
ვკიტხე დედას, თავი გააქნია..
-ასეთ დღეს? დაცვის გარეშე იყო და სამსახურში წავიდოდა?
ღმერთო, დაცვა არ ჰყავდა!
-დეე, პოლიციის განყოფილებაში წავიდეთ, სასწრაფოდ !
თვალები გაუფართოვდა..
-იქ რა გვინდა?
-ისევ რომ ეცადათ მისი მოკვლა? ან რომ გაეტაცებინათ?
-ანასტასია,გთხოვ, ეგეთი აზრები გონებიდან ამოიგდე !
-დედა, თავს ცუდად ვგრძნობ..
-მეც.
ვატყობდი, რომ მასაც ჰქონდა მსგავსი შიშები..
-წავიდეთ რა.
ისევ ვთხოვე, თავი დამიქნია.. არავის დავმშვიდობებივართ, ისე წავედით განყოფილებაში..
-ირაკლი!
მამაჩემის პარტნიორს დავუძახე, გაკვირვებულმა შემომხედა..
-ანა? აქ რა გინდა?
-მამა დაიკარგა..
-როგორ თუ დაიკარგა?
-ვიღაცამ დაუძახა, ორ საათზე მეტი გავიდა, მაგრამ არ დაბრუნებულა..
-ოჰ, ვახო! რამდენჯერ უნდა გავაფრთხილო ! ახლავე გამოვაცხადებ ძებნას, თქვენ აქ იყავით..
______________________________________________
ირაკლის კაბინეტში ვისხედით,თორნიკეს ყველაფერი შევატყობინე, მაგრამ არაფერი მოუწერია.. მისი დამშვიდება მჭირდებოდა, მაგრამ რა უნდა მექნა, ალბათ არ ეცალა.
ტელეფონი აზუზუნდა, უცხო ნომერი იყო.. რატომღაც, მეგონა, რომ თორნიკე იქნებოდა, სწრაფად ვუპასუხე.
-თორნიკე?
თან წამოვდექი და კუთხეში გავედი..
-აჰაჰაჰაჰა - ბოროტი სიცილი მომესმა, ხმა ვერ გავარჩიე- რატომ ხართ გოგონები ასეთი მიამიტები?
ისევ იცინოდა, ძვლები გამეყინა, გული ცუდს მიგრძნობდა..
-რომელი ხარ?
აკანკალებულმა ვკითხე..
-მე ვარ ის, ვინც თორნიკე აბაშიძის მსგავსად არ მოგატყუებს და სრულ სიმართლეს გეტყვის.
-რა სიმართლეს?
ვცახცახებდი.
-საყვარელო, შენ რა, მართლა გეგონა, რომ თბილისის ერთ-ერთი სასურველ ბიჭს შენნაირი უბრალო გოგონა შეუყვარდებოდა?
-რა?
სუნტქვა მიჭირდა, გუმანით ვხვდებოდი, რომ პასუხი ცუდად გამხდიდა.
-ცუდია მშვენიერო, ცუდია რომ ასე მარტივად ენდე.. მოდი, ყველაფერს აგიხსნი..
არაფერი მითქვამს.ისევ "მშვენიერო". გულში მწარედ ჩამეღვარა სითხე.
-დუმილს თანხმობის ნიშნად მივიღებ. მოკლეთ, ჩემო პატარა ანა, აბა გამახსენე, პირველად მამაენი მოკვლა როდის სცადეს?
ამ კითხვამ თავზარი დამცა, გაშეშებული ვუსმენდი.. მზერაც კი ერთ წერტილზე მქონდა მიშტერებული.
-სწორია, დაახლოებიტ ორი წლის წინ.. და ხომ ვერ მეტყვი რატომ? თუმცა, შენ ეგ არ გეცოდინება.არ ინერვიულო, ახლავე ყველაფერს აგიხსნი.. მამაშენმა ერთი კაცი მოკლა.. ჰო, არ მოგესმა, მამაშენი მკვლელია.. თუმცა, მგონი არასწორია, როცა მამაშენზე აწმყოში ვლაპარაკობ.
ისევ გადაიხარხარა, ნერვები ვეღარ გავაკონტროლე და დავიყვირე:
-ვინ ხარ? რა იცი მამაჩემზე???
დედა მომვარდა.
-ანასტასია, ვინაა??
არ მიპასუხია, უცნობის მომსენა გავაგრძელე..
-მე შენ არ მიცნობ, მშვენიერო. სამაგიეროდ თორნიკე და ლუკა მიცნობენ ძალიან, ძალიან კარგად..ნუთუ, არასდროს არ გაგჩენია კითხვა თუ რატომ არ ჰყავთ მათ მამა? სამწუხაროდ, ის მოკლეს. დიახ ანა, ასეთი ცუდი ამბებიც ხდება.. ალბათ შეგძრა ამ ამბავმა, დამიჯერე, მეც.. და არ იკიტხავ ვინ გამოასალმა სიცოცხლეს? ვიღაც პოლიციელმა.
ბოლო სიტყვების გაგონებაზე ერთიანად ამაკანკალა.. თვალებში გამოსახულება აიმჟღვრა, პირი გამიშრა..
-მოიცა, სახელს ვერ ვიხსენებ. აკო? ვალერი? ა, ჰო, ჰო ! -გახარებული ხმით წამოიძახა- ვახტანგი, ვახო! ვახტანგ ბერიძე! უი ანა, შენც ბერიძე არ ხარ? რა საოცარი დამთხვევაა არა? ვოცდები პირდაპირ.. მოკლეთ, ჩემი გაოცება აქ რა მოსატანია.. რას გეუბნებოდი? ჰო, მოკლეთ, მათი მამა მოკლეს და იცი რა მოიმოქმედეს თორნიკემ და ლუკამ? საფლავზე ფიცი დადეს, რომ მათი მამის მკვლელს მამის საფლავზე გამოსჭრიდნენ ყელს ! პირველი მკვლელობის მცდელობა სწორედ რომ მათ განახორციელეს, მაგრამ არ გამოუვიდათ.. რა მოხდა შემდეგ? თორნიკემ გაიგო, რომ თურმე ის გოგო, ვისაც წინა დღით კოცნიდა, ვახტანგ ბერიძის ქალიშვილი ყოფილა! ჰო ანა, მათი გეგმა განხ..
ვეღარ მოვისმინე, ტელეფონი გავთიშე და მოვისროლე, კივილი დავიწყე, ხელს ყურებზე ვიჭერდი და ვკიოდი.. კედელტან ჩავჯექი და მწარედ ავტირდი.. ყველა მე მეხვეოდა თავს, არ ესმოდათ რა მჭირდა.. მეტყველების უნარი წამერთვა, უბრალოდ ვკიოდი და საკუტარ ტავს ვაჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო.. თავს ვიიმედებდი, რომ მამა ახლა შემოაღებდა კარს და მეტყოდა, რომ ცოცხალი იყო.. თუმცა, ამაზე მეტად გული თორნიკემ მატკინა.. არა, არა ! სეუძლებელია ეს სიმართლე იყოს! მამაჩემიც ცოცხალია და თორნიკესაც სიგიჟემდე ვუყვარვარ !
საკუთარ თავში დარწმუნებული წამოვდექი და კაბა შევისწორე, ისევ მომდიოდა ცრემლები..
-ირაკლი, ვახო ვიპოვეთ !
კაბინეტში ვიღაც შემოვიდა, არ მეცნობოდა, ალბათ ახალი იყო.. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მამაჩემი იპოვეს, ანუ ეს ყველაფერი სიმართლე იყო, ღმერთო ! ამოვისუნთქე..
-სად?
იკითხა ირაკლიმ.
-აქ გითხრა?
-ჰო, აბა?
-ვიღაც აბაშიძის საფლავზე.
ფეხები მომეკვეთა, ყელში ბასრი რაღაც გამეჩხრია, სუნთქვა შემეკრა, წავიქეცი..
-ყელგამოჭრილი?
კანკალით ვკითხე, თავი გაკვირვებულმა დამიქნია.. დამთავრდა, ყველაფერი დასრულდა.. მამაც და თორნიკეც ჩემთვის ერთდროულად მოკვდნენ.






კიდევ ერთხელ დიდი ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. ხომ..და კიდევ, კომენტარებში ბევრს პასუხს ვერ გცემთ, ასერომ მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას ვინც კითხულობთ ჩემს ისტორიებს, ვინც აქამდე გამომყვა. არ მეგონა ამ მოთრობას ასეთი დიდი გამოხმაურება თუ ექნებოდა, და ეს სტიმული ზუსტად თქვენგან მოდის მეგობრებო, თქვენ შთამაგონებთ რომ უფრო მრავალფეროვნად ვწერო. ბევრი თვლის რომ ეს მოთხრობა ასე ძალიან გაიწელა.. თუმცა მერწმუნეთ, დასასრულს მიხვდებით რომ ასე იყო საჭირო..
პ.ს დაახლოებით 5 თავში დავასრულებ <3


სიყვარულით თქვენი ავტორი - მე ^_^



№1  offline წევრი Li Zi

ძაან მომწონს მარა გთხოოვ რა ამდენი ხანი ველიდები ცოტა დიდი ტავები მაინც დადე ((

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

სულისშემძვრელი თავი იყო თითქოს ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა მაგრამ ლუკას ასეთ სისასტიკეს მაინც არ ველოდი... თორნიკე და ანასტასია მეცოდებიან ძალიან... ოღონდ ეს წყვილი არ დააშორო რა ძალიან საყვარლები არიან... მე კიდევ საერთო არ ვფიქრობ რომ ეს ისტორია გაწელილია პირიქით ყველაფერი იდეალურად არის დაწერილი

 


№3  offline წევრი kora

არც პატარა თავებზე გამოვთქვამ პრეტენზიებს და არც იმაზრ რომ ბოლო დროს გვალოდინებ ამის ატანა შესაძლებელია, ოღონდაც ანა და თორნიკე არ დააშორო ერთმანეთს... ძალიან დაძაბული თავი იყო, ცრემლებიც ვერ შევიკავე, ორი აზრი არ არი იმაში რომ საოცრად შეგიძლია სათქმელის გადმოცემა და გთხოვ მკითხველებს გულს ნუ დაგვწყვეტ ცუდი დასასრულით... მჯერა შენი რომ შენს პერსონაჟებს არ გაიმეტებ <3
--------------------
kira.G

 


№4 სტუმარი good girl

ai ase cudad ar daamtavro ra((( da xals Vin kitxav gawelav tu ara ? au cudad ar daamtavro ra gtxov <3

 


№5 სტუმარი maria

auuu es wyvili ar daashoro ra ertmanetss ((( dzalian kargi istoriaa :-* ase gaagrdelee <3

 


№6  offline წევრი Ssarua98

Dzaan magari iko martla ogon mal-male dadevidzalian gtxov. An upro didi taavebi dadevi

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

MმMm raიყო ესს აუუ არ დაააშორO ეeრტმაNეNetსNets ❤

 


№8 სტუმარი თიკა

იმედია ესენი ერთად დარჩებიან.. ძალიან მაგარია,მაგრამ დრამატულ დასასრულს ნუ გაუკეთებ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent