შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყნეთი


20-09-2015, 21:44
ავტორი Ana777
ნანახია 1 578

წყნეთი

წყნეთი ჩემთვის ყველაფერია, იქ გატარებული თითოეული დღე არ დაგავიწყდებათ არავის მოგიყვებით ყველაფერ და ნახავთ, თუ რამდენად ძვირფასია ჩემთვის ეს ადგილი. ყოველწელს თხოვნები დედაჩემთან არ მინდა წყნეთში და ბოლოს ყველაფერი პირიქით ხდება მეხვეწებიან ჩამოდი თბილისში. ყველაფრის მიუხედავად წყნეთს ცრემლებით ვემშვიდობები ყოველ წელს. აქ გაჩენილი მეგობრები ყველაფერს მირჩევნია რადგან ჩემთვის მალევე ისეთი ძვირფასები გახდნენ ახლა მათ გარეშე მე არაფერს არ წარმოვადგენ. აქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ის რაც ვარ.

თავი I

წყნეთში ამოვედით, თუ არა მე და ჩემი ორი დაქალი სალომე და ტასო, მაშინვე დავიძინეთ რადგან დიდი გზა გვქონდა გავლილი, ბათუმიდან პირდაპირ წყნეთში ამოგვიყვანეს. გოგოები ბავშვობიდან ჩემთან ამოდიოდნენ. დედაჩვენები დაქალები არიან, მამები ბავშვობის ძმაკაცები. მოკლედ რომ ვთქვათ დებივით ვართ გაზრდილები ერთმანეთზე ძვირფასი არაფერი გვყავს. სალომე და ტასო ჩემზე ორი წლით დიდები არიან, როგორც უფროსი დები ეგრე მყავს, მაგრამ მაგათი დამსახურებით მე ადრე გაზრდა მომიწია. ხასიათებით მე და სალომე ძალიან ვგავართ ერთმანეთს ტასოს ცოტა რთული ხასიათები აქვს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ შევეწყოთ.

-ანა გაიღვიძე.
მესმის ხმა, წამიერად თავში ბალიში მხვდება. გაბრაზებულზე ყვირილის და ჩხუბის დაწყებას ვიწყებ, უცებ სიბრაზე ისეთ ბედნიერებით იცვლება, რომ ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, გული ამიჩქარდა, თვალებში დამიბნელდა.

-ანა ჩამოვიდა!
მეუბნება სალომე. ხმის ამოღება მიჭირს უცებ ჩემ თვალ წინ დაიწერა დიდი ასოებიათ სანდრო ჟორჟოლიანი. 12 წლიდან სანდროზევარ შეყვადებული, ის კი ყოველთვის როგორც ბავშვს ისე მიყურებს.

-როდის? ვიკითხე ძლივსძლივობით.

-ახლა დამირეკა, ბიჭებიც ამოვიდნენ, თქვენი მანქანა დავინახეო.

-დედაჩემი კიდე აქაა?
თემის გადატანაში ალბათ ათიანი მეკუთვნის.

-კი. სამსახურში ბარემ აქედან ვივლიო, მაგრამ ახლა დაქალთან გადადის ყველა და მარტოები ვრჩებით.

-ძალიან კარგი. ბიჭებს დავურეკოთ ჩვენთან გადმოვიდნენ, მაქამდე ჩვენ აუზი ავავსოთ ხვალ აშკარად კარგი ამინდია სავსეა ცა ვარსკვლავებით.

სანდრო ჟორჟოლიანი

18 წლის თბილისელი ჯანაშიელი ბიჭი. შავგვრემანი სიმპატიური, თბილისში გათქმული მშობლებითა და საძმაკაცოთი. ბიჭი რომელიც ყოველთვის ყველას ყურადღებას იქცევდა თავისი მომხიბვლელი ღიმილით. თბილისში ბევრი გიჟდებოდა, მაგრამ სანდომ 15 წლისას ანა ბარბაქაძეს რაც შეხედა იმის მერე სხვა არცერთი გოგო სერიოზულად არ აინტერესებდა.

***

ბიჭები მალევე გადმოვიდნენ. სამწვადეები და დასალევი ამოიტანეს. გოგოებმა სუფრის გაშლა დავიწყეთ, (ჩემ დიდ ვერანდაზე, ულამაზესი ვერანდა მაქვს, ძალიან დიდი ულამაზესი ხედით, უამრავი ყვავილებით და სხვადასხვა მცენარეებით, მთელ სახლს სილამაზეს ეს ვერანდა ანიჭებდა, სტუმრები როდესაც ამოდიოდნენ ყველა ვერანდაზე გასვლას ითხოვდა ზამთარ, ზაფხულ.) ბიჭებმა მწვადები შეწვეს. სუფრას მივუჯექით ყველა ძალიან ვერთობოდით, ბიჭებს ცოტა მოეკიდათ, თუ არა სიმღერა დაიწყეს. ამ შესანიშნავ წუთებს ვინ გამიფუჭებდა თუ არა ლუკა ჭანტურია, ბიჭს რომელსაც უკვე ორი წელია ვუყვარვარ და მოსვენებას არ მაძლევს, თავიდან მეგონა ვიმეგობრევდით, მაგრამ მეტი უნდოდა, მეგობრობით ვერ კმაყოფილფებოდა. ბიჭმა იმდენად მომაბეზრა თავი მის დაიგნორებაზე გადავედი, ლუკა მაინც არ კარგავს იმედს, რომ ოდესღაც ერთად ვიქნებით. არ მოვიტყუები ვაღიარებ, რომ სანდრო მართლა შემიყვარდებოდა, რადგან ბიჭი ჩემ ყველანაირ ხასიათს იტანს, მაგრამ უკვე არის ჩემ ცხოვრევაში სანდრო და არ მინდა სხვა არავინ!

ლუკას დაიგნორებით დავიღალე, ჩავედი ქვევით ხის დიდ საქანელაზე დავჯექი და ვუპასუხე ცოტახანი მელაპარაკებოდა ვერ ვუსმენდი რადგან ჩემი მთელი ყურადღება სანდროზე იყო გადატანილი. მალევე გავუთიშე და ვიჯექი ჩემთვის , ულამაზეს ცას თვალს ვერ ვწყვეტდი. უცებ ციდან მოწყდა ვარსკვლავი, ასეთი სილამაზე ცხოვრებაში არ მინახავს რაღაც სასწაული სილამაზეა, როგორ წყდება ციდან არაჩვეულებრივი სილამაზით. მოულოდნელად წელზე ვიღაცამ ხელი მომკიდა შემეშინდა, მთელ ტანში ჟრუანტელმა გამიარა.

-ჩვენი ოცნება სუ ერთად ვიყოთ, არავინ ზედმეტი მხოლოდ მე და შენ!
გულის ცემა ამიჩქარდა აზრზე ვერ მოვდივარ ეს სანდრომ რატო თქვა, როდესაც ამდენი წელია ვიცნობ და არაფერი უთქვამს.

-ჩვენი ოცნება?
ვიკითხე გაკვირვებულმა

-დიახ. ანა ჩვენი ოცნებაა.

-ვერ გავიგე. ჩვენი ოცნება რატომაა? როდესაც ასეთი მაგარი მეგობრები ვართ, მითუმეტეს არც არავინ გვყავს ზედმეტი.

-მისმინე ეხლა კარგად.
თან მოუკიდა სიგარეტს. აშკარად ძალიან ნერვიულობდა. ვცდილობ არ დავიბნე, მაგრამ აშკარად მეც ძალიან ვნერვიულობ. სანდრო ცდილობს დამალოს, რომ ნერვიულობს მაგრამ აშკარად არ გამოსდის.

-სანდრო მთვრალი ხარ. სხვა დროს ხო არ ვილაპარაკოთ?

-შენ თავს ვფიცავარ თუ ერთ ჭიქაზე მეტი დამელიოს. მისმინე ეხლა კარგად. არ ვართ მე და შენ მეგობრები, ვფიქრობ უკვე გაიზარდე და შემიძლია ვილაპარაკო ამ თემაზე სამი წელია ისე გზრდიდი. მგონი უკვე მიხვდები ყველაფერს როგორც საჭიროა. ვიცი ადრეა ჯერ მაგრამ ვხედავ ბევრი არ გასვენებს და უკვე როდესაც ჩემი გოგო გერქმევა ვერავინ ვეღარ შემოგხედავს. ანა შეიძლება მე და შენ ერთმანეთისთვის არასდროს გვითქვამს მიყვარხარ, მაგრამ ორივემ კარგად ვიცით რასაც ვგრძნობდით ეს წლები. იცი ჩვენ ვერასდროს ვიქნებით მეგობრები. დაიმახსოვრე იქამდე მეყვარები და იქამდე ვიქნები შენს გვერდით სანამ ჩემი გული ფეთქავს და ყოველ დილით მახსენებს, თუ როგორ მიყვარხარ.უბრალოდ აღარ შემიძლია შენს გარეშე.

-მე და შენ ამით ყველაფერი ნათქვამია!
ვუთხარი ჩურჩულით, მივიწიე ჩასახუტებლად. ვეხუტებოდი ძალიან დიდხანს. მისი გულის ცემა ისეთი ძლიერი იყო ყველაფერს ამბობდა. ეს ის დღეა რომელზეც მე და სანდრო ვოცნებობდით, მოვიდა დრო სხვანაირად გამზარდოს.

სანდროს არასდროს ულაპარაკია ესე, რადგან ფიქრობს ფუჭი სიტყვების თქმას ჯობს დამტკიცება, ხოლო ჩვენ შემთხვევაში ჯერ დამიმტკიცა და მერე მითხრა.

***
ოთახში შევედით გოგოები დაწოლას ვაპირებდით. ტასო და სალომე მოსაწევად გავიდნენ აივანზე პლედებ შემოხვეული. ისეთი დაღლილი ვიყავი პირდაპირ დავწექი, მაგრამ ვერ მოვისვენე ვერ ვიცდიდი, რომ არ მეთქვა მათვის როგორ შეიცვალა ყველაფერი, თუ როგორ ასრულდა ჩემი ბავშვობის ოცნება. პლედი მოვიხვიე და მეც აივანზე გავედი.

-სად იყავით შენ და სანდრო დაკარგულები?
ღიმილით მითხრა ტასომ.

-ლუკამ დამირეკა გავედი სალაპარაკოდ, ლაპარაკს რომ მოვრჩი სანდრო მოვიდა ვილაპარაკეთ და...

-და რა?! ანა მოგვიყევი!
სალომე და ტასო ინტერესით კვდებოდნენ.

-მე და სანდრო ამით ყველაფერი ნათქვამია!

-არ არსებობს!
გოგოებმა ერთხმაში იყვირეს სიხარულისგან. მთელი ღამე არ გვეძინა დეტალებში მომაყოლეს ყველა დეტალი რამდენჯერმე, სიხარულით ვყვებოდი თითოეულ ჯერზე, ისინი კი სიხარულით მისმენდნენ. ბოლოს როგორ ჩაგვეძინა არ მახსოვს.

დათა ლალუაშვილი

სიმპატიური? არა ყველაზე სიმპატიური ბიჭი. მაღალი, ლურჯი თვალებით, უდიდესი შავი წამწამებით, აპრეხილი ცხვირი და შავგვრემანი. სანდროს ძმაკაცი. ერთად გაზრდილები, ყველაფრით გვანან ერთმანეთს, არა ყველაფრით არა სანდრო იბრალებს, რომ ბაბნიკია მაგრამ ეგრე არაა ჩვენ ხო ვიცით ტასოზე გიჟდება ბავშვობიდან, ტასოც ეგრე რომ არ პასუხობს ყველაფერი მაგის ბრალია ან ეგრე როგორ უნდა უპასუხოს დათას არასდროს არაფერი უთქვამს ტასოსთვის. ტასოც დებილია ვერ ხვდება და ამბობს ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია ბიჭებიდან.
დათასთან არასდროს მოიწყენ, სულ კარგ ხასიათზეა არარსებობს რამეზე უარი გითხრად თუ გართობას ეხება. სანდრო ყოველთვის დათასთან ჩადის ბათუმში, მერე ერთად ჩამოდიან ხოლმე წყნეთში.


***

-დათა ველაპარაკე ანას.
ვიცი მეტყვის ადრეა, რომ გულს ვატკენ, რადგან მალე მომბეზრდება და სხვასთან გავიქცევი მაგრამ ეგრე არაა, 17 წლამდე არ მაკლდა არანაირი გართობა. ამ ყველაფერმაც იცის მობეზრება და მე უკვე მომბეზრდა.

-შევამჩნიე, ისეთი ანერვიულებული გახვედი.

-ვეცადე მისთვის გასაგებად მელაპარაკა და ეხლა ყველაფერი ისეა როგორც მინდოდა ამდენი ხანი.

-ადრეა სანდრო დამიჯერე, ანა ბავშვია ჯერ, შენ გართობა გინდა და არა ვიღაცაზე დამოკიდებულება.

-ხო ანა ბავშვია და გაიზრდება. რაც შეეხება გართობას დავიღალე გოგოების ყოველდღე ცვლით, უმეტესობის სახელი არც ვიცოდი, ზოგის არ მახსოვს. მინდა ანა იყოს ჩემთან მაგის გარდა სხვა გოგოს როგორ შევხედო არ მესმის.

-იცოდე არ აწყენინო. ხო იცი დასავით მყავს.

-ჰაჰაჰა

-ავღნიშნოთ?

-აბა რა უნდა ვქნათ?!

მთელი ღამე ვსვავდით, ორივეს ძალიან გვეძინებოდა, მაგრამ მე მეგონა დათას გაუტყდებოდა დათას კი პირიქით დილით გამოვტყდით თუ არა ეგრევე ჩაგვეძინა. დათა სიმთვრალეში გამოტყდა, რომ ტასოზე აფანატებს და ტასოსთან იქმნის ბაბნიკი ბიჭის იმიჯს. ტასოსთან მეგობრობა ძალიან უჭირს. თავს რატო იწვალებს და რატო
აწვალება მაგ გოგოს არ მესმის. ისევ ჩვენ თუ ჩავერევით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent