შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი მეგობრები (4)


18-09-2015, 23:37
ავტორი blue jeans
ნანახია 2 588

მომშორდა და დამნაშავეს თვალებით შემომხედა.შემდეგ სწრაფი ნაბიჯით გავიდა გარეთ.რა დამემართ? უფრო მეტს ველოდი.მე სულელი ველოდი საალერსო სიტყვებს მაგრამ არა ეს არ მხომხდარა.
პატარა რომ ვიყავი დედა მიკითხავდა პრინცებზე მათ გარეგნობაზე და საგმირო საქმეებზე14 წლისა ამ პრინცზე ვვოცნებობდი.მერე მივხვდი სულელი რომ ვიყავი და ჩემს გონებაში ეს ფიქრები ისე ჩავახშე მხოლოდ დღეს გამახსენდა.როცა ლუკა ჩამეხუტა.ო ღმერტო რა სისულელეა მე მას პრინცთან ვაიგივებ??
გამეღიმა მაგრამ საქმე სატირლად მქონდა.
გავიდა 2 კვირა გამოვკეთდი სიარული შემეძლო შეიძლება ეს ჩემი შემართების ბრალი იყო.მინდოდა ლუკა მალე მენახა.
სკოლაში მივედი არ დამხვდა.აბა რა გეგონა.შევუძახე ჩემს თავს.
ალბათ მორიგი გასართობი იყავი მია.
ჩამსისინა ალტერეგომ.
რა თქმა უნდა ასეთი გარეგნობის პატრონია და ვის არ მოეწონება მეც თავბრუ დამახვია.
კი მაგრამ მია შენ ხომ სხვა გოგოებს არ გავდი??ისევ ეს წყეული ალტერეგო.
მოკეტე შევუძახე შიგნიდან გამოსულ ხმას.
სკოლაში ერთი კვირა არ გამოჩნდა.
მერე დავინტერესდი რა ხდება თქო.გადასულა.
გადავიდა და დაგტოვა ხომ ხვდები ტყუილად მოგეწონა.იმ ერთმა თვემ კი არ მოგაწონა შეგაყვარა სულელო.
სულელი ხარ მია სულელი.
ყველა დღე ჩამშხამდა მეგობრები ვერ მცნობდნენ ჯერ არ ვპასუხობდი ტელეფონზე მერე აღარც ვხვდებოდი.ისინი თავს არ მანებებდნენ მაინც მამხიარულებდნენ.
პირველად ღამით ქუჩაში სიარული მაშინ დავიწყე როცა გავიგე რომ გადავიდა.
დავდიოდი და ასე ვერთობოდი შიგნით ალტერეგო მგესლავდა და მე კი ხმამაღლა ველაპარაკებოდი ჩაშავებულ ქუჩებში.
ვარსკვლავები ძალიან მიყვარდა ადრე მახსოვს დაღამებას ველოდი რომ ისინი მენახა.
ახლა კი დაღამებას იმიტომ ველოდები რომ გარეთ ვიტირო.
ვიტირო და გული მოვიოხო.სკოლაში ახალი გოგო გადმოვიდა არ ვიცი რას ვუშავებ მაგრამ მგესლავს სულ ჩემს ძმას და მამას მახსენებს.ვერ ვხვდები რანაირად გაიგო.თუმცა მოჭორავეებს რა გამოლევს?
ორი ლუკა დავკარგე.ორი ლუკა რომელზეც ვგიჟდებოდი.
მონატრებამ ლუკა გავაშელი ჩემს გულში გაამეფა და უფრო მეტად შემიყვარდა.
სკოლა დავამთავრე გამოცდები მაღალ ქულებზე ჩავაბარე.
დედაჩემი გულით ავადმყოფი გახდა.მე დამემსგავსა ჩამოჟამებული სახით დადის ხვდება რომ ცუდად ვარ მაგრამ არაფერს ვეუბნები.
სწავლა ვერ გავაგრძელე მუშაობა დავიწყე რომ ვუმკურნალო.
არ ვდარდობ რომ საუკეთესო წლებს ვკარგავ,არ ვდარდობ რომ შეყვარებული არ მყავს და სხვებივით მათთან ერთად არ ვსეირნობ,არ ვდარდობ რომ მეგობრებთან ისე ახლოს არ ვარ.
ტკივილის შეგრძნება შემიყვარდა.მომწონს ლუკას რომ ვგრძნობ.შეიძლება გიჟი ვარ მაგრამ ამ მოკლე დროში შემიყვარდა შემიყვარდა ის შეგრძნება რომელიც სულ შუაზე მყობდა.
შემიყვარდა როცა ტკივილი მოდის.
სამსახურზე მოგიყვებით კაფეში ვმუშაობ.არ მოსწონთ ჩემს სახეს ასეთ უემოციოს რომ ხედავენ.
ერთმა ბიჭმა დამიწყო თვალების ჟუჟუნი.მე კი ყურადღებას არ ვაქცევ.
უფროსი თბილი კაცია მამას მაგონებს ლევანი ქვია.
იცის რაც მოხდა ველაპარაკე და გული გადავუშალე.მითანაგრძნო.
სამსახური მღლის თუმცა ჩვეულებას არ ვღალატობ და ვსეირნობ ისევ.
სხვათაშორის მე ვსწავლობ არ მინდა გაუნათლებელი ვიყო და კომპიუტერით და ჩემი მეგობრების დახმარებით ვსწავლობ.
-მია ადექი? (ნონა)
-ხო დედა ვემზადები და გავალ (მია)
ისევ გზას ვადგავარ და სამსახურში მივდივარ.
თეონა იქ მომუშავე გოგონა რომელიც სხვატაშორის ძალიან მხიარულია თბილად და ლაღად მომესალმა.მეც მივესალმეთ თუმცა ისე არ გამომდის როგორც მას მე უფრო გაყინული ხმა მაქვს და თვალებში სიცივე მიდგას.ის კი ისეთი მხიარულია...
ჩემი წითელი ფორმა ჩავიცვი სხვათაშორის ლამაზია მიკი მაუსი ახატია.ხო ალბათ ბავშვობაში ჩავრჩი.
სევდიანათ ამოვიოხრე.
დღის ბოლოს ერთი კლიენტი შემოვიდა.სხვათაშორის სიმპატიური იყო თუმცა ლუკას ვერ შეედრებოდა.უფრო წვრილი თვალისჭრილი ქონდა,შავი თმა.განსაკუთრებით მისმა ჩაცმულობამ გამაკვირვა შავი შემოსაცმელი ეცვა შავი ფეხსაცმელი და შავი შარვალი ასევე შავი კოსტუმი.
მემგონი აგენტია.გამიელვა გონებაში.მისი ჩაცმულობა მართლაც აგენტს მოგაგონებდათ.
მაგიდასთან მივედი.
-რას მიირთმევთ?
მისმა რეაქციამ გამაკვირვა.შემომხედა თვალებში ჩამაშტერდა შავი თვალები ჰქონდა ისეთი ცივი იყო მეგონა მალე გაყინავდა თუმცა ჯერ მოძრაობა შემეძლო.სახის ყოველ ნაკვთს აკვირდებოდა და მაშინებდა.
ჩავახველე.
-რას ინებებთ?
გავუმეორე კითხვა.
-ცოტახანში შევუკვეთავ
ისეთი მკაცრი ხმით თქვა მეგონა რამე დავუშავე და ასე ამიტომ მელაპარაკებოდა.მაგრამ ფაქტია ამ ტიპს არ ვიცნობ მისი გარეგნობა დამამახსოვრდებოდა.
მოვშორდი.მისი მზერა ზურგს მიწვავდა.
იმ დღიდან ხშირად შემოდიოდა და სულ მაკვირდებოდა და მაკვირდებოდა.
ერთ საღამოს ძალიან ციოდა. მე და თეო სამზარეულოში ვიჯექით ყავას ვსვამდით და ვთბებოდით.იმ ღამეს ის კაცი არ მოსულა.
მაგრამ სხვა კლიენტი შემოვიდა და ჩემი მაგიდისკენ წავიდა.სილუეტი მეცნო
-რას ინე...
როცა სახეში შევხედე მეტყველების უნარი დამეკარგა.
ლუკაა.’’ის ბიჭი“ ჩემი ლუკა.
მისი ცისფერი თვალები დაკვირვებით მიცქერდნენ.
-გამარჯობა მია.



№1  offline წევრი Eka Eka

Vaih dzalian magaria male dadet raa cota didi tavebic <3

 


№2  offline წევრი blue jeans

აუცილებლად დღეს უფრო დიდს დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent