შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ შეგხვდი შუაღამისას (თავი 2)


21-09-2015, 01:15
ავტორი chica sol
ნანახია 4 142

დროის მსვლელობის აღქმა მიჭირდა... ვიცოდი, რომ შენობაში უნდა შევსულიყავი, მაგრამ ვერ ვდგებოდი. მხოლოდ ის შემეძლო რომ დროდადრო ხელს ვწევდი და კარზე უძალოდ ვაკაკუნებდი... ძალა გამოცლილი, მხოლოდ ტირილს ვახერხებდი. ვგრძნობდი სიცივეს, მაგრამ მაინც, ცივ ფილაზე ვიჯექი... ვხედავდი სიბნელეს და მეგონა,რომ ეს ჩემი სულის სიცარიელე იყო, მეგონა საკუთარ სულს ვუმზერდი , რომელიც რამდენიმე საათის წინ ჩამიბნელეს... ყოველი ნათელი წერტილი ამომიშალეს...
კიდევ ერთხელ მივაკაკუნე კარზე და რამდენიმე წამში ის გაიღო. ღია კარების ზღურბლიდან ბიჭი მიმზერდა.
-გამარჯობა...-მის ხმაში გაკვირვება ჟღერდა.
თითქოს ჩამრთველის ღილაკს დავაჭირე და აზროვნება დავიწყე... ახლა ალბათ გიჟს ვგავდი.
-გამარჯობა. -ხმაც წამსვლია. წამოდგომისას უჩუმრად ცრემლები მოვიწმინდე. ფეხები სულ გამყინვია...
-აქ რას აკეთებ?- მკითხა სერიოზული ხმით და ამათვალიერა. კარგად ხარ?
-კი... აქ ვსწავლობ. კარი ვერ გავაღე და... აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. ჩავახველე და ხმა ჩავიწმინდე... სიცივემ ახლა ამიტანა. -შეიძლება შემოვიდე?
-კი შემოდი. გარეთ ცივა...- კარგი ფართოდ გააღო და შემატარა. თვითონაც შემოვიდა და კარი ისევ დახურა.
-გმადლობ. - ამოვიბუტბუტე თავჩაღუნულმა.
-მე ლაშა ავალიანი ვარ.- ხელი გამომიწოდა.
-ბელა ბერიძე.- ხელი ჩავჭიდე. მისი ხელი ძალიან ცხელი მეჩვენა.
-გარეთ საუკუნე იყავი? სულ გაყინულხარ... -წარბები შეყარა. -აქ არ მინახიხარ. ამ წლიდან გადმოდიხარ?
თავი უხმოდ დავუქნიე. ფეხზე ძვლივს ვიდექი...
-ცუდად ხარ? დახმარება ხომ არ გჭირდება?- სახეზე დაჟინებით მომაშტერდა...
-არ ვიცი, ალბათ მგზავრობამ დამღალა...
ჩემი ოთახისკენ წავედი, ისიც წამოვიდა... ერთი სული მკონდა მარტო დავრჩენილიყავი... "ისედავ მარტო ხარ ბელა" -დამგესლა ალტერეგომ.
-რომელ კურსზე ხარ? -ისევ წამოიწყო საუბარი.
-მეორეზე. - შევხედე და მის სახეზე კმაყოფილება დავინახე...
-ერთ კურსზე ვიქნებით- ხმაშიც კმაყოფილება ჟღერდა.
-აი, ჩემი ოთახიც. -მეცამეტე ოთახთან გავჩერდი. -დიდი მადლობა, კარი რომ გამიღე. - გავუღიმე.
-ღიმილი გიხდება, ხშირად გაიღიმე.-დამარიგა მოულოდნელად. -დაისვენე. ხვალ უკეთეს ხასიათზე უნდა იყო. ძილი ნებისა. -ჩამოარაკრაკა და თვალით მანიშნა ოთახში შედიო.
- კარგად. -ამოვილუღლუღე და ოთახში შევედი.
სიმართლე რომ ვთქვა ახლა ამაზე მეტად, არც არაფერი მინდოდა.
ოთახში ფეხაკრეფით დავდიოდი, რადგან ელენეს უკვე ეძინა. წარმომიდგენია რას იფიქრებდა, მთელი საღამო გარეთ რომ გავატარე, მაგრამ ახლა ეს საერთოდ არ მადარდებდა...
აბაზნაში შევედი.ახლა ცხელი წყალი მჭიდებოდა... ყოველმხრივ გადაღლილს მუხლები მეკეცებოდა.
ალბათ ერთი საათი ვიდექი ცხელი შხაპის ქვეშ და ვფიქრობდი რა მექნა ამის შემდეგ...მალე სუნთქვა გამიჭირდა ,მთელი ოთახი ორთქლით იყო სავსე. წყალი გავთიშე და გამწოვი ჩავრთე. ჩემი უსაყვარლესი, გაცრეცილი საღამური ოხვრით ჩავიცვი და ოთახში გავედი. საწოლში შევძვერი და მოვიკუნტე. დარდში შთანთქმულს ძლივს ჩამეძინა.



საშინელი სიზმრიდან შეშინებულს გამომეღვიძა. შუბლი სიმწრის ოფლით მქონდა დაცვარული. ტუჩებს ვიკვნეტდი. საათი რვის ნახევარს მიჩვენებდა. ფეხზე წამოვფოფხდი და სარკესთან მივედი. ჩემი ანარეკლი ვერ ვიცანი.სარკიდან თითქოს უცხო შემომცქეროდა. თვალები ჩაწითლებული და ჩაცვენილი მქონდა... უპეები ჩამშავებოდა, სახე შეშუპებული და გაფითრებული მქონდა. ისევ ცრემლებმა დამინამა სახე... სუნთქვა თითქოს შეჩერებული მქონდა, ფილტვები მეწვოდა...
მხოლოდ ცხელი შხაპის ქვეშ შევძელი სუნთქვის აღდგენა.
აბანოდან გამოსულს ელენე ფეხზე დამხვდა.
-დილა მშვიდობის. -შემომცინა. -გუშინ გვიან მოხვედი? გელოდებოდი ცოტას ვიჭორავებთ, გავიცნობ-მეთქი და ჩამძინებოდა.
-გამარჯობა.- მეც ვცადე გამეცინა.- მეგობარს გავუარე და... -ვერასდროს ვიტანდი ტყუილებს...
-არა უშავს, ამისთვის უამრავი დრო გვაქვს. -ისევ გამიცინა.
ელენე ოთახში დანარნარებდა და ჩემთან ერთად ემზადებოდა. ვუყურებდი, საქმეში გართულს. ლამაზი იყო... გრძელი ქერა თმა კოხტად დაივარცხნა,ჩემგან განსხვავებით, რომელიც კუდად შევიკარი... ახლა პრანჭვის თავი ნამდვილად არ მქონდა.


კოლეჯის შენობაში ერთად შევედით მე და ელენე. შენობა ნაჩქარევად დამათვალიერებინა. ლექციების ცხრილი ამაღებინა, ჩემი კარადა მანახა და მერე ლექციაზე გაიქცა.
ჩემი კარადის გალამაზებითა და დალაგებით ვირთობდი თავს. ვიცოდი ახლა ნიკას სამყაროში ვიყავი, ვიცოდი, რომ სადღაც აქ იყო, ვიცოდი დღეს ან უკეთეს შემთხვევაში ხვალ მაინც აუცილებლად გადავეყრებოდი. საქართველოში თუ იმას ვნატრობდი, რომ ჩემი და ნიკას ლექციების ცხრილი დაგვმთხვეოდა, ახლა ვლოცულობ, რომ ასე არ იყოს.
ფიქრებში ჩაძირულს უკნიდან ვიღაც მომიახლოვდა და შეხებით გონს მომიყვანა. გულგახეთქილი წიგნები გამიცვივდა ხელიდან... შევბრუნდი და ჩემს წინ ლაშა რომ დავინახე, შვებით ამოვისუნთქე...


***
მეორე თავს ვამატებ ბავშვებო...
პატარა თავია და ბოდიშს ვიხდი ამისთვის წინასწარ, ამჯერად მეტს ვერ ვახერხებ.
დიდი მადლობა რომ კითხულობთ. ველი თქვენს შეფასებებს...



№1  offline მოდერი nicol

პირველი ვარ...
წავალ წავიკითხავ
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline მოდერი chica sol

nicol
პირველი ვარ...
წავალ წავიკითხავ

ჩემი, ჩემი ნიკოლი love

 


№3  offline წევრი vikipiki.

- მარიამ გელოდებოდი წუხელ მაგრამ ჩამეძინა , ელენესი არ იყოს wink კარგი იყო , მგონია როომ ძალიან ნელა განვითარდება მოვლენებიიი , თუმცა ეგ შენ არ გჩვევია და მომდევნო თავს ველოდებიი განსაკუთრებულს ♥♥♥♥♥ შენი ვიკა love

 


№4  offline მოდერი chica sol

vikipiki.
- მარიამ გელოდებოდი წუხელ მაგრამ ჩამეძინა , ელენესი არ იყოს wink კარგი იყო , მგონია როომ ძალიან ნელა განვითარდება მოვლენებიიი , თუმცა ეგ შენ არ გჩვევია და მომდევნო თავს ველოდებიი განსაკუთრებულს ♥♥♥♥♥ შენი ვიკა love

chemi vikaa
Xoo gvian momixda atvirtva da...
chemi gogo xar shen...

 


№5  offline წევრი QueenA

კარგი იყო მაგრამ ძალიან პატარა და ცოტა მოვლენების განვითარების ტემპსაც ოდნავ თუ დააჩქარებ მთლად კარგი იქნება feel

 


№6  offline მოდერი chica sol

QueenA
კარგი იყო მაგრამ ძალიან პატარა და ცოტა მოვლენების განვითარების ტემპსაც ოდნავ თუ დააჩქარებ მთლად კარგი იქნება feel

Aucileblad chemo kargo. ❤

 


№7  offline წევრი vikipiki.

მარიამ ზაქარაშვილი
vikipiki.
- მარიამ გელოდებოდი წუხელ მაგრამ ჩამეძინა , ელენესი არ იყოს wink კარგი იყო , მგონია როომ ძალიან ნელა განვითარდება მოვლენებიიი , თუმცა ეგ შენ არ გჩვევია და მომდევნო თავს ველოდებიი განსაკუთრებულს ♥♥♥♥♥ შენი ვიკა love

chemi vikaa
Xoo gvian momixda atvirtva da...
chemi gogo xar shen...

-არაუშავს ♥ გელოდებიი მთელი გულიით ♥

 


№8  offline მოდერი chica sol

vikipiki.
მარიამ ზაქარაშვილი
vikipiki.
- მარიამ გელოდებოდი წუხელ მაგრამ ჩამეძინა , ელენესი არ იყოს wink კარგი იყო , მგონია როომ ძალიან ნელა განვითარდება მოვლენებიიი , თუმცა ეგ შენ არ გჩვევია და მომდევნო თავს ველოდებიი განსაკუთრებულს ♥♥♥♥♥ შენი ვიკა love

chemi vikaa
Xoo gvian momixda atvirtva da...
chemi gogo xar shen...

-არაუშავს ♥ გელოდებიი მთელი გულიით ♥

❤❤

 


№9  offline ახალბედა მწერალი MariamG

Chemi unichieresi gogo dzaliaaan magariiiiaaa

 


№10  offline მოდერი chica sol

პანკი
მარიამ, ძალიან კარგი ხარ love
წარმატებები.
სიყვარულით, პანკი.

Didi madloba chemo kargoo❤

MariamG
Chemi unichieresi gogo dzaliaaan magariiiiaaa

Chemi mariami chemi gogo❤

 


№11  offline წევრი Eka Eka

მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ძალიან კარგია :*

 


№12  offline მოდერი chica sol

Eka Eka
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ძალიან კარგია :*

Davdeb 12is mere da dzalian maxarebt ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent