შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორია N4 (5)


21-09-2015, 19:42
ავტორი charkvianianna
ნანახია 2 606

-წამომყვები?
-ყველგან.
სწრაფად ვუპასუხე
-ოღონდ დამელოდე, დედას ვეტყვი
-იციან უკვე, ნინიმ დარეკა ჩემთან რჩებაო.
-და რომ არ წამოგყოლოდი?
-ეგ არ დამიშვია.
-ოხ
ჩვეული თვითდაჯერებულობა დაებრუნებინა.
მანქანაში ჩავსხედით. ნახევარი საათი მაინც ვიარეთ. ჩემთვის უცხო ადგილას გავჩერდით, მდინარის ხმა მესმოდა, უახლოესი დასახლებული პუნქტისგანაც კი საკმაოდ მოშორებით ვიყავით. განათება შევნიშნე და მერე პატარა, მყუდრო ხის სახლიც გამოიკვეთა. უკან ტყე იყო, გარშემო ხეივანივით გადაფარული ეზო.
-ჩემი ოცნება
აღფრთოვანებულმა ვთქვი.
მან საპასუხოდ უბრალოდ შემომხედა და გამიღიმა.
სახლი მართლა ულამაზესი იყო.
ბუხრით, ბევრი წიგნით, ძველებური ავეჯით. პატარა სამზარეულოთი.
დემემ ბუხარი დაანთო.
ცოტა ღვინო დავლიეთ.
მერე მაკოცა... ტახტზე გადავინაცვლეთ. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ვენდობოდი.
ჩემს შეშინებულ სახეზე გაეცინა.
-რა იყო ნია?
-აქამდე ეს არასდროს გამიკეთებია
-ბიჭისთვის არ გიკოცნია?
თავს იდებილებდა თუ დამცინოდა, ვერ მივხვდი.
-აბა?
-დემე!
გაეცინა.
-ნეტა იცოდე, რამდენად სუფთა ხარ ჩემთვის.
საკუთარი ფიქრების შემრცხვა.
გამთენიისას ჩაგვეძინა.
ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.
***
თვალები გავახილე.
ფანჯრიდან შემოსული სინათლე ნელნელა გამკვეთრდა და გონებაშიც ქრონოლოგიურად აღმიდგა წუხანდელი ღამის ყოველი დეტალი.
-დილამშვიდობისა
საყვარელი, ხრინწიანი ტონი.
ხმისკენ შევბრუნდი. დემე ჩემს პირდაპირ იჯდა, სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, მაგრამ ამჯერად ცინიზმის მაგივრად, სითბოს გამოხატავდა. ჭაობისფერი თვალები უელვარებდა და საოცრად მიმზიდველი იყო.
გავუღიმე.
-რას აკეთებ?
-გიყურებ
-დიდი ხანია?
-ერთი ორი საათი
-გიიჟი ხარ!!
ჩემსკენ დაიხარა. შუბლზე მაკოცა და ლოყაზე მომისვა ხელი
-ნინიმ დედაშენს უკვე დაურეკა, მე და ნია რაღაცეების საყიდლად წავალთო. ანუ, საღამომდე შეგიძლია ჩემთან იყო.
სიხარულისგან კინაღამ ვიკივლე. მთელი ძალით მოვეხვიე, მინდოდა მეთქვა რომ მიყვარს... მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომივიდა. გავშეშდი. სიყვარული არცერთს გვიხსენებია.
ჩემსა და დემეს შორის რაც ხდებოდა სიგიჟე იყო, სიზმარი, ოცნებასავით რეალობა, რომლის სინამდვილესაც ბოლომდე ძლივს ვიჯერებდი.
არაფერი მითქვამს.
მის გვერდით თავს იდეალურად ვგრძნობდი.
ჩამეხუტებოდა, და მეგონა სახლში ვიყავი. აღარსად მქონდა წასასვლელი.
ხანდახან მეჩვენებოდა რომ წარმოდგენაც არ მქონდა როგორი იყო რეალურად. რას ფიქრობდა, რა აწუხებდა. ვფიქრობდი, რომ საერთოდ არ ვიცნობდი.
ხანდახან კი ისე ცხადად ვგრძნობდი მის სიახლოვეს და გულწრფელობას, მეგონა მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ. უცნაურად შემომხედავდა ხოლმე, თითქოს სამუდამოდ იბეჭდავდა ბედნიერი ნიას სახეს გონებაში. რამდენი უპასუხო კითხვა მიტრიალებდა თავში...
სადილი ერთად მოვამზადეთ.
მაცივარში ნაპოვნი პროდუქტების გამოსაყენებლად მთელი ჩემი კულინარიული ფანტაზია ჩავრთე და დემეს თქმით, გაამართლა კიდეც.
ჩემმა ცნობისმოყვარეობამ საბოლოოდ დაკარგა სიმშვიდე.
ზოგ კითხვაზე მპასუხობდა.
ზოგზე უბრალოდ მიღიმოდა.
ზოგზე თავს მარიდებდა კოცნით ან ჩახუტებით.
ბედნიერება იყო დემეს გვერდით გატარებული დღე-ღამე.
საღამოს მომიყვანა სახლში.
არ უყვარდა დემეს სოციალური ქსელები, მესიჯები ტელეფონზე. საერთოდ, მობილურს თუ იყენებდა არც ვიცი. ეს კი იმას ნიშნავდა რომ მეორე დღემდე ვერაფერს გავიგებდი მასზე, რამაც საგრძნობლად წამიხდინა ხასიათი.
-არ იყიდე არაფერი?
სახლში შესულს ნანა შემომეგება.
დავიბენი.
-არაა, გოგოებს დავყვებოდი. მე არაფერი მომეწონა
-კარგი დედიკო. გშია?
გულზე მომეშვა. არაფერი იცოდა.
-ჰო, მშია.
-სამზარეულოში გავიდეთ
გავყევი.
***
ჩემი შიში უსაფუძვლო გამოდგა.
დემე არ გამქრალა, ისევ ჩემთან იყო.
სკოლაში მისულს, ჭიშკართან დამხვდა. სანახევროდ მიყრდნობოდა, სიგარეტს ეწეოდა და ჩვეული ირონიით მიღიმოდა.
შევნიშნე როგორ აკვირდებოდნენ გარშემომყოფები. უყურადღებოდ თითქმის არავის დაუტოვებია.
მე სუნთქვა შემეკრა მის დანახვაზე, ყვირილი მომინდა.
-სკოლაში რატომ აგვიანებთ ქალბატონო ნია?
სიცილით მკითხა და შუბლზე მაკოცა.
გონება გამეფანტა, რაღაც ჩავიბურტყუნე.
-მომენატრე
გაბუტული ბავშვივით ვუთხარი.
-მეც მომენატრე
-მართლა?
-არა გეღადავები
მხიარულ დემეს პირველად ვხედავდი.
სულ სხვანაირი იყო, ყოველ წამს მაკვირვებდა.
მთელი დღე ერთად გავატარეთ.
სახლში გვიან მომიყვანა.
სადარბაზოსთან სანდროს მანქანა იდგა. გული გამიჩერდა მათი სავარაუდო შეხვედრის წარმოდგენაზე.
შეშინებულმა გავხედე დემეს იმ იმედით რომ შავი bmw მის ყურადღბას არ მიიქცევდა, ტყულად ვოცნებობდი, რა თქმა უნდა.
-სახლშია შენთან?
-რა?
ვეცადე ბუნებრივად გამეკვირვა.
-სანდრო, ამოდიოდა ხოლმე შენთან?
-აა, კი. იცნობს მშობლებს.
-ეხლა ადი, რაზეც არ უნდა დაგიწყოს ლაპარაკი ნუ მოუსმენ. უთხარი ქვევით ჩამოვიდეს, ველოდები.
-აუ დემე, არ ღირს რა, მე თვითონ ავუხსნი ყველაფერს.
-გააკეთე რასაც გეუბნები
ვხვდებოდი როგორ ცდილობდა თავის შეკავებას და მშვიდი ტონის შენარჩნებას.
-კარგი.
ვუპასუხე და სწრაფად გადმოვედი მანქანიდან. შიშისგან ხელის გულები მეყინებოდა და ფეხებს ძლივს მივათრევდი.
ესეც "ოჯახური იდილია".
სანდრო, დედაჩემი და მამაჩემი მაგიდასთან ისხდნენ.
პირველი, ზედმეტად კმაყოფილი სახით, ეს უკანასკნელნი კი გაფითრებულები და დამფრთხალები.
ჩემს დანახვაზე სანდრო ფეხზე წამოდგა.
უღიმღამოდ მომესალმა
-აქ რა ხდება?
ხმის კანკალით ვიკითხე.
-შენ უნდა მოგისმინოთ, მგონი ბევრი გაქვს მოსაყოლი.
აქამდე უჩვეულო, გულგრილი ტონით მითხრა ნანამ.
მამაჩემმა თავი ხელებში ჩარგო.
-სანდრო, ერთ წამს გამოდი რა.
***
-რა უთხარი დედაჩემს და მამაჩემს?
ზიზღით გამოვცარი კბილებში.
-სიმართლე ნია
-რა სიმართლე?
-შენზე და იმ ვიღაც ბრაძიაგაზე. ვის გამოც მიმაგდე. არ არის ეგ შენი შესაფერისი ნია
თავი ძივს შევიკავე რომ მთელი ძალით არ გამერტყა სახეში.
-შე მშიშარა არაკაცო, ეგ "ბრაძიაგა" არ იყო ცხვირპირი რო დაგილეწა და უპასუხოდ დატოვე?
-ნია, სიტყვებს დაუფიქრდი. ეგ ტიპი მკვლელია, მეორეჯერაც თავისუფლად ჩაჯდება, მე კიდევ მომავალი მაქვს, მიზნები, შენი მომავალიც ჩემი საზრუნავია. პასუხი რომ გავცე, მინიმუმ ისეთი იქნება რომ მეც დამიჭერენ.
-არაფრის თავი არ გაქვს, ცარიელი სიტყვები ხარ
ხელი ვკარი და უკან გავწიე. მკლავზე მომიჭირა, შემანჯღრია
-ნია, ამდენს აღარ მოგითმენ
-ფეხებზე რას მომითმენ, წადი აქედან. უფროსწორედ გაიქეცი, ქვემოთ დემე გელოდება და შემთხვევით არ შეგხვდეს
-ძაან კარგი თ მელოდება! მაგ სირს ვუჩვენებ...
სანდრომ გვერდით მიმაგდო და კარებში გიჟივით გავარდა.
ნანა და გია ხმაურზე გამოცვივდნენ, ჩემს ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე სულ მთლად გაფითრდნენ
-რახდება ნია გაგვაგებინებ??
-მამა, ჩადი, მოკლავს გეფიცები. არ აცოცხლებს სანდროს, მამა ჩადი გთხოვ
-ვინ მოკლავს? ვის? ბოლოს და ბოლოს აგვიხსნი რა შარში გაყავი თავი?
-დემე აქ არის. სანდრო გამწარებული გავარდა, არ დაინდობს მამა. ვერ მოზომავს, მოკლავს სანდროს!!!
-რას ამბობს ეს ბავშვი
ლამის იღრიალა გიამ და კიბეებზე უკანმოუხედავად დაეშვა. უკან გავყევი, თვალებში მიბნელდებოდა. ძრავის გამაყრუებელმა ხმამ გონზე მომიყვანა და ერთადერთი რაც ძლივს გავარჩიე სიბნელეში, დემეს მანქანის საბარგული იყო, რომელიც წამებში გაუჩინარდა.
დღემდე არ ვიცი რა მოხდა იმ ღამით. სანდრომ დამირეკა, მომიბოდიშა. იმის მერე აღარც გამოჩენილა.
7 თვე გავიდა იმ დღიდან, რაც ერთად ვიყავით მე და დემე.
მიუხედავად დროის გასვლისა, საჭრაო თემების სამეულს არ ვკარგავდით.
გამოცდებდი ადარდებდა მთლ სკოლას, ზაფხულის არდადეგების გეგმები და ჩემი და დემეს ურთიერთობა.
რამდენჯერ მოვკარი ყური, თრმე დემეს ძალა უხმარია ჩემზე.
თურმე მიღალატია კიდეც, თურმე ოჯახი ურთიერთობას მიკრძალავდა.
ვერ ვიტყვი, ნანა და გია აღფრთოვანდნენ ჩემი არჩევნით თქო, მაგრამ იცოდნენ რომ დემე მიყვარდა და ლექციების კითხვასაც შეეშვნენ. 17-ის ვიყავი. არც ისეთი პატარა იმისთვის რომ მშობლების ჭკუაზე გაუაზრებლად მევლო.
ბედნიერები ვიყავით მე და დემე.
ჩუმად, ჩვენთვის, სრულყოფილად.
მიფრთხილდებოდა და ვუფრთხილდებოდი.
დიდი ხანი არ იყო გასული, რაც პირველად მითხრა მიყვარხარო.
მთაწმინდაზე ვიყავით, დემეს ძმაკაცის სახლში.
უზარმაზარი ვერანდიდან მთელი თბილისი ჩანდა.
ნაწყენი ვიყავი, მგონი რაღაცაზე ვიეჭვიანე.
უკნიდან შემომხვია ხელები და თავი მხარზე დამადო.
-მეშინია შენი, ნია
ხმადაბლა ჩამჩურჩულა. გამეცინა
-რატო?
-ძალიან ეჭვიანი ხარ, მაგრამ შენზე უარესი მე ვარ. სიბრაზე სისხლს დაყვება ხოლმე და იმის წარმოდგენაც მაგიჟებს რო შეიძლება ოდესმე სხვა შეგეხოს, სხვას ეკუთვნოდე. ალბათ ვერ გრძნობ, ვინ ხარ ჩემთვის, როცა მიხვდები რომ ყოველი წუთის და წამის შენთან გატარება მინდა, იმასაც გაიგებ რომ არ გქონია ეჭვიანობის საბაბი.
უზომოდ გულწრფელი მომეჩვენა მაშინ. გრძნობებზე ლაპარაკი დემეს სტილი არ იყო. ვიცი რამხელა გამბედაობად დაუჯდა ეს.
-მიყვარხარ ნია, გაიგე?
სუნთქვა შემეკრა ამის გაგონებაზე. ფილტვებს ძლივს ამოვატანე ჰაერი.
ღმერთო, მე ვოცნებობდი ამაზე.
შემოვბრუნდი, მისი სახე ჩემკენ მოვიზიდე. შუბლი მივადე და თვალები დავხუჭე.
დაბნეული დემე პირველად ვნახე მაშინ.
-მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები, დემეტრე.
აღარაფერი უპასუხია.
მაკოცა. სულ წამიერად. მაგრამ ყველაზე ტკბილად მათ შორის, რაც კი ოდესმე ყოფილა.
მიყვარდა დემეტრე იმნაძე. იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე თავად შეძლებდა წარმოედგინა. ისე თავდავიწყებით, წიგნებში რომ წერენ, და ისე გაგიჟებამდე, ფილმებს რომ იღებენ. არ გვჭირდებოდა სიტყვები. ვიცოდი და- იცოდა ეს.
ერთი შემოხედვაც საკმარისი იყო იმისთვის რომ თავი საუკეთესო მოვლენად მეგრძნო რაც მის ცხოვრებაში მომხდარა.
ყოველ პარასკევს "ჩვენს" მყუდრო სახლშ ავდიოდით. ყოველ შაბათ დილას კი, ახალგაღვიძებული, პირველად დემეტრეს უღმერთოდ ლამაზ სახეს ვხედავდი.
არასდროს განელებულა სიყვარული მის თვალებში, და არც არასდროს შეუცვლია იგი ვნებას.
ვენდობოდი, მთლიანად მისი ვიყავი, მაგრამ არასდროს მიკარებია ჩემს სხეულს.
პირველი იყო, ვისაც ჩემი ნახატები ვაჩვენე. მთელი კვირა ცდილობდა დავერწმუნებინე რომ აღფრთოვანებული იყო ჩემი ნიჭით. მე გადამეტებულ სიყვარულს ვაბრალებდი მის ასეთ შეფასებას.
დემე ყოველთვის განსაკუთრებულად მაგრძნობინებდა თავს.
დამარწმუნა კიდეც, რომ ხატვა უნდა გამეგრძლეებინა და ცალკე ოთახიც გამომიყო ჩვენს სახლში, საღებავებით, ფორმატებითა და ფუნჯებით სავსე.
მე ორი შვილი მინდოდა მყოლოდა.
ბარბარე- დემეს თვალებით და ნიკოლოზი - მისი ხასიათებით. ან ანდრეა.
ნიკოლოზი თუ ანდრეა?
შეწუხებული სახით ვკითხე ერთხელ.
-ნიკოლოზიც და ანდრეაც
დემემ გამიცინა და სალათისთვის გამზადებული პროდუქტები მომპარა.
შევუბღვირე.
-რა საყვარელი ხარ, ნია.
***
-ზეგ რა დღეა აბა?
-ოთხშაბათი
-ოოო! მართლა გეკითხები
-არ ვიცი
დამნაშავედ გაიქნია თავი
-7 თვე ხდება რაც ერთად ვართ
-ყველაზე მაგარი შვიდი თვე.
***
საღამო იყო. მზად ვიყავი უკვე, დემეს ველოდებოდი.
შინდისფერი კაბა მეცვა, ტანზე მომდგარი.
მსუბუქი მაკიაჟით და ქუსლიანი ფეხსაცმლით საერთოდ არ ვგავდი ჩემ თავს.
დემეს რექაცია ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
8ზე გამოგივლიო, სად მივყავდი, სიურპრიზი იყო.
აგვიანებდა დემე, ტელეფონსაც არ იღებდა.
გავბრაზდი.
ძინავს? ან იქნებ დაავიწყდა?
რამე ხო არ მოხდა?
პანიკა მიპყრობდა თანდათან. მერე მივწერე: ,,სახლში ვარ და გელოდები.ვნერვიულობ.იმედია ყველაფერი კარგადაა''
რა თქმა უნდა, არ უპასუხია.
მთელი ღამე მის გამოჩენას ველოდებოდი. ტირილისგან და ემოციებისგან გადაღლილი, გამთენიისას მთელი ძალდატანებით მანქანის საჭესთან დავჯექი, მის სახლში ვაპირებდი მისვლას.
თუ არ დამხვდებოდა, ყველა სავარაუდო ადგილს ვნახავდი, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო.
თვალებში მიბნელდებოდა.
მარჯვენა სანაპიროზე ვიყავი. არც ის მახსოვს სწრაფად მივდიოდი თუ არა, და არც მოვლენების შემდგომი განვითარება.
ერთადერთი რაც მახსოვს არის შემზარავი კივილი, ქალის ხმა, ღრიალი, თუ რა დავარქვა, არ ვიცი.
ხმა რომელიც დღემდე ჩამესმის გონებაში.
მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილი 3 სიტყვა: "პულსი არ აქვს"



№1  offline წევრი Eka Eka

Vaume gavguzdebi male dade ra gtov

 


№2 სტუმარი mariami

ამ ორზე ვგიჟდები <3 მალე დადე რააა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent