საბედისწერო გასროლა (1თავი)
1 თავი თინათინი ქუჩაში უდარდელად მივაბიჯებდი ჩემ მეგობრებთან ერთად. თითქმის ვუახლოვდებოდით ქუჩას და ჩვენ-ჩვენს სახლებს, ჩიხიდან რამდენიმე ბიჭი რომ გამოვიდა. რამდენიმე რა, თითქმის, ოცნი იქნებოდნენ. ვიგრძენი, ერთ-ერთმა მათგანმა როგორ შემომხედა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ისე განვაგრძე სიცილი. მაგრამ ის სიცილი წამში მიმახმა ბაგეზე, იმ ჩიხიდან, რომლიდანაც ეს ბიჭები გამოვიდნენ სახეშეშლილი, იარაღიანი კაცი რომ გამოვარდა. ზუსტად იმ ბიჭს დაუმიზნა, რომელსაც ჩემთვის უნდა აევლო გვერდი და რომელმაც, ორი წუთის წინ შემომხედა. გაშმაგებულმა გაასწორა სამიზნე. დაბნეულობისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა და გვერდზე გადავხტი. იმ ბიჭს ჩამოვეფარე. ეს იმ წამს რატომ გავაკეთე თავადაც არ ვიცი, მაგრამ საბედისწერო აღმოჩნდა. ტყვიის გასროლის ხმა და მუცელში ძლიერი ტკივილი ერთი იყო. ერთი დავიკივლე და ტკივილმა დამამუნჯა. თვალები დავხუჭე და მერე არაფერი გამიგია. გუგა ჩემ ფეხებთან გაგორებულ, სისხლში ამოსვრილ არსებას რომ შევხედე, კინაღამ გონება დავკარგე. შემდეგ ის ნაბი*ვარი დავინახე, რომელსაც გაკვირვებული სახე ჰქონდა. იმ წამს იმდენად მელანქოლური იყო ყველაფერი, რომ არ შემეძლო რამეზე მეფიქრა, გარდა იმ გოგოსა. წითელი გრძელი თმებიც სისხლში ჰქონდა ამოთხვრილი. სახეზე მიტკლის ფერი ედო. ვერ ვაცნობიერებდი რა მოხდა. ამაში ხელს მისი დაქალების წიკწიკიც მიშლიდა. ბოლო ხმაზე კიოდნენ და სახეს იხოკავდნენ. ერთ-ერთი მისკენ ჩაიმუხლა და მისი თავი კალთაში ჩაიდო. თვალები დამებინდა. ჩემ გამო რომ რამე მოსვლოდა, თავს არ ვაპატიებდი. ქუჩაში ხორხოცი ატყდა. ყელში მომაწვა ყველა გრძნობა და მომინდა, ბოლო ხმაზე დამებღავლა. ის გოგო უხეშად გავწიე გვერდზე და ასფალტზე მოცელვით დავჯექი, მისი თავი ფრთხილად ჩავიდე კალთაში. არ ვიცი, როგორ ვიყავი საღ გონებაზე. არ მახსოვს, როდის გაჩნდა გულში ტკივილი და როგორ გადმოეღვენთა ვენებს ცრემლებად. მტკიოდა მთელი სხეული, როცა ვეხებოდი და როცა ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი. ყველაფერს გავიღებდი, ოღონდ ახლა მის ადგილას მე ვყოფილიყავი. მიტკლისფერ სახეზე ვუსვამდი თითებს, რომელიც ნელ-ნელა ცივდებოდა. ამას ისე ვგრძნობდი, როგორ წვიმის შხეფებს, რომელიც ტანზე მეცემოდა. ვიღაცამ დაიყვირა „სასწრაფოო“. არაფრის თავი აღარ მქონდა. ჩემი ტყვია მას მოხვდა. ახლა ის იწვა სისხლში გაჟღენთილი ასფალტზე და არა მე! -გადამირჩინეთ, -ამოვიხრიალე. თავადაც გამიკვირდა, თუ რატომ მივისაკუთრე იგი. ან როგორ შევძელი ეს სიტყვა მაინც მეთქვა. მაჯაზე ორი თითი მივადე. მისი გულის ცემა რომ ვიგრძენი საკუთარი თითის ბალიშებზე, ოდნავ ამოვისუნთქე. არ შემეძლო ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ყურება. -გუგა, ძმა, ადექი, სასწრაფო მოვიდა. -მხარზე ხელი დამადო გიორგიმ. ისეთი თვალებით ავხედე, თითქოს არაფერი გამეგო და სიტყვების გამეორებას ვთხოვდი. მერე სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსული მწვანეხალათიანი ხალხი რომ დავინახე, ყველაფერი გავიაზრე. მის მაჯას ხელს არ ვუშვებდი. გასაშვებად არ მემეტებოდა. ასე მეგონა, თუ გავუშვებდი, პულსი შეუწყდებოდა. არ დავუშვებდი ჩემ გამო ვინმეს რამე მოსვლოდა. ეს ვინმე კი ახალგაზრდა გოგონა ყოფილიყო. ხელიდან გამომაცალეს და წაიყვანეს. ვიდექი ერთ ადგილას და გავყურებდი ქუჩაზე მიმავალ სასწრაფოს მანქანას. მერე ზაქრომ გამიჩერა მანქანა ფეხებთან. -ჩაჯექი, ჩვენც წავიდეთ, სწრაფად! -გამომძახა იქედან და კარი გამიღო. უკანა სავარძელზე იმ გოგოს მეგობრები ისხდნენ და გამეტებით მოთქვამდნენ. ეს კიდევ უფრო მოქმედებდა ჩემ მდგომარეობაზე. -როგორ მოხდა ეს? -გოგოებს გადახედა ზაქრომ. მადლობას ვუხდიდი, ჩემ მაგივრად რომ ლაპარაკობდა. ახლა ხმის ამოღების თავიც კი არ მქონდა და მუნჯი ადამიანის ტიტულს ვირგებდი. -ვიღაც კ..კაცი გამოვარ-და იმ ჩიხიდან, თქ..თქვენ რომ გამოხ..ვედით და იმ..იმ ბიჭს დაუმიზ..ნა, -მომითითა მე, -ეს სულე..ლი გოგო კიდ..დევ გადა..ეფა..რა. ამის თქმა დაასრულა თუ არა, კიდევ უფრო ატირდა და სახეზე ხელები აიფარა. -რამდენი წლისაა? -თექვს..თექვსმეტის, -უპასუხა იმავე გოგონამ. მეორეს აშკარად დაკარგვოდა ლაპარაკის უნარი, ჩემი არ იყოს. თექვსმეტი წლის?! გამიკვირდა და კიდევ უფრო მეტკინა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვინმემ მკერდი გადამიჭრა და გულზე ხელი გამეტებით მომიჭირა, ისე რომ მას ფეთქვა აღარ შეძლებოდა. სულ პატარა ყოფილა. იმ წამს სიძულვილზე ფიქრის თავი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ სადაც არ უნდა მენახა ის ნაბი*ვარი, საკუთარი ხელით დავლევდი მის სისხლს! წამებაში ამოვხდიდი სულს და მერე მოვკლავდი. იმხელა მონსტრი გააღვიძა ჩემში, ამ ტყვიით. იმხელა, რომ მის დაძინებას უკვე ვერავინ შეძლებს. ვიპოვი და იმ ტკივილს მივანიჭებ, რასაც მე ახლა ვგრძნობ. უპატიებელი შეცდომა დაუშვა. ათ წუთში საავადმყოფოში ვიყავით. სასწრაფოდ საოპერაციოში გადაიყვანეს ის გოგონა. მისი მშობლებისთვის ვის უნდა ეთქვა? ამ გოგონებს საუბრის თავი ნამდვილად არ ჰქონდათ. ძლივს ავდექი ფეხზე და მათთან მივედი. თავბრუ მეხვეოდა ნერვიულობისა და ტანჯვისაგან. -დაურეკეთ? -ამოვღერღე ძლივს. -კი, მოდიან. -ამოიკვნესა ერთ-ერთმა. ვინ იცის, რა ჯოჯოხეთი მელოდა წინ კიდევ და თავს შემაგრებისკენ მოვუწოდე, მაგრამ არ გამომდიოდა. შემდეგ დერეფნის ბოლოდან მომავალი ნაცნობი სხეული დავინახე. „ჯანდაბა, მარიამი“ გავიფიქრე და კიდევ უფრო დავუძლურდი. არ ვიცოდი, როგორ გადავიტანდი კიდევ ერთ აყალ-მაყალს ამის შემდეგ. -იმას რატომ ესროლეს? -მკითხა პირდაპირ. -არ ვიცი. -შენ უნდა მოგხვედროდა და გადაგეფარა, ხომ? აშკარად უყვარხარ. -ეჭვიანად ჩაილაპარაკა. ბოღმა და ბრაზი ყელში მომაწვა, მაგრამ სიტყვა რომ მეთქვა, ვიცოდი, მწარედ ვაწყენინებდი. შემდეგ მისთვის ბოდიშის მოხდა ნამდვილად არ მეპიტნავებოდა ამიტომ მაქსიმალურად შევიკავე თავი და თვალები დავხუჭე. -უყვარხარ ხომ? და შენც გიყვარს, ხომ? -შემომხედა დაწვრილებული თვალებით. -ახლა ამის დრო არ არის. -ვუთხარი მე. -აბა როდის არის? -არ ჩერდებოდა ის. -თინა არ იცნობდა ამ ბიჭს, არც ჩვენ არ ვიცნობთ, ერთსა და იმავე ქუჩაში გავიარეთ ორივემ, უბრალოდ. თუ ამ ბიჭის შეყვარებული ხარ, ტყუილად ნუ აუტეხავ შარს. -თქვა ერთ-ერთმა გოგონამ. მის კილოში იგრძნობოდა, რომ იმ გოგოს იცავდა. თვალებით მადლობა გადავუხადე და ისევ დავხარე თავი. კივილის ხმა რომ გავიგონე, მივხვდი, ვინც უნდა ყოფილიყო და მთელი სხეული დამეჭიმა. -ნანა დეიდა, დამშვიდდით რა! -ამოიკვნესა ერთ-ერთმა გოგონამ, -ღმერთი არ გაწირავს. მისნაირ კეთილ არსებას ღმერთი არ გაწირავს. თინა მალე გამოჯამრთელდება. მალე კარგად იქნება. -რა მოხდა? რა მოუვიდა ჩემს შვილს? -კიოდა ქალი და სახეს იხოკავდა. -დამშვიდდი, ნანა. -მაღალი მამაკაცი ამოუდგა გვერდით ქალს და მხარზე ხელი შემოხვია. -როგორ დავმშვიდდე? -ამოიკივლა ქალმა ისევ. -შვილი საოპერაციო განყოფილებაშია და დავმშვიდდე? -ხომ იცი, ძლიერი შვილი გვყავს. -ანუგეშებდა ქალს კაცი. -ჩემი თინიკო ძლიერია. ძლიერი გოგოა. ამ სანახაობას ვეღარ გავუძელი და ფეხზე წამოვდექი. დერეფანს ბოლომდე ჩავუყევი. არ ვიცოდი, სად მივდიოდი, მაგრამ ამაზე ფიქრის თავი ნამდვილად არ მქონდა. თვალები დაბნედილი მქონდა და გამოსახულებებს ძლივს ვარჩევდი ერთმანეთისაგან.. ღმერთმა ქნას ძლიერი გოგო იყოს. ყველაფერს გავაკეთებ რომ უკეთ გახდეს. არაფერი დაემართოს. ღამეებს გავუთევ, ყველა ხარჯს მე გავუსტუმრებ, ოღონდ იცოცხლოს. ოღონდ გადარჩეს! ოღონდ ცხოვრება არ გამინადგურდეს. ოღონდ ის არ მოკვდეს. მოკვდეს? ამის გაფიქრებამ ჟრუანტელი მომგვარა და ჩემ თავზე კიდევ ერთხელ გავბრაზდი. ის არაკაცი იქ უნდა ჩამეძაღლებინა, სადაც საჭირო იყო. ახლა რას გავხდები. ეს გოგო გამოჯანმრთელდეს, ფეხზე მყარად დადგეს და ჩიტის რძეს არ მოვაკლებ. მარიამი უკან გამომყვა. ო, როგორ მაბეზრებდა ახლა თავს! უკვე ვეღარც ვხვდებოდი რა მინდოდა მისგან. -ჯერ კიდევ ოპერაციას უკეთებენ. -თქვა მან, ისე თითქოს არ ვიცოდი, ასე რომ იყო. -მე შენ მეგონე და კინაღამ გული გამისკდა. -ამოიოხრა მან. -რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო?- გავმწარდი მისი სიჩერჩეტის გამო. -საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ცხოვრელისას ხომ არა? -დავუყვირე ბოლო ხმაზე. -ჰო, კარგი, ბოდიში. -უღიმღამოდ მიპასუხა მან. მის ბოდიშს არანაირი ფერი არ ედო გულწრფელობის. სამი წელია ერთად ვართ და ჯერ კიდევ ვერ გავეცი კითხვას პასუხი თუ რატომ? -ჯანდაბაშიც წასულა ახლა შენი ბოდიში! -ჩავიქირქილე ჩემთვის. -მხოლოდ ჩემთან გაქვს დიდი გული. იმ გოგოზე უფრო დარდობ ვიდრე ჩემზე. -შენ ჯანმრთელი ხარ და ფეხზე დგახარ. შენ არ გაუხვრეტიხარ ტყვიას,ის კი ახლა რა იცი, რა დღეშია!- წყობიდან გამომიყვანა და ფეხზე წამოვხტი, -წადი, მომშორდი! -ვიცი, ახლა გაბრაზებული და განერვიულებული ხარ, ამიტომ არ გაგინაწყენდები, მერე ვილაპარაკოთ. -თქვა მშვიდად. „ჩერჩეტი!“ გავიფიქრე გულში და მუშტები შევკარი. როცა გრძნობ, რომ ფრთები შეგასხეს. როცა გრძნობ, რომ ცაში ასაფრენად წამები გიკლია. როცა გრძნობ, რომ არაფერია დაუძლეველი. როცა გრძნობ, რომ ცხოვრების აზრი არ გეკარგება. როცა გრძნობ, რომ ტკივილი გაივლის და როცა იგრძნობ, რომ ერთი სიტყვა „გადარჩა“ გულთან გაჩხერილ ტკივილს შვებით ჩამოგირეცხავს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.