შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (35. დასასრული)

22-09-2015, 17:56
ავტორი Linna
ნანახია 5 281

გავიდა რამდენიმე დღე, თორნიკეს მხოლოდ ექიმებთან ერთად ვხედავ. ვგრძნობ, რომ წამლები ძალას კი არ მმატებენ, პირიქით, მფიტავენ. ელექტროსკამზე იმის შემდეგ სამჯერ ვიჯექი, სიტყვა ელექტროობაზეც გულისრევები მიტევს. მეზიზღება აქაურობა, მეზიზღება და ნელ-ნელა თორნიკეს ნდობასაც ვკარგავ.. ღამეებს გახელილი თვალებით ვათენებ, ველოდები.. უკვე ბევრჯერ გამიცრუვა იმედები, მაგრამ მე მაინც მჯერა რომ მოვა და გადამარჩენს.. ვიცი რომ მოვა, მის პატარა გოგოს არ დატოვებს..
-ცხრა
ვთქვი ჩემთვის და კედელზე მეცხრე ხაზიც ჩამოვკაწრე..
ნუთუ არც დედას გავხსენებივარ? არც მაკას? ნინის იმედი არც მქონია, მან მომათრია აქ.. ნუთუ მართლა ყველას დავავიწყდი?
ათასი სისულელე ტრიალებდა თავში, ხანდახან, საკუთარი თავის ცნობაც მიჭირდა.. თვალებს ვხუჭავდი ხოლმე და ვიხსენებდი თორნიკესთან გატარებულ თითოეულ წამს.. რა ლამაზი იყო, როგორი მშვენიერი.. გამახსენდა როგორ შევხვდი პირველად, კლუბში. როგორ შემაშინა, თითოქს, თავი შემაზიზღა, მაგრამ პირველივე შემოხედვისთანავე დაიდო ბინა ჩემს გულში.. მისი თვალებით სხეულში შემოიჭრა და ყველაფერი ბურუსში გაახვია, დაისაკუთრა..
„პატარავ“
ჩამესმის ყურში, თვალებს ვახელ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ესეც მომელანდა..
მგონი მართლა ჭკუიდან ვიშლები, მისი მონატრება მკლავს..
-გახსოვს, ტელეფონით ლაპარაკის დროს რომ ამაწითლე?
ვკითხე სიჩუმეს, ისიც თითქოს დამეთანხმაო.. გადავიკისკისე..
-გახსოვს როგორ მთხოვე ჩემი შეყვარებული იყავიო? გახსოვს როგორ გინდოდა, რომ შენთან ვყოფილიყავი?
ისევ სიცილით ვაგრძელებდი შეკიტხვების დასმას, სიჩუმეც უსასრულობასთან ერთად მხარს მიბამდა, მესაუბრებოდა..
-კოცონი გახსოვს? ცეცხლი კიარა, შენ რომ მათბობდი.. პირველი სექსი? ჩვენი პირველი ჩხუბის შემდეგ.. გახსოვს როგორ ფრთხილობდი? ვიცოდი, ძალიან წვალობდი, მაგრამ მაინც მსიამოვნებდა, რომ ჩემზე ზრუნავდი..
რამდენიმე წამით დავდუმდი..
-ჩემი ტატუ?
ღიმილით ვიკითხე და გრძელი პერანგი წამოვიწიე, ტრუსის ზოლის ჩაწევისთანავე გამოჩნდა კანზე მელნით ამოყვანილი ოთხი ასო.. “თოკო”
-გახსოვს რომ დამპირდი არ მიგატოვებო? აბა, ახლა სად ხარ? პირბადის და ტეთრი ხალათის უკან იმალები? ის შენ არ ხარ ! შენ ჩემს დანახვაზე ტავს ვერ შეიკავებდი.. მომვარდებოდი და მთელ სხეულს დამიკოცნიდი.. ღმერთო, შენი კოცნა, ეგეც მენატრება ჩემო ბიჭო.. შენი ტკბილი ტუჩები, თბილი, გემრიელი ალერსი..
ისევ დავდუმდი, ხელი ტატუზე მედო და ღრმად ვსუნთქავდი, უკვე აღარ ვიცინოდი..
-პატარა აბაშიძე?
ვიკითხე და ვიგრძენი როგორ გადმოჭრა სველმა ბურთულამ ქუთუთო და როგორ ჩამოგორდა ლოყაზე.. ახლა ორივე ხელი მუცელზე მქონდა მოხვეული, სუნთქვა უფრო და უფრო მეჩხერდებოდა, ცრემლების ნაკადიც იმატებდა..
-მე ყველაფერი მახსოვს ჩემო ბიჭო.. შენს პატარას ახსოვს, როგორ შეიძლება დაივიწყოს.. შენ ხომ უბრალოდ დაუვიწყარი ხარ..
რამდენიმე ცრემლი გადავყლაპე, ხელი ტუმბოსთან გადავწიე და ღილაკს თითი მივაჭირე.. რამდენიმე წამში ოთახში ექიმი გაჩნდა..
-დამამშვიდებელი გამიკეთეთ, გთხოვთ..
************************************************
მზეა.. ყავისფერ სკამზე ვზივარ, სათვალიან სახეს მზეს ვუშვერ და მისი სითბოთი ვტკბები.. მწვანე მინდორია.. არა, არა, არც სამოთხეში ვარ და არც ლონდონის რომელიმე პარკში.. ხუთსართულიანი, თეთრი, გისოსებიანი შენობის ეზოში ვარ, ვისვენებ..
სათვალემ ცხვირი მატკინა, მოვიხსენი და გვერდით დავდე.. ახლა თვალდახუჭული ვართმევდი მზეს ენერგიასა და სითბოს.. თავს ცუდად არ ვგრძნობ, საოცარია.. ალბათ, ვეჩვევი.. ვეჩვევი საკუთარი თავის მოტყუებას, მეტს არაფერს..
-მეც მახსოვს.
ჩამესმა ყურში, მაგრამ ისე მოვიქეცი, თითქოს არაფერი გამიგია.. ვიცოდი, მელანდებოდა.. გაუნძრევლად ვიჯექი და ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა მზის სიმხურვალის გარდა.. მართლაც რა თბილია.. სიყვარულს ჰგავს.. გათბობს, სიცოცხლებს გინათებს, გილამაზებს.. მაგრამ სულ მცირე, პატრარა ნაბიჯი წინ და მორჩა.. დაიწვები და შენგან არაფერი დარჩება, გარდა ფერფლისა..
გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, თითქოს რაღაცამ გამკაწრაო, ღრმად ჩავისუნთქე და უსიამოვნო შეგრძნებაც მყისიერად გაქრა..
-ანა..
თითქოს ქარმა რამდენიმე ბგერა მოიტანა ჩემს ყურებთან.. ახლოს იყო.
კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე ღრმად, თვალები უფრო მაგრად დავაჭირე ერთმანეთს.. მისი სურნელი..
-პატარავ..
ხრინწები, სითბო, სიყვარული.. ყველაფერი ერთ სიტყვაში.. ჩემთან იყო.
გაუბედავად დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს.. შეშინებული მივბრუნდი მარჯვნივ, სწრაფად წამოვხტი.. მელანდება? სხვაა? მართლა გავგიჟდი?
მისი თვალები მზეზე უფრო კაშკაშებდნენ, ვარდისფერი ტუჩებმა ეზოში აყვავებული ვარდებიც კი დაჩრდილეს.. მის გახშირებულ სუნთქვას, რამდენიმე მეტრშიც ვგრძნობდი.. ელოდა, როდის გავიქცეოდი მისკენ..
შიშველი ფეხებით მოვწყდი ბალახს.. სირბილით შევამცირე ჩვენს შორის მყოფი მანძილი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მტანჯავდა.. თითის წვერებზე წამოვიწიე, თვალები მის თვალებს გავუსწორე.. ჯერ კიდევ მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ჩემს წინ იდგა..
მარჯვენა ხელი მოვხარე და ფრთხილად შევახე მის კანს, ტვალები დაეხუჭა.. სუნთქვა უფრო და უფრო ხშირდებოდა, გულისცემა ჩქარდებოდა..
თითები ლოყებიდან ტუჩებზე ჩავასრიალე, ბაგეები ერთმანეთს დააშორა, ნაზად მეამბორა..
სიხარულის ცრემლები წამსკდა, გემრიელად გადავიკისკისე, კისერზე ჩამოვეკიდე და მთელი ძალით ჩავეკარი გულში..
ბედნიერების ექსტაზში გადავეშვი, როცა მისი ძლიერი მკლავები მომხვია და უწინდებურად მაგრძნობინა მისი საოცარი სითბო, ეს გრძნობა ყველა ნარკოტიკს სჯობდა.. ვიცოდი, რომ აღარაფერი მემუქრებოდა.. ჩემი შავი ბიჭი იყო ჩემთან, ჩემი მფარველი ანგელოზი რომელიც იყო. დაუვიწყარი!

******************************************
დასრულდა ! ვიცი, მოულოდნელად, მაგრამ დიახ, დასრულდა.. მეტი რა უნდა ვთქვა, კომენტარი თქვენ უნდა გააკეთოთ, იმედია იმედები გაგიმართლეთ.. არაფერი მეთქმის მადლობის გარდა.. მთელი სულითა და გულით გმადლობთ ! უღრმესი მადლობა ყველა იმ თბილი კომენტარისთვის, რაც ოდესმე დაგიწერიათ.. მადლობა იმისთვის, რომ თუნდაც ხუთ წუთს ხარჯავდით ჩემი მოთხრობის წასაკითხად..ახლა ისღა დამრჩენიათ რომ იმედები ჩაგისახოთ და ელოდოთ "მკვლელის" და "ლურჯი მოგონებების" გაგარძელებას ახლო მომავალში. მართლა ძალიან მიყვარხართ, ამას მთელი გულით გეუბნებით.. მადლობა ! მე მოვრჩი. იმედია, ეს მოთხრობა, მართლაც დაუვიწყარი იქნება თქვენთვის.

№1 სტუმარი Mareee

Ehhh damtavrda mara patara tavi iyo

Ise momewona dzalian miyvars es istoria magari xar avtoroo

№2  offline წევრი Drama Queen

სხვანაირ დასასრულს ველოდი, მაგრამ ესეც კარგია :3

№3  offline წევრი Linna

Drama Queen
სხვანაირ დასასრულს ველოდი, მაგრამ ესეც კარგია :3

გაიხარე ;დ <3

№4 სტუმარი q e t a

თითქოს რაგაც დამაკლდა....

№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმეეეე... კიდევ კარგი რომ არ დააშორე თორნიკეს... ძალიან ძალიან მაგარი ხარ... მაგრამ ლუკას რა მოუვიდა მაინც ვერ გავიგე... ან თორნიკე იქ როგორ გაჩნდა... რაღაცეები გაურკვეველი დარჩა მაგრამ რაც მთავარია ანა და თორნიკე ერთად დარჩნენ და სხვა ყველა და ყველაფერი სულ ერთია სიყვარულის გარდა...

№6  offline წევრი kora

სასწაულად შემიყვრადა ეს ისტორია, მაგრამ დასასრულმა ერთგვარი უკმაყოფილების გრძნობა გამიჩინა, ვერ მივხვდი მთელი ამ დროის მანძილზე სად იყო თორნიკე, ან იქ როგორ აღმოჩნდა, ან ამდენი წამლების შემდეგ რა მდგომარეობაშია საერთოდ ანა და როგორ უნდა წამოიყვანოს იქიდან, და ყველაზე მთავარი რა ბედი ეწია ლუკას, ადამიანს რომელმაც ყველა ეს უბედურება მოუტანა ამ წყვილს?! და საერთოდაც იმდენად უემოციო და უსიცოცხლო იყო მათი შეხვედრა ისიც კი ვიფიქრე რომ ანა მართლაც მიიყვანა ლუკამ სიგიჟის ზღვარს და ამით საბოლოოდ აღასრულა თავისი შურისძიება, და თორნიკეს გამოჩენა სინამდვილეში ანას ამღვრეული გონების შედეგია, ისევე, როგორც ის უცნაური ექიმი თორნიკეს თვალებით... მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ბოლოსწინა ორ თავში რა ინტრიგებიც წამოწიე, საბოლოოდ პასუხგაუცემელი დატივე.
თუმცა მიუხედავად ამისა, დარწმუნებული იყავი იმაში, რომ ეს ისტორია ვინც წაიკითხა ბევრს დაამახსოვრდება. წარმატებები <3
--------------------
kira.G

№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

kora

100%- ით გეთანხმები...

თუ შეძლებ და თავებს დაამატებ უფრო განავრცობ ისტორიას და ჩვენს ინტერესს დააკმაყოფილებ ძალიან გამიხარდება... დარწმუნებული ვარ ამას ადვილად შეძლებ... მე მართლა ძალიან გამიხარდებოდა მათ მომავალზეც თუ დაწერდი ერთ-ორ სიტყვას

№8 სტუმარი Natu

Ese uceb?? An kukas ra bedi ewia is mainc dageweraa

№9  offline წევრი barret

ეს.. ეს.. ეს უბრალოდ, არვიცი სიტყვები არ მყოფნის.. მარტლაც რომ დაუვიწყარი იქნება მარა არ მოველოდი რომ ასე მალე დასრულდებოდა.. არმეთმობა ეს ისტორია უბრალოდ ისე შემიყვარდა რომ არვიცი როგორ შევეგუები იმას რომ აღარ დამხვდევა და ყოველდღე აღარ მომიწევს მოუთმენლად ლოდინი თუ როდის დაიდება.. სხვანაირ დასასრულს ველოდი.. მაგრამ ასეც კარგია.. ყოჩაღ ბევრჯერ მითქვამს რომ ძალიან მაგარი ხარ.. უფრო სწორად სასწაული.. ეს ისტორია პირველივე თავით შემაყვარე და შემიყვარდი შენც *_*

№10  offline წევრი tako1987

უცნობი ქ
kora
სასწაულად შემიყვრადა ეს ისტორია, მაგრამ დასასრულმა ერთგვარი უკმაყოფილების გრძნობა გამიჩინა, ვერ მივხვდი მთელი ამ დროის მანძილზე სად იყო თორნიკე, ან იქ როგორ აღმოჩნდა, ან ამდენი წამლების შემდეგ რა მდგომარეობაშია საერთოდ ანა და როგორ უნდა წამოიყვანოს იქიდან, და ყველაზე მთავარი რა ბედი ეწია ლუკას, ადამიანს რომელმაც ყველა ეს უბედურება მოუტანა ამ წყვილს?! და საერთოდაც იმდენად უემოციო და უსიცოცხლო იყო მათი შეხვედრა ისიც კი ვიფიქრე რომ ანა მართლაც მიიყვანა ლუკამ სიგიჟის ზღვარს და ამით საბოლოოდ აღასრულა თავისი შურისძიება, და თორნიკეს გამოჩენა სინამდვილეში ანას ამღვრეული გონების შედეგია, ისევე, როგორც ის უცნაური ექიმი თორნიკეს თვალებით... მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ბოლოსწინა ორ თავში რა ინტრიგებიც წამოწიე, საბოლოოდ პასუხგაუცემელი დატივე.
თუმცა მიუხედავად ამისა, დარწმუნებული იყავი იმაში, რომ ეს ისტორია ვინც წაიკითხა ბევრს დაამახსოვრდება. წარმატებები <3

100%- ით გეთანხმები...

თუ შეძლებ და თავებს დაამატებ უფრო განავრცობ ისტორიას და ჩვენს ინტერესს დააკმაყოფილებ ძალიან გამიხარდება... დარწმუნებული ვარ ამას ადვილად შეძლებ... მე მართლა ძალიან გამიხარდებოდა მათ მომავალზეც თუ დაწერდი ერთ-ორ სიტყვას

Getanxmebi imedia gadaaxalisebs da gagrdzelebas dacers radgan gaurkvevlad dasrulda arada martla sasiamovno wasakitxi istoriaa

№11  offline წევრი Linna

ჩემო მეგობრებო, გასაგებია რომ გაუგებრობაში ხართ. უზრდელობაში არ ჩამომართვათ და მეც სწორედ ეს მინდოდა ;დ ანუ ამით იმას გეუბნებით რომ შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიის უნარი გამოიყენოთ, წინა თავში ნახსენები იყო რომ ლუკა ორი დღე არ გამოჩენილა და არ შეხმიანებია არავის, აქედან გამოგაქვთ დასკვნა რომ რახან თორნიკე ანასთან დაბრუნდა, ძმამ ძმაზე შური იძია და ბოლოს სიყვარულმა გაიმარჯვა, ასევე შეგიძლიათ მეორე დასასრულიც თქვენ ფანტაზიას მიანდოთ.. რომ ანა საბოლოოდ გაგიჟდა, თორნიკეს დაუვიწყარმა სიყვარულმა გააგიჟა და თორნიკე ამ ქვეყანას სიბოროტემ გამოასტუმრა..

არგამიბრაზდეთ მაგრამ ასე იმიტომ დავტოვე რომ მე მეორე ვარიანტი მქონდა გეგმებში.. თუმცა ვარჩიე სამუდამოდ ამ მოთხრობით ერთიან ინტრიგაში დამეტოვებინეთ.
დროებით, და მიყვარხართ

№12 სტუმარი anastasia

Linna

მესმის ორიგინალური დასარული გინდოდა,მაგრამ დაუკმაყოფილებლობის,გაურკვევლობის მეტი არაფერი დატოვა ასეთმა დასასრულმა და როგორც ჩანს არამარტო ჩემში,მკითხველის უმრავლესობაში,არც შენ გეწყინოს, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი.

№13  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Ess istoriaaa magijebs da didi smotminebit velodebodii xolmee ) magramm dasasrrulii arr momeconaaa ( ufroscorad ver avigeee ( magramm maincc kargii iyoo masiamovnaa amm iatoriamm daa cotaa matiraa kidecc bolos# ((

№14 სტუმარი mtvaro svani

kargi raaaa.tirilit velodi dasasruls da es ra iyo?verc mivxvdi verafers.martla ar gavda arafers eg dasasruli shoki mivige.ragac xo unda agexsna amdeni xani nervebi damaglije.kargi ra.titqos anas moechvena iseti shtabechdileba damrcha.daamate erti tavi da axseni normalurad.mapatie magram martla cudad daasrule.amas ar velodi imdeni vinerviule

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent