შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მესამე“


19-09-2015, 02:52
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 235

ღიმილი მალევე გაუკრთა და სახე გაბრაზებისგან დაებრიცა,მე ჩამიარა და დაჩისთან მივიდა,ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,შემეშინდა.-მარიამ იცნობ?-მეკითხება დაჩი და მამაკაცს ისიც განრისხებული უყურებს.
-კაცობაა რასაც შენ აკეთებ?-ეკითხება ჩემს ძმას მკაცრი ხმით,დაჩი კი გაოცებული ხან მე მიყურებს ხან მას.-მოერიე არაა!-აგრძელებს ჩემს ძმასან უხეშ საუბარს,მე ვეღარ ვითმენ და საუბარში ვერევი.
-უკაცრავად,რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში,ქალთა დამცველ ორგანიზაციას ფლობ?
-მაპატიე,მარიამ,მაგრამ არ მიყვარს ქალზე,რომ ძალადობენ,უნდა უჩივლო მას.
-მარიამ,გამაგებინე რებს ბჟუტურებს,ცხოვრებაში ხელი არ ამიწევია ქალისთვის,მითუმეტეს შენთვის.
-ამის აღიარება არავის უყვარს
-რისი აღიარება?-ეკითხება დაჩი და მისკენ თავით მიიწევს და მგონი მე თუ არ ჩავერიე აქ ბრძოლა გაჩაღდება,სრულიად უსაფუძვლო.
-იმის,რომ მოძალადე ხართ-ეს უკვე ზედმეტი იყო,დაჩიმ მუშტი მოიღერა დასარტყმელად,როცა მე ჩავდექი შუაში და მისი ვეებერთელა მუშტი ჩემს სახესთან გაჩერდა-ამას ასე არ დავტოვებ-ჩაილაპარაკა ჩემს ზურგით მდგარმა მამაკაცმა-როგორც ყოველთვის ქალი ხელს აფარებს მოძალადეს-თქვა და წავიდა,მე კი ღრმად ჩავისუნთქე და დაჩისთან გავაგრძელე საუბარი.
-რამდენი ავადმყოფი მომრავლდა-ამბობს გაბზარული ხმით-მშვიდად ვერ გამივლია ქუჩაში
-ხო-დავეთანხმე და “შკოლადისფერს“ გავაყოლე თვალი-არადა ყველაფერი ჩემი ბრალია-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-რა არის შენი ბრალი?-მკითხა გაკვირვებით-ამდენი გიჟი,რომ დადის?,კიდევ კარგი ჩამოვედი,არ გეშინოდა?-მის კითხვაზე გამეცინა-რას იკრიჭები გოგო-დამიბღვირა.
-ძამიკო,რომ იცოდე რა შემემთხვა მაგ პიროვნებასთან-ვამბობ ფხუკუნით-ოღონდ მოყოლა არ მთხოვო.
-თუ არ მომიყვები როგორ მეცოდინება-გაიკვირვა-დროზე მოყევი,რა მოხდა, მაგ გიჟს საიდან იცნობ-გულისყურით მისმენდა,ხოდა მეც მოვუყევი და ვაი იმ მოყოლას,საშინლად გაბრაზდა,მეჩხუბა,მაგრამ ბოლოს ბევრი იცინა.
-და მე ქმარი ვეგონე?-მეკითხება ამბის დაასრულს-ღმერთო რას არ გაიგებს კაცი.-და ახარხარდა.
-არ უნდა მომეყოლა-გავიბუსხე,ნიშნად ცხვირი შევიჭმუხნე და ტუჩები წინ გამოვწიე-წავალ ახლა და ყველაფერს ავუხსნი-დავემუქრე დაჩის,ის კი დასერიოზულდა.
-მე გიჟ სიძეს სახლში ვერ შემოვუშვებ-და ისევ ახარხარდა.
-შენ ხო სერიოზულად ვერ დაგელაპარაკება კაცი რა.-ნაბიჯს ავუჩქარე და დაჩი უკან დარჩა.ისე ჩქარა მივდიოდი “შოკოლადისფერს“დავეწიე და გავუსწარი,გავჩერდი და უკან მივტრიალდი-მე უნდა დაგელაპარაკო-მივუგე და სიმშვიდის შენარჩუნება ვცადე-სასწრაფოდ!-ის უხმოდ მომიახლოვდა და მე უკვე ვგრძნობ, როგორ მეწვება სახე და ენა მებმევა.
-გისმენ-მომიგო მკაცრი ხმით,მე კი ტანში გამცრა და ხმის ამოღება ვეღარ შევძელი,ენა მომებლიკვა.-რატომ არაფერს ამბობ?-მეკითხება ის,და მის ხმაზე უარესად ვმუნჯდები,რა მემართება.ღმერთო ოღონდ ახლა მიშველე და გპირდები ამდენ შოკოლადს აღარ შევჭამ.-მაკვირვებს შენი სიჩუმე,ცოტახნის წინ რაღაცის თქმას აპირებდი-აგრძელებს ჩემი ენის მართვას.-თუ მორჩი მუნჯურ საუბარს მე წავალ.
-ერთი წუთით-ძლივს ამოვიღნავლე-მიჭირს გიხრა,რომ მოგატყუე.
-რა მომატყუე?-გაოცებული მეკითხება-ჯერ არ მიცნობ და უკვე მომატყუე?
-მე ქმარი არ მყავს უბრალოდ. . .
-გამასულელე-განრისხებული მიყურებს და შუბლზე ძარღვები ებერება,მე კი ვდგავარ და ვფიქრობ გავიქცე და თავს ვუშველო თუ ჩემს ბედს შევეგუო და არ დავნებდე.
-არა. . .
-როგორ არა,თავხედი ქალი ხარ,შენზე კარგი წარმოდგენა შემექმნა,თუმცა. . .,არც კი ვიცი რა გიწოდო-მისმა ნათქვამმა ისე გამაცოფა,ლამის ვუღრიალე,უბალოდ მომერიდა ქუჩაში ვიდექით.
-ჩემს წესიერებაზე ხმა არ ამოიღო,თორემ. . .
-თორემ რა? ვინ იყო ის?
-შენ რაში გაინტერესებს?
-თუმცა რა აზრი აქვს ახალ ტყუილს მოიგონებ,შენ ეს კარგად გეხერხება.
-არ მინდოდა შენი მოტყუება-ნაღვლიანი ხმით მივუგე და უკან დავიხიე.
-ხო თავისით მოხდა ყველაფერი-ცინიკურად ჩაიღიმა-შენისთანა ქალის ატანა არ მაქვს,ცხოვრებაში იჭრებიან ტყუილით და ტყუილითვე მიდიან.
-მე შენს ცხვრებაში, არც შემოვჭრილვარ, და არც ტყუილით ვაპირებ წასვლას-ვუთხარი მკაცრი ტონით-რომ იცოდე არც მე მეხატები გულზე,გიჟი ავადმყოფი ხარ,მოგვარდი მე და ჩემს ძმას და დაგვიიწყე ჩხუბი,რა უფლებით?
-შენი გრძელი ენის ბრალია,შენი ძმა შენი ქმარი,რომ მეგონა და ახლა ჯობია ენას კბილი დააჭირო და შენს ძმას მიჰყვე უკან,თორემ ნებისყოფა არ მეყოფა და შენზე გაბრაზებული სხვაზე ვიყრი ჯავრს.
-მივდივარ,შენთან წამითაც არ გავჩერდები-ზურგი ვაქციე და სწრაფი სვლით გავემართე,სად ეგ ჯერ არ ვიცი,მაგრამ გზაში მოვიფიქრებ.მან კი გზა გადაჭრა და რაღაც დიდ შენობაში შევიდა.შევამჩნიე შესვლის დროს,როგორ მობრუნდა და მომაცქერდა,მე კი უცებ მოვიხედე წინ.ნამდვილად არ მინდოდა დავენახე,თუ როგორ ვტკბებოდი მისი ცქერით.

* * *
-მან უკვე იცის?!-გაკვირვებული და დაბნეული მეკითხება ანეტა-რა უცებ გითქვამს რა მოხდა ამისთანა-იცინის და ყავას წრუპ-წრუპით სვამს,მე კი ნებისყოა არ მყოფნის და ლამისაა ყავა ზედ გადავავლო.
-სიმართე ვამჯობინე,მაგრამ მან გამომლანძღა და გამომიშვა.
-აბა მეტს რას ელოდი?-იკვირვებს-მადლობას ხოარა?
-არაფერს არ ველოდი,მაგრამ ჩემი დამცირება ასე არ შერჩება.-ლეპტოპი დავიდე ფეხებზე
-იცი სად მუშაობს?
-არა,საიდან უნდა ვიცოდე,მისი სახელიც კი არ ვიცი
-შოკოლადის უზარმაზარი ფაბრიკა აქვს,მის შოკოლადს ჰქვია “კორალე“-მკაფიოდ წარმოსთქვა და თვალები გაუფართოვდა-დაიცა ჩვენ,რომ ვჭამეთ-დაბნეულმა შემომხედა და აივანზე გაექანა სადაც ურნა მედგა.
-ტყუილად ეძებ მანდ,დაჩიმ ამ დილით გადაყარა ნაგავი-გულდამწუხრებული შემობრუნდა უკან.-ინტერნეტში ვნახოთ-დავამშვიდე მე.მას კი ჩემი იდეა ისე მოეწონა ლეპტოპი წამგლიჯა და ავად დაიწყო ქექვა.ამოყარა ყველა მასალა რაც კი უკავშირდებოდა “კორალეს“.
-მისი დამფუძვნებელი გახლავთ დემეტრე ფარჯიანი,დაბადებული 1985 წელს-ხმამაღლა კითხულობს მის ბიოგრაფიას.
-გამოდის მაგისი შოკოლადები ვჭამეთ-ვამბობ იმედგაცრუებული-იმიტომ ჰქონდა უარგისი გემო-დავიჭყანე.
-საოცრება იყო-მეუბნება ანეტა-რებს ამბობ,უმაღლესი ხარისხის შოკოლადია.-ჩემმა ნათქვამმა გაანაწყენა.-რომ მცოდნოდა მისი შოკოლადები იყო უკეთ მოვეპყრობოდი.
-ხო აბა რა-დამემანჭა სახე-მორჩი მაგ უარგისის თვალიერებას და წამოდი.
-რა უჟმური ხარ,საშენოა შეხედე,შოკოლადის ფაბრიკა,საოცრად სიმპათიური მფლობელი.
-არ მაინტერესებს.
-ე დაიცადე,მგონი ვაკანსიაა
-რა ვაკანსია-დავინტერესდი და მის გვერდით ჩამოვჯექი დივანზე.
-ოჰ რა უცებ დაინტერესდი-ეშმაკურად შემომხედა-მუშაობა ხომ არ გინდა?
-არა უბრალოდ მაჩვენე და მოვრჩეთ-ძლივს დავიყოლიე,მანაც დიდის ამბით გახსნა და წაიკითხა.
-ფაბრიკას ესაჭიროება გამოცდილი დამხმარეები,ქალბატონები,ოცდახუთიდან ოცდაათ წლამდე,შოკოლადის დამკვირვებელ სექციაში.ანაზღაურება ხარისხის შესაბამისად.-რომ დაასრულა კითხა მომიბრუნდა და ისეთი სახე მიიღო,თითქოს რაღაც უნდა,რომ მთხოვოს.
-მიდი დაიწყე გისმენ-მივუგე მე.
-დაუკავშირდი-მეუბნება და თავს ისაწ....ბს-ხომ გინდოდა სამსახური,თან შოკოლადი როგორ გიყვარს.
-არა-კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ვცდილობ ეს ანეტასაც გავაგებინო.
-კი-არ მეშვება-უნდა სცადო-ცდილობს გადამაფიქრებინოს-აუცილებელია შენი იქ ყოფნა,გესმის?
-უჩემოდაც აშენდებიან.-არ ვიშლი ჩემსას და არც ანეტა იშლის თავისას,სანამ სახე გაბადრულ დაჩის არ დაინახავს ყვავილებით ხელში.
-და. . .ჩი-ამოღერღა მან ძლივს და დივნიდან წამოდგა,დაჩიც მისკენ წავიდა,გადაეხვია გადაკოცნა და ყვავილები მისცა.-მადლობ-მორიდებით უთხრა ანეტამ და მე შემომხედა.
-როგორ ხარ?როდის ჩამოხვედი?მარიმ რატომ არ გამაფრთხილა?არ ვიცოდი აქ თუ იყავი-იმდენი რამე ჰკითხა დაჩის თვალები გადაუტრიალდა და სავარძელში ჩაესვენა-ცუდად ხარ?
-გაჩუმდი ცოტახანს-თქვა მან-მე კარგად ვარ,არაფერი მიჭირს,გუშინ ჩამოვედი,მარიმ არ იცოდა,სიურპრიზი მოვუწყე.
-გამიხარდა-ძალით გაიღიმა და შემოსასვლელისკენ წავიდა-უნდა წავიდე-მან იცის,რომ როცა მიდის არასოდეს ვძალადობ მასზე და არ ვეუბნები დარჩეს.
-დარჩი-დამასწრო დაჩიმ-სად გეჩქარება,ყავა დავლიოთ.
-არა მე და მარიამმა დავლიეთ უკვე,მადლობ შემოთავაზებისთვის-კარი გამოაღო და გავიდა.



№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ვერ მოვითმინე..რომ არ დამედო,იმედია კმაყოფილები დარჩებით,ველი შეფასებას. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№2 სტუმარი darina

Dzalian kargi iyo mominda shokoladi

 


№3 სტუმარი anastasia

aiiiii ess ukvee momwonss gagrdzele kaiaa

 


№4  offline წევრი Imagination

აუუ რა კაიააა. მაინტერესებს ძალიან.ყოჩაღ ჩემო გოგო.

 


№5  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

darina
Dzalian kargi iyo mominda shokoladi

anastasia
aiiiii ess ukvee momwonss gagrdzele kaiaa

blue
აუუ რა კაიააა. მაინტერესებს ძალიან.ყოჩაღ ჩემო გოგო.

მადლობთ ჩემო კარგებო <3 მადლობთ <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№6  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

პანკი
არასწორია ,,მადლობ'' - სწორია ,,გმადლობ''
კარგი ხარ, რაღაცნაირად საინტერესოა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დემეტრეს მეტი ზრდილობა უნდა გამოეჩინა მარიამის მიმართ.
არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ მარიამმა დააშავა. აქ ქალზეა საუბარი და ყველა მანდილოსანი იმსახურებს მამაკაცისაგან პატივისცემას.
ველოდები გაგრძელებას.
წარმატებები.
სიყვარულით, პანკი.

ორივე სწორი ფორმაა. <3 მადლობ,რომ კითხულობ და შენიშვნებსაც წერ,ეს ყველაზე მეტად მჭირდება.მაგრამ ვერ დაგეთანხმე მადლობაზე,რადგან ზუსტად ვიცი,რომ ორივე სწორი ფორმაა.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

დროები დაარეგულირე.საშინლად ურევ.
ისტორია საინტერესოა და,იმედია,ამას მაინც მიიყვან ბოლომდე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent