შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზაფხულის ღამის სიზმარი (სრულად)


20-09-2015, 14:39
ავტორი icanfly
ნანახია 6 517

იმ „არაჩვეულებრივი“ ამბის გაგებამ, რომ შუა აგვისტოში ჩემ ძმასთამ ერთად თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი ლამის ჭკუიდან შემშალა. ჩემ ძმას დასანახად ვერ ვიტან პატარაობიდანვე, მთელი ბავშვობა მასთან ფრონტში გავატარე. რა გინდა ერთი პლიუსი მაინც აქვს, თავის დაცვა კარგად შემიძლია. შეიძლება ვერ ვიტან, მაგრამ არც ისე რომ სასიკვდილოდ გავიმეტო და მეც მივყვები რომ შიმშილით არ მოკვდეს.
რაღაც პრობლემები აქვს საბუთებთან დაკავშირებით, ახალ სკოლაშიო თუ რაღაც, ნუ მოკლედ სექტემბრამდე იქ ყოფნა მოგვიწევს დედა კი სოფელშია ბებიასთან. „შენ ბებოს ვერ მოუვლი, შენ წადი“–ო .
ყველაზე შენსანიშნავი ისაა რომ თბილისში ამ პაპანაქებაში არავინაა მე კი ხვალ დაბადებისდღე მაქვს.
უკვე მატარებელში ვართ და წარმოდგენაც არ მაქვს იქ როგორ უნდა გავძლო?! ეს ორი დღე საქმეები არ აქ და სახლში ეგდება. ასე რომ დილით „სამსახურიდან“ დავეთხოვები და მთელი დღე უაზროდ ვივლი.
ჩემი სიმწრით ნაგროვები ფულით წავალ და რამეს ვაჩუქებ ჩემ თავს !
სახლში სიმშვიდე იყო უცნაური სიჩუმე, მაგრამ გასაკვირი არც ყოფილა ზაფხულში სახლში ისედაც არავინაა. მამა მარტო ღამით მოდის, მთელი ზაფხული მუშაობს.
ჩემმა ძმამ რო დაიძინა კარადები გამოვაცარიელე, ყველაფერი წინ დავიწყე და საჭმელი გავაკეთე. მერე ყავა დავლიე ცოტა მეტი მომივიდა, მაგრამ საათისთვის რომ დამეხედა უკეთესი იქნებოდა. თორმეტს 15 წუთი ეკლდა ეხლა ჩემი ამბავი რომ ვიცი გათენებამდე მე ვერ დავიძინებდი. პატარა კექსი გავაკეთე და სანთელი სიმბოლურად ჩავაქრე 12–ზე.
როლიკები ჩავიცვი, ჩანთა მოვიკიდე, წერილი დავტოვე და უბრალოდ გავედი. იმის მიუხედავად რომ დღისით საშინელი სიცხე იყო, ღამით მაინც სასიამოვნოდ უბერავდა თბილი ქარი.
როგორც ყოველთვის ისეთ ადგილას მინდოდა წასვლა სადაც ბუნება იყო. როლიკებით მიყვარს სიარული უბრალოდ იმიტომ რომ თავს ცოცხლად მაგრძნობინებს. ზუსტად რას ნიშნავს არ ვიცი უბრალოდ სასიამოვნო გრძნობაა.
დიდ ხანს ფეხით მაინც ვერ გავძელი და ტაქსით იმ ადგილამდე მივედი, საიდანაც ბოტანიკურ ბაღში უკვე ფეზხით ავიდოდი. როლიკები უკვე გამოცვლილი მქონდა, ჩანთით მიმქონდა რადგან გზა მთლიანად მოსპობდა ჩემს ისედაც დასახიჩრებულ როლიკებს.
როგორციქნა მივაღწიე და მივედი. თითქმის არავინ ყოფილა ირგვლივ ისევ როლიკები ჩავიცვი და ერთადერთი ხმა რაცკი ირგვლივ ისმოდა ბორბლების ასვალთან შეხების ხმა იყო. მივდიოდი ოღონდ სად ისიც არ ვიცოდი. ბოლომდე გავუყევი გზას, მანქანების სადგომი ექოს გამო დიდი ხმაურით ჩავიარე და ბოლოს ისევ კიბეებით ბილიკზე ჩავედი.
მივდიოდი, მივუყვებოდი ბილიკს, სანამ ერთ–ერთ მოსახვევში ვიღაცას არ შევეჯახე სიმართლე გითხრათ როგორ არცკი ვიცი. ავყირავდი და უკან იდაყვებით დავენარცხე ის კი არცკი შეტყეულა მედგრად იდგა ალბათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ფეხსაცმელი ეცვა. ვერცკი წარმოიდგენთ იმ მომენტში რამდენი რამ მიტრიალებდა თავში. მანიაკი, გიჟი, შეშლილი, არ ვიცი რა აღარ წარმოვიდგინე. მაგრამ ერთი წამით ყველაფერი გარინდდა და ყურებმა წუილი დაიწყო, ოო, არა, თავი დავარტყი. (ეს ყველაფერი სულ რაღაც 1 წამში მოხდა)
... თავი რაღაც რბილზე მედო მაგრამ მთლად ბალიშიც არაა, ოო, არა! ეგრევე წამოვხტითავი მის ფეხებზე მედო მაგრამ თავი საოცრად მტკიოდა. ხელი თავზე რომ მოვიკიდე ხელი გამხმარ სისხლს შევახე მაგრამ ბევრი არ ყოფილა შეიძლება მან მომწმინდა, ერთი წამით გამაჟრჟოლა, ცოტა არ იყოს საზიზღრობაა. უკან დავიხიე და ლამის კიდევ ერთხელ ავყირავდი, მაგრამ ხელი შემაშველა და დამიჭირა.
–კარგად ხარ?–ეს ხმა არ ეკუთნოდა დიდს დაახლოებით 16–ის იქნებოდა.
–კიი, საკმარისად მაინც რომ აქედან სახლამდე მივაღწიო!–მისი ხელისგან განვთავისუფლდი და უკან დავიხიე. მაგრამ ოდნაც თუ მომიახლოვდებოდა, წასასვლელი აღარსად მექნებოდა, რადგან ისედაც მუაჯირზე ვიყავი აკრული.
მისი მხოლოდ სილუეტი ჩანდა და შავი, კუპრივით შავი თმა.
–დაგეხმარები!
–არ მჭირდება მადლობა.–უკან დაიხია და მეც დრო ვიხელთე ჩემი ჩანთიდან ფეხსაცმელი ამოვიღე!
–რა გქვია? ან რას აკეთებ აქ ამ შუაღამისას? ან საერთოდ რამხელა ხარ როგორ გამოგიშვეს ესეთ დროს გარეთ?
–ოუ, ოუ, ოუ, დაწყნარდი! შენთვითონ რამდენის ხარ? შენ მიკითხავ ანოტაციას?!
–მე 17–ის ვარ პატარა ქალბატონო და თუ არ მეტყვი აქ რას აკეთებ ამას შენი დედიკო მეტყვის!– ჯიბიდან ჩემი ტელეფონი ამოიღო და ერთი თითის დადება და დედაჩემი ამ ყველაფერს გაიგებდა, მერე გენახათ თქვენ ანოტაციები.
–მოიცა, მოიცა მოიცა! 16–ის ვარ! კატო მქვია და უბრალოდ ჩემი ოცნების ახდენა მინდა მაგრამ შენ ამას ხელს უშლი! ახლა კი მომეცი ჩემი ტელეფონი!
–არავითარ შემთხვევაში! ისე რა ოცნების რო ვინმე მანიაკმა აქ შუაღამისას გაგაუპატიუროს?!
–მე ვცდილობ უბრალოდ მარტო ვიყო ჩემთვის მშვიდად!
–აქ მაგას ვერ შეძლებ!
–ხოო, მაგდენს უკვე მივხვდი წურბელა მომეკრო და ნაკვერჩხალი მჭირდება სასწრაფოდ რომ მოვიცილო!–ფეხსაცმელები ისევ უკან ჩავდე და გაქცევა დავაპირე როდესაც უკნიდან მაჯაში ჩამავლო ხელი.
–სად მიდიხარ?
–სახლში!
–არ მჯერა!
–საერთოდ შენ რას აკეთებ აქ?!
–მეე? მე აქ არ ვარ! მე ჩემ ძმაკაცთან ვარ სახლში და ვიდეოთამაშებს ვთამაშობ!– სახე იდიოტურად დავმანჭე და განმარტებები დაიწყო– დედაჩემს უკვე სამი წელია გონია რომ ძმაკაცი მყავს რომელანაც ძალიან მაგრა ვმეგობრობ მაგრამ მისი მკაცრი მშობლები უფლებას არ რთავენ რომ ჩვენთან დარჩეს ან მოვიდეს ისე კი უბრალოდ მარტოსული ვარ!
–ბიჭები როგორც წესი მგლებს გვანან ხროვებდა დადიან და მათი ძალა ხროვის გარეშე არაფერი არაა! მაგრამ არსებობენ მარტოსული მგლებიც ყოველგვარი ხროვისა და ძალის გარეშე! აი ზუსტად ასეთი ხარ შენ!
–კარგი დასკვნაა პატარა ქალბატონო მაგრამ ერთი განსხვავებაა მე ძალა მაქვს!–ჩემსკენ გამოექანა ლამის გული გამისკდა! ზურგზე მომიკიდა და სადღაც წამიყვანა დიდად არ შევწინააღმდეგებივარ, მხოდოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ, რამე არასწორად რომ გამეკეთებინა დავეზნეყვებოდი ძირს, რაც დიდად არ მსურდა მეორედ მომხდარიყო.
–იმას მაინც არ მეტყვი სად მივდივართ?
–კიი ცოტა უნდა დაგასველო!
–აუუ გთხოვ არა მეშეინია წყლის ძალიან გთხოვ, პატარაობიდან წყლის შიში მაქ, წესიერად წყალში არასდროს არ შევსულვარ, გთხოვ!–იმის მიუხედავად რომ ეს ყველაფერი უბრალო დადგმა იყო და აქედან არცერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამებოდა, უბრალოდ მაინტერესებდა სადამდე შეტოპავდა, ეს პატარა ტესტი იყო.
–არაუშავს, შხაპისგან არაფრით განსხვავდება!–რომლშიც ჩაიჭრა.
–გთთხოვ! მეშინია!–ახლა უკვე ზურგზე მუშტეის რტყმა დავუწყე!– გთხოოვ!
ხმა უკვე ნათლად ისმოდა თითქოს, ერთი ნაბიჯიც და წყალში აღმოჩნდებოდი. გაჩერდა და ჩამომსვა!
–ფეხზე გაიხადე და ისინი ჩაიცვი ჩანთაში რო გიდევს!–მისი ხმა ძალიან მკაცრი იყო. მეც დავყევი მაგრამ ვინც აუცილებლად დასველდებოდა ჩემს წინ იდგა–ეხლა ჩადი გზა ალბათ იცი!
–სიბნელეა! იქნება ტელეფონი მაინც მომცე რო არ დავეცე.
–არა ხარ ღირსი! ჩადი!
ბრმად ჩავუყევი გათელილ ბილიკს და საბოლოოდ ჩანჩქერთან ჩავედი. უკან ფეხდაფეხ მომყვებოდა მერე მშრალად გადავედი მეორე მხარეს. გადმომყვა და თავის ტელეფონში ფანარი ჩართო.
–არ შემოხვალ?–ის უკვე წყალში იდგა.
–გაგიჟდი?!–ისევ შევიცხადე.
–კარგი მაშინ მეთვითონ ჩაგაგდებ, აი ზუსტად იქ!– ფანრით ჩანჩქერის დარტყმის ადგილს მიანათა. იმის მიუხედავად რომ ბოლო 3 წელია ცურვაზე დავდივარ ეს მაინც საშიშია წყლის წნევა დიდია სიღრმე არა მაგრამ მაინც შიშმა ამიტანა.
–არ გინდა, მეთვითონ, შიშის გამო ნერვული შეტევეი მეწყება ხოლმე, მერე გული მიმდის ასე რომ მეთვითონ!– ფანარი მომაშორა და წყალში რაღაცას ჩააჩერდა მე კი გახდა დავიწყე არ მინდოდა ტანსაცმელი დამსველებოდა.
–მოიცა რას აკეთებ?
–ვიხდი... ვიცი ცუდად ჟღერს მაგრამ მთლიანად ამ ტანსაცმლით ვერ შემოვალ!
–მაშინ დაიჭერ?–მაისური ერთი ხელის მოსმით გაიხადა და დაკუნთული სხეული! ამას არ მოველოდი!
–რა იყო ეს?
–მაისური–თითქოს არც არაფერიო ისე მიპასუხა.
–შენ რაღატო გაიხადე?!
–ესე ჯობია ტყვილა რატო უნდა დავასველო?
–და აქამდე რატო არ იხდიდი აბა მე რო გავიხადე მაგიტო?–ოოო როგორ საშინლად ჟღერდა ეს სიტყვები.
–უბრალოდ… შემოდი! –ფრთხილად ჩავაბიჯე ფეხი წყალში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თბილი იყო და თამამად შევტოპე, ახლა ისე გამოდის თითქოს ღრმა ყოფილიყო, არა მაქსიმუმ მუხლებამდე მწვდებოდა–ძნელი იყო ეხლა ეს?
–მეშინია!
–წამო კაი რა მარტო მუხლებამდეა!
–კი მარა ჩანჩქერია!
–ვედროთი წყალი არასდროს დაუსხიათ შენთვის?
–კი მაგრამე ეს ბევრად მეტია!– ფეხი ამისრიალდა და რომ არა ბიჭი რომლის სახელიც არ ვიცი მთლიანად ჩანჩქერის ტალღის შუაგულში აღმოვჩნდებოდი.
–მოიცა, მოიცა, მოიცა, თვითმკვლელობა გინდა?
–მადლობა!–ეს იმდენად შემზარავი იყო ნახევრად ისედაც ჩანჩქერში ვიდექი და კიდევ უფრო მძლავრ ტალღას შეეძლო მართლა რამე დაეშავებინა ჩემთვის, ამიტომ არც ვიცი რატომ შეშინებული მას ავეკარი.
–ეგრე ძაან მოგეწონე?–ძალიან ეშხიანად თქვა თან ეშმაკური ღიმილიც დააყოლა! გამწარებული მოვშორდი, უფრო შეძრწუნებული მაგრამ ფაქტი იყო რაღაც მართლა მხიბლავდა მასში.
ჭყაპაჭყუპით მთლიანად სველი გამოვედი და უბრალოდ დავჯექი გზის პირას.
–რა მოხდა?
–არაფერი.
–მატყუებ!–გვერდით მომიჯდა.
–უბრალოდ ჩემ იდიოტურ ოცნებაზე ვფიქრობდი!
–ხოო, რომელიც მე გავანადგურე!–ცოტა არ იყოს დარცხვენით ჩაილაპარაკა.
–არა... უბრალოდ ვფიქრობდი რატომ მარტო რატომ ვეძებდი ამდენი ხანი ისეთ ადგილს სადაც მარტო ვიქნებოდი, როცა შეიძლებოდა რომ სხვასთან ერთად თავი კარგად მეგრძნო!
–ეგ სხვა მე ვარ?
–არ ვიცი… შეიძლება…
–თუ ეგ სხვა მე ვარ მაშინ მინდა გითხრა რომ შენი ახალი ოცნება უკვე ახდა… და მე … შენს გვერდით ვიქნები…
–მართლა?…
–ხოო…–სველი მკლავი მხრებზე გადამხვია და სასიამოვნოდ გამაჟრიალა.
–რაზე ოცნებობ?
–არ ვიცი... ალბათ სითბოზე… სიყვარულზე… და ყველაზე სასაცილო ისაა რომ მგონი ის ბიჭი შემიყვარდა ვისი სახელიცკი არ ვიცი!
–უი სულ დამავიწყდა… საბა!
–კარგი სახელია!–თავი მის მხარს დავადე.
–იცი შეიძლება უცნაური იყოს ამის კითხვა მაგრამ რატომ ოცნებობ?
–იცი რატომ ცდილობს ან ფიქრობს ზრდასრული ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი თვითმკვლელობაზე? იმიტომ რომ არ ოცნებობენ, ან ოცნებობენ მაგრამ არასწორედ! ოცნება გიღვივებს რწმენას! და თუ შენ მართლა ირწმუნებ იმასაც დაიჯერებ რომ შენი ოცნება არ იქნება მხოლოდ ოცნება და ის აუცილებლად ახდება!
–ამაზე არასდროს მიფიქრია!
ფეხზე წამოვდექი, ირგვილივ გრილოდა ხელი მოვკიდე და მისი წლისაკენ გათრევა ვცადე.
–რას აკეთებ?
–შხაპი უნდა მიიღო!–სახეზე დიდი იდიოტური ღიმილი მეკერა მაგრამ მაინც გამომყვა.
ფეხი ძნელი დასადგმელი იყო უხეშ ქვეზე და მეც ფრთხილად მივიწევდი ჩანჩქერისკენ. საბაც ნელნელა მომყვებოდა და ჩემი ხელი მაგრად ეჭირა. როცა ნახევრად უკვე ჩანჩქერის ქვეშ ვიდექით თითქმის არაფერი ისმოდა. ისევ შეშინებული საბას ავეკარი ხელეი მჭიდროდ შემომხვია წელზე და თითქოს რაღაც ჩამჩურჩულა ყურში.
–რაა?
–რაა?
–ვერ გავიგე რა თქვი?
–არაფერი!
თმა გადამიწია და შუბლზე მაკოცა.
–წამო წავიდეთ თორე გამიცივდები!
ფრთხილად გამოვედით წყლიდან, მე ჩემს ჩანთას დავწვდი და პირსახპცი ამოვიღე.
–იცოდი?
–რა?
–რომ იბანავებდი?
–სიამრთლე გითხრა იმედი მქონდა!
–მე არ მათხოვებ?–ეშმაკურად მკითხა.
–საჭიროებას ვერ ვხედავ –სველ საცვლებზე მშრალი ტანსაცმელი გადავიცვი და დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ადამიანს რომელიც შესაძლო იყო მიყვარდა.
–ჩანჩქერს ჩაყოლილხარ ბოლომდე?
–არ მიცდია მაგრამ სურვილი მქონდა.
–წამო გინდა?
–წამო!
–უი ეს გამომართვი!–ხელში ჩემი ტელეფონი მომცა. სიმართლეგითხრათ ამ წამს ეს სულაც არ მაღელვებდა.
–ხუთია! მალე გათენდება!
–მერე წამო და ერთად მივესალმოთ მზეს!
–საინტერესო შემოთავაზებაა!
–ლამაზი იქება მზე ხეებიდან რო ამოდის და პირდაპირ ჩანჩქერზე ტეხავს სხივს!
–მეჩვენება თუ…
–რაა?
–ვიღაც რაღაც განსხვავებულია!ცოტა განსხვავებული იმისგან ვინც გავიცანი!
–ის ვინც გაიცანი ის მარტოსული მგელი იყო
–ახლა?
–ახლა ძუ მგელი ყავს გვერდით –მოვიდა და ძალიან მაგრად ჩამეხუტა –ეხლა გზით წავიდეთ რაღაც უნდა გაჩვენო!–ჩანთა ავიღე და გავყევი ცაზე ნათებამ იმატა და მასაც უფრო და უფრო ეჩქარებოდა!
–სად მივდივართ?
–წამოდი და ნახავ! მალე!
ერთ–ერთი ძველი შენობის სახურავზე ავძვერით ირგვლივ სულ ხეები იყოდა მზეც ზანტად ამოსრიალდა ღია ცისერ ცაზე! მე კი საბასთან ერთად ჩახუტებულები ვიჯექით სახურავზე ვხვდებოდი რომ მეძინებოდა უკვე ამიტომ ჩუმად ჩავიჩურჩულე:
–დილამშვიდობისა!–და თვალები დავხუჭე.



№1  offline წევრი მოლურჯო

კარგი იყო.♥♥
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent