ჩემი გახდები?!..... (თავი 2)
ცხოვრება ვერაგია,ვერაგი....ამას რომ ვამბობ მამტყუნებენ არადა აი,ფაქტიც მას რა უნდა ახლა ჩემთან რა?!....რატომ გამოჩნდა მაინცდა მაინც ახლა,როდესაც ახალი ცხოვრება დავიწყე ახალი ნაცნობებით და ახალი ურთიერთობებით.... ტაქსში უნდა ჩავმჯდარიყავი,როდესაც კვლავ გავიგონე ძახილი ჩემი მიმართულებით.... -ნინოოოო! ყველა ძალ-ღონე მოვიკრიფე და ჩავჯექი ტაქსში ისე ვითომ და არაფერი...თავს ვაიძულე მისკენ ერთჯერაც არ გამეხედა და არც გავიხედე,მაგრამ რად დამიჯდა ეს ალბად მხოლოდ ის გამიგებს ვისაც გამოუცდია,მსგავსი რამ ცხოვრებაში....როგორ მტკიოდა უმისობა,როგორ....ტაქსი ერთერთ სკვერთან გავაჩერებინე მძღოლს და გადმოვედი....ჩუმად ჩემთვის დავიწყე ბუტბუტი... -ნუ თუ მართლა ის იყო?!...რატომ გამოჩნდა ახლა,რატომ?...ან რატომ მტკივა უმისობა ასე რატომ?....ის ხომ ჩემთვის არავინ და არაფერია?!....’’ის ხომ ჩემთვის არავინ და არაფერია’’! განუწყვეტლივ ერთსადაიმავეს ვიმეორებდი,მაგრამ გული მკერდში განუწყვეტლივ ფეთქავდა და საწინააღმდეგოს ამტკიცებდა...გული გონებას ებრძოდა და სააბოლოოდ ალბად ყველამ იცით ვინც გაიმარჯვებს,მაგრამ ამ წამს მე ვერ ვხვდებოდი ვინ გაიმარჯვებდა.....ვის დარჩება მართვის სადავეები,ვის გულს თუ გონებას..... მთელი ღამე თეთრად გავათენე მასზე ფიქრებით....გამახსენდა როგორ გავიცანი,როგორ ამოვიკითხე მისი სახელი სიაში და ჩემთვის გულში ‘’დავიჩემე’’ ,ისე რომ ნანახიც კი არ მყავდა,მაგრამ ეს ჩემთვის....გამახსენდა ჩვენი თითეული კამათი,ბავშვური მაგრამ გრძნობებით სავსე,გამახსენდა მისი ღიმილი და სიცილი,ჭკუიდან კინაღამ გადავედი მისი მონატრებით,მისი ნახვის სურვილით....ამ წამს ვინანე,რომ ერთჯერაც არ გავიხედე უკან...ნეტავ ერთჯერ მომეკრა მისი საოცარად მამაკაცური სახის ნაკვთებისთვის თვალი,მხოლოდ ერთჯერ,მაგრამ არა.....ჩემი თავის შემრცხვა ჩემს ცხოვრებაში ხომ ლაშა იყო,მას მე ვუყვარდი ისეთი,როგორიც ვიყავი და ვერასდროს ვატკენდი მას,ვერასდროს.....ნეტავ გავჩერებულიყავი იქნებ რა უნდა ეთქვა?!....მაგრამ არა ასე სჯობს,რომ მენახა ყველაფერი ისევ ისე აირეოდა ჩემში.... მთვარიანი ღამე იყო,რომ ვერ დავიძინე გარეთ გასვლა გადავწყვიტე,როგორ მიყვარდა და მეშინოდა წყვდიადით,ბნელით მოცული ღამის ერთდროულად.... ჯაკეტი მოვიცვი,თმები უწესრიგოდ დამეყარა მხრებზე,კეტებში ფეხი ჩავყავი და უხმოდ გამოვაღე ბინის კარი,რათა გოგოები არ გამეღვიძებინა..... ნაცნობ ქუჩებს მივუყვებოდი და არაფერზე ვფიქრობდი,თითქოს გონება გავთიშე....კარგა მანძილი გამევლო,როდის მოვედი აქ ღმერთო ჩემო, ჩემს თავს ვუთხარი და ვაკის პარკისკენ ავიღე გეზი,რატომღაც მიყვარდა ეს პარკი და ერთი მერხი განსაკუთრებით....ჩაბნელებული იყო მერხის ირგვლივ მიდამოები...დავჯექი და თორნიკეს სიტყვები გამახსენდა ‘’ისიც აქ სწავლობს, სამშენებლოზეა’’ იქნებ მივსულიყავი,მალულად.....არა მგონი გაგიჟდი ნინი შენ,რა გინდა მასთან რა..... სიამაყე როგორ გვღუპავს გვტკენს და გვანადგურებს ადამიანებს,რა იქნებოდა დღეს რომ შევბრუნებულიყავი და დავლაპარაკებოდი?!...არც არაფერი ალბად ახლა ასე არ მეტკინებოდა და არც ამ ღამის გათენება მომიწევდა მწარე ფიქრებით...ამ ფიქრებში ვიყავი,რომ ყურს მისი ნაბიჯების ხმა მოხვდა,უკვე მის სურნელსაც ვგრძნობდი, სურნელს,რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი,ასე მათრობდა და მიყვარდა,სწორედ ამ წამს მივხვდი,რომ ის მე ვერ დავივიწყე,მან ჩემში უფრო მეტად გაიდგა ფესვები... უკან არ გამიხედავს,რადგან ვერ შევძელი შეტრიალება,გამბედაობა არ მყოფნიდა ჩემნაირ გამბედავ გოგოს,რომ მე მისთვის სახეში შემეხედა,იმ სახეზე,რომელიც ასე მიყვარდა და მენატრებოდა.... -საღამომშვიდობისა,ნინი,როგორ ხარ?ერთი ნაბიჯიც გადმოდგა და მის მკლავებში მომიქცია,ძლიერად შემომხვია მკლავები და გულში ჩამიკრა,ასე პირველად მეხუტებოდა და ასე ახლოსაც მის წინ პირველად ვიყავი მეც....გაოცება,შიში,სიხარული,გაკვირვება ყოველივე ეს ერთად აღმბეჭვდოდა სახეზე,ძლივს მოვაბი რამოდენიმე სიტყვის თქმას თავი და ავბლუკუნდი. -შენ აქ რა გინდააა?!....ჩურჩულით ამოვთქვი სათქმელი.... -შენ რა გინდა აქ თორემ მე კი ვიცი რაც მინდა.....ღიმილი შეურია სათქმელსსს....როგორ ხარ? და მივხვდი,რომ უფრო ფართო ჩაიღიმა. -კარგად ვარ ალექს,შენ,როგორ ხარ?ისევ ისე ვყავდი გულში ჩაკრული და ხელებს არ მიშვებდა,ოდნავ შევიშმუშნე მის მკლავებში და მიხვდა,რომ უკვე ზედმეტი მოდიოდა,მომშორდა და ლოყაზე მხურვალე,ვნებით სავსე და ამავდროულად ნაზი კოცნა დამიტოვა. -მეც არამიშავს,იცი ყველასგან გაქრი,მაგრამ სად გაქრი ეგაა საკითხავი....რა შეშინებული სახე გაქვს რა მოჩვენება დაინახე? გაიცინა ისევ,იმ მომაჯადოებელი ღიმილით მე რომ დამატყვევა ერთი წლის წინ. რა მოხდა შენთან? -მე ახალი ცხოვრება დავიწყე ახალი ურთიერთობებით,სადაც ძველების ადგილი აღარ არის....ხაზგასმით წარმოვთქვი ეს ყოველივე და მერხზე კარგად მოვკალათდი,მან კი ხელი შემიშვა....და უეცრად გამახსენდა ჩვენსმიერ დადებული სანიძლაოს დროს რა გვიან გამიშვა მისი მხურვალე ხელები და უფრო ამტკივდა...მერე ამოიხვნეშა,თავი ჩაქინდრა და მზერა ღამის წყვდიადს გაუსწორა. ცოტახანს დუმდა მერე გაუბედავად მითხრა: -კარგია ახალი ცხოვრება და ისიც,რომ ასე ძლიერი ხარ...დატოვო ყველაფერი ასე მარტივად წარსულში და დაიწყო ახალი,სუფთა ფურცლიდან ცხოვრება მარტივი არ არის შენ კი ეს შეძელი.....შენი სიძლიერე მაოცებს და მაგიჟებს! ხაზგასმით წარმოთქვა და მისმა ხმა მთელ სხეულში დამიარა.. -მე ძლიერი არ ვარ,უბრალოდ ჩემი ნიღაბია ძლიერი გოგოსი,რომელიც ყველას უცინის ასე თუ ისე.....ამ ახალი ცხოვრების დაწყებამდე იცი რამდენი ვიწვალეე?!...არ იცი..... 14 წელია ვცდილობ დავიწყო ახალი ცხოვრება,მაგრამ აქამდე არ გამომდიოდა,უნივერსიტეტმა და რაღაცამ ახალმა ცხოვრებაში ეს შემაძლებინა და ამ ყოველივეს არევის უფლებას არავის მივცემ არავის!.....აღელვებული ვამბობდი ამ ყოველივეს და ვხვდებოდი რომ ნელ-ნელა კონტროლს ვკარგავდი საკუთარ თავზე.... -რატომ ყვირი?!....ან რატომ ნერვიულობ?ისევ ისეთი ცნიკურობით მითხრა სათქმელი,როგორც ადრე.... -არ ვყვირი უბრალოდ ხმამაღლა ვსაუბრობ,რათა გაიგო,რომ ახალი ცხოვრება დავიწყე,მე ახალი!!!...ეს ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.... -მერე ძაალიან კარგია,რომ დაიწყე.....ისევ ისეთი თვალები შემომანათა როგორც ადრე იცოდა,როცა რამეს მიმტკიცებდა და ეს ყოველივე მბჟუტავი ლამპიონის შუქზე უკეთესად დავინახე... -ხო და მეც მაგას ვამბობ და კიდევ იმას,რომ ამ ახალში არ არის ძველი ნაცნობების და ურთიერთობების ადგილი....აქ ყველაფერი ახალია გარდა,ოჯახისა და წარსულისა,რომელიც განუწყვეტლივ თან მსდევს!.... -როდის შეიცვალე ასე ნინ?!....გიყურებ და ვერგცნობ.... -შენ რა ოდესმე მიცნობდი? მე არავინ არ მიცნობდით,არავინ...იმიტომ რომ ჩემი გაცნობა არც თქვენ მოინდომეთ და არც მე,რომ გამეცნო თქვენთვის ჩემი რეალური ‘’მე’’... -იცი ძაალიან შეცვლილი ხარ.... საშინლად ცივი და მიუკარებელი ხარ,შენს თვალებში მხოლოდ სევდას და ტკივილს აქვს ბინა დადებული,რატომ? რა მოხდა? ამ სიტყვების გაგონებაზე მომინდა ყველაფერი მიმეხალა მისთვის პირში,მაგრამ ისევ თავი შევიკავე და ხელახლა ავბლუკუნდი. -მართალი ხარ მე ძაალიან შევიცვალე...ცხოვრებამ შემცვალა...და უკვე მერამდენედ აღარ კი ვიცი...მე ის პატარა ანცი გოგო აღარ ვარ,მხიარული და პოზიტივის მქონე ადამინის ნიღაბიც აღარ მაქვს.... თბილი კი როდის ვიყავი? თვალები კი მომცინარი ბაგეების მიუხედავად მუდამ სევდით და ტკივილი გატენილი მქონდა,ალბად ვერ ამჩნევდი ხომ შენ ამ ყოველივეს??... -მე ყველაფერს ძაალიან კარგად ვამჩნევდი,შეიძლება შენ ცივი იყავი ნინ,მაგრამ მე ამ სიცივეში შემეძლო დამენახა სითბო და თვალები კი... უდავოდ სულ სევდიანი გქონდა,მაგრამ ახალ უფრო სევდიანი გაქვს,თითქოს ყველაფერი გეტკივილება.... -გეჩვენება,დღეს უკვე ისე ძლიერ აღარ მეტკივილება ცხოვრება,მე ახალი სუფთა ფურცლიდან დავიწყე ის,სადაც არ არის ბევრის ადგილი და რადაც არ უნდა დამიჯდეს ჩემს ახლოსაც არ მოვუშვებ მათ... -რატომ ხარ ნინო ასე? იცი შენი კისკისი მომენატრა შენ კიდევ.... აქ უკვე ვეღარ შევიკავე თავი გამახსენდა წარსულში ნათქვამი მისი ეს სიტყვები;''''გაიცინე ნინ,მე შენი კისკისი მომენატრააა''...და გავცოფდი.... -ერთი რამ დაიმახსოვრე ალექსანდრე აბაშიძევ,ის ნინო ლიქოკელი,რომელსაც შენ იცნობდი მე ჩემში მოვკალი და ვეღარავინ ვერ შეძლებს მის გაცოცხლებას,არ მაინტერესებს წარსული და როგორი ვიყავი მე იქ. მეყო რაც ვიცხოვრე მისით,მეყოოოო!!!...... ვხვდებოდი,როგორ ვკანკალებდი ...ახლა კი ბოდიშსს გიხდი,მაგრამ უნდა წავიდე,ძაალიან გვიანია უკვე... გული ამოვარდნას მქონდა,ვიცოდი ახლა აქაურობას სასწრაფოდ,რომ არ გავცლოდი რაც მოხდებოდა... გადავდგი ერთი ნაბიჯი და აბაშიძემ ფარ-ხმალი არ დაყარა და: -ნინ მოდი ახლა გაგაცილებ,მერე ხვალ კი გავისეირნოთ,სადმე დავსხდეთ და გავიხსენოთ ძველი დროის ის ფრაგმენტები სადაც ყველა ბედნიერები ვიყავით და ყველაფერზე დავილაპარაკოთ,კარგი? -არა ალექს,არაა....არ მცალია და არც სურვილი მაქვს ამის....და ხო კიდევ გაცილებაც არ მინდა,ნახვამდის.დავინახე მის მუდამ ხალისიან და თბილ სახეზე სევდა და გული შემეკუმშა,ცადა შემწინააღმდეგებოდა,მაგრამ ვერ გაბედა....ჩემს წინ მდგარი ალექსი არ იყო ის აბაშიძის ვაჟი,''ჩემი'',რომ დავარქვი ჩუმად ჩემს გულში და მიზნად,რომ გავიხადე,რომ ის ''ჩემი გახდებოდა''....მივხვდი,რომ ზედმეტი მომივიდა,ზედმეტად მწარე და ცივი სიტყვები გავიმეტე მისთვის და გადავწყვიტე ცოტა მოვმბალიყავი... -იცი ჩემო წარსულის ძველო მეგობარო,გამეხარდა ყველაფრის მიუხედავად შენი ნახვა! გავუღიმე და თვალი ჩავუკარი. -მხოლოდ ქვედა ტუჩის მხარე ჩაეტეხა. -მე შენ არასდროს დამავიწყდები ალექსს ეს დაიმახსოვრე! სახეზე აღარ შემიხედავს,წამოვედი მაგრამ უკან ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას,მე კიდევ გული მეწვოდა იმის გამო,რომ მას მე ისევ მეგობარი ვუწოდე, და ასევე იმის გამო,რომ მე ვერ შევძელი და ვერ დავამარცხე ის გრძნობა,რომელიც ამდენი ხანია მტანჯავს და მის აღიარებასაც ვერ ვბედავ ჩემს თავთანაც კი..... -ტაქსი გავაჩარე და სახლში მივედი,ეზოში დავჯექი და ისევ ფიქრებში გადავეშვი.....გამახსენდა ის ყოველი დღე ერთად რომ გავატარეთ იმ ერთი წლის განმავლობაში და უეცრად გავსევდ-ბედნიერდი....რატომ შემოაღწია ჩემს გულში,რატომ?მას ხომ ჩემთვის არაფერი უთქვამს?მხოლოდ იმ გამოხვედების და ქცევების გამო შემოუშვი ასე ღრმად ჩემს გულშიიიიი?!მხოლოდ ამის გამოო?ჩემს თავს უამრავ კითხვას ვუსვამდი,მაგრამ პასუხები არსად არ ჩანდააა...ამ ფიქრებში ვიყავი,რომ სმს-ის ხმა შემაკრთო....ლაშა იყო... -გძინავსს?!.... არაფერი არ მივწერე,ვიცოდი ურცხვად უნდა მეცრუა მასთან და ერთი წვეთი ცრემლი გადმომიგორდა...მე არ ვიმსახურებდი მასსავით თბილ და კარგ ადამიანს,არააა არ ვიმსახურებდი.....თავი გადავაქნიე და მუხლებში ჩავრგე....არ ვიცოდი რას მომიტანდა ხვალინდელი დღე,რა იქნებოდა მომავალში....ერთი კი ვიცოდი ის განელებული გრძნობები,რომელთა განელებასაც ამდენი დრო მოვახმარე,ისევ ქარ-ცეცხლში გაეხვივნენ.... *** დღეეები,დღეებს მიჰყვებოდა და ამასობაში 3 თვე გავიდა...ალექსი იმ ღამის შემდეგ აღარსად უნახავს ნინის.... ტკიოდა განა კი არ ტკიოდა,მაგრამ არაფერს არ იმჩნევდა ამაყი ქალბატონი... უნივერსიტეტში ვიყავი,რომ უეცრად ვიღაცა ზურგიდან მომეკრო და თავზე მაკოცა.... -მომენატრე.... -ლაშა,კარგი რა დილით არ მნახეეე?!...მოჩვენებითად გავუბრაზდი.. მერე დილის მერე იცი რამდენი საათი გავიდა,წუთებსადა წამებზე,რომ არაფერი ვთქვათ?!... -კარგი,კარგი...კი,მაგრამ ლექცია არ გაქვსს? -არაა...და თქვენც თუ არ გაქვთ ქალბატონო მოდი სადმე წავიდეთ?!...ჰაა,რას იტყვი? -ლაშ რაღაც უგუნებოდ ვარ და არაფერი არ მეხალისება,მოდი სხვა დროს იყოს რა,კაი?მისკენ შევტრიალდი და სახეზე შევხედე... -ნინი რა ხდება,რა მოგდის ამ ბოლო დროსს? 3 თვეა ასე ხარ....რა ხდება მითხარ,გთხოვ... -არაფერი არ ხდება უბრალოდ გადავიღალე... -მერე სწორედ რომ განტვირთვის დროა.... -ლაშა,ლაშააა...რატომ არაფერი არ გესმის,სულ პოზიტივს რატომ ხედავ ყველაფერში?ასეთი კეთლი და კარგი რატომ ხარ?!.... -კომპლიმენტებს უკვე რამდენი წელია ვიღებ,მაგრამ შენგან ეს პირველია და ყველაზე სასიამოვნო... -ოხ შენი გამოსწორება არ იქნება არა...წამოდი ვისადილოთ და მერე სამეცადინო მაქვს.... -ჩემი სიყვარული ხარ ნინი....მითხრა და ლოყაზე მაკოცა,უეცრად ისევ სევდა შემომაწვა,ნეტავ მეც შემძლებოდა მსგავსი,რამის თქმა მისთვის.... *** მთელი დღე მასთან ერთად გავატარე,ბავშვივით დამარბენინებდა ქუჩებში ხან,რა სიგიჟეს ვაკეთებდით ხან რას....დამავიწყდა კიდეც თითქოს ალექსი,მაგრამ უეცრად თორნიკე გამოჩნდა..... -როგორ ხარ ნიინი?და გადამეხვია... -კარგად თოკო შენ,როგორ ხარ? -არამიშავს და ალმაცერად შეხედა ლაშას.... -ეს ლაშაა...და მეტი ვეღარ განვაგრძე არ ვიცოდი რა მეთქვა მეგობარი თუ შეყვარებული?!...იქნებ არცერთი....ვიცოდი ალექსს აუცილებლად ეტყოდა თორნიკე და გაბედულად გადავდგი ლაშასკენ ნაბიჯები,მკლავები მოვხვიე და თავი გულზე დავადე.... -ეს ჩემი შეყვარებულია,ჩემი ცხოვრების ნათელი თოკო....ეს კი ლაშა თორნიკეა,ჩემი მეგობარი...თორნიკეს ფერები გადაუვიდა და გაოცება აღებეჭდა სახეზე.... -სასიამოვნოათი და ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა მათი გაცნობა მხოოლოდ.თოკომ წასვლისას მითხრა შენთან დალაპარაკება მინდაო და ტელეფონის ნომერი შეომაჩეჩა ხელში,თავისუფალ დროს დამირეკე და შევხვდეთო.... *** უკვე საკმაოდ გვიანი იყო,როდესაც გადავწყვიტე თოკოსთვის დამერეკა...თანაც გოგოები წასულები იყვნენ მშობლიურ ქალაქებში და სრულებით მარტო ვიყავი. -თოკო,ნინი ვარ,რასშვრები? -არაფერს...გცალიააა? -კი,მცალია პეკინზე ერთერთი კაფის სახელი ვუკარნახე და მეც იმ ადგილისკენ ავიღე გეზი... *** -როგორც ყოველთვის არაპუნქტუალური ვარ და ბოდიში დამაგვიანდა.... -არაუშავს....სერიოზული გამომეტყველებით მითხრა. -რამე მოხდა თოკოო? -მოდი ვილაპარაკოთ დაუფარავად კარგი? -კარგი...აბა რაშია საქმე ბატონო თორნიკე?!.... -ალექსი ვიცი,რომ ნახე...და ილაპარაკეთ კიდეც ოღონდ ზოგადად....რატომ არ დაუთმე მას დროო იმისათვის,რომ მასაც ეთქვა მისი სათქმელი?!,..... -თორნიკე არ მინდა ალექსსზე საუბარი,ის არავინ და არაფერია ჩემთვის,არავინ და არაფერი... -თვალები გყიდიან ნინი თვალები!...ვხვდები,რომ მისსადმი გრძნობა გაქვსს.... -მე არანაირი გრძნობა არ მაქვს თოკო,არანაირი...ის ჩემთვის სულ ერთია.... -არ არის სულ ერთი....გამომაჯავრა თორნიკემ.... -გეყოს მაიმუნობა,და საერთოდ აქ ალექსზე სალაპარაკოდ მომიყვანეეე?!.....მე არ მინდა მასზე საუბარი.... -არა მარტო მაგისთვის არ მომიყვანიხარ...გიყვარს ლაშაა? -კი......ის საუკეთესო ადამიანია თოკო,ოღონდ მართლა.... -არ ვიცი რა გითხრააა....ხვალ დაბადების დღე მაქვს,მინდა რომ მოხვიდე შენც... -არა თოკო,მეგობრები კი ვართ,მაგრამ არც ისე ახლოები,რომ ხო ხვდები არა....თანაც შენი ძმაკაცის ნახვა არ მინდა. -ეგა მთავარი მიზეზი ხომ?ჩემი ძმაკაცის ნახვა არ გინდა ხოო?!.... -თორნიკე გეყოფა....არ მინდა ხო,არ მინდა...მე ლაშა მიყვარს,მან ალექსისადა ჩემს მეგობრობაზე არაფერი არ იცის და არ მინდა პრობლემები.... -რა პრობლემები უნდა იყოს,როგორც ამბობ მეგობარია და ისიც წარსულის......და ამ ყოველივეს ლაშაც გაიგებს. -არა,თოკო მაინც ვერ მოვალ,უხერხულია ლაშასიც......... -ისიც წამოიყვანე...ისე მოულოდნელად მითხრა კინაღამ თვალები გადმომცვივდა ბუდიდან... -ლაშა წამოვიყვანოოოო?!....შენ კარგად ხარ?..... -ძაალიანაც კარგად ვარ,ხო ლაშასაც ვეპატიჟები და გელოდებით ხვალ ორივეს და აუცილებლად მოდით კარგი?!.... -კარგი რა თოკო,გეყოს....არსად არ მოვდივართ... -ნინი მაბრაზებ.შემისრულე ერთი თხოვნა და მოდით. -კარგი,მოვალთ. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წამოვედი სახლში.გზიდან დავურეკე ლაშას და ვუთხარი თოკოს დაბადების დღის შესახებ.გაუკვირდა დაპატიჟებული თვითონაც,რომ იყო და უარი განმიცხადა არ წამოვალო....ბოლოს დავითანხმე. *** შავი სადა კაბა გამოვიღე კარადიდან და სახესთან ახლოს მივიტანე,ტანში გააჟრჟოლა,როგორ არ უნნდოდა გონებას ალექსის ნახვა,მაგრამ გულს კი....სწრაფად გადავიცვი კაბა,თმა გავიშალე,მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე საშინელი ფერი მედო ისე სახეზე,შავ მაღლებში ჩავაცურე ფეხები და ზარიც გაისმა... მერე სალომემ სემოყო თავი ჩემს ოთახში. -ლაშა მოვიდა ნეტავ იცოდე რა სიმპატიურია.... -გეყოფა სალო...თვალები დავუბრიალე...და კარისკენ წავედი როდესაც სალომ დამიჭირა. -მოიცა,მოიცა.... -რა მოხდაა?!...გავიკვირვე. -რაღაც გაკლია.... -რა მაკლია,შენ ნორმალური ხარ?!...მაგვიანდება.... -მოიცა,აი ეს და ჩემი წარსულის სუნამო შეათამაშა ხელში და კინაღამ გამახრჩო იმდენი დამასხა.... -კარგი,სალომე,რა კარგი...ხველა ამიტყდა....გინდა გამგუდოოო,თანაც ამ სუნამოს აღარ ვხმარობ მე.... -მერე რა დღეს იხმარ,წარსულისსაა და წარსულსაც ნახავ დღეს.... -ვის ვნახავ? -ალექსს,კაი ხო წადი ახლა.... -ოხ სალომე,მოვალ მე შენს საჭიროდ მოვალ!... დაბლა ჩავედი და გამოწკიპული ლაშა დავინახე,მისკენ ავიღე გეზი. -ულამაზესი ხარ,აი ულამაზესი.....სიტყვები არ მყოფნის ნინი.... -მაადლობა...მორცხვად გავუღიმე არადა სულ არ მეღიმებოდა....მეშინოდა ალექსის ნახვის თითქოს....... -წავიდეთ?!... -წავიდეთ ვუთხარი და კავალერი გამოვდე... *** თორნიკეს საჩუქარი გადავეცით და ჩვენს მაგიდასთან მიგვაცილა....არსად არ ჩანდა ის ვისაც ვეძებდი... ლაშა ათას რამეს მიყვაბოდა და მაცინებდა,მე თავი გადავაქნიე და ირგვლივ მიმოვიხედე და უეცრად ნაცნობ სილუეტსს მოვკარი თვალი,მღელვარებამ იმატა ჩემში თითქოს გული წამში ასს დარტყმას აკეთებდა. ახლა მისი ნახვა საშინლად არ მინდოდა.უეცრად ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და შორიდან მომესალმა,მე კიდევ იქაურობას გავეცალე. გაგიჟებული გულის ცემის დაჭერა ვცადე,მაგრამ არ გამომივიდა. როგორც ქართულ-სუფრებს ჩვევია ნელ-ნელა სასმელის გრადუსმა იმატა ახალგაზდების სისხლში და წავიდა სიგიჟე. ჩემი მოლხენის მცოდნე ადამიანს ფეხიც არ მქონდა განძრეული და სახე-მოღრუბლული ვიჯექი ჩემს მაგიდასთან,ლაშამ ბევრჯერ მთხოვა უკვე ვიცეკვოთო და ბოლოს გავყევი,უკვე მერამდენედ მთხოვდა აღარც კი ვიცოდი. მელოდიას ტანი ავაყოლე და ირგვლივ მიმოვიხედე,ალექსი იჯდა და ცინიკურად მიღიმოდა,მერე უეცრად კისერზე შემოვხვიე მკლავები ლაშას,ნიშნისმოგებით გავხედე ალექსს და გაცოფება ეხატა სახეზე.უეცრად ვიგრძენი ხელის შეხება მკლავზე,შეიძლება იუბილარს დაუთმოთ თქვენი პარაა? იკითხა თორნიკემ და ლაშას გახედა.... -ლაშამაც თავი დაუქნია და გადააბარა ჩემი თავი თორნიკეს..... -იმან გამოგაგზავნა არაა?!... -ვინ? -შენმა ძმაკაცმა... -ოხ,რა ეჭვიანი ხარ... -აი,ხსენებაზე ისიც გამოჩნდაააა... -გავიხედე და მომღიმარი სახით ჩვენსკენ მომავალი ალექსი დავინახე რომელიც ვიღაც გოგოს ეცეკვებოდა,ცეკვა-ცეკვით ჩვენსკენ მოჰყავდა.... -გამარჯობა... -გამარჯობა....სარკასტრულად ვუთხარი.... -თოკო შეიძლება მეწყვლეები გავცვალოთ?!....და თვალებ მოჭუტული ჩამაკვირდა სახეში ალექსი.... -რა თქმა უნდა ძმაო და თვალი ჩაუკრა მას... -ჩემმა საყვარელმა მელოდიამ მიმოაბნია ირგვლივ ჰანგები.......ნელა შემიცურა წელზე ხელები და ტვალებში ჩამხედა. -ვიცი,რომ გიყვარს ეს მელოდია... -კი,მიყვარს,მაგრამ არა ისე,რომ შენთან ერთად ვიცეკვო და წასვლა არა უფრო გაქცევა დავაპირე,როდესაც დამიჭირა და მითხრა; -ახლა,მე ვილაპარაკებ,შენ კი მომისმენ...რატომ იქცევი ასე?რამე დაგიშავე?ან კიდევ ის ნიშნისმომგებიანი მზერა და ამავდროულად სინაგლე რას ნიშნავს?მაგრამ მოდი ახლა ამ კითხვებზე პასუხს ნუ გამცემ. ახლა ამ სიმღერაზე ვიცეკვებთ და შემდეგ წავალთ უსიტყვოდ. გაიგე? -შენ გეტყობა ბევრი დალიე,მე არსად წამოსვლას არ ვაპირებ შენთან ერთად და საერთოდ ვინ ხარ,რომ ამდენს მიბედავ?დაგავიწყდა ვინ ვარ? მე ლაშასთან ერთად ვარ დაგავიწყდაა?!...... -აჰაა,ესეიგი იმ ს**რს ლაშა ქვიაა?!.... -სიტყვები შეარჩიე და იცოდე ვისზე რას ამბობ....ის ჩემი შეყვარებულია... -შეყვარებული,არ გამაცინო რა.... -შენ გეტყობა ძაალიან ბევრი დალიე,გამიშვი ხელი... -მართალია შეიძლება ცოტა დავლიე,მაგრამ იმდენი არა,რომ ვერ ვხვდებოდე რას ვამბობ, და ვის ვეუბნები. შენ ისევ ის,არა უფრო მეტად ჯიუტი და ამაყი ნინო ლიქოკელი ხარ!!! ახლა კი ჩუმად! დავყევი მის ნებას და გავჩუმდი,ხელები მის კისერზე მოვათავსე და გავიტრუნე მის სითბოში. ეს ჩვენი პირველი ცეკვა იყო,ცეკვა,რომელიც არასდროს წარმომედგინა,ცეკვა რომელიც თითქოს ყველაფრის შეცვლას განიზრახავდა.მისი სხეულიდან წამოსული სითბო ტანზე ბუსუსებს მაყრიდა და გული ამოვარდნას ლამობდა.ჩემს თავზე ვბრაზობდი. მე ხომ დავიფიცე გასულ ზაფხულს,ოღონდ ახლა გააქრეს ჩემი ცხოვრებიდან და მას ჩემს სიახლოვეს აღარასდროს მოვუშვებმეთქი და იმ ფიცსაც დავივიწყებ,რომელიც ჩემს თავთან დავდე; ''ალექსანდრე აბაშიძე,ჩემი გახდებოდა მე კი,არავისი!!!''....,მაგრამ რა გამოვიდა?!... ცეკვა დავასრულეთ თუ არა,მაშინვე მისგან გავიქეცი და ლაშასკენ წავედი... -ის ვინ იყო?ლაშამ პაუზის შემდეგ მკითხა... -ვისზე ამბობ?!...ააა,ალექსზე?...ის ჩემი წარსულის ნაცნობია ადრე მეგობრობდით,ის მე,თორნიკე,თემო,ლევანი და კიდევ ბევრი.... -აჰა,ესეიგი ბევრი ყოფილხართ....და აქამდე რატომ არ მითხარი მათზე?ჩვენ ხომ უკვე 10 თვეა ერთად ვართ... -შენ რა ეჭვიანობის სცენებს მიწყობ ლაშაა?!.... -არა,უბრალოდ რატომ დამიმალე ის მაინტერესებს.... -არ დამიმალია,უბრალოდ ამის საჭიროება და მომენტი არ ყოფილა,რომ მე ის შენთვის გამეცნო და ა.შ.....მეც კარგა ხანია არ მინახავს და ახლა ვნახე.... -კაი,ბოდიში უბრალოდ რომ ეცეკვებოდი და არ ვიცოდი ვინ იყო გავბრაზდი...გამაცნობ? -კი გაგაცნობ...ძლივს ამოვიბლუკუნე.... საღამო ნელ-ნელა ჩამთავრდა....ალექსანდრეს მზერას ამ დროის განმავლობაში სულ ვგრძნობდი... -ლაშ არ წავიდეთ? -წავიდეთ....მეც მომწყინდა... -წავედით... -ნინი სად მიდიხარ?თოკოს ხმამ შემაკრთო..... -სახლში დავიღალეთ.... -ოოო,ქალბატონო ნინო არ უნდა გაგვაცნოთ თქვენი პრინცი?უეცრად საიდანღაც ალექსანდრე გამოჩნდა... -ლაშა ეს ალექს აბაშიძეა,ჩემი მეგობარი,ალექსს ეს კი ლაშა ჩემი შეყვარებული და ადამიანი რომელმაც ჩემს ცხოვრებას ფერები შესძინა.....ეს ვთქვი და ლაშას მივეხუტე,ალექსის გამწარებული სახის ყურება იმდენად მსიამოვნებდა,რომ......... -სასიამოვნოააა....და მოხარლი ვარ რომ გაგიცანით ბატონო ლაშა...ირონიულად წარმოთქვა ალექსმაა.... -ჩემთვისაც არც ლაშამ დააკლო.... -კაი ლაშ წავიდეთ... -ასე ადრე მიდიხართ?ისევ ალექსი... -შენი აზრით ღამის 2 საათი ადრეაა?! ნახვამდის ალექსს. *** ლაშამ სახლში მიმაცილა და ჭიშკრის გაღებას ვაპირებდი,როდესაც ვიღაც ყელში მწვდა,პირზე ხელი ამაფარა და მანქანაში ძალით შემტენა... ესეც დაპირებული მეორე თავი....ველოდები თქვენს შეფასებებს..მიხარია,რომ კითხულობთ და მოგწონთ...იმდენი წერილი მივიღე,რომ.....,გული გამითბეთ... მიყვარხართ ყველა და ველი შეფასებებს.... ღირს გავაგრძელო? ბოდიში შეცდომებისთვის,ვერ გადავხედე ისე დავწერე... მარად თქვენი ორქედეა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.