შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყეული ღამეები[15]


18-09-2015, 13:23
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 402

-ნინი,მე აქ ვარ..ელენეც აქაა..-დაბნეული სახით შეხედა გოგონას და ნაზად მიიკრა გულზე,ხელებს ზურგზე უსვამდა და მის დაწყნარებას ცდილობდა..-არ ვიცი რა გითხრა.მე დედაც მყავს და მამაც..ისინი ერთად ცხოვრობენ და არ ვიცი რას ნიშნავს გრძნობა,რომელსაც შენ განიცდი..გეუბნები,არ ვიცი-მეთქი,რადგან,რაც პრაქტიკულად არ განმიცდია,იმის განცდას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ..ვერ გეტყვი,რომ მესმის,მაგრა...რაღაც მხრივ ვიცი,თეორიულად მაინც,რომ საშინელი გრძნობა..ნინი,არ მიგატოვებ არასდროს...ჩემი იმედი გქონდეს..გიმეორებ ამას და მრავალჯერ გაგიმეორებ კიდევ..
-არ ვიცი რა გითხრა,ზურა..მადლობის მეტი რა მეთქმის..ნამდვილი მეგობარი ხარ-მამაკაცს ერთი მხრივ ესიამოვნა ნინის ასეთი სენტიმენტალური მადლობა,მაგრამ,მეორე მხრივ,კიდევ დაკარგა მისი სიყვარულის იმედი...მგონი,ის დარჩენილი ერთი პროცენტიც კი გაქრა..“უიმედობა...“-წამზე ნაკლებში გაიფიქრა და გოგონას სახეს შეხედა.ის ისეთი საბრალო იყო,რომ გულმა ვეღარ გაუძლო..არ შეეძლო,რომ არ შეხებოდა მის აკანკალებულ მუქ ტუჩებს.მაგრამ არ შეეხო..არ გააკეთა ეს.ამის მაგივრად თავი ხელებში ჩარგო და ფიქრებში გაიქცა..
დიახ,ეს ნოსტალგიებით აღსავსე მარშრუტი იყო,მშვენივრად ნაცნობი მარშრუტი..მაგრამ ისეთი აღარ იყო,როგორც ადრე..
საღამოს უკვე ნომერში იყვნენ,ნივთებს ალაგებდნენ და წასასვლელად ემზადებოდნენ,მაგრამ სად არც ერთმა მათგანმა იცოდა..რომ არ ნინის ტელეფონის მძაფრი ზარი..უხერხული სიჩუმე კვლავ გაგრძელდებოდა..ზარი კი უფრო მძაფრი აღმოჩნდა,ციდრე რომელიმე მათგანი ელოდა..
-ნინი,შენი ტელეფონია..-ზურამ უკან გამოხედა სასურველ არსებას და გაუღიმა.გოგონამ ტელეფონი მაგიდიდან აიღო და ნომერის დანახვაზე ლამის იყო გული წასვლოდა.იმ მომენტში,ალბათ,ასჯერ შეერყა ნერვული სისტემა...მუჭის ოდენა გული ლამის იყო ამოვარდნოდა მკერდიდან,გრძნობდა რომ ის ხტოდა..ზურას არ გამოპარვია ნინის ცვლილება,მიუახლოვდა და ცისფერ თვალებში ჩახედა,ჩახედა ისე,როგორც ადრე ისე,როგორც ჩვეოდა..-ნინი,რა გჭირს..-თმები უკან გადაუწია გოგონას..
-არ შემიძლია..-მხოლოდ ეს თქვა,მაგრამ ნათქვამი როდი მოიყვანა სისრულეში..გვერდზე წაიწია და ტელეფონს უპასუხა.დიახ,საბედისწერო წარწერას შეეხო..არ ვიცი,რამდენად იყო,მაგრამ,იმ მმენტში,იმ წამს,ის სხვაგვარად უბრალოდ ვერც კი იფიქრებდა..
-ნინი,ყველაფერს აგიხსნი..-ქალის ხმაში სიბრარული იგრძნობოდა,მაგრამ ის რაღაც აღარ იყო..შვილისთვის მებრძოლობა,ყველაფრის გატანა საკუთარი ნაშიერისთვის,ბრძოლა განგების წინააღმდეგ..თითქოს ეს ყველაფერი ვნებასა და იმ გრძნობას ჩაეხშო,რომელიც თორნიკესთან აკავშირებდა..ვინ იცის რა იყო ეს,იყო თუ არა სიყვარული,ნამდვილი სიყვარული,მაგრამ წყვილს ეს გრძნობა ზენიტში აჰყავდა ...იგრძნობოდა,რომ ისინი მას ხარისხს ვერ ანიჭებდნენ..ნინის იმ წამს წარმოუდგა საკუთარი ცნობიერის გამოცდილება..როგორ იკავებდა მისი „მე“ აკრძალული სიყვარულის მხარეს და როგორ თანაუგრძნობდა ასეთ გრძნობას...მაგრამ ახლა? ახლა ის იყო შვილი,შვილი,რომლის დედაც ხვდებოდა ბავშვს..მისთვის თორნიკე ბავშვი იყო..აბა,38 წლის ქალთან რა უნდა 24 წლის ბიჭს?! გოგონას მთელი კვირა ანადგიურებოდა ეს სიტყვები,მაგრამ ახლა ცოტა დაოკებულიყო..ერთი კვრის წინ რმ განხორციელებულიყო ეს ზარი,ერთი კვირის წინ რომ დაერეკა მისთვის მაიას,ალბათ,მთელ ბრაზს ამოანთხევდა,მაგრამ ახლა..ახლა უბრალოდ ჩუმად იყო და თითოეულ სიტყვას კი არა,ფიქრსაც წონიდა..მაგრამ,არა! ამ დროს შეუძლებელია იყო ლმობიერი,შეუძლებელია იყო რაღაც გასაოცარი..შეუძლებელია გაითვალისწინო ის ათასი,რაც არსებობს..ნინი იყო მსხვერპლი,დედის ტყუილის..“რამდენ ხანს მიმალავდა..“-აი,ახლაც ამას ფიქრობდა გოგონა..’მას როგორ ხვდებოდა..როგორ მისცა ამის უფლება...“-ფიქრობდა და აი საბედისწერო სიტყვებით წამოვიდა მისი გულიდან,გონებიდან და მთელი არსებიდან..ეუცარი ვულკანის ამოფქრვევა მოხდა..
-ვერასდროს გაპატიებ,მაია!-სიცივე,წყენა,განადგურება და სასოწარკვეთა..კიდევ ვინ იცის რამდენი რამ..მაია ადრე არასდროს დაუძახია დედისთვის.ახლა კი ბუნებრივად მოხდა ეს..-ქალს ცრემლები წასკდა და ტელეფონი დაკიდა..მიხვდა,რომ მისი შვილი,მისი აღზრდილი გოგონა,ამას არ აპატიებდა,არ მოისმენდა ახსნა და ამით თავს არ დაიმცირებდა..მიხდა ან რა მიხვედრა უნდოდა! ის ხომ იცნობდა ნინის..ისე იცნობდა,როგორც საკუთარ თავს და ნინიც იცნობდა მას...“ყველაფერი დასრულდა..“-დაემხო ლოგინზე და თავი ბალიშში ჩარგო..
-დასრულდა..აღმოხდა ნინის,სხეული აუკანაკალდა..ზურა რომ არა ძირს დაეცემოდა..-ნინი..-მამაკაცმა მხოლოდ მისი სახელი წარმოთქვა და ლოგინზე ჩამოსვა..რა უნდა ეთქვა ან რით უნდა ენუგეშებინა ის?
ორ საათში ნომერი დატოვეს,ქუჩაში იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და წასასვლელსგზას ეძებდნენ..
-რას აპირებ?-ნინიმ სიჩუმე დაარჩვია.ის,რაც საკუთარი თავისთვის უნდა ეკითხა ზურას ჰკითხა.ამ კითხვის ხომ ის ძლიერ ეშინოდა,რომ მის გააზრებაზეც კი თრთოდა.არ იცოდა სად იქნებოდა მისი ბუნაგი.არ იყო ფიცხი..ამას ის სრულიად გააზრებულად ფიქრობდა..-ზურა.,ელენეს დაურეკე,გთხოვ-მანქანას მიეყრდნო და ბიჭის მოძრაობას დააკვრიდა.ზურამ მაშინვე ამოიღო ტელეფონი და ელენეს ხმაც გაისმა..
-ელენე,შეგიძლია გამოხვიდე?-მუდარით გკითხა ელენეს,რომელიც სამყაროს არც თავში იყო და არც ბოლოში..-დედამისმა დარეკა.-პირდაპირ აჯახა ზურას..-რა? ვისმა დედამ?-ხმა გაუმკაცრდა მამაკაცს..-ნინის დედა ესაუბრა დედაჩემს ..-როდის ესაუბრა?-ტემბრი არ ეცვლებოდა მამაკაცს-როცა დედაჩემმა დამირეკა.
-აჰ..მას შემდეგ დაურეკა ნინისაც და ..მოკლედ,მოდი დანარჩენს თავად გეტყვის..-ტელეფონი გაუთიშა და მის გვერდით მჯდომ ატრთოლებულ გოგონას გახედა..-ნინი გინდა საერთოდ დატოვო აქაურობა?იქნებ ეს დაგეხმაროს..თორემ ამდენი მოგონება..მოგონებები არ წავა,მაგრამ ეს ყველაფერი უფრო გაგახსენებს მას..უბრალოდ არ ვიცი რატომ გეუბნები ამას-ერთ წამს ინანა კიდეც..რომ წავიდეს ვეღარ ვნახავო,მაგრამ მალევე გადაიფიქრა..რადგან უყვარდა ის და არ შეეძლო ასეთი დამწუხრებული ნინის დანახვა..
-სად?-გოგონამ ცნომისმოყვარეს შეანათა თვალები და მუხელბზე ხელები დაიდო-სად,ზურა? მითხარი,სად..დედაჩემისგან არაფერი არ მინდა,მაგრამ...არ მინდა იმ საძულველი სახლიდნა არაფერი,მაგრამ...არ მინდა,რომ..-სიტყვები აებნა და ხმა აუთრთოლდა..-სხვა გამოსავალი არ მაქვს..-მოკლედ თქვა სათქმელი და მამაკაცს თვალი გაუსწორა..
-მე მოვაგვარებ ყველაფერს..-ანუ ჩემს წილს ვითხოვ..-მკაცრად წარმოთქვა გოგონამ და მამაკაცს შეხედა..დაე,გაყიდონ ის წყეული ბინა და საყვარელთან უფრო მაპატარა ბინაში იკმაროს *იმაობა...-ასე თამამად და უსირცხვილოდ წარმოთქვა ეს უკანასკნელი სიტყვა..არც კი დაფიქრებულა,ისეთი გაცოფებული და გაბრაზებული იყო,საკუთარ თავზე კონტროლს მთლად კარგავდა..ზურა მიხვდა ამას და ხმა არ გაუღია..სანამ ნინიმ ორივე ხელი პირზე არ მიიფარა..-ღმერთო,რა წამომცდა..
-არაფერია,დამშვიდდი..საკუთარ თავზე კონტროლს კარგავ..-უკვე დავკარგე.-ბრაზი ტვინში ასხამდა ისე,როგორც ადრენალინი და კიდევ უფრო ძლიერად..ეს შეტაკება საშინელი წვიმისგან აღელვებულ ზღვის ტალღებზე ძლეირი იყო...ისინი უფრო მძაფრად და დამანგრევლად ეჯახებოდნენ ნინის მთელ არსებას,ვიდრე აბობოქრებული ზღვის ტალღები ნაპირის კიდეებს.ზურას თავი მკერდზე მიადო და თვალები დახუჭა..ჩაეძინა და ამ დროს ელენეც მოვიდა..
-ჩემთან წავიყვან და შენც დარჩი..ძალიან უჭირს..-გოგონა ნაზად გადაკოცნა.ელენემ თავი დაუქნია და უკან ჩაჯდა.ზურამ ფრთხილად დააწვინა ნინი და თავი ელენეს კალთაში მოითავსა..-ესეც ასე..მას ძალიან უჭირს..-იმხელა სევდა იგრძნობოდა მის სიტყვებში,რომ...რომ ადამიანი ვერც კი იცნობდა ზურას..ზურა შეცვლილიყო,ამდენ ტკივილსა და სიყვარულს გარდაექმნა მისი მთელი არსება..
^^
-სად ვარ?-ნინის ადრე გაეღვიძა და გვერდით მყოლ ელენეს შეუღიტინა..-სად ვარ?-გაუმეორა გაღვიძებულ დაქალს და ფეხზე წამოხტა..-ზურა!-მერე მამაკაცის სახელი დაიძახა და დივანზე დაეშვა.
-ნინი,მღვიძავს.-ელენეც მიჰყვა ნინის და გვერდზე მიუდა..-ყველაფერი ვიცი..ზურა მართალია უნდა სხვაგან გადახვიდე..აი,მაგალითად გერმანიაში..უნივერსიტეტებიც უფასოა იქ და..-გაუღიმა ელენემ და ამ დროს ზურაც გამოჩნდა,ხალათი მოეცვა და ისე მოიწევდა წინ.
-დილამშვიდობის,გოგონებო-ნინისა და ელენეს წინ დაიკავა ადგილი და საყვარელი ცისფერი თვალები ისევ შეათვალიერა..-ჰო,გერმანია კარგი იდეაა და თან ადვილია იქ მოხვედრა..
-მაგრამ მარტო რა მინდა? დედაჩემს უნდა ესაუბრო და ჩემი წილი გამოართვა,თორემ გერმანიაში კი არა...-აღარ გააგრძელა და ელენეს შეხედა..-ელენიკო,ჩემი ნივთები უნდა წამოიღო..
-მეტი არაფერი? არაფერი ვუთხრა ..გადავცე?-ნინი შეეწინააღმდეგა დაქალს,ყველაფერი მორჩაო..
-მეც გადმოვალ..-ელენმ უეცრად წამოიძახა და ოთახში მყოფნი გააკვირვა..გოგონამ შენიშნა თუ არა ნინის შეცბუნებული სახე,სანამ ვინმე რამეს იტყვოდა თავად გააგრძელა საუბარი..-ხომ იცი როგორ მიყვარს სიახლეები.სულ მინდოდა უცხოეთში სწავლა..ახლა კი მიზეზი მექნება,დედა გამომიშვებს..
-ხომ მაგრამ?-ნინი ფეხზე წამოდგა,რათა უკეთ შეეხედა დაქალისთვის..-სხვა დროს კი არ დამთანხმდებოდა..თან მარტო რა მინდოდა..ახლა ერთად ვიქნებით..-გაუღიმა ნინის და გადაეხვია..-ახალი წლის მერე,მეორე სემესტრში გადავიდეთ..მანამდე ყველაეფრი მოგავრდება..-გაამხნევა ნინი და ზურას გადახედა,რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ჩუმად იჯდა,უსმენდა გოგონათა საუბარს და ათას რამეზე ფიქრობდა,მათ შორის იმ უპასუხო გრძნობაზე,რომელსაც ამდენ ხანს გულით ატარებდა..
^^
ყველაფერი ისე მოხდა,როგორც ნინი გეგმავდა.სახლის ღირებულება შუაზე გაუყო მაიამ შვილს.თავს ზოგჯერ დამნაშავედ კი გრძნობდა,მაგრამ მაინც საკუთარ აზრზე იყო,ჩემი არ ესმის,მთელი ცხოვრებას მას შევწირეო..იმ საუარის მერე ისეთი ბრაზით იყოს ავსე,რომ თორნიკეს თერაპიებიც კი ვერ შველოდა,მაგრამ სახი გაყიდა...ერთ ოთახიანში გადავიდა და თორნიკეს ეუბნებოდა,უფრო მყუდროა მეტი რად მინდაო,მაგრამ რეალობაში მაინც ვერ იყო კარგად..ახსენდებოდა დიდი ბინა,რომელიც ნუგზარის წასვლის შემდეგ გაყიდა და ოროთახიანი ბინა,რომელიც ნინის წასვლამ გააყიდინა..მე რომ წავალ ამას გაყიდიანო ფიქროდა ისე,როგორც მოხუცი..მაგრამ ეს ფიქრები მალევე გაქრა..
ნინიმ საკუთარ სახელზე ანგარიში გახსნა და გერმანიაში გამგზავრებაზე დაიწყო ფიქრი.მეგობრები ეხმარებოდნენ და ყველანარიად უწყობდნენ ხელს..მაკამაც,როგორც იქნა,მიიღო შვილის გადაწყვეტილება და გამგზავრებაზე დასთანხმდა..მანამდე ნინიმ ელენესთან დაიდო ბინა..დღეები გადიოდა და ზურას მღელვარებაც ძლიერდებოდა..ნინის ვეღარ ნახავდა..“როგორ უნდა გავძლო?“-ეკითხებოდა საკუთარ თავს,მაგრამ არ პაუხობდა..იცოდა,რომ პასუხი იმ ერთ წელში იყო,რომელიც გოგონას გარეშე გაატარა..“იქნებ ეს უკეთესიცაა?“-შინაგანი ხმა ეკითხებოდა მამაკაცს,მაგრამ ის ამას მხოლოდ და მხოლოდ უარყოფდა..
-გამოსამშვიდობელი წვეულება ნინის მოეწონება?-ზურამ მხრების აჩეჩვით ჰკითხა ელენეს..-მინდა,რომ ახალ წელს შევიკრიბოთ..ზედმეტად სენტიიმენტალური ხომ არ იქნება?ახლობლები,მეგობრები და რა ვიცი...შენ უნდა დამეხმარო ორანიზებაში-დაინახა თუ არა მეგობრის სახეზე ნათელი,გაეღინა და თვალი ჩაუკრა.
-დაგეხმარები..-თავი დაუქნია ელენემ..
ზურა ისევ ებრძოდა გრძნობას..უნდოდა მხოლოდ მეგობრულად ყვარებოდა გოგონა,მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა..“იქნებ ასე უკეთესია..ის წავა,შორს იქნება და ვერ ვნახავ..“-ყოველ ღამე უმეორებდა თავს აკვიატებულ ფრაზას,მაგრამ თითქმის ყოველ ღამე ნინი ესიზმრებოდა..მისი ცისფერი თვალები,ქერა თმა...ერთხელ აკოცეს კიდეც..სწორედ იმ სიზმარში,რომელიც 30დეკემბრის ღამეს ნახა მამაკაცმა..“ეს რა მჭირს..“-უყურებდა სარკეში საკუთარ ანარეკს და თვალებს აბრილებდ ზურა...
-აქ რა ხდება?-ნინი ელენემ შემოიტყუა უცნობ ადგილას..გარშემო ყველაფერი საახალწლოდ იყო..მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ახალი წლის შემოსლის წვეულება..დიდ ნაძვისხეზე ნინისა და ელენეს სახელები ციმციმებდა..გარშემო უამრავი ნაცნობი თუ მეგობარი..ეს ხომ ორმაგი წვეულება იყო...
გართობა გრძელდებოდა..მუსიკა და ათასი სულელური გასართობი,რომელიც ადამიანს პოზიტიურ განწყობა უქმნის,გასაგიჟებელი იყო...ნინიც,როგორც საერთო მხიარულების ნაწილი,გახარებული იყო..კმაყოფილი და სევდისგან გაწმენდილი ადამიანის შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ გოგონას სახე,გამოხედვა და მომღიმარი მზერა...ეს ნინი არაბული იყო,ოღონდ სულ სხვა ნინი...
ხალხის შეძახიელბი ძლიერდებოდა..
-ხუთი წუთიც და ახალი წელია..-ელენემ ჩასჩურჩულა დაქალს და მეორე მხარეს წავიდა..მხიარული შეძახილები არ წყდებოდა...
„ამ წელს ვეღარ ვნახავ..“-ზურას სენტიმენტალური გამოხედვა და ათრთოლებული ტუჩები უფრო ამძაფრებდა მამაკაცის განწყობას..ფეიევერკების ფერთა შეხამება ძლიერდებოდა..ყველაფერი ივსებოდა ახლის იმედით,მაგრამ ზურასთვის ეს ყველაფრის დასასრული იყო..
„ნუთუ,ეს ერთპროცენტიანი იმედიც საბოლოოდ დასამარდება..“-გაიფიქრა და 2016 წელიც შემოდიოდა...5,4,3,2 და 1-უკანასკნელი ციფრი გულში გაიმეორა და ნინის ისევ ვნებით სავსე მზერა ესროლა..ის მის გვერდით იყო და მას ისევ ისეთი მუქი ტუჩები ჰქონდა...
ადრენალინი გამძაფრებულად ასხამდა ტვინში.აღელვებული იყო ისე,როგორც გარეგნულად,ასევე შინაგანად.რას გრძნობდა მაშინ? ამაზე თავადაც ვერ გიპასუხებდათ..მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა და ეს ნინი იყო.წინ წაიწია მისმა არსებამ,რომელშიც ჭიდილი მიმდინარეობდა.“ვაკოცო,არ ვაკოცო“ მზერით მიუახლოვდა ნინის და მაიცნ ცდუნებამ გაიმარჯვა.წამით და ნინის სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული..ნინის ბაგეებს გაუმაძღრად აცხრებოდა ზურას ტუჩები..დიახ,ცდუნებამ გაიმარჯვა.ვნების მოუთოკველობამ აჯობა ნინისადმის სიყვარულს...რამდენიმე წამიც და გაოგნებული იდგა მეორე მხარეს მამაკაცი..ლოყაზე ხელი მოეკიდებინა.ნინის მისთვის გაერტყა.აცრემლებული იდგა გოგონა მის პირისპირ და ყველას დასანახად თამამად უყურებდა ბიჭს.არ ტიროდა და არც პირველ კოცნას მისტიროდა.თუმცა ეს რაკოცნა იყო? ძლივს გააშვებინა ტუჩები,ძლივს მოიშორა და მერე სილაც გააწნა.ასეთი არ წარმოედგინა პირველი კოცნა..ის რომანტიკული და ამაღელვებელი ეგონა,მაგრამ ეს ყვეალეფრი ზურას აფორიაქულმა ქმედებამ შეცვალა...
-მე შენ მხოლოდ მეგობრად გიყურებდი,გვერდში მედექი,როცა მიჭირდა,მეხმარებოდი..გესმიდა ჩემი...-ხმა აუკანკალდა და უკან წაიწია-მაგრამ ამას არ ველოდი!
-მიყავრდი..სამი წელია მიყვარხარ და ისევ მიყვარხარ..-გამძაფრებული გრძნობით იმეორებდა ზურა და გოგონას ცისფერ თვალებს ისევ აშტერდებოდა..გრძნობდა უამრავ მზერას,მაგრამ არ ადარდებდა..ნორმალურად ვერც ხედავდა მათ..მის ჰორიზონტზე მხოლოდ ნინი იყო..
-მშვიდობით,ზურა..ალბათ,ასე უფრო უკეთესი იქნება..3-ში მივდივარ..იმედია,იპოვი ცხოვრების სიყვარულს..მე შენდამი მეგობობაზე მეტს ვერასდროს ვიგრძნობ..-სევდიანად გაუღიმა და კარებისკენ გაემართა..-ზურა გაშტერებული იდგა..თითქოს გაკვირვებული იყო,მაგრამ რატომ? რატომ უნდა ყოფილიყო? ნინიმ ის უთხრა,რასაც შინაგანი ხმა კარნახობდა,რაც მას არაერთხელ მოესმინა..
ცხოვრება ერთგან რო გაგიკვლევს გზას,მეორეგან ჩაგიხერხავსო...იქნებ მაიასაც ასე მოუვიდა.სიყავრულში გაუმართლდა,პირადი ცხორვება ააწყო და შვილი დაკარგა..შვილი,რომელთანაც საუაბარსაც კი ვეღარ ბედავდა..დარჩა ასე ათას გრძნობაში გახვეული და გამძაფრებული ჰორმონებით სავსე მაია..დროდადრო იბერებოდა და ახსენდებოდა პირველი ორსულობა..რაც სწორედ იმ ნოსტალგიების შემოწოლას ნიშნავდა,რომელთაც ძლივს აკავებდა..ეგონა გვირაბში იყო დაკარგული და ნათელ წერტილსაც ვერ ხედავდა,მაგრამ თორნიკე ცხოვრებას უადვილებდა...ავსებდა ვნებითა და სიყავრულით..ქალსაც მეტი რა უნდოდა?
-ჩემთვის რომ გაეგო..-ნაღვლიანი სახით მიაკითხა თორნიკეს კაბინეტში და მაგიდაზე ჩამოუჯდა..ამის უფლებას თავს აძლევს,ორსული ვარ და მეპატიებაო,მამაკაციც არ უშლის და სულ გაღიმებული სახით ხვდება,უცინის,ეხუმრება და ყველაფერს აკეთებს,რომ მაიას ფსიქიკა ჯანსაღ მდგომარეობაში იყოს.
-მაია,არ შეიძლება შენს მდგომარეობაში ნერვიულობა..უკვე მეცხრე თვეში გადახვედი..დღეიდან შვებულებაში გადიხარ და დაისვენებ..-წელზე შემოხვია ქალს ხელი და თბილად გაუღიმა,მაგრამ თვალებში რაღაც სევდა უჩანდა..რის გამო ვინ იცის..მაია ვერაფერს ამჩნევდა ან სად ეცალა ამისთის! მისი ჰორიზონტი დრო და დრო ვიწროვდებოდა..ვიწროვდებოდა და თავისუფალ ადგილს არ ტოვებდა..
-კარგი,ძვირფასო..-მოწყვეტით აკოცა თორნიკეს და კარებისკენ წავიდა..-სახლში დაგელოდები? ხომ გამომივლი?-ინტერესით დააკვესა თვალები და ოთახი დატოვა.პასუხს არ დალოდები,ეჩქარებოდა..პასუხი კი ისედაც იცოდა..
თორნიკე იმ დღეს,განსაკუთრებით,აფორიაქებული იყო.წინ დღეს სესილისთან საქმიანი და პირადული საუბარი ჰქონდა.იკითხავ,ერთდროულად ორივე როგორი,მაგრამ ასე იყო.მათ წინა დღის მთელი მისი არსება დაბინდულიყო..საგონებელში ჩავარდნილიყო და კიდევ ვერ გაეანალიზებინა დედის სიტყვები..ქალს ფსიქოლოგი გახლდათ და ადამინაზე ზემოქმედების მოხდება მშვენივრად შეეძლო..ერთ დროს თსუ-ს ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა,მართალი,საკუთარი პროფესიით არასდროს უმუშავია,მაგრამ ახლობლებს,თავის ჭკუით,საოცარ დახმარებას უწევდა..
-ეს გატაცება და ვნება უფროა ვიდრე სიყვარული..არ გჯერა,შვილო?-დაიწყო ქალმა საუბარი და ხელში კალამი აათამაშა..-ნუთუ,არ გჯერა..ჯერ ახალგაზრდა ხარ..უბრალოდ ნახე განსხვავებული ქალი და მოგეწონა..რაღაც ახლის გასინჯვა გინდოდა.გგონია მე არ მესმის შენი? ასეთი რამ შენს ასაკში არაა უცხო..ეს შენი ბრალი არაა,უბრალოდ დროზე უნდა მიხვდე რას გრძნობ..ის ქალი შორიდან ვნახე..არაა ურიგო გარეგნობის..ორსულიც კი მიმზიდველად გამოიყურება,მაგრამ ..ეს არაა ის,რაც შენ გჭირდება..იმ ქალს შეეშვი..კიდევ ერთხელ გთხოვ..დედა ვარ შენი,არ გესმის? დედა,რომელსაც უყვარხარ..მე გადატარე ცხრა თვე მუცლით,სამი წელი ხელით..-თორნიკემ თვალები დააბრიალა და დედას ბრაზით შეხედა..
-სესილი,სამი წელი ხელით არ გიტარებივარ..-ირონიით ასწია წარბი და დედის ბანალურობაზე სიცილი აუტყდა..-ნუ ერევი,ჩემს ცხორვებაში..მე უკეთ ვიცი რას ვგრძნობ და რას არა..ფსიქოლოგი რომ ხარ იმას კი არ ნიშნავს,რომ თითეული ადამიანის გულშ შეგიძლია ჩახედვა..დედა,შემეშვი..გესმის?-ხმას აუწია და კარებისკენ წავიდა..-ჩემს ოთახში გავდივარ და შენი სიკაპასით არ შემაწუხო..-ორი ნაბიჯით გაიწია გვერდზე,საითკენაც გასასვლელი იყო და დედამის ისევ შეხედა,ოღონდ ახლა უფრო გამძაფრებული ირონიით,ირონიით,რომელიც ბრაზით გაჟღენთილიყო..ირონიით,რომელკც სახიდან არ შორდებოდა...
-მამაჩემი გახსოვს? მან მთელი კომპანია მე დამიტოვა..გაიხსენე რუსეთი...ახლა ფეხზე დგას და გვარიანი შემოსავალიც მოაქვს..-ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ისევ განაგრძო..-მინდოდა შენთვის მომეცა..მაგრამ რახან...-თვალი ჩაუკრა შვილს და ფეხე ფეხზე გადაიდო.
-დამასვენე!-განერვიულებიანი გავიდა ოთახიდან..-მინდოდა შენთვის გადმომეცა..-ისევ გაიმეორა ქალმა და ჩაიცინა,მაგრამეს უკანასკნელი არ იყო ჩვეულებრივი ჩაცინება..ეს იყო ირონიითა და კმაყოფილების გრძნობათა ნარევით გაჟრენთილი სიცილი...
აი,ამის გამო იყო ასე...უნდოდა ეს კომპანია,მერე რამხელა მომავალი ექნებოდა..როგორ უნდოდა.საკუთარ თავთან ყოყმანობდა..ისიც კი გაიფიქრა,იქნებ დედაჩემი მართალია და ეს უბრალოდ ახალი ხილის გასიჯვა იყოო,მაგრამ მაისთან შელევა არ შეეძლო.ამას მთელი არსებით გრძნობდა..სავარძელში გადაწვა და ფეხეზე მაგიდაზე შემოალაგა,თვალები დახუჭა და მომავლის წარმოდგენა სცადა...მაგრამ კარები გაიღო და შემოსულმა ისევ ჩაიცინა..ეს სესილი იყო..
-ჩემმა ვაჟმა ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში იცოდა,რომ ფეხები მაგიდაზე არ უნდა შემოელაგებინა და,მითუმეტეს,ფეხსაცმლით..-თორნიკე გაბრაზდა და თვალები გადააბრუნა..უნდოდა ეყვირა,მაგრამ სახლში არ იყო..კომპანიაში შერცხვენას კი ნამდვილად არ აპირებდა..-სესილი,აქ მაინც მომასვენე..-ქალი ოდნავ შეირხა,კაბა გაისწორა და ფანჯარას მიუახლოვდა..-რა ხედია!-სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა..-მამაშენი აქაც ვერ გიშველია..-ამაყად თქვა და კარები მიხურა..-თორნიკე ისევ გაოცებული იჯდა,მაგრამ ფეხებს კვლავ არ აბრუნებდა თავის ადგილას..
თერთმეტი საათი იყო,როცა მაიასთან მივიდა..ანერვიულებული და დაბნეული იყო.პირველად ცხოვრებაში ვერ ხვდებოდა რომელი გზა აერჩია..“მერე რომ ინანო..მომავალი არ გინდა?“-მეორე მე არ ცხრებოდა..კიდევ ეს აკლდა! იმ ღამით ხმა არ ამოუღია..ჩუმად ჩაატარა თერაპია,მეცხრე თვის თერაპია..
ამ დროის განმავლობაში არც ნინი და ელენე იყვნენ უსაქმოდ..ნინი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა..აქაც დადიოდა სკოლაში,ოღონდ უფასოდ და აქაც კავდებოდა ტანვარჯიშიც..ერთობოდა კიდევ ელენესთან ერთად და ცდილობდა წარსულზე აღარ ეფიქრა..ეს მაინც და მაინც კარგად არ გამოსციოდა,მაგრამ მაინც ცდილობდა..ქვეყანა მოეწონათ,რამდენიმეჯერ ექსკურსია მძღოლიც კი დაიქირავეს,რათა იქაურობა კარგად შეესწავლათ,მაგრამ ეს ყველაფერი ვერ ჩრდილავდა იმ გრძნობათა ნაკადს,რომლებსაც თბილისიდან გამოექცა..
ზოგჯერ კოშმარებიც კი აწუხებდა გოგონას,მაგრამ არ იმჩნევდა..ყოველთვის ცდილობდა შიში დაეძლია და ელენე,რომელსაც მის გვერდით ეძინა არ გაეღვიძებინა..ელენესთან ისედა ხომ ახლოს იყო და უფრო დაუახლოვდა..ღვიძლი დისგან ვერ განასხვავებდა მას ადამიანი..
-ადექი?-ნინის ელენეს ხმა მოესმა და მაშინვე წამოხტა..-მოდი,აქ..-დაქალის არტაცებულმა ხმამ შეარხია და უკან გაჰყვა..-რა ხდება?-გაშტერებული სახით შეხედა მეგობარს,როცა ხელში ნანი შერჩა.მათთან დიდი ხანი იყო,რაც კონტაქტი არ ჰქონდა..იმ ამბის შემდეგ სრულიად ჩამოშორდა ნათესავებს..
-ნინი..შენს სანახავად ჩამოვედი-გადაეხვია ნანი გოგონას და შემდეგ ნაღვლიანად შეხედა..-მენატრებოდი ძალიან..დედაშენმა..-ნინიმ გააწყვეტინა და მკაცრად შეხედა დეიდას..-ის არ ახსენო,თორემ საერთოდ..-აღარ დაუსრულებია..
-ყავას ხომ არ დალევთ?-ელენემ გაუღიმა სტუმარს და სამზარეულოსკენ წამოიყვანა..-პატარა ბინაა,მაგრამ კოხტა..-ნანიმ გოგონებს საცხოვრებელი მოუწონა და თვალი ჩაუკრა.
-ბაჩო როგორ არის?-მოიკითხა ნინიმ ბიძა და დეიდას გვერდით მიუჯდა.არაუშავსო,უპასუხა ნანიმ და ყავა მოსვა.
-ზოოპარკში არ წავიდეთ..-საუზმეს რომ მორჩნენ ნინიმ გამოიცვალა და გაღიმებული გავიდა სამზარეულოში,სადაც ელენე და ნანი საუბრობდნენ.ნანიმ გაუღიმა,შესანიშნავი იდეააო და ელენესაც ესიამოვნა დაქალის შემოთავაზება.
^^
-რაღაც ვერ ვარ ხასიათზე..დღეს ჩემთან დარჩი..-მაია კისერზე ჩამოეკიდა შეყვარებულს,რომელიც სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა..
-არ შემიძლია,მეჩქარება-უკმაყოფილოდ უპასუხა თორნიკემ და პერანგი შეიკრა..-მალე მოვალ-მისი სიტყვები ფიქრებს არ ემთხვეოდნენ..გულის სიღმეში იცოდა რა უნდოდა,მაგრამ ამის აღიარება უჭირდა..ან როგორ არ გაუჭირდებოდა! იმ დღეს სულ არ წასულა სამსახურში.ბარში გაიარა და კარგად გამოთვრა.“ქალის სიყვარული თრობაა,ხოლოდ ქალების-დათვრობა..“-გაიფიქრა და მორიგი ჭიქა გადაკრა.მარტო დალევა არ ჩვეოდა,მაგრამ,იმ მომენტში,შეეძლო ეკეთებინა ყველაეფრი,რასაც უწინ აზრადაც ვერ გაივლებდა,მაგრამ,სამაგიეროდ.არ შეეძლო ეკეთებინა ის,რასაც ადრე სიამოვნებით აკეთებდა..
ასე გადიოდა დღეები..სესილიც აგრძლებდა სეანსებს,თორნიკეც გიჟდებოდა და ლამის იყო ჭკუიდან შეშლილიყო..თავს აღარ ჰგავდა.უჭირდა გადაწყვეტილების მიღება..რუსეთიდან მილიონებით სავსე კომპანია ეძახდა..ხოლო ოთახიდან მაიას ჰარმონიული ხმა გამოდიოდა..საით იყო გზა არ იცოდა..“ორივე შემთხვევაში ინაენბ,მაგრამ,თუ მიატოვებ,დროსთან ერთად სინანულიც გაგივლის,მაგრამ,თუ იმ ქალთან დარჩები,მთელი ცხორვება ინანებ..მას ერთ დღეს დატოვებ და მომავალი უკან დაგრჩება..“-შინაგანი ხმა კარნახობდა..ეს გრძელდბეოდა რეგულარულად და მის გრძნობებს უთხრიდა ძირს..ფესვების გარეშე კი რა დარჩებოდა!
^^
-როგორ ხარ?-ნენენ მოიკითხა მეგობარი...-კარგად ვარ,შენ?-ნინის გაუხარდა მონატრებული მეგობრის ხმის გაგება..ახალი ამბები მოუყვა,რაღაც-რაღაცებზე იცინეს კიდეც დაკმაყოფილმა დაკიდა ყურმილი.
ნინი ღამღამობით ისევ ფიქრობდა ხოლმე დედის მუცელში არსებულ ბავშვზე..ათასი გრძნობა უტრიალებდა თავში..“მაინც და მაინც ახლა რატომ? როცა ჩემი დედმამიშვილი ჩნდებოდა..“-საყვედურობდა ხოლმე რაღაც უხილავს გოგონა..
ცხოვრება კი მიდიოდა..მიჰყვებოდა დინებას და უმისამართოდ მიდიოდა..ადამიანებს მიაქანებდა,როგორც მოთამაშე თოჯინებს და ირონიით აცეცებდა თვალებს..გადიოდა დრო..და ბოლო თვეც იწურებოდა..მალე გაჩნდებოდა ერთ-ერთი წყეული ღამის შვილი...“მეც მაგ წყეული ღამის ნაყოფი ვარ..“-ფიქრობდა ნინი და ისტერიულად იცინოდა..სამშობლო და იქაურობა ეატრებოდა..ზურაც გახსენდებოდა ხოლმე,მარგამ არ უკავშირდებოდა და ამის მიზეი ზურას მიერ დარღვეული ზღვარი იყო,მეგობრობის ზღვარი..მამაკაციც ინარჩუნებდა სიჩუმეს..კვლავ ჩაესმოდა იგივე სიტყვები,როგორც მაშინ გადაიტანე ისეო და ნინის ნომერს უბრალოდ აშტერდებოდა..ხელს მოამზადებდა,ახლა დავურეკავო,მაგრამ ჩერდებოდა..უჭრდა,მაგრამ მაინც ძლებდა..პირველი კვრია სასმლით გადაიტანა,შემდეგ კი ცდილობდა სამსახურისთვის გადაეყოლებინა გული..
-ზურას ეხმიანები ხოლმე?-ნინიმ ინტერესით შეხედა დაქალს,რომელიც რუსულად ესაუბრებოდა ანიას.ანია ერთი უბრალო რუსი გოგონაა,რომელიც გერმანიაში ჩამოვიდ სასწავლებლად და,რომელიც სკოლაში გაიცნეს და დაიახლოვეს.
-არა,არც ერთხელ-უპასუხა ელენემ და ისევ ანიას შეხედა-რა თქვი?-რუსულად ჰკითხა ანიამ.ნინიმაც უპასუხა და ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა.
-ზურა,ყველაფერი კარგად იქნება-დიმიტრი მის გვერდით იჯდა და ამხნევებდა ძმაკაცს-დღეს დამოუკიდებელი ოპერაცი გაქვს და სხვა ნურაფერზე იფიქრებ..
-არ უნდა მენახა ის.არ უნდა დამეპატიჟებინა ჩემ დაბადების დღეზე..უკეთესი იქნებოდა და უფრო ადვილად დავივიწყებდი..-ნერვილად ბეჭდავდა რაღაცას და ბრაზით აკვირდებოდა კომპიუტერის ეკრანის რომელიღაც წერტილს.
-ძმაო,დაივიწყე..რაც მოხდა მოხდა..-მხარზე დაკრა ხელი და ოთახიდან გავიდა..-არ დაიგვიანო სამსახურში გააფრთხილა ზურა.
^^
-ვნახოთ ვინ გაიმარჯევბს..აშკარად ბავშვის დაბადებას ელოდება..ჩემი ბიჭაა..-თვალი ჩაუკრა სესილიმ ქმარს და საბანში შეწვა.თემური გაზეთს გაცხარებით კითხულობდა,როცა ცოლის ირონიულმა ხმამ თავი ამოაწევინა..
-აჰ..მე კი არ გეწინააღმდეგები,მაგრამ თავის ნებით უნდა გააკეთოს..ნაძალადევი ოქროც კი ნეხვია..-გახუმრება სცადა თემურიმ,მაგრამ სესილის ხუმრობის არაფერი ესმოდა,თვალები რაზით დააკვესა და საბანი თავზე წაიფარა.ასე იცოდა ხოლმე.პაუზის შემდეგ ისეთ რამეს გეტყოდა,რომ თავი დამარცხებულად გეგრძნო..ახლაც ოდნავ ასწია საბანი თვალებთან და ქმარს ჩურჩულით უთხრა..-თავის ნებით გააკეთებს..დედის სიყვარული გადააარჩენს მას..-ბოლო ფრაზა მკაფიოდ ქარმოთქვა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
არსებობს რაღაც რისთისაც ცხორვება ღირს..ცხორვებაში არასდროსაა „ჰეფი ენდი“,რადგან ზღაპარში არ ვცხოვრობთ,მაგრამ მის მომენტებში გვხვდება ბედნეირება,რომლის გამოც ეს ყველაეფრი ღირს..გული გვტკივა,სასოწარკვეთაში ვვარდებით..ყველაფერზე ხელს ვიღებთ,მაგრამ რაღაც იმედის სხვილი მაინც გამოჩნდება ხოლმე და ზემოთ ამოგვწევს..არ ვიცი რა ჰქვია მას,მაგრამ ვიცი ერთი რამ..ვიცი,რომ ცხორვებაში იმედის ოდნავი,მკრთალი ნათებაც კი იმედია,რადგან შანსი იმისა,რომ ბედნიერი იქნები,გინდ ამ უკანასკენლის შესაძლებლობა მხოლოდ ერთი პროცენტი იყოს,გასაოცარი რამაა..თუ არ გაქვს იმედი,თავი ცოცხლად დამარხულად ჩათვალე,რადგან,თუ ეს უკანასკნელი მოკვდა,ყველაფერი უფერულდება..,
ცხოვრებას ღამეები ქმნიან..ვიბადებით,ვმრავლდებით,ვბერდებით და ბოლოს ვკვდებით...ეს ბუნების კანონია..გვიანდა თუ არა მაინც დადგება ის წამი,როცა ცხრა თვის ნატარები ბავშვი შეირხევა და მუცელში პაწაწა ფეხებს მოგვარტყამს...აღელვებულ მაისა და თორნიკესაც დაუდგათ ეს დღე..მამაკაცი გადაწყვეტილების მიღებასა და არმირების ზღირბლზე იყო,როცა შეყვარებულის ხმა მოესმა.
-დამეწყო! სწრაფად წავიდეთ..მომაწოდე ჩანთა..-ნერვიულად იმეორებდა ქალი...
-ახლავე..ყველაფერი კარგად იქნება..-წინა ღამეს იმდენი დალია,რომ ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს...ქალს ლიფტამდე მისვლაში დაეხმარა,შემდეგ კი მანქანაში ჩასვა.ეს უკანასკნელი სწრაფად დაქოქა და ადგილიდან მოწყდა..
-ნელა ატარე..-შესინებული მაია მუცელზე იკიდებდა ხელს,ჰორიზონტს თვალს ვერ აშორებდა და თან პატარას ელაპარაკებოდა,ყევლაეფრი კარგად იქნება,მალე დედიკოსთან იქნებიო.
თორნიკეს ქალის არც ერთი სიტყვა არ ესმოდა,უბრალოდ მიქროდა...
-ააა..დაამუხრუჭე..-ქალის ხმამ გამოაფხიზლა...
საშინელების მომასწავებელი ხმები გაბუქებულად ჩაესმოდა თორნიკეს...გინება,ძახილი და ხალხის აჟიოტაჟი..ეს ყველაფერი მის ნერვულს სისტემას უფრო არღვევდა...
-ამის დედაც..-გაიხედა უკან და თავი საჭეს დაადო.
—-----
ველი შეფასებებს,ჩემო ტკბილებო.
მიყვარხართ ყველანი.



№1  offline წევრი lisebeth

ვაიმე ეს სესილია რა აუტანელი არსებაა
მაიაზე უარესია
როგორ შეიძლება შვილის გრზნობებზე ასე ითამაშო და ქონებით მანიპულირება დაიწყო
თემურმა მართალი უთხრა.

მიუხედავად ყველაფრისა ნინის საქციელი სწორი არ აროს.
როცა მას უჭირდა დედამისს არასდროს მიუტოვებია და უნამუსო მამისგანაც იცავდა.
ნებისმიერ შემთხვევასი მშობლების გაკიცხვის უფლება არ გვაქვს.
მაიას ადგილას არ მივცემდი წასვლის უფლებას და არც ქონებას გავუყოფდი
სრული კანონიერი უფლება ქონდა.

 


№2  offline წევრი lamazi gogona

dzalian momewona dzaaan magaria moutmenlad veli gagrdzelebas

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

თათია,ყველა ერთნაირად არ იქცევა.
მშობლების გასამართლების უფლება არ გვაქცს,გეთანხმები.

 


№4  offline წევრი lisebeth

ხო ამიტომაც ვთქვი მე ასე მოვიქცეოდითქო
პატივიეც დედასა და მამასა შენსა ნათქვამი ა მცნებად და მიუხედავად იმისა ისინი რას გააკეთებენ შვილი ვალდებულია პატივი სცეს... 15 წლის ლაწირაკს რა უფლება აქვს დედა განსაჯოს

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

ჰო,გეთანხმებო.16ისაა მარა რა მნიშვნელობა აქვს.მხოლოდ მაის უარყოფითს ვეღარ დაინახავს ხალხი..

 


№6  offline წევრი lisebeth

drunkinlove
ჰო,გეთანხმებო.16ისაა მარა რა მნიშვნელობა აქვს.მხოლოდ მაის უარყოფითს ვეღარ დაინახავს ხალხი..

რაც მთავარია შენ გაქვს არაჩვეულებრივად ნაჩვენები როგორ ყველა ადამიანს საკუთარი თავი ყველაზე მართალი ჰგონია

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

lisebeth
drunkinlove
ჰო,გეთანხმებო.16ისაა მარა რა მნიშვნელობა აქვს.მხოლოდ მაის უარყოფითს ვეღარ დაინახავს ხალხი..

რაც მთავარია შენ გაქვს არაჩვეულებრივად ნაჩვენები როგორ ყველა ადამიანს საკუთარი თავი ყველაზე მართალი ჰგონია

მადლობ..

 


მომწონ საოცრად <333

 


№9  offline წევრი TIME

uf ra kargi tavi iyo,rogori saintereso.au male dade damaintriga bolo nawilma.warmatebebi♥♥♥

 


№10  offline წევრი Nat haly

lisebeth
ვაიმე ეს სესილია რა აუტანელი არსებაა
მაიაზე უარესია
როგორ შეიძლება შვილის გრზნობებზე ასე ითამაშო და ქონებით მანიპულირება დაიწყო
თემურმა მართალი უთხრა.

მიუხედავად ყველაფრისა ნინის საქციელი სწორი არ აროს.
როცა მას უჭირდა დედამისს არასდროს მიუტოვებია და უნამუსო მამისგანაც იცავდა.
ნებისმიერ შემთხვევასი მშობლების გაკიცხვის უფლება არ გვაქვს.
მაიას ადგილას არ მივცემდი წასვლის უფლებას და არც ქონებას გავუყოფდი
სრული კანონიერი უფლება ქონდა.


Kacis gulistvis sakutari shvili ar unda gawio, tavisufleba igrdzno tuara egreve vnebebis mona gaxda :) chemi azrit amazrzenia migyavdes orsul qals 14wlit patara sayvareli im saxlshi sadac sheni qalishvili izrdeba :) nu es chemi mosazrebaa me ver vamtyuneb ninis

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

TIME
uf ra kargi tavi iyo,rogori saintereso.au male dade damaintriga bolo nawilma.warmatebebi♥♥♥

შეყვარებული გოგონა
მომწონ საოცრად <333

love
Nat haly
lisebeth
ვაიმე ეს სესილია რა აუტანელი არსებაა
მაიაზე უარესია
როგორ შეიძლება შვილის გრზნობებზე ასე ითამაშო და ქონებით მანიპულირება დაიწყო
თემურმა მართალი უთხრა.

მიუხედავად ყველაფრისა ნინის საქციელი სწორი არ აროს.
როცა მას უჭირდა დედამისს არასდროს მიუტოვებია და უნამუსო მამისგანაც იცავდა.
ნებისმიერ შემთხვევასი მშობლების გაკიცხვის უფლება არ გვაქვს.
მაიას ადგილას არ მივცემდი წასვლის უფლებას და არც ქონებას გავუყოფდი
სრული კანონიერი უფლება ქონდა.


Kacis gulistvis sakutari shvili ar unda gawio, tavisufleba igrdzno tuara egreve vnebebis mona gaxda :) chemi azrit amazrzenia migyavdes orsul qals 14wlit patara sayvareli im saxlshi sadac sheni qalishvili izrdeba :) nu es chemi mosazrebaa me ver vamtyuneb ninis

ჰო,ნინისთვისა ძალიან ძნელი იყო..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent