შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორია N5


22-09-2015, 00:00
ავტორი charkvianianna
ნანახია 2 661

27 წლის იყო ქალი.
ბავშვი 3-ის.
ლუკა ქვია. შეშინებული აცეცებს თვალებს. კარგად ვერ ხვდება, რაში უნდა იყოს საქმე. ხანდახან წამოიტირებს ხოლმე. დაღლილობისგან, ან დაჟეჟილობისგან, ვინც იცის.
ზღვისფერი თვალები აქვს, სინათლისფერი დაჰკრავს.
ღია ფერის თმა და კანი.
ხელები მიკანკალებს. მისი პატარა თითები ტუჩებთან მომაქვს, ვკოცნი. ცრემლები ღაპაღუპით მომდის. ისეთი პატარაა, ისეთი უსუსური, დაუცველი. უცნაურად მიყურებს. ალბათ ვერ ხვდება რატომ ვტირი
-დედა სადაა?
ბავშვური ხმა მთელს პალატას ეფინება.
ვეღარ ვუძლებ.
თვალებს ვხუჭავ მწვანე რგოლების გაჩენამდე...
"19 ივლისს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გამთენიისას მომხდარი ავტოავარიის შედეგად, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი. მცირეწლოვან ბავშვს კი სხეულის მძიმე დაზიანება აღენიშნება".
გამოსახულება ბუნდოვნდება.
"დედა სადაა?"
გონებას ვკარგავ.
***
ყველაფერი შეიცვალა.
360 გრადუსით შემობრუნდა.
მსოფლიოში ყველაზე შეყვარებული ბედნიერი გოგოდან, თავადაც უბედური და სხვისი მწუხარების მიზეზიც გავხდი.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძებამ, ვიდეოკამერებმა და თვითმხილველთა ჩვენებებმა დაადასტურა რომ ქალის სიკვდილში მე დამნაშავე არ ვყოფილვარ, რომ ეს ტრაგედია გარდაუვალი იყო, და მეტიც, მანქანით კი არ დავეჯახე, არამედ მოსალოდნელი შეჯახების თავიდან ასარიდებლად მოვაბრუნე მანქანის საჭე და ხეს შევასკდი, საშინელი შეგრძნება დამყვებოდა მუდამ.
დანაშაულის, სინდისის ქენჯნის, შიშის.
ის საზარელი ხმა არასდროს მტოვებდა: "პულსი არ აქვს"
3 წლის ბიჭუნას ცრემლიანი თვალები და აკანკალებული ხმით წარმოთქმული "დედა სადაა" პირველ ფიქრად გადამექცა გაღვიძებისას, და უკანასკნელად დაძინებისას.
გარდაცვლილს მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვისთვის ხელი გაუშვია და ბიძგით უკან გადაუგდია, პირდაპირ ჩემი საბურავების წინ.
მე დამუხრუჭებას ვერ ვასწრებდი და, მერე რაც მოხდა, უკვე ვთქვი.
სახლიდან აღარ გავდიოდი.
დღეებიც წრფივად და თანაბრად მიედინებოდა.
ნანამ ფსიქოლოგი ამიყვანა, ეგონა, საერთოდ ვკარგავ შვილსო.
ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი პერიოდი იყო და ჰო, ჰო ვიცი რაც გაინტერესებთ.
დემე არ ყოფილა ჩემს გვერდით.
მაშინ არ ყოფილა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
არ მოვუშვი, აღარ მოვუშვი ჩემამდე.
იმ ღამეს, როცა თვალებდასიებულს და ანერვიულებულს დამათნდა. როცა ჩავჯექი იმ საზიზღარ მანქანაში და არაადამიანურ მდგომარეობაში მყოფი წავედი დემეს სახლისკენ,
იმ დაწყევლილ ღამეს რომელიც ყველაზე საშინელი მოგონებაა ჩემი ცხოვრების,
დემე არც ცუდად ყოფილა,
არც გასაჭირში,
და არც გაურკვევლობაში.
მთვრალი, აქამდე რომ ვერ წარმომედგინა ისეთი უაზრო და სასოწარკვეთილი დემე, ელენე რუსიძის სახლში, მის ლოგინზე ეგდო უგონოდ.
ყოველთვის ვამჩნევდი გოგოების ინტერესს მის მიმართ. ელენესაც ვამჩნევდი, ანთებული თვალებით და ღიმილით ესალმებოდა სულ.
გამომწვეობდა.
იმნაძის ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ.
მე არასდროს ვეჭვიანობდი ასეთებზე.
იაფფასიანებზე.
ვიცოდი მათდამი დემეს ცინიკური დამოკიდებულება და ყველაზე მეტად მეწყინა. მაწყენინა. მატკინა.
თვითონ მომიყვა.
აღიარების გამბედაობა ნამდვილად ეყო.
წადი თქო, ვუთხარი მაშინ.
არ ვიცი რა იყო ეს. რას შევადარო. როგორ ავღწერო. ის საშინელი ამბავი რომ არა, ვინ იცის, იქნებ დემესთვის ყველაფერი მეპატიებინა და ჩვეულ რიტმში გამეგრძელებინა ცხოვრება. უბრალოდ... ვერ შევძელი. ვეღარ გამოვხატავდი მის მიმართ სიყვარულს. აღარც სურვილი მქონდა და აღარც ძალა.
წავიდა დემე. წავიდა და... გავუშვი.
***
სამჯერ შემხვდა იმ დღის მერე.
იმედის ნაპერწკალი მაინც რომ დაენახა ჩემს თვალებში, სულ მცირე გასაქანი მაინც რომ მიმეცა იმ სიყვარულისთვის რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, უფრო ეცდებოდა, იბრძოლებდა, დამიბრუნებდა, ასე მგონია.
მისი ყველა მცდელობა უშედეგო იყო.
აღარ მიყვარხარ თქო.
ნეგატიური ემოციებისა და იმედგაცრუების გარდა, შენგან არაფერი მახსოვს თქო.
რა ვქნა, ტკივილმა ყველაფერი გადაფარა და საბოლოოდ უნდა დავშორდეთ თქო.
კიდევ ცოტა ხანს მიტრიალა გარშემო.
მერე კი საერთოდ გაქრა.
რუსეთში წავიდაო, ეს ვერსია მოიტანეს ჩემამდე.
სიგიჟემდე მენატრებოდა. საკუთარ თავს ვღალატობდი მისი სიყვარულით.
ვოცნებობდი, ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრება საშინლად დამცინოდა.
მას ხომ ასე ძალიან უყვარს შავი იუმორი.
ვფიქრობდი, როგორ ძალიან მიყვარდა, როგორ გავუშვი, და როგორ ვერასდროს მივიტანე ჩემი სიყვარული დემეტრემდე.
მთელი დღეები დავაბიჯებდი ცარიელ ქუჩებში, გზა კი არ სრულდებოდა.
საკუთარ თავზე აღარაფერი ვიცოდი.
აუხდენელი, აყროლებული ოცნებები მტანჯავდა.
დემე მენატრებოდა.
ფიქრები ერთმანეთში მერეოდა და აი ასე, გაურკვეველი, უმიზნო, აწმყოში გაყინული ცხოვრებით გავლიე 2 წელიწადი.


-რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთლ სიცოცხლეში გაკლიათ
-მართალია, ხოლო ყველაფერი, რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს ხოლმე.
***
2+1, 3 წელი, 5 თვე,
სამი კვირა და კიდევ 2 დღე გავიდა იმ დღდან, როცა ჩამეხუტა, მერე უსიტყვოდ შებრუნდა, წავიდა, და აღარ გამოჩენილა.
მაშინ როცა დემეს გარეშე გატარებული 1 დღეც მთელ საუკუნედ მეჩვენებოდა, როგორ გავძელი 3 წელი?
ნეტავ ერთხელ მაინც დამენახა.
შორიდან.
სტუმრებს გავუღმე და ნინისთან მივედი
-საპირფარეშოში გამომყევი რა
-წამო
ნინი ადგა და ხელი ხელში გამიყარა. თვალები უციმციმებდა. კარგად ასრულებდა ბედნიერი დაქალის როლს.
-რა გჭირს?
ჩამჩურჩულა და კაბის ჩუქურთმაზე თითები ჩამოასრიალა
-დემე გამახსენდა
ნინიმ დანანებით გააქნია თავი
-როდის დაგავიწყდა რო?
-არ ვიქცევი ხო სწორად?
-არ არის ეხლა ამაზე ფიქრის დრო. შენი დღეა დღეს, ბედნიერი უნდა იყო.
-ვარ კიდეც.
-ხოდა გაიღიმე პატარძალო
-მაგ რაღაცას ნუ მეძახი.
შევუბღვირე და ჩავეხუტე.
***
2+1+1, 4 წელი, 2 თვე. 1 კვირა.
***
-სახლში ხარ?
-კიი, რა ხმა გაქ, რა ხდება?
-ნია, საბა მანდ არი?
-არა სამზარეულოშია. რა ხდება გამაგებინებ?
-დემე ჩამოვიდა ნია, თბილისშია. ჩემი თვალით ვნახე.
-რაა?
ძლივს წარმოვთქვი. -სად ნახე?
-ეხლა, ცოტა ხნის წინ, ბახტრიონზე
-გამოელაპარაკე?
ლამის ვიღრიალე.
მერე მივხვდი და ტონს დავუწიე. თან საბას გავხედე. არ ესმოდა ჩემი ხმა.
-არაა, დავინახე უბრალოდ. საერთოდ არ შეცვლილა. ბახტრიონზე იყო, გაიგე? შენ გეძებდა
-იცის შენი აზრით?
ჩურჩულით ვკითხე.
-ეტყოდნენ ნია, შენ ქორწილზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა
-საბა მოდის სხვა რამეზე მელაპარაკე.
-ხოო, რა ვიცი
-ის კაბა გაიზომე?
-ეჰ, ნია
-მეც ეგრე ვფიქრობ, ლურჯი უფრო მოგიხდა.
***
შუადღე იყო. თოვდა გარეთ.
საშინლად ცივი ზამთარი იყო იმ წელს.
სავარძელზე მეძინა და კარის ხმამ გამომაფხიზლა.
გავაღე და ზღურბლზე გავშეშდი.
დემე იდგა. ყინვის გამო პირიდან ხშირ-ხშირად უშვებდა ორთქლს და ღრმად სუნთქავდა.
გულმა ფეთქვა გამოტოვა.
ვუყურებდი და მიყურებდა.
რამდენიმე წუთი, გაუცნობიერებლად ვიდექით ასე.
"როგორ გაბედა აქ მოსვლა, საბას სულ არ სცემს პატივს".
სხვა რამეზე ვერ უნდა მეფიქრა წესით, მაგრამ წამიერად გავიფიქრე, იქნებ მის მიმართ აღარაფერს ვგრძნობ და ამიტომაც ამომიტივტივდა გონებაში ყოფითი საკითხები თქო.
ცივი ნიავის შემოლაწუნებამ გამომაფხიზლა.
დემე თვალებში მიყურებდა მაგრამ გონებით სხვაგან დაფრინავდა.
-შემოხვალ?
ძლივს ამოვილუღლუღე.
-ჰო
კარები ფართოდ გავაღე.
სახლში შემოვედით.
ფეხები მეკეცებოდა, როგორ მინდოდა ეს საშინელი დუმილი დაერღვია.
შევამჩნიე როგორ შემათვალიერა თავიდან ბოლომდე.
ამან უფრო დამაბნია.
თვითონ ისეთი იყოი, როგორიც დამამახსოვრდა. მზერა ოდნავ გამკაცრებოდა და მის თვალებში საბოლოოდ გამქრალიყო მონატრებული სითბო. ჩემგან დისტანციით იდგა, ყურადღებით აკვირდებოდა კედლებს, ავეჯს, სახლის ყოველ დეტალს.
-შენი ქმარი არაა?
-არა
მოკლედ მოვუჭერი და სპაზმურად მომდგარი ცრემლები შევიკავე.
არაფერი უპასუხია.
მგონი შეამჩნია თვალები რომ ამიწყლიანდა და გულიც მოულბა.
-ჩაის დალევ, დემე?
ისე მეუცნაურა ამ სახელის წარმოთქმა, ვიფიქრე გავგიჟდი, ან ყველაფერი მესიზმრება თქო.
-ჰო
საქმე მომეცა უხერხულობისგან თავდასაღწევად.
ჩაიდანი წყლით გავავსე და პროცესი რაც შეიძლება გავაჭანურე.
-როდის ჩამოხვედი?
-გუშინ
-ჰოო.. ახალი რა არის შენკენ?
-არაფერი.
მაგიჟებდა უკვე ეს სიტუაცია. აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა.
ჩაის დასხმა რომ დავაპირე ცხელი ჩაიდანი გამივარდა და ხელი დავიწვი. მოწოლილ ემოციასაც გასაქანი მივეცი და ისტერიულად ავტიდი.
მომიახლოვდა.
ჩემი ხელი შეათვალიერა.
მაცივრიდან ყინული გამოიღო და დამადო.
-დამწვრობის გაქვს რამე?
-წამლების კალათშია.
ხელით ვანიშნე თაროზე. ისე მექცეოდა თითქოს ჩვენს ერთადერთ პრობლემას ჩემი ხელი წარმოადგენდა.
ტკივილს სულ ვერ ვგრძნობდი. სხვა რამ მატირებდა
-გეწვის? ნუ ტირი რა
ჩვეული მზრუნველი ტონი მომესმა თითქოს.
ახლოს იდგა.
ისე ახლოს, რომ ერთი ნაბიჯიც და გულში შემეძლო ჩამეკრა.
ღმერთო, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი. ნაცნობი სუნი, ხმა, ხელზე შეხება. ამდენს ვეღარ გავუძლებდი.
რამდენიმე ნაბიჯით დავშორდი.
ვხვდებოდი, თვითონაც არ იყო კარგად.
შებრუნდა და უსიტყვოდ წავიდა კარისკენ.
-დემე!
სასოწარკვეთილმა ვიყვირე
-რა იყო, ნია?
ზურგშექცეულმა მიპასუხა.
-მიდიხარ?
-კი
მხოლოდ ახლაღა შემობრუნდა.
აღარ ვიცოდი რა მეთქვა. როგორ მეთხოვა დარჩენა. მზად ვიყავი მუხლებზე დაჩოქილს მეთხოვა პატიება. ჩემი ცრემლები მასზე აღარ მოქმედებდა.
უემოციო თვალებში წამით ზიზღიც შევნიშნე.
რისადმი, ვისადმი, არ ვიცოდი, მაგრამ იმედი მქონდა რომ სულ გულგრილი არ იყო ჩემს მიმართ.
კარებზე დააკაკუნეს.
გული კინაღამ ამომივარდა
-გავაღო?
მშვიდად მკითხა, ზღურბლთან ახლოს მდგარმა.
-მე თვითონ.
ვუპასუხე და შემოსასვლელამდე მივირბინე. საბა იყო. ჩვეული, მხიარული განწყობით შემოაბიჯა. ხელში პარკები ეჭირა, მხრით მობილურს იჩერებდა ყურთან.
-ნია დამიკავე რა
უდარდელად მანიშნა ტელეფონზე და პარკები აწია.
დემე გვიან შეამჩნია.
გაქვავდა.
ერთიანად გაუქრა ბედნიერი იერი და სახე გაუფერმკრთალდა.
იცოდა საბამ, საბამ კი არა, მთელმა თბილისმა იცოდა როგორ გვიყვარდა მე და დემეტრეს ერთმანეთი.
-სტუმარი გყოლია ნია
ირონიული და გაოცებული ტონით ერთდროულად წარმოთქვა.
-უკვე მიდის
ურცხვად განვუცხადე.
დემემ საბას შეხედა. ამ უკანასკნელს მთელ სახეზე ალმური მოსდებოდა.
დემეს გაეღიმა
-შენი სტუმარი ვარ, ნიასი კი არა
თვალები გამიფართოვდა.
დემემ გააგრძელა
-სალაპარაკო მაქვს, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-არა რა თქმა უნდა
-სჯობს სადმე წავიდეთ
-წავიდეთ
საბამ პარკები დაყარა და კარებისკენ გაუძღვა.
დემემ უკანასკნელად შემათვალიერა.
მერე ორივე ზღურბლს იქით გაუჩინარდა და ეზოდან შემოვარდნილმა სუსხმა ერთიანად ამაცახცახა.
საშინელების მოლოდინში გავიდა მრავალი საათი. საკუთარ თავს ვეღარ ვერეოდი. არ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა ან გამეკეთებინა.
დროზე მომისწრო საბამ, კარი შემოაღო და გაჩერდა.
-მშია ნი, რამე ვჭამოთ რა.
ჩვეული ტონით მითხრა და ლოყაზე მაკოცა. დავიბენი.
-რა ხდება არ მეტყვი?
-რაზე
-საბა!
-არაფერი არ ხდება.
მოთმინების ფიალა ამევსო, ცრემლები წამსკდა.
-გიყვარს ხო?
რამდენიმე წუთის შემდეგ მკითხა. ხმა არ ამომიღია. უარესად ავტირდი.
-ყველაფერი გააფუჭა თავისი ჩამოსვლით
გულნატკენი თვალებით შემომხედა საბამ.
-არ მიყვარს. უბრალოდ ყველაფერმა ზედმეტად იმოქმედა ჩემზე.
შემეძლო რაც შეიძლება დამაჯერებლად მეთქვა.
-რა გატირებს ნია?
-არ ვიცი.
საბა გაჩუმდა. მომიახლოვდა. რაღაც ზიზღნარევი მზერა ვიგრძენი მის გამომეტყველებაში.
-მე გიყვარვარ ნია?
-მიყვარხარ
ნიკაპის კანკალით ვუპასუხე
-მაგრამ ის უფრო გიყვარს. კაცი რომელმაც გული გატკინა, მიგატოვა, გაქრა, მთლი ეს წლები საერთოდ არ ჩანდა, გიყვარს ნია. ბედი ქონია, სამუდამოდ ჩასახლდა შენში.
-საიდან მოიტანე რომ მიყვარს
-ასე ჩემთვის არასდროს შემოგიხედავს. ვოცნებობდი შენი გაბრწყინებული თვალების ნახვაზე და ვნახე კიდეც, მაგრამ არა ჩემი მიზეზით. იმასაც უყვარხარ ნია, არამიწიერი სიყვარულით. რომ ვიცოდე შეგირიგდება, გეტყოდი წადი თქო, გიშვებ.
მაგრამ ის შენ არასდროს გაპატიებს სხვა კაცის ცოლობას.
ის აღარ დაგიბრუნებს. და აი ამიტომ არ გაგიშვებ მეც.
ძლივს გავიაზრე რას მეუბნებოდა.
აჩქარებული პულსი ძარღვებს მიბერავდა.
სუნთქვაც მიჭირდა. საბასთან ამ ლაპარაკს ყველაფერი მერჩივნა.
-საბა, რა უნდოდა დემეს?
-მიხედეო
-მართლა მაგის სათქმელად წაგიყვანა?
-კი
გავშეშდი.
ვეღარასდროს ვნახავდი?
სამუდამოდ წავიდა?
აქამდეც არ ყოფილა ჩემთან. მაგრამ მისი დაბრუნების იმედს არასდროს ვკარგავდი.
საბამ თავი დახარა დახელები აიფარა სახეზე.
შემეშინდა.
-საბ, გთხოვ დავივიწყოთ, მე არსად წასვლას არ ვაპირებ
-ვიცი ნია.
ძლივს მოაღწია მისმა ხმამ ჩემამდე. ცოტა ხანს ჩუმად იყო. მერე ჩასისხლიანებული, უემოციო თვალებით შემომხედა. მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული ქმარი, საკუთარ თავზე კონტროლ დაკარგულ ცხოველს დაემსგავსა და ორ ნაბიჯში მომიახლოვდა.
ვერ მივხვდი რას აპირებდა.
იქამდე სანამ უხეშად მაკოცა და მტკივნეულად დამიწყო სხეულზე ხელების ფათური.
-საბა, გაჩერდი
-რატომ? ჩემი ცოლი ხარ ნია. ჩემი ცოლი... ცოლი...
იმეორებდა ერთი და იმავეს. მხოლოდ ახლაღა ვიგრძენი ალკოჰოლის სუნი. ნასვამი იყო, ან ეხლა ეკიდებოდა სასმელი.
ყვირილი დავიწყე. შეცბა მაგრამ არ გაჩერებულა.
ძალით ვეცადე თავიდან მომეშორებინა.
მხრებში ჩამავლო და კედელზე მიმანარცხა.
ტანსაცმელს მხდიდა. მეზიზღებოდა იმ წამს. მძულდა. ხელზე ვუკბინე.
იღრიალა და სახეში გამარტყა.
გავჩერდი.
თვითონაც.
-ნია, ღმერთო, ნია მაპატიე
საბას სახეზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. ხელებს იფარებდა. გვერდი ავუარე, ქურთუკი ავიღე და ყინვაში გავედი.
დემესთან მინდოდა.
სასოწარკვეთილს, ემოციებისგან დაცლილს, შეურაცხყოფილს, აღარ მადარდებდა თავმოყვარეობა.
მის სახლში არავინ დამხვდა.
ყოველთვის როცა რაღაც ხდებოდა, საგურამოში ადიოდა.
სხვა იდეა არც მომსვლია თავში.
მანქანაში ჩავჯექი და მთელი ძალით მივადგი ფეხი გაზის პედალს.
ის საშინელი, საბედისწერო დღე გამახსენდა.
ბუნდოვანი კადრები, სიგნალი, მსხვრევის ხმა...
მერე დემეს სახე...
წყეული აღიარება.
დაშორება.
მთელი სხეულით ვკანკალებდი. როგორც მაშინ.
მეზიზღებოდა საბა. ცხოველი, რომელთან ერთად გატარებული დღეებიც კოშმარად მეჩვენებოდა ახლა.
თოვდა. ნისლი იყო. გზა არ ჩანდა.
არც ის მადარდებდა უბედურ შემთხვევას თუ ვემსხვერპლებოდი, არც სიცოცხლის დამთავრების მეშინოდა.
დასაკარგი აღარაფერი მქონდა.
ერთადერთი რის გარეშეც არ მინდოდა ამ ქვეყნიდან წასვლა, დემესთვის უთქმელი სიტყვები იყო.
სწორედ ამიტომ შევანელე სვლა.
მანქანა საერთოდ გავაჩერე.
საჭეს მივეყრდენი და ავტირდი.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე.
გაიყინა წამი. უდროობამ მოიცვა იქაურობა. ვიჯექი მარტო, შუა გზაზე გაჩერებულ დათოვლილ მანქანაში და აღარაფერი იყო ჩემს გარშემო.
არც ადამიანები არსებობდნენ, არც ხმაური მესმოდა.
არარსებულმა სიჩუმემ დაისადგურა ჩემს სულში და გონებაში.
დემეს თვალების გარდა, ვეღარაფერს ვხედავდი.
შემცივდა.
სხეულით ვიგრძენი სიცივე.
სულით ვერა, ის უკვე დიდი ხანია ყინულად ქცეულიყო.
ყრუდ მესმოდა სიცოცხლის ხმაური.
წარმოსახვაში, ჩემს გვერდით იყო.
არასდროს დავუტოვებივარ.
შემეშინდა.
ყველაზე მეტად შემეშინდა იმ დაუჯერებელი სიყვარულის, რომელიც ყოველ წამს უფრო მძაფრად ვრცელდებოდა ჩემს არსებაში.
მანქანა დავძარი და ნელა გადავედი სავალ ნაწილზე.
ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ იქ დამხვდებოდა.



№1  offline წევრი nati96

კარგიააა..მალე დადე რა მომდევნო თავიი

 


№2 სტუმარი salo

Auuu male dadee raa axali tavii magaria dzaaannn

 


№3  offline წევრი სპენსერი

აუუუ ძაან მომწონს love იქ დახვდეს რა დემეტრეე love მომწონს ზალიან მალე დადე ახალი ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent