ერთი ჩვეულებრივი Love Story (სრულად)
ვდგავარ თსუ-ს მეორე კოპრუსის წინ და ველოდები ქეთას. საშინელი სიცივეა, ყინავს. ხელები ქურთუკის ჯიბეში მაქვს ჩაწყობილი და ვცდილობ გავითბო. ,,რა არაპუნქტუალური ხარ ქეთა მაინც’’_შეწუხებული დავყურებ საათს, რომელიც მიჩვენებს,რომ უკვე თხუთმეტი წუთია მას ველოდები. ,,ან ეს ხელთათმანები მაინც რამ დამავიწყა’’_ვბუზღუნებ ჩემთვის და ტელეფონს ვიღებ, რომ გადავურეკო და გადავამოწმო რამდენ ხანს მომიწევს მის გამო თავდადება და მინუს 15 გრადუსში გაყინვა. ის არის ნომერი უნდა ავკრიფო, რომ ვიღაც ზურგზე ხელს მადებს _უკაცრავად გოგონი, დასარეკი ხომ არ გექნება?_მესმის ვიღაც ბიჭის ხმა და მეც მომენტალურად ვბრუნდები და მის საოცრად მწვანე თვალებს ვაწყდები. ყოველთვის გართულება მქონდა მწვანე თვალებზე. თუ ვინმეს თვალი მომეწონა, შემიძლია თვალმოუშორებლად ვუყურო ხოლმე.დაბნეული თავს ვუქნევ და ინსტიქტურად ტელეფონს ვაძლევ. ის მიღიმის და ნომერს კრეფს _სად ხარ ? _........ _დროზე მოეთრიე. მეორე კორპუსთან ვარ _.......... _ხო,მალე_ ტელეფონს თიშავს და მე მიბრუნდება _არ გეშინია უცნობებს ტელეფონს რომ აძლევ? რა იცი, იქნებ ვინმემ მოგპაროს?_ცინიკურად მიღიმის და მეკითხება. მე დავიბენი _და რატომ უნდა მომპაროს?_გულუბრყვილოდ ვპასუხობ და მას ეცინება _აბა რა ვიცი. რა მიზნით იპარავენ ხოლმე რაღაცებს? გაყიდიან და მაყუთს იშოვიან რა_მხრებს იჩეჩავს _სისულელეა, ამ დროში ტელეფონს ვინ იპარავს? ეგ ძველად იყო. ეხლა ეგეთები არ ხდება _ამისგან დაზღვეული არავინაა _ანუ შენთვის ტელეფონი არ უნდა მეთხოვებინა?_გამომცდელად ვუყურებ _ვითომ რატომ? _ეხლა შენ არ მითხარი უცნობებს არ უნდა ათხოვოო ტელეფონი?_გაკვირვებული ვუბრუნებ კითხვას _აბა შემომხედე_ხელებს შლის_განა ჩემნაირ სიმპათიურ ბიჭს შეიძლება გოგომ ტელეფონი არ ათხოვოს?_ეშმაკურად იღიმის. ,,თავის თავზე შეყვარებული იდიოტი’’-წამში შევამკე გონებაში _თავზე დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს?_წარბი ავწიე_მე მაგალითად სულაც არ მეჩვენები სიმპათიურად _ოჰ, კარგი ერთი? მაშინ რა იყო უცებ რომ გამომიწოდე ტელეფონი ისე რომ არც კი დაფიქრებულხარ? აღიარე რომ ჩემმა შარმმა მოგნუსხა და არც დაფიქრებულხარ ისე მათხოვე ტელეფონი _შარზე ხარ? _არა,რატომ? რამე შემატყვე? _აბა რას გადამეკიდე? ტელეფონი მთხოვე და მეც გათხოვე, მგონია სიკეთე გავაკეთე და ადამიანს დავეხმარე და შენ კიდევ რაღაც უაზრობებზე მელაპარაკები _სულაც არაა უაზრობა. ჩემს ადგილას ხომ შეიძლებოდა მართლაც ვინმე ქურდი ყოფილიყო? _შეიძლება, მაგრამ არ აღმოჩნდა, ეხლა კი დამიბრუნე ტელეფონი და კარგად იყავი. შენთან ლაპარაკის თავი არ მაქვს_მობეზრებულმა ვუთხარი, რადგან უკვე საკმაოდ მიშლიდა ნერვებს. _ეხლა რომ მოვტყდე შენი ტელეფონით მერე რას იზამ?_გამომცდელად მეკითხება და თან იღიმის? _პოლიციაში გიჩივლებ_დაუფიქრებლად რაც ენაზე მადგება იმას ვპასუხობ, ის კი ხარხარს იწყებს. მე გაოცებული ვუყურებ და ველოდები მის დაწყნარებას _დამიბრუნე ტელეფონი, მართლა მეჩქარება_ამ დროს სმს-ის ხმა მესმის _ქეთა გწერს რომ მესამე კორპუსისკენ წახვიდე და გაჩერებაზე გნახავს_კითხულობს ხმამაღლა ჩემს სმსს. მე ვბრაზდები,თან საშინლად _ვინ მოგცა უფლება რომ ჩემი სმს-ი წაიკითხო?_გაბრაზებული ვეკითხები და მისკენ ვიწევ რომ ტელეფონი გამოვართვა, მაგრამ ტელეფონიან ხელს მაღლა წევს და მეც ვერ ვწვდები, რადგან ჩემზე საკმაოდ მაღალია. ის დებილივით დგას და იცინის. მალე მოთმინებს ფიალა ამევსება და ერთი მაგრად ვუთავაზებ ჩანთას თავში. არა, თავამდე ვერ მივწვდები,ჯობს უფრო დაბლა ჩამოვიდე. _ოოო, უკვე გაბრაზდი. ძალიან სახალისოა_კვლავ იცინის _მომისმინე, შენ ხარ ერთი გაუზრდელი, ხეპრე, იდიოტი, თავის თავში ზედმეტად თავდაჯერებული დეგენერატი და ეხლავე თუ არ დამიბრუნებ ტელეფონს მთელ ვაკეს ავიკლებ ყვირილით. რა უფლებით არ მიბრუნებ ტელეფონს და მითუმეტეს კითხულობ ჩემს სმს-ებს? _კომპლიმენტებისთვის მადლობა, რომ იცოდე რა სასიამოვნოა საპირისპირო სქესისგან მსგავსი კოპლიმენტები, შემდეგში ამდენს არ გაიმეტებდი_იკრიჭება _შენ ყველა უცნობთან ასე იქცევი?_მობეზრებული ვეკითხები _ყველასთან არა _აბა მე რა დავაშავე? _ძალიან სასაცილო ხარ და მაგიტომ_კიდევ რამდენიმე წამიც და ალბათ ბოლომდე ავფეთქდები, მაგრამ მისდა საბედნიეროდ და ჩემდა სამწუხაროდ, აფეთქებას გადავრჩი, რადგან ტელეფონს მიწოდებს. _გამომართვი. მეც მეჩქარება,თორემ ცოტა ხანი კიდევ გაწვალებდი_ეცინება_რაც შეეხება შენი ტელეფონის მოპარვას, მე ესეთს არ ვიკადრებ, შენი ჯართი ტელეფონი არაფერში მჭირდება და დარწმუნებული ვარ არც ვინმე ქურდი გაეკარება მას_კვლავ იცინის,თვალს მიკრავს და უკანმოუხედავად მიდის. მე კიდევ პირდაღებული ვდგავარ. _ეს ვინ იყო?_ჩემთვის ჩავილაპარაკე_ღმერთო ჩემო, ეს რა შარი ვიღაც იყო. ანდა ჩემს nokia lumia-ს რას ერჩის? დამპალი_ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და მესამე კორპუსისკენ გავეშურე. ქეთას კარგად ვუსაყვედურე ამდენ ხანს ყინვაში რომ დამაყუდა მაგის გამო. ისედაც ნერვებმოშლილი ვიყავი და ქეთაზე ვიყარე ჯავრი. გაკვირვებული მიყურებდა რამ გადაგრიაო, მეც მოვუყევი ყველაფერი და მაგანაც სიცილი დაიწყო _სიმპათიური იყო? _ქეთა, მე რეები მოგიყევი და შენ რას მეკითხები?მაგარი იდიოტი ვიღაცაა. თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. _უიმე კესო, რა უჟმური ხარ მაინც_ტუჩები მოპრუწა ქეთამ_წამოდი წავიდეთ,თორემ ისედაც ვაგვიანებთ მგონი. ამ ამბიდან ერთი კვირა გავიდა. ჩვენი ფაკულტეტის თვითმმართველობის ინიციატივით იმართებოდა დებატები ,,სიკვდილით დასჯასთან’’ დაკავშირებით. მე, ქეთა და კიდევ ჩემი ორი კურსელიც ვიღბდით მონაწილეობას. ძალიან მიყვარს დისკუსიებში და დებატებში ჩაბმა. მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვიყავით პირველკურსელები, დანარჩენი მაღალ კურსელები იყვნენ. როცა აუდიტორიაში შევედით იქვე ტრიბუნასთან მდგარ ,,იდიოტს’’ მოვკარი თვალი და თვალები გამიფართოვდა _ამას აქ რა უნდა?_ცოტა ხმამაღლა მომივიდა ნათქვამი და ქეთამაც გაიგო _ვიზე ამბობ? _ეხლა ტეხნიკურად გაიხედე და ტრიბუნასთან რომ დგას ბიჭი, ზოლებიანი პულოვერი რომ აცვია, ეს არის ის იდიოტი, ტელეფონი რომ მთხოვა_ქეთამ იქითკენ გაიხედა _ვაიმე_გაეცინა_სანდროზე ამბობ? _შენ რა იცი რა ქვია?_გაკვირვებული ვეკითხები _რა რა ვიცი კესო, სანდრო სოც-პოლის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეა. ეხლა გაიგე? _არ ვიცოდი_მხრები ავიჩეჩე _ე.ი ეს არის ის მაჩო იმ დღეს რომ გაწვალა?_წარბები აათამაშა_სანდრო ძალიან მაგარი ბიჭია და რა დაუწუნე ვერ ვხვდები _თავმოყვარე იდიოტია და მეტი არაფერი_აღარ გამიგრძელებია საუბარი, დასაჯდომად წავედი. 10 წუთი რჩებოდა დებატების დაწყებამდე. მე ჩემთვის ვიჯექი და სტუდენტებს ვათვალიერებდი. სანდროს მზერასაც გადავაწყდი. მან უბრალოდ ჩაიღიმა და თვალი ჩამიკრა. მე თვალები გადავატრიალე და მზერა ავარიდე. _მოგესალმებით ყველას. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა_გაისმა მიკროფონში სანდროს ხმა_ყველას მოგეხსენებათ აქ ჩვენი შეხვედრის მიზანი,სოციალურ და პოლიტიკუ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით იმართება დებატები თემაზე ,,სიკვდილით დასჯა’’. ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშრებით, ემხრობით თუ არა მას და რატომ? მიგაჩნიათ თუ არა რომ 21-ე საუკუნეში ეს მეთოდი არ უნდა არსებობდეს? _რა საკვირველია არ უნდა არსებობდეს დასჯის მსგავსი მეთოდი _ეს ყოვლად დაუშვებელია _მე ვთვლი რომ ყველას უნდა მიეზღოს თავისი დანაშაულისთვის_გაისმა მოსაზრებები. მე თავიდან ცოტა მორცხვად ვიჯექი და ჩემს აზრს არ ვაფიქსირებდი, მაგრამ ბოლო ვერსიის შემდეგ გადავწყვიტე მეც გამომეთქვა ჩემი აზრი _მე ვფიქრობ რომ სიკვდილით დასჯა, ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება. ეს ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. არავის აქვს სხვისი ცხოვრების, უფლისგან მონიჭებული სიცოცხლის მოსპობის უფლება გამიზნულად და გააზრებულად. _თვითონ ისინი რომ სჩადიან ამ ცოდვას და კლავენ უმოწყალოდ?_ჩამეჭრა საუბარში სანდრო _რა თქმა უნდა დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს,მაგრამ სიკვდილით დასჯა ეს არ არის გამოსავალი _წარმოიდგინე ბავშვის მკვლელები, არამარტო, წარმოიდგინე მათი ახლობლები. აბა მათი თვალით შეხედე ამას? განა მაგათ არ სურს რომ მათი ახლობლების, შვილი იქნება ეს, დედა, მამა, და, ძმა თუ არ აქვს მნიშვნელობა, მათი მკვლელები უმაღლესი სასჯელით დაისაჯონ?_თვალს არ მაცილებდა სანდრო და ისე მეკითხებოდა _მე ვფიქრობ რომ უმაღლესი სასჯელი მათი სამუდამო პატიმრობა იქნება. ჩვენ არ გვაქვს უფლება სხვისი სიცოხლე ხელვყოთ. ამ შემთხვევაში სიკვდილმისჯილებისათვის, მათი სიკვდილის აღმსრულებლები განა თვითონაც მკვლელები არ ხდებიან? რა განასხვავებს მათ იმ დამნაშავეებისგან ვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს? _იმ ადამიანებისთვის, ვისაც მოუკლეს ახლობელი ადამიანი, მათთვის შვება არაა, რომ დამნაშავე მხოლოდ ციხეში ყოფნით იხდიდეს სასჯელს, თანაც ხშირ შემთხვევაში მკვლელებს სამუდამო პატიმრობას არ უსჯიან და რამდენიმე წელიწადში ანთავისუფლებენ და აგრძელებენ ცხოვრებას. რომ კითხო დაზარალებულის ოჯახს,მისთვის ამ შემთხვევაში სადაა სამართალი? შვილმოკლულ ადამიანს შვილი ვეღარ დაუბრუნდება, მისი მკვლელი კი ისევ განაგრძობს ცხოვრებას, ისე თითქოს არაფერი დაუშავებია. უბრალოდ მოიხდის სასჯელს და მორჩა_სანდრო თვისი პოზიციის დათმობას არ აპირებდა _შვილმოკლული მშობლის პოზიციიდან მართლაც რომ საშინელებაა და მას ყველაზე სასტიკი სასჯელი ემეტება მკვლელისთვის. ძნელია შვილმოკლული მშობლის ადგილას ყოფნა. ის ტკივილი რასაც ის განიცდის ამის აღწერა არავის შეუძლია და შესაბამისად ჩვენ არაობიექტურები ვიქნებით თუ ვიტყვით,რომ მისი ტკივილის გაზიარება შეგვიძლია და მისი პოზიციიდან მე მესმის,რომ უნდა მისი შვილის მკვლელი დაისაჯოს ისევე, როგორც დამნაშავე მოექცა მის შვილს, მაგრამ სასამართლო და სახელისუფლებო კანონმდებდებლობას არ აქვს უფლება ისევე მოუსწრაფონ სიცოცხლე თუნდაც მკვლელებს, როგორც მათ მოუსწრაფეს სხვას.ამ შემთხვევაში ჩვენ უფლის წინააღმდეგ მივდივართ. მე ვთვლი რომ სიკვდილით დასჯის მაგივრად უნდა მიესაჯოთ მათ სამუდამო პატიმრობა. ჩემი აზრით ესეც სიკვდილის ტოლფასია, როცა მთელი ცხოვრება გისოსებს იქით, ცივ კედლებში, ახლობლებისგან შორს გაატარებ და დღის შუქს ვერასდროს ვერ იხილავ_არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ შევნიშნე რომ სანდროს ჩაეღიმა _დიდი მადლობა. თქვენი მოსაზრება დაფიქსირებულია_თქვა სანდრომ. კიდევ დიდი ხანი გაგრძელდა დებატები ამ თემაზე. ძალიან დაღლილი გამოვედი _აი ყოჩაღ რა, ძალიან მაგარი ხარ_აღფრთოვანებული იყო ქეთა _კარგი რა ქეთა, უბრალოდ რასაც ვფიქრობ ის ვთქვი_მხრები ავიჩეჩე. _კესუნა_უკნიდან ვიღაცის ხმა წამომეწია_ეს რა დებატები გამართე ა?_შევბრუნდი და ხელში ბექა შემრჩა, ჩემი ბიძაშვილის ძმაკაცი, რომელიც ჩემს ფაკულტეტზე სწავლობდა, ოღონდ ეგ მესამე კურსელი იყო_როგორ ხარ?_მოვიდა და გადამკოცნა _ბექა?_გავუღიმე_არამიშავს, შენ როგორ ხარ? _ვარ რა ნელა-ნელა_გაეცინა_ამასობაში სანდრო მოგვიახლოვდა და ბექას მხარზე ხელი გადახვია _ოჰ, ქალბატონებს კიდევ ერთხელ სალამი_სიცილიტ მოგვესალმა სანდრო_მე ცხვირი ავიბზუე, ქეთა კი ლამის ხელებში ჩაადნა ისეთი გამარჯობა უთხრა _ეხლა კესუნას ველაპარაკებოდი თუ რა მაგრა ჩაატარა დებატები_სიტყვით გამოვიდა ბექა _ანუ კესო?_ჩაეღიმა სანდროს _ეს კესოა, ეს კი ქეთა_წარუდგინა ბექამ ჩვენი თავი_ამას კიდევ ყელა იცნობს თითქმის_გაეცინა_ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა სანდრინიო_მხარზე დაარტყა ხელი _მე არ ვიცნობდი_მკვახედ მივუგე _ეხლა ხომ მიცნობ_სახიდან ღიმილს არ იშორებდა სანდრო _ჩვენ უნდა წავიდეთ, გვეჩქარება_ქეთას ხელი დავავლე და გასასვლელისკენ ლამის წავათრიე _რა დაგემართა შენ? _მაგ იდიოტის გვერდით ყოფნა არ შემიძლია.ჩემს ნერვებზე მაგრა მოქმედებს _კარგი რა კესო, კარგი რა. შენი მოსაწონი ადამიანი არ დაიარება მგონი დედამიწაზე. რას ერჩი ეხლა სანდროს? მშვენიერი ბიჭია _ყეყეჩია_ქეთამ თავი გააქნია და ჩაეცინა. დებატების მერე ორჯერ შევხვდი სანდროს, შემთხვევით დერეფანში.ჩვენი შეხვედრები მხოლოდ გამარჯობა_თი შემოიფარგლებოდა. _კესუნ_აუდიტორიაში შევდიოდი ბექა რომ წამომეწია. გადამკოცნა და მომიკითხა _ეხლა რაზე გაჩერებ, ხვალ არის ჩემი დაბადების დღე და უეჭველ პონტში უნდა მოხვიდე,იცოდე უარი მაგრად გამიტყდება. გიოც(ჩმი ბიძაშვილი) მანდ იქნება _ვეცდები რომ მოვიდე ბექა_გავუღიმე _ვეცდები არ ვიცი მე,უეჭველი. ქეთუსაც წამოიყვანე და ორივეს გელოდებით იცოდე_თითი დამიქნია, გადამკოცნა და წავიდა. ქეთას დათანხმება არ გამჭირვებია, რადგან უყვარს მსგავს ადგილებში სიარული და სიხარულით დამთანხმდა_მანდ უამრავი სიმპათიური ბიჭი იქნება და ამას როგორ გავმაზავო. ბექას საჩუქარს დიდხანს ვარჩევდი. ვერ გადავწყვიტე რა მეყიდა. ბოლოს zipo-ს სანთებელა ვუყიდე. მწეველია და გამახსენდა რომ სანთებელებზე გართულება აქვს. გიოსგან ვიცი რომ ბევრ ძმაკაცს აახია და ეხლა სახლში მათი კოლექცია აქვს. 7ისკენ მივედით ბექასთან სახლში. საკმაო ხალხი იყო. ძირითადად მისი კურსელები და ახლო მეგობრები. მათ შორის გიოც იყო. იქვე სანდროსაც მოვკარი თვალი. მე ვერ მივხვდი რატომ ვიყავი ეხლა ბექას დაბადების დღეზე და რას ვაკეთებდი აქ. ბექას მივულოცე და საჩუქარი გადავეცი. გიო გადავკოცნე და მის გვერდით მოვკალათდი. _როგორ მომენატრე შენ საზიზღარო, ასე უნდა დაივიწყო ბიძაშვილი?_ვუსაყვედურე გიო _კაი რა კესუნა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე. უბრალოდ ეს დღეები ვერ მოვახერხე შენი ნახვა, ძალიან გადატვირთული ვიყავი_თავზე აკოცა გიომ და გამიღიმა _კი როგორ არა, გადატვირთული იქნებოდი გოგოების შებმით და მე ვიღას ვახსოვდი მერე_გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე_მაინც ყველაზე მეტად მიყვარხარ საზიზღარო _ზე ბიძაშვილი მყავხარ რა_ლოყები გამიწელა სანდროს მზერას ვგრძნობდი ხოლმე. როგორც კი მისკენ გავიხედავდი და თვალი-თვალში მომხვდებოდა ეგრევე ვაცილებდი მზერას და შინაგან სიმხურვალეს ვგრძნობდი. მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ იჩენდა ჩემს მიმართ. თავის მეგობრებს ელაპარაკებოდა და იცინოდა. _გიო, როდის მივდივართ იმ საქმეზე_გვერდი მოგვიჯდა და გიოს კითხა ისე თითქოს რაღაც საიდუმლო რამეზე ეკითხებოდა _აა, როცა შენ გინდა ძმა, ხვალის მერე სულ მცალია _შენ ყველაფრისთვის გცალია გიო ჩემს გარდა, რანაირი ბიჭი ხარ მაინც_გაბუტულმა ვუთხარი_აბა შენ გამოგივლი ამ დღებშიო?შენ კიდევ ჩემს გარდა ყველას აყენებ წინ _ვაიმე კესუნ რა ბუტია ხარ_გაეცინა_გამოგივლი აბა რას ვიზამ. ეს საქმე შენთან გამოსვლაში ხელს არ მიშლის. დაიცადე ერთი წუთით და მოვალ_წამოდგა გიო და ვიღაცასთან მივიდა. _შენ რა ეჭვიანი ვინმე ყოფილხარ_მითხრა თქვა სანდრომ და გაეცინა _ვინც მიყვარს მაგათზე ძალიან ვეჭვიანობ_ნიშნისმოგებით ვუთხარი _ოჰო, საწყალი შენი შეყვარებული. ალბათ ბევრ ეჭვიანობის სცენას უწყობ _რაც შენი საქმე არაა იმაში ცხვირს ნუ ყოფ _ისე დარწმუნებული ვარ რომ შეყვარებული არ გყავს_თავი ხელზე დაიდო და ისე შემომხედა _რატომ გგონია? _შენ ვინ გაგიძლებს გოგო_გაეცინა _უტაქტო ხეპრე ხარ. გოგოსთან მოქცევა არ იცი_მივახალე _ყოველთვის ახალ-ახალი ტერმინებით მამკობ კესო, ცოტა დამინდე რა_კვლავ გაეცინა _დიახაც რომ უტაქტო ხარ, ხეპრე და დეგენერატი. არ მომბეზრდება შენი ლანძღვა_გაბრაზებულმა ვუთხარი _ის რომ ამდენს გითმენ იმას არ ნიშნავს თავს გახვიდე. გოგო ხარ და ბიჭთან ცოტა კორექტული ლაპარაკი შეგეფერება. ძალიან ბევრს არ მოგითმენ იცოდე_თვალი ჩამიკრა_ჩემს ადგილას ბევრი აქამდე მიგიჩენდა შენს ადგილს, მაგრამ მე ასე არ მოვიქცევი. ერთი გატუტუცებული გოგო ხარ, რომელიც მიჩვეულია ყველასგან ყველაფრის ასრულებას და თავისი ახირებების გატანას. ვერ ვიტან შენნაირ ენაგრძელ გოგოებს. უფროს-უმცროსი რომ არ იციან ისეთებს_ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. ისე გამომლანძღა რომ ჩემს შესახებ არაფერი არ იცის. მისმა სიტყვებმა ძალიან იმოქმედეს ჩემზე. ,,არა, ამ იდიოტს არ დავანახებ რომ მის სიტყვებს რამე მნიშვნელობას ვანიჭებ’’ _რაც არ იცი იმაზე ნუ ლაპარაკობ. მე ეგეთი არ ვარ_მშვიდად მივუგე _მე რასაც ვხედავ იმას ვამბობ _ეს შენ ხარ შენს თავზე ძალიან შეყვარებული ყეყეჩი, თავი ყველაზე მაგარი ტიპი გგონია და შენს თავს ბევრის უფლებას აძლევ, რადგან ფიქრობ რომ ყველაფერი გაგივა. უტაქტო ადამიანი ხარ. ელემენტარული გოგოსთან რა და როგორ ილაპარაკო ის არ იცი. გოგოს პატივისცემ არ გაქვს _მართალი ხარ, სწორად აღნიშნე, გოგოსი და არა ქაჯის. მეორე კატეგორიას არ ვცემ პატივს და ისე ველაპარაკები როგორც საჭიროა. ეხლა შენით გამოიტანე დასკვნა შენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნები_თვალი ჩამიკრა. სისხლი საფეთქლებში მომაქვს. გულზე ძალიან მომხვდა მისი ნათქვამი. ამასობაშ გიოც დაბრუნდა _გიო, მე წავალ ხო_ხმადაბლა გადავუჩურჩულე _რა? კი მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ არ მოხვედი? _ხო,მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ და მირჩევნია წავიდე _წამო მაშინ გაგაცილებ სახლამდე _არ მინდა გიო, გეხვეწები დარჩი და ჩემს გამო არ წამოხვიდე აქედან. ტაქსს გავყვები _შენ ხომ არ გააფრინე. გგონია ეხლა მარტო ტაქსით გაგიშვებ?შანსი არაა _გიო, ხმას არ გაგცემ იცოდე ეხლა შენ თუ აქედან ჩმს გამო წახვალ.თუ გინდა ტაქსში ჩამსვი რომ დამშვიდდე და მერე ამობრუნდი. გთხოვ რა. _კარგი, მაშინ ტაქსამდე მიგიყვან. ბექა გაგიჟდა ეხლა მოხვედი და უკვე მიდიხარო? ძლივს დავარწმუნე რომ მართლა აუცილებლად უნდა წავსულიყავი. ქეთა კიდევ ცოტა ხანი დარჩა. გიომ ტაქსამდე მიმაცილა, ფული გადაუხადა და აბა ჭკუითო და დამემშვიდობა. ,,როგორ შეძლო და მომიშალა ნერვები? რამდენიც მაგას შევხვდი სულ ცდილობს რაღაც ისე მითხრას, რომ გული მატკინოს. მორჩა! მაგას ხმას არ გავცემ. თითქოს არ ვიცნობ. ისღა მაკლია მაგის გამო ნერვები დაწყვეტაზე მქონდეს’’_გავიფიქრე გონებაში. ამასობაში სახლამდე მივედი. ტაქსისტს მადლობა გადავუხადე და სახლში ავედი. მეორე დღს უნივერსიტეტში სანდროს მოვკარი თვალი. ვიტომ არაფერი ისე დავაპირე გვერდის ავლა რომ გამაჩერა _გამარჯობა დილით საჭმელს მიაყოლე?_ირონიულად მითხრა _დილით არ ვჭამ_არანაკლებ ირონიულად ვუპასუხე _მაშინ ზრდილობა დაგავიწყდა? _სანდრო რა გინდა? _რატომ არ მომესალმე? _არ მქონდა სურვილი და იმიტომ და საერთოდ არ მინდა შენთან რამე კონტაქტი მქონდეს, ვითომ არ გიცნობ_გაეცინა _ეხლა მართლა პატარა ბავშვივით ლაპარაკობ_ყურადღება არ მივაქციე, აუდიტორიისკენ ავიღე გეზი,მკლავში რომ ჩამავლო ხელი და შემომატრიალა _სიტყვას რა პონტში მატოვებ? _სანდრო, არ მაქვს შენთან კინკლაობის თავი, ამიტომ უბრალოდ შემეშვი რა. ჩემნაირ ათასს იპოვი და მაგათ მოუშალე ნერვები და მე თავი დამანებე _არა, შენ უნიკალური ხარ ნერვების მოსაშლელად_გაეცინა_მსიამოვნებს რომ ბრაზდები _შენ მე მგონი ტვინში რაღაც სერიოზული დაზიანება გაქვს. რა გინდა ადამიანო რას გადამეკიდე? დაგიშავე რამე? _აუ იცი რა საყვარელი ხარ როცა ბრაზდები? ძალიან, ძალიან საყვარელი ხარ_ხმა სხვანაირი გაუხდა და გამიღიმა. მე უეცრად დავიბენი და ინსტიქტურად მადლობა ვუთხარი _კაი, მართლა კი არა. ყველაფერს არ დაუჯერო რასაც გეტყვიან_გადაიხარხარა და თვალი ჩამიკრა. ისევ მოახერხა და ნერვები მომიშალა. ხელი გამოვგლიჯე და ლექციაზე შევედი. _რა სახით მოდიხარ დაგანახა შენი თავი. მოხდა რამე?_მკითხა ქეთამ როგორც კი შევედი ლექციაზე _ერთხელ იქნება და მაგ სიფათს დავუმახინჯებ მაგ დეგენერატს _ვიზე ამბობ?_გაოცებულმა მკითხა _ვიზე უნდა ვამბობდე? _აა, სანდროზე ამბობ_გაეცინა_ეხლა რაღა დააშავა _აუ არ მინდა რა მაგაზე ლაპარაკი_თავი ავარიდე მასზე ლაპარაკს. ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა 2 დღიან ექსკურსიას გეგმავდა რაჭაში. კარვებით და მსგავსი აღჭურილობებით. მე ძალიან მიყვარს ექსკურსიები და მსგავსი ტურები, ამიტომ დაუყოვნებლივ დავთანხმდი. მე და ქეთა ორივე მივდიოდით. სულ ორი ავტობუსით წავედით. მაინცდამაინც ჩემს ავტობუსში იჯდა ის ვაჟბატონიც. შევეცადე არ შემემჩნია მისი იქ ყოფნა და ყველანაირად ვცდილობდი ყურადღბა სხვებზე გადამეტანა. ვლაპარაკობდით, ვხუმრობდით, ვიცინოდით. ცოტა რომ დავიღალე, ყურსასმენები გავიკეთე და სიმღერების მოსმენა დავიწყე. ქეთა ლაპარაკში იყო გართული და ჩემი აზრი არ ქონდა.თვალები უბრალოდ დავხუჭე და ფიქრებში წავედი. მოულოდნელად ვიღაცამ ყურსასმენები გამომაძრო და თვითონ დაიწყო მოსმენა. გავიხედე და სანდრო შემრჩა ხელში. ქეთასთვის ადგილი გაუცვლია და ჩემს გვერდით იჯდა. _მყუდროება დამირღვიე და ჩემი პლეიერი დამიბრუნე თუ შეიძლება _მეც ძალიან მინდა მუსიკის მოსმენა, შენ გეყოფა. ეხლა ცოტა ხანი მე მოვუსმენ_ყურებში გაიკეთა, თავი საზურგეს მიადო და თვალი დახუჭა _ცალი ყურსასმენი მოვხსენი_თავი ასწია და შემომხედა _რომ არ მნდომოდა მუსიკის მოსმენა არ მოვუსმენდი. მოგიწევს ცალ ყურში უსმინო ან დამიბრუნო ორივე_ვუთხარი და ცალი ყურსასმენი გავიკეთე _კი ბატონო, ვუსმინოთ ორივემ ერთდ_გაეღიმა _დეგენერატი_ჩვიბურტყუნე ჩემთვის ხმადაბლა და თავი უკან გადავწიე. გვიან გადმოვედით, ამიტომ გვიან ჩავედით რაჭაში. დაახლოებით 10 საათისთვის მანდ ვიყავიით. კარვების გაშლა დავიწყეთ და ნივთების დაბინავება. ამ ყველაფერს რომ მოვრჩით კოცონი დავანთეთ და მის ირგვლივ მოვიყარეთ თავი. გიტარა ქონდა რამდენიმეს წამოღებული და უკრავდნენ და მღეროდნენ. ძალიან სასიამოვნო გარემო იყო. ყოველთვის მომწონდა როცა კოცონის ირგვლივ მოიყრიდნენ ხოლმე თვს და ძძველ ამბებს იხსენებდნენ, სასაცილო რამეებს ყვებოდნენ ან მღროდნენ. გამეღიმა ჩემს ფიქრებზე, რადგან ეხლა ზუსტად იმ სიტუაციაში ვიყავი,რომელიც ძალიან მიყვარს. როცა ყველა დაიშალა, მე მარტო დავრჩი კოცონთან,რადგან არ მეძინებოდა და გადავწყვიტე ჰაერზე დავმტკბარიყავი. გვიან შევედი კარავში და გვიან დამეძინა. მეორე დღეს ბუნებაში გავისეირნეთ. ძალიან მიყვარს ბუნებაში სეირნობა, რაღაცნაირად მამშვიდებს. ისე შევყევი ირგვლივ თვალიერებას, რომ ვერც მივხვდი როგორ ჩამოვრჩი სხვებს და ტყეში მარტო დავრჩი. ძლიან შემეშინდა. ასეთ მომენტებში ვიბნევი ხოლმე და თან ძლიან მეშინია. 5 წუთი უაზროდ ვტრიალებდი ერთ ადგილას, არც ის მინდოდა რომ ღრმად შევსულიყავი და უფრო ამბნეოდა გზა, არადა წარმოდგნა არ მქონდა როგორ გავსულიყავი აქედან. უკნიდან რაღაც შრიალის ხმა მომესმა. შეშინებული ხეს ამოვეფარე. ხმა უფრო ახლოვდებოდა. სუნთქვაშეკრული ვიდექი _მარტო ტყეში ასწორებს არა?_შემომესმა სანდროს ხმა და ცხოვრებაში პირველად მესიამოვნა მისი ხმის გაგონება. გახარებული გავიქეცი და ჩავეხუტე. _ოო, ტყის ჰაერი სხვანაირად მოქმედებს შენზე_გაეცინა. მივხვდი რომ დამცინა, ამიტომ ეგრევე მოვშორდი _ნუ სულელობ, მე რამე ცხოველი მეგონა და კინაღამ გული გამისკდა. ასე შენი დანახვა არადსროს გამხარებია. ხო მართლა აქ როგორ მომაგენი? _დავინახე რომ ჩამორჩი სხვებს და უკან გამოვბრუნდეი, მათთვის არაფერი მითქვამს. _წამო რა დავეწიოთ, თრემ უკვე მართლა მეშინია აქ _ახლა ხომ მარტო არ ხარ, მაინც გეშინია?_ეშმაკურად მკითხა _წავედით რა_ხელი მოვკიდე და გზა განვაგრძე _სად მიდიხარ ერთი რომ მიდიხარ? გზა იცი? _შენ მაქედან არ მოხვედი? _არა, მეორე მხრიდან მოვედი _მე რომ აქედან მახსოვს _შენ მასწავლი საიდან მოვედი და საიდან არა? _კაი წამო_სანდრო წინ წავიდა და მეც მივყევი. ცოტა მანძილი რომ გავიარეთ გაჩერდა _რა მოხდა?რატომ გავჩერდით? _ეს გზა არ მახსოვს, მგონი გზა ამერია _რააააა?_იმხელაზე მივაკივლე სანდრომ ყურებზე ხელი აიფარა _რა გაყვირებს გოგო? გინდა რომელიმე ცხოველი მოიზიდო და ცოცხლად შეგჭამონ? _რაა? აქ მართლა არიან მგლები?_შეშინებულმა ვკითხე _აბა!. ასე რომ ჩუმად იყავი _აუ სანდრო მეშინია, მალე გავაგნოთ რა როგორმე_უფრო მივეხუტე _შენ მართლა გეშინია თუ ჩემთან ჩასახუტებელ მიზეზს ეძებ?_წარბები აათამაშა _სანდრო მორჩი რა. მართლა მეშინია. მგლებმა რომ შეგვჭამონ?_შიშით ვკითხე _ნუ გეშინია, თუ შეგვჭამეს ორივეს შეგვჭამენ_დამამშვიდა თავისი ჭკუით ცოტა ხანი კიდევ ვიარეთ და სანდრო უცებ გაჩერდა _დავიღალე, ცოტა ხანი ჩამოვჯდეთ რა _მალე დაღამდება სანდრო და მერე მითუმეტეს ვერ გავაგნებთ, რა დროს დასვენებაა _შენ თუ გინდა გააგრძელე გზა, მე უნდა დავისვენო. ვერ ვივლი თუ ორი წუთით მაინც არ ჩამოვჯექი_იქვე ხის მორზე ჩამოჯდა. მარტო ვერ გავაგრძელებდი, ისედაც მეშინოდა, ამიტომ მეც მივუჯექი. ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. _აღარ გავაგრძელოთ? _კესო, ნერვებს ნუ მიშლი და მოისვენე. სხვათაშორის შენი დაუფიქრებლობის გამო ვართ აქ, ამიტომ დაწყნარდი _მერე ვინ გთხოვდა ჩემს საძებნელად წამოსვლას?ან სხვებისთვისაც გეთქვა თუ შეამჩნიე რომ ჩამოვრჩი _ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. მინდოდა ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაშიც მომეშალა შენთვის ნერვები_გაეცინა _არა რა, მართლა იდიოტი ხარ_ფეხზე წამოვდექი_მე მივდივარ და რაც გინდა ის გიქნია _აბა შენ იცი_გამიცინა გაბრაზებული წინ წავედი და ის იყო კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადამედგა, ქვას წამოვკარი ფეხი და ზღართნი მოვადინე. მუხლი საშინლად ამეწვა და კოჭი ამტკივდა. სიმწრის ცრემლები წამომივიდა _სანდრო_ტირილნარევი ხმით დავუძახე _გადაიფიქრე მარტო წასვლა_სიცილით დამიძახა _სანდრო, ვერ ვდგები და დამეხმარე რა_მუდარით დავუძახე. ჩემკენ წამოვიდა _რა დაგემართა? _ვერ ხედავ რომ წავიქეცი? მომკიდე ხელი და ამაყენე_ხელი გავუწოდე. ჩემი წამოყენება სცადა, რომ საშინლად მივაკივლე, ფეხს ნორმალურად ვერ ვამოძრავებდი, მუხლი საშინლად მეწვოდა, და კოჭიც ისე მტკიოდა რომ ფეხს ვერ ვდგამდი მიწაზე_ფეხს ვერ ვდგამ სანდრო, ძალიან მტკივა. სანდრომ შეწუხებული სახით შემომხედა _მაშინ სხვა გზა არ მაქვს_ხელში ამიყვანა. ისე ახლოს ვიყავი მის სახესთან სულ გადამავიწყდა ფეხის ტკივილი. მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა. დაბნეულმა ვუპასუხე _რას აკეთებ? _შენი აზრით? სიარული არ შეგიძლია და აბა რა გავაკეთო?_ხმა არ ამომიღია. ხელში აყვანილი მივყავდი. არ ვიცი სპეციალურად თუ შემთხვევით, მაგრამ სახეს ძალიან ახლოს წევდა ჩემკენ. _ცოტა გაწიე თავი თუ შეიძლება _უკან გადაწეული თავით ვიარო? _აბა ლამის გაკოცო ისე ახლოს ხარ_გაბრაზებულმა ვუთხარი _ნუ, თუ ასე ძალიან გინდა გაკოცენ_ირონიულად გამიღიმა _სანდრო, ჩამომსვი. ვერ გიტან_დავეჯაჯგურე _კი ბატონო, როგორც გინდა_ხელი უხეშად გამიშვა და მიწაზე დამსვა. როგორც კი ფეხი დავდგი მაშინვე ვინანე რაც ვთხოვე, ფეხია აუტანელმა ტკივილმა თავი შემახსენა _აააა, სანდრო... ხელი მომკიდე _აბა დამსვიო? _სანდრო, ვერ დავდივარ, მართლა ძალიან მტკივა, გთხოვ _ნუ, თუ მთხოვ მაშინ_ჩემკენ წამოვიდა_არ დაიწყო ეხლა შენებურები_კვლავ ხელში ამიყვანა და ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა ერთ-ერთ ხის მორთან. თვითონ ჩამოჯდა და ჩემი ფეხი კალში დაიდო და გასინჯვა დაუწყო _რას აკეტებ იდიოტო, მტკივა_მივაყვირე გამწარებულმა_ცოტა ნაზად _კოჭი გასიებული გაქვს.შესაძლოა გაბზარულიც იყოს. როგორც კი ჩავალთ თბილისში მაშინვე ექიმთან წადი. საშინლად მტკიოდა. ნერვები მწიწკნიდა ტკივილისგან _სანდრო, როდის გავალთ აქედან? _აბა როგორ გავალთ? სიარული შენ არ შეგიძლია და ხელში აყვანილი ხომ არ გატარებ? _აბა აქ უნდა ვიყოთ?_სასოწარკვეთილმა შევყვირე _სხვა გზა არ არის, ღამის გათენება აქ მოგვიწევს_მხრები აიჩეჩა_გზა არ ვიცით და ხელში აყვანილი ვერ ვივლი ამდენს და ძებნას ვერ დავიწყებ გასასვლელის,თან უკვე დაბინდდა, ამიტომ აქ ვისხდეთ და გათნებას დაველოდოთ _სანდრო გაგიჟდი? გეხვეწები მითხარი აქ როგორ უნდა გავათიოთ ღამე მარტოებმა? მართლა ნადირი რომ მოვიდეს და შეგვჭამოს?_შიშნარევი ხმით ვუთხარი _დაწყნარდი კესო და პანიკას ნუ აყვები, სხვა გზა არ გვაქვს. მთელი ღამე ხის მორზე გავატარეთ. შიშისგან მთელი ღამე სანდროს არ მოვშორებივარ და ვეხუტებოდი. _კესო, ასე დავიხრჩობი, ცოტა ნაზად მომეხვიე თუ შეიძლება_მსგავსი რეპლიკებით მავსებდა სანდრო. მეც საერთოდ ვშორდებოდი და ჩემთვის ვიჯექი. სანდროს ეცინებოდა და ისევ მიხუტებდა. ერთი პერიოდი წამთვლიმა. თავი სანდროს ჩავუდე კალთაში, მტკივანი ფეხი მორზე გავჭიმე და თვალები დავხუჭე. სანდრო ჩემს თმებში დაასრიალებდა თავის თითებს. უკვე თენდებოდა რომ გამომეღვიძა. სანდროს თავი ხეზე ქონდა მიყუდებული და თვალები დახუჭული _სანდრო_შევაღვიძე_გაიღვიძე სანდრო_თვალების ფშვნეტით გამოეღვიძა _უკვე თენდება და როგორმე უნდა გავიდეთ აქედან. სანდრო გამოფხიზლდა. მე მისი კალთიდან არ ამიღია თავი. ლოყაზე ხელი დამისვა და გამიღიმა. მალევე წამოვჯექი მორზე. _მშვენივრად იყავი_გამიღიმა_ფეხებს მითბობდი_გაიცინა. მხარზე მსუბუქად ვუჩქმიტე. _ახალგაღვიძებული თურმე რა ლამაზი ხარ_კომპლიმენტი მითხრა,მაგრამ მადლობა არ ვუთხარი, იქნებ წეღანდელივით მეღადავება _მადლობას გეტყოდი,მაგრამ მერე მეტყვი მართლა კი არაო და შენი ცინიზმის ნერვები აღარ მაქვს _არა, გეფიცები მართალს გეუბნები. შენი მადლობა არაფერში არ მჭირდება, რაც არის ის გითხარი _მაშინ მადლობა. კომპლიმენტად მივიღებ_გავუღიმე _ეხლა რომ არ გაკოცო ჩემს თავს არასდროს არ ვაპატიებ_მოულოდნელად დაიხარა და ტუჩებში მაკოცა. მე დავიბენი. საოცრად ვნებიანად მკოცნიდა. აზრზე მაშნ მოვედი როცა მისი ტუჩები ჩემსას მოშორდა. სირცხვილისგან სახეზე წამოვწითლდი და თავი დავხარე _სანდრო...ეს... ეს რატომ გააკეთე?_ლუღლუღით ვკითხე _მგონი უნდა წავიდეთ_სიტყვა ბანზე ამიგდო_აბა დადგი ფეხი,ისევ ისე გტკივა?_მეც შევეცადე წამოვმდგარიყავი და მას დავეყრდენი _ასე თუ დაგეყრდნობი,მგონი შევძლებ სიარულს, გუშინდელთან შედარებით ნაკლებად მტკივა_მის ხელს დავეყრდენი და გზა განვაგრძეთ. _პირდაპირ წავალთ და 5 წუთში ჩვენებთან გავალთ_მითხრა ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს _რა მაგარია_სიხარულისგან შევკივლე_მაგრამ.... მოიცა... რა იცი?_დაეჭვებულმა ვკითხე _ბავშვობაშ ხშირად დავდიოდი ამ ტყეში _მოიცა, ანუ შენ გზა იცოდი და არ აგბნევია?_გაოგნებულმა ვკითხე_მთელი ღამე ტყუილად გავატარეთ აქ? _დროზე წავიდეთ კესო,თორემ მერე ალბათ მართლა სამაშვეო სამსახურს დაუკავშირდებიან და ჩვენზე ძებნას გამოაცხადებენ _სანდრო!მიპასუხე!_მკაცრად ვკითხე _რა გაინტერესებს კესო?მართალი ხარ! გზა არ ამბნევია, მშვენივრად ვიცოდი როგორ უნდა გავსულიყავით, მაგრამ ეს არ გავაკეთე იმიტომ,რომ შენთან ერთად მთელი ღამის გატარების იდეა ძალიან მომეწონა_წარბები აათამაშა _შენ ნორმალური არ ხარ ხო?მე შიშით ლამის გული გამისკდა, სულ იმის შიშში ვიყავი რამემ არ შეგვჭამოს მეთქი და შენ არხეინად იყავი, არაფერი გაწუხებდა. რა ადამიანი ხარ სანდრო? დროზე გამიყვანე აქედან! _კაი ეხლა არ დაიწყო წიკვინი. მინდოდა და მორჩა. შენც გევლო სხვებთან ერთად წესიერად და არ მოგიწევდა მთელი ღამის აქ გატარება. რაც იყო მაგს აწი ვეღარ დავაბრუნებთ_გამიღიმა_თანაც, მარტო ამ კოცნისთვის ღირდა მთელი ეს ამბები_ტუჩებზე ხელი დაისვა და კვლავ გამიღიმა_გემრიელი ტუჩები გაქვს_მე კვლავ ავწითლდი _წავედით_გაბრაზებულმა ვუთხარი.მანაც ხელი მომკიდა და ჩვენებისკენ წავედით. მათ ჯერ კიდევ ეძინათ, რადგან მხოლოდ დილის 6 საათი იყო. ჩემს კარავში ჩუმად შევედი,რადგან ქეთის გაღვიძება არ მინდოდა. მივწექი და მტკივანი ფეხი ფრთხილად გავშალე. ჩვენები გახარებულები შეგვხვდნენ რომ დაგვინახეს.ჩვენც ავუხსენით რომ გზა აგვებნა და ფეხის ამბავიც ვუთხარით. სანდროსთვის ხმა არ გამიცია. თბილისშიც მალე დვბრუნდით. ფეხზე სურათი გადავიღე და ექიმმა საგანგაშო არაერია, უბრალოდ ნაღრძობი იყო და თაბაშირში ჩასმა არ მოგიწევსო. 1 კვირაში უკვე გამართულად დავდიოდი. _კესო, მოიცადე_წამომეწია სანდრო_რატომ არ მელაპარაკები? _არ მაქვს სურვილი _კაი ტო, არ მითხრა ტყის ამბავი კიდევ ვერ დაივიწყე და მაგაზე ხარ გაბრაზებული? თუ კოცნის... _არ გააგრძელო, მაგის გახსენება არ მსურს_შვაწყვეტინე _რატომ? მე ძალიან მომეწონა და განმეორებაზე უარს არ ვიტყოდი_ირგვლის მიმოიხედა სანდრომ და ვერავინ რომ ვერ დაინახა უცებ მაკოცა _სანდრო... რა დღეში ხარ? ვინ მოგცა ამის უფლება? ის რომ ერთხელ მაკოცე უფლებას არ გაძლევს ისევ ისე მოიქცე _ცოტა გაწვრთნა კი გჭირდება ისე, გამოუცდელი ხარ გეტყობა, მაგრამ არაუსავს,მოევლება მაგასაც_ჩემი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გააგრძელა_მზად ვარ შენი კოცნის მასწავლებელი ვიყო_თვალი ჩამიკრა. _სიამოვნებით დაგთხრიდი მაგ თვალებს _მერე ვის ლამაზ თვალებს უყურებ ხოლმე? _თავზე რომ დიდი წარმოდგენა გაქვს უამრავჯერ მითქვამს ხო?_მობეზრებულმა ვუთხარი,რადგან მასთან სერიოზული ლაპარაკი არ ჭრიდა. _ამ თავზე დიდ წარმოდგენიან ბიჭს კი ძალიან მოწონხარ_უცებ ისევ მაკოცა ტუჩებში და წავიდა. მე კიდევ გაშტერებული ვიდექი ერთ ადგილას. _ოოოო, ვიღაცას ვიღაც მოწონსო_საიდან გაჩნდა ქეთა ვერ მივხვდი _კარგი რა ქეთა, გჯერა ეხლა შენ მაგის? _რატომაც არა? _სანდრო არის ბაბნიკი. ლამის ნახევარი უნივერსიტეტი მისი შეყვარებული იყო. მეც მეღადავება. ცოტა ხანში მოვბეზრდები და მეც იმ ნახევარ უნივერსიტეტს შევუერთდები _და შენ? _რა მე? _შენ არ მოგწონს? _ვინ სანდრო? აარა_თავი გავაქნიე _კესო, სანდრო ძალიან სიმპათიურია, ზუსტად ისეთია შენ როგორებიც მოგწონს, სანდროს რას უწუნებ? _ქეთა, რა შემოგზავნილივით იქცევი, თითქოს სანდრომ დაგავალა_გამეცინა _აუ მითხარი რა, საერთოდ არ მოგწონს? _ნუ ხო, კარგი. ცოტათო მომწონს _ცოტათი?_ეჭვის თვალით შემომხედა _კარგი,კარგი, ჯანდაბას. მომწონს, დაკმაყოფილდი? სანდრო მომწონს, თან ძალიან. რა ვქნა ეხლა? შეიცვალა ამით რამე? _ასწორებს ე_თვალებგაბრწყინებულმა ჩაილაპარაკა _რა ასწორებს? ვერ ხარ შენ. ის მეღადავება და მეტი არაფერი _ვნახოთ, ვნახოთ_ეშმაკურა გაიღიმა. სანდრო ხშირად მეჩხირებოდა თვალში. საეჭვოდ ჩნდებოდა იმ ადგილებში სადაც მე ვიყავი. უნივერსიტეტში მივდიოდი, გზად გიოს ერთი ძმაკაცი თაზო რომ შემომხვდა. მომიკითხა,ცოტა ვილაპარაკეთ და უნივერსიტეტამდე მიმაცილა. შესვლამდე გადავკოცნე,მადლობა გადავუხადე და შენობაში შევედი. _ვინ იყო ის ბიჭი?_უკნიდან სანდროს ხმა გავიგე _შენ მე დამყვები თუ რა ხდება? _შენზე გვიან შემოვედი და მანამდე დავინახე ვიღაც რომ გადაკოცნე ხოდა მაინტერესებს ვინ იყო ის ყმაწვილი_ირონიულად მკითხა _რაც შენი საქმე არაა მაგაში ცხვირს ნუ ყოფ _ზუსტადაც რომ ჩემი საქმეა, არ დავუშვებ რომ ჩემი გოგო ვიღაც უცხო-უცხო ბიჭებტან დადიოდეს გასაგებია?_თვალები გამიფართოვდა _სანდრო რა მოწიე?_სერიოზულად ვკითხე _ვაფშე არაფერი შენს თავს გეფიცები _ჯერ ერთი, მე შენი გოგო არ ვარ საბედნიეროდ, მერე მეორე თაზო უცხო არაა, ჩემი მეგობარია და მესამე, რა შენი საქმეა მე ვისთან ერთად დავდივარ და ვისთან არა _ანუ თაზო. გასაგებია. მხოლოდ მეგობარია? _ახლო მეგობარი და მომავალში შესაძლოა შეყვარებულიც_სპეციალურად გასაღიზიანებლად ვუთხარი და გულში ვხარხარებდი _შეყვარებულს გიჩვენებ ეხლა მე შენ_მკაცრად მითხრა_ აქ თუ ვინმეა შენი მომავალი შეყვარებული ეს მე ვარ_გაიღიმა_და არავინ სხვა _შენ აფრენ_საჩვენებელი თითი საფეთქელთან დავატრიალე და გზის გაგრძელება დავაპირე _დაიმახსოვრე კესო, შენ ჩემი შეყვარებული იქნები მხოლოდ, მერე რამე პრობლემები რომ არ შეიქმნას_მომაძახა. არ მივტრიალებულვარ, გზა განვაგრძე და ჩემთვის გამეღიმა. ********* _და რას აპირებ?_კითხა ლუკამ სანდროს _რას უნდა ვაპირებდე ? ეგ გოგო მომწონს კი არადა მიყვარს მგონი, ხოდა აუცილებლად ჩემი იქნება _თვითონ რას ფიქრობს? _ამ შემთხვევაში მის სურვილებს და აზრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თანაც გულგრილი არ უნდა იყოს ჩემს მიმართ, უბრალოდ ამას არ აღიარებს, ხოდა მალე მოუწევს ამის აღიარება_გაეცინა _ხომ იცი,თუ მოტაცება და რამე აქ ვართ_გაუცინა ლუკამ _არა რა მოტაცება, რა დროს ეგაა_გაეცინა სანდროსაც_ამის გარეშეც შევუყვარდები_სიყვარულით ჩაილაპარაკა. ************* _მოიცა,მოიცა, ანუ შენ ჩმი შეყვარებული გახდებიო? ასე გითხრა?_აღფრთოვანებული იყო ქეთი _აჰა_თვი დავუქნიე და გამეღიმა _აუ რა მაგარია, სანდრო ლომიძეს შეყვარებული იქნები _ან ვიქნები ან არა. მაგის დაჯერება არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ მატყუებს _ნუ იცი შენ ხოლმე. გატყუებს არა ის. მას მოწონხარ, შენც მოგწონს, ხოდა ხელს რა გიშლით? იყავით რა ერთად, იქნებ თავდავიწყებით შეგიყვარდეთ ერთმანეთი _თუ უკვე არ მიყვარს_ჩაილაპარაკა ხმადაბლა _რაა? რა თქვი კესო? _მგონი მართლა მიყვარს_თავი ჩავხარე_აუ სულ მისი კოცნა მახსენდება. ისეთი ტკბილი იყო_ქვედა ტუჩი კბილებშუა მოვიქციე _შენ იქნები ყველაზე იდიოტი და დებილი გოგო მას თუ უარს ეტყვი როცა შემოგთავაზებს რომ ერთად იყოთ. დაივიწყე რა ეს თავის დაფასებები და მსგავსი რამეები. თუ შენთან ამ შემოთვაზებით მოვიდა სანდრინიო, უარი არ უთხრა_მე არაფერი მიპასუხია. უბრალოდ ვფიქრობდი. ****** _როდის ეტყვი? _დღესვე _ჩვენ შენთან ვართ სულით და გულით_მხარზე ხელი დაკრა ბექამ ***** _კესო, კესო, მოიცადე_წამომეწია სანდრო_სალაპარაკო მაქვს შენთან და გთხოვ გამომყევი სადმე დავსხდეთ რა_მე შევყოვნდი_გთხოვ_საყვარლად გამიღიმა და ქვემოდან ამომხედა. მეც დავთანხმდი და იქვე სკვერში ჩამოვჯექით _მოკლედ კესო, ზედმეტი შესავლების გარეშე გეტყვი. არ ვარ ეს რომანტიკოსი და მსგავს შემთხვევებში არ გამოვირჩევი ორიგინალურობით, ამიტომ პირდაპირ გეტყვი რომ მიყვარხარ_მისი ბოლო სიტყვის მერე ჩემმა გონებამ აზროვნება შეწყვიტა_მართლა მიყვარხარ და მინდა რომ ჩემთან ერთად იყო_მე თვალებსაც არ ვახამხამებდი ისე ვუსმენდი_კესო, კესო გესმის რასაც გეუბნები_ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამომიყვანა _აა.. ისა..ხო, გავიგე. გიყვარვარ_ხმაჩამწყდარმა ვუთხარი_და რა ვიცი რომ არ მატყუებ?_თვალებში შევხედე _უნდა მენდო. მართლა ძალიან მიყვარხარ.იცი როდიდან მომეწონე? პირველად რომ გნახე მაშინაც საოცარი შთაბეჭდილება დატოვე ჩემზე, მაგრამ სულ პირველად მაშინ მივხვდი რომ მომწონდი,როცა მიმალანძღე და ,,კომპლიმენტებით’’ შემამკე_გაეცინა_როცა ტყეში გაკოცე აი იქ უკვე მივხვდი რომ დამერხა და შემიყვარდი. არასდროს არ დამავიწყდება შენი აწითლებული ლოყები. აი ეხლაც გიწითლდება_გაეცინა_მოკლედ, მიყვარხარ რა და იმედია შენც გრძნობ ჩემს მიმართ რაიმეს. ამის დიდი იმედი მაქვს_ვერაფერი ვუთხარი. მეც მიყვარდა, არ ვაპირებდი თავის დაფასება დამეწყო, გადავწყვიტე შანსი მიმეცა ჩვენი სიყვარულისთვის და ყველაფერს დრო გვიჩვენებდა _მეც_ხმადაბლა ვუთხარი _რა შენც?_ვერ მიხვდა _მეც მიყვარხარ_ვუთხარი და ვიგრძენი როგორ ავწითლდი. მას გაეღიმა,ჩამეხუტა და მერე ნაზად მაკოცა ტუჩებზე _ანუ გახდები ყველაზე იდიოტი, ხეპრე, თავის თავზე დიდი წარმოდგენა რომ აქვს ისეთი ტიპის შეყვარებული?_გაეცინა _ანუ გავხდები ყველაზე თავმოყვარე იდიოტის შეყვარებული_მეც გამეცინა. ეხლა მე მივუბრუნდი და მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებზე. ბედნიერებისგან გაღიმებულმა თავი მის კისერში ჩავრგე... დასასრული... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.