ისტორია N2
თავი 2 მეორე დღეს ყველა იმ ჩხუბზე ლაპარაკობდა. -რო არ მოკლა დემეტრემ, მაგაზეც მადლობელი უნდა იყოს. ჩემმა კლასელმა ჩაილაპარაკა. უხერხულად გავაჩერე. -დემეტრე ვინაა? -არ გაგიგია? -უნდა გამეგო? დავინტერესდი. -დემეტრე იმნაძე. ყველას ეშინია მაგ ტიპის, მკვლელობაზე იჯდა, აზრზე ხარ? ეს სკოლა დაამთავრა, ნახავდი გუშინ. მაღალია, აი ძაან სიმპატიური ეჭვებიც გამიმართლდა. დემეტრე იყო ის ბიჭი. -ვინ მოკლა? -არ ვიცი, როგორც ამბობენ გოგოს გამო უჩხუბიათ, ძმაკაცი მოუკლეს და მერე ამან სამაგიერო გადაუხადა. გოგოები ეზიზღება, ზედ არავის უყურებს. -ხო, წარმომიდგენია. საშინელებაა. -ეგეთ ბიჭს რო ცხოვრება გააბოროტებს. დანანებით ჩაილაპარაკა ელენემ. ასე ერქვა, თუ არ ვცდები. ჩავფიქრდი, აშკარა იყო რომ ამ ბიჭის ისტორიამ ჩემში ინტერესი აღძრა. მკვლელი იყო. ამის ცოდნა გულს მიღრღნიდა თითქოს, უცნაური შეგრძნება იყო. მომდევნო ორი კვირა არ გამოჩენილა დემეტრე იმნაძე. მერე... ოთხშაბათი იყო. სანდრომ დამირეკა, მოსვლას ვერ ვახერხებ, ტაქსით წადი სახლშიო. მე ფეხით მერჩივნა გასეირნება. ყურსასმენები გავიკეთე და სკოლას უკვე კარგად გამოვცდი, ვიღაცის შეხება რომ ვიგრძენი მხარზე. მოვიხედე და ჩემი კლასელი საბა დავინახე. გულზე მომეშვა. -ნიაა, სახლში მიდიხარ? მორცხვი ტიპი იყო, თავისებური. ვიცოდი რომ მოვწონდი. -ჰო, ფეხით წავალ თქო ვიფიქრე -შორს ცხოვრობ? -ჩერქეზიშვილზე -ხოო -შენ საით? -რავი. გინდა გაგაცილო? -არა არა საბა, წავალ მარტო -ისე, ძალიან ლამაზი ხარ, ნია. თავი დახარა ამის თქმისას. პატარა ბავშვივით იყო. მეცინოებოდა ასეთ ბიჭებზე. მადლობა თქო, გავუღიმე. დღემდე არ ვიცი იქ საიდან გაჩნდა, თითქოს ციდან ჩამოფრინდა. დემეტრემ საბას ხელი გადახვია და ცინიკურად კითხა: -საბუუშ, ხელს ხო არ შეგიშლით? საბამ ფერი დაკარგა. სიგარეტის კვამლზე ხველება აუტყდა. -არა. ეცადა ხმაში შიში არ დასტყობოდა. დემეტრე პირდაპირ თვალებში მიყურებდა. ზიზღით შევათვალიერე -არ გამაცნობ ამ ლამაზ არსებას? -კარგი გოგოა. შეეშვი რა თხოვა საბამ. მე ნერვები მომეშალა ამ სანახაობაზე და სწრაფი ნაბიჯებით წამოვედი წინ. არც დავმშვიდობებივარ. ვიცოდი უკან მომყვებოდა. შემოვბრუნდი და გავჩერდი. ორ წამში ჩემს პირისპირ გაჩნდა -ნიაა, ნია ხმადაბლა მითხრა. ჩემი სახელის ცოდნას ის ეფექტი არ მოუხდენია რასაც ელოდა. გულგრილად ვუპასუხე -გისმენ -ესეთი კარგი გოგო ხარ, რა გინდა იმ ტიპთან? -უკაცრავად? საბა ჩემი კლასელია -საბაზე არც მითქვამს. სანდროზე გეუბნები, შენ პრინცზე -და შენ რა უფლებით ერევი ჩემ ცხოვრებაში? -მე უბრალოდ გკითხე, ნია. საშინელი ცინიზმი იგრძნობოდა მის ყოველ სიტყვაში! ჩემს სახელსაც უცნაურად წარმოთქვამდა. ხანგრძივად და ხმადაბლა.ღიმილით. შემოვბრუნდი. მკლავში ხელი მომკიდა და ისევ თავისკენ შემატრიალა -ლაპარაკის დროს , ზურგი არავის შეაქციო, გასაგებია? -მტკივა უკვე შეშინებულმა ვუთხარი და ხელის განთავისუფლება ვცადე. გამიშვა. -შენი ახლოს გაცნობა მინდა, ნია -მე არ მინდა -არ მოგწონვარ? -არა -სანდროს ფულებზე ხარ შეყვარებული? ზიზღის გრძნობა გამიმძაფრდა. მინდოდა ხელი გამერტყა. საერთოდ ვინ იყო, ამდენს რომ ბედავდა? -არა, უბრალოდ მკვლელები არ მიზიდავს!!! ვუთხარი და მაშინვე მივხვდი რამხელა შეცდომაც დავუშვი. შებრუნდა და წავიდა. ვეღარაფრის თქმა ვეღარს მოვახერხე. სინანული გვიანი იყო. ბოლო დონის დეგენერატი ვიყავი. *** ამ დღის მერე ყველაფერი ცუდი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. სანდროს მანქანა დამსხვრეული დაგხვდა. ჩემი ოთახის კედელზე დემეტრეს სახელის ინიციალები აღმოვაჩინე... სწავლასაც ჩამოვრჩი, ვერ ვახერხებდი ვერაფერზე კონცენტრირებას. ყოველ წამს საშინელების მოლოდინში ვიყავი. სანდროსაც ვერაფერს ვეუბნებოდი. ცხოვრებაში პირველად მეპარებოდა მასში ეჭვი, მეშინოდა რომ ის ავადმყოფი რაღაცას დამართებდა. ჩემი კლასელის დაბადებისდღე იყო. სანდროსთან ერთად ვიყავი. ცოტა ვიცეკვე, საკმარისადაც გავერთეთ. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა იქამდე სანამ თვალწინ ყველაზე მოულოდნელი სანახაობა არ გადამეშალა. დემეტრე იმნაძე. ოღონდ ეს არა. ეშმაკურად მიღიმოდა და პირდაპირ თვალებში მიყურებდა. -ორი წუთით გამომყევი, ნია -არა! მკაცრად ვუპასუხე და ვეცადე გვერდი ამეარა. მკლავში მომკიდა, აგრესიულად ვეცადე მისი ძლიერი ხელისგან გათავისუფლებას, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე. ნეტა სანდრო სად ჯანდაბაში იყო? -შეყვარებულთან ერთად ვარ კბილებში გამოვცარი. უკვე ვამჩნევდი გარშემომყოფთა დაჟინებულ მზერებს. -და გვიყურებენ დავამატე გამწარებულმა. -მერე სადაა შენი შეყვრებული? წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, რაღაც უცნაური მოძრაობა რომ გააკეთა და შებრუნდა. ყველაფერი წამის მეასედში მოხდა. "ხელი გაუშვი", მხოლოდ ამის გაგონება მოვასწარი. სანდრო იატაკზე გაშხლართული, რაღაცას ილანძღებოდა. დემეტრეს კი ირონიული ღიმილი ჯერაც არ მოშორებოდა სახიდან. ბრაზმა ამიტანა, ერთიანად ავცახცახდი. მეზიზღებოდა ეს ბიჭი! როგორ მინდოდა რაღაც ცუდი მოსვლოდა. სანდრო წამოდგა და წელში სწვდა. ხალხის არც თუ ისე გაკვირვებული სახეებიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ დემეტრეს გამოჩენა და ჩხუბი გარდაუვალი იყოი. დავინახე რა სიმძლავრით მიარტყმევინა თავი შუშის ვიტრინას და კივილი აღმომხდა. არავინ არ აპირებდა დახმარებას, ვერავინ ბედავდა.უბრალოდ სანახაობით ტკბებოდნენ. სანდროსთან მივვარდი -შეეშვი შე არაკაცო, შეეშვი. ვუღრიალებდი დემეტრეს და მათ შორის ჩადგომას ვცდილობდი. სანდრო სისხლშ ცურავდა. ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა ფეხებში, მერე კი ირონიული ღიმილიც ნელნელა გაბუნდოვანდა. -ამას მიხედეთ თქვა საძაგელმა ხმამ და ზურგი შემაქცია. კადრი გაუფერულდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.