შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებიანი მელისას სიყვარული მიხსნის ?!(ბერძნული ემიგრაცია) (1)


17-09-2015, 22:55
ავტორი lisebeth
ნანახია 2 613

დედა ბერძენი ყავდა. ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მას მერე რაც დედა რამდენიმე თვის წინ კიბოთი დაეღუპა გამზრდელ ბებიასთან და ბაბუასთან დარჩა სრულიად მარტო. ერთადერთი რაზეც ახლა ფიქრობდა ოჯახის გამოკვება და ბებია-ბაბუისთვის წამლის ფულის არ შეკლება იყო. როგორც ხდება ხოლმე ახლაც იგივე განმეორდა.
ოცდაშვიდი წლის ვაკო მამარდაშვილმა ყველა დაწესებულება ფეხით დაირბუნა ,მაგრამ სამსახურში არსად არ აიყვანეს. ყველაზე იმედის მომცემი რაც გაიგონა იყო სიტყვა ‘’შეგეხმიანებით’’ . ნომერს ფურცელზე წერდა ,რომელსაც სავარაუდოდ მერე ნაგვის ყუთში მოისროდნენ ხოლმე.
იმედგადაწურული მივიდა სახლში და საწოლზე პირაღმა დაეხეთქა. მოხუცმა ბებიამ ღარიბული სუფრა გაუწყო :
-ბებომ გენაცვალოს მოდი დაჯექი და ჭამე. ალბათ მთელი დღეა ამ თაკარა მზეში დადიხარ.
ბიჭი ზლაზვნით წამოდგა და სუფრისკენ აიღო გეზი. ისე ცხელოდა იწვოდა ყველაფერი. მაისური გადაიძრო და წელს ზემოთ შიშველი მიუჯდა მაგიდას.
დაკუნთული და ნავარჯიშები სხეული ქონდა. მანამ სანამ დედა გარდაიცვლებოდა ყოველ დღე დადიოდა სპორტდარბაზში სადაც მისი ძმაკაცი კოკა მწვრთნელად მუშაობს. ძვირადრირებული დარბაზია ,მაგრამ მეგობარი ვაუჩერს ჩუქნის ხოლმე.
ხანდახან ქუჩის ჩხუბებში იღებს მონაწილეობას სადაც მოწინააღმდეგე მხარეებზე ხალხი ფულს დებს და თამაშობს. მოგებული თანხას იღებს. დიდი ხანია რაც ვაკოს მსგავს ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია. კოკა ამბობდა შესაბამისი სიტუაცია აღარააო. პატრული რომ დაგვეცეს ყველას დაგვიჭერენო.
-ბებო წამლები ხომ იყიდე? _გასძახა პირგამოტენილმა და ქალიც ნარნარით გამოვიდა ოთახიდან.
-ვიყიდე ჩემო სიხარულო.
-კიდევ გაქვს ფული?
-ათი დღისას კიდევ ვიყიდი. მერე პენსიაც მოვა და...
-რომ გაგითავდება მითხარი და რამეს მოვახერხებ.
-აუცილებლად.
-ბაბუ?
-სძინავს დღეს დილით წნევა ქონდა და... ჰო მართლა, რომ გამოშტერდება ბებიაშენი იმის ბრალია ყველაფერი. კოკამ დარეკა სასწრაფო საქმე მაქვს და მოვიდესო.
-სახლის ტელეფონზე? მობილურზე ვერ დამირეკა მაგ სულელმა?
-არ პასუხობსო ასე თქვა_ბიჭმა ჯიბეებზე ხელი მოისვა და მიხვდა ,რომ თან არ ჰქონდა.
-სად ჯანდაბაში დამრჩა ნეტა? ბებო წასვლამდე დატრიალდი შენებურად ეგებ სახლში დამრჩა.
-ახლავე და პერანგსაც გაგიუთოვებ.
-მაისურს ჩავიცმევ._ ბიჭი წამოდგა. კარადიდან ბრეტელიანი მაისური გამოაძრო , რომელზეც თავს ამერიკის დროშა იწონებდა და სწრაფად გადაიცვა. მისი გაშლილი მხრები და დაკუნთული სხეული უფრო კარგად გამოიკვეთა.
-ესაა ბებია ხო ? აბაზანაში ეგდო ..._გამოაცუნცულა მარო ბებომ პატარა შავი ტელეფონი.
-ეგაა ბებო წავედი და თუ დამაგვიანდა არ იჯავრო.
ვაკო ფეხით დაუყვა დაღმართს და სპორტდარბაზისკენ აიღო გეზი.ოცი წუთი მოუნდა იქამდე მისვლას. შიგნით უპრობლემოდ შეუშვეს რადგან უკვე დიდი ხანი იყო იქ დადიოდა და ყველამ იცოდა კოკას მეგობარი იყო.
-მოხვედი ბიჭო? სად ჯანდაბაში დადიხარ მთელი დღე?
-ვიფიქრე ეგებ რამე ვიშოვოთქო.
-შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი.
-თქვი მერე აგერ არ ვარ?
-გახსოვს რომ გითხარი ჩემი მეგომარი საბერძნეთიდან ჩამოდის მეთქი?
-კი მახსოვს. ეგ სამი თვის წინ არ ჩამოვიდა? ახალი ამბავია ეგ?
-მიდის ისევ უკან.
-მერე?
-ამასწინ ჩემთან იყო ცოტა დავლიეთ და შენზე მოვუყევი. ვუთხარი პატიოსანი და მშრომელი ბიჭია მეთქი. მშობლები არ ყავს და ავადმყოფ ბებია-ბაბუას ძლივს უვლისთქო. ფული სჭირდება-თქო და ...მოკლედ ... ვთხოვე ეგებ რამით დამეხმარო-მეთქი.
-მერე რაო? მაგი ათი წელია საქართველოში არ ყოფილა და აქ რა სამსახური უნდა მიპოვნოს?
-აქ არა იქ.
-ბიჭო იქ წასასვლელი ფული, რომ მქონდეს რამეს წამოვიწყებდი მე თვითონ.
-ლადო იქ ნახევრად ქართველების ოჯახში მუშაობს. ფული აქვთ აი აქამდე _ცერა თითი კისერზე გამოისვა კოკამ._მაგრადაა იმ ხალხთან. დამპირდა გავიგებ ეგებ რამე სჭირდებათო და წამოვიდესო. მე ეგ არ დამაღალატებს.
-არ ვიცი კოკა სად დავტოვო ეს ას წელს მირწეული ხალხი და წავიდე.
-შენ თუ სამსახურს არ იპოვნი იცოდე მაგენი ას წელს მართლა ვერ მიაღწევენ უწამლოდ.
-მაროს ინფაქტი ''გლიჯავს'' ,რომ გაიგებს სად მივდივარ.
-გლიჯავს არა ის ..._ხელი აიქნია ბიჭმა_ჰო მთავარი არ მითქვამს გუშინ მოვიდა ლადო დავრეკე საბერძნეთშიო და ჩემს უფროსებს ველაპარაკეო.
-მერე?
-იმ კაცთან ულაპარაკია. თურმე ერთი ქალიშილი ყავს მეტი არაფერი გააჩნია. ლაშა ამბობს დიდი თავხედი ვინმე კია ,მარა სასწაულად ლამაზიაო. მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თურმე აქამდე.
-მერე.
-მერე ახლა სულ ჩამოდისო იმ კაცს უთქვამსდა მელისასთვის მძღოლი მინდაო. თუ შეითავვსებს პრობლემა არააო.
-ბიჭო ნახევრად ქართველების ოჯახი რას ქვია?
-იმ კაცის ცოლია ქართველი.
-დედაჩემივით...
-ხო იცი ბიჭო ბერძნული? მაგას გასწალიდა დედაშენი? არ გეუბნებოდა იწავლე რა იცი რაში გამოგადგებაო ? ჰე მოვიდა დრო გამოგადგეს. ისე ქართულიც ცოდნია იმ ქალს...ხსომებია...
-სად ვიშოვო მერე წასასვლელი ფული? შენ გგონია ორი კაპიკი ჯდება?_წამოდგა ფეხზე ვაკო
-დაეგდე მანდ _შეუბღვირა ბიჭმა_ხვალ საღამოს რინგია. მაყუთს დადებენ. ივაჟკაცე და მოიგებ. რა ჯერ არ მოგიგია თუ?...მაგ კუნთების პატრონი ვიყო მილიონერი ვიქნებოდი.
-მაინც არ ვიცი მაროს როგორ ვუთხრა ,რომ ამ სიბერეში ვტოვებ და მივდივარ.
-როგორ და უთხარი შენი წამლებისთვის მივდივართქო.
-გაგიჟდი ბიჭო? ეგ რო ვუთხრა ჩემი გამოგზავნილი ფულით ერთ ტაბლეტსაც არ დალევს.
-როდის მიდის შენი მეგობარი?
-აგვისტოს ბოლოს. შეგახვედრებ მანამდე. კაი ბიჭია და არ გიმტყუნებს იცოდე. ძმასავით გეყოლება გვერდით.
-თვითონ რაზე მუშაობს იქ?
-ცხენები ყავთ და კიდევ ათასი რჯულის ცხოველ-ფრინველი. მდიდრების ამბავი არ იცი ? დიდი ტრიპაჩა ვინმეები არიან ფულს იშოვიან და რაში დახარჯონ აღარ იციან. თუ სადმე იშვიათი ჯიშის ფრინველ-ცხოველია ყველაფერს ყიდულობენ . ჰოდა მაგენს უვლის.
-მერე ბიჭო მაგენის მოვლას იმ გოგოს მძღოლობა არ ურჩევნია?
-მანქანას ვერ ატარებს და მხრებზე შემოისვას? თან ასე ამბობს ისეთი აუტანელი ხასიათი აქვს მირჩევნია მთელი დედამიწის ფლორას და ფაუნას მოვუარო ვიდრე მაგასო.
-მაგარ ადგილას კი მგზავნი იცოცხლე. ახლა მე აუტანელი გოგოების ნერვები მაქვს? ისედაც ვერ ვარ ჩემ ჭკუაზე?
-კაი რა ვაკო შენ გოგომ უნდა შეგაშინოს? როდის იყო გოგოებს გაურბოდი. თან ფული გჭირდება. ხანდახან აუანლებიც უნდა აიტანო. დაგავიწყდა დედაშენის ავადმყოფობის გამო სახლი ,რომ დააგირავეთ? თუ არ წახვალ მალე უსახლკაროდ დარჩებით და მიყურე მერე შორიდან. ერთ-ორ წელიწადში ვალებს დაფარავ და ჩამოხვალ. აბა სულ იქ ხომ არ დარჩები?
-არ ვიცი კოკა უნდა დავფიქრდე.
-დაფიქრდი მერე. მე გიშოვე და ხალხი შევაწუხე. მინდა დაგეხმარო და დანარჩენი შენ იცი.
-გმადლობ...ნამდვილი მეგობარი ხარ
-იცოდე ხვალ რასაც მოიგებ წასასვლელად გამოგადგება_მიაყვირა ბიჭმა. ვაკომ მხოლოდ ხელი დაუქნია და უკან აუყვა იმ გზას რითიც მოვიდა.
ფიქრებმა გაიტაცა. რამდენი პრობლემა ქონდა. რამდენი რამ მოხდა ამ ბოლო დროს. დედა გარდაეცვალა. მოხუცი ბებია-ბაბუა. უფულობა, სახლის დაკარგვის შიში და ახლა უკვე უცხო ქვეყანაში გადახვეწა. რატომ იყო ბედისწერა მის მიმართ ასეთი მიუტევებელი. რატომ დააწვა მხრებზე ყველაფრის ტვირთი მას? კითხვებს უხვად სვამდა ,მაგრამ პასუხები არ გააჩნდა.

თავისი სახლის სადარბაზოს მიუახლოვდა და სწრაფად აირბინა კიბეები. ბებია მარო სუფრას ალაგებდა. როგორც კი შვილიშვილი დაინახა მაშინვე მიეგება.
-შვილო შეჭამ რამეს?
-არაფერს მარო ბებო.
-ხომ ხარ შვილო კარგად რა სახე ჩამოგტირის?
-მოდი აქ დაჯექი მოხუცო რაღაც უნდა გითხრა.
-მითხარი ბებია ნუ გამიხეთქავ გულს.
-სამსახური ვიშოვე...
-მერე ბებია მაგიტო მიხეთქავ გულს? რა ჯობს მაგას? ვინ დაგიკავებდა ბებია შენ სამსახურს. შემოგხედავს კაცი ანგელოზივით ხარ.
-საქმეც ეგაა მოხუცო ,რომ აქ ვერაფერი ვიშოვე.
-აბა სად იშოვე ბიჭო?
-დედაჩემის სამშობლოში. საბერძნეთში...
-ვაიმე ბებია მერე მე და ბაბუაშენს აქ გვტოვებ უპატრონოდ?
-რა ვქნა ბებია აქ ვერაფერს გავხდი. სახლი დაგირავებული გვაქვს და თვენი პენსია პროცენტს ძლივს წვდება. სანამდე უნდა ვიყოთ ასე?
-მირჩევნია მოვკვდე ვიდრე სადმე გაგიშვა ბებია. შენს გარდა ვინ მყავს? როგორც კი ჩემს თვალს მოსცილდები იმ წამსვე მოვკვდები იცოდე.
-ერთი-ორი წელი წავალ . აქაურობას გამოვისყიდი და თქვენც მოგხედავთ. სახლი თუ დავკარგე მერე ცის ქვეშ ვიცხოვრო? იფიქრე ამაზე ბებია. ჩემი მშობლების სახლს წაგვართმევენ და ქუჩაში დავრჩებით.
-ერთი-ორი წელი ვიცხოვრებ მე ამ წყეულ დედამიწაზე?
-იცხოვრებ ბებია აბა რას იზამ?
-წასასვლელი ფული გაქვს მერე?
-ვიშოვი მარო ბებო და წავალ. სულ მოგწერ და დაგირეკავ ...არ დაგივიწყებთ. სახლს გამოვისყიდი და უკან დავბრუნდები.
-ბაბუაშენს რა ვუთხრა სად წავიდათქო.
-რომ აუხსნა სიმართლე გაიგებს?_მოხუცმა თავი გადააქნია._ჰოდა უთხარი შორსთქო_ მარო ბებომ ცხვირსახოცი გამოიძრო მკლავიდან და თვალები ამოიწმინდა._დაწყნარდი მოხუცო მე კარგად ვიქნები. დედაჩემის სამშობლოში მივდივარ. აი ნახავ ყველაფერი რა მაგრად იქნება.
-დამპირდი ბებია ,რომ ჩვენ სიკვდილამდე დაბრუნდები.
-რაც არ უნდა მოხდეს დავბრუნდები.
-მეგონა ჩემი ვაკუნას შვილებს მოვესწრებითქვა,მაგრამ...ესაა მოსწრება?
-ყველაფერს მოესწრები ბებია. აი ნახავ...
-დამპირდი ბებია ,რომ ჩემს სიკვდილამდე დაბრუნდები
-გპირდები ...არა კი არ გპირდები გეფიცები მარო ბებო
-შვილის სიკვდილს მოვესწარი და სხვაზე რა მაქვს საწუწუნო. ახლა მიწაში უნდა ვლპებოდე დედამიწას კი არ უნდა ვამძიმებდე.
-მერე შენს ვაკუნას ვინ მიხედავს ჰა? ასე გინდა დამტოვო ბედის ანაბარა?
ქალმა მთელი ძალით ჩაიკრა გულში ერთადერთი შვილისგან დარჩენილი ერთადერთი შვილიშვილი და სახე დაუკოცნა. იმ წუუთას რაღაც ჩასწყდა გულში. ვაკუნამ თავი გაითავისუფლა და მეგობარს აცნობა ჩხუბისთვის მზად ვარო.

მეორე დილით ადრე წამოდგა მარო ბებო. ხატებთან სანთლები დაანთო და უფალს ვაკუნას შემწეობა სთხოვა. ისიც გამოვიდა სააბაზანოდან და წასასვლელად მოემზადა. ხედავდა ქალი როგორი დამწუხრებული და სულით ხორცამდე შეძრული იყო. როგორ უნდოდა დარჩენილიყო და მასთან გაეტარებინა მთელი სიბერე,მაგრამ აბა რა ექნა. ორ მოხუციანად ქუჩაში,რომ გააგდებდნენ მერე სად წაეყვანა ეს ხალხი? ტანსაცმელი სპორტულ ჩანთაში ჩაყარა და გზას გაუდგა დარბაზამდე. მიდიოდა და თან ცრემლებს იწმენდდა.
ტიროდა? დიახ ტიროდა მაგრამ საერთოდ არ რცხვენოდა ამის. ხანდახან ყველაზე ვაჟკაცი კაცებიც კი ტირიან როცა უმწეობას გრძნობენ ან ცხოვრება უკან დახევის პერსპექტივის გარეშე შეიმწყვდევს ბნელ ჩიხში.
გაბრაზებულმა შეაღო დარბაზის კარი და მეგობარს ხელის აწევით მიესალმა. კოკა მიმზიდველ გოგონას ავარჯიშებდა და ანიშნა დამელოდეო, თუმცა ცდა დიდხანს მოუხდა.იმ გოგოსთან ,რომ დაამთავრა მერე მეორე მოვიდა. ვაკო უკვე გაქცევაზე იყო მეგპბარი ,რომ მოუახლოვდა.
-მაპატიე დღეს საგიჟეთია....
-არაუშავს. რა ხდება დღეს ვიბრძოლებ?
-მე ჩაგწერე და შენ ხარ მზად? დიდი ხანია აღარ გამოსულხარ.
-მზად ვარ. შენი მეგობარი თუა მზად წამიყვანოს?
-ამ დილით ველაპარაკე და მითხრა შევუთანხმდი და არავის აიყვანენო. თან ის გოგო არც ჩამოსულა თურმე ჯერ და რა ეჩქარებათო. ბებიაშენმა რა ქნა?
-გაგიჟდა ქალი ამ სიკვდილის პირას მტოვებთო? ჯერ კიდევ არ სჯერა....
-მალე გავა სამი წელი ძმაო. ხალხი ათი წელი და მეტია წასული ,მაგრამ ცოცხლები არიან. აქ რომ ჩამოხვალ და ცოლის მოყვანაზე იფიქრებ ჭერი ხომ უნდა გედგას თავზე?
-შეიიძლება ვივარჯიშო? საღამოსთვის უნდა გავხურდე.
-რათქმაუნდა მიდი _მხარზე ხელი დაჰკრა ძმაკაცს და სამუშაოს დაუბრუნდა.

ღამის 12 საათი იყო ქუჩის ჩხუბის საყურებლად ,რომ შეიყარა საზოგადოება. აქ მხოლოდ ისინი მოდიოდნენ ვინც ფულს დებდა ან სეირს უყურებდა. ყველას არ შეეძლო დასწრება რადგან ეშინოდათ პოლიცია დაგვეცემა და დაგვიჭერენო. აბა შუა ქუჩაში მუშტი-კრივს ვინ დაანებებდათ თუნდაც მივარდნილი უბანი ყოფილიყო.
ვაკომ ხელებზე დამცავი გადაიკრა და ვარჯიში განაგრძო. კუნთები ბურთებად დააჯდა მხრებზე, მუცელზე კი კუბიგები გამოესახა. შეჯგუფებული ხალხის წრე გაარღვია და შუაში მოექცა. მასზე არანაკლებ ახოვანი და მუტრუკი ბიჭი იყო, მაგრამ ერთი შეხედვითაც მიხვდა ,რომ მოქნილობა აკლდა. არაერთხელ მოხვდა ცხვირში ,ბეჭებში, ზურგში და ფეხებში ,მაგრამ მაინც დასცა მოწინააღმდეგე ბეჭებზე და ხალხმაც იზუზუნა. ეს მისი პირველი გამარჯვება არ იყო. ამ ხალხს შორის მას კარგად იცნობდნენ და ბევრჯერ უნახავთ მისი თავგანწირული ბრძოლა გამარჯვებისთვის ამიტომაც მასზე ხშირად დებდნენ დიდ ფსონებს. ამჯერადაც ასე მოხდა. მიუხედავად იმისა ,რომ ვაკო ხსირად იმარჯვებდა ასე ვერ რისკავდა ხოლმე. ეშინოდა ციხეში არ ამოვყო თავიო. ეს ხომ უკანონო ქმედება იყო. არარეგისტირებული რინგი ,რომელიც ქუჩის მუშტი კრივს უფრო ჰგავდა.
მოგებული თანხა ჯიბეში ჩაიტენა და კოკასთან ერთად იქაურობას გასცილდა. გამოსვლისას არაერთმა დაჰკრა ბეჭებზე ხელი გამარჯვების მისალოცად თუმცა მოწინაარმდეგეთა გულშემატკივრები ბოროტულად უბღვერდნენ.
კოკამ დასიებული ცხვირ-პირი დაუმუშავა და სისხლი მოსწმინდა. მიუხედავად იმისა ,რომ ხელის მტევნები გადაკრული ჰქონდა მაინც გადატყავებოდა და დასიებოდა.
-ასე სახლში ვერ მივალ მარო გაგიჟდება_ძლივს წამოდგა ფეხზე ვაკო
-დარჩი მერე აქ და უთხარი ,რომ ჩემთან ხარ.
ბიჭმა ძლივს აკრიბა ნომერი და მარო ბებო დაამშვიდა.

VVV

ღია ფანჯარაში ზღვის ქარი ფარდას ათამაშებდა. როგორც კი ვიღაცამ კარი შემოაღო ორპირმა დაუბერა და ყველაფერი მიმოფანტა. სავარძელში ჩამჯდარმა ახალგაზრდა ქალმა ნელა შეაგორა ეტლი ოთახში და თეთრ ფითქინა საბანში გამოხვეულ გოგონას ზეწარი გადააძრო. ისიც შეიშმუშნა. მიხვდა რაც ხდებოდა და საწოლის მეორე მხარეს გადაგორდა.
-მელისა ადექი იცი მაინც რომელი საათია?
-დედა შემეშვი თორემ დავკრავ ფეხს და გავიქცევი ისევ ლონდონში
-ადექი მამაშენი ჩამოვა სადაცაა
-მერე რა?
-ადექი თორემ მსახურს ვუბრძანებ წყალი გადაგასხას,
-დედაა..._საწოლში წამოხტა გოგონა და ქერად შეღებილი გრძელი თმები გაეწეწა. სარკეში თავისი თავი დალანდა და სწრაფად გაისწორა.
-ადექი , აივანზე გადი და ზღვის ჰაერი ჩაისუნთქე ნახავ ,რომ ცხოვრება საწოლში ნებივრობაზე მშვენიერია
-კარგი ჰო ოღონდ მაცადე. სულ ერთი წუთი დედა გთხოოოოვ _ წააგრძელა სიტყვა გოგონამ და წამით ისევ ჩაეშვა ბალიშში. წუთის მერე ისევ წამოსწია თავი და გარდერობისკენ აიღო გეზი.
-ასე არ სჯობს ჩემო სიცოცხლევ?
-სჯობს დედა სჯობს. ახლა შენის ნებართვით შხაპს მივიღებ_ალმაცერად გააკეთა გოგონამ რევერანსი და სააბაზანოში გაუჩინარდა. ქალმა თავი გააქნია და ეტლი ისევ გადააგორა ოთახიდან.
არც კი ახსოვდა მელისას რამდენ ხანს იდგა გრილი წყლის ქვეშ. ისე ნებივრობდა ლამის იყო გამოსვლა დავიწყებოდა.
-ღმერთო რატომ იწვება ასე ყველაფერი? მაცივარში უნდა შევსახლდე _ხელები მაღლა აღაპყრო გოგონამ და შემოხვეული პირსახოცით აივანზე გავიდა. იმდენად მოკლე იყო პირსახოცი ლამის ყველაფერი უჩანდა. სველი თმა წელამდე ეყარა ზურგზე. არა სილამაზეს ნამდვილად ვერ დაუწუნებდით იქაურობას. მშვენიერი იყო სახლის გვერდით ზღვის ხედით. კარგა ხანს იდგა ასე და ეზოში მოფუსფუსე ხალხს ადევნებდა თვალს. დაინახა როგორ გააღეს ჭიშკარი და იფიქრა მამაჩემი მოვიდაო და შესვლა დააპირა ,მაგრამ ეს მისი მანქანა სულაც არ იყო. დაა კვირდა უნდოდა ინტერესი დაეკმაყოფილებინა ,მაგრამ იმედი გაუცრუვდა. უკანა სავარძლიდან ის მოსაბეზრებელი მამამისის ფერმერი გადმოვიდა,რომელსაც პერანგი უხეიროდ შეეკრა. თვითონაც არ იცოდა რატომ ეძახდა ამ ბიჭს მოსაბეზრებელს ,მაგრამ ეძახდა და ამას არც აპროტესტებდა საკუთარ თავთან. მერე კარი მეორე მხრიდან გაიღო და იქედან უცხო შესახედაობის ბიჭი გადმოვიდა. ბრეტელიან მაისურში კუნთები ისე აჯდა გოგონამ მისდაუნებლიედ დააღო პირი. ხელები სად წაეღო არ იცოდა და ამ წრიალში ლამის პირსახოცი შემოძვრა და შიშველი დარჩა.
ადგილზე ცქმუტავდა და ცდილობდა უფრო კარგად დაენახა. კისერი წაიგრძელა და ფეხის წვერებზე შედგა. სულ დაავიწყდა ,რომ მსახურები მის ინტერესს შენიშნავდნენ. ლამის აივნიდან გადავარდა დედამისმა ისევ ,რომ დაიყვირა მისი სახელი. ხმამაღლა გასძახა მოვდივარო.
-ამ ხეს მოვაჭრევინებ რა უშნო ადგილას დაურგავთ _ ხელი გაიშვირა ხისკენ ,რომლის ტოტებიც საგანგებოდ ფარავდა გოგონას ინტერესის ობიექტს.


________
ჰოოო მე დავბრუნდი ჩემი ისტორიით ,რომელზეც შეპირებული ვიყავი
ცოტა სხვა თემასაც შევეხე ემიგრაციას და ვეცადე ეს თემა სიყვარულით თუ გატაცებით გამეშალა
იმედი მაქვს მოგეწონებათ



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესო ჩანს..საკმაოდ აკტუალურ პრობლემებზე წერ და მომწონს.

 


№2  offline წევრი meri89

da jer wina istoria rom da
gemtavrebina ara?

 


№3  offline წევრი lisebeth

meri89
da jer wina istoria rom da
gemtavrebina ara?

დავამთავრე წინა
ააა სკოლა ბავშვების წესებით?
დამთავრდება ისიც ....ცოტა ხანში განვაგრძობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent