შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მიმტანი (თავი 10)


18-09-2015, 00:50
ავტორი chica sol
ნანახია 7 506

გაგა გაჩუმდა და დამაცადა გადამეხარშა მისი ნათქვამი.
- რა? -წამოვიძახე განცვიფრებულმა... ამას ნამდვილად არ ველოდი. თითქოს რაღაც ძალიან მეტკინა... გაგა მეტკინა... მივხვდი რამდენად განიცდიდა თავისი ძმის საქციელს... მივხვდი რამდენად უჭირდა მისი ძმის საქციელის აღიარება...მივხვდი, რომ თვითონ გრძნობდა თავის ძმის დანაშაულს ჩემს წინაშე... მივხვდი რომ ჩემი აქ ყოფნა დანაშაულის გამოსყიდვა იყო მისთვის და ვალდებულად გრძნობდა თავს, რომ კოკას დანაშაული გამოესწორებინა...
არანაირი სხვა მიზეზი არ არსებობდა ჩემი აქ ყოფნის, გარდა დანაშაულის გამოსყიდვისა და სიბრალულისა...
მე ეს არ მჭირდებოდა... გაგასგან ეს არ მჭირდებოდა.
გამაცია... ფერი მეცვალა... მეტკინა... ჩემი თავი მეტკინა... სწორი ვიყავი როცა თავს "პრინცზე" ფიქრი ავუკრძალე... აი, გაგა, "ჩემად" შერაცხული "პრინცი", ახლა თავზე წამომდგომია და ფაქტიურად მეუბნენა, რომ აქ იმიტომ ვარ, რომ მან თავი დამნაშავედ არ იგრძნოს, ვერ აღზრდილი ძმის გამო.. რომ ვეცოდები...
ნერვები პიკზე მქონდა... აღარ არსებობდა ის სიტყვები, რაც გაგამ გუშინ მითხრა, რომელიც გულში სათუთად მქონდა შენახული... რომელსაც ასე ვუფრთხილდებოდი გულის სიღრმეში და ცივ ნიავს არ ვაკარებდი...
ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ კოკას არ ვუჩივლო? მაწუხებდა კითხვა...
დაუჯერებელია... მე კი მეგონა...
გაგა გაჩუმებული იჯდა და შემომცქეროდა. არ ვიცი ჩემს სახეზე რას კითხულობდა, მაგრამ აშკარად, კარგს ერაფერს, რადგან ნერვიულობდა... თმაზე ისვამდა ხშირად ხელებს...
-ელი... ღვთის გულისთვის... ხმა ამოიღე, რას ფიქრობ? -მოთმინება დაკარგა ბოლოს...
ისევ ვერ შევძელი ხმის ამოღება... მეც მას მივაშტერდი... და უცებ გამახსენდა ჩვენი დიალოგი...
"უნდა დავრეკო.(მე)
პოლიციაში? (გაგა)"
ამან სულ გადამიყვანა ჭკუიდან... რა თქმა უნდა, იმითომ ვარ აქ, რომ კოკას არ ვუჩივლო. დავასკვენი ბოლოს. გული მეტკინა... დამიმძიმდა... რაღაც ჩამწყდა...
-მინდა აქედან წავიდე... ახლავე...-წამოვიძახე დაუფიქრებლად.
ეს მართალი იყო... ფეხზე დგომა რომ შემძლებოდა, აქედან უკან მოუხედავად გავვარდებოდი...
გაშტერებული მიყურებდა...
-რა?- გაოცებულს ყბა ჩამოუვარდა.
-აქ აღარ მინდა ყოფნა... -ავწრიალდი საწოლში...-გთხოვ, ნიას უთხარი სახლში წამიყვანოს..._ ცრემლებს ძვლივს ვიკავებდი...
-რატომ რა მოხდა? - გაოცებისგან გაშეშებული იდგა.
-გაგა... -რაღაცნაირი ტკივილი გაისმა ჩემს ხმაში, ცრემლ ნარევი ტკივილი.... შეამჩნია... თვალებში თითქოს მასაც ტკივილი ჩაუდგა.
დავუჟერო მის თვალებს? ვითომ მასაც სტკივა ჩემი ტკივილი? თუ ესეც ისეთივე ფარსია როგორც სხვა დანარჩენი?
-გეფიცები კოკას არ დავასმენ... პოლიციაში არ წავალ, არ ვუჩივლებ... მთავარია, აღარ მომიახლოვდეს...- მივაყარე ამოუსუნთქავად... მოღალატე ცრემლებმა გადმოარღვია ჯებირები...
-რა? რას ამბობ?_ ხმა აერია გაგას.
-საეროდ დავივიწყებ მის არსებობას, მთავარია აღარ დავინახო... ოღონდ აქედან წავიდე... საერთოდ ამოვშლი ამ დღეებს მეხსიერებიდან... ოღონდ გამიშვი..._ხმა ჩამიწყდა ვედრებაზე გადასულს... ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა თვალებიდან... რაღაცნაირად გაგას მიმართ შიში ვიგრძენი...
-საერთოდ ხვდები რას ამბობ?_ მიღრიალა უცებ და ის სკამი კედელს მიანარცხა, რაზეც წამის წინ იჯდა. -გოგო, მე რას გეუბნები და შენ რას ამბობ... სულ დაკარგე ჭკუა? _ხმის გაკონტროლება სცადა...
სახეზე ხელებ აფარებული ვიჯექი, თითქოს ისევ ჯოჯოხეთში დამაბრუნეს... კანკალს ვერ ვიჩერებდი... მთელი სხეული ამტკივდა...
-რა მოხდა? -კარი შემოგლიჯა შეშინებულმა ნიამ... -რა გაყვირებს ბიჭო? გამიხეთქე გული. -უსაყვედურა გაგას, მერე მის უკნიდან გამოიჭყიტა და და ატირებული რომ გამინახა გულგახეთქილმა წამოიძახა - ელი, რა გჭირს, რა გათირებს?- მომვარდა და მხრებზე ფრთხილად მომეხვია...
-სახლში წამიყვანე გთხოვ...- ვქვითინებდი ისევ.
-რა მოხდა საყვარელო? დაწყნარდი, აქ ვარ შენთან - ისევ ძველებურად მაწყნარებდა... არ ვიცი მართლა მეშინოდა და ამიტომ ვტიროდი, თუ იმედგაცრუების გამო?
გაგა ოთახში ხმის ამოუღებლად სცემდა ბოლთას. თმაზე ნერვიულად ისვამდა ხელებს...
-ნია დაგვტოვე ცოტა ხანს, უნდა ველაპარაკო.-უცებ მიმართა ნიას.
-ახლა არა გაგა...
-ნია... ვერ გაიგე? ახლავე უნდა ველაპარაკო... -შეუბღვირა და ტინი გაიმკაცრა გაგამ.
უსიტყვოდ შემომხედა ნიამ კითხვის თვალებით. თავი დავუქნიე, ეს საუბარი მაინც არ ამცდებოდა, ჯობდა მალევე მომეშორებინა...
-კარგი. მაგრამ ერთ წუთს გამომყევი შენც.-მიმართა გაგას და მასთან ერთად გაიხურა ოთახის კარი. ჩუმად საუბრობდნენ თუმცა მაინც მესმოდა.
-გაგა რა გაყვირებს? ვერ ხედავ ისედაც რა დღეშია? ბევრი გადაიტანა... -ტუქსავდა ნია.
-ვიცი, თავი ვერ შევიკავე. მეც ბევრი გადავიტანე, მიჭირს ნერვები ვაკონტროლო -თავი იმართლა გაგამ.
-ეს ელი იყო გატაცებული, ეს მას სცემა იმ ნაგავმა, მან გამოიარა ეს ჯოჯოხეთი... და არა შენ. არ გაბედო მისი წყენინება, არასოდეს გაპატიებ, ხომ იცი ჩემთვის ძალიან ძვირფასია...
-ჩემთვისაც, ნია, ხომ იცი... -გააწყვეტინა გაგას ხმამ...
-ხოდა ერთ რჩევას მოგცემ, როგორც მეგობარი... უთხარი ეს ყველაფერი... უთხარი რამდენად ძვირფასია შენთვის.- ნიას ხმა შეწყდა... ნაბიჯების ხმაზე მივხვდი, რომ ნია მოშორდა ოთახის კარს, რადგან გაგა ისევ ოთახში შემობრუნდა...
მაგიდასთან მივიდა წყალი ჭიქაში ჩაასხა და მომაწოდა
-დალიე, ცოტა დაწყნარდი, უნდა ვილაპარაკოთ... გავარკვიოთ ყველაფერი ბოლოს და ბოლოს.

რამდენიმე წუთში უკვე შედარებით დაწყნარებული ვიყავი. გადაყირავებული სკამი აიღო, ჩემს წინ ჩამოჯდა და ჩაფიქრებული, ნიკაპის სრესვით მომშტერებოდა...
ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი... ვცდილობდი ხელების კანკალი შემეჩერებინა...
-გთხოვ, მითხარი -მომმართა უცებ. შევხედე. -რა გეგონა აქ იმიტომ მოგიყვანე, შენთვის შთამეგონებინა ან მეიძულებინა, რომ კოკასთვის არ გეჩივლა?
თავი უხმოდ დავუქნიე. ხმის ამოღების მეშინოდა.
გაიცინა... ეს სიმწრით სიცილს უფრო ჰგავდა...
-რა გგონია ერთი, გოგოების გატაცება, მათი ცემა და დაშინება საგვარეულო ტრადიციაა ჩვენს ოჯახში და წინაპრებისგან გადმოგვეცა? თუ გენებში გვაქვს მე და კოკას? მასთან ისე გამაიგივე თითქოს... -გაჩუმდა, ქვედა ტუჩზე იკბინა... ალბათ სიტყვების დასახშობად... -შენი აზრით იმხელა შესავალი, რატომ გავუკეთე და ყველაფერი რათომ მოგიყევი? გასართობად? იმიტომ რომ ის დასკვნა არ გამოგეტანა, რაც გამოიტანე.-თვითონვე გასცა პასუხი საკუთარ კითხვას... -მე კი მეგონა, რომ გაიზარდე, თურმე არ გაზრდილხარ...
ამ არეული საუბრის მიუხედავად, მისმა ბოლო კიტყვებმა,რაღაცნაირად გული დამწყვიტა.
-კოკა არსად ჩანს, ჩემი ბიჭები ყველგან ეძებენ... ვიპოვი თუ არა პოლიციას გადავცემ... შენ კი მოწმე იქნები... ადამიანის გატაცება, ქალის ცემა, მისთვისაც კი მეტისმეტია... ამას ვერ ვაპატიებ... ახლა აქედან ვერ წახვალ, სანამ კოკა გარეთაა, ვერა ... როცა გამოჯანმრთელდები და კოკაც საფთხეს აღარ შეგიქმნის,თუ წასვლას მოინდომებ, წახვალ...
-"თუ" წასვლას მოვინდომებ? დარჩენა რატომ უნდა მომინდეს?-ვცადე გამეღიზიანებინა, რადგან მისმა ამ სიტყვებმა ნერვები მომიშალა...
- ღმერთო, ელი, ნუთუ ასე ძნელია თავად მიხვდე?- ხელი აიქნია და წამოდგა. ოთახში გაიარ-გამოიარა, მოვიდა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა, ნახევარი მეტრის დაშორებით. გავშტერდი. ჩემს წინ სკამზე მჯდარს რომ ვუყურებდი პულსს და გულის ცემას, მა შინაც კი ვერ ვარეგულირებდი, ახლა კი როცა ასე ახლოს მყავდა, არცერთი მე აღარ მეკუთვნოდა... არც პულსი... არც გული... ავნერვიულდი... დავფრთხი...
-ელი, შენ ვერ წარმოიდგენ რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის და როგორ გაფასებ. ნიამ რომ მითხრა საღამოს საათებში უნდა მუშაობაოო გული შემიწუხდა... ასეთი პატარა და დაუცველი სად უნდა გავუშვა თქო, ვფიქრობდი... უცებ მოვიგონე. ვითომ ბარში ვაკანსია იყო და ვაიძულე ნიას შენთვის იქ მუშაიბა შთაეგონებინა.
მერე გეგმა დავსახე რომ იქ გამეცანი. რადგან ასეთ ნაბიჯს დგავს,უკვე დიდია თქო გავიფიქრე... იქ რომ მოვედი და იმ ჩაცმულობით გამომეცხადე... -გაჩუმდა, ჩაეცინა. აი, კიდევ ერთხელ ვიგრძენი უხერხულად თავი, იმ ჩაცმულობის გამო... ახლა გოგონები აქ რომ ყოფილიყვნენ, დაუფიქრებლად წავაცლიდი ოთხივეს თავებს, იმ "ფორმის" ჩაცმა რომ მაიძულეს... -მოკლედ დავრწმუნდი, რომ "გაზრდილი" იყავი. ვიფიქრე გამოვცდი,თავის დაცვა როგორ შეუძლია თქო, ამიტომ გითხარი, ღამე კლიენტებს ემსახურები თქო? შენ კი უხეში პასუხის მაგივრად, თავის მართლება დაიწყე, ასე იმიტომ მაცვია ფორმააო... და მივხვდი, შენ ისევ ისეთი უსუსური და დაუცველი იყავი, როგორც მაშინ, საყლავზე პირველად რომ გნახე... ისევ პატარა იყავი...
მოვიდა კოკა და იგრძნო ჩემი შენდამი დამოკიდებულება. წინა დღეებში ნაჩხუბრები ვიყავით, ბინაში წამალი ვუპოვე და ახალი, ჩემივე ნაჩუქარი მანქანა ჩამოვართვი... დავსაჯე რომ გეკითხათ.
კლუბის საპირფარეშოდან ნამტირალევი რომ გამოხვედი, მივხვდი რომ რაღაც ძალიან გაწყენინა კოკამ და ბოლოს რომ შეგეხო... ვეღარ მოვითმინე და საბოლოოდ დავუდასტურე, რომ ძვირფასი იყავი ჩემთვის.
ვიცოდი რაღაცას მოიმოქმედებდა, ამიტომ ტატოს ყურადღების მოქცევა ვთხოვე... აღარ მოვდიოდი შენს სანახავად, მე ხომ ვიფქრე, რომ ჯერ ისევ გაკლდა გაზრდა... აღარც კოკა მოსულა ბარში და ვიფიქრე შეგეშვა... ტუმცა იმ საღამოს ტატომ დამირეკა და მითხრა, კოკა იყო კლუბში. გოჯივით გამოვვარდი შეხვედრიდან... იქამდე დავრჩი, სანამ არ წავიდა. მერე მეც წამოვედი, თითქოს გულ დადებული, სახლში მოვედი, მაგრამ ვერ მოვისვენე... გული ცუდს მიგრძნიბდა... უკან წამოვედი და რომ შევედი კლუბში, მხოლოდ ტატო დამხვდა... წავიდა ყველაო... უკან დავბრუნდი... გზიდან ნიას დავურეკე გადასამოწმებლად და რომ მითხრა არ დაბრუნებულაო, შენს ნომერზე დავიწყე რეკვა... კოკამ მიპასუხა. სანამ მანქანას, სახლს და მამას დანატოვარ ქონებას არ გადმომიფორმებ, გოგოს ვერ ეღირსებიო... -სხეული დაეჭიმა, უჭირდა მოყოლა... სრულიად შოკირებული ვუსმენდი... თითქოს სადღაც გარედან, სხვისი თვალებით ვუყურებდი ჩემს ამბავს... გაგას თვალებით ვიყურებდი...
- მთელი ქალაქი გადავქექე . ვინც კი შეიძლებოდა საქმეში ჩავრთე... შენი ნომერი გაითიშა... ვეღარ ვრეკავდი... ყველგან გეძებდი, სადაც კი შეიძლებოდა კოკას წაეყვანე. გაგიჟებას ცოტა მაკლდა... მაშინ მივხვდი, გავაცნობიერე ვინ იყავი ჩემთვის... იმდენად ძვირფასი, რომ თვითონაც ვერ გავნსაზღვრე. ის ერთადერთი იყავი, ვისთანაც ცხოვრების დაკავშირებას ვლამობდი... ვისთვისაც თავს გავწირავდი...
იმ ნაბი*ვარი დიტოს სახლში მოგაგენი... კოკა წასული დამხვდა... როცა დაგინახე... -თვალები დახუჭა , მასში ჩამდგარი ტკივილი დამალა... -მერე უკვე იცი რაც მოხდა... წამოგიყვანე და ახლა აქ ხარ... _ ისე ჩაამთავრა თვალები არ გაუხელია...
ვერაფერს ვამბობდი... სიტყვები არც იყო საჭირო... ტკივილი დავაიგნორე, გაჭირვებით გადავიხარე მისკენ და მის ბაგეებს ტუჩები ნაზად შევახე...

***

ბავშვებოო ჩავამთავრე შემდეგი თავის...
დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ...
დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ კითხულობთ და უფრო დიდი მადლობა, ასეთი თბილი კომენთარებისთვის.
მიყვარხართ ყველა ძალიან.



№1  offline მოდერი nicol

ვინ დამასწრებდა... lol
იმიტომ რომ გელოდებოდი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline წევრი kora

როგორ შემიყვარდა გაგა, საოცარი ბიჭია. კოკაც მეცოდება, არ მინდა ძმებს შორის მტრობა იყოს. მოუთმენლად ველი ახალ თავს, მაინტერესებს რა მოხდება...
--------------------
kira.G

 


№3  offline მოდერი chica sol

nicol
ვინ დამასწრებდა... lol
იმიტომ რომ გელოდებოდი love

ჩემი ნიკოლი ჩემთანაა love
ჩემი თბილი და უსაყვარლესი love
უყვარხარ შენს მარის... love

kora
როგორ შემიყვარდა გაგა, საოცარი ბიჭია. კოკაც მეცოდება, არ მინდა ძმებს შორის მტრობა იყოს. მოუთმენლად ველი ახალ თავს, მაინტერესებს რა მოხდება...

ხო მტრობა ცუდია მაგრამ რას ვიზავთ recourse
მადლობა რომ კითხულობ და გამოხატავ შენს აზრს... love

 


№4  offline მოდერი nicol

კარგი რააა მარიკუნა ამ მომენტში გაწყვეტა იქნებოდა... recourse recourse recourse
არ დააცადე არაფერი...
გაგრძელება მინდა მე... love
ნიჭიერი რომ ყავი ვიცოდი, მარა ამხელა ინტრიგას აღარ ველოდი... მეც კი მაჯობე wink
რომ უყავარხარ ნიკოლს კი იცი უკვე love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№5  offline მოდერი chica sol

nicol
კარგი რააა მარიკუნა ამ მომენტში გაწყვეტა იქნებოდა... recourse recourse recourse
არ დააცადე არაფერი...
გაგრძელება მინდა მე... love
ნიჭიერი რომ ყავი ვიცოდი, მარა ამხელა ინტრიგას აღარ ველოდი... მეც კი მაჯობე wink
რომ უყავარხარ ნიკოლს კი იცი უკვე love

ხო, რა ვქნა ვარ ეს ინტრიგანი და...
შენ ვერაფერში შეგედრები... ინტრიგებშიც კი... wink
შენ ხომ შეუდარებელი ხარ, დაგავიწყდა? love
თუმცა, აქ ომისთვის ვარ რომ შეგახსენო love
უყვარხარ შენს მარის love

 


№6  offline წევრი QueenA

ragac ufro did mizezs velodi kokas gaborotebisas.
ragac marili akliat am "gvritebs"
ragacatom am istoriashi kokas istoriasac wavikitxavdi da kargi iqneboda "monetis meore mxaris danaxva "
velodebi shemdeg tavs mokled kargi iko.

 


№7  offline მოდერი chica sol

Ki bi
QueenA
ragac ufro did mizezs velodi kokas gaborotebisas.
ragac marili akliat am "gvritebs"
ragacatom am istoriashi kokas istoriasac wavikitxavdi da kargi iqneboda "monetis meore mxaris danaxva " ki vici daaxloebit rasac elodebodi, maxsovs sheni shejra rolshi

 


№8  offline ახალბედა მწერალი MariamG

ჩემო საყვარელო გოგო^^ ვერაფერს ვამბობ! ძალიან მაგარია და ძალიან მიყვარხარ!

 


№9  offline მოდერი sopiko

ყოველთვის თავს ვიკავებდი კომენტარის დაწერისგან. ხან არ მეცალა, ხან მობილურით ვიყავი და მეზარებოდა მაგრამ დღეს ვერ შევძელი. მშვენიერია ჩემო კარგო, თანაც როგორც ვიცი ეს შენი პირველი მოთხრობაა და ამიტომ მოვიხიბლე ასე ძლიერ. ძალიან მომწონს გაგას პერსონაჟი, ძლიერი და თავდაუზოგავია, გაფასებ შენც ასე ლამაზად რომ გადმოსცემ გრძნობებს ♥

 


№10  offline მოდერი chica sol

MariamG
ჩემო საყვარელო გოგო^^ ვერაფერს ვამბობ! ძალიან მაგარია და ძალიან მიყვარხარ!

ჩემი პატარა მარიამიი love
ძალიან, ძალიან შემაყვარე თავი love

sopiko
ყოველთვის თავს ვიკავებდი კომენტარის დაწერისგან. ხან არ მეცალა, ხან მობილურით ვიყავი და მეზარებოდა მაგრამ დღეს ვერ შევძელი. მშვენიერია ჩემო კარგო, თანაც როგორც ვიცი ეს შენი პირველი მოთხრობაა და ამიტომ მოვიხიბლე ასე ძლიერ. ძალიან მომწონს გაგას პერსონაჟი, ძლიერი და თავდაუზოგავია, გაფასებ შენც ასე ლამაზად რომ გადმოსცემ გრძნობებს ♥

ძალიან გამახარა შენმა კომმენტარმა...
მიხარია, რომ არ დაიზარე და გამოთქვი შენი აზრი.
გაგას პერსონაჟი მეც ძალიან მიყვარს (შეიძლება იმითომ, რომ ჩემი შექმნილია) winked
დიდი მადლობა love

 


№11  offline წევრი Beridze.123

Au male gaagrdzele ra

 


№12  offline მოდერი chica sol

დგეს დავდებ 12ის მერე love

 


№13  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Au dzaliann magatii iyoo momecona male dade axalii tavi mainteresebs

 


№14 სტუმარი Nia

Mimtanoba ra cvetshi kopila....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent