შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე გაყიდული (თავი 7)


19-09-2015, 22:34
ავტორი hermione
ნანახია 7 739

ერთ დღესაც სალომე ორსულობის ტესტით დამადგა სახლში. ამაზე მეც მიფიქრია, მაგრამ ვერ ვბედავდი ტესტის ყიდვას, არ მინდოდა პასუხი დადებითი ყოფილიყო ეს ძალიან მაშინებდა. ჯერ არ ვიყავი მზად. სალომემ ტესტი ძალით გამაკეთებინა და დადებითმა პასუხმა თითქოს ყველაფერი თავზე დამაქცია. მთელი სიცხადით ვიგრძენი ისევ ის ღამე, თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა, მარტო მინდოდა ყოფნა. სალომემ უკვე ყველაფერი იცოდა ჩემს და გეგას ურთიერთობაზე, მთელი ზალით მიკრავდა გულში და ჩემს დაწყნარებას ცდილობდა.
- მარიამ, საყვარელო დამშვიდდი, ამდენი ნერვიულობით მხოლოსაკუთარ თავს და ბავშვს ვნებ, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია რაც შეიძლება ქალმა მიიღოს. წარმოიდგინე შენს სხეულში ახალი არსება იზრდება, შენი ნაწილი. მისი სიტყვები სულ არ მოქმედებდა დამამშვიდებლად.
- სალომე უნდა გავიდე, გთხოვ მარტო ყოფნა მინდა. კარგი ოღონდ ისეთი არაფერი ცაიდინო რასაც მთელი ცხოვრება ინანებ.
სახლიდან მარტო წამოვედი, არც დაცვა გავიყოლე. ტაქსით მივედი ჩემს საყვარელ ადგილას, სადაც ვერავინ შემაწუხებდა. დიდხანს ვფიქრობდი ყველაფერზე, აბორტის გაკეთებაზეც. შევძლებდი კი ამ ბავშვის შეყვერაბს ის ხომ ყოველთვის იმ ღამეს გამახსენებდა. მაგრამ იყო კი ის ღამე ჩემთვის უბედური? ის ღამე რომ არა ეხლა გეგა არ მეყოლებოდა, მას ვერ შევხვდებოდი ვერ შევიყვარებდი, ეს პატარა არსება კი, ჩვენი შვილი იყო ჩემი და გეგას შვილი, მასაც გეგასავით შავი თვაები ექნებოდა, ამის გაფიქრებაზე მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. სკუთარი თავი შემზულდა ჩემი ფიქრების გამო, როგორ შემეძლო მის მოკვლაზე მეფიქრა. მუცელს ნაზად ვეფერებოდი და ჩემს პატარას ველაპარაკებოდი. როგორც ჩანს დიდხანს ვიჯქეი ერთ ადგილას იქიდან რომ წამოვედი უკვე 5 საათი ხდებოდა. ძალიან ვიყავი ემოციებისგან დაღლილი, ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და დამესვენა. ეხლა მხოლოდ გეგას რეაქცია მაშინებდა, არ ვიცი შედიოდა თუ არა ბავშვი მის გეგმებში, იმაზე ფიქრიც არ მინდოდა რომ აბორტის გაკეთებას მომთხოვდა, ამას არ დავუშვებდი.

******
ვერ გავძელი, 3 კვირა მის გარეშე ვერ გავძელი, ყოველ საღამის მისი სევდიანი ხმის მოსმენა აღარ შემეძლო. ერთი სული მქონდა სახლში დავბრუნებულიყავი და გულში ჩამეკრა, მისი სურნელი შემესუნთქა. ასეც მოვიქეცი, ნახევრად გაკეთებული საქმე ჩემს ძმაკაცს ჩავაბარე და თბილისისკენ გამოვფრინდი, მინდოდა მოულოდნელად დავდგომოდი თავზე. მისი სახის წარმოდგენისას ტანში ჟრუანტელი მივლიდა. სახლში სწრაფად მივედი, მაგრამ იქ მარტო სალომე დამხვდა, ანერვიულებული სახე ქონდა. გიჟივით მივვარდი.
- მარიამი სად არის?
- არ ვიცი გეგა.
- რას ქვია არ იცი? თავს მძლივს ვაკონტროლებდი, ყველა საშინელება წარმოვიდგინე.
- გეგა დღეს მარიამმა გაიგო თავისი ორსულობის შესახებ და სახლიდან ატირებული გავრდა. ამის გაგონებაზე მუხლები მომეკვეთა, არ მინდოდა იმაზე ფიქრი რომ მარიამი აბორტს გაიკეთებდა და ჩვენ შვილს მოკლავდა, ჩემს მარიამს ამის გაკეთება არ შეეძლო. ეს ფიქრები შიგნიდან მანადგურებდა, რამდენჯერმე დავურეკე მაგრამ ტელეფონი გამორთული ქონდა. არ ვიცოდი სად უნდა მეძებნა. ვერ ვაპატიებდი, ვერ ვაპატიებდი უდანაშაულო ბავშვი რომ მოეკლა. მე რომ მიყვარ ის მარიამი ამას ვერ შეძლებდა.

*******
უკვე 6 ხდებოდა სახლის კარები რომ შევაღე, მთელი სხეული დამძიმებული მქონდა, ფეხზე მძლივს ვიდექი. მისაღებიდან ხმაური მომესმა, ესეიგი სალომე არ წასულა და ისევ მელოდება. მისაღებში შევედი, მაგრამ იქ სალომეს ნაცვლად გეგა დამხვდა. სახეზე ადამიანის ფერი აღარ ედო გიჟივით გამოვარდა ჩემსკენ და მხრებში ხელი მომკიდა. გიჟს გავდა, მარიამ მითხარი, მითხარი რომ აბორტი არ გაგიკეთებია, მისმა კითხვამ გულში რაღაც ჩამწყვიტა, ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი, რამდენჯერმე ძლიერად შემანჯღრია, მარიამ ხმა ამოიღე, უკვე ყვიროდა.
- გეგა მეტკინა! ხელები მძლივს გამოვგლიჯე. მისმა საქციელმა, გული მატკინა არ ვიცი იქნებ მისმა უნდობლობამ, ან სიმართლემ, ერთი წამი მეც ხომ დავუშვი რომ შეიძლებოდა ბავშვი მომეშორებინა. გიჟივით მიყურებდა, მე კი რა გავაკეთე ხელები მთელი ძალით მოვარტყი მკერდზე და ბოლო ხმაზე ვუყვირე
- მე შენნაირი ცივსისხლიანი, არ ვარ გეგა, მე ჩემ საყვარელ ადამიანებს ტკივილს ვერ ვაყენებ. ჩემი სიტყვების გაგონებაზე, ხელები ჩამოუცვივდა, მივხვდი, მივხვდი რომ ძალიან ვატკინე, მაგრამ იმის თავიც აღარ მქონდა პატიება მეთხოვა. ასეთ მდგომარეობაში დავტოვე და ჩემს ოთახში ავედი. მალე გავიგე კარის გაჯახუნების ხმა, მეტკინა, მეტკინა რომ მარტო დამტოვა, ჩემი სიტყვებიც მტკიოდა, დიდხანს ვტიროდი, გული მტკიოდა მისი მონატრებისგან, ჩემი მიყენებული ტკივილისგან მტკიოდა. ისევ გავიგე კარების ხმა ეტყობა დაბრუნდა მინდოდა ავმდგარიყავი და მენახა მაგრამ ძალა არ მეყო ისევ საწოლზე ჩამოვჯექი. მესმოდა კიბეებზე მძიმე ნაბიჟების ხმა მერე კი ჩემს კარებათან შეწყდა. კარებმა სუსტად გაიჭრიალა, თავი ავწიე და მის შავ თვალებს გადავაწყდი, ვერაფერი დავინახე იქ წყენის და რკივილის გარდა. გული კიდევ ერთხელ მეტკინა, კარებში იდგა და უბრალოდ მიყურებდა, წამოვდექი, მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი მაგრამ, უცებ თავბრუს ხვევა ვიგრძენი და ერთ ადგილას შევქანდი, ალბათ ძირს დავეცემოდი მის ძლიერ ხელებს რომ არ დავეჭირე, მისმა სიახლოვემ სულ გამომაცალა ძალა, თავი უღონოდ მივადე მის მკერდს.
ხელში მსუბუქად ამიყვანა და საწოლზე ჩამოჯდა, არც მე მიშვებდა ხელს, მის კალთაში ვიჯექი, ვიგრძენი როგორ მომნატრებია, თვალებში ვერ ვბედავდი შეხედვას. მეშინოდა რომ მის თვალებში სიცივეს და იმედ გაცრუებას დავიანახვდი. მთელი ძალით ვეკვროდი და პატიებას ვთხოვდი ჩემი სიტყვების გამო. ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა, ისევ მის თვალებს გადავაწყდი მაგრამ იქ მხოლოდ დიდ სიყვარულს ვცედავდი, არც წყენას, არც იმედ გაცრუებას.
- მაროამ დამშვიდდი გთხოვ, ასე შენს თავსაც ვნებ და ბავშვსაც. არ შემიძლია შენი ასეთ მდგომარეობაში ყურება შენ ხომ ძლერი გოგო ხარ, გეხვეწები დაწყნარდი, მისმა სითბომ და სიტყვებმა ყველაფერი დამავიწყა, კომფორტულად მოვთავსდი მის ხელებში, ძალიან დაღლილი ვიყავი, ეხლა მხოლოდ ძილი და მისი სიახლოვე მჭირდებოდა.
- გეგა მეძინება, დაღლილი ხმით ამოვიჩურჩულე.
ფრთხილად გადამაწვინა ლოგიინზე და თვითონაც გვერდით მომმიწვა. თავი მის მკერდზე ჩამოვდე, მან კი ხელები მაგრად მომხვია და მის მკლავებში ცამეძინა. რომ გავიღვიძე უკვე ბნელოდა, არ ვიცი რომელი საათი იყო. დაღლილობას მთლიანად გადაევლო, გეგას ჯერ კიდევ ეძინა, ფრთხილად ავიწიე და ყელში ვაკოცე, ჩემს მოქმედებაზე გაეღვიძა, გაიცინა და უცებ ჩემს ზევიდან მოექცა.
- მარიამ ნუ ცუღლუტობ, თორემ თავს ისედაც მძლივს ვიკავებ. ტუჩები ყურთან მივუტანე და ვუჩურჩულე, იქნებ არ მინდა რომ თავი შეიკავო. მე თვითონ მაოცებდა ჩემი გამბედაობა, მაგრამ მინდოდა ჩვენს შორის არსებული ყველა უარყოფითი უკან დაგვეტოვებინა, მინდოდა თავისი დანაშაულის გრძნობაც დაევიწყებინა და საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლება მიეცა. თვალებში ჩამაშტერდა.
- მარიამ დარწმუნებული ხარ? არ მინდა რამე გაიძულო, ან შენი ნების წინააღმდეგ რამე გავაკეთო.
- გეგა მე შენ გენდობი. ეხლა უკვე ჩემი ინიციატივით ვაკოცე. ისიც ამყვა, მთელი გრძნობით და სიხარულით მიკოცნიდა სახეს, მერე კი ნელნელა მისმა ტუჩებმა, ჩემ ყელზე გადაინაცვლა. ეს სულაც არ გავდა იმ გეგას რომელმაც იმ ღამეს იმხელა ტკივილი მომაყენა, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ეს იყო ჩემთვის პირველი, მთელი არსებით მივენდე მის ძლიერ მკლავებს.
*****
დილით ისევ მასზე ჩახუტებულს გამეღვიძა. ბედნიერებისგან ვიღიმოდი, ჯერ ძალიან ადრე იყო, მას ისევ მშვიდად ეძინა. ხელები ისე მაგრად ქონდა მოხვეული. მძლივს გავითავისუფლე თავი. მაგრამ გუშინ დილიდან არაფერი მეჭამა და ძალიან მშიოდა, წყალი გადავივლე და თეთრი სარაფანა გადავიცვი, სააბაზანოდან რომ გამოვედი, უკვე ეღვიძა, ჩემს დანახვაზე გაეღიმა და საწოლიდან წამოიწია, ძალიან მომინდა მისი ტუჩების დაგემოვნება და ჩემი სურვილი სისრულეში მოვიყვანე.
- პატარა ქალბატონო ამ დილაადრიან საით გაგიწევია? ღიმილით მკითხა.
- საით და სამზარეულოში, მეც სიცილით ვუპასუხე.
- შენ რა ყოველდილით ამ დროს აპირებ საუზმობას, უკვე ხმამაღლა იცინოდა.
- ჯობია მორჩე ჩემს დაცინვას, გუშინ შენი წყალობით მთელი დღე მშიერი დავრჩი. ტუჩებ გაბუსხულმა შევხედე და ოთახიდან გავედი. მხოლოდ წვენის დასხმა მოვასწარი და მისი თავიც გამოჩნდა სამზარეულოს კარებში.
- მორჩი ბუტიაობას და რამე ვჭამოთ თორემ მეც ძალიან მშია, ყელში ხმაურიანად მაკოცა და მაგიდასთან მოთავსდა. მის საქციელზე გამეცინა, და მაცივარი გამოვაღე, მინდოდა ომლეტი მომემზადებინა, მაგრამ როგორც კი კვერცხის სუნი ვიგრძენი მაშინვე საპირფარეშოს მივაშურე, გეგაც შეშინებული გამომყვა უკან, კარის ჩაკეტვა ვერ მოვასწარი და ისიც შემოვიდა საპირფარეშოში, არ მინდოდა ამ მდგომარეობაში ვენახე, მაგრამ მარტო არ დამტოვა, ჯერ ჩემი თავი ეჭირა, მერე კი თავისი ხელით მომბანა პირი.
- შენ სულ ესე ხარ? შეწუხებულმა მკითხა.
- ძირითადად კი, როგორც ჩანს შენ შვილს ძალიან ცვალებადი გემოვნება აქვს. ისევ სამზარეულოში დავბრუნდით, პირი ვერაფერს დავაკარე, მხოლოდ ერთი ცალი კრუასანი შევჭამე. გეგა თვალებ გაფართოებული მიყურებდა.
- მარიამ სულ ესაა შენი საუზმე?
- ყველაფერი ცუდად მხდის, მართლა ვერაფერს შევჭამ შეწუხებულმა, გავხედე. თვითონაც დაანება ჭამას თავი და მისაღებში გამომყვა.
- დღესვე წავალთ ექიმთან, ტონი კატეგორიული გაუხდა, მის ნერვიულობაზე მეღიმებოდა მაგრამ სულაც არ მქონდა მასთან კამათის თავი, კარგი დღეს უნივერიტეტის მერე გამომიარე, ეხლა კი თუ არ შეწუხდები, უნივერსიტეტში წამყვანე თორემ მაგვიანდება. მთელი გზა ჩემთვის ხელი არ გაუშვია. თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვთვლიდი მისნაირი ქმარი რომ მყავდა.
****
დღემ უაზროდ ჩაიარა ერთი სული მქონდა აქედან როდის გავაღწევდი. შენობიდან რომ გამოვედით უკვე მანქანასთან მელოდებოდა. თავისუფალი სტილიც საოცრად უხებოდა, მისკენ სწრაფად გავეშურე, ჩემ საქციელზე გაეცინა, და თვითონაც კიბეებთან დამხვდა, გულზე ფრთხილად მიმიკრა და მანქანისკენ ისე წამიყვანა.
- რა იყო პატარა ქალბატონო, უჩემოდ უკვე ვეღარ ძლებ? მხიარულ ხასიათზე იყო.
- მე კი არა შენ შვილს მოენატრე, გაბრაზებულმა ვუპასუხე.
- რა მეშველება ერთი კი არა 2 ბავშვი მყავს გასაზრდელი, ცხვირზე ხელი მხიარულად მომიჭირა და მანქანა დაქოქა. მაოცებდა ამ ადამიანში მომხდარი ცვლილებები, ის იმდენად შეიცვალა მის თვალებშიც ხშირად კრთოდა ნათელი სხივი.
****
საავადმყოფოდან კმაყოფილები გამოვედით, ექიმმა გვითხრა რომ ორსულობა კარგად მიმდინარეობს, რაღაც ვიტამინებიც გამომიწერა, სუფთა ჰაერზე სეირნობაც მირჩია.
საავადმყოფოდან რომ გამოვედით უკვე ბინდდებოდა, გზაში გეგამ მარკეტთან გააჩერა და მგონი მთელი მარკეტი სახლში წამოიღო. რამე რომ მოგვინდეს ყველაფერი ხომ უნდა გვქონდეს სახლშიო.
სახლში მისულებს გეგას მშობლები დაგვხვდნენ, გეგას ჩამოსვლა გაეგოთ და სანახავად მოვიდნენ, გამიხარდა მათი დანახვა, ლიაკოც სახლში იყო და ვახშამის გამზადებული დაგვახვედრა, ახალმა ამბავმა ყველა ძალიან გაახარა, ძალიან მსიამოვნებდა მათი ბედნიერი სახეების ყურება.
******
აქამდე სახლში მისვლა არ მინდოდა, ეხლა კი ერთი სული მაქვს რომ სახლში დავბრუნდე. მარიამი უკვე 3 თვის ორსულია, მაბედნიერებს მისი ოდნავ წამოზრდილი მუცლის ყურება, მისი მომლოდინე თვალები, ჩემი დანახვისას რომ უბრწყინდება, ღმერთის მადლობელი ვარ რომ ეს პატარა ქალი გამომიგზავნა, ის მხოლოდ ჩემი იყო, იმ დროს გამოჩნდა ჩემ ცოვრებაში როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მისით ვიყავი სავსე, მხოლოდ მისი არსებობა მაბედნიერებდა, მასთან ყველა ტკივილს ვივიწყებდი. უკვე 2 კვირაა რაც გამოცდები დაამთავრა და სახლში ცხვირ ჩამოშვებული ზის, მისი სახის წარმოდგეაზე ეხლაც მეცინება, დღეს ჩემი საქმეები მამაჩემს გადავაბარე
, ლექსო და თიკა აპირებენ სოფელში წასვლას და ჩვენც შევუერთდებით.
სახლში მისულს მისაღებში დამხვდა, ტელევიზორი ქონდა ჩართული კარის ხმაზე თავი მოაბრუნა და გამიღიმა მეც მის გვერდით დავჯექი და საყვარელი სხეული, გელზე მივიკარი.
- მარიამ გინდა ალექსანდრესთან და თიკასთან ერთად სოფელში წავიდეთ? პატარა ბავშვივთ შემოკრა ხელი ხელს და ბდნიერი ჩამეხუტა.
- ხვალ საღამომდე უნდა მოასწრო გამზადება.
- კარგი ყველაფერს დილიდან მივხედავ, თავი ჩემს მუხლებზე დადო და ასე ჩაეძინა.
******
ეს ზაფხული ყველაზე საოცარი იყო ჩემთვის, ემოციებით ვიყავი დატვირთული, ყველა ჩემი საყვარლი ადამიანი ჩემს გვერდით იყო, მალე სალომე და ირაკლიც შემოგვიერთდნენ, უკვე შეყვარებული წყვილის სტატუსით, ძალიან მახარებდა მათი ბედნიერება, სულაც არ მინდოდა თბილიში დაბრუნება, მაგრამ 2 კვირაში სწავლა მეწყება, გეგასაც საქმეები ქონდა, დემეტრეს ბაღი და მაინც მოგვიწია თბილიში დაბრუნება. მუცელი უკვე წამომეზარდა და ჩემი გარდერობის განახლება მიწევდა. გეგაც სამსახურს დაუბრუნდა და ყველაფერი კალაპოტში დაბრუნდა.
ხშირად მიწევდა გეგასთან ერთად წვეულებებზე სიარული მის ბიზნეს პარტნიორებთან, დღესაც ერთერთ ასეთ საღამოზე მივდიდოით, გეგა რომ დაბრუნდა უკვე გამზადებული დავხვდი, ამ კაბაში მუცელი საყვარლად მქონდა გამობზეკილი, გაღიმებული წამოვიდა ჩემსკენ, ორივეს ერთად მოგვეფერა და კარებისკენ წამიყვანა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, უკვე წამოსვლას ვაპირებდით გეგამ ვიღაც ტიპპი რომ შეამჩნია მის დანახვაზე სახე შეეცვალა.
- გეგა რა მოხდა ვინ არის ეს კაცი? შეშინებულმა ვკითხე
- შენ დამშვიდდი უბრალო ნაცნობია სანერვიულო არაფერია, ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ კარგად ვცედავდი მის დაბერილ ძარღვებს და დაძაბულ მზერას. საპირფარეშოში გავედი და უკან რომ დავბრუუნდი გეგა დარბაზში აღარ დამხვდა არც ლექოს იყო იქ. უცებ გარეთ ხმაური ატყდა ყველა იქით წავიდა და მეც გავყევი ხალხის ნაკადს.
ეზოში გეგა დავინახე, ვიღაც კაცს გამეტებით ურტყავდა, ვერ ახრერხებდნენ მის დაწყნარებას დაჭრილი მხეცივით ღრიალებდა, იმ ღამის შემდეგ მისი პირველად შემეშინდა. ძალიან ცუდად გავხდი არ შემძლო მისთვის ასეთ მდგომარეობაში მეყურებინა. ლექსოც კი ვერ აწყნარებდა, გიჟს გავდა, ნელნელა ვუახლოვდებოდი. მისი გამომეტყველება მაშინებდა, მისი თვალები ისევ სიძულვილით იყო სავსე. არ შემეძლო მისი ასეთ მდომარეობაში დატოვება, ხელები ფრთხილად მოვკიდე სახეზე, უკვე თვალებიდან ცრემლები მომდიოდა.
- გეგა, გეგა გეხვეწები დამშვიდდი, გთხოვ, მე მიყირე ,მისი სახე ხელებში მოვიქციე. ვიგრძენი როგორ მოუდუნდა სხეული, ნელნელა გამომეტყველება შეეცვალა, ახლა მის თვალებში მხოლოდ სინდისის ქეჯნას ვხედავდი. ლექსომაც გაუშვა ხელები, თვალს ვერ მისწორებდა.
- მაპატიე მარიამ, შენ ასეთი არ უნდა გენახე, თავისთვის ჩურჩულებდა. მთელი სხეულით ვკანკალებდი, მუცელში ყრუ ტკივილი ვიგრძენი. ფეხზე მძლივს ვიდექი მის სხეულს დავეყრდენი.
- სახლში წავიდეთ გთხოვ. არაფერი უთქვამს ხელი მომხვია და მანქანაში ჩამსვა. მთელი გზა ხმას არ ვიღებდით, აღარაფრის თავი აღარ, მქონდა. სახლში რომ მივედით, მაშინვე ჩემს ოთახში ავედი. დასვენება მინდოდა, ემეციებისგან ვიყავი დაცლილი. ასეთი გეგა მაშინებდა მან კიდევ ვერ დაივიწყა შურისძიება, დარწმუნებული ვარ ეს კაციც ნიაკოს ამბავთან იყო დაკავშირებული. ის ვერ იტყოდა შურისძიებაზე უარს ჩვენს გამოს ვერ იტყოდა. მძლივს გამოვიცვალე და საწოლში შევწექი, მეგონა რომ დავწვებოდი ტკივილიც გამივლდა, მაგრამ ტკივილი უფრო გამიძლიერდა, შემეშინდა შემეშინდა რომ ჩემ შვილს რამე დაემართებოდა, ადგომა მინდოდა მაგრამ ვერ შევძელი, საწოლზე სისხლის ლაქა შევამჩნიე, უკვე ისტერიული ტირილი ამიტყდა თან გეგას სახელს გავკიოდი.
*****
ის იყო, ჩემი ვითომ ძმაკაცი ვინც იმ სიბინძურეში ჩამითრია, ის ნაძირალა მალხაზიც მაგის წყალობით გავიცანი. და მალხაზმა ის გამოიყენა ჩემამდე მოსააღწევად მისგან გაიგო ჩემი ოჯახის და ნიაკოს შესახებ, ამდენი წელი ვეძებდი მაგრამ ქვეყნიდან იყო წასული. მინდოდა მინდოდა მარიამის გამო შემეკავებინა თავი მაგრამ ვერ შევძელი თავს ვერ მოვერიე. გონს ისევ მარიამის ხმამ დამაბრუნა, მისმა შეშინებულმა თვალებმა, რომლებიც დამშვიდებას მხოვდა, მის თვალებში ისევ შიში დავინახე და საკუთარი თავი შემძულდა. არ შემეძლო მისთვის თვალებში შემეხედა, ის ისევ ჩემს გამო ტიროდა, ისევ მე გავხდი მისი ტკივილის მიზეზი. მის ოთახშიც ვერ გავბედე შესვლა მისაღებში მიყავი როცა მისი ხმა გავიგე. ჩემ სახელს იძახდა, შველა მთხოვდა, გიჟივით შევვარდი მის ოთახში, თავი უფრო მეტად შემძულდა როცა მისი ტკივილისაგან დატანჯული სახე დავინახე. გეგა მიშველე, ჩვენი შვილი გეგა, ისტერიულად იმეორებდა. მაშინვე მასთან მივედი და ხელში ავიყვანე, კიბეებზე გიჟივით ჩავრბოდი. დათას ვეძახდი, რომ გავედი მანქანა უკვე კარებთან დამხვდა, მარიამი უკან დავაწვინე მეც გვერდით მივუჯექი მთელი ძალით ვიხუტებდი მის სხეულს და მის დამშვიდებას ვცდილობდი, ტკივილისაგან ტუჩებს იკვნეტდა მე კი ვერაფრით ვშველოდი, ისევ ჩემს გამო აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში, ისევ ჩემს გამო ინერვიულა.
- გეგა მეშინია, ლაპარაკს მძლივს ახერხებდა,
- არ მინდა ჩვენ შვილს რამე დაემართოს, მეშინია გეგა, ძალიან მეშინია. ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი მისი შემურე თავს ვერ ვიკავებდი. მის თმებში ჩავრგე სახე რომ ჩემი ცრემლები არ დაენახა. მძლივს მივაღწიეთ საავადყოფომდე. მარიამის ექიმი უკვე საკაცით გვეოდებოდა, მანქანიდან ისევ მე გადმოვიყვანე მაგრამ არ მომცეს უფლება შევყოლოდი. ღმერთს მისი და ჩემი შვილის გადარჩენას ვთხობდი, ნუთუ ასეთი სასტიკი იქნებოდა ჩემს მიმართ ნუთუ მათ თავსაც წამართმევდა. მინდოდა მეღრიალა ყველაფერი დამელეწა.
2 საათიანი ლოდინის შემდეგ ექიმი პალატიდან გამოვიდა. მაშინვე მასთან მივედი.
- ბატონო გეგა თქვენს მეუღლეს ძლიერი სისხლდენა ქონდა, რამდენიმე წუთი რომ დაგეგვიანათ ალბათ ნაყოფის გადარჩენას ვერ შევძლებდით. ეხლა ორივე სმდგომარეობა სტაბილურია, რამდენიმე საათში შეძლებთ თქვენი მეუღლის ნახვას. ექიმს მადლობა გადავუხადე, ყველაფერი დამთავრდა ღმერთმა კიდევ ერთხელ არ გამწირა და მათი თავი მაჩუქა. ეხლა, ეხლა ყველაზე მეტად მარიამის ნახვა მაშინებდა, ვერ გადავიტანდი მის თვალებში საყვედური რომ დამენახა, ვერ გავუძლებდი ჩემგან წასვლა რომ მოენდომებინა. ვიცოდი რომ წინააღმდეგობის გაწევის უფლებაც აღარ მქონდა.

--------------------------
ვიციიი რომ გალოდინეეთ, მაგრამ ვერ ვახერხებდი ატვირთვას, კომპიუტერი ჩემ ძმას ქონდა წაღებული. ძალიან დიდი ბოდიში ^^ ♥



№1  offline წევრი kora

ცრემლები ვერ შევიკავე, ძალიან ამაღელვებელი თავი იყო, ბოლო სტროფებს რომ ვკითხულობდი თან მეშინოდა, კიდევ კარგი არაფერი არ დამართნიათ...
მალე გააგრძელე, მოუთმენლად ველი ახალ თავს <3
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი chica sol

ოხ რა კარგი ხარ შენ... love
დალიან ამაღელვეე love
ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვაიმე ძალიან მაგარია!!

 


№4 სტუმარი ელე ....

მომეწონა კარგიაააა (...)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent