პატარა ქალბატონი (4)
დილით ადრე გამაღვიძა სახლის მომვლელმა ლელამ და მითხრა თქვენი და გესტუმრათო,ესღა მაკლდა გავიფიქრე და ზოზინით წამოვდექი საწოლიდან,დაუკაკუნებლად შემავარდა მარკა ოთახში -ვოუ! აი მესმის ცხოვრება და ფუფუნება! შე კიდევ წუწუნებდი,სად გავს გოგო ტვინი?-ჩემი ოთახი შეათვალიერა,ეტყობოდა,რომ სახლის დათვალიერება უკვე მოესწრო -რისთვის მოხვედი? -წარბშეკრულმა გავხედე -რას ქვია რისთვის? ასე ხვდები უფროს დაიკოს?-ცინიკოსი -და აბა როგორ გინდა რომ დაგხვდე? შემოსასვლელში წითელი ხალიჩა რომ აგია დაინახე? -ხო მერე? -წუხელ დამესიზმრა რომ შენ აპრებდი მოსვლას და მე დაგიფინე-ამჯერად გულანად გამეცნა ჩემს ნათქვამზე და კმაყოფილი სახე მვიღე -რაო ახალ ოჯახში ახალი ხუმრობები დაგამუღამებინეს? -ისე სინდისი საერთოდ არ გაგაჩნიათ? -რატომ ხარ ასთი უმადური ნინა? იმის მაგივრად რომ მადლობებს უხდიდე მშობლებს როგორ იქცევი? -ვაიმე მარიკა რა აზრი აქვს საერთოდ შენთან ლაპარაკს,უნვერსიტეტშ უნდა წავიდე დრო აღარ მაქვს შენი ისიოტობების მოსასმენად-მხარი გავკარი და სააბაზანოში შევედი. როცა გამოვედი წასული დამხვდა,კდევ კარგი თორემ დილიდან გამიფუჭდა უკვე ხასიათი,ინგამ დამირეკა უნივერსიტეტში გელოდებიო,მეც სხარულით წავედი და მონატრებულ მეგობარს კისერზე ჩამოვეკიდე -აბა რა ხდება,ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი!-სკამზე გემრიელად მოკალათდა და ყურადღებით დამაკვირდა ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,მაგრამ ვერ იჯერებდა -მოიცა,მოიცა გინდა მითხრა რომ ის კაცი შეგიყვარდა?-ყბა ჩამოუვარდა -ვაიმე ინგა,შენ არ იცი ისეთი თბილი,მზრუნველი და მამაკაცურია რომ ნებისმიერი ქალის გულს დაიპყრობს -ჰაიმე!-შეჰკივლა ინგამ-ნამდვილად შეყვარებული ხარ! შენ არიძახდი ბებრუხანაო ისაო ესაო? -ამიტომაცაა ნათქვამი ჩემო ინგა,რომ სანამ ადამიანს არ გაიცნობ მასზე შთაბეჭდილებები არუნდა შეიქმნა-გავეკრიჭე -და ის რას ფიქრობ? რას გეუბნება,როგორ გექცევა? -რავიცი,თბილად მექცევა,ცდილობს არაფერი მაწყენინოს,თავისი მეგობრებიც კი გამაცნო,ერთი მაგათი სიფათები უნდა გენახა რომ შევედით როგორ გვიყურებდენ-გადავიხარხარე -წარმომიდგენია-მასაც გაეცინა დიდხანს ვიჭორავეთ,შემდეგ მძღოლმა მომაკითხა,ინგას შევთავაზე წამოსულიყო,მაგრამ ნიკა ელოდებოდა და დამპირდა შემდეგში აუცილებლად გესტუმრებიო. სახლში ალაქოთი იყო,უამრავი დიზაინერი მოეწვია ჩემს სადედამთილოს და ბრძანებებს გასცემდა,ერთი ჩემთვისაც რომ ეკითხა მომწონდა თუ არა მისი შერჩული დიზაინი არ იქნებოდა ურიგო,მაგრამ არაფერი მითქვამს ამაზეც მე ხომ არ ვიდარდებდი. უამრავი სამეცადინო მქონდა,ამიტომაც ჩემს ოთახს მივაშურე,მეცადინეობისგან ისე გადავიღალე აღარაფრის თავი არ მქონდა,მაგრამ ლელამ შემოაღო კარები და მითხრა ნანუკა გეძახისო,მეც სხვა რა გზა მქოდა და დაბლა ჩავედი,მისაღებში ისხდნენ ნანუკა და გია -მოდი ნინა-ფართოდ გამიღიმა ბატონმა გიამ,ისე არ ჩანდა ცუდი კაცი მათ წინ მდგომ სავარძელში ჩავჯექი და ყურადღებით დავაკვირდი ორივეს -შენ ჩვენი ოჯახის რძალი ხდები 2 დღეში,ეს არცისე ადვილი საქმეა ჩემო ნინა,ისე უნდა მოიქცე როგორც ნამდვილ ლედის შეეფერება,და ალექსაც სათანადო ცოლობა უნდა გაუწიო,ვიცი შენი ასაკიდან გამომდინარე ეს ცოტა რთულია,მაგრამ იმედი მაქვს შეეცდები-სიტყვა დაასრულა თუ არა ნანუკამ რაღაც პატარა წითელი ყუთი ამოაძრო და გამომიწოდა -ეს შენია,იმედი მაქვს გაუფრთხილდები ყუთი გამოვართვი და გავხსენი,უზარმაზართვლიანი ბეჭედი დავინახე,ისეთი ლამაზი და დახვეწილი იყო მისი ელეგანტურობა თვალს მჭრიდა. ამის შემდეგ კი უამრავი ოქრო მაჩუქეს როგორც შეეფერებოდა მათ ოჯახს ყველაფერი ისე გააკეთეს,არასოდეს მქონია გართულება სამკაულებზე,მხოლოდ ნათლობის ჯვარს ვატარებდი მეტს არაფერს,ყოველთვის ზედმეტობად მიმაჩნდა გათხოვილი გოგონები,რომ აისხმადნენ ხოლმე ყველა თიტზე ბეჭედს არიქა დამინახეთ რამდი მაქვსო.ყველას ერთ ყუთსი მოვუყარე ტავი და ზარდახსაში ჩავდე.ამასობაში ალექსანდრეც დაბრუნდა,თბილად გამიღიმა და მომესალმა.ვახშამმა მშვიდად ჩაიარა. -გვიანია,აცუცნცულდი დაიძინე-ღიმილით მითხრა ჩემმა საქმრომ თავი უკმაყოფილოდ გავაქნე,მართლა ესე ძალიან რომ არ მდომოდ ძილი რამეს ვეტყოდი,მართლა რა პატარა ბავშვვით მექცევა.მართალია მსი მზრუნველობა ძალიან მომწონდა და მსიამოვნებდა,მაგრამ ეს უკვე მართლა მამაშვილურში გადასდიოდა და ეს ფაქტი სასტიკად მაღიზიანებდა. მეორე დღესაც არაფერ მომხდარა განსაკუთრებული,ოჯახს ინგა გავაცანი,ყველას ძლიან მოეწონა,ის ხომ ჩემი მომავალ მევარე უნდა ყოფილიყო. -გოგო ხვალ ქორწილი გაქვს და შე ის კიდევ არ იცი როგორ კაბას იცვამ -რავიცი ნანუკამ 1 საათსი მოგიტანენო და იმედია საშინელება არ იქნება -ვერხარ შენ! შენი ქორწილია და ნანუკა რატომ უნდა გირჩევდეს კაბას? -კარგი რა,თანაც არამგონია რამე ცუდი მომიტანონ არცისე ცუდი გემოვნება ავთ,აგერ შემომხედე მეც მათი ამორჩეული ვარ -ხუმრობით ვუთხარი დაქალს და ამაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა კაბაც დაპირებისამებრ მომიტანეს,ინგა ლამის გადავიდა ჭკუიდან სანამ გავხსნიდი ყუთს,ძალიან ლამაზი სადა სპილოსძვლისფერი კაბა იყო,სწორი და ტანზე მოყვანილი გრძელი შლეიფით,ფატაც შესაფერისი ჰქონდა -აი ხომ გითხარი ცუდს არ შეარჩევდათქო -აი დედამილიც მესმის რა-ჩაიქირქილა ინგამ ინგულიკო მალევე გავაცილე და სამზარეულოში გავედი -მოგეწონა კაბა? -კი ძალიან-გავუღიმე ნანუკას და ფორთოხლის წვენი მოვსვი ალექსი რაღაც ძალიან იგვიანებდა,ცოტა არიყოს მეწყინა მთელი დღე მარტო რომ დამტოვა და არც დაურეკავს. მის ოთახში შევედი, სადად მოწყობილი იყო,მის საწოლზე წამოვწექი ვიფიქრე რომ მოვა გამაღვიძებს და გავალ ჩემს ოთახშითქო.რამდენიმე საათსი ნაცნობმა სურნელმა მომიღიტინა ცხივრში და ბედნიერებისგან ფართოდ გამეღიმა -ნინა აქ რატომ გძინავს?-თბილი ხმით მკითხა და საბანი გამისწორა -შენ გელოდებოდი ალექს-გატეხილი ხმით ამოვილუღლუღე და გავუღმე გაეღიმა,არაფერ უთქვამს -ცოტას თუ ჩაწევი და მეც დამაწვენ კარგი იქნება-რაო? მეც მეტ რა მინდოდა სწრაფად ჩავიწიე გვერდზე და ისიც დაწვა.გული ლამის ამოვარდნას მქონდა მის სიახლოვეს რომ ვგრძნობდი,ემბრიონის ფორმაში ვიწექი მისკენ ზურგით,არც ის ინძრეოდა,ეტობა ჩაეძინათქო ვიფიქრე და თვალები მაგრად დავხუჭე,იმითაც ბედნიერი ვიყავი,რომ ასე ახლოს მეგულებოდა,როგორ მინდოდა მომხვეოდა და ასე ჩახუტებულებს დაგვეძინა მაგრამ არ ინძრეოდა ვაჟბატონი. დილით თვალები რომ გავახილე არ დამხვდა,ფეთიანივით წამომახტუნა ნანუკამ და ვიზაჟისტები დამახვია თავს.ვანაში შევედი და რომ გამოვედი ჩემი ოთახი სავსე იყო.მოკლედ მომრთეს და მომკაზმეს საშობაო ნაძვისხესავით,ყველა მეუბნებოდა რომ ულამაზესი ვიყავი,მაგრამ ახლა მე ყველაზე მეტად ალექსანდრეს აზრი მაინტერესებდა,იინგაც მალევე მოვიდა გამოპრანჭული,რომ დამინახა უამრავი კომპლიმენტი მომაყარა.როგორც იქნა ალექსიც გამოჩნდა,ერთი გამიღიმა და ხელკავი გამომდი,არაფერი უთქვამს დავიჯერო ერთადერთი იყო ვისაც არ მოვეწონე? მანქანაში ჩავსხედით მეჯვარეებთან ერთად,საჭესთან ალექსისი მეჯვარე ლევანი იჯდა,გვერდზე ალექსანდრე ჩემს გვერდით უკანა სავარძელზე კი ჩემი ინგა. _____________ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დამიწერა წინა თავზე რომ რომელიღაც ისტორიას ვაკოპირებდი,მაგრამ საერთოდ არც კი მაქვს წაკითხული ის სიტორია და არც ვიცი რა შინაარსისაა,ღუ რამე დაემტხვა ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს ისტორიას ვაკოპირებ,ვინც მსგავსად ფიქრობ მინდა ვუთხრა რომ რასაც ვწერ სრულიად მე მეკუთვნის და პლაგიატიზმს არ მივმართავ. მადლობა ვიც კითხულობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.