შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ხელები ( I-თავის მეორე ნაწილი)


19-09-2015, 08:18
ავტორი starstruck
ნანახია 1 911

ბოდიში - მითხრა თეკლამ, - არც კი ვიცი რითი დავიწყო. დიდიხანი ფიქრობდა
- თავიდან რომ დაიწყო არ ჯობია? -ვუთხარი ჩუმად. ყოყმანობდა ეთქვა თუ არა და ბოლოს ნელ-ნელა ენის კანკალით თქვა
- ორსულად ვარ.
ყველაფერს ველოდებოდი, მართლა ყველაფრს, მაგრამ არა ამას, არც კი ვიცი ეს როგორ მოუვიდა თეკლას, მხოლოდ სამი სიტყვა აღმომხდა
- მამა ვინ არის?- თეკლას ზუსტად ამ სიტყვების ეშინოდა, ფერი უფრო დაეკარგა, მერყეობდა ეთქვა თუ არა და გაჩუმდა, რათქმაუნდა არ მეტყოდა, რისთვის ან რატომ?
- კაი თუ არ გინდა ნუ მეტყვი, მაგრამ შენებმა იციან?
- არა, მე თვითონაც გუშინ აღმოვაჩინე, ამიტომ მჭირდება შენი დახმარება, ვერ ვეტყვი ჩემს მშობლებს, მომკლავენ. მე თვითონაც მინდოდა, რომ დავხმარებოდი, თანაც ძალიან, მაგრამ როგორ?
თეკლასთვის ფული პრობლემა არ იყო. მისი ოჯახი შეძლებულები არიან - ბიზმენსმენები
- ბავშვის მოშორობა გინდა? - წამოვიყვირე
თეკლამ გამაჩუმა - ცოტა ხმადაბლა თორე ყველა გაიგებს - ცოტახანი გაჩერდა და განაგრძო - ბავშვს ვერ გავაჩენ, ვერ ხვდები? ეს არსება ჩემს ცხოვრებას დაანგრევს, ჩემებს ვერ ვეტყვი, ერთი წელი კი ვერსად გავუჩინარდები, მოკლედ მეხმარები თუ არა?
-კი რათქმაუნდა , მაგრამ რა გინდა რომ გავაკეთო?
- ჯერ არაფერი, არ შეიმჩნიო, ვითომ არაფერი იცი
- კაი, მაგრამ როგორ ხარ ასე მშვიდად? მგონი მე უფრო პანიკაში ვარ ვიდრე შენ.
- თუ პანიკაში ჩავვარდი ვერ გავუკმლავდები ამ ყველაფერს, უბრალოდ ვერ შევძლებ, სისუსტეს ვერ გამოვიჩენ!
საგონებელში ჩამაგდო თეკლას სიტყვებმა,მაგრამ რა მექნა? რჩევა ვისთვის უნდა მეთხოვა? არც კი მეგონა ასეთ დღეს ასეთ რამეს თუ გავიგონებდი, ასეთ საშინელებას, თუმცა ბავშვი რა შუაშია? იგი ხომ უცოდველია. ასეა თუ ისე ამაზე ფიქრის დრო არა არის, ეხლა სიმხიარულისა და გართობის დროა. ზარი დაირეკა, მე და თეკლა სკოლის შესასვლელთან მივედით, უკვე ყველაფერი დამთავრებულიყო და ეხლა შედიოდნენ ბავშვები სკოლაში, ჩვენც შევყევით და აღმოჩნდა რომ სხვადასხვა კლასებში ვიყავით. მეორე სართულზე სამასწავლებლო იყო, ზუსტად მის თავზე, მესამე სართულზე კი ჩემი კლასი არის. მეც მთელი გამბედაობა მოვიკრიბე და შევედი კლასში, არავინ მოცნობს და არავის ვიცნობ, ყველა მე მიყურებს, მაგრამ თავი მაინც მაღლა მაქვს აწეული, არაფრის მეშინია, ანდა რა შეიძლება მოხდეს? ჩემდა გასაკვირად ასე საკუთარ თავში არასდროს ვყოფილვარ დარწმუნებული, ისეთი ძალა ვიგრძენი, რომ მეგონა ყველაფერს შევძლებდი, უფრო აქტოური ვიქნებოდი, უფრო კარგადაც ვიცწავლიდი, თუმცა ყოველთვის ათი მეწერენ. ნახევარი კლასი აქ იყო , ამიტომ ბევრი თავისუფალი ადგილი იყო და დავჯექი ფანჯრების მხარეს, მესამე ადგილას. მზე ძალიან მიყვარს,ამიტომ მიმიზიდა, ზარი დაირეკა, მაგრამ ბავშვები არ ჩანან, მინდა ვინმე ძველი სახე დავინახო, ჩემი ყოფილი კლასიდან, მაგრამ ჯერ არავინ შემოსულა, იმდეიც დავკარგე და თავი ჩავღუნე და მათემატიკის წიგნი ამოვიღე, სარჩევს ვკითხულობდი. წიგნები გუშინ დაგვირიგეს.
კარები გაიღო, თავი უმალვე ავწიე, მაგრამ ეს მხოლოდ მასწავლებელი იყო მარინა, ხანში შესული, ყავისფერი თმით და სათვალეებით, ამ მინების მიღმა კი მუქი ყავისფერი თვალები უჩანდა, ბევრი დარდის ნაკვალები ღრმა ნაოჭების სახით დარჩენოდა, თუმცა თვალებში მაინც ხალისი ჩანდა. შარშანდელი მასალის გამეორება დავიწყეთ.
-ვის სურს გამოსვლა? ნუ გეშინიათ დღეს მაინც არ შეგაფასებთ - გამოგვიცხადა მასწავლებელმა, რადგანაც ჩემს თავს დავპირდი უფრო აქტიური ვიქნები მეთქი, ხელი ავწიე, მანაც გამიძახა. ჯერ სახელი მკითხა და წინა წლის ნიშნები, მეც ვუპასუხე და ამოცანის გაკეთება დავიწყე, კარები გაიღო, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ალბათ მორიგი მასწავლებელია, მაგრამ შევცდი.
-დიდება თქვენს გამოჩენას, უფრო გვიან ვერ შემოხვედით? რა გეჩქარებოდათ? - საკმაოდ ირონიული ხმით უთხრა მასწავლებელმა ახალ მოსულს
-უკაცრავად- ბოდიში მოუხადა ყმაწვილმა და ჩამიარა.ხმა არ მეცნო, ამიტომ არც გამიხედია, ამოცანის ამოხსნას ვამთავრებდი, როცა დანარჩენი კლასიც შემოგვიერთდა, მასწავლებელი ამაზე გაბრაზდა, მაგრამ რადგანაც პირველი დღე იყო არ დაუტუქსავს არავინ, თუმცა დაგვემუქრა ასეთი რამე თუ შემდეგშიც განმეორდება არ შემოგიშვებთ კლასშიო. მე მოვრჩი ამოცანას, შემოვტრიალდი და რას ვხედავ, ის ბიჭი ავტობუსიდან ჩემს გვერდით იჯდა, წამიერად გავშეშდი, მაგრამ რადგანაც ყველა მიყურებდა გონს მოვედი, მშვიდად ვუთხარი
- მოვრჩი მას, შეიძლება დავჯდე? ამ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმა ძალიან გამიჭირდა , გარედან არაფერი მეტყობოდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა, მაგრამ შიგნით ყველაფერი აირია, ვერ გეტყვით რატომ, გულის ცემა ამიჩქარდა როგორც მაშინ როცა პირველად დავინახე. მაგრამ რატომ? ის ხომ ჩვეულებრივი ბიჭია.
მასწავლებელმა მომიწონა ამოხსნა და შემაქო, მეც დავჯექი, .მისთვის თვალებშიც კი არ შემიხედია, მხოლოდ მაშინ წამიერად, როცა შემოვბრუნდი. მასწავლებელს მთელი გულის ყურით ვუსმენდი, მიუხედავად იმისა რომ რასაც ამბობდა ვიცოდი ყველაფერი. სკოლის ფანჯრიდან პატარა სკვერი მოჩანდა ტრასის გვერდით. თავის დროზე ლამაზი იყო, საქანელებით, სათამაშო მანქანებით, მატარებლის ვაგონებით და ათასნაირი გასრთობით მდიდარი, მაგრამ ეხლა მხოლოდ რამდენიმე საქანელა შერჩა - სამი ვაგონი მოშორებით ყრია, სკამები კი უხვად შემონახულა. გვერდით მივიხედე და ის ბიჭი აღარ იჯდა, დაფასთან გასულიყო,მაგალითს ხსნიდა მე კიდე ვერაფერი გავიგე, ერთი გაუღიმა მასწავლებელს და წამოვიდა. მისი ღიმილის ... მისი ღიმილი მომხიბვლელი იყო, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი რომ არ შემჩნეოდა. მან იგრძნო,თავს ვარიდებდი, ანდა როგორ შემეხედა თვალებში , როცა მომწონდა ,ამიტომ ლაპარაკი წამოიწყო

პ.ს ველოდები თქვენს კომენტარებს, იმედია გაგრძელება მოგეწონებათ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent