შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Partners in crime 1


21-09-2015, 00:11
ავტორი Eternity8
ნანახია 1 635

- დააგდე იარაღი! უკვე გამწარებული ყვირის პოლიციელი, მე კი ადგილიდან არ ვიძვრი, მხოლოდ ალექსანდრეს ვუყურებ, რომელსაც ხელბორკილები უკვე დაადეს. ფეხშია დაჭრილი... როდის დავეცი აქამდე? როდის ჩაანაცვლა იდეალური ცხოვრება ამ ქაოსმა....

-გაიღვიძე პატარავ.. ნაზად მაღვიძებს ეკე. მაგიჟებს მისი შეხება, მისი ხმა.. განსაკუთრებით როცა ახალი გაღვიძებულია, საოცრად სექსუალურია! ვტრიალდები და ვაწვენ, ზემოდან ვექცევი და მაგრად ვკოცნი.
- დილამშვიდობისა და მიყვარხარ. ვკისკისებ და ტელეფონს ვწვდები. ჩემი ცხოვრების მთავარ მამაკაცს უნდა დავურეკო და ყველაზე სასიამოვნო დღე ვუსურვო - მამას!
არ პასუხობს. უცნაურია, ყოველ დილით შვიდ საათზე იღვიძებს.. დედას ვურეკავ - არ პასუხობს.. კიდევ ერთხელ ვრეკავ - ჩემი ძმა იღებს, რაც უფრო მეუცნაურება.
- რატო იღებ შენ? მამა სადაა, ვურეკავ და არ მპასუხობს.
- ლიზ, საავადმყოფოში ვართ, მამა ცუდადაა და მოდით.
- რა ჭირს???? ჰაერი აღარ მყოფნის, თვალებში მიბნელდება.
- მოვდივარ, რომელ საავადმყოფოში ხართ?
- ...
- რომელ საავადმყოფოში ხართ საბა!!
- ... მოიცა გამოგივლი, ვერ მოაგნებ..
- დროზე!!!
წუთები საუკუნედ მეჩვენება, გული ცუდს მიგრძნობს.. მოვიდა..
ჩავდივარ და ქვემოთ დედას, საბას და ბებიას ვხედავ.. ტირიან.. არა! არა! არა!!!!
მამა აღარ არის... მამაჩემი, რომელიც ჩემთვის მთელი სამყაროა აღარ არის! მტკივა... ყველაფერი! სული მტკივა...
დღეები ისე გადის, რომ ვერაფერს ვხვდები. გავიგე მარტო რამდენიმე წინადადება.
„გულით გარდაიცვალა“. „ღამე კარგად იყო“. „უცებ“.
მამა ის ერთადერთი ძალა იყო რომელიც უფსკრულისგან მიცავდა, ჩემს ბნელ მხარეს მარხავდა და სიყვარულით მივსებდა გულს. ჩემს სულს უფრთხილდებოდა და კარგისკენ მოუწოდებდა.. მამასთან ერთად ჩემი სულიც მოკვდა.. გული გაქვავდა.. ემოციები დაიმარხა... ლიზა თაბაგარი გარდაიცვალა... დაკრძალვა ჩატარდება შაბათს სამ საათზე. გაბრიელ თაბაგარის დაკრძალვასთან ერთად.

- ლიზ, გადმობრუნდი რა.. მომენატრა შენთან ლაპარაკი.. <<ჯანდაბა, რატომ არის ასეთი კეთილი! >>
- ეკე, ეხლა არა. დაღლილი ვარ. დაიძინე შენც.
ვერ ვიძინებ. არ მძინებია ერთი კვირაა.. გაუთავებლად ვფიქრობ. მოკლეს. ვიცი ვინც. მორიგე ექიმი მამას პარტნიორის ნათესავია. პარტნიორის რომელიც მამამ სიკვდილს ოთხჯერ გადაარჩინა. მისი ოჯახი ორჯერ. გუშინ გამოგვეცხადა სახლში, მამას ბოლო საქმის წილზე გადაწყვიტა ლაპარაკი, რომელიც ჯერ გაფორმებული არ ჰქონდა. გამოაცხადა, რომ მამა ამ წილთან დაკავშირებით იტყუებოდა და არაფერი არ ყოფილა მისი. გაბრიელ თაბაგარი, რომელიც მთელი ცხოვრება წილებს არიგებდა, ყველას ეხმარებოდა, განსაკუთრებით ამ ნა***ვარს, თურმე იტყუებოდა.. წილი ფეხე*ზე. მამაჩემის შეურაცხყოფა ყველაზე დიდი დანაშაულია ჩემთვის, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს, ჩემთან მიმართებაში!

კიდევ ორი უძილო კვირა.. ყველაფერი ვიცი, ის მკვლელია. მამა ნოდარმა მოკლა.. გეგმებს ვაწყობ. ტელეფონზე მესიჯი მომდის, ალექსანდრე მწერს, მამას უმცროსი მეგობარი. ალექსანდრე ჩიკვაიძე, 27 წლის. კარგი ადამიანია მეგობრებისთვის, მაგრამ დაუნდობელი მტრებისთვის. ციხეში იჯდა შვიდი წელიწადი, ჩხუბის დროს ბიჭი დაჭრა. როგორც კი გამოვიდა თვრამეტი ადამიანი დახვდა ციხესთან რამდენიმე ათეულ მეტრში. ორივე ფეხში და ხელში ესროლეს, ცემეს, სიგარეტები ჩააწვეს, აფურთხეს.. მოკლედ მაქსიმალურად დაამცირეს.. ალექსანდრემ ორი თვის განმავლობაში ყველას მიაკითხა, ზოგი დაასახიჩრა, ზოგი ჩაქუჩით ან ბიტით ცემა, ზოგსაც ესროლა.. არც ერთი არ დაინდო.. არც ერთს არ შეარჩინა შეურაცხყოფა... თბილისის ყველაზე საშიშ ტიპებზე ბევრად საშიში და ძლიერი გამოდგა!
უკვე ერთი კვირაა მწერს. ვხვდები რომ მოვწონვარ.
- რას შვება ჩემი ცისარტყელა?
- ნუ მეძახი ცისარტყელას!
- ცისარტყელა ხარ! გაიღიმე..  << მეღიმება, ასეთი პოზიტიური რომ არის>>
- არ მეღიმება, რას შვები?
- შენს სურათს ვუყურებ, რაც გიყენია ვაიბერზე. ძაააალიან ლამაზი რო ხარ იცი?
- სილამაზე რომ მეეეეეათე ხარისხოვანია იცი?
- შენი სილამაზე პირველ ხარისხოვანია ჩემო გოგო! ყველაზე ძაან მომწონხარ!
არ ვპასუხობ, რომ ვუპასუხო რა უნდა მივწერო? რაღაც მხრივ მიზიდავს, მაგრამ არასერიოზულად.. თან ცოტა ნაგლია, იცის ეკეს არსებობის შესახებ ძალიან კარგად.. რატო მაგდებს ესეთ უხერხულ მდგომარეობაში...

*********
მოკლედ, წინა ისტორია ვერ დავამთავრე.. ბევრი პრობლემა მქონდა ამ ზაფხულს... დაგიბრუნდით ახალი ისტორიით.. მინდა რაღაც სხვანაირი გამოვიდეს, არა ბანალური..
აბა რას ფიქრობთ პირველ თავზე? ღირს გაგრძელება?
მიყვარხართ ძალიან !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent