შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახლა უკვე მჯერა სიყვარულის. 1


20-09-2015, 14:23
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 713

ცხოვრება უამრავი სიურპრიზით არის სავსე.
ამ სამყაროში მხოლოდ ერთხელ მოვდივართ და მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ.
აბა რა იქნება მაშინ მთელი ჩვენი ცხოვრება თუ სულ ცხვირ ჩამოშვებულებმა
ვიარეთ და ყველა ჩვენი საშინელი საქციელი ბედს დავაბრალეთ.
გააკეთე ის რაც გინდა და არა ის რაც უნდა სხვას.
ცხოვრებაც ერთი დიდი თავგადასავალია.
მთელი შენი სიცოცხლე თუ უაზროდ გაატარე და ამ სამყაროში შენი სახელი რაიმეთი არ დატოვე, მაშ რა აზრი აქვს სიცოცხლეს?
თუ არ იტყვი, რომ სწორედაც შენ გიცხოვრია?
მე ანი აბაშიძე ვარ. 18 წლის.მე-2 კურსის სტუდენტი.
ჩემი ცხოვრების განმავლობაში იმდენი საინტერესო რამ ვნახე, გავიგე ცოტა მიკვირს კიდეც.
ვგიჟდები მეგობრებთან ერთად გართობაზე.
საშინლად პოზიტიური ადამიანი ვარ.
მყავს სამი საუკეთესო მეგობარი ქეთი ლომიძე, მარი ბუჩუკური და ლენკა ტაბიძე. მარის ყავს 21 წლის ძმა ვატო, ის და მისი საძმაკაცო საბა გელოვანი, ლაშა მაისურაძე ახლა უკვე მარის შეყვარებული და ზურა ვაშაკიძე ჩვენ სამეგობროსთან ძალიან კარგად არიან. ყველა ერთნაირად გადარეულები ვართ, ამიტომ კარგად ვუგებთს ერთმანეთს და დღე არ გავა ერთად, რომ არ ვიყოთ. ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებთ.
_______________________________________________________________
დილით სხეულზე საშინელმა სიმძიმემ გამაღვიძა.
თვალები დავჭყიტე თუ არა, ჩემ სხეულზე მოკალათებული საბა და ვატო დავინახე.

_ ოეე აეთრიეთ დროზე ახლა. ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი.

_ კარგი ტო, რა გაყვირებ, რა იყო. სიცილით მელაპარაკებოდა საბა.

_ ვაიმე გელოვანი, ვერ გადამირჩები გეფიცები აქედან თუ ავდექი.
ცოფებს ვყრიდი და ვცდილობდი თავი გამენთავისუფლებინა ამ ორი ახმახისაგან.
_ რაო ანუშკააა ჰო არაა სასიამოვნო დილით ვიღაც შენზე
მოკალათებული, რომ გაღვიძებს სიცილით ჩაილაპარაკა ვატომ. _ სამაგიეროს გიხდით მხარი გაკრა საბას და ორივემ გადაიხარხარა.

_ ცოდო ვარ გადაეთრიეთ რააა ამოვიკვნესე საწყლად, რადგან სხეული მართლა საშინლად მტკიოდა.

_ კარგი ჰოო ჩაიხითხითა საბამ და ძლივს ჩაბობღდა ჩემი
ლოგინიდან, ვატოც მას მიყვა.

_ რომ არ მიყვარდეთ ორივეს საკუთარი ხელით მოგკლავდით, ბურზღუნი დავიწყე და თან ნატკენ ადგილს ვიზელდი.
_ ვაიმე როგორ მიყვარს რომ ბუზღუნებ შენ აზრზე არ ხარ გამიცინა
ვატომ და თავზე პატარა ბავშვივით ხელი გადამისვა.
____________________________________________________________

_ ჰო მართლა დღეს ბექა ჩამოდის.

_ ვინ არის ბექა საბა? დაინტერესებულმა კითხა ანიმ.

_ ბექა თოდუა ჩვენი ბავშვობის ძმაკაცია, იმენა დაბადებიდან ერთად მოვდივართ. მერე ისე მოხდა, რომ ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად და 6 წლის მერე ისევ უკან ჩამოდის.გახარებული ყვებოდა ვატო.

_ ააა ეს ის ბექაა ჰო სულ, რომ ლაპარაკობთ, ვნახოთ ერთი რა
ბიჭია გაიცინა ანიმ.

_ წყნეთში ავაგდოთ პონტი. ჩემთან ღიმილით თქვა საბამ.

_ კარგი იქნება, დავეთანხმე მეც და თავი დავუქნე.

_ კარგი წავედით ჩვენ რა ზურა და ლაშაც უნდა ვნახოთ და საქმე გვაქვს ტონა. შენ გოგოებს დაურეკე რააა, აიტანეთ ყველაფერი წყნეთში რასაც საჭიროდ ჩათვლით და ჩვენც რომ ამოვალთ ამოვიტანთ რაღაცეებს. აბა ჰეე ადიოს სიცილით დამემშვიდობდა ვატო და არაფრის თქმა დამაცადა ისე გავიდნენ ოთახიდან. მეც მათი დავალება შევასრულე და გოგოებს დავურეკე 15 წუთში ჩემთან იყვნენ. სამზარეულოში მაგიდასთან ვისხედით და ყავას ვსვავდით.

_ აუუ როგორ მომენატრა ბექა თქვენ ჰო არ იცით. გაბრწყინებული თვალებით ლაპარაკობდა მარი. _ სურათებში რომ ვნახე სულ შეცვლილია, ადრეც სიმპატიური იყო მაგრამ ახლა უფრო გასიმპატიურებულა.

_ ერთი სული მაქვს როდის ვნახავთ სიცილით ჩაილაპარაკა ლენკამ.

_ ისე შენ საბასთან რას შვრები? ლენკასთვის უსიამოვნო თემა ჩამოაგდო ანიმ.

_ არაფერს და ძალიან გთხოვ მაგაზე ნუღარ მეტყვით ნურაფერს. გაბრაზებულმა წამოიყვირასავით და ოთახიდან გავიდა.

_____________________________________________________________________________________________________________________________
წყნეთში ყველაფერი მოგვარებული იყო, მხოლოდ ბიჭებს და ბექას ველოდით. იმდენი ხალხი იყო ცოტა ეჭვი შემეპარა ყველა იცნობდა თუ არა ბექას. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მანქანის გამაყრუებელი სიგნალი მოისმა, ყველამ კარებისკენ გაიხედა, მათ შორის მეც და თვალები გამიფართოვდა კარებში საშინლად სიმპატიურ ბიჭს, რომ მოვკარი რომელიც ირონია შეპარული ღიმილით ათვალიერებდა გარშემო მყოფებს.

_ გამარჯობა ხმამაღალი და ცოტა ბოხი ხმით ჩაილაპარაკა. მერე ხალხის მასას შეერია და ყველას სათითაოდ მიესალმა.

_ ვაუუუუუ აი მესმის ბიჭი. უსიმპატიურესია სიცილით თქვა ქეთიმ.

_ ჰოო დაჰიპნოზებულმა ისე ვთქვი თვალი არ მომიშორებია ერთი წერტილისთის.

_ ოჰო ვიღაც უკვე მოაჯადოვა. სიცილით იგუდებოდა ლენკა და გოგოებიც აიყოლია.

_ მორჩი სისულელეებს ლენკა გაბრაზებული გამოერკვია ანი და გრძელი თმები უკან გადაიყარა.

_ არა ისე კარგი წყვილი კი იქნებოდით, კარგი კი არა უმაგრესი აღფრთოვანებულმა თქვა ქეთიმ.

_ ჩუმათ იყავით აქეთ მოდის. გაგვაჩუმა ყველა ლენკამ.

_ მარიშკა როგორ გაზრდილხარ მოდი აქ ჩაგეხუტო. მოვიდა თუ არა ბექა ჩვენთან მარის გადაეხვია.

_ როგორ მომენატრე ბექა. საშინლად შეცვლილხარ, უფრო გასიმპატიურებულხარ ეშმაკურად აათამაშა წარბები. _ ჰა ახლა შეყვარებული არ ჩამოიყვანე?

_ არ მიცნობდე მაინც მარიშკა სიცილით ჩაილაპარაკა ბექამ _ რა შეყვარებული იცინოდა და საშინლად უხდებოდა მინდა გამოგიტყდეთ.

_ ბექა გაიცანი ეს ლენკაა, ქეთი და ანი ჩვენი დები არიან იმენა ღიმილით გააცნო ჩვენი თავი ზურამ და ქეთის ხელი გადახვია.

_ სასიამოვნოა ყველას ხელი ჩამოართვა ბექამ და ჯერი ჩემზე დადგა. ხელი გამომიწოდა მეც გავუწოდე და ჩამოვართვით, ცოტა ხანი მიყურა მერე ჩაეღიმა და ისე უცბათ გაგვშორდა როგორც მოვიდა.


გამარჯობა ყველაას. მინდა გითხრათ პირველ რიგში, რომ მიხარია დაბრუნება. მეორე ეს ისტორია არის რეალური უბრალოდ სახელები მაქვს შეცვლილი. იმედი მაქვს მოგეწონებათ. თქვენი აზრი დააფიქსირეთ.



№1  offline წევრი Eka Eka

გეხვეწები მალ მალე დადე ხოლმე რააა გთხოოვვვვ

 


№2 სტუმარი good girl

kargi iko SG <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent