შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრიდან რეალობაში (1)


20-09-2015, 20:49
ავტორი mariam-mariam
ნანახია 1 924

ალბათ როგორი სასიამოვნოა როცა დილით გძინავს შენთვის ტკბილად, მშვიდად და ხედავ საოცნებო სიზმარს.. აი წამებია დარჩენილი და გაიგებ იმ ადამიანის სახეს რომელიც უკვე სამი თვეა გესიზმრება...
ცოტაც და აი დაიწყო ნელა მოძრაობა...
2 წამიც და გაიგებ და აი....
-ნიტაააა!!!!
ჯანდაბა...
ისევ ლუკას ხმა და ისევ ის უცნობი, რომელიც ამაღამაც აუცილეად მეწვევა...
-ნიიიტააააა...
ამჯერად უფრო ხმამაღლა დაიძახა ჩემმა ძმამ და მეც იძულებული გავხდი წამწამები ნელ-ნელა დამეშორებინა ერთმანეთს...
პირველი რაც თვალში მომხვდს მარტისთვის შეუფერებელი მზის სხივები იყო... რომელიც მშვიდად აღწევდა დახურული ფანჯრის მიღმა...
-ნიტა!!!!!
როგორც ჩანს ლუკა უკვე კარებთან იდგა და სრულ გაბრაზებამდე წამებიღა აკლდა და ალბათ აქვე დამთავრდებოდა ჯერაც არ დაწყებული ისტორია, რომ არა ჩემი სწრაფი რეაგირება და ვდგების ბოლო ხმაზე ყვირილი...
ზანტად წამოვდექი ლოგინიდან და აბაზანაში შევედი...
მე ნიტა ყიფიანი ვარ.. 20 წლის ვსწავლობ ჯავახიშვილში ჟურნალისტიკაზე... ამბობენ რომ უჩვეულოდ მწვანე თვალები მაქვს ღია მწვანე, თუმცა მე ამას ჩვეულებრივ მწვანედ აღვიქვავ...
თხუთმეტ წუთში ჩაცმულ-დავარცხნილი სამზარეულოში ვიჯექი და ყავას ვსვამდი...
-ნიტ მე მივდივარ და ჭკვიანად იყავი, უნივერსიტეტში არ დააგვიანო გასაღები სარკესთანაა და ხო დღეს ბიჭები ამოვლენ და რამე გააკეტე რა...
-არაა ლუკა საჭირო ერთი და იგივეს თქმა საჭიროდ... ბიჭები ყოველდღე მოდიან და საჭმელიც მაცივარშია...
-ჩემი ჭკვიანი გოგო...
შუბლზე მაკოცა და კარები გაიხურა...
ჯერ მხოლოდ დილის ცხრა საათი იყო ლექციები კი 12ზე მეწყებოდა...
ამიტომ მოვიმარჯვე ტელეფონი და სასურველი ნომრის მოძებნა დავიწყე...
-ნუციტო...
დავიწყე პატარა ბავშვივით და ჩემ თავზე გეცინა
-ჰოუ
არც მან დააყოვნა პასუხი და ცოტა არ იყოს გამიკვირდა რომ არ ეძინა...
-რას შვები? არაფერს ხო? ხოდა დაგასაქმებ გამო ჩემთან და მერე ერთად წავიდეთ..
-შეწინააღმდეგებას აზრი...
-არ არსებობს...
-კაი..
ბოლო სიტყვა ბუზღუნით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გამითიშა...
მე და ნუცა (ნუციტო) ბაღიდან ერთად ვართ.. ყველგან ერთად დავდიოდით და ყველას დები ვეგონეთ მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ...
მე შავგვრემანი ვარ
ნუციტო კი ქერაა...
თუმცა ტიპიური ქერა არა, ყველას რო დებილები გონიათ, პირიქით ყველაზე ჭკვიანი ქერაა ქერებს შორის...
ნუციტოს ლოდინში მისაღებში დივანზე დავჯექი,ფეხები მაგიდაზე ავაწყე და პულტს დავუწყე ძებნა, როცა ხელში ლუკას ტელეფონი შემრჩა...
ნუ ეხლა მე რის ნიტა ვიყავი "არქეოლოგიური" გათხრები რო არ ჩამეტარებია ...
ეკრანზე ხელის გასმა და მესიჯების გახსნა ერთი იყო და ჰოი საოცრებავ...
გაოცებისგან ავდექი, მერე მივხვდი რო დაჯდომა მჭირდებოდა და რასაცქვი დავეხეთქე, თუმცა ჯობდა ფეხზე ვყოფილიყავი, ჩემი მოხერხებულობიდან გამომდინარე სავარძლის სახელურსაც კი ავცდი და პირდაპირ იატაკზე მოვადინე ბრაგვანი...
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემი ძმა და ჩემი დაქალი შეყვარებულები იყვნენ...
"ჩემი ნუციტო"
სახელიც ჩემგან რო გადაიკოპირა, გავიფიქრე ჩემთვის და ცოტა არ იყოს გავბრაზდი კიდეც...
ამით დაინტრიგებულმა უფრო ღრმად გადავწყვიტე ჩავწვდომოდი ამ "ურთიერთობის" არსსდა კითხვა დავიწყე...
"-აუ ლუ როდის უნდა ვუყხრათ ნიტას?
-მალე პატრავ...
-ხო იცი რო გაბრაზდება..
-ვიცი მაგრამ ჯერ ადრეა..."
დანარჩენი არც ისე საინტერესო იყო და იატაკიდან ადგომა ვინება.. სავარძელში ჩავესვენე და ფიქრს მივეცი...
-ეი ნიტა... ნიტა..
ფიქრებიდან ნუციტომ გამომიყვანა და შესინებულმ კითხვები მომაყარა... საათს რომ დავხედე თორმეტი იყო დაწყებული, ტელეფონი თავის ადგილას დავდე და ფეხზე წამოცდექი ..
-წავიდეთ გვაგვიანდება
მოკლდ მოვუჭერი და გასასვლელისკენ წავედი.. ჩანყა ავიღე და სარკეში კიდევ ერთხელ შევათვარიელე საკუთარი თავი ...
მანქანაში ჩავჯექით თუ არა ნუცუტომ როგორც იქნა ამოიღო ხმა და გულის გამაწვრილელბელი სიჩუმე დაარღვია....
-ისევ სიზმარი ხო?
ძვლივს მივხვდი რაზე მეუბნებოდა...
მეც მსახიობური ნიჭი გავურიე და დამწუხრებულმა თავი დავუწნიე...
-არაუშავ ნიტ... მაინც გაიგებ ვინ არის...
-გავიგებ თუ შენმა ლუ...
-რა თქვი?
სახეზე ფერი ეცვალა ნუცას...
-გავიგებ თუ ლუკამ დამაცადა თქო რა უნდა მეთქვა...
წარბები გაოცების ნიშნად ავწიე და ტუჩის კუთხეში ჩამეღიმა, როცა ნუცუტოს დსმშვიდებულ სახეს შევხედე...
-რა უბედურებაა დილის თორმეტ საათზე საცობი რა..
ბუზღუნით ჩაილაპარაკა უნივერსიტეტთან მისილებმა უკვე...
-მიდი ნუც შენ ადი არ დააგვიანო მე კიდე გავაჩერებ მანქანას და ამოვალ....
ძლივს ვიპოვე ადგილი გასაჩერებლად და ისიც იმხელა იყო რომ ერთი სანტიმეტრითაც უკან ან წინ რომ წავსულიყავი რომელიმეს შევეჯახებოდი..
უნივერსიტეტის კარებთან მისულს უკვე სიცარიელე დამხვდა რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ლექცია დაწყებულიყო.... კიბეები ავირბინე და თან გასაღები ჩავაგდე ჩანთაში, როცა ვიღაცას ძლიერად დევასკდი და რომ არა ის ალბათ იმ სამ სართულს რაც ამოვირბინე, გორაობით ჩავივლიდი..
გაწითლებულმა თავი ოდნავ ამვწიე და მგონი ჯობდა არც ამეწია...
მის კუპრივით შავ თვალებში ჩემი ანარეკლი დავინახე, თუმცა არა ეხლანდელი....
მეთვითონაც არ ვიცი რა იყო ეს...
უცნაური....
-ბოდიშით
დარცხვენილმა ჩავილაპარაკე და ვეცადე მისი მკლავებისგან დამეღწია თავი..
-არაუშავს აწი უფრო ყურადღებით იყავი...
თვალი ჩამიკრა და თვალწინ გასაღები ამიტრიალა რომელიც რამდენიმე წამის წინ ჩანთაში მეგონა რომ ჩავაგდე...
სასწრაფოდ ამოვატრიალე მთელი ჩანთა და გასაღები რომ ვერსად ვნახე უფრო დარცხვენილმა გამოვართვი და მადლობა გადავუხადე და დარჩენილი ორი საფეხური ნელა ავიარე....
უკან რომ მივტრიალდი, მკრთალად, თუმცა მაინც დავინახე სიზმრის ბიჭის ზურგი, რომელც მერამდენე თვეა მესიზმრება...
დარეტიანებული დევედი აუდიტორიაში და დაგვიანებისთვის ბოდიში მოვუხადე თუ არა არ მახსოვს.. ჩემ ადგილას როგორ დავჯექი ისიც არ მახსოვს, მხოლოდ ნუციტოს რამდენიმე სიტყვა მახსოვს და ჩემი "მერე" სხვა არაფერი...
ჩემმა მეხსიერებამ მოქმედება მხოლოდ ლექციის შემდეგ აღადგინა, როცა უკვე საჭესთან ვიჯექი და იძულებული გავხდი ყურადაღება სხვა რამეზე გადამეტანა...
-იტყვი თუ არა რა მოხდა...
სიჩუმე კვლავ ნუცამ დაარღვია და გამომცდელად შემომხედა...
თავი საჭეს მივადე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე ძლიერად...
-გთხოვ კაფეში მივიდეთ და მერე...
ძლივს გასაგონად ამოვილაპარაკე ეს ხუთი სიტყვა და მანქანა დავძარი.. კიდე კაი წინა მანქანა აღარ იდგა და თავისუფლად შევძელი გამოსვლა... თხუთმეტ წუთში მაგიდასთან ვისხედით და მეორე ჭიქა ძლიერ ყავას ვსვამდი...
-ნიტა!
-ის იყო...
-ვინ ის?
-ის...
თვალები კიდევ ერთხელ დავხუჭე და ვეცადე დეტალებში გამეხსენებია ყველაფერი...
-ნიტა... მისმენ? ვინის გამაგებინე...
ფიქრებიდან ისევ ნუციტომ გამომიყვანა და ანერვიუკებულმა შემხედა..
-სიზმრიდან რეალობაში...
-არ არსებობს...
-ხო... მგონი არა დარწმუნებული ვარ ეგ იყო..
ყველაფერი მოვიყევი და ანერვიულებულმა კიდევ ერთი ჭიქა ყავა შევუკვეთე..
-ნიტა არ შეიძლება ამდენი...
-ნუცა მაცადე... უნდა დავწყნარდე.... ამდენი ხანი ველოდი ამ სახის დანახვას.... სულ სხვანაირი წარმომედგინა... რეალობაშიც კი სხვანაირად წარმოვიდგენდი ჩვენ შეხვედრას და არა ასეთ...
-სიმპატიური იყო?
-ძალიან... მაღალი... მოკლედ შეჭრილი თმით.. სწორი ცხვირით... თხელი ტუჩებით და შავი თვალებით... არამქვეყნიური იყო...
ბოლო სიტყვები აღტაცებულმა ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე...
ნუციტომ ანგარიში მოითხოვა და კაფე დავტოვეთ..
-დარწმუნებული ხარ რო კარგად იქნები?
სადარბაზოსთან მისული მოტრიალდა ნუციტო და ფანჯარაში თავი შემოყო.... დასტურის ნიშნად მხოლოდ თავი დავიუქნიე და მანქანა დავქოქე...10 წუთში ჩემ ეზოში ვიყავი, მანქანა გავაჩერე და იქვე არსებულ პარკში გადავწყვიტე მისვლა... მართალია მზე იყო, მაგრამ მაინც გრილოდა..
ხელები კურტკის ჯიბეში ჩავიყავი და სკამზე ჩამოვჯექი...
ვერც კი გავიგე როგორ მომიჯდა ვიღაც გვერდზე...
-ბედი ირონიაა არა?
ნაცნობ ხმაზე ელდანაცემივით მივტრიალდი და ამის გარდა ყველაფერს ველოდი, მიქელ გაბრიელსაც კი ცულით ხელში... ოღონდ ამას არა...



ამდენი ხნის შემდეგ პირველი მოთხრობა იმედია მოგეწონებათ დააკომენტარეთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent