მე შენ შეგხვდი შუაღამისას (1)
ნიუ-იორკის აეროპორტში გაჭირვებით მოვათრევდი მძიმე ჩემოდანს და თან დედაზე ვბრაზობდი, ეს საშინელი ქურთუკი ძალით რომ "ჩამაჯაჯა", მგზავრობისას შეგცივდებაო... ზურგჩანთა გაჭირვებით მოვიხსენი და ძირს დავდე. ცოტა ამოვისუნთქე და გასასვლელს დავუწყე ძებნა... მივაგენი, ხვნეშით ისევ მოვიკიდე ჩანთა ზურგზე და უზარმაზარი ჩემოდანი გავაგორე გასასვლელისკენ. გულში ვწუწუნებდი "ნეტავ ნიკასთვის მეთქვა და დამხვედროდა, ამ ჩანთის თრევა მაინც აღარ მომიწევდა-მეთქი"... ესეც შენი სიურპრიზი ნიკასთვის, ბელა... ათრიე ახლა ეგ ჩემოდანი და ნუ წუწუნებ-გესლიიანად ამომძახა მეორე "მემ" და ბოროტულად ჩაიცინა... რაც შეეხება ნიკას გეტყვით, რომ ჩვენ უკვე 2 წელია ერთად ვართ. ზუსტად ნიკას გამოა რომ ჩემი ოჯახი ძვლივს დავითანხმე, სასწავლებლად აქ გამოვეშვი... დედამ რამდენიმე პირობაც კი წამომიყენა, მაგრამ ყველაფერს უპრობლემოდ დავთანხმდი. ნიკა უკვე ერთი წელია აქ სწავლობს, გაცვლითი პროგრამით გადმოვიდა საქართველოდან, სადაც ერთად ვსწავლობდით... ის ერთადერთი არ იყო ვინც ამ პროგრამით ჩამოვიდა ნიუ-იორკში, სტუდენტების უმეტესობას საცხოვრებელი არ ჰკონდა, ამიტომ მათ საცხოვრებელი გამოუყვეს კოლეჯის ტერიტორიაზე, კორპუსში, სადაც გადაანაწილეს დაწყვილებულად გოგოები ცალკე, ბიჭები კი ცალკე ოთახში ... რადგან ნიკას მშობლებს სახლი ჰქონდათ ნიუ-იორკში, თანაც კოლეჯთან საკმაოდ ახლოს, ნიკა საერთო საცხოვრებელში არ დარჩა და მშობლების ბინაში ცხოვრობდა. მამას ბავშვობის მეგობარი განათლების სამინისტროში მუშაობს, მისი დახმარებით წელს მეც ჩამსვეს ამ პროგრამაში და აი, აქ ვარ... ნიკა ხშირად ჩამოდიოდა ჩემს სანახავად, მაგრამ ხომ იცით, შეყვარებული გულები დიდხანს ვერ ძლებდნენ ცალ-ცალკე და ამიტომ ახლა მე ჩამოვედი აქ... ტაქსი დავიჭირე და მძღოლის დახმარებით, საბარგულში ჩემოდანი ძვლივს ჩავტენე...მანქანაში შევხტი და კოლეჯის მისამართი ვუთხარი. მგზავრობის გადაღლილობა სულ გადამავიწყდა, ნაცნობი ხედები რომ დავინახე. თვალებ გაფართოვებული ვუყურებდი ქალაქის ხედებს და ვტკბებოდი... აი, საერთო საცხოვრებლის შენობაც. ტაქსი გაჩერდა და გადმოვედი. ბარგი ამოვიღე საბარგულიდან ისევ მძღოლის დახმარებით და კორპუსი გარედან შევათვალიერე... ძალიან დიდი მეჩვება... შევედი და გაჟირვებით ავათრიე ბარგი მეორე სართულზე, ჩემი ალტერეგოს ბუზღუნს კი მთრლი ძალით ვაიგნორებდი. როგორც იქნა მივაგენი 13 ნომერ ოთახს, სადაც ვიცხოვრები ოთახის მეგობართან ერთად. ამ აზრს თბილისშივე შევეჩვიე... ცოტა გამიჭირდებოდა,რადგან ოთახში ყოველთვის მარტო ვიყავი ხოლმე. ისიც კი არ მიყვარს, ვინმე ჩემს ოთახს რომ ალაგებს ან ჩემს ნივთს გადააადგილებს... ახლა კი, ვიღაც მეორეც იქნება და ეს მხოლოდ ჩემი ოთახი აღარ იქნება... კარი ფრთხილად გავაღე და შევიჭყიტე, ოთახი ცარიელი იყო. მორიდებით შევედი და კარი მივხურე ჩუმად. ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ვიღაცის პირად სივრცეში შევიჭერი. უცებ აბაზანის კარი გაიღო და იქიდან ქერა, გრძელ თმიანი გოგონა გამოვიდა.ჩემს დანახვაზე დაბნეული გაშეშდა და მომაშტერდა. -გამარჯობა...-მე მომიწია დაწყება, -მე ბელა ვარ შენი ოთახის მეგობარი. -ააა, გამარჯობა...- წარბი გახსნა გოგონამ. -მე ელენე ვარ. აი,ის შენი საწოლი და კარადაა. იმედია კარგად მოეწყობი...-ხელით მიმითითა ოთახის ერთი კუთხისკენ, თვითონ კი ისევ აბაზანაში შებრუნდა. -გმადლობ.- მივაძახე, მაგრამ მგონი ვერც გაიგონა. ბარგის ამოლაგებას რომ მოვრჩი, ჩანთას ხელი დავავლე და ოთახიდან გამოვედი. კიბეები სირბილის ჩავიარე და ნიკას სახლისკენ გავუყევი გზას. რამდენიმე თვის წინ ვიყავით მე და ჩემი პატარა და ჩამოსულები ნიკასთან სტუმრად, ამიტომ გზა ზუსტად მახსოვდა. მაღალი კორპუსის სადარბაზოში შევედი და კიბეებს ავუყევი. მესამე სართულზე გავჩერდი და რკინის კართან არსებულ ზარის ღილაკს, რამდენჯერმე დავაჭირე თითი. კარს არავინ აღებდა და მივხვდი რომ სახლში არ იყო. გული დამწყდა. "ესეც შენი სიურპრიზი" დამცინა ალტერეგომ. ისედაც გამუდმებით წყლიანი თვალები, ცრემლით ამევსო. მოვბრუნდი და კიბეებს თავდახრილი ჩამოვუყევი. უკვე პირველ სართულზე ვიყავი ჩამოსული, რომ სადარბაზოში სიცილ-კისკისით გოგო და ბიჭი შემოცვივდნენ. მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია, არც მივაქცევდი ბიჭის სიცილში, ნიკას სიცილი რომ არ ამომეცნო. ისე გავშეშდი საფეხურებზე, თითქოს ცივი წყალი გადამასხესო. შევხედე წყვილს და თვალებს არ ვუჟერებდი. ნიკა გოგოს მოხვეოდა და კოცნიდა... -საღამოს გამოგივლი.-უთხრა ნიკამ, გოგო კედელს ააკრა და კიდევ ერთხელ აკოცა. თავზარდაცემული ვერც კი ვინძრეოდი... მოძრაობის უნარი საერთოდ დავკარგე. თვალებიდან ნაკადი ოთხხაზად მდიოდა... გოგომ სიცილით მოიშორა "აბეზარი" ბიჭი და სადარბაზოდან გავიდა. ნიკა გაშეშებული იდგა სადარბაზოს გასასვლელთან და მზერით აცილებდა წასულს. ისეთი სცენების მომსწრე გავხდი, გულის რევას ძვლივს ვიკავებდი... ჩემში იმდენი გრძნობა ბობოქრობდა, რომ თავბრუ მეხვეოდა. ზიზღი, ბრაზი, დამცირება, ტკივილი ერთმანეთის მიყოლებით მესახებოდა სახეზე. ნიკა ბედნიერი, ღიმილიანი სახით შემობრუნდა და იმ კიბის საფეხურების ამოვლა დაიწყო, რომლის თავშიც მე ვიდექი გაშეშებული. ალბათ ისე აივლიდა არც კი შემომზედავდა, ჩემი დაჟინებული მზერა რომ არ ეგრძნო. დამინახა და გაშეშდა... პირდაღებული, გაშთერებული მიყურებდა... -ბელა...- წამოიძახა და ხელი ინსტიქტურად წამოიღო ჩემსკენ. მაშინვე ადგილს მოვწყდი და კიბეებზე ჩამოვირბინე. რომ შემხებოდა ცუდად გავხდებოდი... ცრემლები მხედველობას მიბინდავდა. მივხვდი, რომ მორჩა... არ მინდოდა მისი უბადრუკი მიზეზების მოსმენა... მხოლოდ წასვლა მინდოდა. ის რასაც ვფიქრობდი და ვოცნებობდი, ერთად დაწყობილი გეგმები, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. ვგრძნობდი, რომ მომყვებოდა. ხელზე ხელი ჩამჯიდა და მისკენ მომაბრუნა. მაშინვე ხელის კვრით მოვიშორე. -ბელა, მოიცადე... აგიხსნი... -ვხედავდი, როგორ უჭირდა ამის თქმა. ხელი ისევ წამოიღო. მაშინვე გავიწიე... -არაფრის ახსნა არ მინდა, -ჩემდა გასაოცრად მშვიდად წარმოვთქვი. არადა, ასე არ იყო... მინდოდა ყველაფერი აეხსნა. მინდოდა მომესმინა, ასე როგორ მომექცა, ასე როგორ დამამცირა... ერთმანეთს შევყურებდით, ველოდი როდის ამოიღებდა ხმას. მუხლები მიცახცახებდა, ფეხზე ძვლივს ვიდექი. ვხედავდი შენობები როგორ ირყეოდა... შემეშინდებოდა კიდეც, რაიმე ემოცია რომ დამრჩენოდა ცოცხალი... ახლა სულ ერთი იყო... მერე მივხვდი, მე ვკანკალებდი... - მიყვარხარ...- მითხრა მტკიცედ და ხელზე ხელი ჩამჭიდა. არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ უცებ უკან შევბრუნდი, დავიხარე და გული ამერია... მის შეხებაზე გული ამერია... მძულდა... -ბელა რა გჭირს? - მეცა მხრებძე ნიკა და ცხვირსახოცი მომცა. შუბლი სიმწრის ოფლმა დამინამა. პირი მოვიწმინდე... - დაივიწყე, რომ საერთოდ ვარსებობ. -უემოციო, არაფრის მეტყველი სახით შევხედე და ხელი ნელა გამოვართვი ხელიდან. შევბრუნდი და სწრაფი ნაბიჯით წავედი. უკვე ბნელოდა საერთო საცხოვრებლის კარს რომ მივადექი. საათის ისრები შუა ღამეს მიჩვენებდა. არ მახსოვს სად ვიყავი ამდენ ხანს. მთავარი კარის სახელურს დავეჯაჯგურე და გაღება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მეორედ აღარც მიცდია. ძალა არ მქონდა... შევბრუნდი, დაბლა დავჯექი და კარს მივეყუდე დაქანცული. ნახევრად განათებული ქუჩები კი კარგს არაფერს მიქადდა... *** ბავშვებოოო ... აქ ხართ? თქვენს გარეშე ერთი საღამოც ვერ გავძელი... დაპირებისამებრ, ახალი ისტორიით დავბრუნდი და იმედია ისევე შეიყვარებთ, როგორც წინა ისტორიას... ველი თქვენს შეფასებებს, რას ფიქრობთ, ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.