შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორია N1


18-09-2015, 17:43
ავტორი charkvianianna
ნანახია 2 718

თავი 1
ნია ჯაფარიძე?
საუკეთესო მოსწავლე იყო. ფიზიკურად, სულიერად, ლამაზი, მშვიდი, მუდამ გაწონასწორებული. სხვა რა გითხრათ, ნეტავ მაგისნაირი ბევრი გვყავდეს. კარგი გოგოა, ნამდვილად ძალიან კარგი.
ნია? პირველი კლასიდან ვიცნობ. ყველაზე მაგარი გოგოა, მოკლედ რომ ვთქვა.
5 წელი მიყვარდა ჯაფარიძე. 5 წელი კუდში დავსდევდი. რო მეგონა მაგრად ვიქნებოდით, დამადო ტო. შემეშვიო. სულ ქინძზე არ ეკიდა მაგის გამო ნახევარი თბილისი რო გადავიმტერე?
-კაი რა დაბოღმილივით ლაპარაკობ, დაიკიდე რაა
-არ რო?
-ნახე ვახსენეთ და ნიაც გაიჩითაა
-სად აბა? სად ხედავ ბიჭო? სადაა ვერ ვხედავ
-მაგრად გკიდია გეტყობა
-შენი არასწორი... (იცინიან)
ნიაზე ლამაზი გოგო თბილისში მე არ მინახავს.
მეზობლები იყვნენ ჩვენი, ჯაფარიძეები. წყნარი ბავშვი იყო სულ, ანგელოზივით. მაგის ცუდი მე არ გამიგია. მერე რაღაც მოხდა... ვიღაცას გადაეყარაო, ტვინი ამოუტრიალაო...
ბევრი არაფერი ვიცი მაგ ნიაზე. უღმერთოდ ლამაზი კია. სულს გაყიდი კაცი მაგის ყურებისთვის
***
მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. ვნერვიულობდი ახალი სკოლის და გარემოს გამო. საცხოვრებლის გამოცვლასაც ძლივს შევეგუე. ახალი პრობლემების და ამაზე სანდროს არაადეკვატური რეაქციების წარმოდგენისას ხომ საერთოდ ყველაფრის ხალისი მეკარგებოდა.
8 ხდებოდა უკვე, ნანამ ოთახის კარი შემოაღო:
-ნია მოემზადე უკვე, პირველივე დღეს ნუ დააგვიანებ
-ვდგები დე.
ძლივს გასაგონად ვუთხარი და უხალისოდ წავედი აბაზანისკენ. თვალის უპეები უჩვეულოდ ამოშავებული მქონდა. ტუჩები ფერმკრთალი. სახე გადაღლილი.
ვერ ვიტანდი ასეთ ნიას.
მალე მოვწესრიგდი. ტანსაცმლის შერჩევაზეც არ დამიხარჯავს დრო. საერთოდ არ მადარდებდა ვინმეს მოვეწონებოდი თუ არა. საჭმელიც ძალდატანებით ვჭამე და სახლიდან მარტო გასვლის იმედიც საბოლოოდ გადამეწურა:
-სანდროც მოვიდაა
-რა? თითქმის ვუღრიალე დედაჩემს
-მიგიყვანს მანქანით, რა იყო?
-დედა, აუცილებელია სკოლაშიც სანდრომ მატაროს?
-ნია რა დაგემართა?
-არაფერი, წავედი რა
-ნია დედიკო
-ხო დედა
-აბა შენ იცი, მიყვარხარ...
გული მომილბა. გავუღიმე. ნაძალადევი ღიმილითვე ჩავჯექი სანდროს მანქანაში.
-არ უნდა მაკოცო?
მივუახლოვდი და ლოყაზე ვაკოცე.
-რას შვები?
-სკოლაში მიგიყვან და მერე სამსახური
-ჰოო, ძაან კარგი
-უნდა შემოვიდე, ვნახო რა სიტუაციაა
-ღადაობ?
-შენი აზრით?
-სანდრო გთხოვ რა, ყველაფერს ნუ ჩამაშხამებ
-რას გაშხამებ გარეკე?
-კი
-ხოდა დამშვიდდი
-აუუ. კაი
გაბრაზებულმა ავარიდე მზერა.
კლასის კარამდე გამომყვა. ჩამეხუტა და სისულელეები ნუ გწყინსო, მითხრა.
თვალი გავაყოლე სანამ შენობიდან არ გავიდა და მერე საკლასო ოთახში შევედი. ხმაურზე ყველამ მოიხედა.
მასწავლებელი გაჩერდა და ინტერესით შემათვალიერა.
-ახალი მოსწავლე ვარ.
ხმადაბლა ვთვქი და მალევე გავიგე ამ სიახლეს მოყოლილი ბავშვების ჩურჩული. სასწავლო ნაწილი უკან შემომყვა და ოფიციალურად გააცნო ყველას ჩემი თავი. უკანა მერხზე დავჯექი, მარტო. მთელი გაკვეთილი ჩემს განხილვას დაეთმო.მართალია არავინ იმჩნევდა, მაგრამ იმასაც კი მოვკარი ყური: " ეს ის ნია ჯაფარიძეა, ხო?"
***
სკოლის პირველი დღე.
პირველი კვირა.
ერთფეროვანი და უაზრო იყოს რასაც სანდროსთან ურთიერთობაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. უკეთესობისკენ შეიცვალა. ყოველ წამს რაღაცით მახარებდა. სანდრო იდეალური ბიჭი იყო, ნებისმიერი გოგო სიამოვნებით იქნებოდა მის გვერდით. მე ვერ შევიყვარე. რატომღაც იმედი რომ ძლიერი მოწონება გრძნობას გააღვივებდა, იმედად დარჩა. სანდროს კი ყოველდღე უფრო და უფრო ვუყვარდებოდი, ვგრძნობდი.
***
გაკვეთილები დამთავრდა.
სკოლის ეზოში აურზაური იყო, ბევრი ხალხი ირეოდა. ყვირილი გავიგე, მერე ვიღაცის ლანძღვა.
-უეჭველი დემეტრეა მოსული
ისტერიული ხმით თქვა ვიღაც გოგომ.
სადაც ყველაზე მეტი ხალხი იყო ინსტიქტურად იქით მხარეს წავედი. წრის შუაგულში ჩემი სკოლელი ბიჭი იდგა. არა, იდგა ხმამაღალი ნათქვამია. ფეხები ეკეცებოდა და ორივე ხელს გახეთქილ წარბზე იფარებდა. სისხლი ნიაღვარივით ჩამოსდიოდა სახეზე და რამდენიმე წამში ძალაგამოცლილი დაენარცხა მიწაზე. ხელის შესაშველებლად არავინ მისულა, გავცოფდი. მივუახლოვდი და იქვე ჩავიმუხლე. ძლიერი დარტყმებისგან გონება დაეკარგა.
ვიღაც გიჟივით მომვარდა.
-სადაა ის ?
-მე მეძებ?
დამცინავი ხმა ზურგს უკან მომესმა და უნებურად მივიხედე. ხალხს ორი გამოეყო. ჩემს წინ რომელიც იდგა შედარებით მაღალი იყო, გამოკვეთილად ლამაზ სახის ნაკვთებთან შეუსაბამოდ მკაცრი მზერა ჰქონდა. გვერდით მდგომი სიგარეტს ეწეოდა და თითებს ათამაშებდა.
ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა. ის ვინც წამების წინ "იმ ნაბიჭვარს" ეძებდა, ძმაკაცზე უარეს მდგომარეობაში უგონოდ ეგდო მიწაზე. პოლიციის სირენების ხმა ახლოვდებოდა.
ის მწვანეთვალება ბიჭი და სიგარეტიანი მეწყვილე კი აღარსად ჩანდნენ.
სანდრომ მკლავში მომკიდა ხელი და წამომაყენა, სრულ პანიკაში ვიყავი.
-ნია, ხო კარგად ხარ?
-ხო
-რა მოხდა??
-ვიღაცეებმა იჩხუბეს
-მერე შენ აქ რატო ხარ? ნია ვინმემ რამე ხო არ გითხრა?
-არა
-დაიფიცე
-დედას გეფიცები, სანდრო, კაი რაა
-ნია მთელ სკოლას გადავწვავ იცოდე, შენ რო რამე არ მოგეწონოს. აღარ დაგინახო ესეთ ადგილებში, რამე თუ იქნება გვერდი აარიდე და მორჩა
-გასაგებია
ცივად ვუპასუხე.
-წავიდეთ? შუბლზე მაკოცა
შევამჩნიე როგორ გვიყურებდნენ გარშემომყოფები
-წავიდეთ.
ხელი ჩავჭიდე და გავყევი.
მომხდარმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ემოციებისგან გადაღლილს მომეჩვენა თქო გავიფიქრე, მაგრამ მანქანაში ჩაჯდომისას მწვანე თვალების მზერამ და უღმერთოდ ლამაზმა ღიმილმა თვალი მომჭრა.



№1  offline წევრი ebe

kiii male dade da gazarde tavebii ♥ ♥ ♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუცილებლად გააგრძელე... მომეწონა ძალიან

 


№3  offline წევრი salomee

Chemi chanacerebi:)) Shen xar ?

 


№4  offline წევრი Na Nuka

კაიაა გააგრძელეე <3

 


№5  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent