შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებიანი მელისას სიყვარული მიხსნის ?! (2)


18-09-2015, 17:30
ავტორი lisebeth
ნანახია 2 359

მელისა სირბილით გადაევლო სახლის კიბეებს და მისაღებში ჩამოვიდა. დედამისი სავარძლით იჯდა შემოსასვლელში და მსახურებს მითითებებს აძლევდა. უკნიდან მიეპარა და ლოყაზე აკოცა. გოგონა მოფხიზლებული და გაცილებით მხიარული ჩანდა. სუფრა უკვე გაწყობილიყო ,მაგრამ დაინახა როგორ შემოაყენა ოთახში მამამისის მძღოლმა მანქანა. ადგილს მოსწყდა და გარეთ გავარდა. კაცი მანქანიდან არც იყო გადმოსული კისერზე,რომ შეახტა და კოცნა დაუწყო. მის წივილზე ახლადმოსულმა ბიჭებმაც მოიხედეს უკან.
- მამიკო...მამიკო..მამიკო_ სახეს უკოცნიდა კაცს გოგონა და როგორც შეეძლო ისე ეკვროდა კისერზე.
-მელი დაწყნარდი საყვარელო თორემ ასე დამახრჩობ.
გოგონამ როგორც იქნა ძირს ჩამოხტომა ინება და კაცმაც ამოისუნთქა. ჰალსტუხი და პერანგი გაისწორა და ალმაცერად გახედა შვილს.
-შენ რა დაგაჭკვიანებს. სულ ტყუილად მაქვს შენი იმედი. როგორ იქცევი.
-ოოოჰ კარგი რაა
-ესეიგი გავხდით ბოლოს და ბოლოს იმის ღირსი ,რომ გვიკადრო?
-და აი მეც დავბრუნდი თქვენო აღმატებულებავ_სასაცილო რევერანსი გააკეთა გოგონამ_ მზად ვარ გემსახუროთ
-აზრი არ აქვს შენთან საუბარს. შევიდეთ შიგნით.
მელისა ხტუნვა-ხტუნვით შეჰყვა კაცს შიგნით. ბიჭებმა თვალი გააყოლეს გოგონას. კაცი სავარძელში მჯდომ ცოლს მიესალმა და გადახოცნა. მელისა პირდაპირ სუფრას შემოუჯდა და მადიანად შეექცა.
-დავინახე შენი მძროლი ჩამოუყვანია ლადოს.
-მძღოლი? არ გდამრიო მამა... მძღოლი რად მინდა მიყიდე მანქანა და ვივლი ჩემით
-სიტყვაც არ დაძრა მაგაზე. აქედან შორსაა ქალაქი და არ ვაპირებ ...
-მამა...
-შენი ამბავი რომ ვიცი სარკეში ყურებისას სადღაც ჯურჭმულში გგადაიჩეხები
-ასე მიცნობ?
-რომ გიცნობ იმიტომაც ვამბობ . მორჩა დავა
-კარგი რააა..._აწუწკუნდა მელისა
-მამას დაუჯერე შენთვის აჯობებს.
-აღარ ვარ ექვსი წლის სკოლაში სმოკინგში გამოწყობილმა იდიოტმა მატაროს
-ეს თემა განხილვას აღარ ექვემდებარება_მტკიცედ განაცხადა კაცმა._ წადი გამოიცვალე და ცხენებით საჯირითოდ წავიდეთ. დიდი დრო გავიდა რაც არ გიჯირითია. შენი ცხენი მოკვდა სადგომში.
-მოიცა მე რა ცხენიც მყავს?
-არც კი ახსოვს _ გაოგნდა კაცი
-ის თუ გახსოვს დედ-მამა ,რომ გყავს?
-მაგას რა დამავიწყებს დედიკო_წამოხტა მელისა ფეხზე. ქალს ლოყაზე ეძგერა და მაგრად აკოცა. მერე პირდაპირ საძინებლისკენ გაქანდა. კარადიდან ჯინსი გამოიღო ,რომელზეც ჩექმები ამოიცვა. ზემოდან კუბოკრული პერანგი ჭიპს ზემოთ შეიკრა და ტეხასელი კოვბოივით გამოწყობილი ისევ მისაღებში დაბრუნდა. მამამისსაც გამოეცვალა შარვალ-კოსტიუმი და მოდიოდა. ქალმა სიყვარულით აღსავსე თვალები გააყოლა ქმარ-შვილს.
მწვანე ბალახზე მიაბიჯებდნენ. მელისა უყვებოდა ლონდონზე. იქაურ მეგობრებზე. უნივერსიტეტზე და ბოლო წვეულებაზე. იმაზე როგორ გაუჭირდა იქაურობასთან დამშვიდობება და ა.შ.
-ბოლო დღეს ბევრი ფოტო გადავიღე. ვიცოდი ,რომ დაგაინტერესებდათ შენ და დედას. მერე ერთად დავათვალიეროთ_თქვა მელისამ
-დაუჯერებელია ,რომ ჩვენს გამო ასე შეწუხდი. პირდაპირ გაოცებას ვარ შვილო
-კარგი რა მამა არც მასეთი უყურადღებო ვარ.
-ჩამოხვედი ,მაგრამ ვგრძნობ აქ დიდხანს არ დარჩები
-ყოველ შემთხვევაში ვერ იტყვი,რომ არ ვცადე...
-შენ არ გიყვარს აქაურობა. შენ არ გიყვარს ეს მიწა და ეს ხალხი. მე და დედაშენმა მაშინ მივქარეთ ასეთი პატარა უცხო ქვეყანაში ,რომ გაგიშვით. მაშინ დასრულდა შენი სიყვარული აქაურობის მიმართ. არადა ეს ხომ საოცარი ქვეყანაა. უზარმაზარი ისტორიით და შთამბეჭდავი კულტურით. იყო დრო როცა ადამიანები აქ ჩამოსვლისთვის იბრძოდნენ. დღეს კი შენ აქედან გაქცევა გინდა.
-მამიკო არ გინდა ისტორიის გაკვეთილები.
მამა-შვილი საჯინიბოს მიუახლოვდა. ლადო უკვე შედგომოდა სამუშაოს და თივის შეკვრებს ერთმანეთზე აწყობდა. გარეთ წელს ზემოთ შიშველი ვაკო შოკოლადისფერ ცხენს ვარცხნიდა. მზეზე გამაოგნებლად ბზინავდა ცხოველის ბეწვი რაც იმაზე მეტყველებდა ,რომ კარგი ჯიშის იყო.
კაცმა ახალმოსულ მსახურს თავაზიანად მიესალმა ,რომელმაც აქამდე ვერც ერთი ვერ შენიშნა.
-მოგესალმები ყმაწვილო
ვაკომ თავი ასწია . მაისური სწრაფად გადაიცვა და სალამი დაუბრუნა
-მოგესალმებით ბატონო
-მე და ჩემს შვილს ცხენით გასეირნება გვინდა.
საჯინიბოდან ლადო გამოვიდა და უფროსებს მიესალმა. ეს უაზრო გაბმული საუბარი მელისას ყურს საერთოდ არ გაუგონია. ახალი მსახურის გამაოგნებელ ფორმებს აღტაცებაში მოჰყავდა და ადგილზე ცქმუტავდა. იცოდა რა მამამისი მის ყველა მიმიკას დაიჭერდა ცდილობდა თვალი შეუმჩნევლად გაეპარებინა მისკენ.
ლონდონში ცხოვრებისას არაერთი შეყვარებული ჰყოლია. მისი გემოვნების პატრონისთვის ალბათ არც ერთი არ იყო ვაკოზე ნალები შესახედაობის, მაგრამ ამ ვიღაც გადამთიელმა...ჯერ არ გაცნობილმა და მისთვის მეტისმეტად ველურმა შესახედავმა ბიჭმა სრული აფეთქება მოახდინა მასში. ცდილობდა განცდები ეკონტროლებინა და შეეკავებინა ის ქიმია რაც იმ წამსვე იგრძნო მასთან რასაც გრძნობდა ,რომ ვერ მოახერხებდა. თავისი ცხენის გამოსაყვანად სადგომში შევიდა. უნაგირს ხელი მოჰკიდა და მერე კისერზე მიეფერა. რძისფერი ცხენი მორჩილად დაყვა პატრონის ალერსს.
‘დაწყნარდი მელისა დამშვიდდი შენ უკეთესი მამაკაცებიც გინახავს’’ შთააგონა საკუთარ თავს და გონებას უბრძანა შეეწყვიტა იმ სიბინძურე ფიქრების მოწოდება რასაც იმ წამს წარმოიდგენდა ხოლმე. შენც არ მომიკვდე. სულაც არ ათხოვა ყური გონებამ. უფრო და უფრო მძაფრდებოდა მის მიმართ გაჩენილი სურვილი. ცხენის აღვირი მოქაჩა და სადგომიდან გადმოიყვანა. მამამისმაც ჩაავლო ლაგამში ხელი იმ ცხენს ,რომელსაც წუთის წინ ვაკო ვარცხნიდა და ქალიშვილს წინ წაუძღვა. გოგონამ რამდენჯერმე მოუხედა უკან თავის მომავალ მძღოლს და იმ წამდენიმე წამშიც კი მოასწრო მისთვის თვალი თვალში გაეყარა. მერე საბოლოოდ შებრუნდა. თავისი მოქნილი და ნარნარა სხეულის რწევით გაუყვა გასასვლელ ბილიკს.
-შეწყვიტე _მოაძახა უკნიდან ლაადომ
-რა შევწყვიტო?_გამოერკვა ვაკო
-შეწყვიტე მისთვის თვალების ბრიალი. იცოდე არ მოგიტანს კარგს.
-და სად დაინახე ,რომ დავუმრიალე.
-დანახვა რად უნდა ლამის საკუთარმა ნერწყვმა დაგახრჩო. არ არის შენი შესაფერისი ეგ თავარიანი გოგო.
-საიდან დაასკვენი ახლა ეგ სისულელე.
-შენი თვალებიდან. ლამის მზერით გააშიშვლე...
-ლამაზია რა მოხდა მერე. ძაან ამლაშებ არც მასე ცუდი იქნება...
-ცუდი არაა და არც ბოროტია მაგრამ გატუტუცებული და გათავხედებული მამიკოს გოგოა ,რომელიც ყველაზე მაქსიმუმ სათამაშოდ გამოგიყენებს. აქაურობას ვერ იტანს და ახალ სათამაშოზე არ იტყვის უარს. ხომ ხედავ როგორ ცდილობდა დაეჭირე. შენნაირი ასი ეყოლებოდა ლონდონში
-ნუ ლაპარაკობ შეყვარებული ეჭვიანი კაცივით. ასე მგონია შენ გიყვარს და ამიტომაც აპილპილდი სახეზე.
-მე შენთვის გეუბნები და თუ არ დამიჯერებ იყავი მანდ. მერე არ თქვა არ გაგიფრთხილებივარო. ათი წელია ამ სახლში ვმუშაობ. შენზე დიდი ვარ და მით უფრო დიდი გამოცდილება მაქვს ამ ხალხთან ურთიერთობის. ცუდი ხალხი არ არიან ,მაგრამ ემ გოგოს მეტი არავინ ყავთ და ამიტომაც ისვამენ თავზე ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. არ მისცე უფლება თავისი ლამაზი თვალებით დაგიმორჩილოს. არაა შენი შესაფერისი ...
-კარგი ჰო არც ვაპირებ მაგასთან ფლირტს. არ იცი აქ რისთვის ვარ? ფული მოვაგროვო და სახლში წავიდე. ჩემს მოხუცებს ცოცხლებს უნდა ჩავუსწრო და დედაჩემის სახლი გამოვისყიდო.
ვაკომ სავარცხელი ძირს დააგდო და ერთი ვედრო ცივი წყალი გადაისხა თავზე. ისე ცხელოდა ლამის იწვოდა ყველაფერი. ესიამოვნა და იქვე გარეთ მორზე ჩამოჯდა. უყურებდა როგორ დაარბენინებდა ცხენებს მამა-შვილი. მელისას სიცილი გარშემო ყველაფერს აყრუებდა. რაღაც არაამქვეყნიური სიცილი ჰქონდა. თითქოს სამყარო მზად იყო მისთვის ქედი მოეხარა. გულის უკანასკნელ კუნჭულშიც კი შეეძლო გაეარა ამ ხმას. ის კი არა და არ ჩერდებოდა. თითქოს განგებ აგრძელებდა ბედნიერებით აღსავსე სიცილს. სიცილს ,რომელსაც შეეზლო უფსკრულთან მდგარი ადამიანი უკან მოებრუნებიდა სინათლის გზაზე. ბოლოს როგორც იქნა დაიღალა. მამამისმა ცხენიდან ახუტებული ჩამოსვა. საჯინიბოსკენ წამოვიდნენ ,მაგრამ კაცს ვიღაცამ დაურეკა და იძულებული გახდა სახლში წასულიყო.
-ჩემი ადვოკატი მოვიდა მელი. მერე განვაგრძოთ რაც მთავარია დრო თავზესაყრელად გვაქვს. _შვილს მაგრად აკოცა
-წადი ამასაც მე წავიყვან_შესთავაზა გოგონამ
-ჩემი ცხენი ცოტა ფიცხია. მეშინია არ დაგამტვრიოს. მოიცა ლადოს დავუძახებ_კაცი ასეც მოიქცა და მსახური თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა მისკენ. ცხენი ჩამოართვა და წაიყვანა_მელი შენიც გაატანე და წამოდი
-დავრჩები და ცოტას გავისეირნებ _თქვა გოგონამ
-უფროსო როდის შეიძლება ჩემმა მეგობარმა მუშაობა დაიწყოს?
-უკვე დაიწყო,როგორც კი მელისას დასჭირდება შეუძლია საქმეს შეუდგეს_განაცხადა კაცმა და სახლისკენ მიმავალ გზაზე ფეხს აუჩქარა.
მელისას ცხენი საოცრად მორჩილი იყო. გზა და გზა ეფერებოდა გოგონა თან მისი ინტერესის ობიექტისკენ მზერას აპარებდა.
-თივა მომიტანე მინდა ვაჭამო_თქვა გოგონამ და ლადომაც სურვილი აუცრულა. ბალახს წიწნიდა და ცოტ ცოტას ხელით აჭმევდა.
-შეგიძლია დაუყაროთ და თავად შეჭამს_ შესთავაზა ლადომ
-მინდა ხელით ვაჭამო _ განაცხადა გოგონამ და მისკენ ზურგით შეტრიალდა.
საოცრად წვრილი და გიტარასავით გამოყვანილი წელი ჰქონდა ,რომელზეც ბრინჯაო ოქროსავით ედო რუჯი. მის ფორმებს საგანგებოდ უსვამდა ხაზს მკერდთან გაკოჭილი პერანგი და თეძოებზე შემოდებული შარვალი. კარგა ხანს იდგა ასე. ხან ცხენს ეთამაშებოდა ხან ტელეფონზე ერთოობოდა. კარგა ხანს ლაპარაკობდა კიდევაც. მერე ლაგამს ხელი ჩაავლო და საჯინიბოსკენ წაიყვანა. გვერდით ,რომ ჩაუარა მაშინ პირველად შეამჩნია ვაკომ ჭიპზე ჩამოკონწიალებული პირსინგი. მისმა დანახვამ ისე აღაგზნო ლამის ჭკუიდან შეიშალა. როგორც კი გოგონა თვალს მიეფარა ფეხზე წამოხტა და შენობის უკანა მხრისკენ აიღო გეზი. ლადომ აღვირი გამოართვა მელისას ,მაგრამ ვაკოს საქციელი შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენია. მელისა იმ წამსვე გამობრუნდა უკან და სახლისკენ წავიდა. ლადომ ცხენი იქვე მიაბა და შიდა გასასვლელით მოექცა უკანა მხრისკენ. ვაკო სველი ტილოთი აპრიალებდა ცხენის უნაგირებს.
-ისევ ლექციის წასაკითხად მოხვედი? შემეშვი და ნუ მანანებინებ ,რომ წამოგყევი.
-მე უკვე ვნანობ.
-ეგღა მაკლდა,მაგრამ გმადლობ ,რომ მითხარი...
-ჯერ სიტყვაც არ დაგიძრავთ ერთმანეთის მიმართულებით და შენ როგორც შმაგი ისე მისჩერებიხარ. ამდენი დრო გავატარეთ გზაში ერთად და შენზე მეგობრულად ვზრუნავ. ერთი წუთითააც არ იფიქრო ცუდი მინდოდეს. უბრალოდ ვხვდები რაც დაგმართა. აქ ყველა მსახურს თავზარს სცემს ხოლმე როცა ჩამოდის. მართალია ეს უნუგეშო ტრფობაა ,მაგრამ ბიჭებს მისი დანახვაც კი აკმაყოფილებთ. შენს შემთხვევაში კი საქმე გართულდება. გაგეარშიყა ასე თავხედურად ...არც კი გიცნობდა და გაგეარშიყა...
-ეგ საიდანღა მოიტანე...
-ვითომ ვერ მიხვდი ხომ ? შეგიძლია მე მომატყუო, მაგრამ თავს ვერმოიტყუებ. გირჩევ სანამ დროა გაჩერდე ...
-ჯერ არაფერი გამიკეთებია... _მიაყვირა ლამის თვალმიფარებულ მეგობარს
-საკმარისზე მეტი გააკეთე...
ვაკომ წყლით სავსე ვედროს წიხლი აჰკრა და ჰაერში გადააგდო.

საღამო ხანს ფანჯარასთან იდგა ახალნაბანავები მელისა. რაღაცაზე ფიქრობდა ,მაგრამ თვიტონაც არ იცოდა რაზე. ისე დალია ერთი ჭიქა ყავა ვერც კი მიხვდა. მერე მოაჯირზე შემოსკუპდა და სიბნელეს გაუსწორა თვალი. ახლა შორს უნდა იყოს აქედან ,მაგრამ საბედისწეროდ აქ არის. ახლა ლონდონის რომელიღაც ღამის კლუბში უნდა სვამდეს მეგობრებთან ერთად და მისნაირ შეყვარებულს მხარს უნდა უმშვენებდეს. სამაგიეროდ ამ მამულში ზის მოაჯირზე და ცას უყურებს. აქ მეგობრები არ ჰყავს რადგან წლებია უცხოეთში ცხოვრობს. ფეისბუქი ჩართო ტელეფონში და საიტზე მყოფი მეგობრების სიას აადევნა თვალი. ჯეინს დააჭირა და მესენჯერი ჩართო. ის იყო მიწერას აპირებდა დაინახა როგორ ჩამოიარა მისი სურვილის ობიექტმა აივნის ქვემოთ. ადგილზე გაირინდა. არ უნდოდა დაენახა და იქვე გადმოფხორილი ხის ტოტები თვლწინ აიფარა. ისეტი გამაყრუებელი სიმშვიდე იყო ლამის საკუთარი გულისცემა ესმოდა. სუნთქვა შეიკრა. ეგონა ისიც კი ესმოდა სადღაც ქვემოთ მოსიარულე ობიექტს. ინსტინქტურად ჩააქრო ტელეფონის ეკრანი და ვიღაცამაც დაიყვირა
-მელისაა ..._დედამისი იყო.
სიჩუმეს ისე შერწყმოდა მელისას სული და გული დაძახება შემზარავ კივილად ჩაესმა ყურში. ისე შეეშინდა ლამის აკანკალდა. ხელები აუცახცახდა და ტელეფონი გაუსხლტა. ვაკოს ზურგს უკან რაღაცის დახეთქების ხმა გაისმა. შიშისგან ჯერ ისევ უფართხალებდა მთელი სხეული და დედისთვის პასუხის დაბრუნებას ვერ ახერხებდა. განა მართლა ასე ხმამაღლა იყვირა უბრალოდ მელისა იყო სხვა გალაქტიკაზე თავისი არსებით და უეცარმა გამოღვიძებამ ერთიანად შეარყია.
ბიჭი მობრუნდა და ტელეფონი აიღო. დახედა და ეკრანი სულ დამსხვრეული იყო. მერე იმავე მიმართულებით ზევით აიხედა და მელისა დაინახა. თეთრი პერანგი ეცვა და საღამოს ნიავი თმას უწეწავდა. მტრედს გავდა ,რომელიც სიცივისგან მობუზილი მოიყუჟება ვიღაცის ფანჯარასთან. უნდოდა ასულიყო და დაებრუნებინა ,მაგრამ დედამისი ხმა გაიგო და გადაიფიქრა. მელისამ კიდევ ერთხელ მოასწრო მისთვის თვალის გასწორება და ოთახში შევარდა. ვაკომ დაინახა როგორ მოიხურა კარები მის ზურგს უკან. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და იქედან გაქრა



№1  offline წევრი lisebeth

ენენე
mxolod erti mizezis-satauris gamo daviwye kitxva,
da aqve vinane.
gaumartavi naweri,
uamravi shecdoma.
ar vici,jobia arc gaagrdzelo sanam weras ar iswavli.

siyvarulit,e'nene.

ოკ
როგორმე უშენოდაც ვისწავლი და გავმართავ

შენ თუ უნდა მასწავლო წინადადების გამართვა აქვე მოვიჭრი თავს :D მით უფრო გრამატიკა :D
:ძაანცუდადვარსმაილიკი:

 


№2  offline წევრი lisebeth

ენენე
lisebeth
ენენე
mxolod erti mizezis-satauris gamo daviwye kitxva,
da aqve vinane.
gaumartavi naweri,
uamravi shecdoma.
ar vici,jobia arc gaagrdzelo sanam weras ar iswavli.

siyvarulit,e'nene.

ოკ
როგორმე უშენოდაც ვისწავლი და გავმართავ

შენ თუ უნდა მასწავლო წინადადების გამართვა აქვე მოვიჭრი თავს :D მით უფრო გრამატიკა :D
:ძაანცუდადვარსმაილიკი:

me unda gaswavlo,aba ssxva vin :D :D
shens gareshec eshveleba bevr rames,
magram erevi.
xoda mec chaverevi,ra moxda mere.
ogond im gansxvavebit,rom me sheni sazizgari naweris atana momiwevs.
ex.

როცა ოთხწლედი არ მეყოფა და შენი კურსები დამჭირდება უეჭველად შეგეხმიანები ნომერი დატოვე და.... ატანა რატო გიწევს? არ წაიკითხო მარტივია... მე რომ არ ვკითხულობ გიჟი კი არ ვარ :D
და შენი გამწარებული შურისმაძიებლური კომენტარები მხოლოდ და მხოლოდ მამხიარულებს... შეგიძლია განაგრძო ...
სიყვარულით "ლისბეთი"

 


№3  offline მოდერი sopiko

გამწარება არაფერ შუაშია ლისაბეთ. მე აქამდეც ხომ გიწერდი, შინაარსი კარგი გაქვს და გრამატიკული შეცდომები კი ბევრი. შენი ისტორიული მოთხრობა ნამდვილად მომწონდა მაგრა მერე... მერე რა იყო? ეს არ არის მხატვრული ნაწერი. აი, მე რომ დაქალს ვუყვები დღეს რა გავაკეთღე, ზუსტად ასეთია. მე არაფერს არ გასწავლი , თუმცა რომ არ ჩანს შენს ნაწერში მართალია. ხო, სასიამოვნოდ იკითხება მაგრამ მიუხედავად სევდიანი ისტორიისა (გოგონა საროსკიპოდან) ერთხეკაც არ შემცოდებია ის, იმიტომ რომ გრძნობას ვერ ვხედავდი. ცუდად ნუ გამიგებ.
პ.ს. ანინე შენ კი მართლა ძალიან ცუდად გამოგივიდა. რას ნიშნავს ''სანამ წერას არ ისწავლი''. მწერალს სტიმულს ნუ უკარგავ, ის წერს თავისთვის და ამავე დროს თავისი მკითხველებისთვის. კრიტიკოსი კი მათ შორის ყოველთვის გამოირევა. მესმის შენი... საკმაოდ შესამჩნევი შეცდომებია მაგრამ აგრესიული მიმართვა საჭირო არაა.

 


№4  offline წევრი lisebeth

ეგ და მაგნაიტები სტიმულს ვერასდროს დამიკარგავენ... გულთანაც არ გაუვლია მის ნათქვამს

მთელი ცხოვვრება ვწერ და მაგის უაზრო გამოხტომამჩემთვის რა უნდა შეცვალოს
არც არაფერი... ეს ჩემი ცხოვრების რიტმია და არა გართობა როგორც უმრავლესობისთვის

 


№5  offline წევრი lisebeth

ენენე
ar gauvlia,ubralod chaiqrola :D
chemnairebi genacvale,gamwarebistvis tavs ar daiglian.
ubralod,imas geubnebi rom,sazarlad wer da sanam sxvis nawers akritikeb shensas mixede :D

ოკ
შენ რადგანაც მეტყვიიიიი
სიმართლე გითხრა მე არც დავინტერესებულვარ შენ რას წერ... არც ვიცოდი თუ არსებობდი საერთოდ კაია რომ შემოიარე ახლა ის მაინც ვიცი ვის არ დავეჯახო :D

 


№6  offline წევრი lisebeth

ენენე
fsiqo.13-s elaparakebi.
maincdamainc tavshi nu agivardeba.
cudad ar daece.

არც ეგ ვიცი ვინაა
უნდა ვიცოდე?
ვინმე ''გლავნია'' ამ საიტზე?
ნამეტნავად არ მაინტერესებს wink
ნუ გეშინია მიწას არ ავცდები თუ დავეცი wink შენ არ ირელვო მაგაზე wink

 


№7  offline წევრი zoi

lisebeth
ენენე
ar gauvlia,ubralod chaiqrola :D
chemnairebi genacvale,gamwarebistvis tavs ar daiglian.
ubralod,imas geubnebi rom,sazarlad wer da sanam sxvis nawers akritikeb shensas mixede :D

ოკ
შენ რადგანაც მეტყვიიიიი
სიმართლე გითხრა მე არც დავინტერესებულვარ შენ რას წერ... არც ვიცოდი თუ არსებობდი საერთოდ კაია რომ შემოიარე ახლა ის მაინც ვიცი ვის არ დავეჯახო :D

კარგით რა რა დონეა,,,ასე კინკლაობა "მწერალს" თუნდაც ახალბედას არ შეშვენის.მაპატიეთ შენიშვნისთვის

 


№8  offline წევრი lisebeth

არავის ვეკინკლავები ჩემთვის ვარ და ვწერ რაც გამიხარდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent