სისხლიანი ხელები ( II თავი )
-გამარჯობა, მე ლუკა მქვია, მივხვდი რომ ბევრი ლაპარაკი არ მოგწონს, ამიტომ ვიფიქრე გამოვეხმაურები თქო, მთელი დღე გვერდი გვერდ უნდა ვიჯდეთ, თუ არ გადაგვსამენ და სახელს მაინც გავიგებ მეთქი. -სასიამოვნოა შენი გაცნობა ლუკა, მე ნინი მქვია. -მეტს არაფერს მეტყვი? -რა უნდა გითხრა? -არ ვიცი, მაგალითად შენზე. ახალი გადმოსული ხარ? არ მინდოდა ჩემს საქმეში ჩარეულიყო, ანდა რაიმე ზედმეტი გაეგო, არც კი მეგონა ვინმეს თუ დააინტერესებდა ჩემი ვინაობა. ყოველშემთხვევაში გადავწყვიტე მოკლედ და ლაკონურად მეპასუხა -ჩემი კლასი დაიშალა და აქ აღმოვჩნდი -რამდენის ხარ? -15 წლის, შენ? - სანამ მიპასუხებდა დაფიქრდა, ასაკში რა პრობლემა იყო ვერ ვხვდებოდი -16 წლის ვარ. - უფრო დიდი შეხედულება გაქვს -კი ხშირად მეუბნებიან ამას- თქვა ნაღვლიანი ხმით. ლუკა შესახედავი ბიჭი არის, ლამაზი ჭრელი თვალები,მუქი ლურჯი ჰქონდა, მაგრამ შუქზე მწვანე უჩანდა, თეთრი კანი, ხასხასა წითელი ტუჩები და ლოყები აქვს და ერთი შრამი თვალის ქვემოთ, მაგრამ ესეც კი უხდებოდა. ამისდამიუხედავად არ მინდოდა მომწონებოდა, მე შეყვარებული მყავს, არ მინდა ისეთი გოგო გავხდე რომელიც მოღალატეა, მაგრამ მასთან ურთიერთობა მომწონს. -შენი საუკეთესო მეგობარი თეკლა ხო? გამიკვირდა, თანაც ძალიან, საიდან უნდა იცნობდეს თეკლას? ანადა როგორ გაიგო რომ საუკეთესო მეგობრები ვართ? ამ ერთ კითხვაზე უამრავი კითხვა დამებადა. -კი, როგრო გაიგე? -ბიჭებმა თქვეს, საუკეთესოები არიან კლასშიო - ეს აშკარად თეკლაზე თქვეს, არა? მე არც შემამჩნევდნენ. - რა სისულელეა, ყველაც გამჩნევს ვგრძნობდი რომ ეს ტყუილი იყო, ალბათ არ უნდოდა ვეწყენინებინე ამ დღეს -კაი უკვე ზარია, უნდა გავიდე. ამით დამთავრდა ჩვენი მოკლე და ზედაპირული დიალოგი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დიდიხანია ვიცნობ, ეს ფრაზა ხშირად შემხვედრია ფილმებში და ვამბობდი როგორ შეიძლება ასე მეთქი მაგრამ დღეს ჩავწვდი ამ ფრაზის შინაარს. ლუკამ კლასიდან გასვლამდე გამიღიმა, მეც გავიღიმე და ამ წუთს მივხვდი რომ გაკვეთილიდან ვერაფერი გავიგე, აბსოლიტურად ვერაფერი,თუ იგი ჩემთან იჯდებოდა ვერაფერს გავაკეთებდი, იმიტომ რომ ყურადღება სულ მასზე გადამქონდა, მაგრამ ეს გრძნობაც მიზიდავდა, როგორც მისი ყველა სახის ნაკვთი , ყოველი მიხვრა-მოხვრა. კლასში ჩემი შეყვარებული სანდრო შემოვიდა, ისიც სიმპატიური იყო, მისი ყავისფერი თვალები და კუპრივით შავი თმა თვალისმომჭრელი იყო. მასთან ბავშვობიდან ვმეგობრობდი და ვგრძნობდი რომ ეს სიყვარული კი არა შეჩვევა იყო, ამიტომ უფრო ძნელი იქნებოდა მასთან დაშორება, ამას არამხოლოდ ლუკას გამო ვაკეთებდი, არამედ უკვე მომბეზრდა მასთან ყოფნა,არაფერი საიტერესო იყო ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ თითქოს გაიგო ჩემი ფიქრები და საჩუქარი მაჩუქა- ოქროს კულონი, მასზე ჩემი სახელი იყო ამოკვეთილი. ახლა უფრო გამიჭირდებოდა ჩემი მიზნის განხორციელება, მაგრამ რადგანაც გადავწყვიტე უნდა დამემთავრებინა კიდეც - სანდრო ამ ყელსაბამს ვერ ავიღებ - როგორ ვერა, ჩემი საჩუქარია ჩემი შეყვარებულისთვის, ამიტომ უნდა აიღო - არა, არ შემიძლია... სანდრო, ჩვენ ერთად ვეღარ ვიქნებით სიჩუმე - სანდრო ძალიან ქთხოვ არ გეწყინოს, უბრალოდ ორივე გავიზარდეთ, შევიც... - არ გინდა, ნუ იტყვი რომ ,,საქმე შენში კი არა ჩემშია“ ნუ დაიწყებ ახსნას, არ მინდა, უბრალოდ მითხარი სხვა შეგიყვარდა? ამაზე გამიჭირდა პასუხი , რადგან დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ლუკა იყო, მაგრამ რადგანაც ეს გატაცება იყო და არა სიყვარული, გადავწყვიტე უფრო არ გამეტეხა მისი გული - არა სხვა ბიჭი რა შუაშია, უბრალოდ ერთდ ვეღარ ვიქნებით - კაი, მაგრამ ეს ყელსაბამი მაინც აიღე, მინდოდა შენ გქონოდა. დაიტოვე. - მადლობა,მართლა არ მინდოდა რომ ასე გამოსულიყო,მაპატიე სანდრო უხმოდ გავიდა კლასიდან, ვიგრძენი რომ საშინლად ვატკინე გული, მაგრამ ვერც მოვატყუებდი, ამიტომ ასე თუ ისე სწორი გადაწყვეტიება მივიღე, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. თეკლა მოვიდა,გახარებული, თითქოს ყველაფერი დავიწყებოდა და გამიყვანა. -რა მოხდა? - გავიგე ახალი ბიჭი გადმოგივიდა, ამბობენ სიმპატიური არისო, მართალია? ყველაფერი დაწვტილებით მომიყევი. ვიცანი ჩემი თეკლა, მხიარული, ყველაფერში ცხვირს რომ ჰყოფს ,მაგრამ ის ხომ ჩემი თეკლა იყო - კაი რა, ჯერ ხომ ერთი გაკვეთილი დამთავრდა - რა სისულელეა ერთ გაკვეთილში ისიც კი გავიგე პირველი კბილი როდის ამოიღო და შენ ერთ გაკვეთილში რაღაცას მაინც გაიგებდი. თეკლა თან იცინოდა, მოეწონა როგორ შედარება მოიყვანა და თან ინტერესიანი თვალებით მომაშტერდა - კაი ხო, ჩემს გვერდით ზის და მითხრა ასაკი, ჩვენზე იცის რომ საუკეთესო მეგობრები ვართ. მეტი არაფერი. აჰა- ჩაილაპარაკ მრავამნიშვნელოვნად, თუმცა ვერ მივხვდი რა იყო ეს ,,აჰა“. - კაი ნინი წავედი შემდეგ დასვენებაზე შევხვდეთ პირველ სართულზე და მერე მის გარეგნობაზე მომიყევი, ეხლა გავიქეცი. მაკოცა ლოყაზე და წაავიდა. მე დავრჩი ასე შუა კარიდორში მაგრამ არ მწყენია და ნელ-ნელა წავედი კლასისკენ. შევედი თუ არა შესვლის ზარი დაირეკა და ჩემს ადგილზე დავჯექი. სანდროს საჩუქარი ამოვიღე და თვალიერება დავუწყე, თან ხელებში ვათამაშებდი და ლუკამ მკითხა - გაჩუქეს? - შემაშინე, ვერც კი გავიგე როდის მოხვედი. კი, მაჩუქეს - ძალიან ლამაზია - მადლობა ახლა დამრიგებლის გაკვეთილი იყო, მას ეკა ერქვა. სადღაც 30 წლის იქნებოდა, მაგრამ უფრო პატარის შეხედულება ჰქონდა, სახის ნაკვთები პატარა ჰქონდა, არც ერთი ნაოჭი არ უჩანდა გარდა თუჩის კუთხესთან, ბევრი სიცილისგან გასჩენოდა. ისე პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანი იყო, მაგრა მ გაკვეტილზე თითქოს ცვლიდნენ და საკმაოდ მკაცრი ხდებოდა.ეკა მასწავლებელი გეოგრაფიას გვასწავლიდა. როგორც ვიფიქრე ჯერ ქცევებზე გველაპარაკა, რომ უკვე როგორი დიდები ვართ და არ შეგვშვენის პატარებივით გაკვეთილზე ხმაური, შემდეგ ადგილებზე გადაგვანაწილა და მკაცრად გაგვაფრთხილა არავინ შეიცვალოს ადგილიო. დარწმუნებული ვიყავი ასე მაქსიმუმ ორი კვირა ვიჯდებოდით და მერე ისევ ისე დავჯდებოდით როგორც ჩვენ მოგვინედებოდა. ბავშვები გოგო ბიჭი დავჯექით , როგრც პირველ კლასში სვამენ ხოლმე ბავშვებს, მაგრამ რაგდანაც მე და ლუკა გოგო ბიჭი ვიყვავით აღარ შეგვაცვალა ადგილები. მასწავლებელმა შეგვახსენა რომ ახალი ბავშვები გადმოგვივიდნენო და კარგად მოეპყარითო. ახალბედები დაფასთნ გაიყვანა და მხოლოდ ეხლა შევამჩნიე რომ ლუკას გარდა კიდევ ორი ახალი გოგონა გადმოსულიყვნენ. ერთს სალო ერქვა, ხოლო მეორეს ლიკა. ორივე ერთი მეორეზე უარესები იყვნენ. პირველი რაც თვალში მომხვდა მათი გამომწვევი მაიკიაჟ, შემდეგ ვულგარული ჩაცმულობა, მეთვითონაც მიკვირდა როგორ მიიღეს ამ სკოლაში, მაგრამ ფაქტია მათი ატანა მომიწევს და მაქსიმალურად ვეცდები რომ თავი ავარიდო. მე კვლავ ყელსაბამს ხელებში ვათამაშებდი და ყურადღებას აღრ ვაქცევდი, სულ თეკლაზე ვფიქრობდი. გაკვეთილის ბოლომდე ლუკასთნ აღარ დამილაპარაკია, არც მასწავლებელს ვუსმენდი მაინც ახალს არაფერს იტყოდა და ჩემთვის ფანჯრიდან ვიყურებოდი. გაკვეთილის დამთავრებამდე ათი წუთიღა დარჩენილიყო, რომ თეკლასგან შეტყობინება მივიღე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.